გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.11.2018
საქმის ნომერი
330210018002532205
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/2---0-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 ოქ---------- 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართალოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - შპს“ს---–---------ი“

წარმომადგენელი - თ------–-–--–---–ი

მოპასუხე - თ---–----------–-–-------------–--------------------ი

წარმომადგენელი - ს--------–-------------------------–-–---–------------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.თ---–----------–-–-------------–--------------------ს შპს „ს---–---------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 15 850 ლარის გადახდა;

1.2.თ---–----------–-–-------------–--------------------ს შპს „ს---–---------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს 1585 ლარის გადახდა;

1.3. თ---–----------–-–-------------–--------------------ს შპს „ს---–---------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 500 ლარის გადახდა.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 24 აპრილს, თ---–----------–-–-------------–--------------------მა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ჰაერის ფარდის შეძენა - მონტაჟის შესყიდვაზე. მოსარჩელე გახდა ტენდერის გამარჯვებული. 2018 წლის 14-----ს დაიდო ხელშეკრულება N---- საქონლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 15 850 ლარის ღირებულებით. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. გარდა საქონლის მიწოდებისა, ხელშეკრულების 3.2. პუნქტი ითვალისწინებდა შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე, თ---–----------–-–-------------–--------------------ში შესყიდვის ობიექტის ინსტალირება/მონტაჟს. ხელშეკრულების საგანი მოპასუხეს მიეწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, 2018 წლის 25 მაისს და მოსარჩელის მითითების შესაბამისად დაამონტაჟა. მონტაჟისა და ინსტალაციის შემდეგ, მოპასუხე დარწმუნდა რა მიწოდებული საქონლის ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში და მის გამართულ ფუნქციონირებაში, 2018 წლის 28 მაისს მოსარჩელესთან გააფორმა მიღება - ჩაბარების აქტი.

 

მოსარჩელის განმარტებით, მიღება - ჩაბარების გაფორმების შემდეგ მოპასუხემ ზეპირსიტყვიერად მოითხოვა პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთოდ არ ყოფილა. თუმცა, დაუკავშირდა შუამავალ კომპანიას მწარმოებლისაგან აღნიშნული დოკუმენტის მიღების მიზნით და მიწოდებულ დოკუმენტში აღმოჩნდა, რომ შუამავალმა კომპანიამ შპს "ს---–---------ისთვის" ზეპირად ინფორმაციის მიწოდებისას დაუშვა მექანიკური შეცდომა მწარმოებელი ქვეყნის შესახებ. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ საქონლის მწარმოებელი ქვეყანა არის საბერძნეთი და არა ისრაელი, რაც მოსარჩელემ შუამავალი კომპანიის შეცდომის საფუძველზე მიუთითა ფასთა ცხრილში.

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარდა ტექნიკურ დავალებაში მოცემული საქონლის ტექნიკური მახასიათებლებისა, მოპასუხეს სხვა დამატებით მოთხოვნები არ განუსაზღვრას საქონლის მიმართ, მათ შორის, არც მწარმოებელი ქვეყნის სერთიფიკატის წარდგენა. მოპასუხემ საქონელი მიიღო, დაამონტაჟებინა მოსარჩელეს, შეამოწმა და ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში დარწმუნების შემდეგ გაუფორმა მიღება - ჩაბარების აქტი, სადაც არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია. აქტის გაფორმებიდან 15 სამუშაო დღეში მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა რასაც არ იხდის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------მა როგორც შესაგებელში ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, შპს „ს---–---------მა“ ჰაერის ფარდა მიაწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში 2018 წლის 25 მაისს, მაგრამ არ მიაწოდა ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული „შესყიდვის ობიექტის“ მწარმოებელი ქვეყნის სერტიფიკატი.

 

მოპასუხე აპელირებს ხელშეკრულების 8.4 პუნქტზე, რომლის თანახმადაც ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების - სასაქონლო ზედნადების, მიღება - ჩაბარების აქტის და ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 15 სამუშაო დღის ვადაში. თუმცა, ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის საფუძველზე, შესყიდვის ობიექტის შესახებ მიღება - ჩაბარების აქტი ფორმდება კონტროლის განმახორციელებლი ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, რაც ხელმოწერილი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, ვინაიდან დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები. კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფი შექმნილი იყო თს----------–-–----- 2018 წლის 22 მარტის N----- ბრძანებით, რომელიც ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო შესყიდვის ობიექტის მიწოდების პარალელურად განეხორციელებინა შემოწმება და შესყიდვის ობიექტის შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და შემსყიდველის მოთხოვნებთან.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2018 წლის 14-----ს, შპს „ს---–---------ს“ და თ---–-----------–-–-------------–--------------------ს შორის დაიდო საქონლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N---- ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 15 850 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების მე-7 მუხლით განისაზღვრა ობიექტის ხარისხი და გარანტია, კერძოდ ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს. შემსყიდველი ვალდებულია წერილობითი ფორმით დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს ხარვეზის აღმოჩენის შესახებ. ამასთან, შეტყობინების მიღების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო პერიოდში დაზიანების, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საქონელზე გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრა შეტყობინებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში. მიმწოდებელს დაეკისრება, როგორც ხელშეკრულების ობიექტის ხარვეზების აღმოფხვრა, ასევე აღნიშნული ხარვეზების შედეგად შემსყიდველსა და მესამე პირებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულება N---- საქონლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ 15 - 21)

 

3.1.2. ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება ხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების - სასაქონლო ზედნადების, მიღება - ჩაბარების აქტის და ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 15 სამუშაო დღის ვადაში.

 

ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლით, შემსყიდველს ენიჭება უფლება შეამოწმოს მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან, განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დაცვაზე, უარი თქვას უხარისხო შესყიდვის ობიექტის მიღებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება N---- საქონლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ 15 - 21)

 

3.1.3. ხელშეკრულების მე-10-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, სახელშეკრულებო ღირებულების 10 % - ის ოდენობით. ამასთან, შემსყიდველი უფლებამოსილია შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს საურავი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - დროულად მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 ლარისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ხელშეკრულება N---- საქონლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ 15 - 21)

 

3.1.4. 2018 წლის 25 მაისს, შპს „ს---–---------მა“ თბ--–----------–-–---------------------ს მიაწოდა ბერძნული წარმოების ჰაერის ფარდა და განახორციელა მისი მონტაჟი. 2018 წლის 28 მაისს გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი, ხოლო 2018 წლის 29 მაისს გამოიწერა ანგარიშ - ფაქტურა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სასაქონლი ზედნადები (ს.ფ. 22 – 23);

- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ 24)

- საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა (ს.ფ 28)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თ---–----------–-–-------------–-----------------------------–-----ა შეადგენს 15 850 ლარს; პირგასამტეხლო - 1585 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა - განმარტება;

- ხელშეკრულება N---- საქონლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ 15 - 21)

- მიღება - ჩაბარების აქტი (ს.ფ 24)

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის მე-8, 477-ე, 429-ე, 361-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 14-----ს შპს შპს „ს---–---------ს“ და თბ--–----------–-–---------------------ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N---- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 15 850 ლარის ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მოპასუხე მხარეს სადაოდ არ გაუხდია პროდუქტის მიღება, თუმცა, განმარტავს, რომ ვინაიდან პროდუქტი არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ პირობებს, მისი ღირებულების ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს. ამასთან მიუთითებს, რომ 2018 წლის 14-----ის ხელშეკრულების მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმადაც შესყიდვის ობიექტის შესახებ მიღება - ჩაბარების აქტი ფორმდება თს---------–-–----ს 20---–-–--------------------- ბრძანებით შექმნილი, კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. კომისიამ კი 2018 წლის 13 ივლისს შეადგინა დასკვნა, რომლის თანახმადაც შპს „ს---–---------მა“ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების პირობების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესასრულებლად, 2018 წლის 25 მაისს, შპს „ს---–---------მა“ თბ--–----------–-–---------------------ს მიაწოდა ბერძნული წარმოების ჰაერის ფარდა. განახორციელა მისი მონტაჟი, 2018 წლის 28 მაისს გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი, ხოლო 2018 წლის 29 მაისს გამოიწერა ანგარიშ - ფაქტურა. მოპასუხის მიერ განხორციელებული აღნიშნული ქმედებები უდავოდ ადასტურებს მოპასუხის მიერ მიწოდებული პროდუქტის, შესრულების მიღების ფაქტს. ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებულია მყიდველის ვალდებულება მიიღოს ნასყიდობის საგანი, რაც მოცემულ შემთხვევაში თ---–----------–-–-------------–--------------------მა განახორციელა, სახეზეა მოპასუხის ვალდებულება გადაიხადოს მიღებული ნასყიდობის საგნის ღირებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

შპს „ს---–---------ი“-ს მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების დასადასტურებლად მოპასუხის არგუმენტს წარმოადგენდა მწარმოებელი ქვეყნის ცვლილება, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს სხვაობას ფასთა შორის. მოპასუხემ შესაბამისი მტკიცებულებით მითითებული ფაქტი ვერ დაადასტურა. საქმის მასალებით არ დასტურდება არც ჰაერის ფარდის გამოუსადეგობა ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებათა არსებობის წარმოჩენა, რომელიც გამორიცხავდა მათი მხრიდან ვალდებულების შესრულებას.

 

მოპასუხის მითითება ხელშეკრულების 8.4 პუნქტზე, რომლის თანახმადაც ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტების - სასაქონლო ზედნადების, მიღება - ჩაბარების აქტის და ანგარიშფაქტურის საფუძველზე - 15 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო შესყიდვის ობიექტის შესახებ მიღება - ჩაბარების აქტი ფორმდება კონტროლის განმახორციელებლი ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, რაც ხელმოწერილი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, ვინაიდან დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები, სასამართლომ არ ჩათვალა მოპასუხის ვალდებულების გამომრიცხველ გარემოებად, ვინაიდან დადგენილი იქნა, რომ 2018 წლის 28 მაისს პროდუქტის მიღების და მონტაჟის შესახებ გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი, 2018 წლის 29 მაისს გამოიწერა ანგარიშ - ფაქტურა, რაც ადასტურებს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების შესრულების ფაქტს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 8-ე მუხლით განმტკიცებულ კეთილსინდისიერების მომენტს და მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას; „კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.

 

კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. (ას-1338-1376-2014)

 

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2018 წლის 14-----ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თ---–----------–-–-------------–--------------------ს მართებს მიღებული პროდუქციის სანაცვლოდ 15 850 ლარის შპს „ს---–---------ი“-ს სასარგებლოდ გადახდის ვალდებულების შესრულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების 10.5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამრღვევ მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა სახელშეკრულებო ღირებულების 10 %-ის ოდენობით. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ნასყიდობის საფასური არ გადაიხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა. სასამართლოს შპს „ს---–---------ი“-ს მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს ოდენობა მიაჩნია გონივრულად და თ---–----------–-–-------------–---------------------ს უნდა დაეკისროს 1585 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს „ს---–---------ი“-ს მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 523.05 ლარის ოდენობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით კი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ამდენად, თ---–----------–-–-------------–--------------------ს შპს „ს---–---------ი“-ს სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 523.05 ლარი.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება, საერთო ჯამში - 2027 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიიჩნევს, რომ არსებობს აღნიშნული თანხის შემცირების საფუძველი გონივრულ ოდენობამდე და თბ--–----------–-–---------------------ს უნდა დაეკისროს 500 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „ს---–---------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. თ---–----------–-–-------------–--------------------ს, შპს „ს---–---------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 15 850 ლარის გადახდა;

3. თ---–----------–-–-------------–--------------------ს, შპს „ს---–---------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს 1585 ლარის გადახდა;

4. თ---–----------–-–-------------–--------------------ს, შპს „ს---–---------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 523.05 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის 500 ლარის გადახდა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ცისანა სირბილაძე