განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150100118002682682
1/90-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – ეთერ მაღრაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გურამ ჭყონიძე,დაცვის მხარე
ბრალდებული მ----–-- ს-------ის ასული ბ-----------ნი (დაბადებული 199--–-–-------------------ს; საქართველოს მოქალაქე; პ/ნ 3----------; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის მისამართი: ქ. ნინოწმინდა, ა------------------- და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. ახალქალაქი, თ---------–-----------);
ადვოკატი: ზაზა ზარიძე;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. ახალქალაქში, დარბინიანის ქ. N---ში, რ-------- ხ-----------ნსა და მ----–-- ბ-----------ნს შორის ვალის თაობაზე მომხდარი ჩხუბისას, მ----–-- ბ-----------ნმა თავის არეში ხელი დაარტყა რ-------- ხ-----------ნს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ფაქტების დადგენა:
2.1.1. 2018 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. ახალქალაქში, დარბინიანის ქ. N---ში, რ-------- ხ-----------ნსა და მ----–-- ბ-----------ნს შორის ვალის თაობაზე მომხდა ჩხუბი.
მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმის ჩვენება; ბრალდებულის ჩვენება.
2.1.2. აღნიშნული ჩხუბის დროს მ----–-- ბ-----------ნმა თავის არეში ხელი დაარტყა რ-------- ხ-----------ნს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ----–-- ბ-----------ნმა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: დაზარალებულ რ-------- ხ-----------ნის, მოწმეების ა---–-- ა--------ნის, ე-–---- პ----------ნის ჩვენებები, ბრალდებულ მ----–-- ბ-----------ნის ჩვენება, რ-------- ხ-----------ნის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ტანსაცმელი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლებიც დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ----–-- ბ-----------ნის ბრალეულობას.
შესაბამისად, დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----–-- ბ-----------ნის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
დადგენილია, რომ 2018 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. ახალქალაქში, დარბინიანის ქ. N---ში, რ-------- ხ-----------ნსა და მ----–-- ბ-----------ნს შორის მომხდარი ჩხუბისას, მ----–-- ბ-----------ნმა თავის არეში ხელი დაარტყა რ-------- ხ-----------ნს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
შესაბამისად სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ მ----–-- ბ-----------ნის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. შემამსუბუქებელი გარემოებები
- ბრალდებული არ არის ნასამართლევი, დანაშაული ჩადენილი აქვს პირველად,- ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს;
4.2. დამამძიმებელი გარემოება არ არსებობს;
4.3. ბრალდებული დაზარალებულთან შერიგებული არ არის, დაზარალებულს ბრალდებულის მიმართ მატერიალური პრეტენზია გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით, გარდა ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5.3. დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს პირობითი სასჯელი მინიმუმის ოდენობით, ვინაიდან მას ეკონომიკურად უჭირს და საზოგადობისათვის სასარგებლო შრომის შესრულებას ვერ შეძლებს ავადმყოფი შვილის გამო.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა თუნდაც პირობითად უფრო მკაცრი სასჯელია ვიდრე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ამასთან მოცემულ შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. შესაბამისად, უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის.
მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. ბრალდებული არ არის ნასამართლევი, ანუ დანაშაული ჩაიდინა პირველად (იხ. 4.1.). ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს; დამამძიმებელი გარემოება არ არსებობს; შესაბამისად არ არსებობს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების საფუძველი, ხოლო თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი (საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან ჯარიმა) უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრული ოდენობა ბრალდებულს იმაზე მეტ ტვირთს აკისრებდეს, ვიდრე ეს აუცილებელია სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად.
ამდენად სასამართლოს მიაჩნია, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათის ოდენობით სასჯელი არის სათანადო რეპრესიის სანქცია, რაც ასევე არის რესოციალიზაციის და პრევენციის გარანტი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 278-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ----–-- ბ-----------ნი (პ/ნ 3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათით;
2. მ----–-- ბ-----------ნის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს;
3. განაჩენის აღსრულება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
4. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - რ-------- ხ-----------ნის მაისური (პაკეტის ნომერი FCD 742029) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს რ-------- ხ-----------ნს;
5. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
6 . განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან