განაჩენი

სისხლის სამართლის 11.11.2018
საქმის ნომერი
120100118002382009
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
11.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

საქმე #1/118-18წ. 31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------- ა---–---–---–ი;

დაცვის მხარე: ბრალდებული – გ------- გ--------–---–ი - დაბ.1-.0-.1--- წელს ქ.ბ---------ში, პ/№1----------, საქართველოს მოქალაქე, მცხ. - ქ.ბ---------ი, მ------ის ქ.N63. ბინა N35;

ადვოკატი - ო--------------–--ე;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტი (გ------- ფ-------ის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტით (გ------- ფ-------ის ეპიზოდი), 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტი (თ-------ე ფ-------ის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ პუნქტი (თ-------ე ფ-------ის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ქ----------------ის ეპიზოდი) და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ქ----------------ის ეპიზოდი);

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- გ--------–---–ს ბრალი ედება შემდეგში: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

დადგენილების თანახმად, 2018 წლის 16 თებერვალს ქ.ბ---------ში მ------ის ქN63-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ასევე სისტემატიურად გ------- გ--------–---–ი დანის გამოყენებით, ემუქრება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს (გერს) გ------- ფ-------ეს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რასაც გ------- ფ-------ე აღიქვამს რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ასევე, გ------- გ--------–---–ს ბრალი ედება შემდეგში: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, −წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

დადგენილების თანახმად, 2018 წლის 1- თებერვალს ქ.ბ---------ში მ------ის ქN63-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------- გ--------–---–მა, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანი თ-------ე ფ-------ის თანდასწრებით მის ძმას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს (გერს) გ------- ფ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხში, ასევე ხელი დაარტყა სახის არეში და დანა მოარტყა მარცხენა მხრის არეში, რის შედეგადაც გ------- ფ-------ეს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე გ------- გ--------–---–ი სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს(გერს) გ------- ფ-------ეს, რის გამოც გ------- ფ-------ე განიცდიდა ტანჯვას.

3. ასევე გ------- გ--------–---–ს ბრალი ედება შემდეგში: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

დადგენილების თანახმად, 2018 წლის 16 თებერვალს ქ.ბ---------ში მ------ის ქN63-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ასევე სისტემატიურად გ------- გ--------–---–ი დანის გამოყენებით, ემუქრება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს (გერს) თ-------ე ფ-------ეს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რასაც თ-------ე ფ-------ე აღიქვამს რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. ასევე გ------- გ--------–---–ს ბრალი ედება შემდეგში: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, −ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

დადგენილების თანახმად, 2018 წლის 1- თებერვალს ქ.ბ---------ში მ------ის ქN63-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------- გ--------–---–მა, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს(გერს) თ-------ე ფ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ რამდენჯერმე დაარტყა ხელი მარჯვენა და მარცხენა ფერდის არეში, რის შედეგადაც თ-------ე ფ-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5. ასევე გ------- გ--------–---–ს ბრალი ედება შემდეგში: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.

დადგენილების თანახმად, 2018 წლის 18 თებერვალს ქ.ბ---------ში მ------ის ქN63-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------- გ--------–---–მა, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ქ----------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ თავი ჩაარტყა თავის არეში და ასევე ხელი დაარტყა მარცხენა მხრის არეში, რის შედეგადაც ქ----------------ეს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

6. ასევე გ------- გ--------–---–ს ბრალი ედება შემდეგში ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

დადგენილების თანახმად, 2018 წლის 18 თებერვალს ქ.ბ---------ში მ------ის ქN63-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ასევე სისტემატიურად გ------- გ--------–---–ი დანის გამოყენებით, ხშირად ემუქრება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ქ----------------ეს სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რასაც ქ----------------ე აღიქვამს რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

1. გ------- გ--------–---–ი გამართლდეს გერის -გ------- ფ-------ის - მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

2. გ------- გ--------–---–ი გამართლდეს გერის - თ-------ე ფ-------ის - მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

3. გ------- გ--------–---–ი გამართლდეს გერის - თ-------ე ფ-------ის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, −ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

4. გ------- გ--------–---–ი გამართლდეს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ქ----------------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

5. სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 16 თებერვალს ქ.ბ---------ში მ------ის ქN63-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------- გ--------–---–მა, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არასრულწლოვანი თ-------ე ფ-------ის თანდასწრებით მის ძმას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს (გერს) გ------- ფ-------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხში, ასევე ხელი დაარტყა სახის არეში და დანა მოარტყა მარცხენა მხრის არეში, რის შედეგადაც გ------- ფ-------ეს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე გ------- გ--------–---–ი სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს (გერს) გ------- ფ-------ეს, რის გამოც გ------- ფ-------ე განიცდიდა ტანჯვას.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, − წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

6. სასამართლომ დაადგინა, 2018 წლის 18 თებერვალს ქ.ბ---------ში მ------ის ქN63-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ------- გ--------–---–მა, საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ქ----------------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ თავი ჩაარტყა თავის არეში და ასევე ხელი დაარტყა მარცხენა მხრის არეში, რის შედეგადაც ქ----------------ეს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი.

ბრალდებულმა გ------- გ--------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მეუღლესთან ქ----------------ესთან იმყოფება არარეგისტრირებეულ ქორწინებაში 5 წელია. თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ბოლო პერიოდში სვამდა, რაზეც ცოლი საყვედურობდა და ხშირად კამათობდნენ, მაგრამ მალევე რიგდებოდნენ, ახსოვს, რომ ერთხელ გაარტყა ხელი სახის არეში და ხელით შეაჯანჯღარა. სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ ქ----------------ეს სახის არეში ჩაარტყა თავი. მეუღლე სტუმრებთან ერთად ეუბნებოდა, რომ არ დაელია, რაზეც ძალიან ბრაზდებოდა. მაგრამ სიმთვრალეში კარგად აკონტროლებდა თავს, იმდენად რომ სასიკვდილოდ არ გაემეტებინა არავინ და და ისე არ სცემდა, რომ რამე დაზანების კვალი დატყობოდა მეორე დღეს. რაც შეეხება ცოლის მიმართ მუქარას ასეთ შემთხევას ადგილი არ ჰქონია. შემთხვევის საღამოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულმა განმარტა, რომ ქ----------------ემ მის სტუმრად მყოფი მეგობრების თანდასწრებით უთხრა, რომ აღარ დაელია და მისმა ლოთობამ დაღალა. რაზეც გაბრაზებულმა ხელში მოჰკიდა ხელში და შეაჯანჯღარა.

რაც შეეხება ბავშვებს (გერებს) მათთან კარგი დამოკიდებულება აქვს, მის ხელში გაიზარდნენ, განსაკუთრებით გ------- ფ-------ე, ბრალდებული განმარტავს, რომ როგორც მამას, უნდოდა კარგად ესწავლათ ბავშვებს. გ------- სპორტზე მიიყვანა და იქიდანაც გამოიპარა, სკოლიდანაც იპარებოდა. გ------- ფ-------ეს ნერვულ შეტევები ჰქონდა, ხშირად ეძებდა ხოლმე მას, თ-------ე ფ-------ესა და ლ---- ქ-----–---–ს ხან სად და ხან სად. ცდილობდა გ------- აღეზარდა, სწავლისაკენ შემოებრუნებინა, მაგრამ ის უარს აცხადებდა არ დადიოდა სკოლაში. ბრალდებულმა განმარტა, რომ არ უნდოდა ბავშვები ციხეში მოხვედრილიყვნენ, ბავშვები როცა არ უჯერებდნენ მხოლოდ საჯდომზე მოურტყამს ხელი- მუქარას მათი ჯანმრთელობის ან სიცოცხლის წინააღმდეგ ადგილი არ ჰქონია, ბავშვებისთვის ისე არ დაურტყამს, რომ სტკენოდათ, თ-------ესათვის მაგალითად პერანგზეც რომ ხელი მოეკიდა იმაზეც კი ტიროდა, ვინაიდან სწყინდა, მაგრამ არ სტკიოდა. იმის გამო, რომ ბავშვები ხშირად ღამის საათებშიც არ ბრუნდებოდნენ სახლში, მათ ეძებდა, და სახლში მოსულებისთვის სიტყვის მასალად, უთქვამს რაღა სხვაგან ეძებთ შარს მე თვითონ გაგიტეხავთ თავებსო.

ბრალდებული განმარტავს, რომ 2018 წლის 16 თებერვალს ქ----------------ე სამსახურში იყო. იგი თ-------ე და გ------- ფ-------ეებთან და ლ---- ქ-----–---–თან ერთად იყო სახლში. ბავშვებს საჭმელს უკეთებდა, გ------- სკოლიდან, რომ მოვიდა ფეხს იტკივებდა, სკოლაში მომივიდა კონფლიქტიო. მერე თ-------ეს დაუწყო უწმაწური სიტყვებით ლაპარაკი, ის ხშირად ხმარობდა ამ სიტყვებს, რაზეც ბრალდებული გაბრაზდა და დანა რომლითაც რაღაცას ჭრდა ესროლა გ-------ს. მან მხარზე მოიკდა ხელი და თქვა დანა მომხვდაო, გ------- დაახლოებთ 2 მეტრში იდგა მისგან მარცხნივ. დანა როცა ესროლა არ გამორიცხავდა, რომ გ-------ს მოხვედროდა. დაზიანებული ხელი თავად შეუხვია, ამ ფაქტს თ-------ე და ლ----ც შეესწრნენ.

ბრალდებული განმარტავს, რომ არასდროს არ დამუქრებია არც შვილებს და არც ცოლს ისე, რომ მათ მუქარის განხორციელების რეალური შიში შექმნოდათ.

გ------- ფ-------ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გ------- გ--------–---–ს იცნობს 5 წელია, 3 თვე თვიდან ყველაფერი კარგად იყო, მერე სმა დაიწყო და გახდა აგრესიული. დედა სულ ეკამათებოდა იმაზე თუ რატომ სვამდა. სულ გადაბმულად სვამდა ჩხუბობდნენ და ხელის აწევაც ყოფილა. ბევრჯერ შესწრებია როცა ცემდა დედამისს, რამოდენიმეჯერ მათთვისაც მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.

2018 წლის 16 თებერვალს იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 3 საათი იქნებოდა როდესაც მოვიდა გ------- გ--------–---–ის ძმა - ლ---- ქ-----–---–ი. ერთად თამაშობდნენ. თამაშისას ისეთი არაფერი არ უთქვამს, მაგრამ გ------- გ--------–---–ი გაბრაზდა ჯერ ფეხი ჩაარტყა ფეხში და ხელი სახეში შემოარტყა. გაბრაზებულმა ბრალდებულმა უთხრა, რომ არაკაცური საქციელი იყო და პურის საჭრელი დანა აიღო და მისი მიმართულებით გაისროლა. არ უნდოდა, რომ ვინმეს მოხვედროდა, მაგრამ კედელთან ისე იდგა, რომ მხარში მოხვდა, სისხლი წამოუვიდა და ეტკინა. სახლში მისულ დედას უთხრა, რომ მეგობრებთან თამაშის დროს დაშავდა, ამ ფაქტს ასევე მისი ძმა თ-------ე ფ-------ე და ლ---- ქ-----–---–იც შეესწრნენ. იმ დღეს მისთვის ხელი აღარ დაურტყამს. გამოძიებაში გამოკითხვის დროს მიცემულ ჩვენებას ეთანხმება. შესწრებია თავის ძმას, რომ სცემდა ხოლმე ბრალდებული. დედამ რამოდენიმეჯერ განაცხადა გ--------–---–ის მიერ მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ. როდესაც მთვრალი იყო გ--------–---–ი ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურცხყოფას და ეუბნებოდა, რომ მისთვის სიგარეტი და საჭმელი უნდა მიეტანათ. ასევე აკონტროლებდა მას და მის ძმას, რომ სკოლაში ევლოთ და კარგად ესწავლათ. გ------- ფ-------ე განმარტავს ასევე, რომ დედის მონაყოლით იცის, რომ 2018 წლის 18 თებერვალს მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რადგან დედა ეუბნებოდა, რომ აღარ დაელია. გ------- გ--------–---–ს ჰქონდა გაზის პისტოლეტები, ამის გამო გ------- ფ-------ეს არ ეშინოდა. რადგან იცოდა, რომ ამით ადამიანს ზიანს ვერ მიაყენებდა. მოკვლით არასოდეს დამუქრებია, მხოლოდ იმას ეუბნებოდა თუ ისინი ცუდად მოიქცეოდნენ სცემდა მათ, თუმცა ამის გამო მას არ ეშინოდა.

ლ---- ქ-----–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გ------- და თ-------ე ფ-------ეებთან მეგობრობდა. მათთან იშვიათად მიდიოდა სახლში. გ------- გ--------–---–ი მხოლოდ იმას ეუბნებოდა, რომ კარგად მოქცეულიყვნენ, აღარ მოეპარათ. მისი თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია არც მათთვის და არც ცოლისათვის. ერთ დღეს როდესაც ძმასთან იყო მისული, გ------- გ--------–---–ი საჭმელს ამზადებდა, გ------- ფ-------ემ თ-------ეს საჯდომზე ხელი დაარტყა რაზეც გაბრაზებულმა გ------- გ--------–---–მა დანა გაისროლა და მოხვდა გ------- ფ-------ეს მხარში, ამის შემდეგ ხელი შეუხვია და დაუმუშავა.

მოწმე ა---------–--------–---მა და თ------------–-–---–მა განმარტეს, რომ 2018 წლის 18 თებერვალს სტუმრად იმყოფებოდნენ გ------- გ--------–---–ის ოჯახში, სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ბრალდებულს არ უცემია თავისი მეუღლე, არც უგინებია. სუფრასთან ისხდნენ და ქეიფობდნენ, ცოტა ნასვამები იყვნენ, ცოტა ხნით მეორე ოთახში გავიდნენ გ--------–---–ი და მისი მეუღლე. მაგრამ, იქიდან არანაირი ჩხუბის ხმა არ გამოსულა. მალე გამოვიდნენ, მერე ქ-------ი გავიდა სადღაც და ცოტა ხანში პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ, ქ-------ს დაურეკავს პოლიციაში, რომ ქმარმა სცემა, მაგრამ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. გამოძიებაში მიცემული ჩვენება არცერთს არ წაუკითხავს ვინაიდან სათვალე არ ჰქონდათ თან.

გ----–------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 18 თებერვალს იმყოფებოდა გ------- გ--------–---–თან სტუმრად. იქ ასევე იყვნენ მისი ნაცნობები თ------ და გ-------, გ--------–---–ის მეუღლე ქ-------ი, ისხდნენ და ქეიფობდნენ, სვამდნენ, იქ გ--------–---–ის მხრიდან მეუღლის მიმართ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას არ ჰქონია ადგილი. დიდი ხანია იცნობს ბრალდებულს და არც კი გაუგია, რომ მას როდესმე მეულისათვის შეურაცხყოფა მიეყენებინოს.

მოწმე ე-–-----------–-–---–მა განმარტა, რომ მონაწილეობას იღებდა გ------- ფ-------ის გამოკითხვაში. ადასტურებს გ------- ფ-------ის გამოკითხვის ოქმის სისწორეს. გ------- ფ-------ე განმარტავდა მამობილის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რომ დაარტყა ფეხი ფეხში, გააწნა სილა და დანა ესროლა მხარში, ასეთ ფაქტებს ხშირად ჰქონია ადგილი, მუქარას ჰქონია ადგილი მის და დედის და უმცროსი ძმის მიმართაც, გამოკითხვა მიმდინარეობდა კანონის ფარგლებში რასაც ბავშვი პასუხობდა გამოკითხვის ოქმში ის ისახებოდა. იყო შეშინებული დაბნეული, მამობილი ეუბნებოდა, რომ დაჭრის ფაქტის შესახებ არ ეთქვა არავისთვის. ბავშვი ამბობდა, რომ ეშინოდა მამობილის.

ი-----------–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ესწრებოდა გ------- და თ-------ე ფ-------ეების ასევე ლ---- ქ-----–---–ის გამოკითხვას, საგამოძიებო ექსპერიმენტს, დაზარალებულად ცნობის დადგენილებას.

გ------- ფ-------ის გამოკითხვის შესახებ განმარტა, რომ როდესაც თავის ძმას ეხუმრებოდა მამობილი გაუბრაზდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ ფეხი ჩაარტყა ფეხში, სილა გააწნა, მაგრამ როდესაც უთხრა, რომ უბრალოდ ხუმრობდნენ, ამაზე გაბრაზებულმა გ--------–---–მა სამზარეულოს დანა გაისროლა მისი მიმართულებით, რომელიც მარცხენა მხარში მოხვდა. თ-------ე მიეხმარა და შეუხვია ჭრილობა, საავადმყოფოში არ წავიდა ვინაიდან დაემუქრა, რომ უარესი ძალადობა განხორციელდებოდა მათ მიმართ, სხვა დროსაც ემუქრებოდა და ძალადობაც ყოფილა მათი დედის მიმართაც, მისი შიში ჰქონდათ სიცოცხლის ხელყოფის, რომ ყელს გამოჭრიდა, ისეთი არაფერი გაეკეთებინათ რაც გ--------–---–ს გააბრაზებდა. რეალური განხორციელების შიში ჰქონდათ. გამოკითხვისას დაძალებას, კარნახს არ ჰქონია ადგილი, გამოკითხვაში მონაწილებდა თვითონ, ბავშვი და გამომძიებელი, რაც ბავშვმა ისაუბრა მხოლოდ ის ჩაიწერა გამოკითხვის ოქმში.

რაც შეეხება თ-------ე ფ-------ეს მის თვალწინ მოხდა როგორ იძალადა გ--------–---–მა ძმაზე, სხვა დროსაც ჰქონია მუქარას და ძალადობას ადგილი მის მიმართაც და მისი ოჯახის წევრების მიმართაც, რის გამოც ის შეშინებული და დათრგუნული იყო.

ლ---- ქ-----–---–მა განმარტა, რომ დანის სროლამდე სხვა ძალადობის ფაქტი არ დაუნახავს. მის მერე მალე წამოვიდა ძმის სახლიდან.

ბავშვები ხშირად აცდენდნენ სკოლას გ-------ს დედა აქცევდა ყურადღებას ამ მხრივ, თ-------ეს ბებიამისი. გ------- გ--------–---–ი სკოლასთან დაკავშირებულ პრობლემებში არ ფიგურირებდა.

ქ----------------ემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 4 წელია არარეგისტრირებულ ქორწინებაშია გ------- გ--------–---–თან და ცხოვრობს მასთან და თავის შვილებთან ერთად. ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, როცა სვამდა აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფას. შვილები არ შესწრებიან მათ კონფლიქტს. უკანასკნელ ფაქტამდე არ მიუმართავს პოლიციისათვის, 2018 წლის 16 თებერვალს გ------- ფ-------ე დახვდა სახლში, მას მარჯვენა მკლავი ჰქონდა დაზიანებული. მოგვიანებით მისი შვილებისაგან გაიგო, რომ შელაპარაკება მოსვლია გ------- გ--------–---–თან და მას დანა უსვრია. ბავშვს სხვა დაზიანებები არ ჰქონდა მარტო ფეხი აწუხებდა. ბრალდებული ხშირად აყენებდა შვილებს შეურაცხყოფას რაც იცის ბავშვებისგან თვითონ არ შესწრებია. 2018 წლის 18 თებერვალს იმყოფებოდა სახლში და სტუმრად ჰყავდათ ქმრის მეგობრები. ისინი ქეიფობდნენ და სვამდნენ. მას და მის მეუღლეს მოუვიდათ შელაპარაკება, რაზეც გ------- გ--------–---–მა დანა გაიქნია მის მხარეს, რომელიც კედელს მოხვდა, დანის სროლის დროს ბრალდებულს მისთვის არაფერი უთქვამს. ამავე დროს თავი ჩაარტყა სახეში რა დროსაც განიცადა ტკივილი, აღნიშნული ფაქტის შესახებ თავად შეატყობინა 112-ს. გ--------–---–ს გაბრაზებულზე დაუმსხვრევია ხოლმე ჭურჭელი, მაგრამ მისთვის არ უსვრია.

2018 წლის 20 თებერვლის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით ქ----------------ე ცნობილი იქნა დაზარალებულად.

2018 წლის 20 თებერვლის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით გ------- ფ-------ე ცნობილი იქნა დაზარალებულად.

2018 წლის 20 თებერვლის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით თ-------ე ფ-------ე ცნობილი იქნა დაზარალებულად.

დაზარალებულს თ-------ე ფ-------ეს (დაბ,0-.0-.2---წელს) სასამართლოს მიერ განემარტა მისი, როგორც მოწმის უფლება-მოვალეობანი, თუმცა თ-------ე ფ-------ემ ჩვენების მიცემაზე სასამართლოს განუცხადა უარი.

2018 წლის 18 თებერვლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ქ.ბ---------ში, მ------ის ქ.N63-ში მდებარე გ------- გ--------–---–ის დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი იქნა ორი ცალი პისტოლეტის მსგავსი საგანი და ყავისფერი ტყავის ე.წ.ქარქაშში მოთავსებული შავ სახელურიანი დაახლოებით 20 სმ სიგრძის ლითონის პირიანი, ცალგვერდზე ალესილი ბოლოში წამახვილებული დანა.

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გ------- გ--------–---–ი დაკავებულ იქნა 2018 წლის 18 თებერვალს გამომძიებლის მ---------------ის მიერ. ოქმი შედგენილია დაკავების ადგილზე მ---------------ის მიერ.

2018 წლის 19 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე შემოწმდა ქ----------------ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა ქ.ბ---------ში მ------ის ქ.N36-ში მდებარე მრავალსაცხოვრებლიანი ბინის მეორე სართულზე არსებულ ბინაზე, ქ----------------ემ მიუთითა ბინაში არსებული სამზარეულოსაკენ, სამზარეულო ოთახში მოწმემ მიუთითა ადგილზე, სადაც 2018 წლის 18 თებერვალს მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თავი ჩაარტყა სახის არეში, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 22 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია რომ ადგილზე შემოწმდა გ------- ფ-------ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა ქ.ბ---------ში მ------ის ქ.N36-ში მდებარე მრავალსაცხოვრებლიანი ბინის მეორე სართულზე არსებულ ბინაზე, გ------- ფ-------ემ მიუთითა ბინაში არსებულ საწოლთან, სადაც 2018 წლის 16 თებერვალს გ------- გ--------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხში და ხელი გაარტყა სახის არეში, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე დანა ესროლა რომელიც მოხვდა მარცხენა მხრის არეში, რა დროსაც მიიღო დაზიანება და განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 22 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ადგილზე შემოწმდა თ-------ე ფ-------ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა ქ.ბ---------ში მ------ის ქ.N36-ში მდებარე მრავალსაცხოვრებლიანი ბინის მეორე სართულზე არსებულ ბინაზე, გ------- ფ-------ემ მიუთითა ბინაში არსებულ სამზარეულოზე, სადაც გ------- გ--------–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე ხელი დაარტყა ფერდის არეში, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, თ-------ე ფ-------ემ ასევე მიუთითა ბინაში არსებულ საწოლთან, სადაც 2018 წლის 16 თებერვალს გ------- გ--------–---–მა მის ძმას გ------- ფ-------ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხში და ხელი გაარტყა სახის არეში, ასევე დანა ესროლა დამიზნებით, რომელიც მოხვდა მარცხენა მხრის არეში, რა დროსაც მიიღო დაზიანება.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N1--/05/9-3 დასკვნით დადგენილია, რომ გ------- ფ-------ის მარცხენა მხრის არეში არსებული სწორკიდეებიანი ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს (2018 წლის 16 თებერვალს).

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 19 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N1--/05/9-3 დასკვნით დადგენილია, რომ ქ----------------ეს აღენიშნებოდა ხაზოვანი ნაჭდევი მარცხენა წინამხრის არეში, აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს (2018 წლის 18 თებერვალს). პირადი გასინჯვის მონაცემებით ქ----------------ე უჩივის თავის ტკივილს.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 02 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ გ------- ფ-------ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ------- ფ-------ეს შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და გადმოსცეს ფაქტები და მისცეს ჩვენება. გ------- ფ-------ეს შეუძლია საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობა. გ------- ფ-------ის გონებრივი შესაძლებლობები შეესაბამება მის ასაკს. ბრალდებული გ------- გ--------–---–ის ქმედებით განიცდიდა დამცირებას და შეურაცხყოფას, რაც მიაღწევდა ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 02 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ თ-------ე ფ-------ე ფსიქიკურად დაავადებული არ არის, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით თ-------ე ფ-------ეს შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და გადმოსცეს ფაქტები და მისცეს ჩვენება. თ-------ე ფ-------ეს შეუძლია საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობა. თ-------ე ფ-------ის გონებრივი შესაძლებლობები შეესაბამება მის ასაკს. ბრალდებული გ------- გ--------–---–ის ქმედებით მისი არასრულწლოვანი შვილი (გერი) თ-------ე ფ-------ე არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

2018 წლის 20 თებერვლის ტრასოლოგიური (ცივი იარაღის) ექსპერტიზის N0-/ც დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ობიექტი - 1 ცალი მასიური ტიპის დანა დამზადებულია ქარხნული წესით, ახასიათებს აშკარად გამოხატული მჩხვლეტავი-ბასრი-მჭრელი ნიშანი და აღნიშნულიდან გამომდინარე მიეკუთვნება ტიპს-ცივ იარაღთა კატეგორიას. ასევე, 2018 წლის 19 თებერვლის N 1-/ბ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, გ------- გ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული პისტოლეტები არ მიეკუთვნებიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. ამასთან, VOLTRAN-ის კონსტრუქციის პისტოლეტი, თავისივე საშტატო მჭიდით, უვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. ხოლო, MAKAROV-ის მოდელის პნევმატური პისტოლეტი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.

2018 წლის 20 თებერვალის შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ა-–--------------------–ის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რათა დადგენილიყო ქ----------------ე მეუღლის გ------- გ--------–---–ის მხრიდან განიცდიდა თუ არა ტანჯვას. ამავე დადგენილებაზე არსებული ჩანაწერის თანახმად, ქ----------------ე უარს აცხადებს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.

გამომძიებლებმა - გ-------–------------ემ, ო-–-----------–-–---–მა, ა-–--------------–მა, მ---------------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

ექსპერტებმა - დ-------------–---–მა, ს---–----------–-–---–მა, ვ-–-----–-–---–მა, მ-------------ემ, ე-–-------------–---–მა და ნ--------–---–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის სისწორე.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილის ,,გ" პუნქტის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილის ,,ა" პუნქტის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, − ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ------- გ--------–---–ის მიერ თ-------ე ფ-------ის მიმართ ოჯახური ძალადობისა და მუქარის ჩადენის ფაქტი. მითითებული დანაშაულებრივი ქმედებები იძლევა დანაშაულის შემადგენლობას მაშინ, თუ ბრალდებულის მოქმედებამ დაზარალებულის მიმართ გამოიწვია ფიზიკური ტკივილი (1261 მუხლი) ან თუ დაზარალებულმა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში (151 მუხლი), შესაბამისად, პირის მსჯავრდებისათვის საჭიროა თავად დაზარალებულის განმარტება, მისი სუბიექტური აღქმა ბრალდებულის ქმედებების მიმართ ან რაიმე სხვა ობიექტურ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში თ-------ე ფ-------ემ, სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, სასამართლოსათვის უცნობია ბრალდებულის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ან შესაძლო მუქარის გამო ეს უკანასკნელი განიცდიდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს ან მუქარის განხორციელების რეალურ შიშს. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, სხვა ობიექტურ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება გ------- გ--------–---–ის მიერ თ-------ე ფ-------ის მიმართ ძალადობის ან მუქარის ფაქტი. გასათვალისწინებელია ასევე, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 0- მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ბრალდებული გ------- გ--------–---–ის ქმედებით მისი არასრულწლოვანი გერი თ-------ე ფ-------ე არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტური ანალიზის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების აღნიშნული ნაწილი დაუსაბუთებელია და გ------- გ--------–---–ი ვერ იქნება ცნობილი დამნაშავედ წარდგენილი ბრალდების ამ ნაწილში.

საქმის განხილვით ასევე არ დასტურდება გ------- გ--------–---–ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ გ------- ფ-------ის ეპიზოდში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების ამ ნაწილში (ისევე როგორც თ-------ე ფ-------ის ეპიზოდში) ბრალდება ბუნდოვანია, დადგენილებიდან არ ირკვევა უშუალოდ ბრალდებულის რომელი სიტყვები, მოქმედებები ან ჟესტები შეაფასა ბრალდების მხარემ სიცოცხლის მოსპობის ან სხეულის დაზიანების მუქარად. ბრალდებულის მიერ დანის სროლა გ------- ფ-------ის მიმართულებით შეფასებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობად, შესაბამისად, მხოლოდ იგივე მოქმედება ვერ შეფასდება მუქარად. დაზარალებული განმარტავს, რომ მამობილი მასზე ზრუნავდა, სურდა ეარა სკოლაში ესწავლა, მაგრამ ეს უკანასკნელი არ უჯერებდა. ზოგადად ბრალდებულს უთქვამს, რომ თუ კიდევ ჩაიდენდა ცუდ საქციელს, მაშინ სცემდა მას. ასეთი განმარტება ვერ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას. გაურკვეველია ბრალდებულის მხრიდან ასეთი ქმედების შესაძლო ჩადენის დრო, ადგილი, ვითარება, რათა ობიექტურ დამკვირვებელს შესძლებოდა შეეფასებინა შესაძლო დანაშაულის არსებობის ფაქტი. რაც შეეხება ბრალდებულის მხრიდან გ------- ფ-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,, და ,,ბ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ბრალდება ამ ნაწილში დასაბუთებულია, თავად დაზარალებულის განმარტება და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საკმარისია რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად იქნეს მიჩნეული ბრალდებულის მიერ ამ კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. აღნიშნულს ბრალდებულიც არ უარყოფს.

საქმის განხილვით ასევე არ დასტურდება გ------- გ--------–---–ის მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში ქ----------------ის ეპიზოდში. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ბრალდება არის ზოგადი, არ არის მითითებული მუქარის განხორციელების კონკრეტული დრო, ხერხი და სხვა გარემოებები რაც სასამართლოს მისცემდა შეფასების საშუალებას. ამასთან, გაურკვეველ დროსა და გაურკვეველ ვითარებაში მუქარის შესაძლო ჩადენის გამო ბრალდებული ვერ იქნება ცნობილი დამნაშავედ, ვინაიდან არ არსებობს პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების ერთობლიობა. მართალია არასრულწლოვანი გ------- ფ-------ე უთითებს, რომ მის დედას ქ----------------ეს ჰქონდა კონფლიქტი გ------- გ--------–---–თან მისი თანდასწრებით, მაგრამ ასეთ ფაქტს არ ადასტურებს თავად ქ----------------ე და უთითებს, რომ მეუღლესთან კონფლიქტს მისი შვილები არასდროს შესწრებიან. 2018 წლის 18 თებერვალს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი დადგენილებაში არ არის მითითებული კონკრეტულად რომელი ქმედებით ჩაიდინა ბრალდებულმა მუქარა ქ----------------ის მიმართ. ქ----------------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ბრალდებულმა დაზარალებულს უთხრა, რომ ,,მისი შვილი გ------- ფ-------ეც მე დავჭერი და შენც ზედ უნდა მიგაყოლოო“. თუმცა დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს არ დაადასტურა და განმარტა, რომ ბრალდებულს დანის სროლის დროს არაფერი უთქვამს და გ------- ფ-------ის დაჭრის ფაქტი გაიგო თავად გ------- ფ-------ისაგან. შესაბამისად, ბრალდების ეს ნაწილიც დაუსაბუთებელია, არ არის წარმოდგენილი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა პირის მიერ ამ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

სასამართლომ ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ ქ----------------ის მიმართ გ------- გ--------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი. ქ----------------ე უთითებს, რომ 2018 წლის 18 თებერვალს ბრალდებულმა მას თავი ჩაარტყა სახის არეში და ასევე დაარტყა მხრის არეში. სახლში მყოფმა სტუმრებმა არ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ შეესწრენ ბრალდებულის მიერ ძალადობის ფაქტს, თუმცა განმარტეს, რომ ბრალდებული და დაზარალებული გავიდნენ სხვა ოთახში, ცოტა ხანში მოვიდა პოლიცია, რომელიც გამოიძახა ქ----------------ემ გ------- გ--------–---–ის მიერ მის მიმართ ჩადენილი ფიზიკური შეურაცხყოფის გამო. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემოწმების დროს ქ----------------ე უჩიოდა ტკივილს შუბლის არეში და მას აღენიშნებოდა დაზიანება მარცხენა წინამხრის არეში ხაზოვანი ნაჭდევის სახით. თავად ბრალდებული არ ადასტურებს ამგვარი ძალადობის ჩადენის ფაქტს, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ურთიერთშეთანხმებული, პირდაპირი ხასიათის და ისინი ერთობლიობაში ადასტურებენ ბრალდებულის მიერ ქ----------------ის მიმართ 2018 წლის 18 თებერვალს ჩადენილი ოჯახური ძალადობის ფაქტს.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ------- გ--------–---–ის ბრალეულობას მასში, რომ მან (1.) გ------- ფ-------ის მიმართ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ასევე, ჩაიდინა (2.) ქ----------------ის მიმართ ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, რაშიც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარმოებები:

გ------- გ--------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, დამამძიმებელი გარემოებაა მისი წარსულში ნასამართლობის ფაქტი.

 

სასჯელის დასაბუთება:

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის ასაკის, ამასთან, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------- გ--------–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ სახეზეა რეციდივის ფაქტი. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნის დროს წარსულში ნასამართლობის ფაქტი გავლენას ახდენს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის მინიმალურ ოდენობაზე.

ამასთან, საქმეში მოთავსებულია სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს წერილი, რომლის თანახმადაც, ბრალდებულს ერიცხება ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 28 აპრილის N1/1---10 განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული სისხლის სამართლის ჯარიმა 1000 ლარი, რომელიც მოვალეს გადახდილი არ აქვს.

ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 28 აპრილის N1/1---10 განაჩენის საფუძველზე გ------- გ--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულიოს ჩადენისათვის, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2--- წლის 15 თებერვლიდან. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 31 იანვრის N465 განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის აქტის საფუძველზე, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდების გამო, მსჯავრდებული გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს ნასამართლობის გაქარწყლების ვადებს, რომლის თანახმადაც ნასამართლობის გაქარწყლების ვადის ათვლა იწყება მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ არ იქნა გადახდილი დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა, შესაბამისად, მის მიერ სასჯელი არ იქნა მოხდილი და ითვლება ნასამართლობის მქონედ.

ამდენად, ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის ფაქტის გათვალისწინებით.

გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია.

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, წარმოადგენენ მომეტებული საფრთხის წყაროს, ბრალდებულის მიერ გამოყენებულ იქნა დანაშაულის ჩასადენად, დანაშაულის პრევენციის მიზნით სასამართლო მიიჩნევს, რომ VOLTRAN-ის კონსტრუქციის პისტოლეტი, თავისივე საშტატო მჭიდით (რომელნიც უვარგისია გამოსაყენებლად, ინახება ბ---------ის რაიონულ სამმართველოში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო MAKAROV-ის მოდელის პნევმატური პისტოლეტი და მასიური ტიპის დანა თავისი ჩიხოლით, (რომელიც ასევე ინახება ბ---------ის რაიონულ სამმართველოში) გადაეცეს შსს შეიარაღების სამსახურს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ------- გ--------–---–ი (პ/№1----------) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გ------- ფ-------ის ეპიზოდში).

- გ------- გ--------–---–ი (პ/№1----------) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ,, პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ-------ე ფ-------ის ეპიზოდში).

- გ------- გ--------–---–ი (პ/№1----------) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,, ,,ბ,, პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (თ-------ე ფ-------ის ეპიზოდში).

- გ------- გ--------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქ----------------ის ეპიზოდი).

2. გ------- გ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა,, და ,,ბ,, პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (გ------- ფ-------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

- ასევე, გ------- გ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ქ----------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს 2--- წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1000 ლარი.

- საბოლოოდ, გ------- გ--------–---–ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

5. გ------- გ--------–---–ის (პ/№1----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 18 თებერვლიდან.

6. ნივთიერი მტკიცებულებები: VOLTRAN-ის კონსტრუქციის პისტოლეტი, თავისივე საშტატო მჭიდით (რომელიც უვარგისია გამოსაყენებლად, ინახება ბ---------ის რაიონულ სამმართველოში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო MAKAROV-ის მოდელის პნევმატური პისტოლეტი და მასიური ტიპის დანა თავისი ჩიხოლით, (რომელიც ასევე ინახება ბ---------ის რაიონულ სამმართველოში) გადაეცეს შსს შეიარაღების სამსახურს.

7. ჯარიმის გადახდაზე კონტროლს განახორციელებს სააღსრულებო ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი