განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002493391
1-538/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ა----–--- წ-------ვა
ბრალდებულები - მ------ ვ---ძე, ზ------ კ----–იძე, ტ-----ლ კ----–იძე
ადვოკატი - რ----- ჯ---------ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
გამოძიების საქმის ნომერი №1----------2
1. ბრალდებული: ზ------ კ----–იძე
მამის სახელი: ნოდარი
დაბადებული: 15.03.1----–--–---------–--------------------–------------------------------------------------–------------------–-------------------------–------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ და "ბ" ქვეპუნქტი
2. ბრალდებული: ტ-----ლ კ----–იძე
მამის სახელი: ნუგზარი
დაბადებული: 21.04.1----–--–-----------------------------------------–--------------------–----------------–------------------–-------------------------–------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „გ“ და"ბ" ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილი.
3. ბრალდებული: მ------ ვ---ძე
მამის სახელი: ემზარი
დაბადებული: 05.09.1----–--–-----------------------------------------–--------------------–----------------–------------------–-------------------------–--------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“და „გ“ ქვეპუნქტი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ზ------ კ----–იძის მიმართ
2018 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში აეროპორტის მიმდებარედ ზ------ კ----–იძემ ჯელალ ქიქავასთან ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ჯგუფურად, ტ-----ლ კ----–იძესთან და მ------ ვ---ძესთან ერთად, ხელების და ფეხების დარტყმით სცემა ჯელალ ქიქავა, ხოლო ჯგუფურად მ------ ვ---ძესთან ერთად სცემა ამირან დავითაშვილი. ჯელალ ქიქავამ და ამირან დავითაშვილმა ცემის დროს მიიღეს ფიზიკური ზიანი და განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
ტ-----ლ კ----–იძის მიმართ
2018 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში აეროპორტის მიმდებარედ ტ-----ლ კ----–იძემ ჯელალ ქიქავასთან ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ჯგუფურად, ზ------ კ----–იძესთან და მ------ ვ---ძესთან ერთად ხელების და ფეხების დარტყმით სცემა ჯელალ ქიქავა, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ჯელალ ქიქავას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომლებიც განვითარებულია, რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში აეროპორტის მიმდებარედ ტ-----ლ კ----–იძემ ჯელალ ქიქავასთან შელაპარაკების შემდეგ წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ჯელალ ქიქავას თანმხლებ პირს ამირან დავითაშვილს, ხელების და ფეხების დარტყმით მიაყენა დაზიანებები. კერძოდ, ტ-----ლ კ----–იძის მიერ მიყენებული დაზიანების შედეგად სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ამირან დავითაშვილს აღენიშნებოდა მარჯვენა ტერფის მე-5 მეტატარზალური ძვლის ფუძის მოტეხილობა და წელის I, II, III, IV მალების მარცხენა განივი მორჩების ხაზოვანი მოტეხილობები, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის/საგნების ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.
მ------ ვ---ძის მიმართ
2018 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში აეროპორტის მიმდებარედ ჯელალ ქიქავასთან შელაპარაკების შემდეგ წარმოქმნილი კონფლიქტის დროს მ------ ვ---ძემ ჯელალ ქიქავას თანმხლებ პირს მალხაზ ბერიძეს თავში ჩაარტყა ხელი, რითაც მალხაზ ბერიძემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით მალხაზ ბერიძეს აღენიშნებოდა ჰემატომა თავის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 24 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში აეროპორტის მიმდებარედ მ------ ვ---ძემ ჯელალ ქიქავასთან შელაპარაკების შემდეგ წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ჯგუფურად ზ------ კ----–იძესთან და ტ-----ლ კ----–იძესთან ერთად ხელების და ფეხების დარტყმით სცემა ჯელალ ქიქავა და ჯგუფურად ზ------ კ----–იძესთან ერთად სცემა ამირან დავითაშვილი, ამირან დავითაშვილმა და ჯელალ ქიქავამ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მიიღეს სხვადასხვა დაზიანებები და ცემის შედეგად განიცადეს ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზ------ კ----–იძის მიმართ - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად; ორი ან მეტი პირის მიმართ.
ტ-----ლ კ----–იძის მიმართ - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად; ორი ან მეტი პირის მიმართ.
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან
მ------ ვ---ძის მიმართ - ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად; ორი ან მეტი პირის მიმართ.
ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ მიაჩნიათ და ეთანხმებიან აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: მ------ ვ---ძის, ზ------ კ----–იძის, ტ-----ლ კ----–--ის, ჯ----–------–--ლის, ბ------------ძის, თ-----------–----------------------------------------–--–-------------------------------------------------------–--–-------------–--------------------------------–---–------------------–--–------------------------------–-ილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ------ კ----–იძემ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად; ორი ან მეტი პირის მიმართ; ტ-----ლ კ----–იძემ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად; ორი ან მეტი პირის მიმართ და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, ხოლო მ------ ვ---ძემ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად; ორი ან მეტი პირის მიმართ და ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულების ზ------ კ----–იძის, ტ-----ლ კ----–იძის და მ------ ვ---ძის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ზ------ კ----–იძემ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად; ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ’ ქვეპუნქტებით; ტ-----ლ კ----–იძემ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად; ორი ან მეტი პირის მიმართ და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ’ ქვეპუნქტებით და სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით . მ------ ვ---ძემ ჩაიდინა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად; ორი ან მეტი პირის მიმართ და ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ’ ქვეპუნქტებით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ზ------ კ----–იძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
ზ------ კ----–იძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ტ-----ლ კ----–იძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
ტ-----ლ კ----–იძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
მ------ ვ---ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
მ------ ვ---ძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ტ-----ლ კ----–იძეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ფარგლებში, ხოლო ზ------ კ----–იძეს და მ------ ვ---ძს ჯარიმა,რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული ზ------ კ----–იძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
2.ბრალდებული მ------ ვ---ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბრალდებული მ------ ვ---ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას მეორე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, მ------ ვ---ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
3.ბრალდებული ტ-----ლ კ----–იძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბრალდებული ტ-----ლ კ----–იძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) -წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ტ-----ლ კ----–იძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ტ-----ლ კ----–იძის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
ტ-----ლ კ----–იძის, ზ------ კ----–იძის, მ------ ვ---ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 მაისის განჩინებით - ბრალდებულ ტ-----ლ კ----–იძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის - 3 000 (სამი ათასი) ლარის, ხოლო ბრალდებულების ზ------ კ----–იძის და მ------ ვ---ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის - თითოეულის მიმართ - 2 000 (ორი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით - ნ------------–--აძის (პ/ნ 61009000852) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ხულოს რაიონი, მ აბაშიძის ქN18, ( ზონა - ხულო - 23, სექტორი დაბა ხულო - 11, კვარტალი - 31, ნაკვეთი - 035, კოდი - 01/501, საკადასტრო კოდი 23.11.31.035.01.501) - 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მ------ ვ---ძის, ტ-----ლ კ----–იის და ზ------ კ----–იძის ტანისამოსი - დაუბრუნდეს მსჯავრდებულებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი