განაჩენი

სისხლის სამართლის 19.11.2018
საქმის ნომერი
330100118002689056
თარიღი
19.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ-------------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ------- ა----ს ძე ს-----–---–ი - დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ს-----------------–------–-------------------------------–----------------–------------------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე, თბილისში, კ-----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ------- ს-----–---–მა შელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით, თ---------- ჩ-------ს შუბლის, თავის, კისრისა და ზედა კიდურების არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, ხოლო გულმკერდის ზედა მარცხენა ზედაპირზე - შემავალი ჭრილობა. სასიკვდილოდ დაჭრილი თ---------- ჩ-------ი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც დროული და გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ, მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა და ბრალდებულის ჩვენებები; დათვალიერების ოქმები, ამოღების ოქმები, ჩხრეკის ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.) ერთობლიობა გ------- ს-----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ------- ს-----–---–მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ------- ს-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ გ------- ს-----–---–ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ასევე თანამშრომლობს გამოძიებასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება გ------- ს-----–---–ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში (საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად), რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებს, რომ გ------- ს-----–---–ი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის განაჩენით. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით კი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, გ------- ს-----–---–ი გათავისუფლდა ძირითადი სასჯელისაგან (პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა), სხვა ნაწილში კი განაჩენი დარჩა უცვლელი. კახეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 7 სექტემბრის წერილით ირკვევა, რომ ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით გ------- ს-----–---–ის მიერ არაა გადახდილი და მიმდინარეობს სააღსრულებო მოქმედებები. ზ/აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ს-----–---–ის მიმართ სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების ბედი:

 

სს საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:

· მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, სიგარეტის ნამწვი, დანის მსგავსი საგანი, სისხლის, ნერწყვისა და ფრჩხილქვეშა ანაწმენდის ნიმუშები უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

· ღია ფერის შარვალი, თ---------ისა და გ-------–---–ის ტანსაცმელი, გ-------–---–ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- ს-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ------- ს-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------- ს-----–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 აგვისტოდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

· მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები, სიგარეტის ნამწვი, დანის მსგავსი საგანი, სისხლის, ნერწყვისა და ფრჩხილქვეშა ანაწმენდის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

· ღია ფერის შარვალი, თ---------ისა და გ-------–---–ის ტანსაცმელი, გ-------–---–ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პასპორტი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია