გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.10.2018
საქმის ნომერი
330210117001917841
კატეგორია
დავის ტიპი
სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავები
თარიღი
11.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/11985-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი, ნათია ჯანხოთელი

მოსარჩელე „რ-------–------------------------–----“

წარმომადგენელი თ-----------–--ლი

მოპასუხეები გი-----ი შა---ე, შპს „გი-----ი შა---ე“, ო---- ედ--–-–---–-

წარმომადგენლები ო-------------–---–------------------------–-------------–---–-

დავის საგანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პარტნიორის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ო---- ედ--–-–---–ს და გი-----ი შა---ეს შორის 2015 წლის 21 სექტემბერს შპს „გი-----ი შა---ეს“ 100%-იან წილებზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი გი-----ი შა---ის, როგორც შპს „გი-----ი შა---ის“ 100% პარტნიორის გადაწყვეტილება შპს „გი-----ი შა---ეში“ 100% წილების ო---- ედ--–-–---–-სთვის გადაცემისა და კომპანიის დირექტორობიდან მისი გადადგომის და ახალ დირექტორად ო---- ედ--–-–---–-ს დანიშვნის თაობაზე.

 

სარჩელის მიხედვით, 2007 წელს „რ-------–------------------------–----“-ს და გი-----ი შა---ეს შორის გაფორმდა საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად გი-----ი შა---ეს მოსარჩელისთვის უნდა გაეწია საკონსულტაციო მომსახურება და დახმარებოდა საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოძიებასა და საჯარო ინფორმაციის მიწოდებაში. სანაცვლოდ მას უნდა მიეღო აღნიშნული პროექტიდან ანაზღაურება - მოსარჩელე კომპანიაში მოგების 33.3%-ის ოდენობით.

 

2008 წელს გი-----ი შა---ის თხოვნით, ხელშეკრულება დარედაქტირდა და ფიზიკური პირი გი-----ი შა---ე ჩაენაცვლა შპს „გი-----ი შა---ეს“. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა უკავშირდებოდა პირადად გი-----ი შა---ის პერსონალურ უნარ-ჩვევებს და აღიშნული მომსახურება არ უნდა შესრულებულიყო სხვა პირის მიერ.

 

გარკვეული მოლაპარაკების შემდგომ 2015 წლის 24 ნოემბერს ერთის მხრივ ებრაულ ბიზნეს ჯგუფს „რ-------–------------------------–----“-ს, რონი მილოს და რაფაელ ელუაშვილს და მეორე მხრივ ქართულ მხარეს გი-----ი შა---ეს და მის კონტროლირებად კომპანი-------------–----–----------------------–----- შორის გაფორმდა ხელშეკრულეება არსებული ყველა პარტნიორული და ბიზნეს ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით შეწყდა მხარეებს და მათ „აფილირებულ/დაკავშირებულ“ კომპანიებს შორის არსებული ყველა ურთიერთობა, რაშიც ქართულმა მხარემ ანაზღაურების სახით მიიღო 150 000 აშშ დოლარი.

 

„ჩარჩო“ ხელშეკრულების თანახმად, ასევე შეთანხმებული იქნა, რომ თუ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გი-----ი შა---ე ან მასთან დაკავშირებული აფილირებული პირები რაიმე სახის მოთხოვნას წაუყენებდნენ მეორე მხარეს წარსულში არსებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, გი-----ი შა---ეს ჯარიმის სახით დაეკისრებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

ხელშეკრულების გაფორმების დღესვე, გი-----ი შა---ემ გაასხვისა შპს „გი-----ი შა---ე-ში“ კუთვნილი 100%-იანი წილი თავის ბიზნეს პარტნიორზე ო---- ედ--–-–---–ზე 200 ლარად, დაჩქარებული წესით. სწორედ აღნიშნული კომპანიის მიერ წარდგენილი იქნა მოთხოვნის წერილი მოსარჩელის მიმართ მათ შორის 2008 წელს გაფორმებული ბიზნეს ურთიერთობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გი-----ი შა---ემ, ო---- ედ--–-–---–ზე ფორმალურად, მოჩვენებითად გადაფორმების გზით, განიზრახა ჩარჩო ხელშეკრულებით დაკისრებული პასუხისმგებლობისგან თავის არიდება.

 

2016 წლის 10 მაისს და 24 მაისს ორი წერილი გაეგზავნა მოსარჩელეს შპს „გი-----ი შა---ის“ სახელით და მოთხოვნილი იქნა მოსარჩელე კომპანიის ფინანსური დოკუმენტაციის გადაცემა ფინანსური მოთხოვნის დაანგარიშების მოტივით.

 

2017 წლის 12 იანვარს შპს „გი-----ი შა---ის“ მიერ მოსარჩელის წინააღმდეგ ისრაელის სასამართლოში აღძრული იქნა სარჩელი, სადაც შპს „გი-----ი შა---ის“ მოთხოვნას წარმოადგენს მხარეებს შორის წარსულში საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე არსებული ფინანსური მოთხოვნების კალკულაციის მიზნით მისთვის „რ-------–------------------------–----“-ის საბუღალტრო-ფინანსური დოკუმენტაციის გამჟღავნება.

 

ყოველივე აღნიშნული ნათლად მიუთითებს წილების გამყიდველისა და მყიდველის შეთანხმებულ ქმედებაზე, მოჩვენებითი გარიგების დადების გზით მიეღწიათ წინასწარ დაგეგმილი შედეგისათვის, რაც გამოიხატა მოსარჩელის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნის წარდგენით. ამდენად, ნათელია 2015 წლის 21 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მოჩვენებითი ბუნება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 მოპასუხე შპს „გი-----ი შა---ემ“ (დირექტორი ო---- ედ--–-–---–-) წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2015 წლის 21 სექტემბერს წილის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა კანონმდებლობის სრული დაცვით და მიზნად არ ისახავდა მოჩვენებით ქმედებას.

 

2.2. მოპასუხე ო---- ედ--–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გარიგება დაიდო კანონიერად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

2.3. მოპასუხე გი-----ი შა---ის წარმომადგენელმა შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სასარჩელო მოთხოვნები არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

2015 წლის 24 ნოემბერს გაფორმდა შეთანხმება საწარმოდან პარტნიორის გასვლისა და მხარეთა შორის არსებული ყოველგვარი ზეპირი თუ წერილობითი პარტნიორობის, თანამშრომლობის, ნებისმიერი სახელშეკრულებო თუ ბიზნეს ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. შეთანხმების საგანს წარმოადგენდა სს-------------–--------------–------------------ პარტნიორების მიერ შ--------------–----–---------------------- არსებული 33% წილის გამოსყიდვა შეთანხმებით განსაზღვრული კომპენსაციის მიღების სანაცვლოდ. შეთანხმებით დადგენილ ვადაში გი-----ი შა---ემ იკისრა ვალდებულება დაეტოვებინა „სიდიჯიში“ დაკავებული გენერალური დირექტორის თანამდებობა.

 

ხელშეკრულების შესაბამისად, 2016 წლის 24 მაისს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს და მოითხოვა გი-----ი შა---ისთვის შეთანხმების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს სახით 200 000 აშშ დოლარის დაკისრება.

 

საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2017 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ტრიბუნალმა დაადგინა, რომ გი-----ი შა---ე და შპს „გი-----ი შა---ე“ არ წარმოადგენენ დაკავშირებულ/აფილირებულ პირებს, შესაბამისად ისრაელში მიმდინარე პროცესები არ არის დაკავშირებული გი-----ი შა---ესთან. ასევე შეფასებული იქნა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ხასიათი და დადგენილ იქნა, რომ გი-----ი შა---ე კანონით დადგენილი წესით გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდგომ არანაირ შემხებლობაში არ გახლავთ შპს „გი-----ი შა---ესთან“ და კომპანიის 100% წილის მფლობელ ო---- ედ--–-–---–თან. მოპასუხეს მიაჩნია, რომ სადავო ხელშეკრულება არ წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, იგი გამოხატავს მხარეთა ნამდვილ ნებას და დადებულია კანონით დადგენილი წესით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2007 წლის 29 აპრილს გი-----ი შა---ეს და შპს „რ-------–------------------------–----“-ს შორის გაფორმდა საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით გი-----ი შა---ეს, გარიგების მეორე მხარისთვის უნდა გაეწია საკონსულტაციო მომსახურება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციის დამუშავება და სხვა მსგავს საქმიანობა, ხელშეკრულება დაიდო შემსრულებლის პირადი კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსრულებელი კლიენტისგან მიიღებდა ეკონომიკური მოგების 33.3%-ს, რომელსაც კლიენტი მიღებული კონსულტაციის რეალიზაციის შედეგად მიიღებდა ისრაელში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ 128-131)

 

3.1.2. 2008 წლის 20 აპრილის საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულებაში ფიზიკურ პირ გი-----ი შა---ეს ჩაენაცვლა შპს „გი-----ი შა---ე“, ხოლო გარიგების დანარჩენი პირობები დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკონსულტაციო მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ 138-141)

 

3.1.3. 2015 წლის 24 ნოემბერს ერთის მხრივ „რ-------–------------------------–----“-ს, „–----–--------------–----–--–-------------------–-------------–---–---–---–- და მეორე მხრივ გი-----ი შა---ეს და შპს „----------–----–--------------------- შორის გაფორმდა საწარმოდან პარტნიორის გასვლის და მხარეთა შორის არსებული ყოველგვარი ზეპირი თუ წერილობითი პარტნიორობის, თანამშრომლობის, ნებისმიერი სახელშეკრულებო თუ ბიზნეს ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ექვსმხრივი შეთანხმება.

 

3.1.4. ხელშეკრულების 3.5. პუნქტის მიხედვით, წინამდებარე შეთანხმების თითოეული მხარე აცნობიერებს, რომ თითოეული კონტრაჰენტი წინამდებარე შეთანხმებას დებს ამავე შეთანხმების პუნქტებში (3.1.-3.2.-.3.3-.3.4) მითითებულ განცხადებებზე და გარანტიებზე დაყრდნობით და აღნიშნულ განცხადებებზე და გარანტიებზე დაყრდნობით მათი სიზუსტე წარმოდგენს შეთანხმების არსებით პირობას.

 

იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე განცხადება ან გარანტია მცდარი, არასრული ან შეცდომაში შემყვანია ან იმ შემთხვევაში თუ გასული პარტნიორი, გი-----ი შა---ე ან მასთან დაკავშირებული რომელიმე პირი რაიმე პრეტენზიას წაუყენებს „კომპანიას“, „შვილობილ კომპანიას“, რომელიმე არსებულ პარტნიორს ან რომელიმე არსებული პარტნიორის დამფუძნებელს წინამდებარე შეთანხმების შინაარსის, მისი ნამდვილობის ან მისით დარეგულირებული რომელიმე საკითხის თაობაზე. ან თუ გი-----ი შა---ე და/ან გასული პარტნიორი არ შეასრულებს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ რომელიმე ვალდებულებას გი-----ი შა---ე და გასული პარტნიორი პასუხისმგებლობას კისრულობენ, რომ სოლიდარულად აუნაზღაურებენ არსებულ პარტნიორებს ჯარიმას 200 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეთანხმება (ს.ფ 28-49)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 21 სექტემბერს სანოტარო წესით შედგენილი საზოგადოების პარტნიორის გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „გი-----ი შა---ის“ 100%-იანი წილი გასხვისდა ო---- ედ--–-–---–ზე მასთან წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. შპს-ში დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა გი-----ი შა---ე და მის ნაცვლად დაინიშნა ო---- ედ--–-–---–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ერთპიროვნული პარტნიორის გადაწყვეტილება (ს.ფ 54)

 

3.2.2. 2015 წლის 21 სექტემბერს გი-----ი შა---ეს (გამყიდველი) და ო---- ედ--–-–---–ს (მყიდველი) შორის გაფორმდა შპს-ს წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც წილის გამყიდველმა შპს „გი-----ი შა---ე“-ში 100%-იანი წილი მთლიანად მიჰყიდა წილის მყიდველს, რის შედეგადაც წილის მყიდველი გახდა შპს-ს 100%-იანი წილის მესაკუთრე, პარტნიორი.

 

100%-იანი წილის საფასური მხარეთა მიერ განისაზღვრა 200 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 58-62)

 

3.2.3. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ შპს „გი-----ი შა---ის“ 100%-იანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას.

 

გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა რამოდენიმე გარემოება. უპირველეს ყოვლისა, სადავო გარიგების შედგენა ემსახურებოდა გი-----ი შა---ის მხრიდან გარკვეული ვალდებულების თავიდან არიდებას. ამასთან, ო---- ედ--–-–---–-ს სახელზე საზოგადოების წილის დაჩქარებული წესით დარეგისტრირება და ღირებულების სიმბოლური ოდენობა ასევე ადასტურებს გარიგების მოჩვენებით ხასიათს. მოსარჩელე გადმოცემით, სადავო გარიგება არ გამოხატავს მხარეთა ნამდვილ ნებას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნებისათვის იქნა გამოყენებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

 

იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხეები გარიგების დადების დროს მოქმედებდნენ „ურთიერთშეთანხმებით“ და გარიგების დადების მიზანს წარმოადგენდა გი-----ი შა---ის მხრიდან გარკვეული პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, ეკისრება მოსარჩელეს მხარეს.

 

თავდაპირველად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სადავო გარიგების და საწარმოდან პარტნიორის გასვლის და ყოველგვარი ბიზნეს ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შედგენის თარიღებზე.

 

მოცემულ შემთხვევაში „პარტნიორის გადაწყვეტილება“ და მის საფუძველზე შედგენილი წილის ნასყიდობის ხელშეკრულება თარიღდება 2015 წლის 21 სექტემბრით, ხოლო შეთანხმება საწარმოდან პარტნიორის გასვლის და ყოველგვარი ბიზნეს ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შედგენილია 2015 წლის 24 ნოემბერს.

 

დასახელებულ გარიგებათა თარიღები მეტყველებს მასზედ, რომ შპს „გი-----ი შა---ის“ წილის გასხვისების მომენტისთვის გი-----ი შა---ისთვის ვერ იქნებოდა ცნობილი რამდენიმე თვის შემდეგ გაფორმებული გარიგების შინაარსი და 2015 წლის 24 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები.

 

ამავე მოსაზრების გათვალისწინებით საფუძველს მოკლებულია დასკვნა მასზედ, რომ 2015 წლის 21 სექტემბერს საზოგადოების წილის გასხვისების ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა 2015 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული გარიგებით დაწესებული შეზღუდვის თავიდან აცილება. ეს დასკვნა სასამართლოსთვის აშკარაა ვინაიდან 2015 წლის 21 სექტემბერს მხარეებს ვერ ექნებოდათ ინფორმაცია თუ რა შინაარსის ხელშეკრულება შედგებოდა მათ შორის 2015 წლის 24 ნოემბერს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საგამოძიებო ორგანოს მიმართ ჩამოყალიბებულ ო---- ედ--–-–---–-ს ჩვენებას, რომელიც მნიშვნელოვანია მხარეთა რეალური ნების ზუსტად დადგენის მიზნით, მხარის ჩვენებით: „კონკრეტული მოლაპარაკება გი-----ი შა---ესთან წილის გადაფორმებისას არ ჰქონია თუ როგორ განაწილდებოდა დავის წამოწყებით მიღებული თანხა. ჩვენ ვართ დიდი ხნის მეგობრები და პარტნიორები და რათქმა უნდა თუკი მისი საწარმოთი რაიმე თანხას მივიღებდი ებრაული მხარისგან გოგიმ კარგად იცოდა, რომ ჩემგან პატივისცემა ექნებოდა და გარკვეულ თანხებს მივცემდი როგორც უახლოეს მეგობარს“. 2015 წლის 21 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება 2015 წლის 24 ნოემბრამდე არ დამირეგისტრირებია საჯარო რეესტრში, რადგან არ მეჩქარებოდა და ამავდროულად ვარკვევდი ისრაელში აღნიშნული საქმის პერსპექტივას. ებრაულ იურიდიულ კომპანიასთან გავაფორმე იურიდიული ხელშეკრულება და მათ შპს „გი-----ი შა---ის“ სახელით მოსთხოვეს „რ-------–------------------------–----“-ს ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოდგენა, რათა დადგინდეს რა ოდენობის თანხის მოთხოვნის უფლება გააჩნია შპს „გი-----ი შა---ეს“. სასამართლოს დასკვნით, ო---- ედ--–-–---–-ს ჩვენება დამატებით მეტყველებს მოპასუხის სურვილზე რეალურად შეეძინა შპს „გი-----ი შა---ის“ წილი.

 

საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გარიგების მხარეებს რეალურად სურდათ საზოგადოების წილის ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენა, სადავო გარიგებას მოჰყვა შესაბამისი იურიდიული შედეგი. შპს „გი-----ი შა---ის“ რეგისტრირებულ მესაკუთრეს წარმოადგენს ო---- ედ--–-–---–-, რომელიც ახორციელებს საზოგადოების მართვას, მათ შორის კომპანიის უცხოური აქტივების მიღების მიზნით გადადგმული ნაბიჯების საშუალებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 58-62)

- დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი (ს.ფ 397-399)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო მოთხოვნა, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია რომ „რ-------–------------------------–----“-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 319-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ნასყიდობის საგნის ფასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მხარეებს აძლევს უფლებას შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე ნივთის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით. ხელშეკრულებაში მითითებული ფასი შესაძლებელია განსხვავდებოდეს ქონების რეალური საბაზრო ღირებულებისაგან, მაგრამ აღნიშნული წარმოადგენს შეთანხმებას მხარეთა ნებიდან გამომდინარე. მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასზედაც და სასამართლოს მოსაზრებით შპს „გი-----ი შა---ის“ წილის გასხვისების ღირებულება გარიგების მოჩვენებით ხასიათზე არ მეტყველებს.

 

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მოპასუხეების ქმედების მართლზომიერების გარკვევა უნდა განხორციელდეს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის კონტექსტში, რომლის თანახმად: ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასითებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი.

 

მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე მიუთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს.

მოჩვენებითი გარიგება, როგორც წესი, ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მისი უფლება შეილახა.

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო გარიგებათა მიმართ მოქმედებს ნამდვილობის პრეზუმფცია, შესაბამისად, პირი, რომელიც უფლების ნაკლსა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობაზე აპელირებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულია, მიუთითოს ისეთ ფაქტებზე და წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომელთა ინდივიდუალური და/ან ერთობლივი შესწავლა მინიმუმ შეარყევს სადავო სამართალურთიერთობის მართლზიმიერების პრეზუმფციას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ მიიჩნია დადასტურებულად 2015 წლის 21 სექტემბერს შედგენილი სადავო გარიგებების მოჩვენებითი ხასიათი (3.2.3.). სასამართლოს დასკვნით გი-----ი შა---ეს რელურად სურდა საზოგადოების წილის გასხვისება ხოლო ო---- ედ--–-–---–მა ასევე რეალურად შეიძინა შპს „გი-----ი შა---ის“ მთლიანი წილი.

 

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე რონ მილო მენეჯმენტ სერვისის სასარჩელო მოთხოვნები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 240 ლარის ოდენობით, რაც უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–8, 55–ე, 1991, 243–244–ე, 248–250, 257–ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. „რ-------–------------------------–----“-ს სასარჩელო მოთხოვნები 2015 წლის 21 სექტემბერს შედგენილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ასევე საზოგადოების პარტნიორის მიერ შპს „გი-----ი შა---ის“ წილის გასხვისებისა და დირექტორად ო---- ედ--–-–---–-ს დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე