განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
120100118002568585
დავის ტიპი
180 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/304-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

08 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

ბრალდების მხარე, პროკურორი: გ-------–----------

 

დაცვის მხარე, ადვოკატი: ტ------–----–-----–---–-

 

ბრალდებული: ი-----–----------–---

მამის სახელი: ი-----

დაბადებული: 2-.0-.1---

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

მისამართი: ბ----------, სოფელი დ-----

რეგისტრირებული: ს-----, შ---------ის ქ. №1-

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2018 წლის 0-------ს ი-----–----------–--- ქ. ა---––---ში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სილამაზის სალონის სტილისტ ჰ----------------თან შევიდა ნდობაში, თითქოს უნდოდა ტელეფონით დროებით სარგებლობა, მოტყუებით გამოართვა ჰ----------------ს კუთვნილი „აიფონ“5 -ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა, აღნიშნულით დაზარალებულს მიაყენა 220 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

1.2 2018 წლის 0-------ს შუადღის საათებში, ქ.ა---––---ში, პ--------------ის ქუჩაზე მდებარე სასადილოში ი-----–----------–---, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ-----------------–------ს კუთვნილი საფულიდან 500 (ხუთასი) ლარს, ხოლო ნ----------------------ს კუთვნილი ჩანთიდან 200 (ორას) აშშ დოლარს, რითაც ნ-----------------–------ს მიადგა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ხოლო ნ----------------------ს მიადგა (200 (ორასი) აშშ დოლარის) 490,12 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

3.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ი-----–----------–---მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, – რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,-

 

მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

ჰ----------------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით, რომლის თანახმად ჰ----------------ი 20-8 წლის 0-------ს იმყოფებოდა სამსახურში, მასთან მოვიდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც ჰკითხა თუ სად შეიძლებოდა სადილობა, მას მიასწავლეს საცხობის ადგილი, ხოლო დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დაუძახა მის გვერდით მდგომმა გამყიდველმა და შესთავაზა მათთან ერთად სადილობა, მათ განუმარტეს, რომ ეს ყველაფერი ი-----–-მ მოიტანა და ისიც დაპატიჟეს. ამის შემდეგ ჰ----------------მა თავის სალონში შეიპატიჟა და იქ გააგრძლეს სადილობა, დალიეს არაყი და რამდენიმე ხანში ი-----–----------–---მ ჰ----------------ს სთხოვა მობილური ტელოფონი, რადგან მას ანგარიშზე არ ჰქონდა და სურდა მის ძმასთან დარეკვა, ი-----–----------–---მ ტელეფონით მესამედ სარგებლობისას, ტელეფონი უკან აღარ დაუბრუნა ჰ----------------ს.

 

იხ. ს.ფ. 8-10;

 

ნ-----------------–------ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით, რომლის თანახმადაც 2018 წლის 0-------ს დაახლოებით 15:30 საათზე ქ.ა---––---სი, პ--------------ის ქუჩაზე მდებარე სასადილოში საუზმობდნენ, ნ-----------------–------- და ნ----------------------, რა დროსაც სასადილოში შემოვიდა მათთვის უცნობი პიროვნება და სასადილოს კუთხეში დაჯდა. რამდენიმე ხანში ი-----–----------–--- მათთან მივიდა და უთხრათ, რომ ისინი სტუმრები იყნენ საქართველოში და პატივისცემის ნიშნად არაყი და ხაჭაპური შეუკვეთა, ნ-----------------–-------მ და ნ----------------------მ ი-----–----------–---ს თანდასწრებით გადაიხადეს მათი გადასახდელი საუზმის თანხა და გავიდნენ საპირფარეშოში სიგარეტის მოსაწევად, დააახლობით ხუთ წუთში დაბრუნდნენ და შეამჩნიეს რომ მათი ჩანთა იყო გახსნილი და საფულიდან ფული იყო მოპარული, მისი კუთვნილი საფულიდან მოპარული იყო 500 (ხუთასი) ლარი. მისი განმარტებით სხვა უცხო პიროვნება იმ დროისათვის სასადილოში არ იმყოფებოდა.

 

იხ. ს.ფ. 209-211;

 

ნ----------------------ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით, რომლის თანახმადაც 2018 წლის 0-------ს დაახლოებით 15:30 საათზე პ--------------ის ქუჩაზე მდებარე სასადილოში საუზმობდნენ ნ---------------------- და ნ-----------------–-------, რა დროსაც სასადილოში შემოვიდა მათთვის უცნობი პიროვნება და სასადილოს კუთხეში დაჯდა. რამდენიმე ხანში ეს პიროვნება, ი-----–----------–--- მათთან მივიდა და უთხრათ, რომ ისინი სტუმრები იყნენ საქართველოში და პატივისცემის ნიშნად არაყი და ხაჭაპური შეუკვეთა, ნ----------------------მ და ნ-----------------–-------მ ი-----–----------–---ს თანდასწრებით გადაიხადეს მათი გადასახდელი საუზმის თანხა და გავიდნენ საპირფარეშოში სიგარეტის მოსაწევად. დააახლობით ხუთ წუთში დაბრუნდნენ და შეამჩნიეს, რომ მათი ჩანთა იყო გახსნილი და მოპარული იყო 200 (ორას) აშშ დოლარი, მისი განმარტებით სხვა უცხო პიროვნება იმ დროისათვის სასადილოში არ იმყოფებოდა.

 

იხ. ს.ფ. 219-221;

 

ზ---------------–---–-ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით, რომლის თანახმადაც, მუშაობს ქ.ა---––---ში ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე და ვაჭრობს მარცვლეულით, 2018 წლის 0-------ს დილის საათებში მასთან მივიდა მისთვის უცნობი პიროვნება და ჰკითხა, თუ სად შეიძლებოდა სადილობა, მან განუმარტა, რომ სასადილო არსად არ იყო და ბაზარში შეეძლო მხოლოდ მზა საკვების ყიდვა, დაახლოებით 10 წუთში მათთან დაბრუნდა ი-----–----------–--- და მიიტანა მცირეოდენი საკვები და არაყი, რამდენიმე ჭიქის დალევის შემდეგ მათ გადაინაცვლეს ჰ----------------ის სალონში, სადაც ზ---------------–---–- აღარ შესულა და იქ გააგრძლეს დალევა. დაახლოებით 16:00 საათზე ზ--------------–---–თან მივიდა ა---------------- და ჰკითხა, რომ ხომ არ დაუნახავთ ის პიროვნება, რომელიც მასთან ერთად სვამდა, ხოლო შემდგენ განუმარტა, რომ ი-----–----------–---ს რამდენჯერმე ათხოვა ტელეფონი, თუმცა უკან აღარ დაუბრუნებია და სთხოვა ზ--------------–---–ს მის ნომერზე დარეკვა, როდესაც ტელეფონზე დარეკეს, აღმოჩნდა, რომ ტელეფონი უკვე გათიშული იყო.

 

იხ. ს.ფ. 18-20;

 

ი-----–----------–---მ სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

2018 წლის 1--------- საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნა N------ს, რომლის თანახმადაც ექსპერტიზაზე წარდგენილი „------------------------------ მოდელის მობილური ტელეფონის საორიენტაციო ღირებულება (ექსპულატაციაში ყოფნის გათვალისწინებით) შეესაბამება - 220 (ორას ოცი ) ლარის ღირებულების საგანს.

 

იხ. ს.ფ. 119-123;

 

2018 წლის 1--------- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა N ------, რომლის თანახმადაც იდენტიფიკაციისათვის ვარგისი კვალი N--------–----------–-------- პაკეტიდან - ამოღებული არაყის ბოთლიდან ხლებნაია) და კვალი N----------------ან -ამოღებული ლიმონათის ბოთლიდან „ლიმონი“) იდენტურია დაქტლოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი - ი-----–- ი-----ს ძე ფ------–---ს (დაბ. 2-.0-.1--- წ. მცხოვრები: ქ ს----- შ---------ის ქუჩა N---ში) მარჯვენა ხელის შესაბამისად, ნეკა თითის, არათითის, შუა თითის და საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშებს.

 

იხ. ს.ფ. 194-206;

 

ი-----–----------–---ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: რ-----------–---–-ს, ზ---------------–---–-ს, გ-----------------ის, უ–---------------–---–ის, მ--------------–ის და სხვათა მოწმის სახით გამოკითხვის ოქმებით, ნ----------------------ს მიერ ი-----–----------–---ს ამოცნობის ოქმი, რ-----------–---–-ს მიერ ი-----–----------–---ს ამოცნობის ოქმი, ნასამართლეობის ცნობები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ოქმი, ხელწერილი და ფოტომასალა, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებები, ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებები, განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ და საქმეში არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ი-----–----------–---ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ი-----–----------–---ს მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩადენილია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაული, შესაბამისად, დასახელებული კვალიფიკაციით ბრალდებული ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ი-----–----------–---ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ი-----–----------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–----------–--- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით, აგრეთვე ი-----–----------–--- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და ი-----–----------–---ს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი-----–----------–---ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–- ფ------–--- პ/ნ (3----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით.

 

2.ი-----–- ფ------–--- პ/ნ (3----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და ი-----–- ფ------–---ს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 წლის ვადით.

 

4.ი-----–- ფ------–---ს მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდა აეთვალოს დაკავების დღიდან 2018 წლის 16 ი---------.

 

5. ნივთმტკიცებები:

-აიფონ 5 მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ახალციხის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ჰ-----------------ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

-თეთრი ფერის თაბახის ფურცლები და ოთხი ცალი მინის ბოთლი, რომელიც ინახება შსს ახალციხის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

-თითის კვლები და დაქტილობარათის ასლი, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

8.განემარტოს მსჯავრდებულს, რომ უფლება აქვს აღძრას შუამდგომლობა შეწყალების თაობაზე.

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი