განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2018
საქმის ნომერი
330100118002468907
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2------

(გამოძიების №00----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - თი-----------------–-ა,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნი----–-----------–---–---–ი (დაბადებული - 1----–-–----------------------------–----------–----------------–--------------------------------------–----------------–-------------–---–--------------------------------------ში),ადვოკატი - და----------------–---–ი,კვალიფიკაცია: 1.საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სამი ეპიზოდი); 2. საქართველოს სსკ-ის 111,151 მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ერთი ეპიზოდი); 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); 3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც მას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნი----–-----------–---–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. მა-–------------–---–---–ი ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან - ნი----–-----------–---–---–თან ერთად, ქ. თბილისი, გუ-----–---–-------------------------0-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში. თანაცხოვრების მანძილზე ნი----–-----------–---–---–ი სისტემატურად აგინებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მამას - მა-–-----------–---–---–ს, რა დროსაც შეურაცხყოფის მიყენების სისტემატური ხასიათიდან გამომდინარე, მა-–-----------–---–---–ი განიცდიდა ტანჯვას და თავს დამცირებულად გრძნობდა.

 

2018 წლის 20 აპრილს საღამოს საათებში, ქ. თბილისი, გუ-----–---–-------------------------0-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ნი----–-----------–---–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მამის - მა-–-----------–---–---–ის მიმართ, კერძოდ, საცხოვრებელი ბინის საძინებელ ოთახში, საწოლში მწოლიარე მა-–-----------–---–---–ისთვის ფულის მოთხოვნაზე უარის მიღების შემდგომ, ფეხი ჩაარტყა მას ფეხის არეში, რა დროსაც მა-–-----------–---–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2018 წლის 20 აპრილს საღამოს საათებში, ქ. თბილისი, გუ-----–---–-------------------------0-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ნი----–-----------–---–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - მა-–-----------–---–---–ს რა დროსაც მა-–-----------–---–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.3. 2018 წლის 22 აპრილს ღამის საათებში, ქ. თბილისი, გუ-----–---–-------------------------0-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ნი----–-----------–---–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მამის - მა-–-----------–---–---–ის მიმართ, კერძოდ: მა-–-----------–---–---–ისთვის ფულის მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, მარჯვენა ხელის შეკრული მტევანი დაარტყა მას მხარში, რა დროსაც მა-–-----------–---–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

1.4. 2018 წლის 23 აპრილს, დაახლოებით 12:58 სთ-ზე, ნი----–-----------–---–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მამის - მა-–-----------–---–---–ის მიმართ, კერძოდ, ქ. თბილისი, გუ-----–---–-----------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ყოფნისას, მა-–-----------–---–---–ისთვის ფულის მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, ნი----–-----------–---–---–მა ხელები მოუჭირა მას ყელში და ახრჩობდა, რა დროსაც მა-–-----------–---–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის 20 აპრილს, 22 აპრილს და 23 აპრილს, ქ. თბილისი, გუ-----–---–-------------------------0-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში და #---ე კორპუსის ლიფტში ნი----–-----------–---–---–ის მიერ მა-–-----------–---–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტები.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32.).

 

3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნი----–-----------–---–---–ის მიერ მამის - მა-–-----------–---–---–ის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტების დასადასტურებლად (რაშიც ნი----–-----------–---–---–ს ბრალი ედება), ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულებები: დაზარალებულ - მა-–-----------–---–---–ისა და მოწმე ლე--–--------ის გამოკითხვის ოქმები, რომლებმაც საქმის არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

 

3.5. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

 

3.6. ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

 

3.7. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენებისა და მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგ.: თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; 2. სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას (არ სარგებლობს მისთვის სსსკ-ის 50-ე მუხლით მინიჭებული პრივილეგიით - არ მისცეს ჩვენება) და მხარე მოითხოვოს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემონსტრირებას).

 

3.8. ამდენად, ვინაიდან დაზარალებულმა - მა-–-----------–---–---–მა და მოწმე - ლე--–--------ემ სასამართლოს არ მისცეს ჩვენება და სახეზე არ არის სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს დაზარალებულ - მა-–-----------–---–---–ისა და მოწმე - ლე--–--------ის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

3.9. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს სხდომაზე გამოკვლეული თითოეული მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:

 

3.10. პატრულ - ინსპექტორმა ივ-----–-----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 21 იანვარს შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა მა-–-----------–---–---–ის მიერ 112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის საფუძველზე, რომელიც შეეხებოდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. შემთხვევის ადგილზე დახვდა აგრესიული და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნი----–-----------–---–---–ი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მამას - მა-–-----------–---–---–ს. სახლში ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებულის დედა და მისთვის უცნობი ახალგაზარდა, რომლებიც ცდილობდნენ ნი----–-----------–---–---–ის დამშვიდებას. მოწმის განმარტებით, დაზარალებულს ჩამოართვა ახსნა-განმარტება და გამოსცა შემაკავებელი ორდერი. მოწმემ ერთის მხრივ აღნიშნა, რომ ფაქტები გამოძიების მიმდინარეობისას (მისი გამოკითხვისას) უფრო ახსოვდა, თუმცა დაცვის მხარის კითხვაზე (გამოძიებაში დაკითხვისას რატომ არ მიუთითა, რომ ნი----–-----------–---–---–ი მამას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას), დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა. მოწმემ ვერ დაადასტურა რომ კონფლიქტისას ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი ან ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა დაზარალებულს. ასევე დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა კითხვას რატომ დასჭირდა ბრალდებულს კორპუსის ეზოში ჩაყვანა თუ კონფლიქტის მონაწილეები სხვადასხვა ოთახში იმყოფებოდნენ (ბრალდებული საძინებელ ოთახში იმყოფებოდა დაზარალებული საძინებელში). ხოლო რაც შეეხება ნი----–-----------–---–---–ის მიმართ ბრალად შერაცხულ 2018 წლის 20 აპრილის, 22 აპრილის და 23 აპრილის ეპიზოდებს (ფიზიკური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა) აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია.

 

3.11. სასამართლო აფასებს პატრულ - ინსპექტორ ივ-----–-----ის მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით მიცემულ ჩვენებას და პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია ნი----–-----------–---–---–ის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებაში არაფრისმთქმელია. მოწმე არ ფლობს ინფორმაციას 2018 წლის 20 აპრილის, 22 აპრილის და 23 აპრილის ეპიზოდებთან დაკავშირებით. მისი განმარტებები 2018 წლის 21 იანვარს ქ. თბილისში, გ-------–---–-----------ი კორპუსი #-- ბ-------ში და #---ში ლიფტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირდაპირ კავშირში არ არის ნი----–-----------–---–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან. მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ თითქოს 2018 წლის 21 იანვარს მამა-შვილს (ნი----–-----------–---–---–ს და მა-–-----------–---–---–ს) შორის კონფლიქტს ჰქონდა ადგილი და ბრალდებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, უტყუარად არ ადასტურებს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის აპრილის თვეში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობის მუქარას. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმის განმარტებები წინააღმდეგობრივია და ბადებს არაერთ კითხვას, კერძოდ: თუ ნი----–-----------–---–---–ი 2018 წლის 21 იანვარს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მამას, რატომ არ მიუთითა ამის შესახებ გამოძიებაში დაკითხვისას, მითუმეტეს, რომ მოწმის განმარტებით, ფაქტები გამოძიების მსვლელობისას უფრო ახსოვდა ვიდრე სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას. ასევე გაუგებარი და ლოგიკას მოკლებულია მოწმის განმარტება იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 21 იანვარს, შემთხვევის ადგილზე ყოფნისას თუ მამა და შვილი სხვადასხვა ოთახში იმყოფებოდნენ, რატომ გახდა საჭირო ბრალდებულის კორპუსის პირველ სართულზე ჩაყვანა და მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პატრულ - ინსპექტორ ივ-----–-----ის ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებების საფუძველზე, რომელიც პირდაპირ კავშირში არ არის ნი----–-----------–---–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან და ასახავს კონფლიქტის სულ სხვა ეპიზოდს, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ნი----–-----------–---–---–ის მიმართ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი. სხვა პირდაპირი (ან ირიბი) ჩვენება ან მტკიცებულება გარდა პატრულ - ინსპექტორ ივ-----–-----ის ჩვენებისა, ბრალდების მხარის მიერ სასამრთლოსთვის წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

3.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - გე-–--------ე, ია--------–----ე, ლე----------–---–ი და ვი----–--------–---–ია არიან პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მართებულობა, რომლებიც მათ მიერ იქნა ჩატარებული ან რომელშიც მიიღეს მონაწილეობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, რაც მხარეთა მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების (ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტების შესახებ) მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას).

 

3.13. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე, პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

3.14. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).

 

3.15. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - გე-–--------ის, ია--------–----ის, ლე----------–---–ის და ვი----–--------–---–იას ირიბი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს თუ რა მოხდა 2018 წლის 20 აპრილს, 22 აპრილს და 23 აპრილს ქ. თბილისი, გუ-----–---–-------------------------0-ში და #-- კორპუსის ლიფტში, განახორციელა თუ არა ნი----–-----------–---–---–მა მამის მიმართ ფიზიკური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

 

3.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს #1/3----15 განაჩენის თანახმად, ნი----–-----------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 საათი. 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200 საათით და საბოლოოდ ნი----–-----------–---–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

 

3.17. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 მარტის #3------- გადაწყვეტილებით, ნი----–-----------–---–---–ს აეკრძალა მა-–------------–---–---–ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა - მოძალადის მსხვერპლის ან მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

3.18. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მაისის #3-------- გადაწყვეტილებით, ნი----–-----------–---–---–ს აეკრძალა მა-–------------–---–---–ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა - მოძალადის მსხვერპლის ან მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

3.19. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 ივლისის #3-------- გადაწყვეტილებით, ნი----–-----------–---–---–ს აეკრძალა მა-–-----------–---–---–ის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა - მოძალადის მსხვერპლის ან მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

3.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 მარტის, 6 მაისის და 1 ივლისის გადაწყვეტილებები ხაზს უსვამს, რომ 2013 წელს ნი----–-----------–---–---–ს და მა-–-----------–---–---–ს შორის ადგილი ჰქონდა გარკვეულ კონფლიქტს, რის გამოც სასამართლოს მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერები. თუმცა 2013 წელს ოჯახში არსებული კონფლიქტი, თუნდაც იგი დასტურდებოდეს სასამრთლოს გადაწყვეტილებით, თავისთავად არ მიუთითებს, რომ ნი----–-----------–---–---–მა 2018 წელს მამის მიმართ განახორციელა ძალადობა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ 2013 წელს გამოცემული დამცავი ორდერების საფუძველზე დაადგინოს 2018 წლის აპრილის თვეში, ჩ-----–---–---–ების ოჯახში განვითარებული მოვლენები.

 

3.21. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვის დროს გამოიყენა დუმილის უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება. საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამდენად, ბრალდებულის მიერ დუმილის უფლებით სარგებლობა ვერ იქნება გამოყენებული მის წინააღმდეგ და ვერ შეფასდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

3.22. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებისა, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა მა-–-----------–---–---–მა და მოწმე ლე--–--------ემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, სისხლის სამართლის საქმეში არ დარჩა არცერთი უტყუარი პირდაპირი ხასიათის (თუნდაც ირიბი) მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა ნი----–-----------–---–---–ის მიერ მამაზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტების დადგენა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით შეუძლებელია არა თუ პირის ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტა, არამედ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები ვერ აღადგენენ 2018 წლის 20 აპრილს, 22 აპრილს და 23 აპრილს განვითარებულ კონფლიქტთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

4.2. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

 

4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ ნი----–-----------–---–---–ი და მა-–-----------–---–---–ი არიან ოჯახის წევრები (ნი----–-----------–---–---–ი არის მა-–-----------–---–---–ის შვილი). ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება (არა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა), რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას მიაყენეს თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა მა-–-----------–---–---–ს და დაემუქრნენ თუ არა მას სიცოცხლის მოსპობით.

 

4.5. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

4.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.).

 

4.8. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

4.9. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.10. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

4.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

 

4.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნი----–-----------–---–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.13. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ნი----–-----------–---–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა სრულად შეესაბამება ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამ კატეგორიის საქმეებზე დადგენილ პრაქტიკას. იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულის ოჯახის წევრმა სავარაუდო დაზარალებულებმა არ მისცეს ჩვენება სასამართლოს და საქმეში არ მოიპოვება სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენებზე პროკურორების მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის N380აპ-17 განჩინება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის N258აპ-17 განჩინება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-276-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნი----–-----------–---–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და 11-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ნი----–-----------–---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა .გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ნი----–-----------–---–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი