გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210117002114586
№2/3711-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.11.2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - სს „ა-–----------------ი“
წარმომადგენელი - მ-----დ მ-----ე
მოპასუხე - სს „მ----------------------------ი“
წარმომადგენლები - გ---------ა, ი-----–------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „მ----------------------------ისათვის“ 252 435.05 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება, სს „ა-–----------------ის“ სასარგებლოდ.
მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, შპს „ს----------------------------–--ს“, რომლის უფლებამონაცვლეს, ამჟამად, წარმოადგენს სს „მ----------------------------ი“, გაუწია 252 435.05 აშშ დოლარის ღირებულების მომსახურება - რაც გამოიხატა მოპასუხის კუთვნილ სასტუმრო „ი---------------–--ში“ სარემონტო, სამონტაჟო-სამშენებლო სამუშაოთა წარმოებაში. მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურება დასტურდება მხარეთა ხელმოწერებით დადასტურებული მიღება-ჩაბარების წინასწარი აქტებითა და დავალიანების აღიარების ხელწერილით. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, მოპასუხე თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მოსარჩელის მიმართ რაიმე დავალიანების არსებობის ფაქტი კომპანიის ბუღალტრული მასალებით არ დასტურდება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე სს „ა-–----------------ი“ წარმოადგენს თურქეთის რესპუბლიკაში დაფუძნებულ კომპანიას. (თურქეთის რესპუბლიკის ანადოლუს კორპორაციული საგადასახადო სამსახური, ს/კ 0---------, სავაჭრო რეესტრის №1------. მოპასუხე სს „მ----------------------------ი“ (ს/კ 4--------) კი, წარმოადგენს შპს „ს----------------------------–--ის“ (ს/კ 2--------) უფლებამონაცვლეს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლიდან, სს „ა-–----------------ისა“ და შპს „ს----------------------------–--ს“ შორის, არსებობდა საქმიანი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, სს „ა-–----------------იმ“ შპს „ს----------------------------–--ს“ მიაწოდა საქონელი და გაუწია მომსახურება, ჯამში 857642.9 აშშ დოლარის ოდენობით, კერძოდ:
სს „ა-–----------------იმ“ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შპს „ს----------------------------–--ს“, მის საკუთრებაში არსებული სასტუმროს (მდებარე ქალაქ ბათუმში, ე--------–---–-------------–-------------------- საჭიროებისათვის, მიაწოდა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, ასევე, სასტუმროს შენობა-ნაგებობაში აწარმოა სარემონტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, საიდანაც მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა მხოლოდ 170 000 აშშ დოლარი. მიწოდებული პროდუქციისა და გაწეული მომსახურების აუნაზღაურებლმა ღირებულებამ შეადგინა 687 643.00 აშშ დოლარი. მათ შორის - სასტუმროს ოთახების, დერეფნების, საჯარო ტუალეტების, ხის ავეჯის მოწყობა-მონტაჟის, მიწოდებული მასალებისა და გაწეული შრომის ღირებულებამ შეადგინა 435207.95 ლარი, ხოლო სასტუმროს ყველა ლუქსის, საპრეზიდენტო და პრემიერის აპარტამენტების, ხის ავეჯის მონტაჟისა და შრომის ღირებულებამ შეადგინა 252 435.05 აშშ დოლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.06.2014 წლის მიღება-ჩაბარების წინასწარი აქტი, სასტუმროს ოთახების, დერეფნების, საჯარო ტუალეტების, ხის ავეჯის მოწყობა-მონტაჟის ღირებულების შესახებ (აპოსტილით დამოწმებული, თარგმანთან ერთად);
- 22.09.2014 წლის მიღება-ჩაბარების წინასწარი აქტი, სასტუმროს ლუქსების, საპრეზიდენტო და პრემიერის აპარტამენტების მოწყობა-მონტაშის ღირებულების შესახებ (აპოსტილით დამოწმებული, თარგმანთან ერთად);
- 28.09.2017 წლის ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების შესახებ;
- ქ. ბათუმში, ე--------–---–-------–-------------------------------------) მდებარე სასტუმროს შენობაზე სარემონტო, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი ცხრილები, ნახაზები, სქემები, ინვოისები, საბაჟო და სხვა დოკუმენტები;
- შპს „აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის“ 0--------- გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 22.08.2017 წლის განჩინება (-------------) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე.
- მოწმეების ე-----–------–--ისა და ო----------ის ჩვენებები (19.09.2018 წლის სხდომის ოქმი; 12:41:00-13:06:46; 13:08:36-13:17:11);
3.2.2. 2014 წლის 06 ოქტომბერს მხარეთა მიერ შედგენილი იქნა ორმხრივად ხელმოწერილი და დადასტურებული დავალიანების წერილი, რომლის თანახმად, 2014 წლის 06 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს „ს----------------------------–--მა“ (ამჟამად უფლებამონაცვლე სს „მ----------------------------ი”) დაადასტურა სს „ა-–----------------ის“ მიმართ ჯამში 687 643.00 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების არსებობის ფაქტი, საიდანაც მოსარჩელის მიერ სასტუმრო „ი---------------–--ის“ ყველა ლუქსის, საპრეზიდენტო და პრემიერის აპარტამენტების (ნომრების) მოწყობისათვის გაწეული მომსახურების ღირებულებამ (ხის ავეჯის, მონტაჟისა და შრომის ღირებულების ჩათვლით) შეადგინა 252 435.05 აშშ დოლარი;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 22.09.2014 წლის მიღება-ჩაბარების წინასწარი აქტი (აპოსტილით დამოწმებული, თარგმანთან ერთად);
- 2014 წლის 06 ოქტომბრის დოკუმენტი, დავალიანების შესახებ;
3.2.3. 2016 წელს სს „ა-–----------------იმ“ საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა შპს „აჭარის არ სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო არბიტრაჟს, სს „მ----------------------------ის“, როგორც შპს „ს----------------------------–--ის“ უფლებამონაცვლის, მიმართ და მოითხოვა მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრება, ჯამში - 687 643.00 აშშ დოლარის ოდენობით.
შპს „აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის“ გადაწყვეტილებით საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა - სს „მ----------------------------ს“, სს „ა-–----------------ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება 438 546.80 აშშ დოლარის ოდენობით. გაწეული მომსახურების ღირებულების - 252 435.05 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში კი, სს „ა-–----------------ის“ მოთხოვნა, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, დარჩა განუხილველად, ვინაიდან მომსახურებასთან დაკავშირებით დავის გადაწყვეტის წესზე მხარეთა შორის არ არსებობდა საარბიტრაჟო დათქმა. არბიტრაჟის აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის“ 0--------- გადაწყვეტილება (საქმე №0-------);
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 22.08.2017 წლის განჩინება (-------------) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე
3.2.3. სს „მ----------------------------ის“, როგორც შპს „ს----------------------------–--ის“ უფლებამონაცვლის, დავალიანება სს „ა-–----------------ის“ მიმართ გაწეული მომსახურების (შესრულებული სამუშაოს) აუნაზღაურებელი ღირებულების სახით შეადგენს 252 435.05 აშშ დოლარს.
სადავო საკითხის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა.
დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების - მომსახურების გაწევის ფაქტის მტკიცება მოსარჩელის ვალდებულებაა, ხოლო შესრულებული სამუშაოს ღირებულების მენარდისათვის ანაზღაურების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მტკიცების ტვირთის ფარგლებში სასამართლოს წარმოუდგინა ქ. ბათუმში, ე--------–---–-------–-------------------------------------) მდებარე სასტუმროს შენობაზე სარემონტო, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი ცხრილები, ნახაზები, სქემები, ინვოისები, საბაჟო და სხვა დოკუმენტები, ასევე, მხარეთა მიერ ხელმოწერებით დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტები და წერილობითი დოკუმენტი დავალიანების - 252 435.05 აშშ დოლარის არსებობის შესახებ, გარდა ამისა მოპასუხის კუთვნილ სასტუმროს შენობაში სამუშაოთა რეალურად შესრულების მტკიცების მიზნით, მოსარჩელემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეები - ე-----–------–--ი და ო----------ი (19.09.2018 წლის სხდომის ოქმი; 12:41:00-13:06:46; 13:08:36-13:17:11), რომლებიც მოსარჩელის მითითებით უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ სამუშაოთა წარმოების პროცესს და პირადად ასრულებდნენ სხვადასხვა სახის სამუშაოს.
მოპასუხე, მართალია, უარყოფს მოსარჩელის მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტს, მაგრამ გარდა სიტყვიერი განმარტებისა, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს და მტკიცებულებებს,. მხოლოდ ის გარემოება, რომ სს „მ----------------------------ის“ საბუღალტრო დოკუმენტებში 252 435.05 აშშ დოლარი, როგორც პასივი ასახული არ არის, არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას, დავალიანების არარსებობის ფაქტის დასადასტურებლად.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429.1 მუხლზე, (რომლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი) და აღნიშნავს, რომ ამ ნორმით დადგენილია ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის მტკიცების სტანდარტი და განსაზღვრულია სუბიექტი, ვისაც ეკისრება ვალდებულების შესრულების ფაქტის მტკიცების ტვირთი. კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცებვბის ტვირთი მოვალეს ეკისრება, ხოლო სათანადო მტკიცებულებას ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოადგენს კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი ვალდებულების შესრულების მიღების შესახებ.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება რითაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელეს სრულად აუნაზღაურა მის მიერ გაწეული მომსახურება - შესრულებული სამუშაო. ასევე არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული მომსახურება/სამუშაო მოპასუხეს არ მიუღია, ან მისი შესრულება განახორციელა არა მოსარჩელემ, არამედ სხვა პირმა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიმართ მოპასუხეს გააჩნია დავალიანება 252 435.05 აშშ დოლარის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, წარმოდგენილი მასალების გამოკვლევის, მხარეთა განმარტებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 316, 317, 327-ე, 361-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ უფლების დაცვის მიზნით მომართა რა სასამართლოს მოითხოვა მოპასუხისათვის 252 435.05 აშშ დოლარის დაკისრება, რაც მოსარჩელის მტკიცებით, წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს - გაწეული მომსახურების აუნაზღაურებელ ღირებულებას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე და აღნიშნავს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ორმხრივი გარიგების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების არსებობასთან და შესაბამისად, დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა ქნეს სახელშეკრულებო სამართლის ნორმები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარიგება, რომლის არსებითი პირობების ანალიზი გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ მხართა შორის არსებობდა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის მიხედვით კი, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს დასრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის ნაწილ-ნაწილ გადახდას.
აღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება განეკუთვნება სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულებას. დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული გარიგების შესაბამისად მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხისათვის გაეწია მომსახურება, კერძოდ მოპასუხის კუთვნილ სასტუმროში განეხორციელებინაა სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები.
ამასთან, დადგენილია, რომ მენარდემ (მოსარჩელემ) ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რაც დამკვეთმა (მოპასუხემ) მიიღო. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის წარმოდგენილი არ არის. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 252 435.05 აშშ დოლარი, თუმცა შესრულებული სამუშაო დამკვეთმა მენარდეს არ აუნაზღაურა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნებია დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და გაწეული მომსახურების - შესრულებული სამუშაოს ღირებულება მოსარჩელეს არ აუნაზღაურა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 252 435.05 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისას და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 5150.00 ლარის ოდენობით, ხოლო საადვოკატო მომსახურებისათვის გაიღო ხარჯი 5000 აშშ დოლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომელიც სრულად შეესატყვისება სსკ-ის 53.1-ე მუხლით დადგენილი ოდენობას.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სს „ა-–----------------ის“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს მ----------------------------ს (ს/კ 4--------) - აეკრძალა ქ. ბათუმში, ნ----–---–-------------–----------------------------------–----------------------------------------------------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე სს „ა-–----------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე სს „მ----------------------------ს“ მოსარჩელე სს „ა-–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 252 435.05 აშშ დოლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე სს „მ----------------------------ს“ მოსარჩელე სს „ა-–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5150.00 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. მოპასუხე სს „მ----------------------------ს“ მოსარჩელე სს „ა-–----------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5000 აშშ დოლარის ანაზღაურება, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი