გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/37354-16
გადაწყვეტილება
ს----------–--ს სახელით
16.08.2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეა ბერაია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე ლ--–-----–-–---–ი
წარმომადგენელი ს-----------–-----ე
მოპასუხე შპს ,,ს------------------–ო“
წარმომადგენელი ქ-------------–---
დავის საგანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება; კომპენსაციის გადახდა; გამოუყენებელი შვებულების თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ს------------------–ოს“ მოსარჩელის ლ--–-----–-–---–ის სასარგებლოდ 2016 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანების გადახდა 911,81 ლარის ოდენობით;
1.2. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ს------------------–ოს“ მოსარჩელის ლ--–-----–-–---–ის სასარგებლოდ კომპენსაციის 2500 ლარის ოდენობით გადახდა;
1.3. შპს ,,ს------------------–ოს“ მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისროს გამოუყენებელი 18 დღის შვებულების 1022,72 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2012 წლის 15 ივლისიდან მუშაობდა სამედიცინო ლაბორატორია ს------ში სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე. მისი შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 1250 ლარს ყოველთვიურად. 2016 წლის 19 სექტემბრიდან, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან რეორგანიზაციის საფუძვლით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხეს გააჩნია სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ, კერძოდ 2016 წლის 01 აგვისტოს ჩაერიცხა ივლისის თვის ხელფასი, ხოლო 27 სექტემბერს აგვისტოს თვის არასრული ხელფასი 1020 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ითხოვს 2016 წლის აგვისტოს და სექტემბრის თვის მიუღებელი ხელფასის 911.81 ლარის, 18 დღის შვებულების თანხის 1022,72 ლარისა და გათავისუფლებისათვის გათვალისწინებული კომპენსაციის თანხის 2500 ლარის ანაზღაურებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 1000 ლარს. მოპასუხეს მოსარჩელის მიამრთ არ გააჩნია სახელფასო დავალიანება, კერძოდ, მოსარჩელეს სრულად ჩაერიცხა აგვისტოს თვის ხელფასი 1000 ლარის ოდენობით. ამასთან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ბიულეტინზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული დედნის წარმოდგენის შემთხვევაშიც, მოპასუხე მზად იყო ჩაერიცხა მოსარჩელისთვის 409.05 ლარი და არა 911.81 ლარი, ვინაიდან სწორედ აღნიშნული თანხა იქნებოდა მოსარჩელის მიერ მიუღებელი ხელფასის ოდენობა. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელისთვის გადასახდელი კომპენსაცია შეადგენს 2000 ლარს და არა 2500 ლარს, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს, ამასთან კომპანიამ 2016 წლის 18 ივლისს მოსარჩელეს გადასცა 1980 ლარი, რომელიც უნდა გამოყენებულიყო კომპანიის მიზნებისთვის, თუმცა მოსარჩელემ იგი პირადი დანიშნულებისამებრ გამოიყენა, რის გამოც, აღნიშნული თანხა დაქვითულ იქნა კომპენსაციის თანხიდან. მოპასუხე აღნიშნავს, რომ 2000 ლარს, რომელიც წარმოადგენდა საკონპენსაციო თანხას, გამოაკლდა 1980 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა მას ჩაერიცხა აგვისტოს თვის ხელფასთან ერთად - 1000 ლარის ნაცვლად 1020 ლარი. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს ასევე ანაზღაურებული აქვს შვებულების თანხაც სრულად, აგვისტოს თვის ხელფასის სახით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე 2012 წლის 15 ივლისიდან მუშაობდა სამედიცინო ლაბორატორია ს------ში სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე. 2016 წლის 19 სექტემბრიდან, მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან რეორგანიზაციის საფუძვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი.
3.1.2. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ გაცემული აქვს აგვისტოს თვის ხელფასის სახით თანხა 1020 ლარის ოდენობით, საიდანაც 1000 ლარი წარმოადგენს აგვისტოს თვის ხელფასს, ხოლო 20 ლარი წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის 2000 ლარის ნაწილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- ამონაწერი სს ,,ს----------–--ს ბანკიდან“;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე 2016 წლის 06 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით, არ გამოცხადდა სამსახურში, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2016 წლის 06 სექტემბრიდან 2016 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით, ასევე 2016 წლის 15 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდა ბიულეტენზე.
მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია საავადმყოფო ფურცელი დამსაქმებლისთვის, შესაბამისად არ შეიძლება აღნიშნული დღეების გაცდენა ჩაითვალოს საპატიოდ.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, ვინაიდან არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის საავადმყოფო ფურცლის წარდგენა, მოსარჩელის 2016 წლის 06 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით, სამსახურში გამოუცხადებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.
3.2.2. მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება მოპასუხე კომპანიაში, შეადგენდა ყოველთვიურად 1250 ლარს.
მოპასუხის მიერ, მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ამონაწერი მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი შრომითი ანაზღაურება წარმოადგენდა 1250 ლარს, ხოლო მოპასუხე აღნიშნავს, რომ ხელზე ასაღები თანხა შეადგენდა 1000 ლარს.
სს ,,ს----------–--ს“ ბანკიდან ამოღებული ამონაწერით დგინდება, რომ მოსარჩელეს შრომითი ანაზღაურების სახით, ერიცხებოდა ხელფასი ყოველთვიურად 1250 ლარის ოდენობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ვერ გააბათილა მოსარჩელის მითითება ხელფასის ოდენობაზე, შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 1250 ლარს.
3.2.3. მოპასუხის სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 477 ლარს, საიდანაც 250 ლარი წარმოადგენს აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანებას, ხოლო 277 ლარი სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანებას.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება მოპასუხე კომპანიაში შეადგენდა ყოველთვიურად 1250 ლარს (იხ. 3.2.2. სადავო ფაქტ. გარემოება).
მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მოსარჩელის სამუშაო დღეების რაოდენობა შეადგენდა თვეში 22 დღეს. შესაბამისად, ერთი დღის ხელფასის ოდენობა წარმოადგენს 56 ლარს.
მოსარჩელე 2016 წლის 06 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით, არ გამოცხადებულა სამსახურში სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოსარჩელე სექტემბრის თვეში, მხოლოდ 4 სამუშაო დღე იმყოფებოდა სამსახურში.
უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ გაცემული აქვს აგვისტოს თვის ხელფასის სახით თანხა 1020 ლარის ოდენობით, საიდანაც 1000 ლარი წარმოადგენს აგვისტოს თვის ხელფასს, ხოლო 20 ლარი წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის 2000 ლარის ნაწილს.
შესაბამისად, დგინდება გარემოება, რომ მოსარჩელეს აგვისტოს თვის ხელფასიდან მისაღები აქვს 250 ლარი, ვინაიდან 1250 ლარიდან 1000 ლარი მოპასუხემ მოსარჩელეს ჩაურიცხა. ასევე დგინდება გარემოება, რომ მოსარჩელე სექტემბრის თვეში სამსახურში იმყოფებოდა 4 დღე, რის გამოც ყოველთვიური ხელფასის 1250 ლარის გათვალისწინებით, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ სექტემბრის თვის ხელფასის ნაწილში შეადგენს ოთხჯერ 56 ლარს, რაც წარმოადგენს 227 ლარს.
საბოლოოდ, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 477 ლარს, საიდანაც 250 ლარი წარმოადგენს აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანებას, ხოლო 277 ლარი სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე შპს ,,ს------------------–ოს“ მოსარჩელე ლ--–-----–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელფასო დავალიანების 477 ლარის, კომპენსაციის 2480 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის 1022,72 ლარის ანაზღაურება
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–--ს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; ს----------–--ს ორგანული კანონის - ს----------–--ს შრომის კოდექსის მე-2, 21-ე, 31-ე, 37-ე, 38-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ს----------–--ს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - ს----------–--ს შრომის კოდექსით.
ს----------–--ს ორგანული კანონის - ს----------–--ს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
ს----------–--ს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის სახელფასო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 477 ლარს, საიდანაც 250 ლარი წარმოადგენს აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანებას, ხოლო 277 ლარი სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანებას (იხ. 3.2.3. სადავო ფაქტ. გარემოება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების მოპასუხისთვის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ აგვისტოსა და სექტემბრის თვეების დავალიანების სახით 477 ლარის გადახდა.
6.2. ს----------–--ს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა ს----------–--ს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წინასწარი შეტყობინება მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ გაუგზავნია. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისთვის გადაეხადა კომპენსაცია ორი თვის ხელფასის ოდენობით.
სასამართლო დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება მოპასუხე კომპანიაში, შეადგენდა ყოველთვიურად 1250 ლარს (იხ. 3.2.2. სადავო ფაქტ. გარემოება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ 2 თვის კომპენსაციის თანხა შეადგენდა 2500 ლარს.
უდავოდ დგინდება, რომ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ გაცემული აქვს აგვისტოს თვის ხელფასის სახით თანხა 1020 ლარის ოდენობით, საიდანაც 1000 ლარი წარმოადგენს აგვისტოს თვის ხელფასს, ხოლო 20 ლარი წარმოადგენს საკომპენსაციო თანხის 2000 ლარის ნაწილს.
მოპასუხის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს გადაეცა 1980 ლარი, რაც უნდა მოხმარებოდა კომპანიის მიზნებს, თუმცა მოსარჩელემ აღნიშნული თანხა მოიხმარა პირადად. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე მხარეს, რომელსაც არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის კომპენსაციის სახით უნდა გადაეხადა 2500 ლარი, ხოლო რეალურად გადახდილი აქვს 20 ლარი, აგვისტოს თვის სახელფასო დავალიანებასთან ერთად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის კომპენსაციის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. შესაბამოსად, მოთხოვნილ 2 თვის კომპენსაციის თანხას 2500 ლარს უნდა გამოაკლდეს მოპასუხის მიერ გადახდილი 20 ლარი და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2480 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა.
6.3. ს----------–--ს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.
ს----------–--ს შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“–„თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.
მოსარჩელე ითხოვს გამოუყენებელი 18 დღის შვებულების თანხის 1022,72 ლარის მოპასუხეზე დაკისრებას.
მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს 2016 წელს 24 დღიანი საშვებულებო პერიოდიდან გამოყენებულ აქვს 13 დღე, ხოლო გამოსაყენებელი დარჩა მხოლოდ 11 დღე, ამასთან აღნიშნული ანაზღაურებულია კომპანიის მიერ აგვისტოს თვის ხელფასის სახით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის შვებულების დღეების ოდენობასთან დაკავშირებით დავისას, მოპასუხეს გააჩნია მტკიცების ტვირთი, რომ დაადასტუროს მოსარჩელის მიერ გამოუყენებელი შვებულების დღეების ოდენობა.
მოპასუხეს არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს 11 დღე აქვს დარჩენილი ანაზღაურებადი შვებულებიდან.
ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ აგვისტოს თვის ხელფასით არ მომხდარა მოსარჩელისთვის ანაზღაურებადი შვებულების დღეებისთვის ფულადი ანაზღაურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 18 დღის შვებულების ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 18 დღის შვებულების თანხის 1022,72 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის 119,39 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ლ--–-----–-–---–ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ს------------------–ოს" მიმართ სახელფასო დავალიანების, კომპენსაციის გადახდისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის დაკისრების თაობაზე;
2. მოპასუხე შპს ,,ს------------------–ოს" მოსარჩელე ლ--–-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების 477 ლარის, კომპენსაციის 2480 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის 1022,72 ლარის ანაზღაურება;
3. მოპასუხე შპს ,,ს------------------–ოს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ.ბაჟის 119,39 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
თეა ბერაია