განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/150-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ------ მ--–--ე.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ----- ს----–---–ი.
მამის სახელი: რ------.
დაბადებული: 1-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--.
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
პირადი ნომერი: 6----------
მცხოვრები: ქ----------------------------------–-.
ადვოკატი - ო----- რ-----ე.
სხდომის სახე - ღია
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის ფორმა (დ----- ს----–---–ი):
- ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეთანხმებით შეცნობით შეზუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
დ----- ს----–---–ისათვის ცნობილი იყო რა რომ მისი მეუღლე ნ----- ე---–----–---–ი არის შეზღუდულის შესაძლებლობის მქონე პირი (ფოთის საქალაქო სასამართლოს 11.03.201- წლის გადაწყვეტილება), 2018 წლის 13 ავისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. სამტრედია, ნი-------ის ქუჩის N2-ში მდებარე თვის საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, პირისა და კისრის არეში ხელის მოჭერის გზით ფიზიკურად იძალადა მასზე, რის შედეგადაც ნ----- ე---–----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა დ----- ს----–---–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე ნ----- ე---–----–---–მა ისარგებლა მასთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - დ----- ს----–---–ის მიმართ.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სვეტლანა ე---–----–---–მა, განაცხადა, რომ მისი შვილიშვილი ხა------ ს----–---–ს აწუხებდა კუჭნაწლავი, რაზეც მამამ დ----- ს----–---–მა უთხრა, რომ ექიმი არ ჭირდებაო. ამის შემდეგ რა მოხდა დ-----სა და ნ-----ს შორის მას არ დაუნახავს და არაფერი იცის.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მა----- სტ------ამ განმარტა, რომ არის პედიატრი. მის სამუშაო უბანზე დაახლოებით სამი თვის წინ იყო ერთი თვის ბავშვი ს----–---–ი, ბრალდებულ დ. ს----–---–ის შვილი, რომლის სახელიც არ ახსოვს. დაახლოებით სამი თვის წინ მას დაურეკეს მეზობლებმა და უთხრეს, რომ დედა ბავშვიანად ქუჩაში დარბოდა რაც შეატყობინა სოციალურ მუშაკს ხა------ სტ------ას. სხვა ამ საქმესთნ დაკავშირებით არაფერი იცის და კონფლიქტის შესახებაც არაფერი გაუგია.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის რაიონული გაყოფილების სოციალურმა მუშაკმა ხა------ სტ------ამ განაცხადა, რომ 2018 წლის 1- აგვისტოს მას დაუკავშირდა უბნის ექიმი მა----- სტ------ა და აცნობა, რომ დაუკავშირდნენ მეზობლები და შეატყობინეს, რომ ოჯახში იყო კონფლიქტური სიტუაცია, დ----- ს----–---–მა ნ-----, დედასთან და მცირეწლოვან შვილთნ ერთდ გამოყარა სახლიდან და ითხოვა შეეტყობინებინა პოლიციისთვის. მან დარეკა სამტრედიის რაიონული სამმართველოს სამორიგეოში.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ბე--------- შვ--------ემ განაცხად, რომ 2018 წლის 1- აგვისტოს იყო მორიგე. დახლოებით 22;00 საათის შემდეგ დაუკავშირდა მორიგე და უთხრა რომ იყო გამოძახება ნი-------ის ქ. N2-ში. მისვლისას ადგილზე დახვდათ დ. ს----–---–ი, რომელიც იყო მთვრალი და მისგან ვერაფერი გაიგეს. დაინახეს, რომ სახლის მისაღებ ოთახში დივანს ეკიდა ცეცხლი, იყო კვამლიც. მათ გამოიძახეს სახანძრო, შევიდნენ სახლში, გამოიტანეს ცეცხლმოკიდებული დივანი და ჩააქრეს ონკანზე. სხვა ოჯახის წევრი სახლში იმ დროს არ იყო. ამის შემდეგ მოვიდა გამომძიებელი კ. ნა------ა და დააკავა დ. ს----–---–ი ოჯახური კონფლიქტის გამო. მას პირადად არც დ. ს----–---–ის წევრბი უნახავს და არც რაიმე კონფლიქტს შესწრებია.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის რაიონული სამმართელოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა კო----------- ნა------ამ განაცხადა, რომ 2018 წლის 1- აგვისტოს იყო მორიგე. სამორიგეო ნაწილში შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადიობის ფაქტზე. მან ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. მოწმის სახით გამოკითხა ნ. ე---–----–---–ი და მისი ჩვენების საფუძველზე დააკავა დ. ს----–---–ი, დანიშნა ექსპერტიზა, ბრალი წარუდგინა დ. ს----–---–ს და დაკითხა იგი ბრალდებულის სახით.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.7. 2018 წლის 15 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. სამტრედია, ნი-------ის ქუჩა N2-ში და წარმოადგენს ნ----- ე---–----–---–ის საცხოვრებელ სახლს. სახლი არის ორსართულიანი კაპიტალური ნაშენი, სახლი გადახურულია შიფრით. სახლის წინა ეზოში მარცხენა მხარეს დევს ყავისფერი ფერის ნახევრად დამწვარ მდგომარეობაში არსებული სავარძელი ტახტი. პირველ სართულზე არის ოთხი ოთახი, საძინებლები, სამზარეულო და ზალის ოთახი, სახლის პირველ სართულზე შევდივართ ერთფრთიანი ხის კარების გავლით და შევდივართ ზალის ოთახში, მოწმე ნ----- ე---–----–---–მა ხელით მიუთითა ის ადგილი ზალისა და სამზარეულოს ოთახის გასასვლელი კარებიდან სადაც მისმა მეუღლემ დ----- ს----–---–მა 2018 წლის 13 აგვისტოს ძლიერად მოუჭირა ხელი კისრის არეში და განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე საგანი ან ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
(ს.ფ. 31–37).
2.8. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით დ----- ს----–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გათავისუფლებული იქნა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
(ს.ფ.50-58).
2.9. ხობის მაგისტრატი სასამართლოს 201- წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, ნ----- ე---–----–---–ი დაბადებული 1--- წლის 0- თებერვალს პ/ნ. 5---------- აღიარებული იქნა ქმედუუნაროდ.
(ს.ფ. 62-64).
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება
3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ დ----- ს----–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექისის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
3.4. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.5. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
3.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
3.8. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე (დაზარალებულმა) ნ----- ე---–----–---–მა, ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - დ----- ს----–---–ის მიმართ.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს - ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად ასევე დაუშვებელია მათი პოზოციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
3.10. შესაბამიმისად სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებული ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
3.11. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
3.12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამასიად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.
3.13. ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
3.1-. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისის 1261 მულხის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატური შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილს წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ.
3.15. დ----- ს----–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ „...მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ურთიერთშელაპარაკებიდს ნიადაგზე, პირისა და კისრის არეში ხელის მოჭერის გზით ფიზიკურად იძალადა მეუღლე ნ----- ე---–----–---–ზე, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ...“ .
3.16. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ძალადობრივი მოქმედება და ამ მოქმედებით გამოწვეული შედეგი - ტკივილი. ძალადობა შეიძლება განხორციელდეს დარტყმით, ან ისეთი ქმედებით რაც არ არის დაკავშირებული დარტყმასთან (თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა და ა.შ.), მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რომ მსხვერპლმა განიცადა ტკივილი.
3.17. რაც შეეხება დ. ს----–---–ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგს - ტკივილს, სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფომაცია მასზე ფიზიკური ზემოქმედებით განიცადა თუ არა ტკივილი. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი. ამ კუთხით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასამართლო სხდომაზე დაკითხული სასამართლო სამედიცინო ექსპერტის განმარტებას, რომელმაც პროკურორის შეკითხვაზე ასეთი დაზიანების მიღების დროს ზოგადად შეიძლება თუ არა ადამიანმა განიცადოს ტკივილი, უპასუხა, რომ აღნიშნულზე კონკრეტული პასუხი არ აქვს, ვინადიან ტკივილი ინდივიდუალურია და (პირმა როელსაც დაზიანება მიადგა) შეიძლება განიცადოს ტკივილი, შეიძლება - არა.
3.18. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ზემოთ მითითებული მტკიცებულებები კი არ არის საკმარისი დ. ს----–---–ის მიერ ნ. ე---–----–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტის დასადასტურებლა და შესაბამისად ერთმნიშვნელოვნად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
3.19. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.
3.20. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.21. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.22. სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
3.23. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
3.24. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ----- ს----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, დ----- ს----–---–ის ბრალეულობაში.
3.25. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული დ----- ს----–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ----- ს----–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
დ----- ს----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს.
დ----- ს----–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განემარტოს გამართლებულ დ----- ს----–---–ს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შეიძლებლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი