გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.10.2018
საქმის ნომერი
330210018002281232
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/2935-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------------------------------------------–----------

წარმომადგენელი ნი----–---–------

მოპასუხე ქ-------–----------–----–---------------

წარმომადგენელი თა--------–-------

დავის საგანი საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე ქ-------–----------–----–---------------ს ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 2279.20 ლარის გადახდა.

 

მხარეთა შორის არსებული ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N255 დადგენილებით დამტკიცებული დებულება და 2015 წლის 06 თებერვლის N---------- „ჩარჩო“ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.

 

ქ-------–----------–----–---------------ს 2015 წლის 18 თებერვლის N------------- წერილისა და 2015 წლის 06 თებერვლის N---------- ხელშეკრულების საფუძველზე მომზადდა სამი ექსპერტის დასკვნა. 2015 წლის 09 მარტს მომზადდა N--------- ექსპერტის დასკვნა, 2015 წლის 20 მარტს მომზადდა N--------- და N--------- ექსპერტის დასკვნები. აღნიშნული დასკვნები 2015 წლის 24 მარტს ჩაბარდა დამკვეთის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

 

2015 წლის 09 მარტის N--------- ექსპერტიზის დასკვნის მომსახურების საფასურმა შეადგინა - 500 ლარი. 2015 წლის 20 მარტის N--------- ექსპერტიზის დასკვნის ღირებულების საფასურმა შეადგინა 1 279.20 ლარი. 2015 წლის 20 მარტის N--------- ექსპერტიზის დასკვნის ღირებულების საფასურმა შეადგინა 500 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე ქ-------–----------–----–---------------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება გათვალისწინებული იყო ქ-------–----------–----–---------------ს კ-----–---–------------–----------------სათვის მიკუთვნებული პროგრამის ფარგლებში და ქ-------–----------–----–---------------ს ადმინისტრაციასთან კავშირი არა აქვს.

 

ქ-------–----------–----–---------------სა და ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს შორის 2015 წლის 27 იანვარს დაიდო N---2-------- ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს ქ-------–----------–----–---------------ს ადმინისტრაციის მიერ გაფორმებულ ხელშეკრულებას და მისი ღირებულება შეადგენს 3000 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 02 თებერვალს გაფორმდა N------ მიღება-ჩაბარების აქტი და ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს აუნაზღაურდა ქ-------–----------–----–---------------ს ადმინისტრაციული შენობის მე-14 სართულზე მდებარე სასადილოს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტების ექსპერტიზის მომსახურების საფასური 1500 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს სამი ექსპერტიზის დასკვნის ღირებულების საფასურის ანაზღაურებას 2 279.20 ლარის ოდენობით - რაც აღემატება საერთო სახელშეკრულებო თანხას.

 

2015 წლის 27 იანვრის N---2-------- ხელშეკრულების ფარგლებში თანხის ანაზღაურება მხარეებს შორის შეთანხმების გარეშე ვერ მოხდებოდა, ასეთი შეთანხმება კი გაფორმებული არ არის. ამასთან, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში მხარეს არ მოუმართავს ქ-------–----------–----–---------------სათვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნით. მიმდინარე წლის ბიუჯეტით კი ქ-------–----------–----–---------------ს ადმინისტრაციის ასიგნებებში გადახდისათვის საჭირო თანხა არ არის გათვალისწინებული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ-------–----------–----–---------------ს 2015 წლის 18 თებერვლის N------------- წერილისა და 2015 წლის 06 თებერვლის N---------- ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ ლ----------------–-------–-----------------–----------------------------–----------ს მიერ მომზადდა ექსპერტიზის დასკვნები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

- 2015 წლის 06 თებერვლის N---------- საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულება;

 

3.1.2. 2015 წლის 09 მარტის N--------- ექსპერტიზის დასკვნის მომსახურების საფასურმა შეადგინა - 500 ლარი.

 

2015 წლის 20 მარტის N--------- ექსპერტიზის დასკვნის ღირებულების საფასურმა შეადგინა 1 279.20 ლარი.

 

2015 წლის 20 მარტის N--------- ექსპერტიზის დასკვნის ღირებულების საფასურმა შეადგინა 500 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

- ექსპერტის დასკვნა N--------- და მიღება-ჩაბარების აქტი N3001329415;

- ექსპერტის დასკვნა N--------- და მიღება-ჩაბარების აქტი N3001571115;

- ექსპერტის დასკვნა N--------- და მიღება-ჩაბარების აქტი N3001610415;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 361-ე, 629-ე, 316-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

მხარეთა შორის არსებული ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2015 წლის 06 თებერვლის N---------- „ჩარჩო“ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის შესაბამისად, ქ--–--------–----------–----–---------------მ, ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს შეუკვეთა საექსპერტო მომსახურება. დადგენილია, რომ ქ-------–----------–----–---------------ს 2015 წლის 18 თებერვლის N------------- წერილისა და 2015 წლის 06 თებერვლის N---------- ხელშეკრულების საფუძველზე მომზადდა სამი ექსპერტის დასკვნა. (2015 წლის 09 მარტს მომზადდა N--------- ექსპერტის დასკვნა, 2015 წლის 20 მარტს მომზადდა N--------- და N--------- ექსპერტის დასკვნები). აღნიშნული დასკვნები 2015 წლის 24 მარტს ჩაბარდა დამკვეთის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

 

სსიპ ლ----------------–--------–------------------–----------------------------–--------ოს მომსახურების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 2 279.20 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ, საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხე ქ-------–----------–----–---------------ს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მენარდე ვალდებულია თავისი ვალდებულება შეასრულოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სტანდარტით (ჯეროვნად). მენარდემ - სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–------------მ, საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეასრულა ვალდებულება და მოამზადა საექსპერტო დასკვნები.

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ დამკვეთს - ქ-------–----------–----–---------------ს - მენარდის - ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული, კერძოდ, მას არ გადაუხდია გაწეული საექსპერტო მომსახურების ღირებულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ნარდობის ხელშეკრულებით შემკვეთს წარმოადგენს ქ--–--------–----------–----–---------------, მოპასუხის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულება გათვალისწინებული იყო ქ-------–-----------–----–-----------------------–---–------------–-----------------ათვის მიკუთვნებული პროგრამის ფარგლებში და ქ-------–----------–----–---------------ს ადმინისტრაციის ასიგნებებში გადახდისათვის საჭირო თანხა არ არის გათვალისწინებული, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 ლარის გადახდა.

 

ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მიხედვით, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 22 იანვარს N----- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან - 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე,257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ "ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------" სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1 მოპასუხე ქ--–--------–----------–----–---------------ს სსიპ "ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------" სასარგებლოდ დაეკისროს 2279.20 ლარის გადახდა.

 

1.2 მოპასუხე ქ--–--------–----------–----–---------------ს სსიპ "ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------" სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.

 

2. დაუბრუნდეს მოსარჩელე სსიპ "ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------" 2018 წლის 22 იანვრის №----- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარიდან ნახევარი, 50 ლარი.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო ასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრესბის ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია

 

მოსამართლე მაკა ჭედია