განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2018
საქმის ნომერი
330100115001043056
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – ვ----– ს--------ის

ბრალდებულ – ლ---- რ-----–---–ის

ადვოკატ – ნ----- პ---------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– ლ---- ნ-----–----ის ძე რ-----–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების: ქ-------–--–------------------------------------------------–----------–------------–----------–---–-----------------ში, ამჟამად აღკვეთის ღონისძიების - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ - ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ---- რ-----–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

ლ---- რ-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20---–-–----------------ს განაჩენით ლ---- რ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და 273-ე მუხლით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის გამოყენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 9 (ცხრა) თვის ვადით და ჯარიმა 9000 (ცხრა ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები. ლ---- რ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2007 წლის 16 ოქტომბრიდან 2007 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2008 წლის 27 ივნისიდან.

ზემოაღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მარტის განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული.

ლ---- რ-----–---–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2011 წლის 24 მარტს.

ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის ნასამართლევ ლ---- რ-----–---–ს 2013 წლის 20 ივლისს, ქ.თბილისში, ნარკოლოგიურ კაბინეტში შემოწმებისას კვლავ დაუდგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ მოხმარების ფაქტი.

ე.ი. ლ---- რ-----–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით.

სასამართლოს დასკვნა ლ---- რ-----–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ნარკოლოგიური გამოკვლევის №------- დასკვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 20---–-–----------------ს განაჩენს, მოწმეების დაკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ლ---- რ-----–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ლ---- რ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას.

ლ---- რ-----–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ იგი აღარ გამოვლენილა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტზე და როგორც თავად განმარტა, მას მერე აღარ მოიხმარს ნარკოტიკს, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. წინა განაჩენებით დანიშნულ ჯარიმებთან დაკავშირებით, რომლებიც დღეის მდგომარეობით აღუსრულებელია, სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებული რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მისივე განმარტებით, სწორედ აღნიშნულმა ფაქტორმა განაპირობა ჯარიმის გადაუხდელობა და ადგილი არ ჰქონია დანიშნული სასჯელის მოხდისაგან განზრახ თავის არიდებას. შესაბამისად, ბრალდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების საშიშროების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ლ---- რ-----–---–ის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით.

ამასთან, ლ---- რ-----–---–ს განსახილველი დანაშაული ჩადენილი აქვს ბოლო - მ–------ რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენის გამოტანამდე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ამავე განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ლ---- რ-----–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, კვლავ ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სრულად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს. საბოლოოდ, ლ---- რ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემული დანაშაული ჩადენილია ბოლო (2----–-–-------------ს) განაჩენის გამოტანამდე - მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილი და მ–------ რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ახლად დანიშნული სასჯელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- რ-----–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- რ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 120 (ას ოცი) საათის ვადით.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, მ–------ რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ახლად დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 120 (ას ოცი) საათის ვადით და საბოლოოდ ლ---- რ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. მსჯავრდებულ ლ---- რ-----–---–ს გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს მ–------ რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენის მიღების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მ–------ რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენში მითითებული პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 20 ივლისიდან 2013 წლის 22 ივლისის ჩათვლით და 2015 წლის 17 ნოემბრიდან 2015 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით.

4. ლ---- რ-----–---–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ) საექიმო საქმიანობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. მსჯავრდებულ ლ---- რ-----–---–ს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

5. მსჯავრდებულ ლ---- რ-----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლ---- რ-----–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

6. გაუქმდეს ლ---- რ-----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–--------–---ს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი