გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-/1097-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე სს ”თ-----------”
წარმომადგენელი სა-–-------–----–---–-
მოპასუხე რა------–-–------
დავის საგანი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე
დავალიანების გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნაა:
1.1. მოპასუხე რ-------–-–-----ს მოსარჩელე სს ”თ-----------ს” სასარგებლოდ დაეკისროს:
1.1.1. 2015 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7 217.91ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5 599.14 ლარი, პროცენტი - 595.88 ლარი, ჯარიმა - 1 000 ლარი და დაზღვევა - 22.89 ლარი.
1.1.2. 2017 წლის 17 ნოემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2015 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 5 599.14 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 15.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 72.32 ლარს.
1.1.3. 2017 წლის 17 ნოემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2015 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 5 599.14 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 27.99 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1 000 ლარისა.
1.1.4. 2016 წლის 04 თებერვლის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5 427.23 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითად თანხაა - 4 752.51 ლარი, პროცენტი - 274.33 ლარი, ჯარიმა - 394.80 ლარი და დაზღვევა - 5.59 ლარი.
1.1.5. 2017 წლის 17 ნოემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 04 თებერვლის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 4 752.51 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 16.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 65.34 ლარს.
1.1.6. 2017 წლის 17 ნოემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 04 თებერვლის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 4 752.51 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 23.76 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1 000 ლარისა.
1.1.7. 2015 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7 135.08 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4 995.80 ლარი, პროცენტი - 1 139.28 ლარი და ჯარიმა - 1 000 ლარი.
1.1.8. 2017 წლის 17 ნოემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2015 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 4995.80 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 149.87 ლარს.
1.1.9. 2017 წლის 17 ნოემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2015 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 4995.80 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 24.97 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 500 ლარისა.
სს „თ------------” და რ-------–-–-----ს შორის 2015 წლის 16 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №----------------, მსესხებლზე გაიცა კრედიტი 9 200 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.5%-ით, კრედიტის ვადა - 1 084 დღე (36 შენატანი). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მიმდინარე ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით G----ში.
მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა 2015 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის №---------------- ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 24 აპრილის შემდეგ გადახდა არ შეუსრულებია. ასევე მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას. აღნიშნული სესხის დასაფარად მსესხებელს საერთო ჯამში გადახდილი აქვს 5 182.78 ლარი, საიდანაც დაიფარა ძირითადი თანხა - 3 600.86 ლარი, სარგებელი - 1 529.97 ლარი და ჯარიმა - 51.95 ლარი.
2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით რ-------–-–-----ს 2015 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 7 840.59 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5599.14 ლარი, პროცენტი - 595.88 ლარი, ჯარიმა -1 622.68 ლარი და დაზღვევა - 22.89 ლარი.
სს „თ------------” და რ-------–-–-----ს შორის 2016 წლის 04 თებერვალს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №----------------, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 300 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16.5%-ით, კრედიტის ვადა - 1 469 დღე (48 შენატანი). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მიმდინარე ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით ბანკის სასარგებლოდ G----ში.
მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა 2016 წლის 04 თებერვლის საბანკო კრედიტის №---------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 17 ივლისის შემდეგ გადახდა არ შეუსრულებია. ასევე მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას. აღნიშნული სესხის დასაფარად მსესხებელს საერთო ჯამში გადახდილი აქვს 3 069.95 ლარი, საიდანაც დაიფარა ძირითადი თანხა - 1 547.49 ლარი, სარგებელი - 1 314.85 ლარი და ჯარიმა - 207.61 ლარი.
2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით რ-------–-–-----ს 2016 წლის 04 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 5 427.23 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4752.51 ლარი, პროცენტი - 274.33 ლარი, ჯარიმა - 394.80 ლარი და დაზღვევა - 5.59 ლარი.
სს ,,თ------------” და რ-------–-–-----ს შორის 2015 წლის 21 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, საკრედიტო ლიმიტის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5 000 ლარით. კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 02.02.2024 წლადე. კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36%-ით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, ასევე, კრედიტის სს ,,თ-----------ს” ბანკომატებით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 0%-ით კრედიტის 55 დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ის, ათვისებულ საკრედიტო ლიმიტზე გადასახდელი სარგებლის და ჯარიმების გადახდით, დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა. ხელშეკრულების შესაბამისად, დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 16 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე, გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარი და ამას დამატებული ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა 2015 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 13 მარტის შემდეგ გადახდა არ შეუსრულებია. ასევე მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას.
2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით რ-------–-–-----ს 2015 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 7 425.36 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4 995.80 ლარი, პროცენტი - 1 139.28 ლარი და ჯარიმა - 1 290.28 ლარი.
მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და გაიხმო სარჩელის მოთხოვნები 2015 წლის 16 აპრილის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ და 2016 წლის 21 ოქტომბრის საბანკო კრედიტის N---------------- ხელშეკრულებების ნაწილში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნები ცნო ნაწილობრივ ყველა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის, პროცენტისა და დაზღვევის თანხის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „თ------------” და რ-------–-–-----ს შორის 2015 წლის 16 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №----------------, მსესხებლზე გაიცა კრედიტი 9 200 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.5%-ით, კრედიტის ვადა - 1 084 დღე (36 შენატანი). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მიმდინარე ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით G----ში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 16.11.2015 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №----------------;
- 16.11.2015 №---------------- პოლისი.
3.1.2. 2015 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხა მსესხებელმა აითვისა, თუმცა მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 24 აპრილის შემდეგ არ გადაიხადა თანხა.
2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით რ-------–-–-----ს 2015 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 7 840.59 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5599.14 ლარი, პროცენტი - 595.88 ლარი, ჯარიმა -1 622.68 ლარი და დაზღვევა - 22.89 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- გადახდის გრაფიკი
- დავალიანების შესახებ ცნობა.
3.1.3. სს „თ------------” და რ-------–-–-----ს შორის 2016 წლის 04 თებერვალს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №----------------, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 300 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 16.5%-ით, კრედიტის ვადა - 1 469 დღე (48 შენატანი). კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის მიმდინარე ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით ბანკის სასარგებლოდ G----ში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 04.02.2016 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №----------------;
- 04.02.2016 №---------------- პოლისი.
3.1.4. 2016 წლის 04 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხა მსესხებელმა აითვისა, თუმცა მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 17 ივლისის შემდეგ არ გადაიხადა თანხა.
2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით რ-------–-–-----ს 2016 წლის 04 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 5 427.23 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4752.51 ლარი, პროცენტი - 274.33 ლარი, ჯარიმა - 394.80 ლარი და დაზღვევა - 5.59 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- გადახდის გრაფიკი;
- დავალიანების შესახებ ცნობა.
3.1.5. სს ,,თ------------” და რ-------–-–-----ს შორის 2015 წლის 21 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, საკრედიტო ლიმიტის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5 000 ლარით. კრედიტით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 02.02.2024 წლადე. კრედიტის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36%-ით სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, ასევე, კრედიტის სს ,,თ-----------ს” ბანკომატებით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 0%-ით კრედიტის 55 დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში.
კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ის, ათვისებულ საკრედიტო ლიმიტზე გადასახდელი სარგებლის და ჯარიმების გადახდით, დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა. ხელშეკრულების შესაბამისად, დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 16 რიცხვი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 21.09.2015 საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება N----------------;
3.1.6. 2015 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული თანხა მსესხებელმა აითვისა, თუმცა მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2017 წლის 13 მარტის შემდეგ არ გადაიხადა თანხა.
2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით რ-------–-–-----ს 2015 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 7 425.36 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 4 995.80 ლარი, პროცენტი - 1 139.28 ლარი და ჯარიმა - 1 290.28 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- გადახდის გრაფიკი;
- დავალიანების შესახებ ცნობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და დავალიანების თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 16.11.2015 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №----------------;
3.2.2. 2016 წლის 04 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 04.02.2016 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №----------------;
3.2.3. 2015 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და დავალიანების თანხის 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 21.09.2015 საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება N----------------.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ-----------ს” სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 867-ე, 361-ე, 868-ე, 873-ე, 319-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია რომ მხარეებს სს "თ------------” და რ-------–-–-----ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხის თანხები შეთანხმებული ოდენობით, ხოლო რ-------–-–-----მა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხები ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მოსარჩელე ითხოვს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური პროცენტის დაკისრებას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 16 ნოემბრის საბaნკო კრედიტის ხელშეკრულებით სარგებლობისათვის დადგენილია წლიური 15.5%, 2016 წლის 04 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით სარგებლობისათვის - წლიური 16.5%, ხოლო 2015 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით სარგებლობისათვის - წლიური 36% კრედიტის სს „თ-----------ს“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი მის მიმართ დაყენებული მოთხოვნის შესაბამისად, დავალიანების ძირითადი თანხის, პროცენტის, დაზღვევის და აღსრულებამდე წლიური პროცენტის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა ძირითადი თანხის, პროცენტის, დაზღვევისა და აღსრულებამდე წლიური პროცენტის დაკისრების ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ მხარეებს სს ”თ------------” და რ-------–-–-----ს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. ასევე კრედიტორის მიერ შემცირებული პირგასამტეხლო, რომელიც შეუსაბამოა ძირითადი ვალდებულების მოცულობასთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს 10-ჯერ და მოპასუხეს 2015 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს 100 ლარი და ძირითად თანხაზე - 5 599.14 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.79 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა. 2016 წლის 04 თებერვლის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 39.48 ლარი და ძირითად თანხაზე - 4 752.51 ლარზე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.37 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 100 ლარისა. 2015 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 100 ლარი და ძირითად თანხაზე - 4995.80 ლარზე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.49 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 50 ლარისა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სს „თ-----------ს“ მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 14.68 ლარის გადახდა და 43.25 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს ბიუჯეტიდან სარჩელის ცნობის გამო, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 1086.41 ლარის ოდენობით.
იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4%, რაც შეადგენს 432.5 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოპასუხე რ-------–-–----ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის - 51.9 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, სს „თ-----------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასარჩელო მოთხოვნა, რომელზეც უზრუნველყოფის ღონისძიებაა გამოყენებული, დაკმაყოფილდა, ამდენად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.01.2018 წლის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ”თ-----------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. დაეკისროს მოპასუხე რ-------–-–-----ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ:
1.1.1 2015 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა - 5 599.14 ლარი, პროცენტი - 595.88 ლარი, ჯარიმა - 100 ლარი და დაზღვევა - 22.89 ლარი.
1.1.2. 2015 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წლის 17 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირითად თანხაზე - 5 599.14 ლარზე წლიური 15.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 72.32 ლარს.
1.1.3 2015 წლის 16 ნოემბრის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე - 5 599.14 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.79 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა.
1.2.1. 2016 წლის 04 თებერვლის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა - 4 752.51 ლარი, პროცენტი - 274.33 ლარი, ჯარიმა - 39.48 ლარი და დაზღვევა - 5.59 ლარი.
1.2.2. 2016 წლის 04 თებერვლის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 17 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირითად თანხაზე - 4 752.51 ლარზე წლიური 16.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 65.34 ლარს.
1.2.3. 2016 წლის 04 თებერვლის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 17 ნოემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე ძირითად თანხაზე - 4 752.51 ლარზე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.37 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 100 ლარისა.
1.3.1. 2015 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა - 4 995.80 ლარი, პროცენტი - 1 139.28 ლარი და ჯარიმა - 100 ლარი.
1.3.2. 2015 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წლის 17ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირითად თანხაზე - 4995.80 ლარზე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 149.87 ლარს.
1.3.3. 2015 წლის 21 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 4995.80 ლარზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 2.49 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 50 ლარისა.
2. დაეკისროს მოპასუხე რ-------–-–-----ს მოსარჩელე სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 14.68 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 432.5 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად, 43.25 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 51.9 ლარის გადახდა სასამართლოს გარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად.
2.1. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ”-------------” 2017 წლის 11 დეკემბერს №- საკრედიტო საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1 233.26 ლარიდან 1086.41 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაკა ჭედია