გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/27900-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე
მოსარჩელე - შპს "მიკ--------------- ო---------–--------–----------------ი"
წარმომადგენელი - კა---–------–-----------–-----------
მოპასუხე - ნ-----–--–-----ი, გი-----------–---
წარმომადგენელი- ნ-----------–---–-
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
გი-----------–---სა და ნ-----–--–-----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი, მდებარე: ქ--–--------–-----------–------ 3--------------–-------- კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა N- (ს/კ N 01.1-.2-.0--.0--) და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე შპს „მიკ--------------- ო---------–--------–----------------ს“.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის მდებარე: ქ--–--------–-----------–------ 3--------------–-------- კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა N--ის (ს/კ N 01.1-.2-.0--.0--) მესაკუთრედ რეგისტრირებულია შპს „მიკ--------------- ო---------–--------–----------------ი“.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1 დადგენილია, რომ უძრავ ქონებას მდებარე: ქა-–--------–--–---------–------ 3-0 კმ. დასახლება და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა N- (ს/კ N01.1-.2-.0--.0--) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „მიკ--------------- ო---------–--------–----------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე, 168-ე მუხლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 268-ე, 269-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. 6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 6.4 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონების მდებარე: ქ--–--------–-----------–------ 3--------------–-------- კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა N--ის (ს/კ N 01.1-.2-.0--.0--) მესაკუთრედ რეგისტრირებულია შპს „მიკ--------------- ო---------–--------–----------------ი“. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს მართლზომიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. 6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „მიკ--------------- ო---------–--------–----------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას უძრავი ნივთი მდებარე: ქა-–--------–--–---------–------ 3-0 კმ. დასახლება და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა N- (ს/კ N 01.1-.2-.0--.0--) და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მესაკუთრეს.
7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, გი-----------–---სა და ნ-----–--–-----ს მოსარჩელე შპს „მიკ--------------- ო---------–--------–----------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი და მოსარჩელის უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით. ება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 48-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 3-4-ე, 3-7-ე, 3-9-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „მიკ--------------- ო---------–--------–----------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს
2. ნ-----–--–--------------------------–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას შპს „მიკ--------------- ო---------–--------–----------------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე: ქ--–---------–-----------–---------------------–---- 630 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მშენებარე შენობა-ნაგებობა N- (ს/კ N01.1-.2-.0--.0--) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს შპს „მიკ--------------- ო---------–--------–----------------ს“.
3. შპს „მიკ--------------- ო---------–--------–----------------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 60 ლარი, რომელიც გადახდილია 25/01/2018, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150 (საგადახდო დავალება №0).
4. ნ-----–--–-----სა და გი-----------–---ს მოსარჩელე შპს „მიკ--------------- ო---------–--------–----------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე