გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2018
საქმის ნომერი
330210017002101543
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2/2-------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე - შპს „ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ი“

წარმომადგენელი - ილ----------------–ი, მა----------–---–ი

მოპასუხეები - ქ----------------ე, თ----------–--–-–---–ი, ნ------------–---------–---–ი, მ-------------ე, მ---------------ი, დ---------------–---–ი, ს--------------------ე

წარმომადგენელი - თი---------------–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქ----------------ეს, თ----------–--–-–---–ს, ნ------------–---------–---–ს, მ-------------ეს, მ---------------ს, დ---------------–---–ს და ს--------------------ეს შპს „ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 43 021.49 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 201--–-–----------------ს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს და შპს „ჰ----“-ს პაციენტ თ-----------–--–---–ისთვის გაწეული არასათანადო მომსახურებით მიყენებული ზიანისთვის, გარდაცვლილი პაციენტის თ-----------–--–---–ის შვილის - შ-------–----–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 39055 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებ-ლოდ 1152 ლარის ანაზღაურების ვალდებულება. აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ხარჯის ჩათვლით, სულ 43021.49 ლარის ოდენობით ერთპიროვნულად გადაიხადა შპს „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულმა სამედიცინო ცენტრმა“.

 

ვინაიდან, დაკისრებული ვალდებულების საფუძველი იყო პაციენტისთვის არასათანადოდ გაწეული სამედიცინო მომსახურება, რომელიც უშუალოდ გასწიეს მოპასუხეებმა - შესაბამისი სპეციალობის მქონე ექიმებმა, ამიტომ შპს „ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ისთვის 43 021.49 ლარის ოდენობით დამდგარი ზიანი უნდა დაექვემდებაროს მოპასუხეთა - ზიანის მიმყენებლ პირთა მხრიდან ანაზღაურებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ---------------ს სარჩელისა და სასამართლოს თითოეული სხდომის თარიღის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის თანხმად. მ---------------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

2.2. მოპასუხეები - თ----------–--–-–---–ი, ქ----------------ე, ნ------------–---------–---–ი, მ-------------ე, ს--------------------ე და დ---------------–---–ი როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს.

 

შესაგებელში აღნიშნულია, რომ საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის მიერ 20---–-–----------------ს გაცემულ დასკვნაში მითითებულია, რომ ღუ----–-------------–----------------–--------–-----–------–ი ლოგინობის ხანის სეპტიური გართულების მქონე მელოგინეს არ ჩატარებია მოსაზღვრე სპეციალისტების კონსულტაცია და მათთან შეთანხმებით ვერ მომზადდა საოპერაციოდ, თუმცა, დასკვნებში არ არის მითითებული და დაკონკრეტებული, რომელი სპეციალისტები იგულისხმებიან მოსაზღვრე სპეციალისტებში, მაშინ როდესაც მკურნალობის პროცესში ჩართულები იყვნენ მეან-გინეკოლოგები, რეანიმატოლოგები, ინფექციონისტი.

 

მოპასუხეთა მოსაზრებით, საფუძველს მოკლებულია მოსაზრება პაციენტის დიაგნოსტირებასა და ოპერაციული მკურნალობის სწორად დაგეგმვა დაკავშირებულია დროსთან, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში ვერცერთი ექსპერტი უთითებს, რომ ოპერაციის უფრო ადრე ჩატარებით აცილებული იქნებოდა ლეტალური გამოსავალი. ამავე დასკვნაში ექსპერტ-ქირურგი მ. კი-–--ე უთითებს, რომ გადავადება 24 საათით შეიძლება ჩაითვალოს ტაქტიკურად გამართლებულად.

 

პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით შპს „ჰ----“-ს ექიმს ს--------------------ეს პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა „წერილობითი გაფრთხილება“ ხოლო ექიმ დ---------------–---–ს შეუჩერდა სამი თვის ვადით სერტიფიკატის მოქმედება, ორივე დისციპლინალური პასუხისმგებლობის ზომა წარმოადგენს მსუბუქი ხასიათის სახდელს, რომელსაც არ გამოიყენებდა პროფესიული განვითარების საბჭო ისეთი საექიმო შეცდომისას, რომელსაც მოყვა პაციენტის გარდაცვალება. ამასთან, საბჭოს აქტში არ არის დასაბუთებული კონკრეტულად რა სახის სამედიცინო გადაცდომების გამო განისაზღვრა მათ მიმართ დისციპლინარული ზომები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობის შესახებ არცერთ მოპასუხე სამედიცინო დაწესებულებას არ მიუწოდებია ინფორმაცია არცერთი ექიმისთვის. ექიმებს არ ჩაბარებიათ პროფესიული საბჭოს გადაწყვეტილება მათ მიმართ გამოყენებული სახდელის დადების შესახებ. ამასთან, არცერთ სასამართლო ინსტანციაში კლინიკებს არ უცდიათ ექიმების მესამე პირად ჩაბმა, სადაც ექნებოდათ შესაძლებლობა უკეთ დაეცვათ საკუთარი ინტერესები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 201--–-–----------------ს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პარინტოლოგთა ასოციაციის მიერ 20---–-–----------------ს გაცემული დასკვნის შესაბამისად გარდაცვლილი თ-----------–--–---–ის მკურნალობის მიმდინარეობისას: პაციენტს შპს „ჰ----ს“ სამშობიარო სახლში არ ჩაუტარდა სწრაფი კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, თერაპევტის და ნევროპათოლოგის კონსულტაცია. ლოგინობის ხანის მესამე დღიდან მაღალი ცხელების მეექვსე დღეზე საშვილოსნოს შიგთავსის ვაკუუმ-ასპირაციის უშედეგობის მიუხედავად გარდაცვლილს არ ჩატარებია სეპტოლოგის კონსულტაცია.

 

შპს „ა------------------------–-------------–----------------–--------–-----–------ში“ ლოგინობის ხანის სეპტიური გართულების მქონე მელოგინეს არ ჩატარებია მოსაზღვრე სპეციალისტების კონსულტაცია და მათთან შეთანხმებით ვერ მომზადდა საოპერაციოდ.

 

კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის დირექტორის დასკვნის შესაბამისად, თ-----------–--–---–ის მკურნალობის პროცესში სრულყოფილად არ იყო გათვალისწინებული ანამნეზის მონაცემები კერძოდ, ის გარემოება, რომ მშობიარეს ორსულობის პერიოდში სტაბილურად ჰქონდა ტაქიკარდია. პაციენტს არ ჩატარებია ელექტროკარდიოგრამა და ფილტვის რენტგენოგრამა, აგრეთვე სისხლის გაზების და მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის მაჩვენებლები. დასკვნის მიხედვით პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით საჭირო იყო ადრეულ ეტაპზე ექოკარდიოგრაფიის და მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებაც ეს გამოკვლევა შესაძლებელს გახდიდა ოპერაციული ჩარევის საკითხის ადრეულად გადაწყვეტას. სამედიცინო დოკუმენტების შესწავლის შედეგად იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამედიცინო კოლექტივის მიერ ავადმყოფის მდგომარეობის სიმძიმე სათანადოდ აღქმული არ იყო რის შედეგადაც თ-----------–--–---–ს წინასაოპერაციო მზადება ფაქტობრივად არ ჩატარებია.

 

ამავე დასკვნის შესაბამისად, მკურნალობის პერიოდში დაშვებული უზუსტობების შედეგად გადაწყვეტილება ოპერაციის შესახებ დროულად ვერ იქნა მიღებული. ანალოგიური მოსაზრებაა ასახული სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ინფორმაციაში, რომლის მიხედვით მელოგინეს არ ჩატარებია მოსაზღვრე სპეციალისტების კონსულტაცია და მათთან შეთანხმებით ვერ მომზადდა საოპერაციოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის 20---–-–-------------------------ა, კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტის დირექტორის 20---–-–------------------------ა, სამედიცინო სამიქნობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 20---–-–-------------ს ინფორმაცია.

 

3.1.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 20---–-–-------------ს წერილის შესაბამისად, თ-----------–--–---–ის მკურნალობის პროცესში დაშვებული გადაცდომების შედეგად, შპს „ჰ----ს“ და შპს „ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის“ ექიმების მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური ღონისძიებანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 20---–-–-------------ს წერილი.

 

3.1.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–------------–-- ექსპერტიზის დასკვნის და საქმეში დაცული სხვა სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ თ-----------–--–---–ს შპს „ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ში“ და შპს „ჰ----ში“ სათანადო ხარისხის სამედიცინო მომსახურება არ გაეწია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–------------–-- დასკვნა.

3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 201--–-–----------------ს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „ა------------------–-------------–----------------–--------–-----–------ს“ და შპს „ჰ----“-ს პაციენტ თ-----------–--–---–ისთვის გაწეული არასათანადო მომსახურებით მიყენებული ზიანისთვის, გარდაცვლილი პაციენტის თ-----------–--–---–ის შვილის - შ-------–----–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 39055 ლარის, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1152 ლარის ანაზღაურების ვალდებულება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2--- წლის 17 ი--–---- განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 201--–-–----------------ს გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2--- წლის 2---------- განჩინებით შ----------------------–-------------–----------------–---------–-----–-------ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 115 - 123);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 124 - 139)

3.1.6. 20---–-–---------------ს სს „პ-------------------“-ს N--- საგადახდო დავალების საფუძველზე შპს „ა------------------–-------------–----------------–--------–-----–------მა“ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადარიცხა 41 788.85 ლარი. გადახდის დანიშნულებად მითითებულია - იდენტიფიკატორი 1--------- საქმე N2---------, სრული დაფარვა. 20---–-–---------------ს სს „თ-----------“-ს N- საგადახდო დავალების საფუძველზე შპს „ა------------------–-------------–----------------–--------–-----–------მა“ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა 27.99 ლარი. 20---–-–----------------ს სს „კ-----------------------“-ს N- საგადასახადო დავალების საფუძველზე შპს „ა------------------–-------------–----------------–--------–-----–------მა“ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხა 1204.65 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო დავალებები (ს.ფ. 95 - 97)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ექიმი თ----------–--–-–---–ის მიერ განხორციელებულ ვენის კანულაციასა და პაციენტის - თ-----------–--–---–ის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირი არ დგინდება;

 

3.2.2. ექიმი ქ----------------ის მიერ განხორციელებულ დიაგნოსტიკურ ღონისძიებებსა და პაციენტის - თ-----------–--–---–ის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირი არ დგინდება.

 

უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრები-თობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

(3.2.1.) საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის საზოგადოების საექსპერტო დასკვნით, შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური ვენის კათეტერის ჩაყენება ბარძაყის ვენაში არ შეიძლება ჩაითვალოს არასასურველ სამკურნალო ღონისძიებად, უფრო მეტიც პერიტონიტის დროს, როდესაც არის ინტრააბდომინალური ჰიპერტენზიის რისკები, ბარძაყის ვენიდან გაზომილი ვენური წნევა - ინტრააბდომინალური წნევის ერთგვარი სუროგატიცაა.

 

კითხვაზე თ-----------–--–---–ის გარდაცვალებასა და ექიმ თ----------–--–-–---–ის მიერ განხორციელებულ სამკურნალო ღონისძიებას შორის, კერძოდ, შეეძლო თუ არა ცენტრალური ვენის კათეტერის ჩაყენებას ბარძაყის ვენაში გამოეწვია პაციენტის სიკვდილი დგინდება, რომ კონკრეტული პაციენტის ავადმყოფობის ისტორიაზე დაყრდნობით - თ-----------–--–---–ის გარდაცვალებასა და ექიმ თ----------–--–-–---–ის მიერ განხორციელებულ ვენის კანულაციას შორის მიზეზობრივი კავშირი არ არის.

 

დასკვნის თანახმად, ექსპერტისათვის წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ექიმ თ----------–--–-–---–ის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურება იყო ხარისხიანი.

 

ამასთან, რამდენადაც არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი პაციენტის ბარძაყის ვენის კათეტერიზაციასა და ლეტალურ გამოსავალს შორის, არალეტალური გამოსავალი (გამოწვეული პოლიორგანული უკმარისობით, მძიმე სეფსისით, ჩირქოვანი პერიტონიტით და ა.შ.) თავიდან აცილებული არ იქნებოდა.

 

ამასთან, (3.2.2) საქართველოს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის საზოგადოების საექსპერტო დასკვნით, პაციენტის ანამნეზისა და კლინიკური მდგომარეობის საფუძველზე ექიმმა ქ----------------ემ ჩაატარა ის აუცილებელი ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები და მოიწვია ის სპეციალისტებ-კონსულტანტები, რომლებიც საჭირო იყო პირველადი დიაგნოზის დასასმელად. ექიმი ქ----------------ე მოქმედებდა როგორც „გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის“ ექიმი, მისი მთავარი ამოცანა იყო პირველადი დიაგნოზის დასმა, პირველადი დახმარების გაწევა და სწორი, სწრაფი ტრიაჟის ჩატარება, რის შემდეგაც პაციენტი უნდა გასულიყო შესაბამის განყოფილებაში.

 

ექსპერტთა შენიშვნებზე ზოგიერთი კვლევის არ ჩატარების შესახებ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ანამნეზში არ ფიქსირდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, არც კლინიკურ-ფიზიკალური გამოკვლევებით დასტურდება ეჭვი გულის უკმარისობაზე, შესაბამისად ეკგ-სა და ექოკარდიოგრაფიის ჩატარება გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში არ წარმოადგენს აუცილებელ რუტინულ კვლევას.

 

მუცლის ღრუს კ.ტ. კვლევასთან დაკავშირებით ექიმ ქ----------------ემ დროის შეზღუდულ პერიოდში ჩაატარა მუცლის ექოსკოპიის ორი კვლევა, რის საფუძველზეც დასვა სწორი დიაგნოზი. იმ ეტაპზე დამატებით კტ კვლევის ჩატარება გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ექიმის მიერ არ იქნა მიჩნეული აუცილებელ და დაუყოვნებლივ ქმედებად. პაციენტს ჩატარებული აქვს გულმკერდის რენტგენოგრაფია, როგორც ჩანს ექსპერტს გამორჩა რენგენოლოგის ჩანაწერის წაკითხვა.

 

ექიმი ქ----------------ის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურება შეფასებულია სწორად, ადექვატურად და ეფექტურად. მიმღებ ანუ გადაუდებელ განყოფილებაში ყველა აუცილებელი სამედიცინო ქმედება ჩატარდა დროულად, ადექვატურად და სწორად, დაისვა სწორი დიაგნოზი და პაციენტი გადაყვანილი იქნა ინტენსიურ თერაპიაში შემდგომი მკურნალობისთვის. ამ რეალობაში სხვა დამატებითი მაღალტექნოლოგიური კვლევები, ან სხვა სპეციალისტების მოწვევა აუცილებელი არ იყო. აღნიშნული ქმედებები თავისუფლად შეიძლებოდა ჩატარებულიყო წინა საოპერაციო მზადების პროცესში, ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში, სადაც პაციენტმა თითქმის 24 საათი დაჰყო.

 

ამდენად, დასკვნის თანახმად პაციენტ თ-----------–--–---–ის გარდაცვალებასა და ექიმ ქ----------------ის მიერ განხორციელებულ დიაგნოსტიკურ ღონისძიებებს შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს.

 

დელიქტური სამართალურთიერთობიდან წარმოშობილი დავების განხილვისას საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი: სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის. (შდრ: ას-№ას-260-244-2014, 28 მაისი, 2014 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის გამომრიცხველი მტკიცებულებებით მოპასუხეებმა - თ----------–--–-–---–მა და ქ----------------ემ დაადასტურეს მათ ქმედებასა და პაციენტის - თ-----------–--–---–ის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირის არარსებობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა წარმომადგენლების სამართლებრივი პოზიციების გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ა------------------–-------------–----------------–---------–-----–------ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 992-ე, 997-ე, 998-ე და 464-ე, 473-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უშუალოდ ზიანის არსებობის ფაქტზე, როგორც დელიქტური ვალდებულების ერთ-ერთ აუცილებელ კრიტერიუმზე. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი, შეიძლება, გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლის თანახმად, მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება შეასრულა, აქვს უკუმოთხოვნის უფლება დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე, ოღონდ თავისი წილის გამოკლებით, თუკი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

როდესაც შეუძლებელია მოვალეთა პასუხისმგებლობის ოდენობის განსაზღვრა, ისინი ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ თანაბარი წილით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მხოლოდ ქ----------------ისა და თ----------–--–-–---–ის მხრიდან იქნა გამოყენებული შედავების უფლება და შესაბამისი მტკიცებულებით დადასტურდა მათ ქმედებასა და პაციენტის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირის არ არსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ა------------------–-------------–----------------–--–------ი“-ს მიერ სამოქალაქო საქმეზე (2---------) სადაც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდა შ----------------–--–----–---–-, მოპასუხე მხარეს თავად მოსარჩელე და შპს „ჰ----“. თბილისის საქალაქო სასამართლოს 201--–-–----------------ს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, აგრეთვე სააღსრულებო წარმოების ხარჯი გადახდილი აქვს შპს „ა------------------–-------------–----------------–--–------ს.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. თ-----------–--–---–ის მკურნალობაში მონაწილეობა მიიღეს მოპასუხეებმა, თითოეულმა ეტაპობრივად, შესაბამისად, წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს შპს „ა------------------–-------------–----------------–--–------ი“-ს მიმართ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ოდენობა 43 021.49 ლარია. სარჩელი მოთხოვნის ნაწილში სრულად დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეებს ნ------------–---------–---–ს, მ-------------ეს, მ---------------ს, დ---------------–---–სა და ს--------------------ეს შპს „ა------------------–-------------–----------------–--–------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 1290.65 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244ე, 248-250-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ა------------------–-------------–----------------–--–------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. ნ------------–---------–---–ს, მ-------------ეს, მ---------------ს, დ---------------–---–სა და ს--------------------ეს შპს „ა------------------–-------------–----------------–--–------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 43 021.49 ლარის გადახდა;

1.2. შპს „ა------------------–-------------–----------------–--–------ი“-ს მოთხოვნა ქ----------------ისა და თ----------–--–-–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. ნ------------–---------–---–ს, მ-------------ეს, მ---------------ს, დ---------------–---–სა და ს--------------------ეს შპს „ა------------------–-------------–----------------–--–------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ 1290.65 ლარის გადახდა, მოსარჩელე მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგარძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე