გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.11.2018
საქმის ნომერი
120310018002575154
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120310018002575154-3/122-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07.11.2018წელი ქ. ახალციხე

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ს------------–--ე

მოპასუხე - გი------------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გი------------------ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის

 

დეპარტამენტის უფროსის 24.08.2016 წლის N1--- ბრძანებით გი------------------ეს გაუფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის #--- ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი "საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" 2016 წლის 23 აგვისტოდან 2020 წლის 23 აგვისტომდე.

 

2016 წლის 23 აგვისტოს გი------------------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის №6-- ბრძანებით დამტკიცებული N3---/16 კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების(გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ".

 

საქართველოს შეიარღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 02.05.2018 წლის N24-- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის 82 მმ ნაღმტყორცნელთა ოცეულის მეკავშირე, I კლასის რიგითი გი------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. გ--------------- გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი.

 

23.08.2016 წლის №3---/16 კონტრქტის 3.3· პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" მიეკუთვნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ იმ კატეგორიას, რომელიც არ ექვემდებარება სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) გავლას, მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის 3.2· პუნქტის მოქმედება. ამ შემთხვევაში, კონტრაქტის მოქმედებასა და სამსახურის გავლის ვადა, შეადგენს 4 (ოთხ) წელს, რომელიც აითვლება ამ კონტრაქტის გაფორმების თარიღიდან.

 

23.08.2016 წლის M93---/16 კონტრაქტის 7·3. პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული "სამხედრო მოსამსახურე" მე–3 მუხლის 33. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს "სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი. ვინაიდან, გ--------------------ს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენს 1 წელს, 8 თვესა და 11 დღეს, იგი ექცევა 7.3 პუნქტის რეგულირების სფეროში (ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში) და შესაბამისად ეკისრება ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე გი------------------ემ, სარჩელი არ სცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 24.08.2016 წლის N1--- ბრძანებით გი------------------ეს გაუფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის N--- ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ" 2016 წლის 23 აგვისტოდან 2020 წლის 23 აგვისტომდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2016 წლის 24 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის ბრძანება MOD 3--------1--- (იხ.მტ. ს.ფ.13).

 

3.2. 2016 წლის 23 აგვისტოს გი------------------ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის №6-- ბრძანებით დამტკიცებული N3---/ 16 კონტრაქტი "საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების(გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ".

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2008 წლის 04 ნოემბრის კონტრაქტი N3---/16 (იხ.მტ. ს.ფ.14-21).

 

3.3. 2018 წლის 23 აპრილს ბატალიონის მეთაურს პატაკით მიმართა გი------------------ემ და მიუთითა, რომ აღარ აქვს სურვილი გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტაქტო სამსახური, ითხოვა შუამდგომლობა რათა დათხოვნილი იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით. კონკრეტულად მას აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება, მას სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს . არ გააჩნია არანაი პრეტენზია ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან. ის გაცნობილი არის კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს რაზეც იგი თანახაა. ასევე გაცნობილი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 მარტის N161 ტელეფონოგრამას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გ--------------------ს პატაკი (იხ.მტ. ს.ფ.23).

 

3.4. საქართველოს შეიარღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 02.05.2018 წლის N24-- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთსარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის 82 მმ ნაღმტყორცნელთა ოცეულის მეკავშირე, I კლასის რიგითი გი------------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. გ--------------- გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პირადი პატაკი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 23 აპრილის პატაკი M---------------- (იხ.მტ. ს.ფ. 23).

-საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის 2018 წლის 02 მაისის N24-- ბრძანება(იხ.მტ.ს.ფ.22)

 

3.5. 23.08.2016 წლის №3---/16 კონტრქატის 3.3· პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" მიეკუთვნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ იმ კატეგორიას, რომელიც არ ექვემდებარება სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) გავლას, მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის 3.2· პუნქტის მოქმედება. ამ შემთხვევაში, კონტრაქტის მოქმედებასა და სამსახურის გავლის ვადა, შეადგენს 4 (ოთხ) წელს, რომელიც აითვლება ამ კონტრაქტის გაფორმების თარიღიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2008 წლის 04 ნოემბრის კონტრაქტი N3---/16(იხ.მტ. ს.ფ 14-21).

 

3.6. 23.08.2016 წლის M93---/16 კონტრაქტის 7·3. პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული "სამხედრო მოსამსახურე" მე–3 მუხლის 33. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს "სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი. ვინაიდან, გ--------------------ს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის ვადა შეადგენს 1 წელს, 8 თვესა და 11 დღეს, იგი ექცევა 7.3 პუნქტის რეგულირების სფეროში (ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში) და შესაბამისად ეკისრება ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2016 წლის 24 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის ბრძანება MOD 3--------1--- (იხ.მტ. ს.ფ.13).

 

-2008 წლის 04 ნოემბრის კონტრაქტი N3---/16(იხ.

-2008 წლის 04 ნოემბრის კონტრაქტი N3---/16(იხ.მტ. ს.ფ 14-21).

-ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ(იხ.მტ. ს.ფ 24-25)

-შეტყობინება ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ(იხ.მტ. ს.ფ 26)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 05 აპრილის N11- ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.

 

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს.

 

ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში ერთის მხრივ თავდაცვის სამინისტროს და მეორეს მხრივ მოპასუხე გი------------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა ორივე მათგანის როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები.

 

ხოლო ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

დადგენილი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ,,სამხედრო მოსამსახურე'' გი------------------ეს შორის 2016 წლის 23 აგვისტოს გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე.

 

23.08.2016 წლის №3---/16 კონტრქატის 3.3· პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" მიეკუთვნება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ იმ კატეგორიას, რომელიც არ ექვემდებარება სპეციალური კურსის (საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი) გავლას, მასზე არ ვრცელდება ამ მუხლის 3.2· პუნქტის მოქმედება. ამ შემთხვევაში, კონტრაქტის მოქმედებასა და სამსახურის გავლის ვადა, შეადგენს 4 (ოთხ) წელს, რომელიც აითვლება ამ კონტრაქტის გაფორმების თარიღიდან.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 23 აპრილს გი------------------ემ პატაკით მიმართა ბატალიონის მეთაურს და მიუთითა, რომ მიუთითა, რომ აღარ აქვს სურვილი გააგრძელოს შემდგომი სამხედრო საკონტაქტო სამსახური, ითხოვა შუამდგომლობა რათა დათხოვნილი იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი პატაკის საფუძველზე კონტრაქტის პირობების დარღვევით. კონკრეტულად მას აღარ სურს შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელება, მას სხვა რაიმე მიზეზი არ აქვს . არ გააჩნია არანაი პრეტენზია ზემდგომ ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან. ის გაცნობილი არის კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგებს რაზეც იგი თანახაა. ასევე გაცნობილი არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 27 მარტის N161 ტელეფონოგრამას.

 

2018 წლის 02 მაისს გი------------------ე ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის ,,თ" (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის (პირადი პატაკით) საფუძველზე გათავისუფლდა სამხედრო საკონტრაქტო სამსახურიდან.

 

23.08.2016 წლის M93---/16 კონტრაქტის 7·3. პუნქტის თანახმად, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებული "სამხედრო მოსამსახურე" მე–3 მუხლის 33. პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს "სამინისტროს" ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარი.

მოპასუხის მიერ ჯარიმის თანხა დღემდე გადახდილი არ არის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარემ, რადგან მოპასუხე გი------------------ე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 02 მაისის MO---------------. ბრძანებით, პირადი პატაკის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, შესაბამისად მას უნდა დაეკისროს კონტრაქტის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს კონტრაქტის 7.3. პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-91-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 აგვისტოს განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სასარჩელო მოთხოვნის 3 000(სამი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღა უნდა დაედოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.07.2018 წლის N------ წერილში მითითებულ გ--------------------ს (პ/ნ 4----------) სახელზე რეგისტრირებულ (მის წილს) უძრავ ქონებას, მდებარე ახ--––---------------------–-------- ს/კ. 6------------

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა,სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1-91-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. გი------------------ეს (პ/ნ4----------) დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის თანხის 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა.

 

3. გი------------------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

4. ძალაში დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზუნველყოფის ღონისძიება.

 

5. გადაწყვეტილება გადაეგზავნოს მხარეებს.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.№7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია