გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.11.2018
საქმის ნომერი
330210018002616989
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/25--3-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24ოქ---------ი2018წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი“

წარმომადგენელი - გ----------------ე

მოპასუხეები - რ-------------------–-------------------ი

წარმომადგებელი - შ--------------ე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე რ--------------ს, სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 50 000.85 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 33 038.76 ლარი, პროცენტი - 2 806.39 ლარი, პირგასამტეხლო - 14 131.70 ლარი;

1.2. მოპასუხე რ--------------ს სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით სარჩელის აღძვრიდან (04.09.2018) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 21.73 ლარის გადახდა. (სარგებელი წლიური 24 %);

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთული ა-–-------------------ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, გ-–-------------------------------------, საკადასტრო კოდით N 0--11.10.0---0---0--1---

1.4. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე რ--------------ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ - მოძრავი ქონება;

1.5. მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღასრულებლად;

1.6. მოპასუხეებს რ----- და ა-–-------------------ს, სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 2 214 ლარის გადახდა.

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

20---–-–----------ს, სს „ს----------–--------ს“ და რ--------------ს შორის, დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება 150 000 აშშ დოლარი ლიმიტით. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 300 თვით. გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ს----------–--------ს“ და რ--------------ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე რ--------------მა მიიღო სესხი 35 000.00 ლარი, 72 თვის ვადით, წლიური 24 % სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5 % - ის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა საკომისიო კრედიტის თანხის 1 %, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა.

 

20---–-–----------ის გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ს----------–--------ს“ და ა-–-------------------ს შორის, დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ალექსანდრა სათიანის უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, გ-–------------------------------------ საკადასტრო კოდით N0--11.10.0---0---0--1--.

 

ამდენად, სარჩელში აღნიშნულია, რომ სს „ს----------–--------ი“-ს მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად - მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა. აღნიშნულს ადასტურებს საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან. მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაფარვა. მითითებული საკრედიტო დავალიანების შესახებ მოპასუხეს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა და მიეცა ორი კვირის ვადა არსებული დავალიანების დასაფარად. მიუხედავად აღნიშნულისა ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.

 

2018 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით, მსესხებელს 20---–-–----------ის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 50 000.85 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 33 038.76 ლარი, პროცენტი - 2 806.39 ლარი, პირგასამტეხლო - 14 131.70 ლარი და საკომისიო 24.00 ლარი.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა როგორც წარმოდგენილი სარჩელით ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნეს ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში. შესაგებელში აღნიშნულია, რომ რ--------------ი ყოველთვე იხდიდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებულ თანხის ოდენობას, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახადის დაფარვა.

 

მოპასუხეთა განმარტებით, 2018 წლის ივნისიდან აღნიშნული კრედიტი გადაეცა სს „ს----------–--------ი“-ს პრ----–----------------------------------ს და მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის მაისში რ--------------მა გადაიხადა 1510 ლარი, აღნიშნული მთლიანად მოხმარდა ჯარიმების დაფარვას. სწორედ ამ ფაქტის გამო შეწყვიტა სესხის დაფარვა გრაფიკის მიხედვით, ვინაიდან აზრი ეკარგებოდა მხოლოდ პირგასამტეხლოების გადახდას ისე, რომ სესხის ძირ თანხას არაფერი აკლდებოდა.

 

შესაგებელში აღნიშნულია, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, ამასთან უსაფუძვლოა მოთხოვნა მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20---–-–----------ს, სს „ს----------–--------ს“ და რ--------------ს შორის, დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. საკრედიტო ლიმიტმა შეადგინა 150 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 300 თვით. 20---–-–----------ის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში, სს „ს----------–--------ს“ და რ--------------ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რ--------------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 35 000.00 ლარის ოდენობით, 72 თვის ვადით, წლიური 24 % სარგებლის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5 % - ის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა საკომისიო კრედიტის თანხის 1 %, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20---–-–----------ის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 16 - 20);

- 20---–-–----------ის საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 23 - 25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 20---–-–----------ის გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ს----------–--------ს“ და ა-–-------------------ს შორის, დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ა-–-------------------ის უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, გ-–------------------------------------ საკადასტრო კოდით N0--11.10.0---0---0--1--.

 

იპოთეკის ხელშეკრულების 7.3.5. პუნქტის თანახმად, ბანკს უფლება ჰქონდა განეხორციელებინა იპოთეკის საგნის გადახდევინებისთვის მიქცევა, მიუხედავად იმისა თუ ვის მფლობელობაში, სარგებლობაში ან საკუთრებაში იქნებოდა იპოთეკის საგანი.

 

იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად კი, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე. ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად მესაკუთრე უფლებამოსილი იყო იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის დასრულებამდე ნებისმიერ დროს დაეკმაყოფილებინა უზრუნველყოფილი მოთხოვნები (მათ შორის, დაკმაყოფილებამდე ბანკის მიერ გაწეული ხარჯები) და ამით შეწყვიტოს იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 20---–-–----------ის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 28 - 37)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. მოპასუხე რ--------------მა დაარღვია სს ,,ს----------–--------თან“ დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გაცემული სესხის და საპროცენტო სარგებლის, ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად, ეტაპობრივად შესრულების თაობაზე. შესაბამისად, რ--------------ის მიერ ბანკის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს: სესხის ძირი თანხა 33 038.76 ლარი, პროცენტი - 2 806.39 ლარი, პირგასამტეხლო - 14 131.70 ლარი, საკომისიო 24 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ინფორმაცია დავალიანების შესახებ (ს.ფ. 47 - 48);

- კრედიტის დაფარვის გრაფიკები (ს.ფ. 26-27);

- ნაერთი ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 40 - 46);

- შეტყობინება, საფოსტო კორესპონდენცია (ს.ფ. 49-54);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ს----------–---------ის“ სარჩელი რ----- და ალ---------------------ს მიმართ, თანხის დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 394-ე, 411-412-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ -ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------ს” და მოპასუხე რ--------------ს შორის, არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა. მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოხდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების (სესხის ძირითადი თანხა, საპროცენტო სარგებელი) ცნობა, შესაბამისად, სადავოს არ წარმოადგენს ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის და აღნიშნულის გამო კრედიტორის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სს ,,ს----------–--------ის“ სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, სესხის ძირი თანხის 33 038.76 ლარის და საპროცენტო სარგებლის 2 806.39 ლარის ნაწილში. აქედან გამომდინარე, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე რ--------------მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო 0.5 %-ის ოდენობით არის მაღალი და უნდა შემცირდეს 10-ჯერ, 0.05 %-მდე. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო 10-ჯერ შემცირების შედეგად, უნდა განისაზღვროს 1413 ლარით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა მოვლენები მართლზომიერების ფარგლებში რომ მოთავსებულიყო.სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს. ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. შესაბამისად, მოპასუხეს მიუღებელი შემოსავლის სახით, უნდა დაეკისროს სესხის ძირ თანხაზე გადასახდელი სარგებელი წლიური 24 % გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხე რ--------------ის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, მოსარჩელე (იპოთეკარი) სს ,,ს----------–---------ი” უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე მოთხოვნას და მიუთითა, რომ უძრავი ქონების გაყიდვის აუცილებლობა არ დგას და არსებობს სხვა რესურსებიც, რომლითაც შესაძლებელია ბანკის მიერ ფულადი ვალდებულების დაკმაყოფილება. სასამართლო მიუთითებს, რომ იპოთეკის არსებობა და ზემოაღნიშნულ ნორმათა დანაწესი ცალსახად ადგენს იმ შესაძლებლობებსა და უპირატესობებს, რაც კრედიტორის ფულადი ვალდებულების დაკმაყოფილების დროს აქვს. შესაბამისად, მოპასუხე მხარის აღნიშნული პოზიცია იპოთეკის საგნის სარეალიზაციოდ მიქცევასთან დაკავშირებით სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 35845.15 ლარის ნაწილში, რაც წარმოადგენს მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის 49%-ს. შესაბამისი პროპორციით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1085 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახაზინო ანგარიშიდან.

 

სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილიდან, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 288 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 841 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები. ამავე კოდექსის 268.11-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაჩიო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ რამ განაპირობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღასრულებლად მიქცევა, რამაც შემდგომში შესაძლოა გააძნელოს მისი აღსრულება, ზოგადად ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კრედიტორისათვის ზიანის მოტანას, თუმცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაცემისათვის ეს მნიშვნელოვანი ზიანი უნდა იყოს, სადაც მხედველობაში მიიღება გადაწყვეტილებით დადგენილი შესასრულებელი ვალდებულების შინაარსი და ხასიათი. მით უფრო როცა მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სხვა რაიმე უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნა სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259-1, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ს----------–--------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. რ--------------ს, სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 37 258.15 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 33 038.76 ლარი, პროცენტი 2 806.39 ლარი, პირგასამტეხლო 1413 ლარი;

3. რ--------------ს, სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით სესხის ძირი თანხის 33 038.76 ლარის წლიური 24%-ის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან 4.09.2018-დან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ა-–-------------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქალაქი თბილისი, გ-–--------------------------- კორპუსი 30, სართული 2, ბინა N1--, საკადასტრო კოდით N0--11.10.0---0---0--1---

5. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით აღსრულება მიექცეს რ--------------ის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ -მოძრავ ქონებაზე.

6. არ დაკმაყოფილდეს სს ,,ს----------–---------ი“-ს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე;

7. რ--------------ს და ა-–-------------------ს, სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 288 ლარის ანაზღაურება;

8. სს ,,ს----------–--------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 04-09-2018 წელს სს „ს----------–--------ი“-ს N919 საგადახდო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 214 ლარიდან 1085 ლარი;

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტში მითითებული წესების დაცვით;

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე