გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/1-298-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1- ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი: თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე: შ----------–-----------------–ი”
მოსარჩელის წარმომადგენელი: გ--–--------ე, ნ------–-–--–---–ი
მოპასუხე: სს------–---–----–-----------------–---------------------------–--–------ი
მოპასუხის წარმომადგენელი: თ-------------ე
დავის საგანი: გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შ----------–-----------------–სა“ და ს-------–---–----–-----------------–---------------------------–-–------ს შორის გაფორმებული:
- 2--- წლის 4 დეკემბერის #--------- ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება/გარიგება.
- 2--- წლის 1- დეკემბერის #--------- ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება/გარიგება.
- 2--- წლის 4 დეკემბერს გაფორმებული #--------- ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება/გარიგება.
1.2. ს-------–---–----–-----------------–---------------------------–-–------ს შ----------–------------–------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 66953.92 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ს-------–---–----–-----------------–---------------------------–---–------მა ,-----------–-----–--------------------------------------–-----–---------------------------------–--–-----–---------------ის“ პროგრამის ფარგლებში სატრეინინგო მასალის ქართული ენიდან სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე გამოაცხადა სამი ტენდერი S-----------, S----------- და S-----------. სამუშაოს მიწოდების ბოლო ვადად განისაზღვრა 2--- წლის 1- დეკემბერი.
იმ ვარაუდით, რომ შემსყიდველი დროულად გააფორმებდა ხელშეკრულებას და დროულად გადასცემდა მიმწოდებელს სათარგმნ მასალებს, შ----------–-----------------–მა“ მონაწილეობა მიიღო სამივე ტენდერში და გაიმარჯვა. მოსარჩელემ ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთა 2--- წლის 24 ნოემბერს, ხოლო ვაჭრობის საბოლოო ფასი დააფიქსირა 25 ნოემბერს. შესაბამისად, სწორედ ამ თარიღში გამოავლინა ნება ხელშეკრულების დადებაზე. ამ მომენტისათვის პრეტენდენტისათვის უცნობი იყო ხელშეკრულების დადების თარიღი, თუმცა ივარაუდებოდა, რომ კეთილსინდისიერებისა და გონივრულობის პრინციპების გათვალისწინებით ხელშეკრულება დაიდებოდა რაც შეიძლება სწრაფად, რადგან შესასრულებელი სამუშაოები დიდი მოცულობის იყო. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულებები დაიდო 4 დეკემბერს რუსულ და სომხურ ენებზე, ხოლო 1- დეკემბერს აზერბაიჯანულ ენაზე, შესაბამისად სათარგმნი მასალა ხელშეკრულების დადებამდე შემსრულებელს არ მიუღია.
მოსარჩელის განმარტებით, შ----------–-----------------–ისათვის“ გადაცემული ქართულენოვანი სათარგმნი მასალა შეიცავდა ხარვეზებს: ზოგ ნაწილში გაუმართავი იყო აზრობრივად და შინაარსობრივად, ტექსტები გადაბმული იყო ერთმანეთზე, მეორდებოდა სიტყვები და წინადადებები, რაც სამუშაოს შესასრულებლად გამოყოფილი ისედაც არაგონივრულად მოკლე ვადებში შესრულებას ეჭქვეშ აყენებდა. აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ ითხოვა დამატებითი ვადა სამუშაოს შესასრულებლად, რაც მოპასუხემ რეაგირების გარეშე დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ სათარგმნი იყო დიდი მოცულობის მასალა მოკლე ვადაში, თ---–-----------------–მა მაინც შეძლო მომსახურების ვადაში შესრულება და შემსყიდველისათვის დროულად გადაცემა.
გადაცემული მასალის შემსყიდველის მიერ ინსპექტირების შედეგად შედგა დასკვნები, რომელშიც მითითებულია, რომ ნათარგმნი მასალის ნაწილი ხარვეზიანია და საჭიროებს გასწორება/რედაქტირებას.
ინპექტირების დასკვნის საფუძველზე, შემსყიდველმა ყოველგვარი გაფრთხილების და ხარვეზის გამოსწორებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე ცალმხრივად, ვადაზე ადრე შეწყვიტა ხელშეკრულებები, უარი თქვა სამუშაოს მიღებაზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე.
მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ ჯამში შეადგინა 66953.92 ლარი. აქედან 16001.02 ლარი რუსულ ენაზე თარგმნისათვის, 23872.58 ლარი სომხურ და 27080.32 ლარი აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნის ხელშეკრულების შემთხვევაში.
იმის გამო, რომ მოპასუხემ არამართლზომიერად შეწყვიტა ხელშეკრულება და არ აუნაზღაურა შემსრულებელს გაწეული მომსახურების საფასურს, მოსარჩელეს მიადგა ზიანი 66953.92 ლარის ოდენობით.
შ----------–-----------------–თან“ ხელშეკრულებების შეწყვეტის შემდეგ ს-------–---–----–-----------------–-----------------–------მა იგივე მასალებზე კიდევ ერთხელ გამოაცხადა ტენდერები, თუმცა ამჯერად იგივე მასალებზე სათარგმნელად განსაზღვრა ორ თვეზე მეტი ვადა. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს, რომ შემსყიდველმა თავადვე გააცნობიერა და აღიარა შ----------–-----------------–ისათვის“ მიცემული ვადების არაგონივრულობა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სს------–---–----–-----------------–---------------------------–--–------ის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულად გამოცხადდა შ----------–-----------------–ი“ და მას გაუფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები 2--- წლის 04 დეკემბერს (N---------, N--------) და 2--- წლის 1- დეკემბერს (N--------).
შ----------–-----------------–ს“ ხელშეკრულებები გაუფორმდა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველო კანონისა და ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2----–-–----- ბრძანების მოთხოვნათა სრული დაცვით. აღნიშნული ბრძანების მე-1- მუხლის თანახმად, გამარჯვებულ პრეტენდენტებთან ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს არანაკლებ 4 სამუშაო დღის ვადაში. შესაბამისად, უფრო ადრე მოსარჩელესთან ხელშეკრულება ვერ გაფორმდებოდა. ის გარემოება, რომ აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნის მომსახურების შესახებ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა 2--- წლის 1- დეკემბერს, განპირობებული იყო იმით, რომ დასაზუსტებელი იყო ტენდერში გათვალისწინებული გარკვეული დოკუმენტაცია, რომლის დაზუსტების შემდგომაც სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება პრეტენდენტის გამარჯვებულად ცნობის შესახებ, რის შემდგომაც, 2--- წლის 1- დეკემბერს გაფორმდა მესამე ხელშეკრულებაც.
რაც შეეხება სათარგმნი მასალის გადაცემას პრეტენდენტისათვის, რუსულ და სომხურ ენებზე თარგმნის შესახებ 2--- წლის 4 დეკემბრის ხელშეკრულებების გაფორმებისთანავე სათარგმნი მასალა მიწოდებულ იქნა მოსარჩელისათვის. შესაბამისად, თავისუფლად შეეძლო მოსარჩელეს დაეწყოთ თარგმნა აზერბაიჯანულ ენაზეც, სანამ გაფორმდებოდა მესამე ხელშეკრულება. მოსარჩელე თავადვე აღნიშნავს, რომ სათარგმნი მასალა სამივე ხელშეკრულებისათვის ერთი და იგივე იყო.
ამასთან, მოსარჩელეს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე უნდა გამოეკვლია შეძლებდა თუ არა აღნიშნული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას ტენდერით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ხოლო თუ მისთვის შეუძლებელი იქნებოდა ამ ვადებში წარდგენილი სათარგმნი მასალის თარგმნა, მაშინ არ უნდა მიეღო ტენდერში მონაწილეობა. ასევე თავად იყო პასუხისმგებელი მის მიერ წარმოსადგენ თარგმნის მომსახურების ფასზე.
მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, მისთვის გადაცემული სათარგმნი მასალის ხარვეზებთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნული მასალა გამართული იყო როგორც შინაარსობრივად და აზრობრივად, ასევე გრამატიკული თვალსაზრისითაც. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ზუსტად იდენტურ სათარგმნი მასალის თარგმნის მომსახურების მიზნით შემდგომში გაფორმებულ ხელშეკრულებების მხარეების მიერ არანაირი შენიშვნა ან მსგავსი მოსაზრება არ ყოფილა გამოთქმული.
რაც შეეხება დამატებითი ვადის დაწესებას მოსარჩელისათვის, შემსყიდველი მოკლებული იყო შესაძლებლობას დამატებითი ვადა განესაზღვრა, ვინაიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულება და შემდგომში ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო საბიუჯეტო წლის ბოლომდე, 2--- წლის შესყიდვების გეგმის შესაბამისად.
ამასთან, მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ მომხდარა, ვინაიდან მათ მიერ ნათარგმნი მასალა წარმოდგენილ იქნა 2--- წლის 2------------ს, ნაცვლად 1- დეკემბრისა.
მოსარჩელე ხელშეკრულების გაფორმებამდე ინფორმირებული იყო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე, შესაბამისად 2--- წლის 1- დეკემბერს უნდა ჩაებარებინა ნათარგმნი მასალა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მიუხედავად ამისა, მომწოდებელმა 2--- წლის 2------------ს გამოაგზავნა ბოლო ნათარგმნი მასალები, რაც იმას ნიშნავს, რომ მან დამატებით ვადებში წარმოადგინა ნათარგმნი მასალა, შესაბამისად ვეღარ მოხერხდებოდა მისთვის რაიმე დამატებითი ვადის დაწესება ხელშეკრულების შეწყვეტამდე. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ნათარგმნი მასალა არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და სრულად გამოუსადეგარი იყო ცენტრისთვის ხელშეკრულების დადების მიზნებისათვის. აქედან გამომდინარე, ვერ მოხერხდებოდა აღნიშნული სამუშაოს მიღება მოპასუხის მიერ.
სს------–---–----–-----------------–---------------------------–--–------ის მიერ 2016 წლის 1- თებერვალს გამოცხადდა ხელახალი ელექტრონული ტენდერი იგივე მასალების სომხურ ენაზე თარგმნის მომსახურების შესყიდვის მიზნით. აღნიშნული ტენდერის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან შ----------------–-----------------------თან“ გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება 2016 წლის 29 მარტს N--------. აღნიშნული სათარგმნი მასალის რუსულ ენაზე თარგმნის მიზნით კი ხელშეკრულება გაფორმდა 2016 წლის 13 მაისს ს----------–---------------------------------------------–------------–------------––-------–---------------------------თან (N0-------), ხოლო აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნის მიზნით ხელშეკრულებები გაუფორმდათ აზერბაიჯანული ენის სპეციალისტებს გ-------------------ასა და რ-----------------ს. აღნიშნული ხელშეკრულებები ცხადყოფენ, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული სათარგმნი მასალა სრულად გამოუსადეგარი იყო ხელშეკრულების მიზნებისათვის გამოსაყენებლად. შესაბამისად, შ----------–-----------------–ის“ მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ზიანი მიადგა თავად მოპასუხეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2----–-–--------------ს ს---------–---–----–-----------------–---------------------------–---–------მა“ გამოაცხადა S-----------, S----------- და S----------- ელექტრონული ტენდერები მთარგმნელობითი მომსახურების შესყიდვის მიზნით.
ტენდერები ითვალისწინებდა ,-----------–-----–--------------------------------------–-----–-----------------------------------–---–--------–--------–---–---–------------------–---------------------------------–--–-----–---------------ას“. პროგრამის ფარგლებში სატრეინინგო მასალის ქართული ენიდან სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე თარგმნას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- ამონაწერი ვებ-გვერდიდან (გვ. 21-23).
3.1.2 სატრეინინგო მასალის ქართული ენიდან აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე თარგმნის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა 2----–-–--------------ს. წინადადებების მიღება დაიწყო 20 ნოემბერს, ხოლო დამთავრდა 25 ნოემბერს. ვაჭრობის ძირითად დროში სატენდერო წინადადება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარადგინა ერთმა პრეტენდენტმა - შ----------–-----------------–მა“.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სატენდერო კომისიის 20---–-–-------------------- სხდომის ოქმები (ს.ფ 232-234, 239-241, 243-245);
3.1.3 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2----–-–-----------–------ ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის, ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად მთარგმნელობითი მომსახურების (C---------- მთარგმნელობითი მომსახურება) შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში (სატენდერო განცხადების NS-----------, NS-----------) გამარჯვებულად გამოვლინდა შ----------–-----------------–ი“.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სატენდერო კომისიის 20---–-–-------------------- სხდომის ოქმები (ს.ფ 239-241, 243-245);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).
3.1.4 სატენდერო კომისიამ განიხილა შ----------–-----------------–ი“-ს მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია სატრეინინგო მასალის ქართული ენიდან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნის მომსახურების მიზნით და განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ სრულყოფილად არ იყო წარდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მე-9 მუხლის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, კერძოდ ,,ინფორმაცია გამოცდილების“ (თითოეულ თარჯიმანს უნდა გააჩნდეს საგანმანათლებლო რესურსების თარგმნის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება). შესაბამისად, შ----------–-----------------–ს“ განესაზღვრა დრო არაუგვიანეს 2--- წლის 01 დეკემბრის 18:00 საათამდე, ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისათვის.
შ----------–-----------------–ი“-ს მიერ წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის საფუძველზე, დაადგინა, რომ წარდგენილი დოკუმენტები შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს და სატრეინინგო მასალის ქართული ენიდან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნის მომსახურების (C---------- - მთარგმნელობითი მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (სატენდერო განცხადების ნომერი NS-----------1) გამარჯვებულად გამოვლინდა შ----------–-----------------–ი“.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სს------–---–----–-----------------–---------------------------–--–------ის 2--- წლის 30 ნოემბრის წერილი (ს.ფ 238);
- სატენდერო კომისიის 20---–-–-------------------- სხდომის ოქმები (ს.ფ 232-234).
- სატენდერო კომისიის 2----–-–---------------------- სხდომის ოქმიი (ს.ფ 235-237);
მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).
3.1.5 ს---------–---–----–-----------------–---------------------------–-–------სა“ და შ----------–-------------–------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები. კერძოდ,- 2----–-–--------------------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ,-----------–-----–--------------------------------------–-----–-----------------------------------–---–--------–--------–---–---–------------------–---------------------------------–--–-----–---------------ის“ პროგრამის ფარგლებში სატრეინინგო მასალის ქართული ენიდან სომხურ ენაზე თარგმნის შესახებ;
- 2--- წლის 4 დეკემბერს N--------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ,-----------–-----–--------------------------------------–-----–-----------------------------------–---–--------–--------–---–---–------------------–---------------------------------–--–-----–---------------ის“ პროგრამის ფარგლებში სატრეინინგო მასალის ქართული ენიდან რუსულ ენაზე თარგმნის შესახებ;
- 2----–-–---------------------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ,-----------–-----–--------------------------------------–-----–-----------------------------------–---–--------–--------–---–---–------------------–---------------------------------–--–-----–---------------ის“ პროგრამის ფარგლებში სატრეინინგო მასალის ქართული ენიდან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნის შესახებ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–--------------------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 25-30).
- 2--- წლის 4 დეკემბერს N--------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 31-36);
- 2----–-–---------------------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 37-41).
3.1.6 სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების თანახმად, ნათარგმნი მასალა შემსყიდველისათვის მიწოდებულ უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2--- წლის 1- დეკემბრისა.
-N--------- ხელშეკრულების ღირებულება მხარეთა მიერ განსაზღვრულ იქნა 44689.40 ლარით, მათ შორის 1 გვერდის თარგმნის მომსახურების ღირებულება შეადგენდა 1-.65 ლარს;
-N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასყიდი მომსახურების ღირებულება შეადგენდა 2781- ლარს, მათ შორის 1 გვერდის თარგმნის მომსახურების ღირებულება შეადგენდა 7.25 ლარს;
N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურების ღირებულება შეადგენდა 45264.80 ლარს, მათ შორის 1 გვერდის თარგმნის მომსახურების ღირებულება - 1-.80 ლარს.
ანგარიშსწორება უნდა განხორციელდებულიყო მიღება-ჩაბარების (შესრულების) აქტის გაფორმების დღიდან არაუგვიანეს 1- სამუშაო დღისა, მაგრამ არაუგვიანეს 2--- წლის 31 დეკემბრისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2----–-–--------------------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 25-30).
- 2--- წლის 4 დეკემბერს N--------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 31-36);
- 2----–-–---------------------------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 37-41).
3.1.7 1-.1-.2--- წელს შ----------–-----------------–მა” წერილობით მიმართა ს-------–---–----–-----------------–---------------------------–-–------ს და ითხოვა სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნათარგმნი მასალის მიწოდების თარიღად განსაზღვრულიყო 2--- წლის 25 დეკემბერი, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში გადაცემული ქართულენოვანი სათარგმნი მასალის ტექნიკურად გაუმართავობის გამო შეუძლებელი იყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში - 2--- წლის 1- დეკემბრამდე მასალის ხარისხიანად თარგმნა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 1-.1-.2---წ შ----------–-----------------–ი”-ს N--------------------- წერილები (ს.ფ 55-57).
3.1.8 შ----------–-----------------–მა“ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ეტაპობრივად. სათარგმნი მასალის ბოლო ნაწილი ს-------–---–----–-----------------–---------------------------–-–------ს მიაწოდა _ 2--- წლის 2------------ს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ (ს.ფ 271-344).
3.1.9 ს-------–---–----–-----------------–---------------------------–---–------ის 2--- წლის 25 დეკემბერის N--------------, ასევე 2--- წლის 30 დეკემბერს N-------------- და N-------------- წერილებით, შ----------–-----------------–ს“ ეცნობა ხელშეკრულებების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 30.1-.2---წლის სს------–---–----–-----------------–---------------------------–--–------ის N----------------- წერილი (ს.ფ 70-71);
- 30.1-.2---წლის სს------–---–----–-----------------–---------------------------–--–------ის N----------------- წერილი (ს.ფ 72-73);
- 25.1-.2---წლის სს------–---–----–-----------------–---------------------------–--–------ის N----------------- წერილი (ს.ფ 74-75).
3.1.10 სს------–---–----–-----------------–---------------------------–--–------ის მიერ არ არის გადახდილი მთარგმნელობითი მომსახურების ღირებულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).
3.1.1- სს------–---–----–-----------------–---------------------------–--–------ის მოთხოვნის საფუძველზე, შ----------–-----------------–ი“ 2016 წლის 8 ივლისს დარეგისტრირდა შავ სიაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2----–-–---------–--ის განკარგულება შ----------–-----------------–ის“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ (ს.ფ 247, 252-255);
- სს------–---–----–-----------------–---------------------------–--–------ის მიმართვა (ს.ფ 248).
3.1.1- სს------–---–----–-----------------–---------------------------–--–------ის მიერ 2016 წლის 1- თებერვალს გამოცხადდა ხელახალი ელექტრონული ტენდერი იგივე მასალების სომხურ ენაზე თარგმნის მომსახურების შესყიდვის მიზნით. აღნიშნული ტენდერის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან შ----------------–-----------------------თან“ გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება 2016 წლის 29 მარტს N--------.
სათარგმნი მასალის რუსულ ენაზე თარგმნის მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა 2016 წლის 13 მაისს ს----------–---------------------------------------------–------------–------------––-------–---------------------------თან (N0-------), ხოლო აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნის მიზნით ხელშეკრულებები გაუფორმდათ აზერბაიჯანული ენის სპეციალისტებს გ-------------------ასა და რ-----------------ს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 29 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-------- ხელშეკრულება (ს.ფ 162-167);
- 2016 წლის 13 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0------- ხელშეკრულება (ს.ფ 172-177);
- 2016 წლის 30 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--------- ხელშეკრულება (ს.ფ 178-183);
- 2--- წლის 18 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულება N---------- არამუდმივი სამუშაოს (მომსახურების) გამწევ შტატგარეშე თანამშრომელთან (ს.ფ 184-186);
- 2--- წლის 18 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულება N---------- არამუდმივი სამუშაოს (მომსახურების) გამწევ შტატგარეშე თანამშრომელთან (ს.ფ 191-193).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შ----------–-----------------–მა“ ვერ შეასრულა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შემკვეთისათვის წარედგინა უნაკლო შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 639-ე, 641-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნორმათა დანაწესზე და განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ხარისხი. თუ მომსახურება მოიცავს, რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ დამკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი. ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. თუ შესრულებული ნაკეთობის ხარისხი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის სამოქალაქო კოდექსის 380-ე მუხლის თანახმად, მენარდე ვალდებულია შეასრულოს სულ მცირე საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს დამკვეთს საშუალო ხარისხის ნივთი.
მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების მე-4 პუნქტით განსაზღვრული იქნა შესასყიდი ობიექტის ხარისხი, რომლის თანახმადაც მიმწოდებელი კისრულობდა პასუხისმგებლობას რომ გაწეული მომსახურება შესაბამისი იქნებოდა ყველა მოქმედ თანამედროვე სტანდარტებთან და ნორმებთან და რომ გაწეული მომსახურება იქნებოდა „უნაკლო“.
მართალია ხელშეკრულებების ხსენებული 4.1. და 4.2 პუნქტები არ წარმოადგენს კონკრეტული სტანდარტის და ნორმების გამოყენების თაობაზე მხარეთა შეთანხმებას, თუმცა მათში ასახული საგანგებო დათქმა რომ შესრულება უნდა ყოფილიყო „უნაკლო“, ხელშეკრულებების საგნისა და მიზნობრიობის გათვალისწინებით, სასამართლოს მოსაზრებით ცალსახად მეტყველებს იმ გარემოებაზე რომ მენარდეს შემსყიდველის სასარგებლოდ უნდა განეხორციელებინა არა საშუალო ხარისხის არამედ მაღალკვალიფიციური და აკადემიური მთარგმნელობითი მომსახურება; სწორედ ამ მიზნით ერთერთ სატენდერო პირობად განსაზღვრულ იქნა სატენდერო დოკუმენტაციის მე-9 მუხლის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული თითოეული თარჯიმანის საგანმანათლებლო რესურსების თარგმნის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
ხელშეკრულებების 10.1 პუნქტებით განსაზღვრულ იქნა რომ შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება ქონდა ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე განეხორციელებინა კონტროლი მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და ასევე მომსახურების ხარისხის პერიოდული ინსპექტირება. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების კონტროლს კი განახორციელებდა სს------–---–----–-----------------–---------------------------–--–------ის უფლებამოსილი პირი, რომელიც ადგენს დასკვნას ხელშეკრულების პირობებთან შესყიდვის საგნის შესაბამისობის შესახებ (10.4).
უპირველეს ყოვლისა, სარჩელიდანაც დასტურდება და არც მოსარჩელის მხარე უარყოფს იმ ფაქტს, რომ შ---------------–-ა“ მოპასუხესთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების სამივე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება შეასრულა ხარვეზებით; მეტიც 2018 წლის 8 ივნისს თავად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოადგენილი სპეციალისტთა დასკვნებით დასტურდება, რომ შ---------------–ის" მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში ქართულიდან აზერბაიჯანულ, რუსულ და სომხურ ენებზე ნათარგმნი მასალა საჭიროებს რედაქტირებასა და კორექტირებას, რასაც დასჭირდება მინიმუმ სამი თვე აზერბაიჯანული თარგმანის შემთხვევაში და ერთ თვეზე მეტი ვადა რუსული და სომხური თარგმანების დასაკორექტირებლად.
ამას გარდა სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ ქართული ენიდან სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენაზე შესრულებული თარგმანების ინსპექტირების სპეციალისტთა ანგარიშ-დასკვნებზე. კერძოდ:
_ ქართული ენიდან სომხურ ენაზე თარგმნის ინსპექტირების სპეციალისტის ზ----------------ის დასკვნის თანახმად, ,,სომხურად ნათარგმნი მასალის წარმოდგენილი ფაილების წაკითხვისა და დედანთან შედარების შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ სამუშაო, ზოგადად, არასერიოზულადაა შესრულებული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მასალა ნათარგმნია პედაგოგებისათვის ტრენინგის ჩასატარებლად... ინსპექტირების პროცესი გაართულა იმ გარემოებამ, რომ მთარგმნელები არ ფლობენ მეთოდურ ტერმინოლოგიას. რამდენადაც ცნობილია, ტენდერის ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ მთარგმნელს უნდა ჰქონოდა საგანმანათლებლო მეთოდური მასალის თარგმნის გამოცდილება, ამ ნამუშევარში არანაირად არ იგრძნობა ამ პირობის დაკმაყოფილება. მასალაში გამოყენებული საკვანძო ტერმინები: ტრეინინგი, ტრენერი, სტანდარტი, ინდიკატორი, სწავლა-სწავლება, უნარ-ჩვევა, პროექტი, სასწავლო გეგმა და მსგ. ყოველ ფაილში სხვადასხვაა (სინონიმური სიტყვებით გადმოცემულია შინაარსი). ეს ტერმინები განსხვავდება ერთი და იმავე საგნის სხვადასხვა მასალაშიც კი, რაც უფრო დააბნევს პედაგოგებს...სამიზნე ჯგუფი ძალზედ მტკივნეულად მიიღებს სტილისტური, ორთოგრაფიული, საგნობრივი ტერმინოლოგიის არასწორი გამოყენებითნათარგმნი მასალის მიწოდებას ამასთან, თარგმნის ინსპექტირების შესრულების ხარისხიდან გამომდინარე თარგმანი ოთხ დონედ შეიძლება დაიყოს: 1. მასალა, რომლის მიღება დაუშვებელია, ვინაიდან ამ მასალის ხელახალი თარგმნაა საჭირო. 2. მასალა, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნეს, ფილოლოგის მიერ გასწორების შემდეგ. 3. მასალა, რომელიც საკორექტუროა და თვითონ თარჯიმანმა უნდა წაიკითხოს და გაასწოროს თავისი შეცდომები. 4. მასალა, რომლის შეტანაც შეიძლება სკოლაში (აქაც არის მცირეოდენი უზუსტობები)“.
_ ქართული ენიდან რუსულ ენაზე თარგმნის ინსპექტირების სპეციალისტის თ--------------–---–ის დასკვნის თანახმად ,,სატრეინიგო მასალების წარმოდგენილ თარგმანებში უმეტეს წილად თარგმანი შესრულებულია სხვადასხვა დონის, მომზადებისა და გამოცდილების, ენობრივი კულტურისა და წიგნიერების მქონე ადამიანის მიერ, რაზეც ნათლად მეტყველებს ნათარგმნი მასალის შინაარსი, ორიგინალის ტექსტთან შესაბამისობა, გადათარგმნილი ტექსტების გადმოცემის სტილი, წარმოდგენილ მასალაში დაშვებული გრამატიკული და ლიტერატურულ-სტილისტური შეცდომები. თარგმანებს შორის მოიპოვება როგორც მეტ-ნაკლებად კეთილსინდისიერად და ხარისხიანად განხორციელებული, ასევე არასათანადოდ, არაჯეროვნად, უხარისხოდ შესრულებული ნამუშევრები. წარმოდგენილი თარგმნები შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად: 1. საშუალო დონის თარგმანები და 2. დაბალი დონის თარგმანები. გარდა იმისა, რომ ინსპექტირებული ნათარგმნი მასალა მოითხოვს ელექტრონული ვერსიების სისრულესა და ერთიან სისტემაში მოყვანას (ფონტი-შრიფტის ზომა, ინტერვალი, სტილი და ა.შ), იგი საჭიროებს დეტალურ გადახედვას, შინაარსობრივი, ფაქტობრივი, გრამატიკული (ორთოგრაფია, პუნქტუაცია, სინტაქსისი და ა.შ), მექანიკური შეცდომების შესწორებასა და ლიტერატურული სტილის, ასევე სამეცნიერო ენის დახვეწას, ვინაიდან ამგვარი ფორმითა და შესრულების ხარისხით წარმოდგენილი ნათარგმნი მასალების დაბეჭვდა და გამოქვეყნება, სპეციალისტის აზრით დაუშვებელია“. წინამდებარე დასკვნაში არ არის განხილული რამოდენიმე თარჯიმნის ის ეგრეთ წოდებული ,,თარგმანები“, რომელთა, შინაარსი საეჭვოდ ემთხვევა ინტერნეტ-სივრცეში არსებულ ორიგინალ მასალებს“.
_ქართული ენიდან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნის ინსპექტირების სპეციალისტი გ------------------ა დასკვაში უთითებს, რომ ,,წავიკითხე ბიოლოგიის საკითხავი მასალის 10, წარსადგენი ფორმის 5 და სტრატეგიული მოდულის 4 გვერდი: დარღვეულია გრამატიკული წესები და პუნქტუაციის ნორმები, დაშვებულია უამრავი ორთოგრაფიული შეცდომა, არასწორად ნათარგმნია ზოგიერთი სიტყვა, თარგმანს ვაძლევ არადამაკმაყოფილებელ შეფასებას. წავიკითხე ბუნებისმეტყველების შემაჯამებელი ტესტის 6 გვერდი: დაშვებულია ორთოგრაფიული შეცდომა, დარღვეულია გრამატიკული წესები. მასალა დასარედაქტირებელია მთლიანად. წავიკითხე ფიზიკის წარსადგენი ფორმის 4, საკითხავი მასალის 10, პოსტტესტის 1, პრეტესტის 1 გვერდი, დარღვეულია გრამატიკული წესები და პუნქტუაციის ნორმები, თარგმანს ვაძლევ დამაკმაყოფილებელ შეფასებას. მასალა დასარედაქტირებელია მთლიანად. წავიკითხე ხელოვნების მასწავლებლის სტანდარტის 3, საკითხავი მასალის 1-, სამუშაო ფურცლების 10 გვერდი, დარღვეულია გრამატიკული წესები და პუნქტუაციის ნორმები, დაშვებულია ორთოგრაფიული შეცდომები, არასწორად ნათარგმნია ზოგი სიტყვები, სახელი და გვარები, ნაწამოების დასახელება და ა.შ. თარგმანს ვაძლევ არადამაკმაყოფილებელ შეფასებას. წავიკითხე ინფორმატიკის 20 გვერდი, დარღვეულია გრამატიკული წესები და პუნქტუაციის ნორმები, დაშვებულია ორთოგრაფიული შეცდომები, არასწორად ნათარგმნია ზოგი სიტყვები, გამოტოვებულია ზოგი წინადადებები, ზოგი გადათარგმნილი მასალა არ შეესაბამება ქართულ ტექსტებს. თარგმანს ვაძლევ არადამაკმაყოფილებელ შეფასებას. გეოგრაფია: ა) შესავალი ფიზიკურ გეოგრ. წავიკითხე 10 გვერდი, დაშვებულია უამრავი შეცდომა, ტექსტში გამოტოვებულია წინადადებები, ზოგი ტექსტის თარგმანი არ შეესაბამება ქართულ ტექსტს. ვაძლევ არადამაკმაყოფილებელ შეფასებას: ბ) საქართველოს გეოგრაფია - მასალა დასარედაქტირებელია მთლიანად. გ) სავარჯიშოების მალასა არასწორად ნათარგმნია, სავარაუდოდ google-translat-ის დახმარებით, ვაძლევ არადამაკმაყოფილებელ შეფასებას. წავიკითხე სამოქალაქო განათლების 25 გვერდი: დარღვეულია გრამატიკული წესები და პუნქტუაციის ნორმები, დაშვებულია ორთოგრაფიული შეცდომები, გამოტოვებულია წინადადებები, არასწორად ნათარგმნია ზოგი სიტყვები, მასალა დასამუშავებელია მთლიანად. წავიკითხე ქიმიის 1- გვერდი: ვაძლევ არადამაკმაყოფილებელ შეფასებას, რადგან თითქმის ყველა წინადადებაში დაშვებულია შეცდომა. წავიკითხე მუსიკის 20 გვერდი, დაშვებულია ორთოგრაფიული შეცდომები მასალა დასარედაქტირებელია. თარგმანს ვაძლევ დადებით შეფასებას. დაწყებითი საფეხურის მათემატიკა: ა) დანართი 5 - წავიკითხე 7 გვერდი, ცუდი თარგმანია, ვაძლევ არადამაკმაყოფილებელ შეფასებას; ბ) დანართი 3 - წავიკითხე 6 გვერდი, დაშვებულია შეცდომები, მასალა დასამუშავებელია. ვაძლევ დამაკმაყოფილებელ შეფასებას. გ) დანართი 7 - წავიკითხე 3 გვერდი, დაშვებულია ორთოგრაფიული შეცდომები, დასარედაქტირებელია, ვაძლევ დადებით შეფასებას. 2) მათემატიკა საბაზო საშუალო: ა) ალგებრა, გეომეტრია, მათი სწავლება - წავიკითხე 7 გვერდი და ვაძლევ დადებით შეფასებას, დასარედაქტირებელია. ბ) სრული 1-1 წავიკითხე 6 გვერდი, ვაძლევ არადამაკმაყოფილებელ შეფასებას, ბევრი შეცდომაა დაშვებული; გ) მოდული - გამოსასწორებელია შეცდომები. ისტორია - წავიკითხე 35 გვერდი: დარღვეულია გრამატიკული წესები და პუნქტუაციის ნორმები, დაშვებულია ორთოგრაფიული შეცდომები, არასწორად ნათარგმნია სიტყვები, წინადადებები, ისტორიული პიროვნებების სახელი და გვარები, ისტორიული ადგილები, გამოტოვებულია მასლა. თარგმანს ვაძლევ არადამაკმაყოფილებელ შეფასებას. ფიზკულტურა - წავიკითხე 20 გვერდი: დაშვებულია ორთოგრაფიული შეცდომა, დარღვეულია გრამატიკული წესები, ზოგიერთ ტექსტში არასწორი თარგმანია. თარგმანს ვაძლევ არადამაკმაყოფილებელ შეფასებას“. ინსპექტირების შედეგად, სპეციალისტი შემაჯამებელი სახით უთითებს, რომ მთლიანობაში თარგმანი არაპროფესიონალურადაა შეფასებული.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით, მოპასუხის არგუმენტაციის გამოსარიცხად, მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია სამართლებრივად წონადი მტკიცებულებები, რომლებითაც გაქარწყლდებოდა შ---------------–ის“ მიერ ქართული ენიდან სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენაზე შესრულებული თარგმანების თაობაზე ინსპექტირების სპეციალისტთა ზემოხსენებულ ანგარიშ-დასკვნებში განვითარებული მსჯელობები.
რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას შემსყიდველის მიერ მიწოდებული ქართულენოვანი სათარგმნი მასალის ტექნიკურ გაუმართაობაზე და ამ გარემოების დასტურად სარჩელზე თანდართული ,,გაუმართავი სათარმგნი მასალის ნიმუშებზე“ აპელირებას, იმ პირობებში როდესაც საქმეში არ მოიპოვება სათანადო დასკვნა/შეფასება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს მოსარჩელის არგუმენტაციის საფუძვლიანობა და განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
3.2.2. სასამართლომ არ გაიზიარა შ---------------–ის“ პოზიციის მართებულობა, მოპასუხის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დადების ვადის დარღვევისა და შემსყიდველის მიერ სათარგმნი მასალის მიწოდების ვადების არაგონივრულობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება რომ მოსარჩელე შ----------–-----------------–ი“ სატრეინინგო მასალის ქართული ენიდან რუსულ და სომხურ ენებზე თარგმნის მომსახურების მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა 2--- წლის 30 ნოემბერს, ხოლო აზერბაიჯანულ ენაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში 2--- წლის 07 დეკემბერს, რაც განაპირობა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის ხარვეზულობამ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2----–-–------------–----- ბრძანების 1--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მოთხოვნილია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა – სატენდერო კომისიის მიერ მონაცემების სატენდერო განცხადებასთან და სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენისთანავე, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოსადგენად და ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს არანაკლებ 4 და არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ტენდერში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია მოთხოვნილი არ არის, სატენდერო კომისია პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს არანაკლებ 4 და არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას.
შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში შემსყიდველს არ დაურღვევია ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ვადები, რაც ასევე აბათილებს მოსარჩელე მხარის პრეტენზიას ხელშეკრულებების დაგვიანებით გაფორმების გამო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შეუძლებლობის თაობაზე.
რაც შეეხება მხარის მითითებას ხელშეკრულებებით განსაზღვრული სატრეინინგო ნათარგმნი მასალის მიწოდების ვადების არაგონივრულობის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
მოცემული განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა მიერ ხელმოწერილ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრულ მომსახურების გაწევის ვადებზე, რომლის თანახმადაც ნათარგმნი მასალა შემსყიდველისათვის მიწოდებულ უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2--- წლის 1- დეკემბრისა და მიუთითებს, რომ სამივე ხელშეკრულების იდენტური 5.1 პუნქტის თაობაზე მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მათი გაფორმების მომენტისათვის, ამასთან ხელშეკრულების დადებისას მოპასუხის მხრიდან ძალადობის, მოტყუების ან სხვა არამართლზომიერი ქმედების განხორციელების ფაქტზე მოსარჩელეს არ მიუთითებია. შესაბამისად, შ---------------–ს“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე რისკები, სწორედ ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა შეეფასებინა და მხარის აპელირება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სათარგმნი მასალის მიწოდების ვადა არაგონივრული აღმოჩნდა შესრულების პროცესში, მის მიერ ხელშეკრულებების პირობების დარღვევის ობიექტურ მიზეზად ვერ შეფასდება, ვინაიდან ცხადია რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებზე ხელმოწერით მოსარჩელე დაეთანხმა სატენდერო წინადადების შინაარსის გათვალისწინებით, შემსყიდველის მიერ მითითებულ ხელშეკრულებების პირობებს და შეიბოჭა კონკრეტული სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობებით.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ შ----------–-----------------–მა“ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ეტაპობრივად და თარგმანის ბოლო ნაწილი ს-------–---–----–-----------------–---------------------------–-–------ს მიაწოდა არა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, არამედ 2--- წლის 2------------ს _ სწორედ იმ ვადაში, რა ვადითაც თავად ითხოვდა 1-.1-.1-წლის N------------------- წერილებით ქართულენოვანი სათარგმნი მასალის ტექნიკური გაუმართაობის გამო ხელშეკრულებების შესაბამის 5.1. პუნქტებში ცვლილების შეტანას და ნათარგმნი მასალის მიწოდების ბოლო ვადად 2--- წლის 25 დეკემბრის განსაზღვრას.
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს შ----------–-----------------–ი“-ს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 405-ე, 629-ე, 636-ე, 641-ე, 644-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ როგორც ხელშეკრულების შინაარსი, ასევე მისი შესრულების მექანიზმი.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია კონკრეტული უფლება-მოვალეობები, მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება.
განსახილველ შემთხვევაში ს---------–---–----–-----------------–---------------------------–-–------სა“ და შ----------–-------------–------ს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ ნარდობის ხელშეკრულებას.
უდავოა რომ 2--- წლის 4 დეკემბერის N---------, N--------- და 2--- წლის 1- დეკემბერის N--------- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ შესასრულებელ სამუშაოებზე, გაწეული მომსახურების ანაზღაურების ოდენობასა (სკ-ის 630-ე მუხლი) და წესზე (სკ-ის 648-ე მუხლი), განსაზღვრეს შესასრულებელი სამუშაოს ხარისხი _ გაწეული მომსახურება უნდა ყოფილიყო მოქმედ თანამედროვე სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისი და უნაკლო და ასევე ხელშეკრულების პირობებთან შესყიდვის საგნის შესაბამისობის დადგენაზე უფლებამოსილი პირები. ხელშეკრულებების მოქმედების ვადად განისაზღვრა - 2016 წლის 20 იანვარი; სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე შესრულებული თარგმანის დამკვეთისათვის მიწოდება კი შპს“თ---–-----------------–ს“ უნდა განეხორციელებინა არა უგვიანეს 2--- წლის დეკემბერისა.
უდავო გარემოებაა, რომ ს-------–---–----–-----------------–-----------------–------ს მოსარჩელისათვის არ გადაუხდია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული მომსახურების ღირებულება.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს შ----------–-----------------–სა“ და ს-------–---–----–-----------------–---------------------------–---–------ს შორის გაფორმებული
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებათა შეწყვეტის თაობაზე ცენტრის გადაწყვეტილებათა ბათილობას იმ არგუმენტაციით, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ მომსახურებას ნაკლიანად მიიჩნევდა, მოპასუხეს უნდა განესაზღვრა დამატებითი ვადა ნაკლის გამოსასწორებლად და უკანონოდ არ უნდა შეწყვიტა მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებები.
სასამართლო მიუთითებს, რომ „სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესატყვისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ- # ას-493-473-2016, 14.1-.2016წ; ).
სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წამოშობილი დავის საგანია _ მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით დამკვეთის მხრიდან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის მართებულობა და ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად მოსარჩელისათვის 66 953.92 ლარის ოდენობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობა.
მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლო ყურადღებას გამახვილებს ნარდობის მომწესრიგებელ ნორმებზე, რომლებიც სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში, მხარეთათვის ამგვარი ურთიერთობისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ რეგულაციებს ადგენენ. კერძოდ, სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 636-ე მუხლზე, რომლის თანახმად: „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.
ამდენად, სსკ-ის 636-ე მუხლის დანაწესს ეწინააღმდეგება შემკვეთის იძულება და დავალდებულება, განუსაზღვროს მენარდეს დამატებითი ვადა შესრულებისათვის და შეწყვიტოს ხელშეკრულება მხოლოდ ამ ვადის უშედეგოდ გასვლის გამო. სასამართლო მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ მყარ პრაქტიკაზე, სადაც არაერთგზის იქნა განმარტებული რომ “ მენარდის მიერ ხელშეკრულების პირობის დაურღვევლობის შემთხვევაშიც კი, შემკვეთს კანონმდებელმა მიანიჭა უფლება, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება და ერთადერთი სპეციალური დათქმა, რომელიც მენარდის ინტერესების დასაცავად არის დადგენილი მოხმობილ ნორმაში, მდგომარეობს შემკვეთის ვალდებულებაში, აუნაზღაუროს კონტრაჰენტს უკვე შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. „სსკ-ის 636-ე მუხლით, კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით, ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2016 წლის 1- იანვრის განმარტება საქმეზე N700-670-2014). რაც შეეხება ზიანს, სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშო რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას,სასამართლო მიუთითებს, რომ ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები ამ ტიპის ხელშეკრულების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, იმის გამო რომ პრეზუმირებულია გარკვეული ნაკლისა თუ ხარვეზის აღმოჩენა/გამოვლენა, შემკვეთის მიერ დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობას ადგენს სსკ-ის 642-ე მუხლით, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი რეგულაცია; დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კანონმდებელი ადგენს შესაძლებლობას, შემკვეთმა თითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯის ანაზღაურება (სსკ-ის 643-ე მუხლი), ასევე ნაკეთობის ნაკლის გამო, შემკვეთს სსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე - ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები (სსკ-ის 644-ე მუხლი), ხოლო შემკვეთს რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია შეამციროს საზღაური, იმ თანხით რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სსკ-ის 645-ე მუხლი). ჩამოთვლილი მუხლებით რეგულირებული ალტერნატიული მოწესრიგებიდან, შემკვეთის მიერ ერთ-ერთის არჩევა, კანონით დადგენილი და ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის შემადგენელი ელემენტია და არ ლახავს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების პრეზუმფციას.
დადგენილია რომ კონკრეტულ შემთხვევაში შემკვეთმა მენარდეს წერილობით (30.1-.1-წ და 25.1-.1-წ) აცნობა, რომ სამუშაოთა არადამაკმაყოფილებლად შესრულების გამო, ცალმხრივად წყვეტდა მასთან გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებს ამავე ხელშეკრულებათა მე-1- მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, შემკვეთმა ზემოხსენებული ალტერნატიული მოწესრიგებიდან სწორედ სსკ-ის 644-ე ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაციით ისარგებლა და მენარდის მიერ ნაკლოვანი შესრულების გამო, მოშალა ხელშეკრულება, რისი სამართლებრივი საფუძველიც, მას როგორც შემკვეთს ნაკლის არარსებობის პირობებშიც გააჩნდა როგორც ხელშეკრულებებით ასევე სსკ-ის 336-ე მუხლის საფუძველზე.
ამდენად, მითითებული 644-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის და მოპასუხე მხარის პოზიციის გათვალისწინებით, რომელიც სასამართლოს მიუთითებს ნაკლოვან შესრულებაზე, არსებითია შეფასდეს შესრულდა თუ არა მენარდის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც დამკვეთს გააჩნდა შესრულების მიმართ.
სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს“ თ---–-----------------–მა“ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შემკვეთისათვის წარედგინა ნივთობრივად უნაკლო შესრულება; მოსარჩელის მიერ შესრულებული და მიწოდებული თარგმნილი მასალა, მისი პრაქტიკული და მიზნობრივი დანიშნულების, ასევე ხელშეკრულებათა სამიზნე ობიექტის გათვალისწინებით არ აღმოჩნდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის, რის გამოც სს------–---–----–-----------------–---------------------------–--–------მა მოგვიანებით ხელახალი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა იმავე მომსახურების მიღების მიზნით.
სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ნების ცალმხრივად გამოვლენით ხორციელდება და არ არის აუცილებელი, მეორე მხარის თანხმობა. ცალმხრივი უარის თქმა ხელშეკრულებაზე შესაძლებელია, თუ ეს დაშვებულია კანონით ან მხარის ასეთი უფლება გათვალისწინებულია ხელშეკრულებით. სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით.
სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ა. აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება. ბ. ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; გ. განსაკუთრებული საფუძვლიდან გამომდინარე ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გამართლებულია ხელშეკრულების დაუყონებლივ მოშლა.
დადგენილია, რომ შ----------–-----------------–მა“ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ეტაპობრივად და სათარგმნი მასალის ბოლო ნაწილი ს-------–---–----–-----------------–---------------------------–-–------ს მიეწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ _ 2--- წლის 2------------ს; საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ 1-.1-.1-წ წერილებით მოსარჩელე სწორედ 25 დეკემბრამდე ითხოვდა შესრულების ვადის გადავადებას, თუმცა როგორც საქმის მასალებით დასტურდება, შპს“თ---–-----------------–მა“ ვერც მის მიერ დამკვეთისათვის შეთავაზებულ ვადაში ვერ უზრუნველყო უნაკლო შესრულების დამკვეთისათვის წარდგენა; ინსპექტირების შედეგად მენარდის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო ხელშეკრულების მიზნებიდან და თარგმანის პრაქტიკული დანიშნულებიდან გამომდინარე, არ აღმოჩნდა შეთანხმებული ხარისხის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგისი, რისი გონივრული მოლოდინიც დამკვეთს გააჩნდა. მეტიც, როგორც თავად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, უკვე ნათარგმნი მასალის რედაქტირება და კორექტირება სულ მცირე ერთიდან სამთვემდე ვადას მოითხოვდა.
აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს რომ ს-------–---–----–-----------------–---------------------------–-–------ს საკმარისი საფუძველი ჰქონდა დაეკარგა ინტერესი მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულებების მიმართ და დამატებითი ვადის დაწესებისა და გაფრთხილების გარეშე მოეშალა მოსარჩელესთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები, რამდენადაც მის მიერ დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაშიც კი სასურველი შედეგის მიღწევა ნაკლებად სავარაუდო იყო;
მოპასუხის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებზე ცალმხრივად უარის თქმის გადაწყვეტილებათა საფუძვლიანობა, თავის მხრივ განაპირობებს ზიანის ანაზღაურების შესახებ შპს “თ---–-----------------–ის“ სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას, ვინაიდან იმ პირობებში როდესაც მენარდემ არაჯეროვნად შეასრულა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სამივე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ცხადია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ამ უკანასნელის მხრიდან დამკვეთისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, იმ მიუღებელი შემოსავლისათვის, რომელიც არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „თ---–-----------------–ი“-ს სასარჩელო მოთხოვნები სს------–---–----–-----------------–---------------------------–--–------ის მიმართ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 2108.62 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „თ---–-----------------–ი“-ს სარჩელი სს------–---–----–-----------------–---------------------------–--–------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი