გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2018
საქმის ნომერი
170210018002445044
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე# 1-----------------

საქმე #2/95-18

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

 

შესავალი ნაწილი

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

სხდომის მდივანი ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილი

 

მოსარჩელე - ს---------------------------------------

წარმომადგენელი - ლ------------ა, ნ-------------ა

მოპასუხეები - ხ--------------ძე, ნ--------------------ი, მ-----------------ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ხ--------------ძის, ნ--------------------ის და მ-----------------ისათვის სოლიდარულად გადასახდელად 7 312.13 ლარის დაკისრება.

1.2. ხ--------------ძის, ნ--------------------ის და მ-----------------ისათვის სოლიდარულად გადასახდელად მოსარჩელის მიერ საფოსტო-საკურიერო მომსახურებისათვის გადახდილი 42.00 ლარის დაკისრება.

 

სარჩელის საფუძვლები

 

სარჩელის თანახმად, ს-------------------ა" და ხ--------------ძეს შორის 2014 წლის 28 მაისს გაფორმებულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #0-------------- შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 7 520 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 20.00%; კრედიტის მოქმედების ვადა - 2018 წლის 01 იანვრამდე; ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, კერძოდ: 2014 წლის 28 მაისს ს-------------------ა'და ნ--------------------სა და მ-----------------ს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #0--------------/1 და #0--------------/2 რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა. თითოეულისათვის თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 21 968.00 ლარს.

 

კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული წესითა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, რაც მსესხებლისა და მისი თავდების მიერ არ შესრულებულა.

 

2016 წლის 01 ივლისიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი, შესაბამისად აღნიშნული პერიოდიდან ერიცხებათ პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2018 წლის 30 აპრილის მდგომარეობით ს-------------------"-ს წინაშე მათმა დავალიანებამ შეადგინა 7 312.13 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 4 353.26 ლარი, პროცენტი 1 608.87 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა 1350.00 ლარი.

 

მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - ხ--------------ძემ წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო. ხოლო ზეპირი განხილვის სხდომაზე დააზუსტა პოზიცია და სარჩელი სრულად ცნო. ასევე, სარჩელი სრულად ცნეს მოპასუხე ნ--------------------მა და მ-----------------მა და ითხოვეს ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ს-------------------ა" და ხ--------------ძეს შორის 2016 წლის 28 მაისს გაფორმებულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #0-------------- შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 7520.00 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 20.00%; კრედიტის მოქმედების ვადა - 2018 წლის 01 იანვარი თვე; ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

 

2016 წლის 01 ივლისიდან მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა გრაფიკით გათვალისწინებული თანხის დაფარვა, რის შემდეგ კრედიტს ერიცხება ვადაგდაცილების პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #0-------------- (ს.ფ.16-21)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 22-23 )

 

3.1.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, კერძოდ: 2016 წლის 28 მაისს ს--------------------ა“ ნ--------------------სა და მ-----------------ს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება #0--------------/1 და #0--------------/2, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა თითოეულისათვის შეადგენს 21 968.00 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- თავდებობის ხელშეკრულება #0--------------/1 (ს.ფ. 26-27)

- თავდებობის ხელშეკრულება#0--------------/2 (ს.ფ. 24-25)

 

3.1.3 მოპასუხეების დავალიანებამ 2018 წლის 30 აპრილის მდგომარეობით #0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა 7 312.13 ლარი, საიდანაც 4 353.26 ლარი არის ძირი თანხა, 1608.87 ლარი პროცენტი და 1350.00 ლარი ვადაგადაცილების ჯარიმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 28)

- ამონაწერი სესხის ანგარიშიდან (ს.ფ. 29-33)

 

3.1.4. მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- გაფრთხილების წერილები, საფოსტო გზავნილები საგაზეთო პუბლიკაცია (ს.ფ. 34-49)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ ს---------------------ს“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგელოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ 7 312.13 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 405-ე,417-418-ე, 463-464-ე, 625-ე, 895-ე, 896-ე მუხლები. საქართველო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ს--------------------ა“ (ს------------) და ხ--------------ძეს შორის 2016 წლის 28 მაისს დადებული სესხის ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 7520.00 ლარი, 2018 წლის 01 იანვრამდე ვადით. სესხის სარგებელი განისაზღვრა სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 0.5 %-ით. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის და საკრედიტო სიცოცხლის დაზღვევის პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გასცა მსესხებელზე შესაბამისი კრედიტი. მოპასუხის მხრიდან ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, მოპასუხემ მიიღო კრედიტი, 2016 წლის 01 ივლისის შემდგომ მოპასუხე უწყვეტ ვადაგადაცილებაშია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად,კრედიტორი ვალდებულია წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს ორმხრივი ხელშეკრულების პირობების დამრღვევ მხარეს და განუსაზღვროს ვადა ხელსეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და ამის შემდეგ ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. ს--------------------“-ს მხრიდან მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინების წერილები ბანკის მიმართ არსებული დავალიანებების - ძირითადი თანხის, პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის მოთხოვნით. მოპასუხის მხრიდან აღნიშნულს არ მოჰყოლია რაიმე სახის რეაგირება.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების, ასევე მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლოდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულევის საგნის განუყოფელობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

სოლიდარული ვალდებულება შეიძლება დადგინდეს მხარეთა ნებით, როცა ეს განსაზღვრულია ხელშეკრულებით. ამ შემთხვევაში მხარეთა ნება გამოხატულია თავდებობის ხელშეკრულებებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის დავალიანების და ვადაგადაცილების ჯარიმის დაკისრების შესახებ, რადგან მოპასუხემ ცნო სარჩელის ეს მოთხოვნები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.

 

განსახილველ საქმეში დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რომელიც შეეხება მხოლოდ მათ უფლებებს, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სადაო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის დავალიანების დაკისრების თაობაზე.

 

ამდენად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ საკრედიტო ვალდებულების ძირითადი თანხა 7 312.13 ლარის ოდენობით. ასევე, მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის და საფოსტო-საკურიერო მომსახურებისათვის გადახდილი 42.00 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

ნორმის იმპერატიული ხასიათი გათვალისწინებულია, მხოლოდ 11-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსასრულებლად მიქცევის შესახებ ასევე, გათვალისწინებულია ხელშეკრულების 10.4 პუნქტით, რაც საფუძველია მოთხოვნის დაკმაყოფილების.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო 52-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯები, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, მხარეები ამ მოთხოვნებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 219.36 ლარის ოდენობით, ხოლო საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯები - 42.00 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

მოსარჩელე ს--------------------“-ს სარჩელი მოპასუხეების ხ--------------ძის, ნ--------------------ის და მ-----------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხეებს - ხ--------------ძეს, ნ--------------------ს და მ-----------------ს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 7 312.13 ლარის გადახდა მოსარჩელე ს---------------------“-ს სასარგებლოდ.

 

მოპასუხეებს - ხ--------------ძეს, ნ--------------------ს და მ-----------------ს მოსარჩელე ს---------------------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სასამართლო ხარჯის სახით საკურიერო მომსახურებისათვის გადახდილი 42.00 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ს--------------------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2018 წლის 08 მაისს, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 219.36 ლარი - საგადახდო დავალება #5---------, სახაზინო კოდი 300083150.

 

სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილში გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.

გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოში (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა