განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
330100118002423095
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1--------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

08 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: ი-----–- ქ--------

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ა--- ო-----ი

მამის სახელი: ნ-----

დაბადებული: 0----------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------–-------–---–-----

პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 1--------- წელი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი

აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ა--- ო-----ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ა--- ო-----ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 16 აპრილს დაახლოებით 1500 საათზე თბილისში, ბ-------------–----–-------------------------------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში მყოფ მ------ რ-----–-–---–ს, ყოფილი მეუღლე ა--- ო-----ი სატელეფონო საუბრისას დაემუქრა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით. კერძოდ უთხრა, რომ მიდიოდა მასთან სახლში და ყელს გამოჭრიდა, რაზეც მ------ რ-----–-–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ რ-----–-–---–მა განმარტა, რომ ა--- ო-----ი არის მისი ყოფილი ქმარი და ყავთ საერთო შვილი. დაახლოებით 4 წლის წინ განქორწინდნენ, რის შემდეგაც ქონდათ კონფლიქტი, ძირითადად იმ მიზეზით, რომ ბრალდებული არ ასრულებდა მამის ფუნქციას და არ უწევდა მორალურ და მატერიალურ დახმარებას შვილს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ არ მიეცა შვილის ნახვის უფლება. იმავდროულად ფიქრობდა, რომ ა--- ო-----ი ბავშვზე მოახდენდა ცუდ გავლენას, აღნიშნულს აპროტესტებდა ა--- ო-----ი. მოწმემ განმარტა, რომ მათ შორის მცირე სიტყვიერ შეურაცხყოფას ქონდა ადგილი, თუმცა სერიოზული დაპირისპირება არასდროს ქონდათ. სოციალური ქსელ ,,Facebook-ის“ საშუალებით მას დაეკონტაქტა ა--- ო-----ის საცოლე ა--------------, რა დროსაც მოწმემ გადაწყვიტა ამ უკანასკნელისათვის ეცნობებინა ბრალდებულის რეალური პიროვნების შესახებ და გაუგზავნა ა--- ო-----ის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, სადაც ეს უკანასკნელი ითხოვდა შერიგებას. დაახლოებით 10-15 წუთში დაურეკა ა--- ო-----მა უცენზურო სიტყვებით და უთხრა: ,,ახლა მანქანაში ვზივარ, მოვდივარ, ყელი უნდა გამოგჭრა, უნდა მოგკლა“. ბრალდებული ამ დრომდე მას არასდროს დამუქრებია, თუმცა ჩათვალა, რომ იყო აფექტურ მდგომარეობაში და მუქარა იყო რეალური, ამიტომ საუბრიდან დაახლოებით 10-20 წუთში დარეკა სსიპ ,,112-ში“. სმს შეტყობინებები პოლიციისთვის არ წარუდგენია, რადგან სანამ პოლიციაში დარეკავდა სოციალურ ქსელში დაბლოკა ა--- ო-----ი და ა-------------- და წაშალა ყველაფერი. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მოცემულ ფაქტამდე ბრალდებული არასდროს დამუქრებია. ამასთან არასდროს დაუნახავს დანა და იარაღი ბრალდებულის ხელში, არ უნახავს ა--- ო-----ის სხვასთან კონფლიქტი სიმთვრალეში. თავიდან არ უნდოდა პოლიციაში დარეკვა, თუმცა ბავშვის ძიძამ ურჩია თავის დაზღვევის მიზნით. პოლიციაში დარეკვამდე ყოყმანობდა, რადგან ფიქრობდა, რომ ა--- ო-----ის მხილების შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ბრალდებულის გარემოცვას მასზე შური ეძია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- ა-----მ განმარტა, რომ არის მ------ რ-----–-–---–ის ჯგუფელი და დაახლოებით 2012-2013 წლებში გაიცნო ბრალდებული ა--- ო-----ი, რა დროსაც ეს უკანასკნელი მ------ რ-----–-–---–თან უკვე დაშორებული იყო, თუმცა მოდიოდა ბავშვთან. ყოფილ მეუღლეებს ქონდათ ჩვეულებრივი ურთიერთობა, მცირე კონფლიქტი კი მოსდიოდათ ძირითადად იმიტომ, რომ მ------ რ-----–-–---–ს სურდა ბავშვის გაზრდაზე პასუხისმგებლობა გაენაწილებინა ა--- ო-----საც. მოწმემ განმარტა, რომ ერთ დღეს დაუკავშირდა მ------ი და უთხრა, რომ კონფლიქტი მოუვიდა ა--- ო-----ის საცოლესთან, რის შემდეგაც ა---მა დაურეკა მუქარით. რადგან მ------ი ცხოვრობს მარტო, შეეშინდა და თავის დაცვის მიზნით დარეკა საპატრულო პოლიციაში და იმავე დღეს მისცა ჩვენება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--- მ----–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 16 აპრილს განყოფილებაში შევიდა მ------ რ-----–-–---–ის შეტყობინება, რომ ყოფილი მეუღლე ა--- ო-----ი ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. გამოკითხვისას მ------ რ-----–-–---–მა დეტალურად აღწერა მომხდარი ფაქტი და თქვა, რომ კონფლიქტი ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან. ამასთან, გამოიკვეთა პიროვნება - ა--------------, რომელსაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაძლოა ჰქონოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად დათვალიერდა ა--------------ს სოციალურ ქსელ ,,Facebook-ის“ გვერდი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ--------- ბ-----–-–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 16 აპრილს გამომძიებელმა გ--- მ----–---–მა დაიწყო გამოძიება ა--- ო-----ის მიერ ყოფილი მეუღლის მ------ რ-----–-–---–ის მიმართ მუქარის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა ბრალდებულის შეყვარებულ ა--------------ს სოციალურ ქსელ ,,Facebook-ის“ გვერდი და ამოღებული იქნა მ------ რ-----–-–---–ისა და ა--------------ს მიმოწერები, რაც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-------------მა განმარტა, რომ მან იცოდა, რომ ა--- ო-----ი ცოლს იყო გაშორებული და ყავდა 5 წლის შვილი, ბრალდებულს ყოფილ ოჯახთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში დადეს საერთო ფოტოები, ყოფილმა მეუღლემ ა---ს აუკრძალა ბავშვის ნახვა. იმავე პერიოდში მოწმემ სოციალურ ქსელ ,,Facebook-ში“ მიიღო ა--- ო-----ის ყოფილი ცოლისგან მ------ რ-----–-–---–ისგან ვრცელი შეტყობინებები, რაც შეეხებოდა ყოფილი მეუღლეების ერთად გამგზავრებას გურიაში, სადაც ა--- ო-----ი მ------ რ-----–-–---–ს სთხოვდა შერიგებას, რაც მისივე განმარტებით იყო იმის დასტური, რომ ბრალდებული ატყუებდა ა-------------ს. ბრალდებულმა აუხსნა, რომ მ------ რ-----–-–---–მა მიწერა სპეციალურად, რომ გაემწარებინა. მოწმემ განმარტა, რომ მიმოწერაში დაფიქსირებულია მათი დიალოგი, სადაც ასევე მითითებულია მ------ის მინაწერი ,,გავანადგურებ“.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები:

 

2018 წლის 16 აპრილის მ------ რ-----–-–---–ის შეტყობინების თანახმად, ყოფილი მეუღლე ა--- ო-----ი სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მიდის მის მისამართზე.

2018 წლის 16 აპრილის დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა მ------ რ-----–-–---–ის მობილური ტელეფონი, რომლის შემავალ და გამავალ ზარების ველში 2018 წლის 16 აპრილს 1503 საათზე ფიქსირდება შემავალი ზარი, რომელსაც აწერია სახელი - ,,ო-----ი 1“, მის ქვევით კი მითითებულია ტელეფონის ნომერი 5--------, საუბრის ხანგრძლივობით - 56 წამი. ტელეფონში 1505 საათზე ფიქსირდება გამავალი ზარი სსიპ ,,112-ში“, ხოლო 1508 საათზე გამავალი ზარი ,,ო-----ი 1-თან“ ნომერზე 5--------, რომელიც მ------ რ-----–-–---–ის განმარტებით ეკუთვნის ა--- ო-----ს.

2018 წლის 28 აპრილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა შსს-ს ს---------------------------–------------------------–--- ორი ცალი აუდიო ჩანაწერის ფაილი: მეორე აუდიო ჩანაწერის მოსმენისას გარკვევით ისმის, რომ შსს სსიპ ,,112-ში“ რეკავს ქალბატონი, რომელიც აფისქირებს სახელს და გვარს - მ------ რ-----–-–---–ი და ოპერატორს სთხოვს საპატრულო პოლიციის მისვლას ი---ში, ბ-------------–----–---------------------ში მდებარე ს-----------–----------–----------–------------------------------–------------ში. ოპერატორს მ------ რ-----–-–---–ი პასუხობს, რომ საპატრულო პოლიციას იძახებს, რადგან ყოფილი ქმარი მასთან მიდის და პარალელურად ემუქრება მოკვლით, ასევე განუმარტავს მის სახელს და გვარს პასპორტით - ა--- ო-----ი, ამასთან მ------ რ-----–-–---–ი სთხოვს - დაუჩქარონ.

2018 წლის 17 აპრილის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი მ------ რ-----–-–---–ი, რომელსაც მიადგა მორალური სახის ზიანი.

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ა--------–---–-ს და მ------ რ-----–-–---–ის მიმოწერა სოციალურ ქსელ ,,Facebook-ში“.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა--- ო-----ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. იმავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ბრალდებულ ა--- ო-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამართლო განმარტავს, რომ იმ ფაქტის სამართლებრივი შეფასებისათვის, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა ა--- ო-----მა მიერ მ------ რ-----–-–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, სასამართლოს არასაკმარისი და არადამაჯერებელია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, სხდომაზე არ გამოკვლეულა რაიმე სახის სხვა მტკიცებულება, რაც პირდაპირ დაადასტურებდა აღნიშნული ქმედებების ბრალდებულის მიერ განხორციელებას, გარდა თავად დაზარალებულ მ------ რ-----–-–---–ის ჩვენებისა და შესაბამისად, მის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახებისას დაფიქსირებული შეტყობინებისა, რომლის თანახმადაც: 2018 წლის 16 აპრილს დაახლოებით 1500 საათზე თბილისში, ბ-------------–----–-------------------------------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას მ------ რ-----–-–---–ს დაურეკა ყოფილმა მეუღლემ - ა--- ო-----მა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობის მუქარით. დაზარალებულს კი გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული იმ დრომდე არასდროს დამუქრებია და მის ხელში არასდროს უნახავს რაიმე სახის იარაღი. შიშის მიზეზად მ------ რ-----–-–---–მა მიუთითა მხოლოდ მისი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ა--- ო-----ი იყო აფექტში.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულის ჩვენება და მის მიერ საპატრულო პოლიციის გამოძახებისას დაფიქსირებული შეტყობინება (ინფორმაციის ერთი წყარო) წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას ა--- ო-----ის მიერ შესაძლო მუქარის ჩადენის ფაქტზე.

ამასთან, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს სპეციფიურ მუხლს და ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, სხვა გარემოებებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია დაზარალებულების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა არსებული, ან მოსალოდნელი საფრთხის რეალურ აღქმასთან დაკავშირებით.

დანაშაულის შემადგენლობისათვის გადამწყვეტი არ არის მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. შიშის საფუძვლიანობის დასადგენად, სასამართლომ არ უნდა იხელმძღვანელოს არც მხოლოდ სუბიექტური და არც მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით. თუ იხელმძღვანელებს მხოლოდ სუბიექტური კრიტერიუმებით, მაშინ მუქარად უნდა აღვიქვათ მშიშარა ადამიანის მიმართ შემთხვევით წამოცდენილი არასერიოზული მუქარაც. თუ იხელმძღვანელებს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, მაშინ მუქარად უნდა დაკვალიფიციერდეს ისეთი შემთხვევაც, როცა ჩვეულებრივი ფსიქიკური კონსტიტუციის მქონე ადამიანისათვის ეს მუქარა შიშის მომგვრელია, მაგრამ ამ შემთხვევაში პირს, რომელსაც დაემუქრნენ, საერთოდ არ გასჩენია მუქარის განხორციელების შიში, რაც ასევე არ იქნება გამართლებული. ამდენად, საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური კრიტერიუმებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას, სასამართლომ უნდა წარმოიდგინოს ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი და განსაზღვროს, ჩათვლიდა, თუ არა ასეთი ადამიანი ამ მუქარას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეალურად. ამ დროს მხედველობაში აუცილებლად მიიღება დამმუქრებლის პიროვნება (აგრესიული, კონფლიქტური, ნასამართლევი, სხვადასხვა მძიმე, განზრახი დანაშაულებისათვის, შემაკავებელი ორდერის, ოჯახური ძალადობის, სერიოზული კონფლიქტის, ან მგავსი ფაქტის წარსულში არსებობა) ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, მუქარის გამოხატვის ხერხი, მისი არაერთგზისობა, ან არაერთჯერადობა, პირის შეიარაღება მუქარის წარმოთქმისას და ა. შ.

მოცემულ შემთხვევაში კი დაზარალებულის განმარტებით, მას წარსულში არასდროს ქონდა მსგავსი დაძაბული ურთიერთობა, ან კონფლიქტი ბრალდებულთან (თუ არ ჩავთვლით ცოლ-ქმარს შორის მცირე შელაპარაკებას, ან შეურაცხყოფას, რაც პრაქტიკულად ყველა ოჯახში ხდება), არ უნახავს მისი კონფლიქტი (მათ შორის არაფხიზელ მდგომარეობაში) სხვა პირთან, რაიმე სახის იარაღი მის ხელში, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ ფაქტი და ფაქტისადმი მისი დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში გადმოცემულია გაზვიადებულად და მისი წინარე მოქმედებები (მიმოწერა ა-------------თან, ა--- ო-----თან) მეტწილად მაპროვოცირებელი იყო მოვლენათა შესაძლო ამგვარი განვითარებისათვის. ასევე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა, მისივე განმარტებით, პოლიციაში გარკვეული პერიოდის შემდეგ დარეკა და ისიც მას შემდეგ, რაც ბავშვის ძიძამ ურჩია.

ამასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს, რომ შესაძლო დანაშაულის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა ,,ფორმალური ერთობლიობა’’, არამედ საკმარისი, დამაჯერებელი, სარწმუნო, ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობაა აუცილებელი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის შესახებ სასამართლო სხდომაზე განმარტა მხოლოდ დაზარალებულმა და მისმა მეგობარმა - ნ----- ა-----მ, თუმცა დადგენილია, რომ ამ უკანასკნელმა აღნიშნულის შესახებ იცოდა სწორედ დაზარალებულისაგან და თავად ფაქტს - მ------ რ-----–-–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის შესახებ მუქარას, არ შესწრებია.

ცხადია, ასეთი ჩვენება წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კი ირიბ ჩვენებას მართალია დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს, თუმცა პრაქტიკის მიხედვით არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას(ებს).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იმავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. თუმცა იმავე გადაწყვეტილების თანახმად - ,,საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.

გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდება დაუშვებელია და გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ ირიბი ჩვენებებისა ან/და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე.

ირიბი მტკიცებულების გამოყენებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეულ შემთხვევაში დგას საკითხი, არსებობდა თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მათ შორის ღონისძიებები, რომელიც ასეთი მოწმის ჩვენების სანდოობის სამართლიანი და სათანადო შეფასების საშუალებას იძლევა. მსჯავრდება შეიძლება დაფუძნებული იყოს ამგვარ მტკიცებულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა (იხილეთ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [GC], cited above, § 147).

სხვა საქმეზე სასამართლო განმარტავს, რომ ირიბი მოწმის ჩვენება არ უნდა იყოს არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი მსჯავრდებისათვის, 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმე - ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (SCHATSCHASCHWILI v. GERMANY) სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულება არ უნდა იყოს ,,გადამწყვეტი” და არ უნდა განაპირობებდეს განმცხადებლის მსჯავრდებას. იმავე გადაწყვეტილებით ეროვნული სასამართლო ვალდებული იყო განსაკუთრებული სიფრთხილე გამოეჩინა მოწმეთა სანდოობის შეფასებისას, ვინაიდან არც დაცვის მხარეს და არც სასამართლოს შეეძლო მოწმეთათვის სასამართლო სხდომაზე დაესვათ კითხვები და დაკვირვებოდნენ მათ ქცევას.

სასამართლო აღნიშნავს - რომ ,,ერთადერთი” მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 131). ,,გადამწყვეტი” მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგანაც ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელოვნების მტკიცებულება მაღალი ალბათობით საქმის შედეგის განმაპირობებელია. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებული იქნება მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე.

მოცემულ შემთხვევაში მართალია სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ნ----- ა----- და ბრალდებულს ქონდა შესაძლებლობა დაესვა მისთვის კითხვები, თუმცა მოწმემ დაადასტურა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის წყარო იყო თავად დაზარალებული, ამ უკანასკნელის ჩვენება კი როგორც აღინიშნა ერთის მხრივ წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას განსახილველ საქმეზე, ხოლო მეორეს მხრივ მის მიერ აღწერილი ფაქტები და ფაქტისადმი მისი დამოკიდებულება, სასამართლოს შეფასებით, არადამაჯერებელია და გადმოცემულია გაზვიადებულად.

 

ამდენად, სასამართლომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, დადგენილად სცნო, რომ ბრალდებულ ა--- ო-----ის მხრიდან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად არ დასტურდება ოჯახის წევრის - ყოფილი მეუღლის მ------ რ-----–-–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და შესაბამისად, ა--- ო-----ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 270-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა--- ო-----ი (პ№0----------) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ა--- ო-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.

ა--- ო-----ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

განემარტოს გამართლებულს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შსს ს-------------------------–------------------------–------ გადმოგზავნილი აუდიო ჩანაწერები 01 დისკზე, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

ა--- ო-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული SAMSUNG J5“-ის მოდელის ტელეფონი, რომელიც ინახება შ--------------------------------–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე