გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/19211-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე
სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე
მოსარჩელე - შპს ,------–---------------ი’’
წარმომადგენლები - დ-------------–-ანი, გ---------------ი
მოპასუხე - შპს ,,კ------------------ა’’
წარმომადგენელი - ლ-–--------–-ძე, ვ-–------------–-ილი (შპს ,,კ------------------ას’’ დირექტორი)
მესამე პირი - ქ. თ---–----------–----–---------------
წარმომადგენელი - ს--–--------------ია
დავის საგანი - აღნაგობის ხელშეკრულების და მის საფუძველზე წარმოშობილი აღნაგობის უფლების შეწყვეტილად აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს ,------–---------------სა’’ და შპს ,,კ------------------ას’’ შორის 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტილად და მის საფუძველზე წარმოშობილი აღნაგობის უფლების შეწყვეტილად აღიარება.
(იხ. სარჩელი ტომი I, ს.ფ. 2-28, დაზუსტებული მოთხოვნა, ტომი I, ს.ფ. 243, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 08 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი, 15:19:21, ტომი I, ს.ფ. 278-286).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ქ--–--------–----------–----–-------------------ის 2015 წლის 18 თებერვლის №07.04.155 განკარგულების საფუძველზე, შეიქმნა ქ--–--------–----------–----–-------- ტერიტორიაზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შემოთავაზებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა შემსწავლელი კომისია, მოწონებული იქნა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოსთან და შესაბამის სამინისტროებთან შეთანხმებული ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი. ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის თანახმად, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობა/მართვის უზრუნველყოფის მიზნით, გამარჯვებულ პირთან უნდა გაფორმებულიყო თანამშრომლობის მემორანდუმი, ხოლო შემდგომ - ძირითადი ხელშეკრულება, საქართველოს მთავრობის მიერ მისი პროექტის მოწონების შემთხვევაში.
ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოვლენილი იქნა შპს „კ------------------ა“, რის შემდგომაც ქ--–--------–----------–----–-------- მერიას, შპს „თ---–---------------სა’’ და ზემოხსენებულ კომპანიას შორის 2016 წლის 3 მაისს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის საგანს წარმოადგენდა, მხარეთა თანამშრომლობა ინდუსტრიულ სფეროში, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების უზრუნველსაყოფად, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნის მშენებლობა და მართვის ორგანიზება.
ქ. თ---–----------–----–------ის მთავრობის 2017 წლის 30 აგვისტოს განკარგულებით, შპს ,------–---------------ს’’ მიეცა თანხმობა, საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნაწილი, თანამშრომლობის მემორანდუმის პირობების შესაბამისად, სარგებლობით, აღნაგობის უფლებით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად, 25 წლის ვადით გადაეცა შპს ,,კ------------------ასთვის’’.
აღნაგობის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა 2017 წლის 29 აგვისტოს ქ. თ---–----------–----–---------------ს წერილით მიმართა შპს ,,კ------------------ას’’ დირექტორმა და განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად, კომპანია ვალდებული იყო, უზრუნველეყო მიწის ნაკვეთის სარგებლობის ან/და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2017 წლის 1 სექტემბრამდე და ამ მიზნით ითხოვა მემორანდუმით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემა გათვალისწინებულ ვადაზე ადრე.
ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოსაშობი სამართალურთიერთობის ფარგლებში ვალდებულებების შესრულების (ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის) მიზნით, შპს „თ---–---------------სა“ და შპს „კ------------------ას“ შორის 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის მიზნით, შპს ,------–---------------ის“ საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთიდან, მდებარე გარდაბანი, სოფელი ნორიო, თბილისის საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელი პოლიგონი, ს/კ: 8------------დან და ს/კ: 8------------დან, ნახაზის შესაბამისად) 503 085 კვ.მ ფართზე შპს „კ------------------ას“ გადაეცა აღნაგობის უფლება სიმბოლურ ფასად, 1 (ერთ) ლარად.
აღნიშნული აღნაგობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და იგი, როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტი, საფუძვლად უდევს შესაბამისი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე შპს ,,კ------------------ას“ აღნაგობის უფლების რეგისტრაციას (მესაკუთრე – შპს ,------–---------------ი").
აღნიშნულის შემდგომ, მხარეთა მიერ 2017 წლის 15 სექტემბერს ხელმოწერილი იქნა „ქ--–--------–----------–----–-------- მყარი მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ’’ ძირითადი ხელშეკრულების პროექტი. იმის გათვალისწინებით, რომ ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის მე-9 მუხლის, ისევე, როგორც ზემოაღნიშნული ძირითადი ხელშეკრულების პროექტის 11.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ძალაში შესვლის ერთერთი აუცილებელი წინაპირობა იყო საქართველოს მთავრობის მიერ მისი მოწონება, ხელშეკრულების პროექტი წარედგინა საქართველოს მთავრობას.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 ოქტომბრის №32 სხდომის ოქმით თანახმად, გამოთქმულ იქნა შენიშვნები ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დაფიქსირებული შენიშვნის თანახმად, ხელშეკრულების პროექტი არ შეესაბამებოდა ნარჩენების მართვის კოდექსითა და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიით (2016-2030 წლების) და სამოქმედო გეგმით (2016-2020 წლების) გათვალისწინებული სეპარირებისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებით დასანერგ პრაქტიკას.
ობიექტურ მიზეზთა გამო, აღნიშნული შენიშვნების ძირითადი ხელშეკრულების პროექტში ასახვა შეუძლებელია, რაც ნიშნავს, რომ ვერ შესრულდა ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის მე-9 მუხლითა და ხელშეკრულების პროექტის 11.1 პუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი პირობა (მთავრობის მიერ ხელშეკრულების პროექტის მოწონება) ხელშეკრულების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით. კერძოდ, შპს ,,კ------------------ას’’ მიერ ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში წარდგენილი განაცხადითა და ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული ნარჩენების მართვის მოდელი, რომელიც შემდგომ აისახა ხელშეკრულების პროექტში, ითვალისწინებს ნარჩენების სეპარირებას არა მათი წარმოქმნის წყაროსთან, არამედ ადგილზე, ქარხანაში მხოლოდ კომერციული მიზნებისათვის. აღნიშნული პრობლემა ასახულია აღწერილია შპს ,,კ------------------ას’’ მიერ წარდგენილ ბიზნეს-გეგმაშიც:,,თბილისისი მერიის შესაბამისი სამსახური ამჟამად ნარჩენებს აგროვებს კონტეინერებში და შემდეგ წვავს ნა ნაგავსაყრელებზე ათავსებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა და მსოფლიოს უდიდესი ნაწილი თანდათანობით სორტირებული ნარჩენებისთვის ფერადი კონტეინერების გამოყენებაზე გადადის, მსგავსი სისტემის გამოყენება თბილისში გაუმართლებელ ხარჯებთანა დაკავშირებული. გამოთვლილია, რომ ასეთ შემთხვევაში მერიის ხარჯები გასამმაგდება ავტოპარკირების გაზრდილი რაოდენობის გამო’’. ამდენად, ცხადია, რომ თავად შპს ,,კ------------------ას’’ მიერ იმთავითვე იქნა იდენტიფიცირებული ნარჩენების მართვის ერთადერთი სწორი მოდელი და სამართლიანად აღინიშნა, რომ მისი დანერგვა მოითხოვს მერიის მხრიდან მნიშვნელოვანი დანახარჯების გაღებას. თუმცა იდენტიფიცირებული პრობლემის გადაჭრის სწორი გზა არის არა ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არასრულფასოვანი მოდელის იმპლემენტაცია, არამედ საჯარო და კერძო თანამშრომლობის ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივ დანერგვასა და გამართულ ფუნქციონირებას, ნარჩენების მართვის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის შესაბამისად.
მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების ხელშეკრულების პროექტში ასახვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შინაარსი არსებითად ცდება ძირითადი ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძვლების საგანს. ამასთან, საქართველოს მთავრობის შენიშვნის საპასუხოდ შპს ,,კ------------------ას’’ მიერ წარდგენილი პრეზენტაციით გათვალისწინებული ღონისძიებები არსებითად ცდება ძირითადი ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძვლის საგანს, რის გამოც მხარეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ძირითადი ხელშეკრულების პროექტში შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტორები, თავის მხრივ, მიუთითებს შეცვლილ პირობებთან ძირითადი ხელშეკრულების პროექტის მისადაგების შეუძლებლობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ გამორიცხულია იმ პირობათა დადგომა, რომელთა უზრუნველყოფის მიზნით დაიდო აღნაგობის ხელშეკრულება.
აღნაგობის ხელშეკრულება მხარეთა მიერ გამოხატული ნების, მიზნისა და შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს პირობით გარიგებას და მისი მოქმედება იმთავითვე დამოკიდებული იყო მხარეთა მიერ ნავარაუდევი პირობის დადგომაზე - ძირითადი ხელშეკრულების ძალაში შესვლაზე. აღნიშნული პირობის დადგომა შეუძლებელია, შესაბამისად, სახეზეა აღნაგობის ხელშეკრულების, როგორც პირობითი გარიგების, შეწყვეტის და მის საფუძველზე წარმოშობილი აღნაგობის უფლების შეწყვეტის საფუძველი.
ამასთან, აღნაგობის ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, უძრავი ქონება შპს ,,კ------------------ას’’ გადაეცა სიმბოლურ ფასად 1 ლარად, რომელიც უნდა გადახდილიყო არაუგვიანეს კალენდარული წლის ბოლო დღისა. თუმცა მოპასუხეს არც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და არც დღეის მდგომარეობით იგი გადახდილი არ აქვს.
ქ--–--------–----------–----–-------- მერის მოადგილის 2018 წლის 10 აპრილის N01-01 18:005057 წერილით, შპს ,------–---------------ს" ეთხოვა, გაეტარებინა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები შესაბამის საკადასტრო ერთეულებზე რეგისტრირებული შეზღუდვის (შპს „კ------------------ას“ აღნაგობის უფლების) გაუქმების მიზნით.
შპს ,,კ------------------ამ" (17.05.2018 N OCTO2-170518) წერილით უარი განაცხადა აღნაგობის უფლების გაუქმების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთობლივი განცხადების წარდგენაზე, ხოლო შპს ,------–---------------ის" 2018 წლის 19 აპრილის N892018327180 ცალმხრივ განცხადებასთან დაკავშირებით, 2018 წლის 25 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება N892018327180-03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და განმარტა, რომ აღნაგობის უფლების შეწყვეტისათვის საჭირო იყო აღნაგობის უფლების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის (სასამართლო გადაწყვეტილების) ან მხარეთა შეთანხმების წარდგენა.
შესაბამისად მოსარჩელე მოითხოვს აღიარებულ იქნას შეწყვეტილად შპს ,------–---------------სა’’ და შპს ,,კ------------------ა’’-ს შორის 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე წარმოშობილი აღნაგობის უფლება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე შპს ,,კ------------------ამ’’ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის თანახმად, ქ. თ---–----------–----–---------------ს, შპს „თ---–---------------ს“ და შპს „კ------------------ას“ შორის გასაფორმებელი „ქ.თ---–----------–----–------ის მყარი მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ, ხელშეკრულებაზე ხელმოწერა უნდა განხორციელებულიყო მას შემდეგ, რაც ქ. თ---–----------–----–--------------- აღნიშნული ხელშეკრულების პროექტს შეუთანხმებდა საქართველოს მთავრობას, ხოლო საქართველოს მთავრობა მოიწონებდა მას. ქ. თ---–----------–----–---------------ს, შპს „თ---–---------------ს“ და შპს „კ------------------ას“ შორის აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის 15 სექტემბერს და აღნიშნული არ განხორციელებულა შპს „კ------------------ას“ ინიციატივით. ვინაიდან ქ. თ---–----------–----–---------------მ, რომელსაც ევალებოდა ხელშეკრულების პროექტის შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან გამოხატა ძირითადი ხელშეკრულების გაფორმების სურვილი, მოპასუხეს გაუჩნდა ვარაუდის საფუძველი, რომ მან მოახდინა კიდეც ხელშეკრულების პროექტის შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან და ამიტომაც ხელი მოაწერა 2017 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების 11.1 პუნქტში კი გათვალისწინებული იქნა მისი ძალაში შესვლა რამდენიმე პირობის შესრულების, მათ შორის საქართველოს მთავრობის მიერ ხელშეკრულების (ესე იგი არა პროექტის, არამედ უკვე დადებული ხელშეკრულების) მოწონების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე სარჩელში, შეგნებულად თუ შეცდომით, 2017 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებას რამდენჯერმე მოიხსენიებს, როგორც „ხელშეკრულების პროექტს“, რაც არსებითად არასწორია, რადგან ფაქტია, რომ ქ. თ---–----------–----–---------------ს, შპს „თ---–---------------ს“ და შპს „კ------------------ას“ შორის 2017 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა სრულფასოვანი ხელშეკრულება „ქ. თ---–----------–----–------ის მყარი მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ“, რომელიც დღეის მდგომარეობით არ არის შეწყვეტილი და მის საფუძველზე მხარეებს დაკისრებული აქვთ კონკრეტული ვალდებულებები. მაგალითად, ქ. თ---–----------–----–---------------ს, როგორც ინტერესთა გამოხატვის და ხელშეკრულების გაფორმების ინიციატორ მხარეს ევალება უზრუნველყოს მისი მოწონება საქართველოს მთავრობის მიერ.
რაც შეეხება აღნაგობის საფასურის არ გადახდას, აღსანიშნავია, რომ აღნაგობის ხელშეკრულების წინმსწრებ სამართლებრივ დოკუმენტებში ქარხნის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გადაცემა გათვალისწინებული იყო საერთოდ უსასყიდლოდ. ამიტომ, აღნაგობის ხელშეკრულებაში მითითებული სიმბოლური ფასი 1 ლარი, არ იყო მიჩნეული ხელშეკრულების არსებით პირობად. შესაბამისად, ამ გარემოებამაც განაპირობა თანხის გადაუხდელობა, თუმცა მისი გადახდა განხორციელდება დაუყოვნებლივ.
ნებისმიერი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მხარის მიერ დარღვეული ვალდებულება. მოპასუხის მხრიდან ასეთ ქმედებას არ ჰქონია ადგილი, უფრო მეტიც მათი მხრიდან ყოველი აღებული ვალდებულება შესრულებულია გადაჭარბებით და ის გარემოება, რომ მოსარჩელემ შემდგომში აღმოაჩინა სრულიად გაუგებარი ხარვეზი მის უშუალო შიდა პროცედურაში არ შეიძლება გახდეს კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველი. ის საკითხები, რაც საქართველოს მთავრობამ გამოყო, საუბარია სეპარირებისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებით დასანერგ პრაქტიკაზე, არის პროცესის ერთ-ერთი ნაწილი, რაც სრულიად განხორციელებადია უშუალოდ ამ პროცესში. მოპასუხის მხრიდან სრული მზადყოფნაა, რომ ძირითადი ხელშეკრულების დადების პროცესში ეს საკითხებიც იქნას გათვალისწინებული.
მოსარჩელე სრულიად აბსურდულ დასკვნას აკეთებს, თითქოს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ზოგადი ანალიზით ირკვევა, რომ მხარეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეიტანონ ხელშეკრულებაში ცვლილება. მოპასუხე მხარეს არანაირი ვალდებულება არ დაურღვევია და მოსარჩელის ზოგადი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ცვლილება შეიტანონ ხელშეკრულების საგანში, საერთოდ ცდება განსახილველი სარჩელის მოცემულობას. უფრო მეტიც, მხარეები არანაირად არ არიან მოკლებულნი შესაძლებლობას, რომ შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ სათანადო კონტრაქტში და ამასთან დაკავშირებით მოპასუხე აპირებს კიდეც შესაბამისი მოთხოვნების დაყენებას და საჭიროების შემთხვევაში დავის წარმოებასაც, რადგანაც გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიზეზით დახარჯეს დიდი რესურსი და მოსარჩელის მიერ ამ სარჩელის წარმოდგენა არის უბრალოდ მითვისების დაუსაბუთებელი მცდელობა. ის ფაქტი, მოიწონებს თუ არა საქართველოს მთავრობა კონკრეტულ ხელშეკრულებას საერთოდ არ არის დროში შეზღუდული და ეს საკითხი კვლავ მსვლელობის პროცესშია, რადგანაც არსებული შენიშვნების გათვალისწინებით თბილისის თვითმმართველ ერთეულს აქვს ვალდებულება, რომ განახორციელოს ხელახალი წარდგინება - კორექტირებული კონტრაქტი სადავო აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმებამდეც და შემდეგაც, მოპასუხის მხრიდან ამ პროექტთან დაკავშირებით განხორციელდა მთელი რიგი სამუშაოები. დაიხარჯა მილიონობით ლარის რესურსი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენაც პრობლემასთან არ არის დაკავშირებული.
საქართველოს მთავრობამ 2016 წლის მაისში მოიწონა მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი. ეს იმ ვითარებაში მოხდა, როდესაც ის შენიშვნები, რომლებიც სეპარირებისა და გაფართოებული მწარმოებლის ვალდებულებას ეხებოდა უკვე არსებობდა კანონმდებლობაში. შესაბამისად საქართველოს მთავრობის პოზიცია ცალსახად გამოხატული იყო ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფორმირებაში.
მოსარჩელე მხარესა და თბილისის მერიას ჯერ-ჯერობით არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ იმ შენიშვნების გამოსასწორებლად, რაც საქართველოს მთავრობამ –მოითხოვა. შენიშვნები - შეეხება სეპარირებასა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების გათვალისწინებას, რაც თავისუფლად შეიძლება, რომ გათვალისწინებული იქნეს ხელშეკრულებაში.
2017 წლის 31 აგვისტოს აღნაგობის ხელშეკრულება დაიდო ქ. თ---–----------–----–---------------ს, შპს „თ---–---------------ს“ და შპს „კ------------------ას“ შორის 2016 წლის 3 მაისს დადებული თანამშრომლობის მემორანდუმისა და ქ. თ---–----------–----–------ის მთავრობის 2017 წლის 30 აგვისტოს განკარგულების საფუძველზე, ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოსაშობი სამართალურთიერთობის ფარგლებში მხარეთა ვალდებულების შესრულებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის მიზნით. ძირითადი ხელშეკრულების - ქ. თ---–----------–----–------ის მყარი მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ“ 2017 წლის 15 სექტემბრის სამმხრივი ხელშეკრულების ძალაში შესვლა დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის მიერ მის მოწონებასთან. თუმცა შპს „თ---–---------------ის“ სარჩელის უსაფუძვლობა და მოსარჩელის დასკვნების სიმცდარე იმაში გამოიხატება, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს დადასტურებული ფაქტი იმისა, რომ ზემოთაღნიშნული პირობა არ დამდგარა ან/და მისი დადგომა შეუძლებელია. ძირითადი გარიგება (2017 წლის 15 სექტემბრის სამმხრივი ხელშეკრულება) არ არის შეწყვეტილი, საქართველოს მთავრობას არ დაუწუნებია ის, არამედ გამოთქმული იქნა შენიშვნები და შპს „კ------------------ას“ პოზიციაა, რომ ქ. თბილისის მერიისა და შპს „თ---–---------------ის“ მიერ ხელშეკრულება უნდა იქნეს მოყვანილი შესაბამისობაში ამ შენიშვნებთან.
სარჩელი ეფუძნება იმ თითქოსდა შემდგარ ფაქტს, რომ 2017 წლის 15 სექტემბრის სამმხრივი ხელშეკრულება „ქ. თ---–----------–----–------ის მყარი მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ“, რომლის მიზნებსაც ემსახურებოდა 2017 წლის 31 აგვისტოს აღნაგობის ხელშეკრულება, მოსარჩელის შეფასებით არ არის შესული ძალაში, რადგან საქართველოს მთავრობამ უარი თქვა მის მოწონებაზე და ამავე დროს, თითქოსდა შეუძლებელია ხელშეკრულების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს მთავრობის შენიშვნების და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
შპს „კ------------------ა“, რომელიც წარმოადგენს 2017 წლის 15 სექტემბრის სამმხრივი ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს ქ. თ---–----------–----–---------------სა და შპს „თ---–---------------თან“ ერთად, კატეგორიულად არ ადასტურებს და არ ეთანხმება აღნიშნულ პოზიციას და მოპასუხე თვლის, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ძალაში შესვლა არის შესაძლებელი. ამისათვის აუცილებელია, რომ ქ. თ---–----------–----–---------------სა და შპს „თ---–---------------მა“ ფაქტად კი არ უნდა მიიღონ ხსენებული შენიშვნები, არამედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი კეთილსინდის----ების ვალდებულებიდან გამომდინარე უნდა განახორციელონ ისეთი მოქმედებები, რაც შესაძლებელს გახდის ხელშეკრულების შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს მთავრობის შენიშვნებთან და შემდგომ ის ხელახლა უნდა იქნეს წარდგენილი მოსაწონებლად.
თუკი ქ. თ---–----------–----–--------------- და შპს „თ---–---------------ი“ უახლოეს გონივრულ ვადაში არ გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს (რასაც მათგან შპს „კ------------------ა“ მოითხოვს), რათა მხარეებმა შეძლონ ხელშეკრულების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს მთავრობის შენიშვნებთან, უნდა ჩაითვალოს, რომ ისინი არაკეთილსინდის----ად აბრკოლებენ იმ პირობის დადგომას, რომლის დადგომაც მათთვის ხელსაყრელი არ არის. ასეთ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან შეტანილი იქნება სარჩელი, რომლითაც მათი ქმედება შესაძლოა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
სადავო ვერ გახდება, რომ სწორედ ქ. თბილისის მერია არის ამ პროექტის ინიციატორი, რასაც მოჰყვა მოპასუხის დაინტერესება და რამაც გამოიწვია დღემდე რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობით ხარჯის გაწევა, რასაც სრულიად არ ითვალისწინებს მოსარჩელე მხარე თავისი პოზიციების გამოხატვისას.
პარადოქსულია ის, რომ მოსარჩელე ერთის მხრივ მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაწუნებული იქნა 2017 წლის 15 სექტემბრის სამმხრივი ხელშეკრულება. თუმცა ამავდროულად მოსარჩელე თავადვე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ შენიშვნები გამოთქვა ხელშეკრულების მიმართ. მოსარჩელის აღნიშნული წინააღმდეგობრივი პოზიცია გამოწვეულია იმით, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების დაწუნება. სარჩელზე დართულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 ოქტომბრის 32 სხდომის ოქმი, სადაც მითითებულია შემდეგი: „ქ. თ---–----------–----–-------------ი დავით ნარმანიას ზეპირი ინფორმაცია, „ქ. თ---–----------–----–------ის მყარი მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიღებული იქნეს ცნობად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შენიშვნის გათვალისწინებით. კერძოდ, ხელშეკრულება შესაბამისობაშია მოსაყვანი ნარჩენების მართვის კოდექსითა და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიიით (2016-2030) და სამოქმედო გეგმით (2016-2020) გათვალისწინებული სეპარირებისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებებით დასანერგ პრაქტიკასთან“. საქართველოს მთავრობის გამოხატული პოზიციის ფორმა რაოდენ საკამათოც არ უნდა იყოს, აშკარაა, რომ მის შინაარსში ნამდვილად არ არის ხელშეკრულების დაწუნება. არამედ მოცემულია რეკომენდაცია, რომ ხელშეკრულება მოყვანილი იქნეს შესაბამისობაში დასახელებულ სამართლებრივ აქტებთან, რის შემდეგაც, ბუნებრივია, რომ მოხდება მისი მოწონება საქართველოს მთავრობის მიერ.
ამდენად, ვინაიდან ერთ-ერთი მხარე, შპს „კ------------------ა“ ითხოვს 2017 წლის 15 სექტემბრის სამმხრივი ხელშეკრულების მხარეთაგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას აღნიშნული ხელშეკრულების ამოქმედებისათვის და ამ მოთხოვნის გონივრულ ვადაში გაუთვალისწინებლობა გამოიწვევს მოპასუხის მხრიდან შესაბამისი სარჩელის შეტანას სასამართლოში, არ შეიძლება დადგენილად იქნეს მიჩნეული, რომ ხელშეკრულების ამოქმედება შეუძლებელია. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სადავო საკითხის (2017 წლის 15 სექტემბრის სამმხრივი ხელშეკრულების ამოქმედების) სამართლებრივად გარკვევამდე შპს „თ---–---------------ს“ და შპს „კ------------------ას“ შორის 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულების, როგორც პირობითი გარიგების, შეწყვეტილად აღიარება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
შპს „თ---–---------------ის“ სარჩელის მოთხოვნა 2017 წლის 31 აგვისტოს აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების შესახებ არის უსაფუძვლო და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
(იხ. შესაგებელი, ტომი I, ს.ფ. 211-224, მოპასუხის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 08 ოქტომბრის სხდომის ოქმი 15:30:47, ს.ფ. 211-224).
მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირი, ქ. თ---–----------–----–--------------- სასარჩელო მოთხოვნას ეთანხმება და განმარტავს, რომ სრულად იზიარებს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ საფუძველს.
(იხ. განცხადება, ტომი I, ს.ფ. 267, მესამე პირის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 08 ოქტომბრის სხდომის ოქმი 15:57:59).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ--–--------–----------–----–-------------------ის 2015 წლის 18 თებერვლის №07.04.155 განკარგულების საფუძველზე, შეიქმნა ქ--–--------–----------–----–-------- ტერიტორიაზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შემოთავაზებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა შემსწავლელი კომისია, მოწონებულ იქნა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან არსებულ ეკონომიკურ საბჭოსთან და შესაბამის სამინისტროებთან შეთანხმებული ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი (რომელიც შემუშავებულ იქნა 2014 წელს) და განისაზღვრა, რომ იგი უნდა გამოქვეყნებულიყო თ---–----------–----–---------------ს ოფიციალურ ვებგვერდზე, არაუგვიანეს 2015 წლის 1 მარტისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ--–--------–----------–----–-------------------ის 2015 წლის 18 თებერვლის N07.04.155 განკარგულება (ტომი I, ს.ფ. 29-30).
3.1.2. ქ--–--------–----------–----–-------------------ის 2015 წლის 18 თებერვლის №07.04.155 განკარგულებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შემოთავაზებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის თაობაზე" ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის თანახმად, ინტერესთა გამოხატვის მიზანი იყო ინვესტიციების მოზიდვა ქ. თბილისში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ--–--------–----------–----–-------------------ის 2015 წლის 18 თებერვლის №07.04.155 განკარგულება (ტომი I, ს.ფ. 29-30);
- ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი - (ტომი I, ს.ფ. 35-42).
3.1.3 ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის მე-4 თავის პირველი პუნქტის თანახმად, ქ. თ---–----------–----–--------------- იღებდა ვალდებულებას, დაინტერესებულ პირს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებოდა ნარჩენების გადამამუშავებელი კონკრეტული ქარხნისთვის აუცილებელი მიწის ფართობის მოძიებასა და საორიენტაციოდ 25-წლიანი უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის საკითხში მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) მემორანდუმის საფუძველზე. ამასთან, აღნაგობის უფლების გადაცემა განხორციელდებოდა ვალდებულებების შესრულების პირობით, ხოლო მე-6 თავის მე-9 პუნქტის თანახმად, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ პირთან დასადებ მემორანდუმსა და ხელშეკრულების პროექტს ქ. თ---–----------–----–--------------- უთანხმებდა საქართველოს მთავრობას და მთავრობის მიერ მოწონების შემთხვევაში, ხორციელდებოდა მათი ხელმოწერა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ--–--------–----------–----–-------------------ის 2015 წლის 18 თებერვლის N07.04.155 განკარგულება, დანართი №1(ტომი I, ს.ფ. 31-34);
- ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი (ტომი I, ს.ფ. 35-42).
3.1.4. ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტით განსაზღვრულ ვადაში განცხადებები დააფიქსირა თორმეტმა კომპანიამ: შპს ,,B---------------’’, შპს ,,ტ----------------ა“, შპს ,,M-------------------------H)", შპს ,,ს----ა", შპს ,,ვ-----------------ი", შპს ,,C-------------------------–--------–-------------ნია", შპს ,,ჯ-------------–------ჯი", შპს ,,P---------AR", შპს ,,T----------------", შპს ,,G----------Y", I-------------- S.p.a, შპს ,,კ------------------ა". ხსენებულ სუბიექტთაგან ე.წ. ,,მოკლე სიაში" გადაყვანილი იქნა 3 კომპანია: შპს ,,კ------------------ა", შპს ,,ჯ-------------–------ჯი“ და შპს ,,G----------Y", თუმცა არც ერთი მათგანი არ აკმაყოფილებდა კონკურსის პირობებით მოთხოვნილ სამწლიან გამოცდილებას, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების სფეროში. EBRD-ის მიერ შერჩეული და მოწვეული კონსულტანტის, მ-----------------------------------) მოსაზრებით, რეკომენდირებული იყო მიმდინარე კონკურსის გაუქმება და ახალი შესყიდვის დაწყება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ე.წ. ,,მოკლე სიაში" გადასულ კომპანიებს ეძლეოდათ 90 დღე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის წარმოსადგენად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია გაგრძელებულიყო კონკურსი და მხოლოდ დეტალური ბიზნესგეგმების წარმოდგენას შემდგომ ემსჯელათ გამოვლენილიყო გამარჯვებული თუ შეწყვეტილიყო ინტერესთა გამოხატვის პროცედურა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომისიის 2015 წლის 22 აპრილის №2 ოქმი (ტომი I, ს.ფ. 43-48);
- კომისიის 2015 წლის 6 აგვისტოს №5 ოქმი (ტომი I, ს.ფ. 49-54).
3.1.5. დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის, დეტალური ბიზნეს-გეგმებისა და კომპანიათა პრეზენტაციების მოსმენის შედეგად გადაწყდა, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად შერჩევა-შეფასებაში მონაწილეობა აღარ მიეღო შპს ,,ჯ-------------–------ჯის", ხოლო დანარჩენ ორ კომპანიას მოეთხოვათ დამატებით ცალკეული ინფორმაციის დაზუსტება, კერძოდ: უზრუნველეყოთ ინფორმაციის წარმოდგენა მსოფლიოში თუნდაც ერთი მოქმედი ქარხნის შესახებ (კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო პირი), რომელშიც ანალოგიური ტექნოლოგიით ხორციელდებოდა მყარი ნარჩენების გადამუშავება და სადაც შესაძლოა მივლინებული ყოფილიყვნენ კონკრეტული პირები, ხოლო შპს ,,G----------Y’’-ს დამატებით ეთხოვა წარმოდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება რეალურ ფინანსურ გათვლებზე დაყრდნობით, პროდუქციის რეალიზების გზების, ქვეყნებისა და პოტენციური შემსყიდველების შესახებ, ასევე, პროექტში მონაწილე ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით დადასტურების წერილების წარდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კომისიის 2016 წლის 10 თებერვლის №10 ოქმი (ტომი I, ს.ფ.55-59);
- კომისიის 2016 წლის 17 თებერვლის №11 ოქმი (ტომი I, ს.ფ. 60-65).
3.1.6. დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ, დადგინდა, რომ შპს ,,G----------Y"-ს მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ხოლო წარდგენილი ფინანსური მოდელი დაფუძნებული იყო მხოლოდ კომპანიის გათვლებზე და არ იყო აუდიტირებული, ფინანსურ სქემაში გაჩნდა ახალი დაფინანსების წყაროები, რომელთა შესახებაც აქამდე კომისიისთვის არ იყო ცნობილი, ამასთან პირველად გათვლას, ფინანსურ მოდელსა და ბოლო წერილით წარმოდგენილ ფასებს შორის იყო უზუსტობები. შპს ,,კ------------------ასთან" მიმართებით დადგინდა, რომ შემოთავაზებული K-- ტექნოლოგია საქართველოში უნდა ყოფილიყო საპილოტე (სატესტო) პროექტი და არსებობდა რისკი იმისა, რომ ტექნოლოგია არ გაამართლებდა. დასახელებული ინფორმაციის ერთობლივი ანალიზის შედეგად, კომისიის 2016 წლის 25 მარტის №12 ოქმის თანახმად, ქ--–--------–----------–----–-------- ტერიტორიაზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შემოთავაზებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,კ------------------ა", ხოლო შესაბამის სამსახურებს დაევალათ ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტით გათვალისწინებული მემორანდუმის მომზადება და გაფორმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- კომისიის 2016 წლის 25 მარტის №12 ოქმი (ტომი I, ს.ფ 66-72).
3.1.7. ქ--–--------–----------–----–-------- მერიას, შპს „თ---–---------------სა“ და გამარჯვებულ კომპანიას - შპს ,,კ------------------ას" შორის, ძირითადი ხელშეკრულების გაფორმებისათვის პირობების შექმნის მიზნით, 2016 წლის 3 მაისს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის საგანი გახლდათ მხარეთა თანამშრომლობა ინდუსტრიულ სფეროში, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისა და მართვის მიზნით, ხოლო თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანი იყო მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების უზრუნველსაყოფად, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნის მშენებლობა და მართვის ორგანიზება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თანამშრომლობის მემორანდუმი (ტომი I, ს.ფ. 79-82).
3.1.8. 2016 წლის 05 მაისს, შპს ,,კ------------------ას’’ მიერ წარდგენილი იქნა 2016 წლის 03 მაისის მემორანდუმით გათვალისწინებული საბანკო გარანტია 1 600 000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია (ტომი I, ს.ფ. 401).
3.1.9. ქ--–--------–----------–----–-------------------ის 2017 წლის 30 აგვისტოს N32.04.628 განკარგულებით, შპს ,------–---------------ს" მიეცა თანხმობა, თავის საკუთრებაში არსებული N8----------- და N8----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ნაწილი, თანამშრომლობის მემორანდუმის პირობების შესაბამისად, სარგებლობით, აღნაგობის უფლებით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად, 25 წლის ვადით გადაეცა შპს ,,კ------------------ასათვის". ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტისა და მემორანდუმის თანახმად, აღნაგობის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე. განკარგულების აღწერილობითი ნაწილის თანახმად, იმ ეტაპზე ქ--–--------–----------–----–-------- მერიას, შპს ,------–---------------სა და შპს "კ------------------ას" შორის ძირითადი ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული, თუმცა 2017 წლის 29 აგვისტოს ქ--–--------–----------–----–-------- მერიას N10/01/72--------1 წერილით მიმართა შპს ,,კ------------------ას" დირექტორმა და განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად, კომპანია ვალდებული იყო, უზრუნველეყო მიწის ნაკვეთის სარგებლობის ან/და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2017 წლის 1 სექტემბრამდე და ამ მიზნით ითხოვა მემორანდუმით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემა გათვალისწინებულ ვადაზე ადრე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ--–--------–----------–----–-------------------ის 2017 წლის 30 აგვისტოს N32.04.628 განკარგულება (სტომი I, ს.ფ. 96-97).
3.1.10. 2017 წლის 31 აგვისტოს შპს ,------–---------------სა’’ და შპს "კ------------------ას" შორის, თანამშრომლობის მემორანდუმისა და ქ--–--------–----------–----–-------------------ის 2017 წლის 30 აგვისტოს N32.04.628 განკარგულების საფუძველზე, გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის მიზნით, შპს „თ---–---------------ის“ საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთიდან (მდებარე: გარდაბანი, სოფელი ნორიო, თბილისის საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელი პოლიგონი, ს/კ: 8------------დან და ს/კ: 8------------დან, ნახაზის შესაბამისად) 503 085 კვ.მ ფართზე შპს „კ------------------ას“ გადაეცა აღნაგობის უფლება სიმბოლურ ფასად, 1 (ერთ)ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 31 აგვისტოს აღნაგობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ 83-89).
3.1.11. აღნაგობის ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, უძრავი ქონება შპს ,,კ------------------ას" გადაეცა სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, რომელიც ამავე ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, უნდა გადახდილიყო არაუგვიანეს კალენდარული წლის ბოლო დღისა. აღნაგობის ხელშეკრულება გაფორმებულია 2017 წელს. ხსენებული კალენდარული წელი იწურებოდა 31 დეკემბერს, თუმცა, არც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და არც დღეის მდგომარეობით, სიმბოლური საფასური გადახდილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ტომი I, ს.ფ. 2-28);
- შესაგებელი (ტომი I, ს.ფ. 2011-224).
3.1.12. ქ--–--------–----------–----–-------- მერიის, შპს ,------–---------------ისა" და შპს ,,კ------------------ას" მიერ 2017 წლის 15 სექტემბერს ხელმოწერილ იქნა ქ--–--------–----------–----–-------- მყარი მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ" ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით:
ხელშეკრულების 1.1. ქვეპუნქტში მითითებული იქნა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხო ბუნებრივი გარემოს, ასევე კულტურული და მატერიალური ფასეულობების დაცვით მიზნით, თ---–----------–----–------ის საკუთარი უფლებამოსილების შესრულება და მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის უზრუნველსაყოფად გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა.
ხელშეკრულების 11.1 ქვეპუნქტის თანახმად დადგინდა, რომ ძირითადი ხელშეკრულება გაფორმებულად ჩაითვლებოდა ამ ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, ხოლო ძალაში შევიდოდა ამ ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების კომპანიის მიერ სრულად შესრულების, საქართველოს მთავრობის მიერ ამ ხელშეკრულების მოწონებისა და 6.6.5 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარდგენის დღიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ძირითადი ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 104-123);
3.1.13. ქ. თ---–----------–----–------ის მთავრობის 2017 წლის 12 ოქტომბრის №38.20.742 განკარგულებით, გადაწყდა, რომ უნდა განხორციელებულიყო შპს ,------–---------------ის’’ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამიჯვნა შპს ,,კ------------------ასთან’’ შეთანხმებული კონფიგურაციის შესაბამისად და ჯამში 503 085 მიწის ნაკვეთი უნდა გადაცემოდა შპს ,,კ------------------ას’’ სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად, 25 წლის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თ---–----------–----–------ის მთავრობის 2017 წლის 12 ოქტომბრის №38.20.742 განკარგულება (ტომი I, ს.ფ. 124).
3.1.14. აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, N8----------- საკადასტრო ერთეულის დაყოფის შედეგად, მიღებულ N8----------- და N8------------ ასევე N8----------- საკადასტრო ერთეულის დაყოფის შედეგად მიღებულ N8----------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ფიქსირდება შპს ,,კ------------------ას 25 წლიანი აღნაგობის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №882017966608 და №882017966620 განცხადებები, ნახაზები და მათ საფუძველზე მომზადებული 2017 წლის 13 ოქტომბრის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს.ფ. 150-163).
3.1.15. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე, გამოთქმული იქნა შენიშვნები ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დაფიქსირებული შენიშვნის გათვალისწინებით, ხელშეკრულება შესაბამისობაში იყო მოსაყვანი ნარჩენების მართვის კოდექსითა და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიით (2016-2020 წწ.) და სამოქმედო გეგმით (2016-2020 წწ.) გათვალისწინებული სეპარირებისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებით დასანერგ პრაქტიკასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 ოქტომბრის N32 სხდომის ოქმი (ტომი I, ს.ფ. 73-78);
- ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა პროექტზე (ტომი I, ს.ფ. 307-316).
3.1.16. შპს ,,კ------------------ას’’ 2018 წლის 16 იანვრის წერილით, შპს ,------–---------------ს’’ 2017 წლის 12 დეკემბრის წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 ოქტომბრის N12 სხდომის ოქმში დაფიქსირებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შენიშვნების შემდგომ, შპს ,,კ------------------ა’’ აქტიურად აწარმოებდა ევროკავშირისა და სხვა მოწინავე ქვეყნების ნარჩენების მართვისა და წყაროსთან სეპარირების საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების მოკვლევას და აღნიშნულის საფუძველზე, მომზადებული იქნა პრეზენტაცია, რომელშიც სეპარირების პრობლემის გადაჭრის შეთავაზება იქნა წარდგენილი. ამასთან, გამოთქმული იქნა თანხმობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,------–---------------ის’’ წერილი (ტომი I, ს.ფ. 149);
- შპს ,,კ------------------ას’’ 2018 წლის 16 იანვრის წერილი (ტომი I, ს.ფ 134);
- შპს ,,კ------------------ას’’ მიერ მომზადებული პრეზენტაცია (ტომი I, ს.ფ. 135-148).
3.1.17. შპს ,------–---------------ის’’ 2018 წლის 26 თებერვლის წერილით, შპს ,,კ------------------ას’’ ეცნობა, რომ შპს ,,კ------------------ას’’ მიერ წარდგენილი პრეზენტაციის განხილვის შემდგომ, მისი ხელშეკრულების პროექტში გათვალისწინების საფუძველი არ არსებობდა. კერძოდ, შპს ,,კ------------------ას’’ განემარტა, რომ ის დოკუმენტები, რაც საფუძვლად დაედო ხელშეკრულების გაფორმებას, არ ითვალისწინებდა მათ მიერ პრეზენტაციის სახით შეთავაზებული ღონისძიებების განხორციელებას და შპს ,,კ------------------ას’’ ეთხოვა, რომ წარედგინა ალტერნატიული წინადადება, რომელიც არ გაცდებოდა ხელშეკრულების დადების სამართლებრივ საფუძვლებს და უზრუნველყოფდა მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,------–---------------ის’’ წერილი (ტომი I, ს.ფ. 164-165).
3.1.18. შპს ,,კ------------------ას’’ 2018 წლის 07 მარტის წერილით, შპს ,------–---------------ს’’, ქ. თ---–----------–----–---------------ს და საქართველოს მთავრობას ეცნობა, რომ გაფორმებული ხელშეკრულება ვერ იქნებოდა წინააღმდეგობაში სტრატეგიასთან, ვინაიდან მათი ვალდებულება, ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის შესაბამისად, იწყებოდა ნარჩენის შეგროვების და მათი ნაგავსყრელზე მიწოდების შემდეგ. შესაბამისად, კომპანიამ ითხოვა კიდევ ერთხელ მომხდარიყო პროექტის გატანა საქართველოს მთავრობის სხდომაზე, ვინაიდან, შპს ,,კ------------------ას’’ მოსაზრებით, შენიშვნა, რომელიც დაფიქსირდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ცდებოდა ინტერესთა გამოხატვის და ხელშეკრულების სამართლებრივ საფუძვლებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,კ------------------ას’’ წერილი (ტომი I, ს.ფ. 167-168).
3.1.19. ქ. თ---–----------–----–---------------ს 2018 წლის 05 აპრილის წერილით, შპს ,,კ------------------ას’’ და შპს ,------–---------------ს’’ ეცნობათ შემდეგი: წარმოებული კორესპონდენციისა და საკითხის სიღრმისეული ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოთქმული შენიშვნის ხელშეკრულების პროექტში ასახვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შინაარსი არსებითად სცდებოდა ხელშეკრულების პროექტის 1.5 პუნქტით გაწერილ ხელშეკრულების დადების სამართლებრივი საფუძვლების საგანს, რის გამოც მხარეები მოკლებულნი იყვნენ სამართლებრივ შესაძლებლობას, ხელშეკრულების პროექტში შეეტანათ შესაბამისი ცვლილებები, რაც ნიშნავდა იმას, რომ ვერ შესრულდა ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის მე-9 მუხლითა და ხელშეკრულების პროექტის 11.1 პუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი პირობა ხელშეკრულების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით. ამასთან, განიმარტა, რომ ვინაიდან დაცული არ იყო ხელშეკრულების ნამდვილობისთვის აუცილებელი მოთხოვნა - მხარეთა მიერ გათვალისწინებული ფორმა, შესაბამისად, მხარეები არ იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თ---–----------–----–---------------ს 2018 წლის 05 აპრილის წერილი (ტომი I, ს.ფ. 169-172).
3.1.20. ქ. თ---–----------–----–---------------ს 2018 წლის 23 აპრილის წერილით, შპს ,,კა დე ვერ ჯორჯიას’’ 2018 წლის 16 აპრილის წერილის პასუხად კვლავ ეცნობა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ხელშეკრულების მოწონება, როგორც ხელშეკრულების ნამდვილობის ფორმა, იმთავითვე იქნა დადგენილი ხელშეკრულების ძირითადი საფუძვლის - ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტით, ხოლო მოგვიანებით მხარეთა მიერ შეთანხმებული უშუალოდ ხელშეკრულების პროექტით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირობა ვერ შესრულდა, შესაბამისად მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, შესულიყვნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თ---–----------–----–---------------ს 2018 წლის 23 აპრილის წერილი (ტომი I, ს.ფ 178-179).
3.1.21. ქ. თ---–----------–----–---------------ს 2018 წლის 10 აპრილის წერილით, შპს ,------–---------------ს’’ ეცნობა, რომ ვინაიდან, აღნაგობის ხელშეკრულება გაფორმდა ქ. თ---–----------–----–------ის მთავრობის 2017 წლის 30 აგვისტოს N32.04.628 განკარგულებისა და ქ. თ---–----------–----–------ს, შპს ,------–---------------სა’’ და შპს ,,კ------------------ას’’ შორის 2016 წლის 3 მაისს დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ,,ქ--–--------–----------–----–-------- მყარი მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ’’ ძირითადი ხელშეკრულების გაფორმებისა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოსაშობი სამართალურთიერთობის ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, ხოლო ამ უკანასკნელის გაფორმება, ქ--–--------–----------–----–-------- მერის მოადგილის 2018 წლის 05 აპრილის 01-01180953076 წერილში მითითებულ მიზეზთა გამო, შეუძლებელი იყო, შპს ,------–---------------ს’’ უნდა გაეტარებინა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები შესაბამის საკადასტრო ერთეულებზე რეგისტრირებული შეზღუდვის (შპს ,,კ------------------ას’’ აღნაგობის უფლების) გაუქმების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თ---–----------–----–---------------ს 2018 წლის 23 აპრილის წერილი (ტომი I, ს.ფ. 180-181).
3.1.22. შპს ,------–---------------მა" ორჯერ მიმართა შპს ,,კ------------------ას" სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთობლივი განცხადების წარდგენის წინადადებით, ხოლო კომპანიის წერილობითი უარის შემდგომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა შპს "თ---–---------------ის" N892018327180 ცალმხრივი განცხადება, აღნაგობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს "თ---–---------------ის" 2018 წლის 23 აპრილის წერილი (ტომი I, ს.ფ. 183-184);
- შპს "თ---–---------------ის" 2018 წლის 10 მაისის წერილი (ტომი I, ს.ფ. 185);
3.1.23. შპს ,,კ------------------ას" 17.05.2018 წლის N 02-170518 წერილით დასტურდება, რომ აღნაგობის უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით მხარეთა შეთანხმება შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,კ------------------ას" 17.05.2018 წლის N 2 170518 წერილი (ს.ფ. 186-187).
3.1.24. შპს ,------–---------------ის" 2018 წლის 19 აპრილის N892018327180 განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 მაისის N89208327180-05 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შპს ,------–---------------ს" განემარტა, რომ აღნაგობის უფლების შეწყვეტისათვის საჭირო იყო აღნაგობის უფლების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის (სასამართლო გადაწყვეტილების) ან მხარეთა შეთანხმების წარდგენა. ხოლო, 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 მაისის N89208327180-05 გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 190);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება (ტომი I, ს.ფ. 191).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა და მესამე პირის სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
განსახილველ შემთხვევაში, შპს ,------–---------------ის’’ მიერ წარმოდგენილი არის აღიარებითი სარჩელი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა აღიარებითი სარჩელის სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით: „სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები:ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ ას-838-802-2014, 19.03.2015წ.). დიდი პალატა აღნიშნავს, რომ აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს ,,უფლების დამდგენ’’ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ, 10.11.2015, საქმეზე #ას-937-887-2015; (იხ. სუსგ-ები #ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; #ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; #ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; #ას-773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს აღნაგობის ხელშეკრულების და მის საფუძველზე წარმოშობილი აღნაგობის უფლების შეწყვეტილად აღიარება იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც იქნა გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულება არ არის ძალაში შესული და მისი ამოქმედებაც შეუძლებელია. ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე უარს აცხადებს აღნაგობის უფლების გაუქმების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ერთობლივი განცხადების წარდგენაზე და არ იზიარებს ამ ნაწილში ქ. თ---–----------–----–---------------სა და შპს ,------–---------------ის’’ პოზიციას, შესაბამისად, შპს ,,თბ--–-----ის ჯუ----ს’’ კუთვნილი უძრავი ქონების უფლებრივი გამოთავისუფლების ერთადერთი საშუალება არის აღნაგობის უფლების შეწყვეტილად აღიარება სასამართლოსთვის მიმართვის გზით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის უფლება).
ზემოაღნიშნულ მუხლში მოცემულია აღნაგობის უფლების დეფინიცია და შინაარსობრივი მინიმუმი, რასაც ის უნდა აკმაყოფილებდეს. აღიარებულია, რომ აღნაგობას აქვს ორმაგი სამართლებრივი ბუნება: ერთი მხრივ, საქმე ეხება მიწის ნაკვეთის დატვირთვას შეზღუდული სანივთო უფლებით, ისეთივე უფლებით როგორიცაა სერვიტუტი ან უზუფრუქტი, თუმცა მეორე მხრივ, ეს თავად შეზღუდული უფლება აღიქმება მიწის ნაკვეთად, რეგისტრირდება პირველი რიგის უფლებად, შეიძლება დაიტვირთოს სხვა სანივთო უფლებით და დაცულია როგორც მიწაზე საკუთრება. აღნაგობის უფლების შინაარსობრივ მინიმუმს განეკუთვნება მისი გასხვისებადობა, მემკვიდრეობით გადაცემადობა და მიწის გამოყენება ნაგებობის აღსამართავად. ამავე კოდექსის 237-ე მუხლის მიხედვით კი, აღნაგობის უფლება საჯარო რეესტრში შეიტანება მიწის ნაკვეთზე არამესაკუთრეთა სანივთო უფლებებს შორის მხოლოდ პირველი რიგის უფლებად. ეს რიგი არ შეიძლება შეიცვალოს.
სასამართლო მიუთითებს განსხვავებაზე ვალდებულებით და სანივთო გარიგებას შორის, რაც ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობებში ხელშეკრულების შინაარსის დისპოზიციურობის საფუძველზე განსაზღვრის უპირატესობაში მდგომარეობს (სსკ-ის 319-ე მუხლი). განსხვავებით სანივთო გარიგებების შინაარსის განსაზღვრისაგან, სადაც ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრაში მხარეები ძირითადად კანონის იმპერატიულ დანაწესებს ემორჩილებიან (ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის შეზღუდვა). აღნიშნულის შესაბამისად, მესაკუთრესთან აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმებისას, მეორე მხარის მიზანს შეზღუდული სანივთო უფლების მოპოვება და გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ნაგებობის აღმართვის უფლება წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ--–--------–----------–----–-------------------ის 2015 წლის 18 თებერვლის №07.04.155 განკარგულებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შემოთავაზებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის თაობაზე" ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის თანახმად, ინტერესთა გამოხატვის მიზანი იყო ინვესტიციების მოზიდვა ქ. თბილისში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული იქნა შპს ,,კ------------------ა’’, რის შემდგომაც ქ. თ---–----------–----–---------------ს, შპს ,------–---------------სა’’ და შპს ,,კ------------------ას’’ შორის 2016 წლის 3 მაისს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. ზემოაღნიშნული მემორანდუმის მე-4 მუხლის თანახმად, მემორანდუმის ძალაში შესვლა დადგინდა მემორანდუმის 3.3.2. პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულებისა (საბანკო გარანტის წარდგენა) და მემორანდუმის საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებისთანავე და მოქმედებდა ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე.
2017 წლის 31 აგვისტოს, შპს ,------–---------------სა’’ და შპს ,,კ------------------ას’’ შორის გაფორმებული იქნა აღნაგობის ხელშეკრულება, რომელიც წინ უსწრებდა ძირითადი ხელშეკრულების გაფორმებას. დადგენილია ასევე, რომ ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტისა და მემორანდუმის თანახმად, აღნაგობის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე. თუმცა, 2017 წლის 29 აგვისტოს, ქ--–--------–----------–----–-------- მერიას N10/01/72--------1 წერილით მიმართა შპს ,,კ------------------ას" დირექტორმა და განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად, კომპანია ვალდებული იყო, უზრუნველეყო მიწის ნაკვეთის სარგებლობის ან/და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 2017 წლის 1 სექტემბრამდე და ამ მიზნით ითხოვა მემორანდუმით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემა გათვალისწინებულ ვადაზე ადრე.
2017 წლის 31 აგვისტოს აღნაგობის ხელშეკრულების თანახმად დადგინდა, რომ მესაკუთრე გადასცემდა, ხოლო მეაღნაგე აღნაგობის უფლებით, სიმბოლურ ფასად 1 ლარად (რომლის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის) სარგებლობაში მიიღებდა შპს ,------–---------------ის’’ საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთს დანართ 1-ში მითითებული ნახაზის შესაბამისად ფართით:524590 კვ.მ. აღნაგობის უფლების ვადა განისაზღვრა 25 წლით, ასევე დადგინდა საფასურის გადახდა არაუგვიანეს კალენდარული წლის ბოლო დღისა. ამავე ხელშეკრულების 2.4.3 პუნქტით დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი მეაღნაგეს უნდა გამოეყენებინა მხოლოდ ხელშეკრულებით და მხარეთა შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული წესების დაცვით. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით დადგენილი იქნა, რომ ხელშეკრულება შეწყდებოდა, თუ ,,მეაღნაგე’’ დანიშნულებისამებრ არ გამოიყენებდა ქონებას. ხელშეკრულების 8.8. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან და მოქმედებდა მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
აღნიშნულის შემდგომ, 2017 წლის 15 სექტემბერს, ქ--–--------–----------–----–-------- მერიის, შპს ,------–---------------ისა" და შპს ,,კ------------------ას" მიერ ხელმოწერილ იქნა ქ--–--------–----------–----–-------- მყარი მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ" ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით:
ხელშეკრულების 1.1. ქვეპუნქტში მითითებული იქნა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხო ბუნებრივი გარემოს, ასევე კულტურული და მატერიალური ფასეულობების დაცვით მიზნით, თ---–----------–----–------ის საკუთარი უფლებამოსილების შესრულება და მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის უზრუნველსაყოფად გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა.
ხელშეკრულების 11.1 ქვეპუნქტის თანახმად დადგინდა, რომ ძირითადი ხელშეკრულება გაფორმებულად ჩაითვლებოდა ამ ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, ხოლო ძალაში შევიდოდა ამ ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების კომპანიის მიერ სრულად შესრულების, საქართველოს მთავრობის მიერ ამ ხელშეკრულების მოწონებისა და 6.6.5 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარდგენის დღიდან.
2017 წლის 11 ოქტომბერს გამართულ საქართველოს მთავრობის სხდომაზე გამოთქმული იქნა შენიშვნები 2017 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მითითებული იქნა, რომ ხელშეკრულება შესაბამისობაში იყო მოსაყვანი ნარჩენების მართვის კოდექსით და ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიით (2016-2030) და სამოქმედო გეგმით (2016-2020) გათვალისწინებული სეპარირებისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებებით დასანერგ პრაქტიკასთან.
სადავო არ არის და მხარეებმაც აღნიშნეს, რომ ხელშეკრულება დღეის მდგომარეობით არ არის ძალაში შესული, თუმცა მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მან შეასრულა ყველა ვალდებულება რაც ხელშეკრულებით ჰქონდა ნაკისრი, ხოლო ხელშეკრულების ძალაში შესვლა დააბრკოლა მოწინააღმდეგე მხარის ქმედებებმა. ამასთან, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ ის გამოხატავს მზაობას, რათა ხელშეკრულება მისადაგებული იქნეს შეცვლილი გარემოებებისადმი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ განსახილველი დავის საგანი არ არის 2017 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულება, სასამართლოს შეფასების საგანი ვერ იქნება ის გარემოება, თუ ვისი ქმედების შედეგად ვერ მოხერხდა ხელშეკრულების ძალაში შესვლა. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდის----ად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, პირობითად ითვლება გარიგება როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და ან უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ანდა გარიგების შეწყვეტა - ამ მოვლენის დადგომისთანავე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, 1. თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. 2. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. 3. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის პროექტი შემუშავებულ იქნა 2014 წელს და დამტკიცდა 2015 წლის 18 თებერვალს ქალაქ თ---–----------–----–------ი მთავრობის N07.04.155 განკარგულების საფუძველზე. ნარჩენების მართვის კოდექსი ამოქმედდა 2015 წლის 15 იანვრიდან, თუმცა კოდექსის 50-ე მუხლი ითვალისწინებს ამავე კოდექსით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ნორმების ამოქმედებას 2018-2019 წლებში. „ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N160 დადგენილება მიღებულ იქნა 2016 წლის 1 აპრილს. ზემოაღნიშნული მოვლენების ქრონოლოგიიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ქ. თ---–----------–----–------ს, შპს ,------–---------------სა“ და შპს ,,კ------------------ა’’-ს შორის სამართალურთიერთობის წარმოშობის მიზნით მოსამზადებელი პროცედურები განხორციელდა გარდამავალ პერიოდში. აღნიშნული ობიექტური მიზეზის გამო, ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი, მის ფარგლებში შპს „კ------------------ას“ მიერ წარდგენილი განაცხადი/ბიზნეს-გეგმა, 2016 წლის 3 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი და მის საფუძველზე დასადები ხელშეკრულების პროექტი ვერ გაითვალისწინებდა ნარჩენების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის საჭიროებებს და ნარჩენების მართვის კოდექსსა და დადგენილებას.
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შეიცვალა გარემოებები რომლის მისადაგებაზეც მხარეები ვერ თანხმდებიან, რადგან ქ. თ---–----------–----–---------------ს და შპს ,------–---------------ის’’ მითითებით, ის არსებითად ცდება ხელშეკრულების საგანს. შესაბამისად, შპს ,------–---------------ს’’ გააჩნია კანონიერი მოთხოვნა, რომ გაუქმდეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სანივთო-სამართლებრივი შეზღუდვა.
შესაბამისად, აღნაგობის ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს 2017 წლის 15 სექტემბრის განუყოფელ ნაწილს მხარეთა მიერ გამოხატული ნების, მიზნისა და შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს პირობით გარიგებას და მისი მოქმედება იმთავითვე დამოკიდებული იყო მხარეთა მიერ ნავარაუდევი პირობის დადგომაზე- ძირითადი ხელშეკრულების ძალაში შესვლასა და მოქმედებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეაღნაგე ვერ ისარგებლებს გადაცემული მიწის ნაკვეთით და შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მიწის ნაკვეთზე არსებული სანივთო-სამართლებრივი შეზღუდვა იმ პირობებში, როცა აშკარაა, რომ ძირითადი ხელშეკრულება ძალაში არ არის შესული და მომავალში მის ძალაში შესვლასაც გამორიცხავს როგორც ქ. თ---–----------–----–---------------, ასევე შპს ,------–---------------ი’’. შესაბამისად, მეაღნაგე ვერ შეძლებს მის გამოყენებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რაც თავისთავად ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულება შეწყვეტილია და საჯარო რეესტრში ჩანაწერის არსებობა არ არის გამართლებული.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სწორედ მოპასუხე მხარის განცხადების საფუძველზე განხორციელდა აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმება ძირითად ხელშეკრულებაზე ადრე, ვინაიდან, მშენებლობის ნებართვის შესაბამისად, კომპანია ვალდებული იყო, მიწის ნაკვეთის სარგებლობის ან/და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა 2017 წლის 1 სექტემბრამდე. ამდენად, შპს ,,კ------------------ასთვის’’ როგორც მემორანდუმის, ასევე ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტის მონაწილისთვის ცნობილი იყო, რომ ძირითადი ხელშეკრულება მისი გაფორმების შემთხვევაში, უნდა მოეწონებინა საქართველოს მთავრობას. შესაბამისად, მხარემ რომელიც მეწარმე სუბიექტია, წინასწარ აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმებით, გასწია რისკი იმ ვითარებაში, როდესაც არ იყო ძირითადი ხელშეკრულება დადებული მხარეთა შორის და შესაბამისად, მოწონებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მხარეთა, მესამე პირის განმარტებებით, წერილობითი დოკუმენტებით და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით სასამართლოს სარწმუნოდ მიაჩნია, რომ შეწყვეტილად უნდა იქნეს აღიარებული მხარეთა შორის გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე წარმოშობილი აღნაგობის უფლება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა მოსარჩელისათვის, მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარჩელი უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,------–---------------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. აღიარებულ იქნას შეწყვეტილად შპს ,------–---------------სა’’ და შპს ,,კ------------------ას’’ შორის 2017 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე წარმოშობილი აღნაგობის უფლება;
2. მოპასუხე შპს ,,კ------------------ას’’ დაეკისროს შპს ,------–---------------ის’’ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე