განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002647052
საქმე N1-872/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08.11. 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გი------------–--ლი
დაცვის მხარე
ბრალდებული: ირ---–----------ში
მამის სახელი: რ----ი
დაბადებული: 12.05.1975 წელი
პირადი ნომერი: 6---------8
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრაციის მისამართი: ქუთაისი, ზუ--------------------------------
ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, 2---------------.
ადვოკატი - ნი------------–--ლი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი;
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 171280818006
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების თანახმად:
1.1 2018 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში, ქ. ბათუმში, ე. თა---–---–-ს ქუჩა N3----, ბინა N1---ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ირ---–----------შმა სახის არეში ხელის დარტყმებით და თმების მოქაჩვით სა-----------–---ევას მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1.2 2018 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში, ქ.ბათუმში, ე. თა---–---–-ს ქუჩა N3----, ბინა N1---ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ირ---–----------შმა მჩხლეტავ-მჭრელი საგნის - დანის დემონსტრირებით და მოღერიებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სა-----------–---ევას, რამაც სა-----------–---ევას გაუჩინდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2018 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში, ქ.ბათუმში, ე. თა---–---–-ს ქუჩა N3----, ბინა N1---ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ირ---–----------შმა სახის არეში ხელის დარტყმებით, მარჯვენა მხრის არეში მჩხლეტავ მჭრელი საგნის - დანის გამოყენებით კა---–----------------ას, პირს რომელთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლომ დაადგინა:
1.4 2018 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში, ქ. ბათუმში, ე. თა---–---–-ს ქუჩა N3----, ბინა N1---ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ირ---–----------შმა სახის არეში ხელის დარტყმებით და თმების მოქაჩვით სა-----------–---ევას მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1.5 2018 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში, ქ.ბათუმში, ე. თა---–---–-ს ქუჩა N3----, ბინა N1---ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ირ---–----------შმა მჩხლეტავ-მჭრელი საგნის - დანის დემონსტრირებით და მოღერიებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სა-----------–---ევას, რამაც სა-----------–---ევას გაუჩინდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.6. 2018 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში, ქ.ბათუმში, ე. თა---–---–-ს ქუჩა N3----, ბინა N1---ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ირ---–----------შმა სახის არეში ხელის დარტყმებით, მარჯვენა მხრის არეში მჩხლეტავ მჭრელი საგნის - დანის გამოყენებით კა---–----------------ას მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
1. ქმედების სამართლებრივი აღწერა
სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების
მუქარა როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა
მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
ძალადობა, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილია გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა ირ---–----------შის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ირ---–----------შის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - შეტყობინებას დანაშაულის შესახებ, მოწმეების: სა-----------–---ევას, ბაქარ აბაშიძის, ნიკა მოწყობილის, ნურზათ გემბერლიევას, კამილა ზურდინოვას გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ამოღებული დანა, ამოღებული ტანისამოსი და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ; ბრალდებულ ირ---–----------შის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 12.10.2018წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, სა-----------–---ევას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს;
ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნით Nც------, 28.09.2018წ, დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა არის მჩხვლეტავ-მჭრელი, და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას .
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ირ---–----------შმა, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ძალადობა, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილია გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
2.1. ოჯახში ძალადობა, ესეიგი ოჯახის ერთი წევრის მიერ
ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩადენილი ქმედების გამორიცხვა
კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულ ირ---–----------შს ასევე ბრალად წარედგინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ჩადენა, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ბრალდებულის განმარტებით მოცემული სახით კვალიფიკაცია არ დასტურდება;
კერძოდ, დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ თანახმად 2018 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში, ქ.ბათუმში, ე. თა---–---–-ს ქუჩა N3----, ბინა N1---ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ირ---–----------შმა სახის არეში ხელის დარტყმებით, მარჯვენა მხრის არეში მჩხლეტავ მჭრელი საგნის - დანის გამოყენებით კამილა ზურდინოვას, პირს რომელთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად ბრალდებულმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ანუ კა---–----------------ას მიმართ - პირთან, რომელთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება;
დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ კა---–----------------ასთან არ ცხოვრობს და არც ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევა; ბრალდებულის განმარტებით, ის როგორც ტაქსის მძღოლი ემსახურებოდა ძირითადად კა---–----------------ას და მის მეგობრებს, ასევე დაკვეთის შესაბამისად დაყავდა მისი შვილიც, ის მეგობრობდა მასთან, ამ დრომდე აუნაზღაურებელი აქვს მისი მომსახურების თანხა სრულად, ხშირად ემსახურებოდა მას შემდგომი გადახდით; მას აქვს ოჯახი, ყავს მეუღლე უკვე თითქმის 8 წელია და ცხოვრობენ ერთად; ბათუმში ცხოვრობენ ქირით ამჟამად 26 მაისის ქუჩაზე;
ასევე მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებით, - კა---–----------------ას გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ირ---–----------ში არის მისი მეგობარი, აქვთ ახლო მეგობრული ურთიერთობა, იცნობს დაახლოებით ორი წელია და ბოლო პერიოდში უკვე დაეძაბათ ურთიერთობა, ხშირად კამათობდნენ; 2018 წლის 22 ივლისს ასევე მიაყენა შეურაცხყოფა და განაცხადა პოლიციაში; (იხ ს.ფ.5)
სა-----------–---ევას და ნურზათ გემბერლიევას გამოკითხვის ოქმების თანახმად, დასტურდება, რომ ირ---–----------ში არის კა---–----------------ვას მეგობარი მამაკაცი და ისინი ერთად აღნიშნავდნენ 20178 წლის 27 აგვისტოს კამილიას დაბადების დღეს; (იხ ს.ფ. 8, 11);
დაცვის მხარის მიერ გამოკითხული პირების ჩვენებებით ასევე არ დასტურდება, რომ ირ---–----------ში და კა---–----------------ა არიან ოჯახის წევრები; კერძოდ ნი------------–ის ჩვენებით ირ---–----------ში არის მის ძმა 2011 წლის იანვარში მან იქორწინა ეთ------------–--ლზე და ცხოვრობენ ერთად ; დაახლოებით ორი წელია ისინი გადავიდნენ ბათუმში საცხოვრებლად ; ირ---–----------ში მუშაობდა ტაქსის მძღოლად , ხოლო ირ---–-ს მეუღლე რესტორანში მზარეულად; (იხ ს.ფ.152) ;
ეთ-------------–--ლის ჩვენებით დასტურდება, რომ ირ---–----------შთან იმყოფება ქორწინებაში 2011 წლის 07 იანვრიდან, დაწერილი აქვს ჯვარი ტრადიციულად; ძირითადად ცხოვრობდნენ ირ---–-ს მშობლებთან ლანჩხუთის რაიონი სოფ შუხუთში; ბოლო პერიოდში ცხოვრობენ ბათუმში ქირით ამჟამად 26 მაისის ქუჩაზე და საქმიანობენ; რაც შეეხება კა---–----------------ას, იცოდა, რომ ირ---–-ს მასთან ჰქონდა წარსულში ინტიმური ურთიერთობა; როგორც ირ---–-მ უთხრა კამილიას და მის მეგობრებს ემსახურებოდა ტაქსით; (იხ ს.ფ.153);
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ირ---–----------შის დაკავება მოხდა შემთხვევის ადგილზე ბათუში თა---–---–-ს, ქ. #3----, ბინა 1---ში, თუმცა ირ---–----------შის მიერ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ბათუმი 26 მაისის ქ. #--, ხოლო რეგისტრაციის მისამართი: ქუთაისი ზ. ჭა-------------------; (იხ. ს.ფ.52) ;
სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიერ ჩადენილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - მაშინ ჩაითვლება ჩადენილად, როდესაც ისინი ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია, ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის დისპოზიციას, რომლის თანახმად, დასჯად ქმედებად ითვლება: „ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი“,ამდენად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ამ დანაშაულის სუბიექტი და ობიექტი იყვნენ ოჯახის წევრები. ხსენებული მუხლის ობიექტური მხარე გამოიხატება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში. „მოძალადე“ და „ძალადობის მსხვერპლი“ უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები;
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ირ---–----------შმა („მოძალადე“), იძალადა მეგობარზე - კა---–----------------აზე („ძალადობის მსხვერპლი“), თუმცა ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, ოჯახის წევრს არ წარმოადგენს.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოცემულ შემთხვევაში ირ---–----------ში და კა---–----------------ა ასევე არ ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას მათი მეგობრული ურთიერთობა ზ/აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამომდინარე, ვერ ჩაითვლებიან ისეთ პირებად, რომლებიც მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ვინაიდან გაურკვეველია მათი თანაცხოვრების პერიოდიც, რაც მიიჩნეული უნდა იქნეს მუდმივი საოჯახო მეურნეობისათვის საჭირო აუცილებელ დროდ. ამასთან , უდავოდ დადგენილია, რომ ბრალდებულს ყავს მეუღლე, ისინი ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას 2011 წლიდან ; აღნიშნულს ადასტურებს თავად ირ---–----------ში და მისი მეუღლე და ეს გარემოება თავად კა---–----------------ასთვისაც , რომ ცნობილია, დასტურდება თავად ეთ-------------–--ლის გამოკითხვის ოქმითაც, სადაც მიუთითებს, რომ მას რამდენჯერმე მიუვარდა კიდეც სამუშაო ადგილზე, ნასვამ მდგომარეობაში არ ასვენებდა მის მეუღლეს ;(იხ ს.ფ.153)
ამდენად ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებული ირ---–----------ში და კა---–----------------ა არ ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, შესაბამისად რეალურად ირ---–----------შის მიერ ჩადენილი ქმედებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს მისი შეფასება.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლოს დასკვნები უნდა გამომდინარეობდეს რეალურად არსებული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და მათ უნდა მიეცეს ადეკვატური სამართლებრივი შეფასება სწორი კვალიფიკაციის თვალსაზრისით.
მოცემულ კონკრეტულ საქმეში საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულად იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ ბრალდებულის მოქმედებას მისცეს შეფასება და ქმედების კვალიფიცირება მოახდინოს სამართლებრივად სწორად;
უდავოდა დასტურდება და ბრალდებულიც აღიარებს, რომ მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ასევე კა---–----------------ას;
სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, 12.10.2018წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, კამილა ზურდინოვას აღენიშნებოდა ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს;
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ირ---–----------შის მიერ კა---–----------------აზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ძალადობით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილია გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
3.სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით.
3.2. ასევე სამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
3.3. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ირ---–----------შის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2018 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში, ქ. ბათუმში, ე. თა---–---–-ს ქუჩა N3----, ბინა N1---ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ირ---–----------შმა სახის არეში ხელის დარტყმებით და თმების მოქაჩვით სა-----------–---ევას მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, ასევე, მჩხლეტავ-მჭრელი საგნის - დანის დემონსტრირებით და მოღერიებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სა-----------–---ევას, რამაც სა-----------–---ევას გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ასევე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ირ---–----------შმა სახის არეში ხელის დარტყმებით, მარჯვენა მხრის არეში მჩხლეტავ მჭრელი საგნის - დანის გამოყენებით კა---–----------------ას მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ყოველივე ეს კი იძლევა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების შემადგენლობას.
საქმეში არსებული გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ირ---–----------შის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ირ---–----------შმა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით - ჩაიდინა ძალადობა, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი) , ასევე მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
4.1. ირ---–----------შის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედებების აღიარება;
4.2. ირ---–----------შის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
5.3. შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ირ---–----------შის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ბორის ქაჯაიას უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
5.4. სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-იდან 180 საათამდე, შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-იდან 180-ე საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
ასევე დამატებითი სასჯელის სახით - იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;
სასამართლო მოცემული მუხლების სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.
5.5. ბრალდებულ ირ---–----------შის მიმართ შერაცხული ბრალდებები სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაულები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებულმა ირ---–----------შმა განახორციელა ძალადობა (ორი ეპიზოდით) და მუქარა, ამგვარი ქმედება კი მიუთითებს ბრალდებულის ხასიათზე, რომ ის უუნაროა კონტროლი გაუწიოს თავის რისხვას, რომელიც მიმართულია მისივე მეგობრის და ნაცნობების მიმართ, რაც მიუთითებს ირ---–----------შის პიროვნულ მახასიათებლებზე და მის არაკანონმორჩილებაზე.
5.6. სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მოძალადე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულებისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა ირ---–----------შის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებებს, ითვალისწინებს ქმედების ჩადენის სპეციფიკას და ხასიათს, - შესაბამისად მას დაუნიშნავს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, კამილა ზურდინოვას ბინიდან ამოღებული შორტი, რომელიც ინახება ქ. ბათუმის, საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ნივთიერი მტკიცებულება - შსს სსიპ 112-დან მოპოვებული შეტყობინების აუდიოფილი ერთ ცალ CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლი სამართლის საქმეს საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ირ---–----------შის მიმართ წარდგენილი ბრალდება, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (კამილა ზურდინოვას ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის126-ე მუხლის პირველი ნაწილზე.
ბრალდებული ირ---–----------ში ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (კა---–----------------ას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
ბრალდებული ირ---–----------ში ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სა-----------–---ევას ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
ბრალდებული ირ---–----------ში ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი ზომის სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ირ---–----------შს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ირ---–----------შის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ირ---–----------შს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 28 აგვისტოდან.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, რომელიც ინახება ქ. ბათუმის, საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - კა---–----------------ას ბინიდან ამოღებული შორტი, რომელიც ინახება ქ. ბათუმის, საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ნივთიერი მტკიცებულება - შსს სსიპ 112-დან მოპოვებული შეტყობინების აუდიოფილი ერთ ცალ CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლი სამართლის საქმეს საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე