გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.11.2018
საქმის ნომერი
330310117002148107
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7218-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე- ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი- გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელეები - 1. გ-------------–-–---–ი; 2. ა------------–---–ი; 3. რ-–------–------ა; 4.შ--–------------ე; 5. ვ-–--------–---–ია; 6. კ------------ე; 7. ლ--------–-----–--ე; 8.-------–--–--------ე; 9. ლ-------–----ე; 10. თ----------–---------–იანი; 11. თ-------------–---–ი; 12. მ------------–---–ი; 13. ნ------------------ია; 14. ა-----–---------ე; 15.რ------------უა; 16. ლ-----------–---

წარმომადგენელი-თ------–--–------------–-----------ა(შ--–------------ის წარმომადგენელი)

მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წარმომადგენელი - ფ---------–-------

მესამე პირები - 1. შპს ,,---------’’; 2. შპს ,,ს---------–-----ე’’(ასკ 16.2 მუხლი)

დავის საგანი -ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017წლის 29 სექტემბრის №--- განკარგულება ,,ქ.თბილისში, ვა-----------–------–--------------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთებზე(საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების შესახებ’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 1-17).

 

მოსარჩელეთა განმარტებით, ქ.თბილისში, ნ--–--------------------------–------------------–---–------------------ და შპს ,,ს---------–-----ის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე(საკ.კოდი: №01.14.02.025.0--, №01.14.02.025.0--) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №--- განკარგულებით დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გეგმა(მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების გეგმის კორექტირებული პროექტი). მათივე განმარტებით, მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით: №01.14.02.025.0-- და №01.14.02.025.0-- მდებარეობს საცხოვრებელ ზ-------–ი, რომლის განაშენიანების რეგულირების პარამეტრები ტექნიკური მაჩვენებლების მიხედვით არის კ1=0,5 კ2=2,5 კ3=0,1. განაშენიანების რეგულირების გეგმით დამტკიცდა განაშენიანების ახალი პარამეტრები, კერძოდ, კ1=0,5 კ2=4,3, კ3=0,1.

 

მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთებისათვის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის(მგგ) ფუნქციური ზონირებით დადგენილი კოეფიციენტია კ2=2,5. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №--- განკარგულებით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი- კ2 თითქმის ორჯერ არის გაზრდილი და მიიჩნევენ, რომ ხსენებული კოეფიციენტის გაზრდა არ არის საკმარისად დასაბუთებული, კერძოდ- არ არის გათვალისწინებული კანონით დადგენილი მაკომპენსირებელი ღონისძიებები და საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა. მოსარჩელეები ასევე აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ შესაბამისი გრგ შეთანხმებული იყო 2016წელს, ხოლო მშენებლობა არ განხორციელდა დადგენილ ვადებში (დასრულდა მხოლოდ ერთი ბლოკი). 7 წლის გასვლის შემდეგ ვითარება მთლიანად შეიცვალა. საცხოვრებელი უბანი, კვარტალი ქალაქს ისევ უკავშირდება მხოლოდ ერთი მისასვლელი გზით, რომელიც დღეის მდგომარეობითაც კი ვერ უზრუნველყოფს სატრანსპორტო ნაკადების შეუფერხებელ მოძრაობას. აღნიშნული ტერიტორიების მახლობლად აშენდა რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, მკვეთრად გაუარესდა ნუცუბიძის ქუჩაზე სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობის პირობები. აღნიშნული სამშენებლო კომპლექსი(ჯამში იგეგმება 10 მრავალბინიანი და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება) ვეღარ პასუხობს დღევანდელ დღეს შექმნილ ფაქტობრივ მდგომარეობას და იწვევს სატრანსპორტო პრობლემებს, არ უზრუნველყოფს ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს და უპირისპირდება სხვა საზოგადოებრივ ინტერესებს, მათ შორის არ არის უზრუნველყოფილი მიწისქვეშა კომუნიკაციების სათანადო გამტარუნარიანობა. განსაკუთრებით დიდი პრობლემა იქმნება მისასვლელი გზის კუთხით. საცხოვრებელ კვარტალში(ზემოხსენებულ საკადასტრო კოდებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე) არსებობს მხოლოდ ერთი მისასვლელი გზა(ნუცუბიძის ქუჩიდან), რომელიც დღეის მდგომარეობითაც კი ვერ აკმაყოფილებს უბნის სატრანსპორტო გამტარუნარიანობას. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულების და 10 ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულების შემდგომ კი, სრულად წარმოუდგენელი იქნება, რომ არსებულმა მისასვლელმა გზამ უზრუნველყოს ნორმალური გამტარუნარიანობა. იგივე ეხება ხსენებულ ტერიტორიაზე (საცხოვრებელ კვარტალში).

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვენ მის ბათილად ცნობას.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული განკარგულება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

2.2.1. მესამე პირმა - შპს ,------------- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეებს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

2.2.2. მესამე პირმა - შპს ,,ს---------–-----ემ’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეებს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ნ--–-------------------–- მდებარე უძრავი ქონება, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 5042.00კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ-------------–-–---–ის(სადარბაზო 4, სართული 5, ბინა №65, ბლოკი A, ფართი 70.90 კვ.მ.), რ-–------–------ას(სადარბაზო 1, სართული 6, ბინა №10, ბლოკი A, ფართი 106.50კვ.მ.), შ--–------------ის(სადარბაზო 4, სართული 8, ბინა №73, ბლოკი A, ფართი 117.70 კვ.მ.), ვ-–--------–---–იას (სადარბაზო 2, სართული 4, ბინა №102, ბლოკი B, ფართი 61.00 კვ.მ.), კ------------ის(სადარბაზო 4, სართული 4, ბინა №59, ბლოკი A, ფართი 79.70 კვ.მ.), ლ--------–-----–--ის (სადარბაზო 3, სართული 3, ბინა №108, ბლოკი B, ფართი 117.50კვ.მ.), ო-----–--–--------ის(ავტოსადგომი, ბლოკი A, №25 16.00 კვ.მ.), ლ-------–----ის(სადარბაზო 2, სართული 3, ბინა №99, ბლოკი B, ფართი 109.10 კვ.მ.), თ----------–---------–იანის(სადარბაზო 4, სართული 7, ბინა №71, ბლოკი A, ფართი 79.13 კვ.მ.), თ-------------–---–ის (სადარბაზო 3, სართული 8, ბინა №45, ბლოკი A, ფართი93.80კვ.მ.), მ------------–---–ის (სადარბაზო 2, სართული 1, ბინა №96, ბლოკი B, ფართი 56.70 კვ.მ.), ა-----–---------ის(სადარბაზო 4, სართული 4, ბინა №57, ბლოკი A, ფართი 61.70 კვ.მ.), რ------------უას (სადარბაზო 3, სართული 8, ბინა №46, ბლოკი A, ფართი 118.20 კვ.მ.) და ლ-----------–--ის(სადარბაზო 4, სართული 5, ბინა №63, ბლოკი A, ფართი 60.03 კვ.მ.) სახელზე, ხოლო ქ.თბილისში, ნ--–-------------------------------–---------------------------------------------- მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 13474.00კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ა------------–---–ის და ნა---–--–-------- (ფართი: მშენებარე, სართული 12, ბინა №42, ფართი 42.00 კვ.მ.) სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 68-97)

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 11 მარტის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ნ--–-------------------------------–------------------ მდებარე უძრავი ქონება, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 480.00კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 25/57; 01.14.02.025.0--- შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: მშენებარე, 2016წლის 11 მარტიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,---------’’-ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 11/03/2016წ.(იხ. ტომი 2, ს.ფ. 154-155)

 

3.1.3. 2016 წლის 25 აგვისტოს, შ--–------–-–---–მა №A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, ნ--–-------------------------------–----------------- ნაკვეთი №25/63) მდებარე მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში ცვლილების შეტანა.

 

2016 წლის 25 აგვისტოს ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებით (დოკუმენტი №2------) თანხმობა მიეცა ქ.თბილისში, ვ------------–------–---------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი სახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში(საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--) ჩამატებაზე.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 ოქტომბრის №316 განკარგულების თანახმად, შეტანილი იქნა ცვლილება ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 11 ოქტომბრის №1507 განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში და საპროექტო არეალში დაფიქსირდა შემდეგი საკადასტრო ერთეულები: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ--–------–-–---–ის 2016 წლის 25 აგვისტოს №A-------- განცხადება(იხ. ტომი 2, ს.ფ. 150-151)

-ზონალური საბჭოს 2016წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება(დოკუმენტი №2------) (იხ. ტომი 2, ს.ფ. 152-153)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11ოქტომბრის №316 განკარგულება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 192)

 

3.1.4. 2017 წლის 13 აპრილს, შ--–------–-–---–მა №A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, ნ--–-------------------------------–----------------- ნაკვეთი №25/63) მდებარე მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის შეთანხმება.

 

ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2017 წლის 20 აპრილის №16 სხდომის ოქმის თანახმად, თანხმობა მიეცა ქ.თბილისში, ვ------------–------–---------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთებზე(საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის შეთანხმებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ--–------–-–---–ის 2017 წლის 13 აპრილის №A-------- განცხადება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 37-38)

- ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2017 წლის 20 აპრილის №16 სხდომის ოქმი(იხ. ტომი 2, ს.ფ. 69-72)

 

3.1.5. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა 2017 წლის 04 ივლისს №01-0---------- წერილით (რეგ. №04/7708) მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოითხოვა მორიგ სხდომაზე ყოფილიყო განხილული ქ.თბილისში, ვ------------–------–---------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთებზე(საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტი.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №18 რიგგარეშე სხდომის ოქმის თანახმად(დღის წესრიგის მე-4 საკითხი) ირკვევა, რომ ,,ქ.თბილისში, ვ------------–------–---------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთებზე(საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების შესახებ’’ საკითხი საკრებულოს სხდომაზე წარადგინა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე კორექტირებით წარდგენილია მიწის ნაკვეთის დამატება, რომელზეც მდებარეობს მშენებარე საცხოვრებელი კორპუსი, რომლის სამშენებლო განვითარება უკვე რამდენიმე წელია ვერ ხერხდება. აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეერთების შემდეგ, საპროექტო არეალის განვითარება მოხდება გაერთიანებული გრგ-ს ფარგლებში. კენჭისყრის შედეგად(მომხრე - 22, თავი შეიკავა - 0, წინააღმდეგი - 0)გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №--- განკარგულების თანახმად, დამტკიცებული იქნა ქ.თბილისში, ვ------------–------–---------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთებზე(საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტი, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ გვერდზე (www.tas.ge) რეგისტრირებული №A-------- განაცხადის შესაბამისად. განმარტებითი ბარათის თანახმად ირკვევა, რომ კორექტირების ძირითად მიზანს წარმოადგენდა განაშენიანების რეგულირების ძირითადი პარამეტრის კ-2 გადამეტება, რაც განპირობებული იყო გაჩერებული მშენებლობის სტიმულირებით და დაზარალებული მენაშენეების დაკმაყოფილებით(შემოემატა ნაკვ. N025.0--).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა 2017 წლის 04 ივლისს №01-0---------- წერილი (რეგ. №04/7708) (იხ. ტომი 2, ს.ფ. 64)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017წლის 29სექტემბრის №18 რიგგარეშე სხდომის ოქმი(იხ. ტომი 2, ს.ფ. 110-116)

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017წლის 29სექტემბრის №--- განკარგულება ,,ქ.თბილისში, ვა-----------–------–--------------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთებზე(საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების შესახებ’’(იხ.ტომი 1, ს.ფ. 18)

-განმარტებით ბარათი(იხ. ტომი 2; ს.ფ. 49-61)

 

3.1.6. საქმეში წარმოდგენილი ტრანსპორტის და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის 2017 წლის 27 მარტის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ ნ--–------------ ,,ა’’ და ,,ბ’’ კორპუსის მისასვლელი გზის გამტარუნარიანობა ჩატარებული კვლევების მიხედვით არ აკმაყოფილებს მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. აღნიშნულ კომპლექსთან(№127 ,,ა’’ და ,,ბ’’ კორპუსი) ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობით აღნიშნულ სატრანსპორტო კვანძზე სატრანსპორტო ნაკადის გაზრდა-დამატება გამოიწვევს სატრანსპორტო კვანძის გადატვირთვას, ქუჩის გამტარუნარიანობა ვერ დააკმაყოფილებს მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს და გამოიწვევს მათი ნორმების დარღვევას. ამასთან, გაუთვალისწინებელ და ექსტრემალურ სიტუაციებში სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებების(სასწრაფო, სახანძრო და სხვ.) მოძრაობა შეუძლებელი გახდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ტრანსპორტის და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის 2017 წლის 27 მარტის ექსპერტიზის დასკვნა(იხ. ტომი 1, ს.ფ. 52-57)

 

3.1.7. საქმეში წარმოდგენილია ექსპერტ გ-----------------–---–ის 2018წლის 31აგვისტოს საექსპერტო დასკვნა ქ.თბილისში, ნ--–--------------------ე(ს/კ: №01.14.02.025.0--) საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებულ პროექტზე, რომლის თანახმად:

1. ექსპერტიზაზე წარდგენილი - ქ.თბილისში, ნ--–--------------------ე(ს/კ: №01.14.02.025.0--) საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებულ პროექტი - და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ შეესაბამება ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს მთავრობის №59 (15/01/2014წ.) დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით - ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებით’’ განსაზღვრულ, ძირითადი პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლისათვის საჭირო მოთხოვნებს;

2. ექსპერტიზაზე წარდგენილი - ქ.თბილისში, ნ--–--------------------ე(ს/კ: №01.14.02.025.0--) საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებულ პროექტი - არ შეესაბამება თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული გეგმარებითი დავალების მოთხოვნებს (08/10/2018წ.);

3. ექსპერტიზაზე წარდგენილი - ქ.თბილისში, ნ--–--------------------ე(ს/კ: №01.14.02.025.0--) საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებულ პროექტის სატრანსპორტო სქემები არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის №41 (28/01/2016წ.) დადგენილებით დამტკიცებული(ცვლილებები დამტკიცებულია 20/11/2017წ. №498 დადგენილებით) ტექნიკური რეგლამენტის - ,,შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების’’ მოთხოვნებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ექსპერტ გ-----------------–---–ის 2018 წლის 31 აგვისტოს საექსპერტო დასკვნა(იხ. ტომი 2, ს.ფ. 204-213)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე და მესამე პირები იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №--- განკარგულება ,,ქ.თბილისში, ვა-----------–------–--------------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთებზე(საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების შესახებ’’, გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სრულად ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს გ-------------–-–---–ის, ა------------–---–ის, რ-–------–------ას, შ--–------------ის, ვ-–--------–---–იას, კ------------ის, ლ--------–-----–--ის, ო-----–--–--------ის, ლ-------–----ის, თ----------–---------–იანის, თ-------------–---–ის, მ------------–---–ის, ნ------------------იას, ა-----–---------ის, რ------------უას, ლ-----------–--ის მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილება, ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №--- განკარგულება ,,ქ.თბილისში, ვა-----------–------–--------------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთებზე(საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონი ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით არეგულირებს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესს, მათ შორის, განსახლების, დასახლებათა, ინფრასტრუქტურის განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით, და ადგენს ამ სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია კანონის მიზნები და ამოცანები, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პრინციპებით, რომლებიც ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებით უზრუნველყოფს ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს არსებობას, ხოლო ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ქვეყნის ტერიტორიაზე სრულყოფილი, თანაბარი საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს და პირობების შექმნა(,,თანაბარი შესაძლებლობების სივრცე)’’.

 

,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი განსაზღვრავს შენობა-ნაგებობების პარამეტრების გადამეტების წინაპირობებს. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,განაშენიანების რეგულირების წესებით’’ დადგენილი იმ ძირითადი პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლები, რომლებიც მოცემულია ამ კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტში ან დადგენილია იმავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მიხედვით, შეიცვლება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ან სპეციალური(ზონალური) შეთანხმების საფუძველზე, თუ: ა)ამას მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები; ბ)ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით; გ)ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპეციალური(ზონალური) შეთანხმების გაცემის წესი დგინდება ,,განაშენიანების ძირითადი დებულებებითა’’ და ,,განაშენიანების რეგულირების წესებით’’.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, რომელიც არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიკურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს.

 

6.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 15.1 მუხლის თანახმად, უფლებრივი ზონირების განხორციელების მიზნით დედაქალაქის ტერიტორია იყოფა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გადაწყვეტების შესაბამის ზოგად ფუნქციურ ზონებად და განაშენიანების რეგულირების გეგმების გადაწყვეტების შესაბამის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად(ქვეზონებად). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, თბილისის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ზოგად ფუნქციურ ზონას წარმოადგენს საცხოვრებელი ზონა(სზ), რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების ტერიტორიებს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ნუცუბიძის ფერდობი III მიკრორაიონში №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები მდებარეობს საცხოვრებელ ზ-------–ი. ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 15.5 მუხლის ,,ო’’ ქვეპუნქტის თანახმად, საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6) არის მაღალი ინტენსივობის ერთგვაროვანი საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. 16.1 მუხლის ,,ო’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, მითითებულ ზონაში განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი-1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური (ზონალური)შეთანხმებით დაშვებული სახეობები. ამასთან, საცხოვრებელ ზ-------–ი მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტია(კ1)-0,5, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტია (კ2)- 2,5, ხოლო მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,1.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ 21-ე მუხლით განსაზღვრულია განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლა. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაშენიანების რეგულირების წესებით განსაზღვრული განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლა დაუშვებელია, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლა შესაძლებელია, თუ:

ა) ცვლილებას მოითხოვს დედაქალაქის ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული (სოციალური, ეკონომიკური, ფორსმაჟორული და სხვა მსგავსი) მიზეზები;

ბ) ცვლილება წონასწორდება ან კომპენსირდება იმგვარი ზომებით, რომელთა გატარება უზრუნველყოფს ჯანსაღი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების მოთხოვნების შელახვისა და გარემოზე არახელსაყრელი ზემოქმედების თავიდან აცილებას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოთხოვნების დაკმაყოფილებას;

გ) ცვლილებას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები.

 

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განაშენიანების რეგულირების პარამეტრებიდან შეცვლას ექვემდებარება: ა) განაშენიანების რეგულირების გეგმით - მიწის ნაკვეთის ფართობის ან/და ზომების ზღვრული მაჩვენებლები, მინიმალური მოთხოვნების გამკაცრების გზით, გარდა განაშენიანების რეგულირების წესების 24-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) სპეციალური(ზონალური) შეთანხმებით - კ-1 და კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლები. მე-4 პუნქტის თანახმად, თუ განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია ცალკეულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე კ-1 ან/და კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლ(ებ)ის გადამეტება, თითოეული მიწის ნაკვეთისთვის სავალდებულოა სპეციალური(ზონალური) შეთანხების მიღება. მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, კ-1 და კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება დასაშვებია ერთჯერადად მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:

ა) რთული რელიეფის მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი ტერასული შენობებისა და მათი კომპლექსების მშენებლობისას, გეგმარებითი სპეციფიკიდან გამომდინარე კ-1 ცვლილება – არაუმეტეს 0,7-მდე, თუმცა კ-3 არანაკლებ 0,2 გამოყენების პირობით;

ბ) ცზ-ში და შზ-ში შენობა-ნაგებობების მშენებლობებზე, გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისა ან/და საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი მრავალფუნქციური შენობისა. აღნიშნული არ ეხება იმ მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია კ-1 ან/და კ-2 კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლ(ებ)ის გადამეტება;

გ) პზ-ში ნებისმიერი ფუნქციის, მათ შორის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ან/და საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი მრავალფუნქციური შენობის მშენებლობისას;

დ) იმ მშენებარე შენობა-ნაგებობაზე, რომელზეც გაცემულია თავდაპირველი მშენებლობის ნებართვა მინიმუმ სამი წლის წინ და მშენებლობის დასრულება ვერ ხერხდება გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო;

ე) როდესაც გადამეტება გამოწვეულია განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო ობიექტებისათვის ამ წესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განაშენიანების ინდივიდუალური პარამეტრების დადგენით.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ დასაშვებია კოეფიციენტების მაქსიმალური მაჩვენებლების გადამეტება, თუმცა აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი პირობების არსებობისას და ამავე დროს ეს პირობები კონკრეტულად არის ჩამოთვლილი ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო/კანონქვემდებარე აქტებში. ამდენად, კოეფიციენტების მაჩვენებლების გადამეტებაზე მსჯელობისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არის გამოიკვლიოს მოითხოვდა თუ არა ამგვარ გადამეტებას დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები, ცვლილება კომპენსირდებოდა და წონასწორდებოდა თუ არა სხვა ღონისძიებებით, რომელთა გატარება უზრუნველყოფდა ჯანსაღი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების მოთხოვნების შელახვისა და გარემოზე არახელსაყრელი ზემოქმედების თავიდან აცილებას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამგვარ გადამეტებას უპირისპირდებოდა თუ არა სხვა საზოგადოებრივი ინტერესები.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე’’, რომლის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად(სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა; ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, დამტკიცება. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, თბილისის მერი თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მე-9 მუხლის(სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), მე-3 პუნქტის თანახმად, განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების პროცედურა ხორციელდება ორ ეტაპად, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ პირველი ეტაპით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შესაძლებელია შემდგომი ეტაპის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული ეტაპების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია: ა) I ეტაპი - განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების დამტკიცება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად - არაუმეტეს 20 დღე; ბ) II ეტაპი - განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად - არაუმეტეს 30 დღე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ორივე ეტაპს აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი სამსახური, რომელიც საბჭოს შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე ამზადებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებსა და გასცემს შესაბამის სამართლებრივ დასკვნებს: ა) I ეტაპი – განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ; ბ) II ეტაპი – განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცების შესახებ. ხოლო მე-5 პუნქტის თნახმად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტები თბილისის მერის მიერ წარედგინება თბილისის საკრებულოს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 25 აგვისტოს შ--–------–-–---–მა №A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, ნ--–-------------------------------–----------------- ნაკვეთი №25/63) მდებარე მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში ცვლილების შეტანა. 2016 წლის 25 აგვისტოს ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებით(დოკუმენტი №2------) თანხმობა მიეცა ქ.თბილისში, ვ------------–------–---------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი სახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში(საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--) ჩამატებაზე, ხოლო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 ოქტომბრის №316 განკარგულებით შეტანილი იქნა ცვლილება ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2010 წლის 11 ოქტომბრის №1507 განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაში და საპროექტო არეალში დაფიქსირდა შემდეგი საკადასტრო ერთეულები: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--.

 

დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 13 აპრილს შ--–------–-–---–მა №A-------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, ნუცუბიძის ფერდობი, მე-3 მ/რ-ში (ნაკვეთი№25/62, ნაკვეთი №25/63) მდებარე მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის შეთანხმება. ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2017 წლის 20აპრილის №16 სხდომის ოქმის თანახმად კი, თანხმობა მიეცა ქ.თბილისში, ვ------------–------–---------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის შეთანხმებაზე.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა 2017 წლის 04 ივლისს №01-0---------- წერილით(რეგ. №04/7708) მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოითხოვა მორიგ სხდომაზე ყოფილიყო განხილული ქ.თბილისში, ვ------------–------–---------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთებზე(საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტი.

 

საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29სექტემბრის №18 რიგგარეშე სხდომის ოქმის თანახმად (დღის წესრიგის მე-4 საკითხი) ირკვევა, რომ ,,ქ.თბილისში, ვ------------–------–---------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების შესახებ’’ საკითხი საკრებულოს სხდომაზე წარადგინა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე კორექტირებით წარდგენილია მიწის ნაკვეთის დამატება, რომელზეც მდებარეობს მშენებარე საცხოვრებელი კორპუსი, რომლის სამშენებლო განვითარება უკვე რამდენიმე წელია ვერ ხერხდება. აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეერთების შემდეგ, საპროექტო არეალის განვითარება მოხდება გაერთიანებული გრგ-ს ფარგლებში. კენჭისყრის შედეგად (მომხრე - 22, თავი შეიკავა - 0, წინააღმდეგი - 0) გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №--- განკარგულების თანახმად კი, დამტკიცებული იქნა ქ.თბილისში, ვ------------–------–---------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთებზე(საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტი, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ გვერდზე (www.tas.ge) რეგისტრირებული №A-------- განაცხადის შესაბამისად. ამასთან, განმარტებითი ბარათის თანახმად ირკვევა, რომ კორექტირების ძირითად მიზანს წარმოადგენდა განაშენიანების რეგულირების ძირითადი პარამეტრის კ-2 გადამეტება, რაც განპირობებული იყო გაჩერებული მშენებლობის სტიმულირებით და დაზარალებული მენაშენეების დაკმაყოფილებით(შემოემატა ნაკვ. N025.0--).

 

6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამავე კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე.

 

დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №--- განკარგულება ,,ქ.თბილისში, ვა-----------–------–--------------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთებზე(საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების’’ მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ არც გასაჩივრებული აქტით არის დასაბუთებული და ვერც სასამართლო სხდომაზე დაასაბუთა მოპასუხე- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქ.თბილისში, ვა-----------–------–--------------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთებზე(საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების მიზნით წარდგენილი წინადადების განხილვისას რამდენად იქნა დაცული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, მით უფო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი ტრანსპორტის და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის 2017წლის 27 მარტის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ ნ--–------------ ,,ა’’ და ,,ბ’’ კორპუსის მისასვლელი გზის გამტარუნარიანობა ჩატარებული კვლევების მიხედვით არ აკმაყოფილებს მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. აღნიშნულ კომპლექსთან(№127 ,,ა’’ და ,,ბ’’ კორპუსი) ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობით აღნიშნულ სატრანსპორტო კვანძზე სატრანსპორტო ნაკადის გაზრდა-დამატება გამოიწვევს სატრანსპორტო კვანძის გადატვირთვას, ქუჩის გამტარუნარიანობა ვერ დააკმაყოფილებს მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს და გამოიწვევს მათი ნორმების დარღვევას. ამასთან, გაუთვალისწინებელ და ექსტრემალურ სიტუაციებში სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებების(სასწრაფო, სახანძრო და სხვ.) მოძრაობა შეუძლებელი გახდება. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ექსპერტ გ-----------------–---–ის 2018 წლის 31აგვისტოს საექსპერტო დასკვნაზეც, რომლის თანახმად:

1. ექსპერტიზაზე წარდგენილი - ქ.თბილისში, ნ--–--------------------ე(საკ.კოდი: №01.14.02.025.0--) საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებულ პროექტი - და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ შეესაბამება ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს მთავრობის №59(15/01/2014წ.) დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით - ,,დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებებით’’ განსაზღვრულ, ძირითადი პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლების შეცვლისათვის საჭირო მოთხოვნებს;

2. ექსპერტიზაზე წარდგენილი - ქ.თბილისში, ნ--–--------------------ე(ს/კ: №01.14.02.025.0--) საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებულ პროექტი - არ შეესაბამება თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული გეგმარებითი დავალების მოთხოვნებს (08/10/2018წ.);

3. ექსპერტიზაზე წარდგენილი - ქ.თბილისში, ნ--–--------------------ე(ს/კ: №01.14.02.025.0--) საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებულ პროექტის სატრანსპორტო სქემები არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის №41 (28/01/2016წ.) დადგენილებით დამტკიცებული (ცვლილებები დამტკიცებულია 20/11/2017წ. №498 დადგენილებით) ტექნიკური რეგლამენტის - ,,შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების’’ მოთხოვნებს.

 

გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის დასაბუთებული დედაქალაქის ქალაქმშენებლობით და არქიტექტურული, აგრეთვე ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებული რა განსაკუთრებული მიზეზები იყო სახეზე, რამაც განაპირობა არსებული ტერიტორიის განაშენიანებისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა და მისი განსაზღვრა კ2=4,3-ით. ასევე არ არის დასაბუთებული ასეთი განსაკუთრებული მიზეზის არსებობის შემთხვევაშიც კი, ასეთი სახის გადამეტება წონასწორდებოდა ან/და კომპენსირდებოდა თუ არა გარკვეული ზომებით, რომელთა გატარებაც უზრუნველყოფდა ჯანსაღი საცხოვრებელი და სამუშაო პირობების მოთხოვნების შელახვის და გარემოზე არახელსაყრელი ზემოქმედების თავიდან აცილებას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მით უფრო იმ პირობებში, მაშინ როდესაც როგორც მოსარჩელეები უთითებენ საცხოვრებელ კვარტალში(ზემოხსენებულ საკადასტრო კოდებზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე) არსებობს მხოლოდ ერთი მისასვლელი გზა(ნუცუბიძის ქუჩიდან), რომელიც დღეის მდგომარეობითაც კი ვერ აკმაყოფილებს უბნის სატრანსპორტო გამტარუნარიანობას. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულების და 10ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულების შემდგომ კი, სრულად წარმოუდგენელი იქნება, რომ არსებულმა მისასვლელმა გზამ უზრუნველყოს ნორმალური გამტარუნარიანობა. სასამართლო მიუთითებს, რომ დასახელებული საკითხების გამოკვლევას და შეფასებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის, მით უფრო მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. . . ამავე დროს ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული

 

აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა- ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №--- განკარგულება ,,ქ.თბილისში, ვა-----------–------–--------------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთებზე(საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების შესახებ’’ და მოპასუხე მხარეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამასთან, სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება. ამ მიზნით სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს შემდეგს: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №--- განკარგულება ,,ქ.თბილისში, ვა-----------–------–--------------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთებზე(საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების შესახებ’’, წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ

 

შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გაცემული განკარგულების მიმართ მართალია მესამე პირს უდავოდ ჰქონდა, ვინაიდან მის მიერ აღნიშნული აქტის საფუძველზე განხორციელდა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება, თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონიერი ნდობის გარდა, კანონი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი როგორც აღინიშნა გასაჩივრებული აქტით არ არის დასაბუთებული ქ.თბილისში, ვა-----------–------–--------------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთებზე(საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების მიზნით წარდგენილი წინადადების განხილვისას რამდენად იქნა დაცული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები’’, აღნიშნულის დაუცველობის შემთხვევაში კი საბოლოო ჯამში შესაძლოა სახეზე იყოს სხვა პირთა(მოსარჩელე მხარე) კანონიერი უფლებებისა და ინტერესების არსებითი დარღვევა. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ გ-------------–-–---–ის, ა------------–---–ის, რ-–------–------ას, შ--–------------ის, ვ-–--------–---–იას, კ------------ის, ლ--------–-----–--ის, ო-----–--–--------ის, ლ-------–----ის, თ----------–---------–იანის, თ-------------–---–ის, მ------------–---–ის, ნ------------------იას, ა-----–---------ის, რ------------უას, ლ-----------–--ის მიერ აღძრულ სარჩელთან მიმართებაში გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის მოთხოვნა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნო ბათილად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კვლავ ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოსარჩელეების- გ-------------–-–---–ის, ა------------–---–ის, რ-–------–------ას, შ--–------------ის, ვ-–--------–---–იას, კ------------ის, ლ--------–-----–--ის, ო-----–--–--------ის, ლ-------–----ის, თ----------–---------–იანის, თ-------------–---–ის, მ------------–---–ის, ნ------------------იას, ა-----–---------ის, რ------------უას, ლ-----------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელთა მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ-------------–-–---–ის, ა------------–---–ის, რ-–------–------ას, შ--–------------ის, ვ-–--------–---–იას, კ------------ის, ლ--------–-----–--ის, ო-----–--–--------ის, ლ-------–----ის, თ----------–---------–იანის, თ-------------–---–ის, მ------------–---–ის, ნ------------------იას, ა-----–---------ის, რ------------უას, ლ-----------–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის №--- განკარგულება ,,ქ.თბილისში, ვა-----------–------–--------------------------------------–- არსებულ მიწის ნაკვეთებზე(საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.0--; №01.14.02.025.0--) განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების შესახებ’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

3. მოპასუხეს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მოსარჩელეების- გ-------------–-–---–ის, ა------------–---–ის, რ-–------–------ას, შ--–------------ის, ვ-–--------–---–იას, კ------------ის, ლ--------–-----–--ის, ო-----–--–--------ის, ლ-------–----ის, თ----------–---------–იანის, თ-------------–---–ის, მ------------–---–ის, ნ------------------იას, ა-----–---------ის, რ------------უას, ლ-----------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი