გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/829-18
160210018002648122
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - სს „ს------–-----გი“
წარმომადგენელი - თე----------–-–---–ი, თა-----------ია
მოპასუხე - ლე------------
ადვოკატი - ნა----------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. ლე------------ს სს „ს------–-----გის" სასარგებლოდ დაეკისროს 2082 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სალიზინგო გადასახდელი (ძირი თანხა) შეადგენს 1302 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენ 780 აშშ დოლარს (სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შემცირებული პირგასამტეხლო), რომელიც მოპასუხეს ერიცხება პირველი ვადაგადაცილებული დღიდან - 2016 წლის 3 ნოემბრიდან 2017 წლის 30 იანვრის ჩათვლით, როდესაც მოსარჩელემ მხარემ მოშალა ხელშეკრულება.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ გარემოებებზე:
2016 წლის 24 სექტემბერს სს "ს------–-----გსა" და ლე------------ს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება N 1101-20092, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მხარემ ლე------------ს ლიზინგით გადასცა ლიზინგის საგანი.
ლიზინგის ხელშეკრულების თანახმად, ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო ლიზინგის გამცემისათვის ყოველთვიურად გადაეხადა 651 აშშ დოლარი 2 თვის განმავლობაში, ჯამში 1302 აშშ დოლარი. მიუხედავად გრაფიკით განსაზღვრული საზღაურის გადახდის ვალდებულებისა. კერძოდ, არც ერთი თვის სალიზინგო გადასახდელი ლიზინგის მიმღებს ლიზინგის გამცემის სასარგებლოდ დღემდე არ გადაუხდია.
მიუხედავად წერილობითი და ზეპირი გაფრთხილებებისა, მოპასუხე თავს არიდებდა დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხე ლე------------ს დ სს „ს------–-----გის" სასარგებლოდ დაეკისროს სალიზინგო დავალიანების - 2082 აშშ დოლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
ლე------------მ სასამართლში წარმოადგინა წერილობითი შესაგებელი, სადაც სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მიუხედავად მოსარჩელე სს "ს------–-----გთან" გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულებისა, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა ავტოსატრანსპორტო საშუალება OPEL ZAFIRA და მესაკუთრე კი კვლავ იყო მოპასუხე, 30.01.2017 წელს მოსარჩელის მიერ მოპასუხისაგან გამთხოვილი იქნა ლიზინგის საგანი - ავტოსატრანსპორტო საშულება. მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელე არასწორად ედავება ავტომანქანის თანხას და პირგასამტეხლოს. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ მიუთითა, რომ რადგან ლიზინგის საგანი სალიზინგო კომპანიამ გაასხვისა 1200 აშშ დოლარად, ხოლო მის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენდა 1302 აშშ დოლარს, სარჩელი ცნო ძირი თანხის 102 დოლარის და ასევე პირგასამტეხლოს 78 აშშ დოლარის ფარგლებში.
(მტკიცებულება: 18.10.18 წლის შესაგებელი; 31.10.2018 წლის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 24 სექტემბერს სს "ს------–-----გსა" და ლე------------ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება N1102-20092, რომლის საფუძველზეც სს " ს------–-----გმა" ლევან კაპანაძისაგან შეიძინა ავტომობილი OPEL ZAFIRA (ს/ნ W0L0TGF7522004055) 1440 აშშ დოლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 24.09.2016 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება ( N 1102-20092 );
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. 2016 წლის 24 სექტემბერს სს "ს------–-----გსა" და ლე------------ს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება 1101-20092, რომლის მიხედვითაც ლიზინგის გამცემმა -სს "ს------–-----გმა" ლიზინგის მიმღებს - ლე------------ს, რომელიც იმავდროულად იყო ავტომობილის - OPEL ZAFIRA -ს (ს/ნ W0L0TGF7522004055) თავდაპირველი მესაკუთრე გადასცა ლიზინგის საგანი - ავტომობილი OPEL ZAFIRA (ს/ნ W0L0TGF7522004055) მფლობელობაში, ლიზინგის საგნის ღირებულება განისაზღვრა 1542 აშშ დოლარით. ლიზინგის დისკონტირებულმა ღირებულებამ შეადგინა 1231 აშშ დოლარი, ხოლო ლიზინგის მიმღებს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 651 აშშ დოლარი 2 თვის განმავლობაში, ჯამში 1302 აშშ დოლარი. ყოველდღიურ ვადაგადაცილებაზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს მიმდინარე სალიზინგო გადასახდელის ნაშთის 2%, ჯამში არაუმეტეს 1200 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 24.09.2016 წლის ლიზინგის ხელშეკრულება N 1101-20092, დანართი - ლიზინგის საზღაურის გადახდის გრაფიკი
- მხარეთა ახსნა-განმარტებები, 31.10.2018 წლის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი.
3.1.3. ლევან კაპანაძის მიერ გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელემ მოშალა ლიზინგის ხელშეკრულება და 2017 წლის 30 იანვარს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე სს "ს------–-----გმა" ლევან კაპანაძისაგან ჩაიბარა ავტომობილი OPEL ZAFIRA (ს/ნ W0L0TGF7522004055).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 30.01.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება, 31.10.2018 წლის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი.
3.1.4. 2017 წლის 27 აპრილს სს "ს------–-----გსა" და რომან ბექაურს შორის გაფორმდა ლიზინგის ხელშეკრულება N1101-21086, რომლის საფუძველზეც რომან ბექაურს გადაეცა ლიზინგის საგანი - ავტომობილი OPEL ZAFIRA (ს/ნ W0L0TGF7522004055). ლიზინგის ღირებულებამ შეადგინა 1200 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 27.04.2017 წლის ლიზინგის ხელშეკრულება N1101-21086;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხეს სს "ს------–-----გის" წინაშე ერიცხება დავალიანება 180 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 102 აშშ დოლარი არის სხვაობა 24.09.2016 წლის N 1101-20092 ლიზინგის ხელშეკრულების ლიზინგის საგნის ღირებულებას - 1302 აშშ დოლარსა და 27.04.2017 წლის N1101-21086 ლიზინგის ხელშეკრულების ლიზინგის საგნის ღირებულებას 1200 აშშ დოლარს შორის, ხოლო 78 აშშ დოლარი არის შემცირებული პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 24.09.2016 წლის ლიზინგის ხელშეკრულება N 1101-20092 ;
- 27.04.2017 წლის ლიზინგის ხელშეკრულება N1101-21086;
- 31.10.2018 წლის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი;
სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 416-418-ე, 420-ე, 576-ე, 5805-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. 24.09.2016 წლის ლიზინგის ხელშეკრულებიდან (N1101-20092) გამომდინარე სს "ს------–-----გი" ითხოვს ლევან კაპანაძისათვის დავალიანების თანხის ჯამში 2082 აშშ დოლარის დაკისრებას.
6.2. სსაქართველოს სკ-ის 576-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
ამ მოთხოვნების გათვალისწინებით სასამართლო მხარეებს მიუთითებს, რომ ლიზინგის ხელშეკრულების მხარეები არიან ლიზინგის გამცემი და ლიზინგის მიმღები. მოსარჩელე შპს ”ს------–-----გი” არის ლიზინგის გამცემი, ხოლო ლე------------ არის ლიზინგის მიმღები. ორივე მხარეს ეკისრება თავისი წილი ვალდებულებების შესრულება, კერძოდ შპს ”ს------–-----გის” ვალდებულება იყო მოპასუხისათვის სარგებლობაში გადაეცა ავტომანქანა, ხოლო ლევან კაპანაძის ვალდებულება იყო გადაეხდა ხელშეკრულებით დადგენილი საზღაური ყოვეთვიურად, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს.
სამოქალაქო კოდექსის ეს მუხლი შპს ”ს------–-----გს” აძლევს უფლებას მოშალოს ხელშეკრულება თუ ლე------------მ არსებითად დაარღვია თავისი ვალდებულებები. დადგენილია, რომ მოსარჩელემ თავისი წილი ვალდებულებები შეასრულა და გადასცა მოპასუხეს ლიზინგის საგანი. ლევან კაპანაძის მოვალეობები განისაზღვრა ხელშეკრულების 6 მუხლით. ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად ლე------------, როგორც ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო გადაეხდა მოსარჩელისათვის მომსახურების საკომისიო და ლიზინგის გადასახადი გადახდის გრაფიკის მიხედვით.
ნიშანდობლივია, რომ ლიზინგის ხელშეკრულების 6.2.5 პუნქტის მიხედვით ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია ..ლიზინგის საგნის დაბრუნება და მოშალოს ხელშეკრულება თუ ლიზინგის მიმცემი არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულეებს სრულად. ხოლო, 6.2.6. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მოშლისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს დაუბრუნოს ლიზინგის საგანი მფლობელობაში და განკარგოს ის.
სასამართლოს აზრით აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ლიზინგის საგნის ღირებულებას, ვინაიდან ის შეადგენს ლიზინგის ხელშეკრულების აქტივს და საბოლოოდ ასანაზღაურებელი თანხის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მისი ღირებულება, მოსარჩელეს ლიზინგის საგანი ავტომობილი - OPEL ZAFIRA დაბრუნებული აქვს, შემდეგ კი აღნიშნული ქონება კვლავ აქვს გაცემული ლიზინგით 1200 აშშ დოლარად.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს თანხის დაკისრება ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს, რათა არამართლზომიერად არ დაზარალდეს მოპასუხე.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით (ნასყიდობის ხელშეკრულება, ლიზინგის ხელშეკრულება N 1101-20092, 2017 წლის 30 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტი, ლიზინგის ხელშეკრულება N1101-21086, ცნობა დავალიანების შესახებ) სასამართლოს მიაჩნია, რომ ლე------------ს სს "ს------–-----გის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების თანხის მხოლოდ, ნაწილი - 180 აშშ დოლარის ოდენობით გადახდა, საიდანაც 102 აშშ დოლარი არის სხვაობა 24.09.2016 წლის N 1101-20092 ლიზინგის ხელშეკრულების ლიზინგის საგნის ღირებულებას - 1302 აშშ დოლარსა და 27.04.2017 წლის N1101-21086 ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად ლიზინგის საგნის ღირებულებას 1200 აშშ დოლარს შორის, ხოლო 78 აშშ დოლარი კი შემცირებული პირგასამტეხლო.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის 4%-ისა.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 197 ლარი, ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 168.10 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო ბაჟის დარჩენილი ნაწილი 28.90 ლარი უნდა დაუბრუნდეს მას უკან.
მოპასუხე ლე------------ს სს "ს------–-----გის" სასარებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 259, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „ს------–-----გის" სარჩელი ლევან კაპანაძის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. დაეკისროს მოპასუხე ლე------------ს მოსარჩელე სს "ს------–-----გის" სასარგებლოდ ძირითადი თანხის 102 აშშ დოლარის, ასევე პირგასამტეხლოს 78 აშშ დოლარის გადახდა.
3. სს "ს------–-----გს" დაუბრუნდეს 2018 წლის 24 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ნაწილი 28.90 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს "თიბისი ბანკი", ბანკის კოდი: TBCBGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 300093150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (2018 წლის 24 სექტემბრის N153770477 საგადახდო დავალება).
4. სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 168.10 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
5. ლე------------ს სს "ს------–-----გის" სასარგებლოდ გადახდეს 50 ლარი წარმომადგენლისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო თარაშვილი