განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(1/32–2018) 09010011800-694748
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2018 წელი ამბროლაური
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე
პროკურორის - ზ------–--–----------
ბრალდებულის - ზ---------–---------–-----
ადვოკატის – ნ--------------–----
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის N0----------- საქმე
ბრალდებულ ზ---------–---------–----- მიმართ
მამის სახელი: ჯ--–----;
დაბადებული: 1--------- წელი;
დაბადების ადგილი: საქართ---–----–-------
პირადი ნომერი:-------------
მოქალაქეობა: საქა-------–---
განათლება: უ-----–----
ოჯახური მდგომარეობა:--------–-------–--
რეგისტრაციის მისამართი: ქვეყანა– ს----------–---------–----–----------–------------------------–------------------------–--–--------------
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ-------------------–---------–----–----------–----------------------------------–-------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265–ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ზ------------–-----------–---------–------ 2018 წლის 25 აგვისტოს, საღამოს საათებში, ც--------------–----–-----------------–--------–-----–--------------–-------------–- მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩაიდინა ძალადობა დედის, ნ---------------ს მიმართ. კერძოდ, მასზე უსაფუძვლოდ განაწყენებულმა, საცხოვრებელი სახლის ეზოს, ე.წ. სამეზობლო ჭიშკრის ლითონის ზამბარა მოუჭირა ყელზე და მხარზე დაარტყა ხელი. რის შედეგად ნ---------------- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.ზ------------–----------–---------–------ ც-------------–----–-----------------–--------–-----–---------------–--------------–- მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა ერთი ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. ხსენებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი, წონით 41,48 გრამი ამოღებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც-----ის რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ, 2018 წლის 31 აგვისტოს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა – მოყვანა.
3.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (ც-----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის წისასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.135–147).
4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5. ზ---------–---------–----- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.
6.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც-----ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის, მიერ, 2018 წლის 31 აგვისტოს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულ ზ---------–---------–----- მიერ ნ---------------ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო მოძალადეს აეკრძალა დაზარალებულზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, იარაღით(მათ შორის სამსახურებრივი საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლება(ს.ფ. 34–35);
7.დაზარალებულ ნ---------------ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიცულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ის და მისი შვილი, ზ---------–---------–------ ერთმანეთს ვერ ეგუებიან. ხშირად აქვთ სიტყვიერი შელაპარაკებები. ზ------- ალკოჰოლურ სასმელებს სვამს, არის მარიხუანას მომხმარებელი, რა დროსაც აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამტვრევს საყოფაცხოვრებო ნივთებს. ემუქრება გაგუდვით, მოწამვლით. 25 აგვისტოს იყო მთვრალი, დაუწყო ლანძღვა–გინება და მიმართა უცენზური სიტყვებით. დალეწა სახლში ყველაფერი, დაემუქრა სიკვდილით, რის გამოც გაიქცა სახლიდან. დაეწია მეზობლის საზღვართან შესასვლელ ჭიშკართან, დაიჭირა, გამოსწია ზამბარა და შეაყოფინა თავი ყელზე წაუჭირა, მხარზეც დაარტყა ხელი. იგრნო ძლიერი ტკივილი. დაიწყო ყვირილი. სახლიდან გამოვიდა მისი დისშვილი მ--------------, რომელმაც ხელიდან გამოგლიჯა ზ-------. (ს.ფ.22–24);
8.მოწმის სახით დაკითხული მ--------------- (დაზარალებულის დის შვილი), წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებები ადასტურებს ზ------- ლ---------–----ა და ნ---------------- შორის კონფლიქტურ დამოკიდებულებას, რომ 25 აგვისტოს ზ------- იყო ნასვამი და ძლიერ აგრესიული, სახლში დაამტვრია ნივთები, ნ---------------- აგინა დედისა და ახლობლების მისამართთ. ნ------- გაიქცა მეზობლის სახლის მიმართულებით თავის შესაფარებლად. რა დროსაც დაეწია ზ-------, ჭიშკრის ზამბარა წაუჭირა ყელზე, როცა დაინახა მივარდა და ხელიდან გამოგლიჯა. ხმაურზე მეზობლებმა მოიყარა თავი. მოწმე ადასტურებს, რომ ბრალდებული ზ------- ლ---------–---- არის მარიხუანას მომხმარებელი(მოწმის დაკითხვის ოქმი, ს.ფ. 25–27);
9.2018 წლის 0- სექტემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ზ---------–---------–-----, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2018 წლის 25 აგვისტოს, საღამოს საათებში, ხოლო 265–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის მადასტურებელი მტკიცებულება მისი საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა 2018 წლის 31 აგვისტოს– (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ , ს.ფ. 72–74);
10.სსიპ ლ----------------–--------–--------სამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 5 სექტემბრის N--------- დასკვნით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე ნ---------------- სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათგებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება (ს.ფ.65–68);
11.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო–კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო–კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 03 სექტემბრის N282/სქ დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ერთი ძირი მწვანე ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე ნედლი მცენარე, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება – კანაფს(მცენარეს), წონით 41,48 გრამი(ს.ფ.118–120).
12.დაზარალებულ ნ---------------ს ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებით დგინდება, რომ ის დღეის მდგომარეობით ცხოვრობს შვილთან ერთად, ნანობს რომ პოლიციას შეატყობინა, არის კარგ დამოკიდებულებაში, არის პენსიონერი და ზ-------ს პატიმრობაში ყოფნა უფრო გაართულებს მის მდგომარეობას(ს.ფ. 150);
13.ზ---------–---------–----- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: გამომძიებელ ს--–--------–------ 2018 წლის 31 აგვისტოს გამოკითხვის ოქმით, გამომძიებელ მ-------------ს 2018 წლის 0- სექტემბრის გამოკითხვის ოქმით, მოწმე შ---------–---------–----ს 2018 წლსი 09 მარტის გამოკითხვის ოქმით, მოწმე ნ------–---------–---ის 2018 წლის 09 მარტის გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულ ზ---------–---------–----- გამოკითხვის ოქმით, 2018 წლის 31 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, 2018 წლის 01 სექტემბრის ბრალდებულ ზ---------–---------–----- დაკავების ოქმით, დადგენილებით სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ნ---------------ს მიმართ, დადგენილებით ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ნივთიერი მტკიცებულება – კანაფით, ინფორმაციით ზ--------–---------–----- შესახებ, ზ---------–---------–----- ნასამართლობის ცნობით, ზ---------–---------–----- ადმინისტრაციული შემოწმების ცნობით, ცნობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთგელობის ცენტრიდან, ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინების რეგისტრაციით, 2017 წლის 03 მარტის შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით, ნ---------------ს განცხადებით, 2018 წლის 31 აგვისტოს შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით, ოქმით ადვოკატის მომსახურებაზე უარის თქმის შესახებ, ოქმით დაკავების თაობაზე შეტყობინების შესახებ, ოქმით უფასო სამედიცინო შემოწმების უფლებაზე უარის თქმის შესახებ, დადგენილებით ნ---------------ს დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმით, 2016 წლის 09 ივლისის შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით, გადაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ, მიმართვით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი, მიმართვით საექსპერტო–კრიმინალისტიკური სამსახურისადმი, მიმართვებით ც-----ის რაიონული სამმართველოსადმი, შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შაფარდების თაობაზე და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით, საჩივრით მოსამართლის განჩინებაზე და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის შესაბამისი განჩინებით, განცხადებით, განცხადების მიღების ბარათით, ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, ექსპერტიზის დასკვნით, ი--------–---–----ს განცხადებით და პასპორტის ასლით, შუამდგომლობით ყადაღის დადების თაობაზე, გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმით, წერილით პენიტენციური დაწესებულებიდან, მიმართვით შპს ,,ქუთაისის“ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისადმი, მიმართვით სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი, ოქმებით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ,14.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
15.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ზ---------–---------–----- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა – მოყვანა.
სამართლებრივი შეფასება:
16.სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---------–---------–----- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა – მოყვანა- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265–ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
17. ზ------- ლ---------–---- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
18. ზ---------–---------–----- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეუბღალავი წარსული(არ არის ნასამართლები და ადმინისტრაციულსახდელდადებული) ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. შერიგებულია დაზარალულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია,სასჯელის დასაბუთება:
19. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ზ------- ლ---------–----, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახით - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზ---------–---------–----- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
რაც შეეხება, ზ---------–---------–----- მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნას, სასამართლო უნდა შემოიფარგლოს საჯარიმო სანქციის გამოყენებით, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის N1/9/701,722,725 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის ან მოყვანისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირის დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური ფასეულობის ,,ადამიანის თავისუფლების” აღკვეთა ბევრი სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის წინაპირობას წარმოადგენს.
ფიზიკური პირის თავისუფლების შეზღუდვა და განსაკუთრებით კი მისი ყველაზე ინტენსიური ფორმა-თავისუფლების აღკვეთა, აფერხებს და ზოგჯერ სრულიადაც გამორიცხავს ადამიანის მიერ სხვა უფლებების და თავისუფლებების რეალიზაციას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მესამე ნაწილით სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: შერიგებულია დაზარალებულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, თავის მხრივ დაზარალებული მიუთთბს, რომ შვილთან ჩამოუყალიბდა ნორმალური ურთიერთობა და განაგრძობენ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“
ქვეყნის შიდა გადაწყვეტილებების მე-8 მუხლთან შესაბამისობის საკითხის გადახედვის მიზნით, სასამართლო მიმართავს პროპორციულობის ტესტს და მისი როლი მდგომარეობს შემდეგში: მთლიანად საქმის გათვალისწინებით, ხელისუფლების ორგანოებს გააჩნდათ თუ არა „შესაბამისი და საკმარისი მიზეზები“ სადავო ღონისძიებების გამოსაყენებლად (Olsson v. Sweden).
იმის დადგენა, რამდენად იყო ჩარევა პროპორციული, მოიცავს შემდეგ ფაქტორებზე მსჯელობას: ა) ინტერესი, რომელიც დაცული უნდა იქნეს შეზღუდვისგან, ბ) შეზღუდვის სიმკაცრე და გ) მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც სახელმწიფომ უნდა დააკმაყოფილოს.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ზ---------–---------–----- მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული ზ------- ლ---------–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 265–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 2 000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ------- ლ---------–---- მოსახდელად დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალოს პირობითად და 64–ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი.
2.მსჯავრდებულ ზ------- ლ---------–---- სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 01 სექტემბრის 09 საათისა და 25 წუთიდან, 2018 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით.
3.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ზ---------–---------–----- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4.გაუქმდეს ბრალდებულ ზ---------–---------–----- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მოეხსნას ყადაღა ბრალდებულ ზ---------–---------–----- მიმართ აღკვეთის ღონისძიების 3 500(სამიათას ხუთასი) ლარის უზრუნველსაყოფად ი--------–---–----ს(პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებულ 3500 ლარის წილ უძრავ ქონებას, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომლის საკადასტრო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა – ც-----ი – 9----ექტორი ქვედა ც-----ი – 0-; კვარტალი – 2-- ნაკვეთი – 120 ; ნაკვეთის საკუთრების ტიპი – თანასაკუთრება; დაზუსტებული ფართობი – 1 660.00 კვ/მ და მასზე განთავსებულ შენობა– ნაგებობას (ნომრით 01, საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 260.00 კვ.მ); მდებარე ც-------------–----–----------------–---------–--ერი, ს/კ 8-----------, რომლის ღირებულება საერთო ჯამში შეადგენს 5 000 ლარს.
5.ზ------- ლ---------–---- ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
6. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
7. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე ამოღებული და საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი ნარკოტიკული საშუალება, 41.48 გრამი კანაფი(მცენარე) რომელიც ინახება, საქართველოს შსს - ც-----ის რაიონულ განყოფილებაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
9.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი