გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.11.2018
საქმის ნომერი
020210018002537563
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210018002537563 (2/1366-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ზუ------ი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუ------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - ემ------–--------

წარმომადგენელი - ნი----------–---–ია

 

მოპასუხე - ზუ-------–-----ლი

წარმომადგენელი - თა-----–-------–---უა

 

დავის საგანი: კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის და ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.მოსარჩელის მოთხოვნა

 

1.1. 1----–-–------------–ის №2----2 სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა;

 

1.2. 20---–-–-----------------ს №1----7 ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა;

 

1.3. ქ. ზუ------ში, რუ-------–ის ქუჩა №----ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №43.31.5-.1--, დაზუსტებული მიწის ნაკვეთი - 403 კვ.მ., №1 განაშენიანების ფართი 157.55 კვ.მ.) 1/2 ნაწილის მესაკუთრედ აღიარება და საჯარო რეესტრში თანამესაკუთრედ აღრიცხვა (დ-------------–-------------------------------–-–--------------------

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელის მამა იყო გუ--–------ია, ხოლო ბებია ლუ---–------ია.

 

ღუ-----–----–-----ლი არის გუ--–------იას და და მოსარჩელის მამიდა, ხოლო მოპასუხე ზუ-------–-----ლი, მოსარჩელის მა-----–--ლი.

 

დავა მიმდინარეობს ლუ---–------იას სამკვიდრო ქონებაზე, რომლის გარდაცვალების შემდგომ მოსარჩელის მამამ მიიღო ქ. ზუ------ში, რუ-------–ის ქუჩა №----ში მდებარე დედის - ლუ---–------იას სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეობა ფაქტობრივი ფლობით. ამის მიუხედავად, 2017 წელს მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მის მამიდას - ღუ-----–----–-----ლს ლუ---–------იას სამკვიდრო ქონება კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე მთლიანად გადაუფორმებია, ხოლო შემდგომ გაუსხვისებია ჩუქების ხელშეკრულებით თავის შვილზე - ზუ-------–-----ლზე, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.ლუ---–------ია გარდ--–---–-------–-–-------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 28);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 15.11.2----–-–--------------–------------------).

 

3.1.2.გუ--–------ია გა------–---–-------–-–------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 30);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 15.11.2----–-–--------------–------------------).

 

3.1.3.ღუ-----–----–-----ლი გა------–---–-------–-–----------------–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 33);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 15.11.2----–-–--------------–------------------).

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ლუ---–------იას ყავდა შვილები: გუ--–------ია და ღუ-----–----–-----ლი.

 

გუ--–------იას შვილია მოსარჩელე ემ------–--------, ხოლო ღუ-----–----–-----ლის შვილია მოპასუხე ზუ-------–-----ლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (ს.ფ. 26);

-გუ--–------იას დაბადების მოწმობა (ს.ფ. 31);

-მოსარჩელე ემ------–--------ს დაბადების მოწმობა (ს.ფ. 32);

-უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 48);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 15.11.2----–-–--------------–------------------).

 

3.2.2.გარდაცვალების შემდგომ, ლუ-----–-----ლს დარჩა სამკვიდრო ქონება, ამჟამად მდებარე ქ. ზუ------ში, რუ-------–ის ქუჩა №----ში (საკადასტრო კოდი №43.31.5-.1--).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 28);

-სააღრიცხვო ბარათი (ს.ფ. 21);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 62);

-საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი (ს.ფ. 23);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 15.11.2----–-–--------------–------------------).

 

3.2.3.ლუ-----–-----ლის სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღო შვილმა - ღუ-----–----–-----ლმა, რაც დადასტურებულია 1----–-–------------–ის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 28);

-სააღრიცხვო ბარათი (ს.ფ. 21);

-საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი (ს.ფ. 23);

-კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (ს.ფ. 26);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 15.11.2----–-–--------------–------------------).

 

3.2.4.მემკვიდრეობით მიღებული, ქ. ზუ------ში, რუ-------–ის ქუჩა №----ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №43.31.5-.1--) ღუ-----–----–-----ლმა 20---–-–---------------------------------------------------–-, ხოლო 200--–-–---------------რს სანოტარო წესით გაფორმებული №1----7 უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა შვილს - ზურ------–-----ლს, რომლის სახელზე ქონება სა-----------------–---------–--------–-–--------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 28);

- სააღრიცხვო ბარათი (ს.ფ. 21);

-საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი (ს.ფ. 23);

-კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (ს.ფ. 26);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 62);

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 15.11.2----–-–--------------–------------------).

 

3.2.5.გუ--–------იას და მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის, ემ------–--------ს, ლუ---–------იას გარდაცვალებამდე და მის შემდგომ სამკვიდროს მისამართზე - ქ. ზუ------ში, რუ-------–ის ქუჩა №----ში არ უცხოვრიათ. მოსარჩელე მამასთან გუ--–------იასთან ერთად ცხოვრობდა ქ. ზუ------ში, სან-------ს ქუჩაზე, ხოლო გუ--–------იას გარდაცვალების შემდგომ საცხოვრებლად გადავიდა ქ. ზუ------ში, უნი------------ს (ყოფილი წყ--–------ის) ქუჩაზე.

 

მოსარჩელის მამას - გუ--–------იას დედის - ლუ---–------იას გარდაცვალებიდან 06 თვის ვადაში სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის, ასევე, არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებია მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების და წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო და შესაბამისად, კერძოდ, სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საინფორმაციო ბარათი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 15.11.2----–-–--------------–------------------).

სამოტივაციო ნაწილი:

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა განმარტებების და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო სამართლის კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო განმარტავს, რომ პირის გარდაცვალება იწვევს ისეთ სამართლებრივ შედეგს, როგორიცაა სამკვიდროს გახსნა და მემკვიდრეობის მიღება, რასაც არეგულირებს მემკვიდრეობის სამართალი, რომელიც კერძო ხასიათის ქონებრივი და საოჯახო ურთიერთობების მოწესრიგების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საქართველოს კანონმდებლობაში, რისი უპირველესად დასტურია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

მოსარჩელემ სამკვიდრო მოწმობისა და ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და ½ წილზე მესაკუთრედ აღიარება მოითხოვა სწორედ მემკვიდრეობით-სამართლებრივი საფუძვლით, კერძოდ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი წარმოადგენს ნათელა ნაყოფიას შვილიშვილს, პირველი რიგის მემკვიდრეს და რომ უძრავი ქონება მოპასუხის საკუთრება გახდა სადავო სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ან ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლუ---–------ია გარდაიცვალა 1--- წელს. ამ პერიოდისათვის ცოცხლად დარჩენილია პირველი რიგის მემკვიდრეები შვილები: მოსარჩელე ემ------–--------ს მამა - გუ--–------ია და მოპასუხე ზუ-------–-----ლის დედა - ღუ-----–----–-----ლი.

 

6.2.საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინ-------ბას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან დაკმაყოფილებაზე უარი უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრებითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

სასამართლოებში საქმეების განხილვის კონსტიტუციურმა პრინციპმა კანონმდებლის მიერ ასახვა ჰპოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რისი ნათელი გამოვლინებაა 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა განკუთვნადობის საკითხი, კერძოდ, დაადგინა სასამართლოს ვალდებულება, შეფასება მისცეს მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეიძლება იქნას სადავო ფაქტი წარდგენილი მტკიცებულებით დადასტურებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუ მხარე, რომელსაც დაკისრებული აქვს კონკრეტული გარემოებების მტკიცების ტვირთი და მტკიცებას ვერ უზრუნველყოფს, ეს აისახება მის საზიანოდ. ამ კუთხით საგულისხმოა ის შემთხვევა, როცა მხარე საერთოდ არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ან წარმოდგენილი მტკიცებულებითა და მითითებული გარემოებებით ვერ მოახერხებს სასამართლოს დარწმუნებას. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სამართალწარმოებისას მოქმედებს ის პრინციპი, რომ მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის სასარგებლო გარემოებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე შესაფასებელია მხარეთა მხრიდან სამკვიდრო ქონებისადმი დამოკიდებულება, მისდამი ინტერესის არსებობა-არარსებობა. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია მოხმობილ იქნეს სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი შემდეგი ნორმები:

 

სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის; სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ – ამ ქონების ღირებულება.

 

დადგენილია, რომ 25.01.1--- წელს ლუ---–------იას გარდაცვალების მომენტისათვის მის დანაშთ სამკვიდროს შეადგენდა ქ. ზუ------ში, რუ-------–ის ქუჩა №----ში მდებარე უძრავი ქონება, რაზეც 1----–-–------------–ს გაცემული იქნა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (სამკვიდრო მოწმობა) ღუ-----–----–-----ლის სახელზე და რომლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა მოსარჩელემ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც წესი, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს მემკვიდრის (მოსარჩელის) მიერ სამკვიდრო ქონების კანონით დადგენილი წესით მიღება.

 

მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად სარჩელში მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილას სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტიურად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. მსგავსი წესები მოქმედებდა სამკვიდროს გახსნის პერიოდშიც.

 

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს, მემკვიდრეობის მიღებას უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვითა და ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. ანუ აღნიშნული ნორმები იმპერატიული დანაწესის სახით ადგენენ დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. ამდენად, აღნიშნული ნორმების შინაარსის მიუთითებს მასზედ, რომ მემკვიდრეს უფლება აქვს სამკვიდრო მიღების ორი ალტერნატიული გზით: განცხადებით მიმართოს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოს ანდა დაეუფლოს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად ან მართოს იგი.

 

დადგენილი ვადის (6 თვის) გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის, ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს, მას წარმოშობს სამკვიდროს მიღება, როგორც ცალმხრივი გარიგება. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. მემკვიდრეობის უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია კონკრეტული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება ზემოაღნიშნული ორი წესით. მემკვიდრის მიერ სადავო უძრავი ქონების მიღება ფაქტობრივი ფლობით ან მართვით, მას განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმში აყენებს. ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებით (კონკლუდენტური მოქმედებებით) მემკვიდრე ხდება სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არ ნიშნავს ნივთთან მხოლოდ ფიზიკურ შემხებლობას, სამკვიდროს ე.წ. ფორმალურ დაუფლებას, არამედ იგი მოიაზრებს მემკვიდრის მიერ ქონების როგორც მისი საკუთარის, მემკვიდრეობით მიღებული ქონების დაუფლებას, რისი მტკიცების ტვირთიც მოსარჩელე ეკისრება (---------------–--------------------------–---------–-------–-----------------------------–--------–--–--.

 

ასევე, ყურადსაღებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლი, რომლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. აღნიშნული ნორმის და 1421-ე მუხლის ერთობლივი სამართლებრივი ანალიზი მიუთითებს მასზედ, რომ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის დღიდან, ანუ მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ მიიჩნევა მხოლოდ მაშინ, თუ იგი 1421-ე მუხლით დადგენილი წესით მიიღებს მემკვიდრეობას. შესაბამისად, მხოლოდ ამ პირობებში, სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მემკვიდრეს (მოსარჩელეს) აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის, იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავას იწვევს სწორედ მოსარჩელის მამის - გუ--–------იას მიერ დედის - ლუ---–------იას მემკვიდრეობის მიღების ფაქტი, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მან მიუთითა, რომ მამის მხრიდან მემკვიდრეობის მიღების ფაქტი გამოიხატა იმაში, რომ გუ--–------ია თავის ოჯახის წევრებთან ერთად ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ლუ---–------იას დანაშთ ქონებას.

 

აღნიშნული გარემოებასთან დაკავშირებით მხარეთა მიერ სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი იქნა მოწმეები, ასევე საქმეს ერთვის მოსარჩელის სახელზე გაცემული საინფორმაციო ბარათი და ღუ-----–----–-----ლის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომელთა ერთობლივი შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ზუ------ში, რუ-------–ის ქუჩა №----ში მდებარე ლუ---–------იას დანაშთ უძრავ ქონებაზე მემკვიდრეობა მიიღო შვილმა - ღუ-----–----–-----ლმა (მოპასუხის დედა) და რომ გუ--–------ია (მოსარჩელის მამა) და მოსარჩელე ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებიან სამკვიდრო ქონებას, ისინი მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და შემდგომ ცხოვრობდნენ სხვა მისამართზე და მამკვიდრებლის ქონებასთან კავშირი არ ჰქონიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ემ------–--------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 170 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუ------ის რაიონული სასამართლოს (მდებარე - ქ. ზუ------ი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

 

4.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა