გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1926-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე - ვ----–-----–-–---–ი
მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წარმომადგენელ - მა-----------–---–-
დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს მოპასუხეს გასცეს 2018 წლის 16 თებერვლის №5---- განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.
1.2. დაევალოს მოპასუხეს გასცეს 2018 წლის 30 იანვრის №5---- განცხადების მე-3 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია (ინფორმაცია 2015 წელს მოქმედი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 იანვრის №05/0- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ იმ სამართლებრივი ნორმების შესახებ, რომელთა საფუძველზეც და ფარგლებშიც მოპასუხემ შეისწავლა და მიიღო გადაწყვეტილება სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში“ 200--2010 წლებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით).
1.3. დაევალოს მოპასუხეს გასცეს 2018 წლის 03 მაისის №6---- განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 10.07.2018წ. სასამართლოს სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2015 წლის 04 ივნისის №12/12-3--- წერილით სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს“ განსახილველად გადაეგზავნა მოქალაქე ვ--–-------–-–---–ის განცხადება სასწავლებელში არსებული მდგომარეობის შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2015 წლის 04 ივნისის №12/12-3--- წერილი და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. I, ს.ფ. 151-169).
3.1.2. სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის“ 2015 წლის 12 ივნისის №6- (№1----) წერილით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარედგინა 2015 წლის 04 ივნისის №12/12-3--- წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი დანართებით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის“ 2015 წლის 12 ივნისის №6- წერილი და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. I, ს.ფ. 170-176).
3.1.3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2015 წლის 23 ივნისის №12/12-3--- წერილით სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს“ ეცნობა, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა განიხილა სასწავლებლის 2015 წლის 12 ივნისის №6- წერილი და თანდართული დოკუმენტები 200--2010 წლებში საქმისწარმოებაში დაშვებული ხარვეზებისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის გარკვეულ მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობის შესახებ. სასწავლებელს დაევალა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, გამოვლენილ პასუხისმგებელ პირთა მიმართ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2015 წლის 23 ივნისის №12/12-3--- წერილი (ტ. I, ს.ფ. 177).
3.1.4. სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის“ 2015 წლის 30 ივნისის №7- (01.07.15წ. №1----) წერილით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2015 წლის 23 ივნისის №12/12-3--- წერილის პასუხად ეცნობა, რომ 200--2010 წლებში საქმისწარმოებაში დაშვებული ხარვეზებისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის გარკვეულ მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობის გამო გამოვლენილ პასუხისმგებელ პირთა მიმართ გატარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ღონისძიებები.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის“ 2015 წლის 30 ივნისის №7- წერილი და თანდართული დოკუმენტაცია (ტ. I, ს.ფ. 178-182).
3.1.5. 2018 წლის 30 იანვარს ვ----–-----–-–---–მა №5---- განცხადებით მიმართა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აღნიშნული განცხადების მე-3 პუნქტით მოითხოვა ინფორმაცია 27/01/2015-31/12/2016 წლების ჩათვლით პერიოდზე მოქმედი სამინისტროს 2015 წლის 27 იანვრის №05/0- ბრძანებით დამტკიცებული „შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ იმ კონკრეტული სამართლებრივი ნორმის ან/და ნორმების შესახებ, რომლის (რომელთა) საფუძველზეც და ფარგლებშიც სამინისტრომ შეისწავლა და მიიღო გადაწყვეტილება სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში“ 200--2010 წლებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 30 იანვრის №5---- განცხადება (ტ. I, ს.ფ. 232- 235).
3.1.6. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 0- თებერვლის №13/13-8-- წერილით, 2018 წლის 30 იანვრის №5---- განცხადების პასუხად, ვ----–-----–-–---–ს ეცნობა, რომ განცხადებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაცია არაერთი მიმართვის საფუძველზე სამინისტროს მიწოდებული ჰქონდა. ასევე, მიეთითა, რომ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის პოზიცია ვ----–-----–-–---–ისთვის ცნობილი იყო სამინისტროს 2017 წლის 12 დეკემბერის №13/13-4--- კორესპონდენციის საფუძველზე (ასევე იხილეთ სამინისტროს 2017 წლის 25 დეკემბრის №13/13----- კორესპონდენცია). ამასთან, ვ----–-----–-–---–ს ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებული საკითხების შინაარსობრივი შეფასება სცილდებოდა საჯარო ინფორმაციის კუთხით განხილვის საგანს.
2017 წლის 12 დეკემბერის №13/13-4--- წერილით ვ----–-----–-–---–ს ეცნობა, რომ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა 2015 წელს შეისწავლა „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში“ 200--2010 წლებში არსებული დარღვევა-ნაკლოვანებები, რაზეც სასწავლებლის ხელმძღვანელობას მიეცა მითითება გამოვლენილ პასუხისმგებელ პირთა მიმართ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ღონისძიების გატარების თაობაზე. კერძოდ: სამუსიკო სასწავლებლის 16/0-/200--21/12/200- წლის ხელთნაწერი დედანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ადმინისტრაციული აქტების წიგნი (საკანცელარიო წიგნში საქმისმწარმოებლის მიერ ხელით დაწერილი ბრძანებები) აღარ ინახებოდა დაწესებულების არქივში (დირექტორის განმარტებით დაიკარგა გაურკვეველ ვითარებაში) და თელავის რაიონულ პროკურატურას დედნების ასლების ნაცვლად გადაეცა ნაბეჭდი მასალა, რისი იდენტურობა ხელნაწერ დედნებთან ვერ დადგინდა (თელავის რაიონული პროკურატურის 2017 წლის 15 მაისის №13/16-3---- წერილი). საქმისწარმოებაში დაშვებული ხარვეზებისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის გარკვეულ მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობის გამო, თანამშრომელთა მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სასწავლებელს ეცნობა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 23 ივნისის №12/12-3--- წერილით. სასწავლებლის დირექტორის 2015 წლის 1 ივლისის №1---- წერილის თანახმად, ზემოთ აღნიშნული გადაცდომების გამო სასწავლებლის საქმეთა მმართველსა და ბუღალტერს გამოეცხადათ გაფრთხილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საკითხის ხელმეორედ შესწავლა და ადმინისტრაციული წარმოების დაწყება განცხადებებში შესაბამისი საფუძვლების არარსებობის გამო.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის 25 დეკემბრის №13/13----- წერილით ვ----–-----–-–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ივნისის №05/13 ბრძანების საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 იანვრის №05/0- ბრძანება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2018 წლის 0- თებერვლის №13/13-8-- წერილი (ტ. I, ს.ფ. 231);
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2017 წლის 12 დეკემბრის №13/13-4--- წერილი (ტ. I, ს.ფ. 215);
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2017 წლის 25 დეკემბრის №13/13----- წერილი (ტ. I, ს.ფ. 245).
3.1.7. 2018 წლის 16 თებერვალს ვ----–-----–-–---–მა №5---- განცხადებით მიმართა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აღნიშნა, რომ საჯარო ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია 2018 წლის 30 იანვრის №5---- განცხადებით, 2018 წლის 0- თებერვლის №13/13-8-- წერილით არ არის გადაცემული. ამდენად, განმცხადებელმა მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: 1) სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში“ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2015 წელს ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან იმ დოკუმენტების ასლი ან/და ასლები, რომლითაც ცალსახად და კონკრეტულად დასტურდება ფაქტი, რომ თელავის რაიონული პროკურატურის 2017 წლის 15 მაისის №13/16-3---- კორესპონდენციითა და 2017 წლის 02 ნოემბრის განცხადებით მოწვდილ საკითხებზე სამინისტროს უკვე ნამსჯელი აქვს, შესწავლილი აქვს და მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილება 2015 წელს; 2) სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში“ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2015 წელს ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან იმ დოკუმენტის ასლი ან/და ასლები (გარდა თელავის რაიონული პროკურატურის 2017 წლის 15 მაისის №13/16-3---- კორესპონდენციისა და 2017 წლის 02 ნოემბრის განცხადებისა), რომლის საფუძველზე, როგორც სამინისტრო აცხადებს, სამინისტროს შესწავლილი აქვს თელავის რაიონული პროკურატურის 2017 წლის 15 მაისის №13/16-3---- კორესპონდენციითა და 2017 წლის 02 ნოემბრის განცხადებით მოწვდილი საკითხები.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ვ----–-----–-–---–ის 2018 წლის 16 თებერვალს №5---- განცხადება (ტ. I, ს.ფ. 301-303).
3.1.8. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 27 თებერვლის №13/13-1218 წერილით ვ----–-----–-–---–ს ეცნობა, რომ 2018 წლის 16 თებერვლის №5---- განცხადებაში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს ოფიციალური პასუხი წარდგენილი და მიწოდებულია სამინისტროს 2018 წლის 9 თებერვლის №13/13-8-- კორესპონდენციით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2018 წლის 27 თებერვლის №13/13-1218 წერილი (ტ. I, ს.ფ. 299).
3.1.9. 2018 წლის 01 მაისს ვ----–-----–-–---–მა №62665 განცხადებით მიმართა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოითხოვა ინფორმაცია 200- წლის 08 სექტემბრის №3/133 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის“ წესდების იმ სამართლებრივი ნორმის ან/და ნორმათა ერთობლიობის შესახებ, რომლის(ების) საფუძველზეც შესაძლებელია სასწავლებლის „მისაღები გამოცდების მოთხოვნების“ დამტკიცება და სასწავლებელში თანადაფინანსების ჯგუფში (და არა წესდების 3.4. მუხლით გათვალისწინებულ 100%-იან ფასიან ან/და უფასო ჯგუფში) სწავლების განხორციელება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 01 მაისის №62665 განცხადება (ტ. I, ს.ფ. 284).
3.1.10. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 04 მაისის №13/13-2--- წერილით გაეგზავნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 200- წლის 8 სექტემბრის №3/133 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის“ წესდება. ამასთან, განმცხადებელს ეცნობა, რომ მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია - სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის“ წესდების კონკრეტული ნორმის ან/და ნორმათა ერთობლიობის განმარტების შესახებ, არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და სცილდება სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის ფარგლებში განსახილველი და გასაცემი ინფორმაციის საგანს, შესაბამისად, სამინისტროს ზემოაღნიშნულის მიწოდების ვალდებულება არ გააჩნია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2018 წლის 04 მაისის №13/13-2--- წერილი (ტ. I, ს.ფ. 285).
3.1.11. 2018 წლის 03 მაისს ვ----–-----–-–---–მა №6---- დაზუსტებული განცხადებით მიმართა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოითხოვა ინფორმაცია სამინისტროს მიერ გამოცემული 200- წლის 08 სექტემბრის №3/13 ბრძანებით დამტკიცებული „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის“ წესდების იმ სამართლებრივი ნორმის ან/და ნორმათა ერთობლიობის შესახებ, რომლის(ების) საფუძველზეც: 1) სასწავლებლის პედსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების გარეშე შესაძლებელია „მისაღები გამოცდების მოთხოვნების“ დამტკიცება; 2) წესდებაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების ან/და შესაბამისი თანხმობის გარეშე, შესაძლებელია თანადაფინანსების ჯგუფში (და არა წესდების 3.4. მუხლით გათვალისწინებულ 100%-იან უფასო ან/და 100%-იან ფასიან ჯგუფში) სწავლების განხორციელება. შენიშვნა: „მისაღები გამოცდების მოთხოვნებში“ იგულისხმება არა წესდების 3.6 მუხლით გათვალისწინებული „შემსვლელთათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა და შინაგანაწესით განსაზღვრული ხელშეკრულების პირობები“, არამედ - შესაბამის კლასში შემსვლელთათვის მისაღებ გამოცდებზე ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასების მიზნით დაწესებული საკონკურსო მოთხოვნები (მათ შორის: კონკურსანტის მიერ შესასრულებელი ნაწარმოებების დასახელება, თეორიულ საგნებში ზეპირი და წერილობითი ფორმით შესასრულებელი დავალებების დასახელება, თეორიულ საგნებში ზეპირი და წერილობითი ფორმით შესასრულებელი დავალებების დასახელება და სხვ.).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 03 მაისის №6---- დაზუსტებული განცხადება (ტ. I, ს.ფ.286).
3.1.12. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 08 მაისის №13/13-2660 წერილით ვ----–-----–-–---–ს 2018 წლის 03 მაისს №6---- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხი მიეწოდა სამინისტროს 2018 წლის 4 მაისის №13/13-2--- კორესპონდენციით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2018 წლის 08 მაისის №13/13-2660 წერილი (ტ. I, ს.ფ. 287).
3.1.13. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 28 მაისის №12/12-3049 წერილით ვ----–-----–-–---–ს №59391 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში“ არსებული ვითარების შესწავლის შედეგად, სამინისტრომ 2015 წელს ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შესაბამისი კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შეისწავლა სასწავლებელში 200--2010 წლებში არსებული დარღვევა-ნაკლოვანებები და სასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოიკვლია თითოეული საკითხი, მათ შორის სამუსიკო სასწავლებლის 16.0-.200--31.12.200- წლის ხელნაწერი დედანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ადმინისტრაციული აქტების (საკანცელარიო წიგნში საქმისმწარმოებლის ხელით დაწერილი ბრძანებების) გაურკვეველ ვითარებაში დაკარგვის შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქმისწარმოებაში დაშვებული ხარვეზებისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ გარკვეულ მოთხოვნათა გაუთვალისწინებლობის გამო, სასწავლებლის თანამშრომელთა მიმართ გატარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, რაზედაც სასწავლებლის ხელმძღვანელობას სამინისტროს 2015 წლის 23 ივნისის №12/12-3--- კორესპონდენციით, მიეცა მითითება გამოვლენილ პასუხისმგებელ პირთა მიმართ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ღონისძიების გატარების თაობაზე, რის შედეგადაც, ზემოაღნიშნული გადაცდომების გამო, სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის“ მიერ სასწავლებლის საქმეთა მმართველს 2015 წლის 26 ივნისის №37 ბრძანებით და სასწავლებლის ბუღალტერს 2015 წლის №38 ბრძანებით მიეცათ შესაბამისი გაფრთხილებები. ამავე წერილით ვ----–-----–-–---–ს ასევე ეცნობა, რომ განცხადებით წარდგენილ საკითხთან დაკავშირებით, სამინისტროში არ არის დაცული რაიმე დამატებითი დოკუმენტი/ადმინისტრაციული წარმოების მასალა, ვინაიდან, სასწავლებლის საქმიანობის კანონიერების შესწავლის მიზნით, სამინისტროს მიერ დამატებით ადმინისტრაციული წარმოება/ინსპექტირება არ ჩატარებულა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 28 მაისის №12/12-3049 წერილი (ტ. I, ს.ფ. 421-422).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ----–-----–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამენტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლების (fair trial) მარეგულირებელი ცენტრალური ნორმაა, რომელშიც მოცემულია მნიშვნელოვანი სამართლებრივ-სახელმწიფოებრივი საპროცესო გარანტიები.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი), ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით. ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეს დაევალოს 2018 წლის 16 თებერვლის №5----, 30 იანვრის №5---- (მე-3 პუნქტი) და 03 მაისის №6---- განცხადებებით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა.
6.3. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული უფლება განმტკიცებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომლის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვა (ქმედების განხორციელება) და შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის გაუცემლობის კანონიერების საკითხის დადგენა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 16 თებერვალს ვ----–-----–-–---–მა №5---- განცხადებით მიმართა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: 1) სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში“ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2015 წელს ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან იმ დოკუმენტების ასლი ან/და ასლები, რომლითაც ცალსახად და კონკრეტულად დასტურდება ფაქტი, რომ თელავის რაიონული პროკურატურის 2017 წლის 15 მაისის №13/16-3---- კორესპონდენციითა და 2017 წლის 02 ნოემბრის განცხადებით მოწვდილ საკითხებზე სამინისტროს უკვე ნამსჯელი აქვს, შესწავლილი აქვს და მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილება 2015 წელს; 2) სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში“ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2015 წელს ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან იმ დოკუმენტის ასლი ან/და ასლები (გარდა თელავის რაიონული პროკურატურის 2017 წლის 15 მაისის №13/16-3---- კორესპონდენციისა და 2017 წლის 02 ნოემბრის განცხადებისა), რომლის საფუძველზე, როგორც სამინისტრო აცხადებს, სამინისტროს შესწავლილი აქვს თელავის რაიონული პროკურატურის 2017 წლის 15 მაისის №13/16-3---- კორესპონდენციითა და 2017 წლის 02 ნოემბრის განცხადებით მოწვდილი საკითხები.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტს, რომლითაც კანონმდებელი განმარტავს საჯარო ინფორმაციის ცნებას, კერძოდ, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის ეტაპზე, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია დადგინდეს არსებობს თუ არა შესაბამის დაწესებულებაში მოთხოვნილი ინფორმაცია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში მასალები ცხადყოფენ, რომ 2018 წლის 16 თებერვლის №5---- განცხადების პასუხად ვ----–-----–-–---–ს ეცნობა, რომ განცხადებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაცია არაერთი მიმართვის საფუძველზე სამინისტროს მიწოდებული ჰქონდა განმცხადებლისთვის. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 28 მაისის №12/12-3049 წერილზე, რომლითაც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ცალსახად მიუთითა, რომ სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში“ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2015 წელს ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ასლები და ინფორმაცია ვ----–-----–-–---–ს გადაცემული ჰქონდა არაერთი მიმართვის საფუძველზე (2015 წლის 15 ივლისის №04/13-4025, 2015 წლის 23 ივნისის №12/12-3610, 2017 წლის 19 მაისის №13/13-2241, 2017 წლის 12 დეკემბრის №12/12-4--- და 2017 წლის 14 დეკემბრის №13/13-4864 კორესპონდენციები) და განცხადებით წარდგენილ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში არ არის დაცული რაიმე დამატებითი დოკუმენტი. მითითებული გარემოება სასამართლოს სხდომაზე ასევე დაადასტურა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა და განმარტა, რომ ვ----–-----–-–---–ის 2018 წლის 16 თებერვლის №5---- განცხადებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში არსებული ინფორმაცია სრულად გადაეცა განმცხადებელს და სამინისტროში რაიმე დამატებითი დოკუმენტი დაცული არ არის (იხ. 18.0-.2018წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს ვ----–-----–-–---–ის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არარსებობაზე და განმარტავს, რომ 2018 წლის 16 თებერვლის №5---- განცხადებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გარდა მოსარჩელისთვის გადაცემული დოკუმენტაციისა/ინფორმაციისა, სხვა რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტი/ინფორმაცია სამინისტროში არ ინახება, ხოლო მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის აღნიშნული გარემოების გამაბათილებელი შესაბამისი მტკიცებულებები, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის 2018 წლის 16 თებერვლის №5---- განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
6.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისთვის 2018 წლის 03 მაისის №6---- განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების თაობაზე, აღსანიშნავია, რომ მითითებული წერილით განმცხადებელმა მოითხოვა ინფორმაცია სამინისტროს მიერ გამოცემული 200- წლის 08 სექტემბრის №3/13 ბრძანებით დამტკიცებული „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის“ წესდების იმ სამართლებრივი ნორმის ან/და ნორმათა ერთობლიობის შესახებ, რომლის(ების) საფუძველზეც: 1) სასწავლებლის ბედსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების გარეშე შესაძლებელია „მისაღები გამოცდების მოთხოვნების“ დამტკიცება; 2) წესდებაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების ან/და შესაბამისი თანხმობის გარეშე, შესაძლებელია თანადაფინანსების ჯგუფში (და არა წესდების 3.4. მუხლით გათვალისწინებულ 100%-იან უფასო ან/და 100%-იან ფასიან ჯგუფში) სწავლების განხორციელება. შენიშვნა: „მისაღები გამოცდების მოთხოვნებში“ იგულისხმება არა წესდების 3.6 მუხლით გათვალისწინებული „შემსვლელთათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა და შინაგანაწესით განსაზღვრული ხელშეკრულების პირობები“, არამედ - შესაბამის კლასში შემსვლელთათვის მისაღებ გამოცდებზე ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასების მიზნით დაწესებული საკონკურსო მოთხოვნები (მათ შორის: კონკურსანტის მიერ შესასრულებელი ნაწარმოებების დასახელება, თეორიულ საგნებში ზეპირი და წერილობითი ფორმით შესასრულებელი დავალებების დასახელება, თეორიულ საგნებში ზეპირი და წერილობითი ფორმით შესასრულებელი დავალებების დასახელება და სხვ.).
სასამართლო ასევე მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტს, რომელიც ითვალისწინებს საჯარო ინფორმაციის ლეგალურ დეფინიციას, კერძოდ, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2018 წლის 03 მაისის №6---- განცხადებაში მითითებული საკითხი განმცხადებლის მიერ იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოითხოვს კონკრეტული საკითხის სამართლებრივ შეფასებას და შესაბამისი ნორმების განმარტებას. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ ექცევა ზემოხსენებული ნორმით განსაზღვრულ კატეგორიაში, არ წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში შეგროვებულ, დამუშავებულ ან შენახულ მონაცემებს და ვერ იქნება განხილული ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გასაცემ საჯარო ინფორმაციად. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისთვის 2018 წლის 03 მაისის №6---- წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის სამართლებრივი საფუძველი.
6.5. მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით ასევე ითხოვს მოპასუხისთვის 2018 წლის 30 იანვრის №5---- განცხადების მე-3 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის დავალებას.
დადგენილია, რომ 2018 წლის 30 იანვარს ვ----–-----–-–---–მა №5---- განცხადებით მიმართა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და აღნიშნული განცხადების მე-3 პუნქტით მოითხოვა ინფორმაცია 27/01/2015-31/12/2016 წლების ჩათვლით პერიოდზე მოქმედი სამინისტროს 2015 წლის 27 იანვრის №05/0- ბრძანებით დამტკიცებული „შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ იმ კონკრეტული სამართლებრივი ნორმის ან/და ნორმების შესახებ, რომლის (რომელთა) საფუძველზეც და ფარგლებშიც სამინისტრომ შეისწავლა და მიიღო გადაწყვეტილება სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში“ 200--2010 წლებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
სასამართლო განმარტავს, რომ ინფორმაციის თავისუფლება გულისხმობს საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და მიღების უფლებას, თუ ის არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას და კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო თავად მიუთითებს, რომ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში“ 200--2010 წლებში არსებული მდგომარეობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2018 წლის 30 იანვარს №5---- განცხადების მე-3 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია „შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ კონკრეტული სამართლებრივი ნორმის ან/და ნორმების შესახებ ექცევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის დეფინიციაში და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომლის გაცემაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს. ამდენად, მოპასუხე ვალდებულია გასცეს 2018 წლის 30 იანვარს №5---- განცხადების მე-3 პუნქტით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ----–-----–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალოს გასცეს 2018 წლის 30 იანვრის №5---- განცხადების მე-3 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია (ინფორმაცია 2015 წელს მოქმედი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 იანვრის №05/0- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ იმ სამართლებრივი ნორმების შესახებ, რომელთა საფუძველზეც და ფარგლებშიც მოპასუხემ შეისწავლა და მიიღო გადაწყვეტილება სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში“ 200--2010 წლებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით); დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნების იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, ვინაიდან ვ----–-----–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ვალდებულია ვ----–-----–-–---–ს აუნაზღაუროს მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ხოლო 50 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ----–-----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალოს გასცეს 2018 წლის 30 იანვრის №5---- განცხადების მე-3 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია (ინფორმაცია 2015 წელს მოქმედი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 იანვრის №05/0- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ იმ სამართლებრივი ნორმების შესახებ, რომელთა საფუძველზეც და ფარგლებშიც მოპასუხემ შეისწავლა და მიიღო გადაწყვეტილება სსიპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება - თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში“ 200--2010 წლებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით).
3. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
5. მოპასუხე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოსარჩელე ვ----–-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია