გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/110-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15.11. 2018 წელი ქ. მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - კობა გოცირიძე
სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი
მოსარჩელე - ნ---------------–---–--
წარმომადგენელი - ე-----–-------------
მოპასუხე - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - თ--------------–---–--
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება კომპენსაციის მიღება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
დაევალოს მოპასუხეს ქმედების განხორციელების დავალება მოსარჩელისთვის კომპენსაციის გამოყოფა.
2. მოპასუხის პოზიცია:
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელემ 2017 წლის სრულიად შემთხვევით საჯარო რეესტრის დუშეთის რეგიონალური არქივის მონაცემების საფუძველზე შეიტყო რომ 1982 წელს თავად და მის ბებიას ნ---------–------ძულებითი გამოსახლების სანაცვლოდ უნდა მიეღოთ კომპენსაცია სანაცვლოდ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი ფართი. მან მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა ინფორმაცია მისთვის გადაცემული ქონებასთან დაკავშირებით გადმოცემული მიწის ნაკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტთან ერთად, რაზეც პასუხი ვერ მიიღო და მან ასევე განცხადებით მოითხოვა ინფორმაცია არსებული მონაცვლეობასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის გაცემა, რაზეც მიიღო პასუხი რომ ყველა დოკუმენტაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინახება ეროვნულ არქივში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
იხ. 1987 წლის 18 ივნისის #6 გადაწყვეტილება. ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული პასუხი 2017 წლის 21 თებერვლის.
3.2. მოსარჩელემ მიმართა ეროვნულ არქივს, რითაც დადგინდა, რომ მისი კომლის სახელზე ქონების მონაცვლეობის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-იხ. არქივის 30.01.2017 წლის #31/10107 პასუხი.
3.3. საქმეში წარმოდგენილი სადავო დათვალირების #00075 ოქმით დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავი ნივთი მოქცეულია სანიტარულ ზოლში და უფლების დამდგენ დოკუნენტით საარქივო ცნობით 03.11.2016 წლის #31/65817 და საკადსტრო გეგმითი ნახაზით შესრულები შპს რეესტრის მიერ 10.10.2016 წელს ვერ დადგინდა მიწის ნაკვეთის იდენტურობა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ. დათავალირების ოქმი #00075.
3.4. საქმეში წარმოდგენილი ანანურის სახალხო დეპუტატთა სასოფლო - საბჭოს აღმასკომის სხდომის 1987 წლის 18 ივნისის ოქმის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სოფელ ანანურიდან და ავენისიდან ჟინვალის წყალსაცავის დაგუბებასთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ბინების მშენებლობა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გამოყოფა ვინაიდან სოფელი ავენისის და სოფ. ანანურის ტერიტორია ვ---------–-–---–-------–ამდე გამოცხადებულია ავარიულ სანიტარულ ზონად. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოიხსნა აღრიცხვიდან იმ მოქალაქეთა საცხოვრებელია ბინები და დამხმარ ნაგებობები გაუქმდა დატბორვის ზონის მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთები ასევე მავე გადაწყვეტილებით, სოფელ ავენისიდან და ანანურიდან დაგუბების ზონიდან გამოსახლებულთა ყოფილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაუქმონ და შესაბამისად მოახდინონ ცვლილება ზონარგაყრილ წიგნში.
მტკიცებულება. იხ. 1987 წლის 18 ივნისის აღმასკომის სხდომი ოქმი.
3.5. საარქივო ცნობის 03.11.2016 წლის #31/65817-ის თანახმად დუშეთის რეგიონულ არქივში დაცული ანანურის საკრებულოს სოფელ ანანურის 2001-2006 წწ. ბინის მეპატრონეების და მიწის ნაკვეთებით მოსარგებლე მესაკუთრეების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ნ---------------–---–- (ნინა ისიდრეს ასული კაკუშაძე) ოჯახის წევრთა სიაში ირიცხებიან 1. ნინა ისიდორეს ასული კაკუშაძე 2. ზ-------–---–--------- ერიცხება; საცხოვრებელი სახლის შესახებ მონაცემში მითითებული არ არის 2001 -2006 წწ. მიწა სულ 0,072 სახნავი 0,06. დამატებითი ცნობები; მიწა კომლის პირად საკათრებაში სოფელ ცივწყაროს დასახლებაში და ძველი სამხედრო გზის პირზე დაეწერა - ანანურის ს/მეურნების დირექციის ბრძანება #77 19.10.1982 წელი ანანურში დატბორვის და სანიტარულ ზოლში მოყოლილი ბინის მეპატრონეებისათვის. შენიშვნა; სოფელ ანანურის 1986-2000 წწ. 1996-2000 წწ. 2001-2005 წწ დათარიღებული საკომლო წიგნებში ჩანაწერის ნ-----------------------------–-------–---- კომლისა და მასზე რიცხული ქონების შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო 2006-2007წწ საკომლო წიგნებში 1992-2007 წწ. მიწის ნაკვეთების განაწილების (იგივე სარეფორმო) სიების მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტების და სარეგისტრაციო მოწმობები არქივში დაცვაზე არ შემოსულა.
მტკიცებულება. იხ. საარქივო ცნობა 03.11.2016 წლის #31/65817
3.6. მოსარჩელეს კომპენსაციის სახით მიღებული აქვს შესაბამის ქონება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ცივწყაროში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ. მხარის ახსნა-განმარტება ამონაწერები საჯარო რეესტრიდან ს/კ. 71.55.07.505. და 71.55.07.955.
3.7. 1983 წლის 03 ოქტომბრის #64 ბრძანების ასლის თანახმად დადგენილია, რომ ანანურს გადმოსახლებასთან დაკავშირებით აღმსაკომის მომართვის საფუძველზე შესაბამისად მიეზომოს სამოსახლოდ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი ;ცივწყაროს; დასახელებაზე ნ----------------------–------–---- და შეიტანოს ზ/ გაყრილ წიგნში და აცნობოს ანანურის სასაფლო საბჭოს აღმასკომს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ. ბრძანება #64 და 2018 წლსი 05 ივლისის სასამართლოს სხდომის ოქმი.
3.8. დუშეთის სახალხო დეპუტათა საბჭოს აღმასკომის სხდომის 1980 წლის 30 აგვისტოს #251 გადაწყვეტილების თანახმად დადგენილია, რომ დატბორვის ზონიდან გადასახლებულთა ბინების ფულადი ანაზღაურების სიაში შეტანილია ი--------–------------------–---–-- ბინა, რომლის ანაზღაურებაც ხდება 2665 მანეთი ირიცხება დედამისზე კა---–--------------------------–---. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ვინაიდან ი.ა. ზოტიკიშვილი გარდაცვლილია ბინის კომპენსაცია მიეცეს დედამის კ----–--------------------------–--
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იხ. 1980 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება 2018 წლის 10 ოქტომბრის სასამართლოს სხდომის ოქმი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1 საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს დაევალოს მოპასუხეს ქმედების განხორციელების დავალება მოსარჩელისთვის კომპენსაციის გამოყოფა.
სასამართლო, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საკუთრების უფლებისა და მისი შეზღუდვის ფარგლების განმარტებაზე. საკუთრების უფლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს: ,,საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას“.
საქართველოში საკუთრების უფლება დაცული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. სასამართლო აღნიშნული მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლება იცავს მოქალაქეებს სახელმწიფოს მიერ მათი ქონებისა და უფლებების ჩამორთმევისაგან. ყველას აქვს თავისი ქონებისა და უფლებების ფლობისა და შენარჩუნების უფლება, თუმცა იგი არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ძირითადი უფლება. ამასთან, კონსტიტუციის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლების ნებისმიერი ხელყოფა უნდა ემსახურებოდეს საჯარო ან საერთო ინტერესებით განპირობებულ კანონიერ მიზნებს. ამასთან, შენარჩუნებულ უნდა იქნას სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საერთო ინტერესებსა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებს შორის. სამართლიანად უნდა დაბალანსდეს საზოგადოების საერთო ინტერესის მოთხოვნები და პირის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნები.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციას, მისი პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავის საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლება. თუმცა, საკუთრების უფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია. შესაბამისად, კონვენცია ადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაშვებ ფარგლებს, კერძოდ, საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს საჯარო ინტერესისთვის და კანონით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ უფლებაში ჩარევისა და რეგულირების ფარგლების დადგენა. ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი იმ პირობათა მკაცრ რეგლამენტაციას ახდენს, რომელთა შემთხვევაში საგამონაკლისო წესით შეიძლება დაშვებულად იქნეს მიჩნეული საკუთრების უფლების შეზღუდვა. კერძოდ, ოქმის თანახმად, საკუთრების უფლებაში ჩარევისას უნდა არსებობდეს: საზოგადოებრივი საჭიროება, რომელიც უნდა იყოს განპირობებული საზოგადოებრივი ან სოციალური მოთხოვნით, უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და იყოს ამ მიზნის პროპორციული. ნებისმიერი ჩარევა საკუთრებით შეუფერხებლად სარგებლობის უფლებაში, ეს იქნება ქონების ჩამორთმევა თუ ქონებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, უნდა იყოს კანონით განსაზღვრული. სახელმწიფომ საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა განახორციელოს თანაზომიერების პრინციპის დაცვით, კერძოდ, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, არ დააწესოს შეზღდუვები იმაზე მეტად, ვიდრე ამას კონკრეტული საჭიროება მოითხოვს. უნდა არსებობდეს გონივრული პროპორციულობის ურთიერთქმედება გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის. - ბალანსი საჯარო ინტერესსა და ინდივიდის დაცულ უფლებას შორის.
კონვენციის მე-17 მუხლი კი აღნიშნავს, რომ ამ კონვენციაში არ შეიძლება რაიმე განიმარტოს იმგვარად, რომ გულისხმობდეს რომელიმე სახელმწიფოს, ჯგუფის ან პირის უფლებას, მონაწილეობდეს ისეთ საქმიანობაში ან განახორციელოს ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა და თავისუფლებათა იმაზე მეტად შეზღუდვას, ვიდრე ეს დადგენილია კონვენციით. ამდენად თავად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია განსაზღვრავს, რომ კონვენციით დაცული უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც შესაძლოა იჭრებოდეს სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებში ექვემდებარება ნებადართულ შეზღუდვებს.
შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი ჩარევა დაფუძნებული უნდა იყოს კანონზე და ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. კანონი კი უნდა იყოს ნათელი და არაორაზროვანი. საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურა უნდა იყოს სამართლიანი და კანონიერი. სახელმწიფოს არ აქვს თვითნებობის უფლება. საკუთრების უფლებაში ჩარევისას, კანონთან ერთად, აუცილებელია არსებობდეს საჯარო ინტერესი - კონკრეტული პირის საკუთრების უფლებაში ჩარევა გამართლებული უნდა იყოს საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანით.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაევალოს მოპასუხეს ქმედების განხორციელების დავალება მოსარჩელისთვის კომპენსაციის გამოყოფა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელეს კომპენსაციის სახით მიღებული აქვს შესაბამის ქონება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ცივწყაროში, რაც დასტურდება მხარის ახსნა-განმარტებით და ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან ს/კ. 71.55.07.505. და 71.55.07.955. საქმეში წარმოდგენილი ანანურის სახალხო დეპუტატთა სასოფლო - საბჭოს აღმასკომის სხდომის 1987 წლის 18 ივნისის ოქმის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება სოფელ ანანურიდან და ავენისიდან ჟინვალის წყალსაცავის დაგუბებასთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ბინების მშენებლობა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გამოყოფა ვინაიდან სოფელი ავენისის და სოფ. ანანურის ტერიტორია ვ---------–-–---–-------–ამდე გამოცხადებულია ავარიულ სანიტარულ ზონად. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოიხსნა აღრიცხვიდან იმ მოქალაქეთა საცხოვრებელი ბინები და დამხმარე ნაგებობები გაუქმდა დატბორვის ზონის მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთები ასევე მავე გადაწყვეტილებით, სოფელ ავენისიდან და ანანურიდან დაგუბების ზონიდან გამოსახლებულთა ყოფილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაუქმონ და შესაბამისად მოახდინონ ცვლილება ზონარგაყრილ წიგნში. 1983 წლის 03 ოქტომბრის #64 ბრძანების ასლის თანახმად დადგენილია, რომ ანანურს გადმოსახლებასთან დაკავშირებით აღმსაკომის მომართვის საფუძველზე შესაბამისად მიეზომოს სამოსახლოდ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი ;ცივწყაროს; დასახელებაზე ნ----------------------–------–---- და შეიტანოს ზ/ გაყრილ წიგნში და აცნობოს ანანურის სასაფლო საბჭოს აღმასკომს. დუშეთის სახალხო დეპუტათა საბჭოს აღმასკომის სხდომის 1980 წლის 30 აგვისტოს #251 გადაწყვეტილების თანახმად დადგენილია, რომ დატბორვის ზონიდან გადასახლებულთა ბინების ფულადი ანაზღაურების სიაში შეტანილია ი--------–------------------–---–-- ბინა, რომლის ანაზღაურებაც ხდება 2665 მანეთი ირიცხება დედამისზე კა---–--------------------------–---. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ვინაიდან ი.ა. ზოტიკიშვილი გარდაცვლილია ბინის კომპენსაცია მიეცეს დედამის კ----–--------------------------–--
გარდა ზემოთ ხსენებულისა სასამართლო მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (საქმე №ბს-312-308(კს-14); 30.10.14) „სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ უფლების დაცვის ვადა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხოლო ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილია მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალური ხელმისაწვდომობა“.
საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს“. ამასთან, „საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა“.
აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს მოსარჩელე კი სარჩელით ადგილმონაცვლეობის წლად მიუთითებს 1982 წელს შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული.
სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულება იმ გარემოებათა დასტურად, რასაც აფუძნებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---------------–---–-- სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, მე-13, 24-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ---------------–---–-- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა № 17) 14 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე კობა გოცირიძე