გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017001978556
საქმე №2/881-17
გადაწყვეტილება
ს----------–--ს სახელით
21 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი ქეთევან ცერცვაძე
მოსარჩელე - სს ”ს----------–--ს ბანკი”
წარმომადგენელი - ი-----–ი გ-----–-ა
მოპასუხე - მ--–--ზ ბ--------ე
წარმომადგენელი - ნ-----რ ც--–-ძე
დავის საგანი: თანხის დაკისრებასს
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 სარჩელის დაზუსტების შედეგად მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე მ--–--ზ ბ--------ეს მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 17 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი დავალიანების გადახდა 3234.47 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 1472.03 ლარი, სარგებელი -1 365 ლარი, პირგასამტეხლო- 397.44 ლარი.
1.2 მოპასუხე მ--–--ზ ბ--------ეს მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 10 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სმს სესხი) გამომდინარე ფულადი დავალიანების გადახდა 7595.08 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3 108.38 ლარი, სარგებელი - 986.70 ლარი, პირგასამტეხლო - 3500 ლარი.
1.3 მოპასუხე მ--–--ზ ბ--------ეს მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს „ოვერდრაფტის“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამომდინარე ფულადი დავალიანების გადახდა 647.99 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 475 ლარი, სარგებელი -172.99 ლარი .
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს ”ს----------–--ს ბანკისა” და სს „პრივატბანკის“ შერწყმა, შესაბამისად სს ”ს----------–--ს ბანკი” წარმოადგენს სს „პრივატბანკის“ უფლებამონაცვლეს.
2013 წლის 17 მაისს სს „პრივატბანკსა“ და მ--–--ზ ბ--------ეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენდა 3000 ლარს, წლიური საპროცენტო განაკვეთის 42.1 %-ის დარიცხვით 01 წლის ვადით.
2014 წლის 10 იანვარს მსესხებელ მ--–--ზ ბ--------ეზე გაიცა ე.წ „სმს სესხი“, 4900 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი წლიური 14.5 %, ვალდებულების შეუსრულებლობისათის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ასევე მ--–--ზ ბ--------ის საბანკო ანგარიშზე დაშვებულ იქნა კრედიტი ე.წ „ოვერდრაფტი“, რომლის თანახმადაც, მსესხებლის საბანკო ანგარიშზე „ოვერდრაფტის“ ლიმიტი შეადგენდა 475 ლარს.
მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და „ოვერდრაფტის“ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მ--–--ზ ბ--------ეს უნდა დაეკისროს ამ დავალიანების გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მხოლოდ სესხის ძირი თანხების ნაწილში, კერძოდ 2013 წლის 17 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირის -1472.03 ლარის, 2014 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3108.38 ლარისა და „ოვერდრაფტის“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 475 ლარის ნაწილში, ხოლო სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს ”ს----------–--ს ბანკისა” და სს „პრივატბანკის“ შერწყმა, შესაბამისად სს ”ს----------–--ს ბანკი” წარმოადგენს სს „პრივატბანკის“ უფლებამონაცვლეს;
3.1.2. 2013 წლის 17 მაისს სს „პრივატბანკსა“ და მ--–--ზ ბ--------ეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენდა 3000 ლარს, წლიური საპროცენტო განაკვეთის 42.1 %-ის დარიცხვით 01 წლის ვადით;
3.1.3. 2014 წლის 10 იანვარს მსესხებელ მ--–--ზ ბ--------ეზე გაიცა ე.წ „სმს სესხი“, 4900 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი წლიური 14.5 %, ვალდებულების შეუსრულებლობისათის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3.1.4. მ--–--ზ ბ--------ის საბანკო ანგარიშზე დაშვებულ იქნა კრედიტი ე.წ „ოვერდრაფტი“, რომლის თანახმადაც მსესხებლის საბანკო ანგარიშზე „ოვერდრაფტის“ ლიმიტი შეადგენდა 475 ლარს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გრემოებები
3.2.1 სასამართლო საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ რომ 2017 წლის 21 ივნისისთვის მოპასუხეს სს ”ს----------–--ს ბანკის” მიმართ ერიცხება ფულადი დავალიანება.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე მ--–--ზ ბ--------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ფულადი დავალიანების გადახდის ვალდებულება.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 300-ე 301-ე 361-ე, 316-ე, 317-ე, 867-868-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
ს----------–--ს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 102-ე, 208-ე მუხლები;
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება ნაწილობრივ ცნო, კერძოდ: 2013 წლის 17 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირის -1472.03 ლარის ნაწილში, 2014 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3108.38 ლარის ნაწილში, ხოლო „ოვერდრაფტის“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 475 ლარის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
მოპასუხე მხარემ სადავო არ გახადა მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებებით.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია შესასრულებელი ვალდებულებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა მის მიერ მითითებული სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოში არ წარმოდგენილა, კერძოდ:
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების არსებობა თავად მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა, რაც ნიშნავს, რომ მათ ხელმოწერით დაადასტურეს და დაეთანხმნენ ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს. ასევე აღსანიშნავია, რომ გადახდის გრაფიკი არის ხელშეკრულებების დანართი, რომელსაც ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც თავად ხელშეკრულებას, რადგან სწორედ ამ გრაფიკით არის განსაზღვრული ყოველთვიურად როდის და რა ოდენობით აქვს მოვალეს ბანკის წინაშე ვალდებულება შესასრულებელი, რასაც ასევე მხარეები ხელმოწერით ადასტურებენ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სამივე ხელშეკრულებების საფუძველზე მოთხოვნილი როგორც ძირი თანხები, ასევე სარგებელი (პროცენტი) საფუძვლიანია და ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, რამეთუ როგორც აღინიშნა სარჩელი ამ ნაწილში დასაბუთებულია საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, რომლის გამაბათილებელი რაიმე სხვა სახის მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
7.2. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 2013 წლის 17 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 397.44 ლარის, ხოლო 2014 წლის 10 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სმს სესხი) გამომდინარე 3500 ლარის გადახდის დაკისრება.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისთვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს, როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას აქცევს დარღვევის შინაარს (მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდს) და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2013 წლის 17 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 397.44 ლარი, სესხის ძირი თანხისა (1472.03 ლარი) და პროცენტის (1365 ლარი) ოდენობასთან, საქმის გარემოებებთან მიმართებით, არის შეუსაბამოდ მაღალი. მისი ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 150 ლარით, რომლის გადახდაც, ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
რაც შეეხება საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილ პირგასამტეხლოს 2014 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებიდან (სმს სესხი) გამომდინარე (3500 ლარი), ამ ნაწილში მოსარჩელეს უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე უარი, ვინაიდან მხარეებს შორის პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არ ყოფილა გაფორმებული წერილობითი ფორმით და ამდენად, მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ვალდებულების შესრულება, რაც ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხების, ჯამში - 5055.41 ლარის ნაწილში, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 536.50 ლარიდან ამ უკანასკნელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 151.66 ლარი, 304.60 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 80.24 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. მასვე უნდა დაეკისროს სააპლიკაციო საფასურის -50 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს ”ს----------–--ს ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1 მ--–--ზ ბ--------ეს მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 17 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯამში 2987.03 (ორიათას ცხრაას ოთხმოცდაშვიდი ლარი და სამი თეთრი) ლარის გადახდა.
1.2 მ--–--ზ ბ--------ეს მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 10 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სმს სესხი) გამომდინარე ჯამში - 4095.08 (ოთხიათას ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი და რვა თეთრი) ლარის გადახდა.
1.3 მ--–--ზ ბ--------ეს მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს „ოვერდრაფტის“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯამში 647.99 (ექვსასორმოცდაშვიდი ლარი და ოთხმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა.
2. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.
3. მოპასუხე მ--–--ზ ბ--------ეს მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბანკის” სასარგებლოდ, დაეკისროს 80.24 (ოთხმოცი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარისა და სააპლიკაციო საფასურის - 50 (ორმოცდაათი) ლარის, ჯამში - 130.24 (ასოცდაათი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) გადახდა.
3.1 მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბანკს“ (ს/ნ 204378869) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 21 ივნისს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 536.50 (ხუთას ოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარიდან 151.66 (ასორმოცდათერთმეტი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი), ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე