გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 020310018002715051 (3/199-18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11.11.2--- წ ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე თე--------------–-ა
წარმომადგენელი იო---------–ია, იზ--–----ა
მოპასუხე ზუ-------------------–-------------ლო
შემაკავებელი ორდერის ავტორი ბა------------ა
მესამე პირი ირ---–---------ა
მესამე პირი მი---------------ა
დავის საგანი: შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზუ-------------------–-------------ლოს დე--------------------ლ ბა------------ას მიერ 06.11.2--- წ გამოცემული #00---- (მსხვერპლი ირ---–---------ა) შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
1.2. ზუ-------------------–-------------ლოს დე--------------------ლ ბა------------ას მიერ 06.11.2--- წ გამოცემული #0----1 (მსხვერპლი მი---------------ა) შემაკავებელი ორდერის გაუქმება.
მოსარჩელის მტკიცებით, მისი ყოფილი მეუღლე მი---------------ა და მეუღლის მამა ირ---–---------ა თვეების მანძილზე ეკონომიკურად ავიწროებენ მას. მოსარჩელეს მი---------------ასთან ჰყავს 2 შვილი, რომელთანაც ვერ ურთიერთობს ოჯახური უთანხმოების გამო. ისინი ცალ–ცალკე ცხოვრობენ. ოჯახური ურთიერთობის გარდა მათ საქმიანი ურთიერთობაც აკავშირებთ. თე--------------–-ა მუშაობს შპს ,,ავ-----------ში“, ირ---–---------ა არის შპს ,,ავ-----------ის“ დი----------ი, მი---------------ა კი ამავე საწარმოს ბუღ--–-----ი. ინციდენტამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მოსარჩელისთვის არ გადაუციათ მისთვის დამტკიცებული საწვავის ლიმიტის ტალონები, რასაც ადრე შეუფერხებლად იღებდა, ხოლო მ/წლის 5 ნოემბერს ხელფასის სახით ჩაურიცხეს 360 ლარი 1440 ლარის ნაცვლად. ნაკლებობის მიზეზის გარკვევისას აუხსნეს, რომ დაუფარეს გაურკვეველი ვალი. ამას მოჰყვა ფინანსურ საკითხებზე კამათი, ჯერ ტელეფონით, შემდეგ საჯარო სივრცეში, სამუშაო ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ მყოფი პირების თვალთახედვის არეში რასაც ძალადობრივი ხასიათი არ ჰქონია, მით უფრო იარაღით უპირატესობის დემონსტრირება, ოჯახის წევრების შეშინება, მათ მიმართ მუქარა არ განხორციელებულა.
მოსარჩელე განმარტავს, რომ ხელფასიდან იხდიდა მეუღლის ავტომანქანის შეძენასთან დაკავშირებულ სესხს, რაც ვერ მოხერხდება უხელფასობის პირობებში და სწორედ ამიტომ სთავაზობდა ოჯახის წევრებს გადაებარებინათ სესხი და თვითონ დაეფარათ იგი ან მისთვის გადაეცათ ავტომანქანა და ის მოახდენდა სესხის დარჩენილი თანხის დაფარვასაც.
2. მოპასუხის /პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის და დაინტერესებული პირების, რომლის დასაცავადაც შემაკავებელი ორდერი გამოიცა პოზიცია
მოპასუხეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია.
შემაკავებელი ორდერის ავტორი სასამართლო სხდომაზე არ ცნობს სარჩელს. განმარტავს, რომ დაფიქსირდა თე--------------–-ას მხრიდან ირ---–---------ას და მი---------------ას მიმართ მუქარის ფაქტები, რაზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მე–111, 151–ე მუხლით, რადგან ისინი ოჯახის წევრები არიან და გამოძიების მიმდინარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში მსხვერპლის ინტერესების დასაცავად აუცილებელია მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის მოქმედება.
ირ---–---------ა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მისი პოზიცია უცნობია.
მი---------------ა განმარტავს, რომ 05.11.2--- წ ადგილი ჰქონდა მოძალადის მხრიდან შეურაწმყოფელი შინაარსის სატელეფონო კომუნიკაციას მასთან, სადაც მოძალადე არკვევდა ნაკლებობით ჩარიცხული ხელფასის მიზეზებს. მსხვერპლმა არ ისურვა საუბრის გაგრძელება და გათიშა ტელეფონი. ამის შემდეგ მსხვერპლის განმარტებით მოძალადე ავტომანქანით მივიდა ქ. ზუ------–----------------------------------ის ტერიტორიაზე და იარაღის დემონსტრირებით დაემუქრა მას ავტომანქანაში დაწვით. მიაჩნია, რომ შემაკავებელი ორდერი აუცილებელია მოქმედებდეს გამოძიების დასრულებამდე, რადგან მას არ სურს მოძალადესთან ურთიერთობა და გამოყენებული ღონისძიება ეფექტურია, რადგან მისი გამოცემის შემდეგ მოძალადეს მასთან კომუნიკაციის მცდელობა არ ჰქონია
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 06.11.2--- წ 16:45 სთ–დან 18:34 სთ–მდე პერიოდში სისხლის სამართლის #044--------- საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა ირ---–---------ა (პ/ნ 650-------3), რომელმაც განმარტა, რომ არის მის მიერ დაფუძნებული შპს ,,ავ-----------ის“ დი----------ი, სადაც ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობს თე--------------–-ა. იგი არის მისი შვილის მი---------------ას მეუღლე, თუმცა ცოლ–ქმარი სამი თვეა რაც არაოფიციალურად დაშორდნენ და ცალ–ცალკე ცხოვრობენ. მირანდა შვილებთან ერთად მამის ოჯახში ცხოვრობს. ავ-----------ში დასაქმებამდე თე--------------–-ა უმუშევარი იყო და ამიტომ შესთავაზა სიძეს სამუშაო, რაიმე წილის გადაცემის პირობა შეთანხმებული არ ყოფილა. მოსარჩელე დაინიშნა ავტ------------------------დ და მძღ---–------------------------–-----–------------------ბა და ზედამხედველობა ევალებოდა, რისთვისაც იღებდა ხელფასს თვეში 1440 ლარის ოდენობით. თანდათან იგი ცდილობდა საქმეზე სრული კონტროლის მოპოვებას, მიუთითებდა სიმამრს რომ იგი უკვე ასაკშია, ამხედრებდა მძღოლებს მის წინააღმდეგ. ის სესხის სახით იღებდა თანხას სალაროდან, რამაც სისტემატიური ხასიათი მიიღო. ამ თანხის ნაწილი ირ---–---------ამ დაფარა, ხოლო დავალიანება დაფიქსირდა 1080 ლარის ოდენობით, როგორც მისი ქალიშვილისგან იცის აცნობეს რომ უნდა დაეფარა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელფასიდან დაექვითებოდა. 05.11.2--- წ ზუსტი დრო არ ახსოვს ქ. ზუ------–-, შპს ,,ავ-----------ის“ კუთვნილი შენობის მარცხენა მხარეს ასასვლელ კიბესთან ზურგის მხრიდან მოულოდნელად ყვირილით მიუახლოვდა თე--------------–-ა, რომელმაც შეაგინა დედაზე, შემდეგ მიტრიალდა და ლანძღვა–გინებით წავიდა დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით მდგარი თავისი ავტომანქანისკენ და ავტომანქანით დატოვა იქაურობა. ირ---–---------ამ იმის გამო რომ მისმა სიძემ ტაქსის მძღოლების თანდასწრებით შერაწყოფა მიაყენა ინერვიულა და გადაწყვიტა მისი ავტომანქანით გაცლოდა იქაურობას, თუმცა ამ დროს თე--------------–-ა კვლავ მობრუნდა სადგურში, მისი ავტომანქანა გააჩერა სიმამრის ავტომანქანის უკან, გამოაღო ირ---–---------ას ავტომანქანის კარი და ყვირილით უთხრა როდის დაუბრუნებდა მისი ქალიშვილისთვის ნაყიდ ავტომანქანას, თუ არ დაუბრუნებდა მის გოგოს ავტომანქანაში დაწვავდა, რის გამოც შეშინებული წავიდა სახლში. შინ მისულს თავისი გოგო მოუყვა, რომ იმავე დღეს ავტოსადგურის ტერიტორიაზე თე--------------–-ა მიუვარდა იარაღით და დაემუქრა, რომ ორივეს დააინვალიდებდა. ამის შესახებ გამოიძახა პოლიცია, ჩვენება მისცა ამის შესახებ. მისი შეფასებით თე--------------–-ა საშიში პიროვნებაა, მუდმივად არაფხიზელია, ადვილად კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე, არაადეკვატურია, როგორც ქალიშვილისგან იცის აქვს იარაღი და შეიძლება შური იძიოს მათზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ირ---–---------ას გამოკითხვის ოქმი
3.2. 05.11.2--- წ 14:50 სთ–დან – 16:05 სთ–მდე პერიოდში სისხლის სამართლის #044--------- საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა მი---------------ა, რომელმაც განმარტა, რომ 2005 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაშია თე--------------–-ასთან. ჰყავთ 2 შვილი 12 წლის სა-----ო და 2 წლის არ---–ი. მეუღლეები ფაქტობრივად ცალ–ცალკე ცხოვრობენ, გადაწყვეტილი აქვთ ოფიციალურად გაეყარონ ერთმანეთს. თვითონ მუშაობს შპს ,,ავ-----------ში“ ბუ----–-----დ, ამ საწარმოს დამფუძნებელი და დი----------ია მამამისი ირ---–---------ა, მისი მეუღლის პოზიცია სამსახურში ზუსტადარ ახსოვს, ფაქტიურად ის ასრულებს დი----------ის მოადგილის ფუნქციებს. თე--------------–-ას შპს–ს სალაროდან ნასესხები ჰქონდა თანხა 1080 ლარი, რაც დაახლოებით 7 თვეა არ გადაუხდია, პირადად გააფრთხილა გადახდის საჭიროებაზე, რის გამოც 28.09.2--- წ მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება დარეკა 112–ზე და მოითხოვა დახელწერილება. ინციდენტის დღეს ხელფასიდან დაუქვითა დასაფარი თანხა 1080 ლარი და სხვაობა 360 ლარი ჩაურიცხა ანგარიშზე. ამით განაწყენებულმა თე--------------–-ამ 05.11.2--- წ 12:57 სთ–ზე დაურეკა მეუღლეს ლანძღვა–გინებით, დაემუქრა შენ და მამაშენს დაგაინვალიდებთო, რის შემდეგაც მი---------------ამ გაუთიშა ტელეფონი. შემდეგ ის თავისი ავტომანქანით მოვარდა სადგურში, ხელში ეჭირა მი---------------ას აღქმით ნაგანის სისტემის რევოლვერი და აღნიშნული იარაღის დემონსტრირებით პირდაპირ დაუწყო მუქარა, ყველას ამოგწყვიტავთ დაგაინვალიდებთო, ჩემს ნაშრომს გარწყევინებთო, ლანძღავდადა აგინებდა მის მშობლებს. იარაღი პირდაპირ მისთვის არ დაუმიზნებია, არ გაუსროლია, როცა უთხრა რომ პოლიციას დაურეკავდა თე---------ი დაბრუნდა ავტომანქანაში და დატოვა იქაურობა. მი---------------ას განმარტებით ეს იარაღი მას ადრეც უნახავს მეუღლესთან, რომლის განმარტებით იგი გაფორმებული ჰქონდა და კანონიერად ინახავდა. მისი განმარტებით მეუღლე აგრესიულია, როგორც სიფხიზლეში ისე სიმთვრალეში, გულმოსულზე განსაკუთრებით აგრესიული ხდება, მწყობრიდან გამოდის და შესაძლებელია ზიანი მიაყენოს მას და მისი ოჯახის წევრებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– მი---------------ას გამოკითხვის ოქმი
3.3. მი---------------ას მიერ 05.11.2--- წ და ირ---–---------ას მიერ 06.11.2--- წ გამოკითხვისას გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის საფუძველზე 06.11.2--- წ ორივე ამ პირის დაცვის მიზნით გამოცემულია შემაკავებელი ორდერები 0----1 და 00----.
შემაკავებელი ორდერის გამომცემი თანამდებობის პირის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის ფაქტს ის თვითონ არ შესწრებია, მსხვერპლის გარდა სხვა თვითმხილველები არ გოვლენილა მისი შეფასებით საჭირო იყო მსხვერპლის დასაცავად შემაკავებელი ორდერის დაუყოვნებლივ გამოცემა, მაგრამ მანამდე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება გადაწყვიტა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოძალადესთან ცეცხლსასროლი იარაღის არსებობა არ დაფიქსირდა, შესაბამისი საინფორმაციო ბაზის მონაცემებით მას ცეცხლსასროლი იარაღი არ ერიცხება.
გამოძიების ან/და შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცესში არ არის დადგენილი ძალადობის შემსწრე სხვა პირები, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის ადგილია საჯარო სივრცე, ქ. ზუ--------------ს ქუჩა – ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია სადაც წლებია საქმიანობენ სავარაუდო მოძალადე და სავარაუდო მსხვერპლები, იცნობენ მიმდებარე ტერიტორიაზე დასქმებულ უამრავ ადამიანს. ამასთან, ისინი მიუთითებენ ინციდენტის შემსწრე პირებზე მაგალითად, ირ---–---------ას გამოკითხვაში ფიგურირებენ ტაქსის მძღოლები, რომელთა სახელი და გვარი არ იცის თუმცა შეურაწყოფის თვითმხილველები არიან, ხოლო მი---------------ას გამოკითხვაში ფიგურირებენ უცნობი მამაკაცები, რომლებიც იარაღით ხელში მყოფ თე--------------–-ას უყვიროდნენ გაჩერდი, არ გინდა რას აკეთობო. იგი ასევე აფიქსირებს, რომ ინციდენტს ხედავდა უამრავი ადამიანი, გარშემო მოძრაობდა ავტომანქანები და ქვეითები თუმცა მათი იდენტიფიცირება არ შეუძლია, რადგან ძალიან ნერვიულობდა და შეშინებული იყო, ხოლო შპს ,,ავ-----------ის“ შენობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელიც მის სამუშაო ოთახში ინახება არ ასახავს შემთხვევას, რადგან დაახლოებით 5 თვეა შეწყვეტილია ჩაწერა. ირ---–---------ას განმარტებით, მის ქალიშვილსა და სიძეს შორის დაპირისპირება სამუშაო ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეუმჩნევია, და ამის შესახებ გაიგო მხოლოდ სახლში მისვლის შემდეგ, რადგან ტერიტორიაზე დგას ტრანსპორტი, რომელიც ეფარებოდა შემთხვევის ადგილს.
შემაკავებელი ორდერის გამომცემი პირისგან განსხვავებით, დაცვის მხარემ შეძლო გარკვეული ფიზიკური პირების იდენტიფიკაცია, ვინც შეიძლება ყოფილიყო ინციდენტის შემსწრე, იშუამდგომლა მათი სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვა და მათგან მიღებული ინფორმაცია განსხვავდება სავარაუდო მსხვერპლებისგან მიღებული ინფორმაციისგან.
დაცვის მხარის ინიციატივით მოწმის სახით დაიკითხა 05.11.2--- წ სავარაუდოდ ინციდენტის პერიოდში შემთხვევის ადგილას მყოფი პირები ნო---–--–---ა, ბა-----------ა, ირ---–----------ა რომლებმაც დაადასტურეს მხარეთა კომუნიკაცია, თუმცა რაიმე ძალადობის ნიშნები არ უნახავთ, მუქარა არ გაუგონიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
–სარჩელი
–მხარეთა ახსნა–განმარტებები, სხდომის ოქმი
–ირ---–---------ას გამოკითხვის ოქმი
–მი---------------ას გამოკითხვის ოქმი
–მოწმეთა ჩვენება, სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების“ შესახებ საქართველოს კანონი 1–ლი, მე–4, მე–9, მე–10 მუხლები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1–ლი მუხლის მე–2 ნაწილი, მე-19 მუხლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე–103–ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების“ შესახებ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით ოჯახის წევრი ამ კანონის მიზნებისთვის არის დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ამ განმარტების მიხედვით შემაკავებელ ორდერში მითითებული პირები თე--------------–-ა, ირ---–---------ა, მი---------------ა ოჯახის წევრები არიან.
დასახელებული კანონის 1–ლი მუხლის 1–ლი პუნქტით ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
სადავო შემაკავებელ ორდერებში მითითებულია, რომ ადგილი აქვს მოძალადის მხრიდან ოჯახის წევრების მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას.
ამგვარი ძალადობის ნორმატიულ განმარტებას გვაძლევს კანონის მე–4 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი– ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
ასეთი ფაქტების არსებობის შესახებ საკმარისი მტკიცებულებები შემაკავებელი ორგანოს გამომცემმა თანამდებობის პირმა ვერ შეკრიბა და შესაბამისად საქმეში არ არის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1–ლი მუხლის მე–2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე და 103–ე მუხლებით დადგენილი სტანდარტით, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლით სასამართლოს ინიციატივით მტკიცებულებათა გამოთხოვა არ მომხდარა, რადგან მხარეთა განმარტებით ასეთი მტკიცებულებები არ არის მოპოვებული.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების“ შესახებ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის 11–ლი პუნქტით პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 144 1−144 3 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 381 1 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გამომცემი თანამდებობის პირის განმარტებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ–ის მე–111, 151 მუხლის 1–ლი ნაწილით, როცა შემაკავებელი ორდერის შედგენა სავალდებულოა, თუმცა სასამართლოს მიაჩნია რომ შემაკავებელი ორდერის, როგორც აუცილებელი და დროებითი ღონისძიების მიზნები საქმის განხილვის მომენტისთვის შესრულებულია, რადგან შემაკავებელო ორდერის მოქმედების პერიოდში გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია, ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის მოპოვებული და სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მისაღწევად საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს სისხლის სამართლებრივი და არა ადმინისტრაციული ღონისძიებები.
მართალია, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების“ შესახებ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მე–5 –მე –6 პუნქტები არ აფერხებენ შემაკავებელი ორდერის გამოცემას, მაშინაც როცა ძალადობის ჩამდენი პირის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (სისხლისსამართლებრივი მექანიზმებია) გამოყენებული, თუმცა კანონის აღნიშნული დანაწესები არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ შესაძლებელია შემაკავებელი ორდერის გამოყენება დაუსაბუთებლად, გამოძიების მიმდინარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში, მხოლოდ მსხვერპლის განცხადების საფუძველზე.
განსახილველი შემთხვევისთვის სავარაუდო მოძალადის მხრიდან დაუდასტურებელი ძალადობის ფაქტს უპირისპირდება მის შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სადავო საკითხები (შრომითი ურთიერთობის ცალმხრივი შეწყვეტა, ხელფასის მისი ნების საწინააღმდეგო დაკავება) და ასეთ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ მხარეები ერთ მისამართზე არ ცხოვრობენ, შემაკავებელი ორდერით დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის ირ---–---------ას და მი---------------ას სამუშაო ადგილთან 30 დღით მიახლოების აკრძალვა, რაც ამავე დროს თე--------------–-ას სამუშაო/ყოფილი სამუშაო ადგილია უკანონოდ შეზღუდავს ამ უკანესკნელის შრომით და სამოქალაქო უფლებებს.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების“ შესახებ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის 1–ლი, მე–2 და მე–4 პუნქტებით ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები.
სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების“ შესახებ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით მოძალადეა ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას.
საქმის განხილვის შედეგებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის საკმარისი თე--------------–-ას მოძალადედ მიჩნევისთვის ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების“ შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, რის გამოც მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი უნდა გაუქმდეს.
8. საპროცესო ხარჯები
სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII 3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე – ??????????????? ???????????????? ????? ?????? ????????? ??/?? ?????? ????????? ???????????,????????? ?????????? ????????? ?? ????????????? ???????????? .
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2, მე-12, 2114–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1.თე--------------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ზუ-------------------–-------------ლოს დე--------------------ლ ბა------------ას მიერ 06.11.2--- წ გამოცემული #00---- შემაკავებელი ორდერი (მსხვერპლი ირ---–---------ა) და 06.11.2--- წ გამოცემული #0----1 შემაკავებელი ორდერი (მსხვერპლი მი---------------ა).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მდ. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 32) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მისი მხარეთათვის გადაცემიდან 3 დღის ვადაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდ. ქ. ზუგდიდი, გრ. ქობალიას ქ. 12) მეშვეობით.
განემარტოთ მხარებს, რომ შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელის წარდგენა და ამ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული შემაკაველი ორდერის მოქმედებას.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა