გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/25847-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ხათუნა ბუცხრიკიძე
მოსარჩელე საქართველოს ო------------–------------------------------–---, შ-------, ჯ---------–----- და ს--–---–----ი დ-–--ს ს------------
წარმომადგენელი ბ--- პ---------
მოპასუხე შპს „ა-–--”
წარმომადგენელი ნ---- შ--–--------ე, ქ------- ბ-–--–---–ი
დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ა-–--“-ს დაეკისროს საქართველოს ო------------–------------------------------–---, შ-------, ჯ---------–-----ა და ს--–---–----- დ-–--- ს------------ს სასარგებლოდ ჯარიმის (პირგასამტეხლოს) - 23 672.50 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2--- წლის 1 ივლისს საქართველოს შ-------, ჯ---------–-----ა და ს--–---–----- დ-–--- ს------------სა და შპს „ა-–--“-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ მიიღო 81 048 ლარი უზრუნველყოფის საშუალების გარეშე, სესხით სარგებლობის პროცენტი - 0%. 2--- წლის 3--------------ს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 1.1 პუნქტში განხორციელებული ცვლილებებით სესხის ოდენობა განისაზღვრა 94 690 ლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 20 წელი. „სესხის მიმღები“ ვალდებული იყო სესხის აღებიდან 15 წლის შემდეგ თანხა დაებრუნებინა ყოველთვიურად, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, თანაბარი ოდენობით.
2--- წლის 1----–---- ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის თანახმად, „სესხის მიმღები“ ვალდებული იყო სესხის სახით აღებული თანხა გამოეყენებინა სამედიცინო დაწესებულების უწყვეტად მომსახურების განხორციელებისათვის.
სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელი და უწყვეტი მიწოდების დადასტურება ხდებოდა ჯანდ-–--- სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების სისტემის მეშვეობით. 2--- წლის მესამე კვარტალში არ დაფიქსირდა შპს „ა-–--“-ის მიერ ჯანდ-–--- სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის ფაქტი. დარღვეულ იქნა ხელშეკრულების პირობები და მე-2 მუხლის 2.9.2. პუნქტის თანახმად „სესხის მიმღებს“ გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილებები. ამასთან, ეცნობა სამედიცინო მომსახურების შეწყვეტისათვის დაკისრებული ჯარიმის თაობაზე ხელშეკრულების 2.8 პუნქტის შესაბამისად.
შპს „ა-–--“-მა 2017 წლის 2----------–ის N1---- წერილით განაცხადა თანხმობა სესხის ძირითადი თანხის გადახდაზე.
შპს „ა-–--“-მა 2018 წლის 3------ ს------------ს წერილობით დაუდასტურა გარემოება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის გადახდის თაობაზე, თუმცა ითხოვა პირგასამტეხლოსგან განთავისუფლება, რაზეც ს------------მ უარი განაცხადა.
0--07.2--- წელს ხელშეკრულების 2.8. პუნქტის მიხედვით, სესხის მიმღების მხრიდან სამედიცინო მომსახურების შეწყვეტის ან სხვა პირობების დარღვევის შემთხვევაში, სესხის მიმღებს ეკისრება ერთჯერადი ჯარიმა დაუბრუნებელი სესხის სრული მოცულობის 25%-ის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და სარჩელი არ ცნო. მისი მითითებით სამედიცინო მომსახურების შეწყვეტა ფორს-მაჟორით იყო გამოწვეული. მოპასუხემ იძულებით დაცალა იჯარით აღებული ფართი, რის გამოც ვეღარ შეძლო სამედიცინო საქმიანობის განხორციელება, მაგრამ საქმედიცინო საქმიანობა გაგრძელდა შპს „ა-–--“-ის 100% კაპიტალის მფლობელი შვილობილი კომპანიის, შპს „გ------------–---------------------------------–-------–------ის“ მიერ, რომელიც დღემდე არის ჩართული საყოველთაო ჯანდ-–--- პროგრამაში.
შპს „ა-–--“-ს და შპს „დ---ს“ შორის 2013 წლის 1------------ გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით, რომელიც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მთავარი არგუმენტი იყო. 2--- წლის იანვარში შპს „ა-–--“-ს მისი ნების, სურვილის და სხვა ფაქტორების საწინააღმდეგოდ შეუწყდა ხელშეკრულება. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, იჯარით აღებული ფართის დაცლა მოპასუხისათვის იყო ფორს-მაჟორი, რომელიც არ უნდა განიხილოს როგორც ხელშეკრულების პირობების დარღვევა და შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. „ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულების შეუფერხებლად ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის N3-- განკარგულების საფუძველზე, სს „ს------–-------------------------------------------–-----–------------“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოებისა და ამავე სს-ს მიერ სამედიცინო დაწესებულებების მიმართ წარმოქმნილი დიდი ოდენობის კრედიტორული დავალიანების მიზეზით, სამედიცინო დაწესებულების მხრიდან სამედიცინო მომსახურების უწყვეტად მიწოდების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად 2--- წლის 1 ივლისს საქართველოს შ-------, ჯ---------–-----ა და ს--–---–----- დ-–--- ს------------სა (კრედიტორი) და შპს -ს „ა-–--“ (მოვალე, მსესხებელი) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სესხის მიმღებმა მიიღო - 81 048 ლარი უზრუნველყოფის საშუალებისა და სარგებლის დარიცხვის გარეშე. სესხის მიმღები ვალდებული იყო, სესხი გამოეყენებინა სამედიცინო მომსახურების უწყვეტად განხორციელებისათვის. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 20 წელი. მსესხებელი ვალდებული იყო სესხის აღებიდან 15 წლის შემდეგ თანხა დაებრუნებინა ყოველთვიურად, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, თანაბარი ოდენობით.
ხელშეკრულების 2.8. პუნქტის მიხედვით, სესხის მიმღების მხრიდან სამედიცინო მომსახურების შეწყვეტის ან სხვა პირობების დარღვევის შემთხვევაში, სესხის მიმღებს ეკისრება ერთჯერადი ჯარიმა დაუბრუნებელი სესხის სრული მოცულობის 25%-ის ოდენობით, რაც თავის მხრივ არ ათავისუფლებს მას სესხის დაფარვის ვალდებულებისაგან.
2.9.2 პუნქტის თანახმად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სესხის მიმღები იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიერთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს/ჯარიმის ოდენობა. აღნიშნულის განმეორებითი შეუსრულებლობა ან /დ დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს/ჯარიმის გადაუხდელობა სესხის გამცემის მხრიდან შესაძლებელია გახდეს ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძველი.
2--- წლის 3--------------ს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 1.1 პუნქტში განხორციელებული ცვლილებებით სესხის ოდენობა განისაზღვრა 94 690 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2--- წლის 01----–---- Nპ---------- ხელშეკრულება;
- 31.10.2--- Nპ-----------1 ხელშეკრულება.
3.1.2. 2--- წლის მესამე კვარტალში მოპასუხემ შეწყვიტა სამედიცინო მომსახურება.
09.11.2--- წელს, ხელშეკრულების 2.9.2. პუნქტის თანახმად, მსესხებელს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება.
21.11.2--- წლის შპს „ა-–---მა“ დაადასტურა სამედიცინო მომსახურების შეწყვეტა და აღნიშნა, რომ მომსახურებას ახორციელებდა იჯარით აღებულ ფართში. „ს------–----------------–-- ე----მა“ მოულოდნელად შეუწყვიტა ხელშეკრულება, რის გამოც, მოუხდა საქმიანობის შეჩერება. ასევე მიუთითა, რომ საქმიანობას აგრძელებდა მისი შვილობილი კომპანია.
30.0--2017 წლის წერილით მოპასუხეს ეცნობა სამედიცინო მომსახურების შეწყვეტისათვის დაკისრებული ჯარიმის თაობაზე ხელშეკრულების 2.8 პუნქტის შესაბამისად.
შპს „ა-–---მა“ ს------------ს წერილობით დაუდასტურა გარემოება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის გადახდის თაობაზე, თუმცა ითხოვა პირგასამტეხლოსგან განთავისუფლება, რაზეც ს------------მ უარი განაცხადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 09.11.2--- წლის მიმართვა N0-------;
- 21.11.2--- წლის წერილი;
- 30.0--2017 წლის წერილი;
- 10.02.2017 წლის წერილი;
- 24.04.2018 წლის წერილი;
- 02.05.2018 წლის წერილი.
3.1.3. 17.02.2017 წელს მოპასუხემ სესხის ძირითადი თანხა დააბრუნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 17.02.2017 წლის საგადასახადო დავალება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ვალდებულების დარღვევისათის პასუხისმგებლობისაგან მოპასუხის გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრების გამომრიცხავი გარემოებების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა.
მოპასუხე მიიჩნევს, რომ ვალდებულების დარღვევა ფორს-მაჟორით იყო გამოწვეული, კერძოდ, მას მოულოდნელად მოუხდა იჯარით აღებული ფართის იძულებით დაცლა, რის გამოც ვეღარ შეძლო სამედიცინო საქმიანობის განხორციელება, მაგრამ სამედიცინო საქმიანობა გააგრძელა შვილობილმა კომპანიამ - შპს „გ------------–---------------------------------–-------–------მა“, რომელიც დღემდე არის ჩართული საყოველთაო ჯანდ-–--- პროგრამაში.
2--- წლის 1----–---- ხელშეკრულების 4.1. და 4.2. პუნქტების მიხედვით, ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული „სესხის გამცემის“ ან/და „სესხის მიმღების“ შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი.
სასამართლო განმარტავს, რომ ფორს-მაჟორული გარემოება არის ისეთი გარემოება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია. ეს არის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც დამოკიდებული არ არის ხელშეკრულების მონაწილეთა ნება-სურვილზე და მოქმედებაზე, რომლის წარმოშობითაც მონაწილეები აღმოჩნდებიან უუნარონი შეასრულონ მათ მიერ აღებული ვალდებულებები. განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში, აუცდენელი (გადაულახავი) გარემოებაა. როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში დაუძლეველ ძალას მიეკუთვნება ბუნებრივი მოვლენები (მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა, შტორმი, ზვავი და ა.შ.) და საზოგადოებრივი მოვლენები (ომი, გაფიცვა, აღმასრულებელი ხელისუფლების მორატორიუმი და ა.შ.). ამასთან, იმისათვის, რომ გარემოება ნამდვილად ჩაითვალოს ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებად, მას ყოველთვის უნდა ახასიათებდეს ორი ნიშანი: განსაკუთრებულობა და გადაულახავობა.
მოპასუხეს შპს „დ---სთან“ 10 წლის ვადით დადებული ჰქონდა იჯარის ხელშეკრულება და სამედიცინო საქმიანობას ახორციელებდა იჯარით აღებულ ფართში.
საქმეში წარმოდგენილი 30.12.2015 წლის შპს „დ---ს“ წერილით ირკვევა, რომ იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება ცალმხრივად ვადამდე თუ დამფუძნებელმა გაასხვისა კომპანიის კაპიტალში მისი კუთვნილი წილის 50%-ზე მეტი ან თუ მეიჯარეს საიჯარო ფართის გამოყენება სურს თავისი საქმიანობისათვის.
19.05.2015 წელს შპს „დ---ს“ წილის 95% იყიდა „ს------–----------------–-- ე----მა“. ხელშეკრულების სწორედ ზემომითითებულ პირობებზე დაყრდნობით, შპს „დ---მ“ 2--- წლის იანვარში მოპასუხესთან დადებული იჯარის ხელშეკრულება შეწყვიტა და განუსაზღვრა 1 თვის ვადა ფართის დასაცლელად.
არც ერთ ამ გარემოებას მოსარჩელე სადავოდ არ ხდის.
სასამართლო მიიჩნევს, რომ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მეიჯარის მხრიდან ნებისმიერ დროს მისი ცალმხრივად შეწყვეტის შესაძლებლობა არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასხვისდებოდა შპს-ს წილის არანაკლებ 50%, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ ფართი თავად მეიჯარეს დასჭირდებოდა. შესაბამისად, ამგვარი რისკის შესახებ მოპასუხისათვის ხელშეკრულების დადებისთანავე იყო ცნობილი. იგი ამ პირობას დაეთანხმა და ვალდებული იყო, ს------------საგან მიზნობრივი სესხის აღებისას თადარიგი დაეჭირა, რომ სამედიცინო საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდა. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე ვალდებულების დარღვევად განიხილავს 2--- წლის მესამე კვარტალში საქმიანობის შეწყვეტას, მაშინ, როცა იჯარა 2--- წლის იანვარში შეწყდა და თავად მხარის მითითებით, მან 1 თვის ვადაში დაცალა ფართი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს დაუძლეველ ძალას, რაც ხელშეკრულების მიხედვით, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო.
ასევე გასათვალისწინებელია 0--07.2--- წლის ხელშეკრულების 4.3 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა და ფართის დაცლა განხილული იქნება ფორს-მაჟორად, მოპასუხეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით დადგენილი პირობა თუ როგორ უნდა ემოქმედა ფორს-მაჟორის შემთხვევაში. სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ თავად დაადასტურა, რომ ცალკე წერილობით არ უცნობებია მოსარჩელისათვის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის, ფართის დაცლის და ალტერნატიული ფართის მოძებნამდე საქმიანობის განხორციელების შეუძლებლობის შესახებ, არამედ საკმარისად მიიჩნია ის, რომ „ჩააბარა ლიცენზია.“ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება და მოპასუხეც არ მიუთითებს, რომ მან მოსარჩელეს შესთავაზა ვალდებულების შესრულების ალტერნატიული ხერხი, კერძოდ, საქმიანობის გაგრძელება შვილობილი კომპანიის მიერ. მოპასუხემ მხოლოდ 2--- წლის ნოემბერში აცნობა მოსარჩელეს, რომ მისი შვილობილი კომპანია სამედიცინო მომსახურებას ახორციელებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები მოცემულ საქმეზე არ ასებობს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 319-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს, სპეციალური პროგრამის ფარგლებში, გადასცა მიზნობრივი უპროცენტო სესხი (სკ-ის 623-ე მუხლი), რომლის მიზანი იყო მოპასუხის მხრიდან სამედიცინო საქმიანობის უწყვეტად განხორციელების უზრუნველყოფა. სესხის მიმღები ვალდებული იყო, უწყვეტად განეხორციელებინა სამედიცინო მომსახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უნდა გადაეხადა მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო (იხ. 3.1.1 პუნქტი).
დადგენილია ასევე, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო სამედიცინო მომსახურების უწყვეტად განხორციელება, რის გამოც, სესხი ვადამდე შეწყდა და მოპასუხეს დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო (იხ. 3.1.2 პუნქტი).
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს დარიცხვის მართლზომიერებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირება არის ე.წ „სასამართლოს შესაგებელი.“ ისეთ პირობებშიც კი, თუ მხარე პირდაპირ არ ითხოვს პირგასამტეხლოს შემცირებას, სასამართლო, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემთხვევაში, უფლებამოსილია, გამოიყენოს ამ ნორმით მინიჭებული დისკრეცია.
პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში სასამართლო მხოლოდ ხელმძღვანელობს მხარეთა შეჯიბრს. ამ პროცესში, მონაწილეობენ მოთხოვნის კრედიტორი, რომლის მიმართაც დარღვეულია ვალდებულება და მოვალე/მოპასუხე, რომელიც მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებას - პირგასამტეხლოს მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ განაკვეთად. ამ დროიდან, უკვე სასამართლო იწყებს პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას. საგულისხმოა, რომ ამ პროცესში მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი. თუმცა, საგულისხმოა, რომ თუ მხარე სადავოდ არ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას (გონივრულობას), მაგრამ საერთოდ გამორიცხავს მისი დაკისრების წინაპირობების არსებობას, უპრიანია სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობაც შედავებულად მიიჩნიოს და შეაფასოს მისი გონივრულობა; ასეთ ვითარებაში, ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს მხარის ნება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არათუ პირგასამტეხლოს ოდენობას ხდის სადავოდ, არამედ საერთოდ პირგასამტეხლოს დაკისრებას არ ეთანხმება. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები (იხ. სუსგ N ას-318-301-2017).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - სესხის მიმღების მხრიდან ერთჯერადად დაუბრუნებელი სესხის სრული მოცულობის 25% და იგი გონივრულ ოდენობამდე უნდა შემცირდეს.
„რაც შეეხება, სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებს მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა“ (იქვე).
სასამართლო ითვალისწინებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს და მიზეზს, მოპასუხის მითითებას მის ქონებრივ მდგომარეობაზე, ასევე იმ გარემოებას, რომ სესხის ძირითადი თანხა მან უკვე დააბრუნა და გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა 23 672.50 ლარიდან შემცირდეს 5000 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს ო------------–------------------------------–---, შ-------, ჯ---------–-------------–---–---------–--- ს------------ს სარჩელი შპს ,,ა-–--"-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,ა-–--" საქართველოს ო------------–------------------------------–---, შ-------, ჯ---------–-------------–---–---------–--- ს------------ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს -5000 ლარის გადახდა.
3. დანარჩენ ნაწილში საქართველოს ო------------–------------------------------–---, შ-------, ჯ---------–-------------–---–---------–--- ს------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. შპს ,,ა-–--" დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა, რომელიც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დ-–--თ თბილისის საქალაქო სასამართლოს (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია