გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2018
საქმის ნომერი
110210018002701090
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210018002701090

2-----2018წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი 2018 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბეღელაძე

მოსარჩელე _ თ-------------------;

წარმომადგენელი- მ-----------------

მოპასუხე _ მ----------------------

წარმომადგენელი- ნ-----------------

დავის საგანი _ ქორწინების შეწყვეტა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შეწყდეს თ-------------------სა და მ----------------------ს შორის 2----–-–----------------- რეგისტრირებული ქორწინება.

 

სარჩელის გარემოებები: თ------------------- და მ-------- ვ------–--- 2001 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2----–-–------------------- - რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ერთი შვილი ლ----- მ--------–-ძე, რომელიც ამჟამად არის 16 წლის. მათ ფაქტობრივად უკვე 5 წელია არ აქვთ ცოლ-ქმრული ურთიერთობა და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათ შორის არის დაძაბული და კონფლიქტური მდგომარეობა. მხარეთა ოჯახური თანაცხოვრება შეუძლებელია და მოსარჩელეს კატეგორიულად სურს განქორწინება, შესარიგებელი ვადის გარეშე. ამასთან მოსარჩელემ განმარტა, რომ აქვს სერიოზული განზრახვა და სურს შექმნას მეორე ოჯახი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები არასწორია. მართალია მათ შორის არის უთანხმოება, მაგრამ ისეთი მძიმე მდგომარეობა არ არის, რომ ოჯახური თანაცხოვრება არ გაგრძელდეს. ამასთან, შვილი ძალიან განიცდის მშობლების დაშორებას და შვილის ინტერესების გამოც არ სურს განქორწინება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თ------------------- და მ-------- ვ------–--- 2001 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2----–-–------------------- - რეგისტრირებულ ქორწინებაში და ქორწინების შემდგომ ცოლს მიენიჭა ქმრის გვარი- მ--------–-ძე.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს და ქორწინების მოწმობას.

 

3.1.2. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი- ლ------------------- რომელიც ამჟამად არის 16 წლის.

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.1.3. მ---------------------- ცხოვრობს თ-------------------- კუთვნილ ბინაში- ქ.ზესტაფონი, კ--------------------

 

_ სასამართლო დაეყრდნო მხარეების ახსნა-განმარტებებს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თ------------------- წლების განმავლობაში, წელიწადში უმეტესი დროით, იმყოფება საზღვარგარეთ, კერძოდ- რუსეთის ფედერაციაში სამუშაოდ.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის და ნაწილობრივ მოპასუხის ახსნა-განმარტებას.

 

3.2.2. თ------------------- საქართველოში ყოფნის პერიოდში არ ცხოვრობს მეუღლსთან ერთად, არამედ ძირითადად ცხოვრობს თავის სოფელში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კ---–---–--

_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, ნაწილობრივ მოპასუხის ახსნა-განმარტებას.

 

3.2.3. ქორწინების განმავლობაში ცოლ-ქმარს შორის ხშირად იყო უთანხმოება, ხოლო ბოლო 5 წელია მათ ცოლქმრული ურთიერთობა არ აქვთ და არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას, ნაწილობრივ მოპასუხის ახსნა-განამრტებას.

 

3.2.4. 2018 წლის ოქტომბრის თვეში, როდესაც თ------------------- ჩამოვიდა რუსეთის ფედერაციიდან, ქ.ზესტაფონში, კ---------------------–- მდებარე ბინაში მისვლის გამო, მ----------------------- მოთხოვნით, პოლიციამ თ-------------------ს დააწერინა ხელწერილი იმ პირობით, რომ იგი არ მივიდიდა თავის კუთვნილ, ქ.ზესტაფონში, კ---------------------–- მდებარე ბინაში, სადაც მ---------------------- ცხოვრობს.

 

_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას, ნაწილობრივ მოპასუხის ახსნა-განამრტებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ თ-------------------- მოთხოვნა განქორწინების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს,5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საქართველოს კონსტიტუციის '' 36-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე და 1127-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,საქართველოს კონსტიტუციის '' 36-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

 

ამდენად, ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თავისუფალ ნებას ემყარება. ოჯახი იქმნება მათი ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებით და მისი ხანგძლივობაც მხოლოდ მეუღლეთა ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც გადაწყვეტს, რომ აღარ სურს საქორწინო კავშირის შენარჩუნება, ეს საფუძველს აცლის ოჯახს და ქორწინების შეწყვეტის საფუძველია.

 

საქართველოს სსკ-ის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებელად მიღებული ზომებისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, თ------------------- ითხოვს განქორწინებას, შესარიგებელი ვადის დანიშვნის გარეშე. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ მხარეები 5 წელია ცხოვრობენ ცალ-ცალკე და მათ ცოლქმრული ურთიერთობა არ აქვთ, ერთდათ არ უძღვებიან ოჯახს, უკმაყოფილებისა და ხასიათების შეუთავსებლობის გამო, მათ ოჯახური ცხოვრება ვერ შედგა და ოჯახი ვერ შეინარჩუნეს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას განქორწინებაზე. მოპასუხის მხრიდან ვერ იქნა დასაბუთებული ის გარემოება, რომლის საფუძველზეც მიზანშეწონილი იქნებოდა მხარეთათვის შესარიგებელი ვადის მიცემა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია გარემოება, იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას შესარიგებელი ვადის გარეშე, მიუთითებს, რომ წლებია მათ შორის არანაირი ურთიერთობა არ არის, რაც უნდა ჰქონდეს ცოლ-ქმარს, როგორც ყოფითი თვალსაზრისით, ასევე ფიზიკურად; არ აქვთ რაიმე საერთო ინტერესები და სურვილები და აკავშირებთ მხოლოდ შვილი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება მხარეთა შორის ერთიანობისა და სიმტკიცის შესახებ, რაც სასამართლოს მისცემდა რწმენას მხარეებისათვის მიეცა ვადა მათი შერიგების და კვლავ ერთად ცხოვრების მიზნით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- მ-------–--ისა მ----------------------- ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია და მოსარჩელის მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში თ-------------------- სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფოს ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. თ-------------------- (პ/ნ 1----------- სარჩელი მ----------------------- (პ/ნ 6----------) მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

2. შეწყდეს თ-------------------სა (პ/ნ 1----------- და მ----------------------ს (პ/ნ 6----------) შორის სსგს ზესტაფონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2----–-–----------------------------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.

 

3. მოპასუხე მ----------------------ს (პ/ნ 6----------) მოსარჩელე თ-------------------- (პ/ნ 1----------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

4. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე