გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.11.2018
საქმის ნომერი
020310018002535093
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 0---100--002535093 (3/124-18)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01.11.20-- ქ. ზუგდიდი

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ირაკლი აბშილავა

სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია

მოსარჩელე კო----------------–-----ი (K----------------------)

წარმომადგენელი ნა---–---–--ე

მოპასუხე სსიპ აღს-----–---------------–--------ო, ს--------–---------------------------------------------

წარმომადგენელი სო--------–------ძე

მესამე პირი დ---------–------ია

დავის საგანი:

სააღსრულებო მოქმედების კანონიერება

ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

სსიპ აღს-----–---------------–--------ოს ს--------–---------------------------------------------ს დაევალოს მისივე სადეპოზიტო ანგარისზე გირაოს სახით დ---------–------იას მიერ კო----------------–-----ის სახელით შეტანილი თანხა 30000 ლარი დაუბრუნოს კნ---------------–------ს.

 

მოსარჩელის მტკიცებით, მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საბოლოოდ დასრულდა გამამართლებელი განაჩენის გამოტანით, გამოძიების ეტაპზე გამოყენებული იყო აღკვეთის ღონისძიება – გირაო 30000 ლარის ოდენობით. მასვე, სხვა შეზღუდვებთან ერთად დაუწესდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოძიების მწარმოებელი ორგანოსთვის გადაცემა. აღნიშნულის გამო მისთვის შეუძლებელი გახდა შესაბამის ანგარიშზე გირაოს საბანკო გადახდა, რაც მისი თხოვნით და მისივე სახელით განახორციელა მესამე პირმა. გირაოს თანხის დაბრუნების პროცესში, აღმასრულებელი აცხადებს, რომ მესამე პირი სხვა სააღსრულებო წარმოებაში წარმოადგენს მოვალეს და მის მიერ კონ---------------–------ს სასარგებლოდ შეტანილი თანხა უნდა გადაერიცხოს კრედიტორს და შესაბამისად, ვერ დაუბრუნდება მოსარჩელეს

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნობს სარჩელს.

 

მისი განმარტებით, არ არსებობს გირაოს თანხის მოსარჩელისთვის გადარიცხვის შესაძლებლობა, რადგან გირაოს თანხის დასაბრუნებლად გაცემულ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მოსარჩელე არ არის დასახელებული, ხოლო მასში დასახელებული კრედიტორის მიმართ მიმდინარეობს სხვა იძულებითი აღსრულება და სადავო სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა უნდა გადაერიცხოს ამ კრედიტორის კრედიტორს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

დ---------–------იას მტკიცებით, კო----------------–-----ის სასარგებლოდ შეტანილ გირაოს თანხასთან, გარდა იმისა, რომ საბანკო გადარიცხვა მისი მეშვეობით განხორციელდა სხვა შემხებლობა არ აქვს. თანხა მას არ ეკუთვნის. იცნობს ბრალდებულს და მის ადვოკატს. თანხის შეტანის დღეს მათთან ერთად იმყოფებოდა. ვინაიდან, მათ პირადობის მოწმობები თან არ ჰქონდათ, სთხოვეს დახმარება, რასაც დათანხმდა. წავიდა, მათთან ერთად ბანკში და მისი დოკუმენტების გამოყენებით და მისივე ხელმოწერებით მოსარჩელის თანხა გადაირიცხა კონკრეტულ ანგარიშზე. მას გაკეთებული აქვს აღნიშნულის შესახებ წერილობითი განცხადებები აღმასრულებელთან. აღსრულების პროცესში წარდგენილი აქვს წერილობითი თანხმობა, რომ მისი მეშვეობით გადარიცხული თანხა ჩაერიცხოს თანხის მესაკუთრეს – მოსარჩელეს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. კო----------------–-----ის მიმართ სენაკის რაიონულ სასამართლოში განხილულია სისხლის სამართლის საქმე. ამ საქმეზე 06.02.2--- წ მოსარჩელის მიმართ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი.

 

საქმის წარმოებისას მოსარჩელის სახელი მითითებულია კა----------------–-----ი.

 

წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია, რომ ქართულ ენაზე შედგენილ ცალკეულ დოკუმენტებში ან/და თარგმანებში მისი სახელი და გვარი სხვადასხვანაირადაა მითითებული. ამიტომ საჭიროა, რომ მოსარჩელის საიდენტიფიკაციო მონაცემები აღებულ იქნეს მისი პასპორტიდან – K----------------------, დაბადების თარიღი 2-.0-.1---, საიდენტიფიკაციო ნომერი 3-------------, პასპორტის მონაცემები –P B------------1.

 

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ გაუქმდა მოსარჩელის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 30000 ლარი შემტანს სრულად უნდა დაუბრუნდეს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში. მოსარჩელეს ასევე დაუბრუნდა მისი პასპორტი და დროებითი ბინადრობის მოწმობა.

 

განაჩენის აღსასრულებლად 06.02.2--- წ გაცემულია განკარგულება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, ხოლო 23.0-.20-- წ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნულ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად დასახელებულია დ---------–------ია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

–შესაგებელი

–პასპორტის თარგმანი ქართულ ენაზე

–06.02.2--- წ განაჩენი

–განკარგულება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ

–სააღსრულებო ფურცელი

 

4.2. მოსარჩელისთვის აღვეთის ღონისძიების სახით შერჩეული გირაოს თანხა შესაბამის ანგარიშზე გადარიცხულია სს ,,საქ--------–----------“ მეშვეობით. გადარიცხვის დოკუმენტში მითითებულია, რომ თანხის მიმღებია სსიპ აღს-----–---------------–--------ო, გადამხდელი დ---------–------ია. ვინაიდან გადახდილია გირაოს თანხა სისხლის სამართლისსაქმეზე შედგენილია სპეციალური მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი – გირაოს თანხის გადახდის დასტური – ა 0-----.

 

აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი მხარეთა დამატებითი განმარტებების გარეშეც ცხადყოფს განხორციელებული მოქმედების არსს. სს ,,სა---------–---------- ადასტურებს, რომ 2-.1--20-- წ დ---------–------იამ (პ/ნ 1----------) ფიზიკური პირის კა----------------–-----ის (საიდენტიფიკაციო ნომერი პასპორტის მიხედვით 3-------------) სახელით სსიპ აღს-----–---------------–--------ოს ანგარიშზე ჩასარიცხად ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხადა 30000 ლარი.

 

გადარიცხვაში მონაწილე პირთა განმარტებებით დადასტურებულია, რომ გირაოს სახით შეტანილი თანხა მოსარჩელეს ეკუთვნის, ხოლო მისი დავალებით თანხის შეტანა შესაბამის ანგარიშზე მესამე პირმა – დ---------–------იამ განახორციელა.

 

დ---------–------იას სა---------–-----------ოში წარდგენილი აქვს წერილობითი თანხმობა, სადაც ის მიუთითებს მოსარჩელის საბანკო რეკვიზიტებს და თანახმაა თანხა მესაკუთრეს ჩაერიცხოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–გადახდის ქვითარი

–ზარალის ანაზღაურების, გირაოს, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ან განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებული თანხის გადახდის დასტური ა0-----

–თანხმობა

–მოსარჩელის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები

 

4.3. მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე დასაბრუნებელი გირაოს თანხასთან დაკავშირებით სააღსრულებო საქმე სა-------–------------------------- სა---------–-----------ოს წარმოებაშია. აღნიშნულ სააღსრულებო წარმოებაში სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად დასახელებულია დ---------–------ია, ხოლო მოვალეა სახელმწიფო ბიუჯეტი.

 

სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის დროს 08.05.20-- წ აღმასრულებლისთვის ცნობილი გახდა, რომ აღსასრულებელ სააღსრულებო ფურცელში დასახელებული კრედიტორის დ---------–------იას მიმართ მიმდინარეობს სხვა სააღსრულებო წარმოება, სადაც ის მოვალეს წარმოადგენს და ეს საქმე კერძო აღმასრულებლის წარმოებაშია. კერძო აღმასრულებელი ითხოვს დ---------–------იასთვის გადასარიცხი თანხის ჩარიცხვას.

 

აღნიშნულის გამო სა---------–-----------ო უარს აცხადებს თანხის დ---------–------იასთვის ან მოსარჩელისთვის გადარიცხვაზე, მიაჩნია რომ თანხა კერძო აღმასრულებელს უნდა გადაერიცხოს

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–სარჩელი

–შესაგებელი

– სააღსრულებო საქმე #A--------

–კერძო აღმასრულებელ ვ-----------–------–-- წერილი A------------/002 08.05.20--

–მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა მოსარჩელეს ეკუთვნის და განაჩენის საფუძველზე უნდა დაუბრუნდეს მასვე.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და მე-601 მუხლი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–200 მუხლი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–200 მუხლის 1–ლი ნაწილით გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღს-----–---------------–--------ოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს გირაოს თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის 3 სხვადასხვა ალტერნატიულ შესაძლებლობას: ა) ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს, ბ) ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულის სახელით სხვა პირს და გ) ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულის სასარგებლოდ სხვა პირს.

 

განსახილველ დავაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე გადასარიცხი თანხა მოსარჩელემ თვითონ ვერ გადარიცხა, რადგან დროებით ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი და ბინადრობის მოწმობა (ეს დოკუმენტები დაუბრუნდა მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ) და მისი სახელით მოსარჩელის კუთვნილი თანხა გადარიცხა დ---------–------იამ დავალების ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709–ე მუხლით დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.

 

დავალების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირად. დავალების ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება. რწმუნებული მოქმედებს მარწმუნებლის სახელით და ხარჯზე.

 

დავალების ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე რწმუნებული მის მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგად თვითონ არ იძენს უფლებებს და მოვალეობებს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადაცემული თანხის მისი სახელით კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე შეტანა ვერ განიხილება რწმუნებულის მიერ ან მის სასარგებლოდ მოქმედების განხორციელებად და დაუშვებელია ამ თანხიდან მისი კრედიტორის დაკმაყოფილება თანხის მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ და მისივე ინტერესების საზიანოდ.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-7 პუნქტით აღმასრულებელი ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა გადაწყვეტილების სწრაფად და რეალურად აღსრულებისთვის, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, აღსრულების ცალკეული სახეების შინაარსი და შესაძლებლობები, დაეხმაროს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

 

ამავე მუხლის მე–5 პუნქტის მიხედვით იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის საბანკო ანგარიშებიდან ან მოვალისათვის იმ საგნების ჩამორთმევა, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილებით კრედიტორს უნდა გადაეცეს, თუმცა სადავო შემთხვევაში დ---------–------ია ვერ ჩაითვლება აღსასრულებელი მოთხოვნის კრედიტორად.

 

მართალია, მოცემულ შემთხვევაში განაჩენის ფორმულირება გირაოს დაბრუნების ნაწილში მთლიანად იმეორებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ფორმულირებას, რომ გირაოს თანხა შემომტანს უნდა დაუბრუნდეს, თუმცა ამ ნორმის შინაარსის განმარტებით ცხადია, რომ ნორმის მიზანია თანხა დაუბრუნდეს მის შემტან მესაკუთრეს და არა ნებისმიერ პირს ვინც მხოლოდ თანხის გადარიცხვაში მონაწილეობს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს აღმასრულებლის მოქმედების – მოსარჩელისთვის თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის უკანონოდ მიჩნევისა და სა---------–-----------ოს სადეპოზიტო ანგარიშზე დროებით (სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე) განთავსებული თანხის მოსარჩელისთვის დაბრუნების საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

სარჩელზე გადახდილია სახ. ბაჟი 900 ლარის ოდენობით. სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, ეს თანხა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესებით უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე გამოყენებულია სარჩელის არზვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2-.06.20-- წ განჩინებით /საქმე # 0----------------- (3/უ-----18)/ სა-------–------------------------- სა---------–-----------ოს წინააღმდეგ აღსაძრავი სარჩელის უზრუნველსაყოფად სა-------–------------------------- სა---------–-----------ოს აეკრძალა და--------–--------ს მიერ კო----------------–-----ის სახელით შეტანილი გირაოს თანხის 30000 ლარის გადარიცხვა კერძო აღმასრულებელ ვ-----------–------–-- წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეზე A---------------- 08.05.20-- წ. აღს-----–---------------–--------ოს მიერ 05.08.2--- წ გაცემული #S----------------- და აღს-----–---------------–--------ოს მიერ 15.09.2--- წ გაცემული #S----------------5 სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1.კო----------------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. სსიპ აღს-----–---------------–--------ოს ს--------–---------------------------------------------ს დაევალოს მისივე სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით დ---------–------იას მიერ კა----------------–-----ის სახელით შეტანილი თანხა 30000 ლარი დაუბრუნოს კო----------------–-----ის (K----------------------, დაბადების თარიღი 2-.0-.1---, საიდენტიფიკაციო ნომერი 3-------------, პასპორტის მონაცემები –P B------------1).

 

3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 900 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (მდ. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. 3-) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მისი მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდ. ქ. ზუგდიდი, გრ. ქობალიას ქ. 12) მეშვეობით.

 

მოსამართლე ირაკლი აბშილავა