გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.11.2018
საქმის ნომერი
010210116001392079
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210116001392079

# 2-1775/2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 აგვისტო, 2017 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბატუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე - ქ. ბა------- მუ--–----–-------- მე----

წარმომადგენლები - ვა------ გე-------, მუ----- ჯო--------

მოპასუხე - ნა---- ჯა-----

წარმომადგენელი - გი------ წა----

დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ნა---- ჯა-----ს ქ. ბა------- მუ--–----–-------- მე---ის სასარგებლოდ დაეკისროს 32 926,5 ლარის გადახდა;

 

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

- 2011 წლის 26 სექტემბერს თვ-------------– ქ. ბა-----სა და მე---- შა--–---- შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თვ-------------– ქ. ბა-----ს საკუთრების უფლებით გადაეცა მე---- შა--–--ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბა-----ში, დასახლება კა------–- მდებარე 1626,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ #05.32.04.6--), სანაცვლოდ კი თვ-------------– ქ. ბა------- მე----მ მე---- შა--–---- ნასყიდობის ფასის სახით გადაუხადა 32 926,50 ლარი.

- ქონება თვ-------------– ქ. ბა-----ზე საკუთრებაში გადაცემის დროისათვის დატვირთული იყო სს ,,ვი----- ბა--ის" სასარგებლოდ იპოთეკით;

- 2016 წლის ივნისის თვეში ქ. ბა------- მე----ს აცნობეს, რომ ქ. ბა------- მუ--–----–-------- საკუთრებაში არსებული ქ. ბა-----ში, დასახლება კა------–- მდებარე 1626,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ #05.32.04.6--) იყიდებოდა აუქციონის წესით, რადგან არ დაიფარა ის მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით იყო დატვირთული ქონება;

- მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხემ მიიღო სარგებელი, გაიყიდა ქონება, რომელიც ჯერ მე---- შა--–--ის საკუთრება იყო, შემდეგ კი შეძენილი იქნა მოსარჩელის მიერ. მოსარჩელეს კი მასში გადახდილი ჰქონდა ნასყიდობის საფასური 32 926,5 ლარი. მოპასუხეს სესხის სახით მიღებული თანხა ბა--ისათვის არ დაუბრუნებია, ბა--მა სესხი დაიბრუნა მოსარჩელის ქონების რეალიზაციის ხარჯზე. შესაბამისად, მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, ხოლო მოსარჩელემ კი ამით განიცადა ზიანი.

(იხ. სარჩელი, წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.

 

მოპასუხე თავიანთ პოზიციას ამყარებენ შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

- მოპასუხე ადასტურებს 2011 წლის 26 სექტემბერს თვ-------------– ქ. ბა-----სა და მე---- შა--–---- შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას, რომლითაც თვ-------------– ქ. ბა-----ს საკუთრების უფლებით გადაეცა მე---- შა--–--ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბა-----ში, დასახლება კა------–- მდებარე 1626,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ #05.32.04.6--), თუმცა მიუთითებს, რომ ეს ხელშეკრულება გაფორმდა იძულებით.

- მოპასუხე შესაგებელში, დავის დამატებით ფაქტობრივ გარემოებაში მიუთითებს, რომ იმ დროისათვის ხელისუფლებამ აიძულა მე---- შა--–--ე, იგი დაპატიმრებული იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში 15 000 აშშ დოლარად, თუნდაც იპოთეკით ყოფილიყო ქონება დატვირთული, არ გაასხვისებდა მინიმუმ 5-ჯერ მეტი ღირებულების ქონებას. მოსარჩელემ ,,ცალის" ფასად ჩაიგდო ქონება ხელში და ახლა მოპასუხისგან ცდილობს გადახდილი ,,ჩალის" ფასიც დაიბრუნოს.

- ნასყიდობის დროისათვის ქონება იპოთეკით იყო დატვირთული, რაც ცნობილი იყო მოსარჩელისათვის, შესაბამისად ცნობილი იყო იმ საფრთხის თაობაზეც, რომ ქონება შეიძლება გასხვისებულიყო. თავისი უმოქმედობით, შეეძლო რა დაეკმაყოფილებინა კრედიტორი და შემდეგ მოეთხოვა თანხა მოპასუხისა და თავდები პირისგანაც. მისი ქმედების შედეგად, ქონება აუქციონზე გაიყიდა მხოლოდ 18 000 ლარად და მოპასუხისაგან ითხოვს 32 926,5 ლარს. გამომდინარე აქედან, მოსარჩელეს არ დაუკმაყოფილებია კრედიტორი და მოპასუხის მიმართ მოთხოვნა არ წარმოშობია.

- 2011 წლის 08 ივნისს, სს ,,ვი----- ბა--სა" და მე---- შა--–---- შორის გაფორმებული იყო თავდებობის ხელშეკრულება, მე---- შა--–--ე ნა---- ჯა-----სთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებელი იყო მსესხებლის (ნა---- ჯა----ის) ვალდებულებების შესრულებაზე და მისი პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრული იყო 45 042,19 აშშ დოლარით.

- მოპასუხე მიიჩნევს, რომ ნა---- ჯა----- არასათანადო მოპასუხეა, ასევე სარჩელის აღძვრისას ქონება გაყიდული არ იყო და არც სარჩელის აღძვრის წინაპირობები არსებობდა. აქვე განმარტავს, რომ ნა---- ჯა-----მ თუ მიიღო სარგებელი, ეს არ მიუღია თვ-------------– ქ. ბა------- მე---ისაგან.

- აქედან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

(იხ. შესაგებელი, ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2011 წლის 26 სექტემბერს თვ-------------– ქ. ბა-----სა და მე---- შა--–---- შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თვ-------------– ქ. ბა-----ს საკუთრების უფლებით გადაეცა მე---- შა--–--ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბა-----ში, დასახლება კა------–- მდებარე 1626,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ #05.32.04.6--), სანაცვლოდ კი თვ-------------– ქ. ბა------- მე----მ მე---- შა--–---- ნასყიდობის ფასის სახით გადაუხადა 32 926,50 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2011 წლის 26 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2. ქონება თვ-------------– ქ. ბა-----ზე საკუთრებაში გადაცემის დროისათვის დატვირთული იყო სს ,,ვი----- ბა--ის" სასარგებლოდ იპოთეკით. 2011 წლის 08 ივნისს, სს ,,ვი----- ბა--სა" და მე---- შა--–---- შორის გაფორმებული იყო თავდებობის ხელშეკრულება, მე---- შა--–--ე ნა---- ჯა-----სთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებელი იყო მსესხებლის (ნა---- ჯა----ის) ვალდებულებების შესრულებაზე და მისი პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრული იყო 45 042,19 აშშ დოლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- იპოთეკის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- თავდებობის შესახებ ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს შორის სადავოა შემდეგი:

- არის თუ არა ნა---- ჯა----- სათანადო მოპასუხე;

- 2011 წლის 26 სექტემბერს თვ-------------– ქ. ბა-----სა და მე---- შა--–---- შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია თუ არა კანონით დადგენილი წესით;

- ის გარემოება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ნასყიდობის დროისათვის ქონება იპოთეკით დატვირთვის თაობაზე, შესაბამისად ცნობილი იყო იმ საფრთხის თაობაზეც, რომ ქონება შეიძლება გასხვისებულიყო და ქონება აუქციონზე გაიყიდა მხოლოდ 18 000 ლარად და მოპასუხისაგან ითხოვს 32 926,5 ლარს, გამომდინარე აქედან, ჩაითვლება თუ არა ეს მოსარჩელის მიერ კრედიტორის დაკმაყოფილებად და მოპასუხის მიმართ მოთხოვნის წარმოშობი საფუძვლად;

- ის გარემოება, რომ 2011 წლის 08 ივნისს, სს ,,ვი----- ბა--სა" და მე---- შა--–---- შორის გაფორმებული იყო თავდებობის ხელშეკრულება, მე---- შა--–--ე ნა---- ჯა-----სთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებელი იყო რა მსესხებლის (ნა---- ჯა----ის) ვალდებულებების შესრულებაზე და მისი პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრული იყო 45 042,19 აშშ დოლარით, - მოპასუხე ათავისუფლებს თუ არა თვ-------------– ქ. ბა------- წინაშე პასუხისმგებლობისაგან;

 

3.2.2. არის თუ არა ნა---- ჯა----- სათანადო მოპასუხე, - ამის თაობაზე სასამართლომ იმსჯელა 2017 წლის 21 ივლისს გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე, როცა არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა ამ საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

 

3.2.3. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2011 წლის 26 სექტემბერს თვ-------------– ქ. ბა-----სა და მე---- შა--–---- შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება შესრულდა, სადავო არაა, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე, თვ-------------– ქ. ბა-----ს საკუთრების უფლებით გადაეცა მე---- შა--–--ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბა-----ში, დასახლება კა------–- მდებარე 1626,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ #22.25.06.0---, რის საფუძველზეც ნასყიდობის საგანი 26/09/2011 წელს საჯარო რეესტრში აღირიცხა თვ-------------– ქ. ბა------- საკუთრებაში საკადასტრო კოდით #05.32.04.6--. სანაცვლოდ კი, თვ-------------– ქ. ბა------- მე----მ მე---- შა--–---- ნასყიდობის ფასის სახით გადაუხადა 32 926,50 ლარი. შეძენილ ქონებაზე იპოთეკა დარჩა უცვლელად. ის გარემოება, თუ რამდენად კანონიერად გაფორმდა ხელშეკრულება, ეს არ წარმოადგენს დავის საგანს, მე---- შა--–--ის მხრიდან მის ბათილობაზე, ან აუქციონის შედეგების მიმართ დავა არ მიმდინარეობს, ამაზე მოპასუხე მხარე არც კი მიუთითებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- იპოთეკის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- 2011 წლის 26 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.4. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მე---- შა--–--ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბა-----ში, დასახლება კა------–- მდებარე 1626,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ #22.25.06.0---, თვ-------------– ქ. ბა-----ზე საკუთრებაში გადაცემის დროისათვის დატვირთული იყო სს ,,ვი----- ბა--ის" სასარგებლოდ იპოთეკით. იპოთეკა უზრუნველყოფდა მოპასუხის (მსესხებლის) სასესხო ვალდებულების შესრულებას ბა--ისდმი, 2011 წლის 08 ივნისს, სს ,,ვი----- ბა--სა" და მე---- შა--–---- შორის გაფორმებული იყო თავდებობის ხელშეკრულება, მე---- შა--–--ე ნა---- ჯა-----სთან (მსესხებელთან) ერთად სოლიდარული პასუხისმგებელი იყო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- 2011 წლის 26 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- იპოთეკის ხელშეკრულება;

- ტავდებობის შესახებ ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.5. თბილისის სააუქციონო სახლის მიერ, თვ-------------– ქ. ბა-----ზე საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით #05.32.04.6--) 2016 წლის 01 ივნისს გატანილ იქნა აუქციონზე 35 266,98 ლარად, ხოლო 2016 წლის 10 ივნისს ქ. ბა------- მუ--–----–-------- მე----მ აღძრა სარჩელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- 2011 წლის 26 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- იპოთეკის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- თბილისის სააუქციონო სახლის მომართვა;

 

3.2.6. დადგენილია, რომ თბილისის სააუქციონო სახლის მიერ, თვ-------------– ქ. ბა-----ზე საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით #05.32.04.6--) 2016 წლის 01 ივნისს აუქციონზე გატანის შედეგად გაიყიდა და 2016 წლის 12 ივლისს აღირიცხა შემძენის - სუ-–--- ზა------ის საკუთრებაში, რომელმაც თავის მხრივ შეძენილი ქონება (მიწის ნაკვეთი) იმავე დღეს გაასხვისა მა------ ფა-–-------–---–სა და მა---- მჟ-------ზე. აუქციონის შედეგები მხარეთა მიერ გასაჩივრებული არ არის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- თბილისის სააუქციონო სახლის მომართვა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2.7. სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

3.2.8. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

მოპასუხე ამტკიცებს, რომ ქონება აუქციონზე გაიყიდა მხოლოდ 18 000 ლარად და მოპასუხისაგან ითხოვს 32 926,5 ლარს, გამომდინარე აქედან, ეს არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ კრედიტორის (ბა--ის) დაკმაყოფილებად, რათა მოსარჩელემ მოითხოვოს მოპასუხისაგან ამ თანხის - 32 926,5 ლარის ანაზღაურება, ამ ოდენობის სარგებელი მოპასუხეს ბა--ისგან არ მიუღია. მოპასუხეს ქონების აუქციონზე 18 000 ლარად გაყიდვის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით ამტკიცებს ამას. გამომდინარე აქედან, სასამართლო ამ ნაწილში ვერ გაიზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება გაიყიდა მესამე პირის (ბა--ის) წინაშე მოპასუხის არსებული ვალდებულებების გამო, რითაც ფაქტიურად მოსარჩელემ განიცადა ზიანი, დაკარგა ქონება, რომელშიც გადახდილი აქვს 32 926,5 ლარი. მოპასუხემ კი მიიღო სარგებელი, განთავისუფლდა იმ ვალდებულების შესრულებისგან, რაც მას გააჩნდა მესამე პირის წინაშე.

 

3.2.9. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის ზემოთ დასახელებული არსებული სადავო საკითხები გარკვეულწილად მიეკუთვნება სამართლებრივი შეფასების კატეგორიას და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლო გამდიდრებისა და თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიტუცია

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

- სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხის ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და მათი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, მაშინ ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ უფლება არის პირის უნარი სუბიექტს მოსთხოვს რაიმე მოქმედების შესრულება ან შესრულებისაგან თავის შეკავება. ანუ კანონი მოთხოვნის უფლების მქონე პირებს ანიჭებს სრულ თავისუფლებას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოითხოვონ მოქმედების შესრულება ან თავის შეკავება, ან კიდევ, შეასრულონ რაიმე მოქმედება ან თავი შეიკავონ ამ მოქმედების შესრულებისაგან. მოთხოვნის უფლების მქონე პირი უფლებით უნდა სარგებლობდეს კეთილსინდისიერად. მისი გამოყენება არაკეთილსინდისიერად წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

უფლების ბოროტად გამოყენება არის მოქმედება ან უმოქმედება, რომელიც მხოლოდ სხვებს აყენებს ზიანს ისე, რომ არ არის გამოკვეთილი ამ უფლებით მოსარგებლე პირის ინტერესების უპირატესობა. უფლების ბოროტად გამოყენებას კრძალავს საქ. სკ-ის 115-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც „სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“ აღნიშნული ნორმა საერთო ჯამში ემსახურება საქ. სკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესს, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ეკისრებათ ვალდებულება კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

 

6.4. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მიხედვით უფლება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას გარკვეული ფაქტისადმი. მას უნდა სწამდეს, რომ მისი ქმედება სამართლიანია, არაა კანონსაწინააღმდეგო. იგი გარკვეულ ფაქტებს უნდა აფასებდეს ისე, როგორც ამას შეაფასებდა გარკვეული ურთიერთობის გარეთ მდგომი მესამე პირი, რომლის ინტერესებიც არაა ამ ურთიერთობაში გამოკვეთილი და, რომელიც ობიექტურად აფასებს შექმნილ ვითარებას.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტით ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.

 

ამავე კოდექსის 987-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 987-ე მუხლები არეგულირებენ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს. უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლით ,,პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული”.

სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

6.7. დადგენილია, რომ:

მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება გაიყიდა მესამე პირის (ბა--ის) წინაშე მოპასუხის არსებული ვალდებულებების გამო, რითაც ფაქტიურად მოსარჩელემ განიცადა ზიანი, დაკარგა ქონება, რომელშიც გადახდილი აქვს 32 926,5 ლარი. მოპასუხემ კი მიიღო სარგებელი, განთავისუფლდა იმ ვალდებულების შესრულებისგან, რაც მას გააჩნდა მესამე პირის წინაშე.

ამდენად, სახეზეა უსაფუძვლო გამდიდრება მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მოქმედების გამო.

 

6.8. სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების განმსაზღვრელ ძირითად პრინციპს. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, დაუშვებელია არა მხოლოდ ის, რომ ვალდებულების შესრულება ხდება მიუღებელი ქმედებით, არამედ იგი იცავს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ნდობას სამოქალაქო ბრუნვის შესახებ, რომ არ მოხდება სამართლებრივი უფლებების ბოროტად გამოყენება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ბაჟის თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებულია. დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 988 ლარს. შესაბამისად, მისი გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტი სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქ. სსკ-ის 1991-ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ბატთუმი საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ნა---- ჯა-----ს (პ/ნ 61007000---- აეკრძალა საკუთრებაში არსებული ქონების, - უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) მდებარე მისამართზე: დაბა მა-----------, ს/კ # 05.34.25.--- და უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ, ბა-----ი, პუშკინის ქუჩა N-----, ბინა 10, ს/კ #05.27.22.013.01.0--, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქ. ბა------- მუ--–----–-------- მე---ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. დაეკისროს მოპასუხე ნა---- ჯა-----ს მოსარჩელის ქ. ბა------- მუ--–----–-------- მე---ის სასარგებლოდ 32 926,5 ლარის გადახდა.

 

3. დაეკისროს მოპასუხე ნა---- ჯა-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 988 ლარის, ასევე უზრუნველყოფაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

4. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ნა---- ჯა-----ს (პ/ნ 61007000---- აეკრძალა საკუთრებაში არსებული ქონების, - უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) მდებარე მისამართზე: დაბა მა-----------, ს/კ # 05.34.25.--- და უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ, ბა-----ი, პუშკინის ქუჩა N-----, ბინა 10, ს/კ #05.27.22.013.01.0--, - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, - დარჩეს ძალაში უცვლელი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. 32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლბით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე