გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/8088-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ბუსკაძე
სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე: შპს ,,შ----------–-----------–ი’’ (დირექტორი - გ---–------------)
წარმომადგენლები: გ----–-----–--, გ----–--–--ე, ფ------------–--ე
მოპასუხე: სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენელი: თ---------------–--ე
მესამე პირი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 15 ოქტომბრის N7-- განკარგულება ,,შპს ,,შ----------–-----------–ის“ შავ სიაში დარეგისტრირებისა და თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგეილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა, მისთვის სხდომის თარიღი ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2015 წლის 30 ივლისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადდა SPA1-------- და SPA1-------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერები სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000) შესყიდვის მიზნით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყრდენი კედლებისა და მოაჯირების მოწყობის თაობაზე.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყრდენი კედლებისა და მოაჯირების მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო კომისიის 2015 წლის 07 აგვისტოს N- სხდომის ოქმით განხილულ იქნა 2015 წლის 30 ივლისს გამოცხადებულ ერთ ეტაპიან გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში (სატენდერო განცხადება SPA1--------) ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებ(ებ)ის შერჩევა/შეფასება. კომისიამ განიხილა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის - შპს ,,შ----------–-----------–ის“ მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და შპს ,,შ----------–-----------–ს“ შესასრულებელი სამუშაოების დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენისთვის განuსაზღვრა ვადა არაუგვიანეს 2015 წლის 12 აგვისტოსი, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად განესაზღვრა ვადა არაუგვიანეს 2015 წლის 14 აგვისტოსი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყრდენი კედლებისა და მოაჯირების მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო კომისიის 2015 წლის 07 აგვისტოს N- სხდომის ოქმით განხილულ იქნა 2015 წლის 30 ივლისს გამოცხადებულ ერთ ეტაპიან გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში (სატენდერო განცხადება SPA1--------) ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებ(ებ)ის შერჩევა/შეფასება. კომისიამ განიხილა პრეტენდენტის - შპს ,,შ----------–-----------–ი“-ს მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და შპს ,,შ----------–-----------–ს“ დაზუსტებული შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენისთვის განისაზღვრა ვადა არაუგვიანეს 2015 წლის 12 აგვისტოსი, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად განესაზღვრა ვადა არაუგვიანეს 2015 წლის 14 აგვისტოსი.
სატენდერო კომისიის 2015 წლის 14 აგვისტოს N3 სხდომის ოქმის თანახმად, SPA1-------- სატენდერო განცხადებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო, შპს ,,შ----------–-----------–ს“ მიეცა დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სატენდერო კომისიის 2015 წლის 14 აგვისტოს N3 სხდომის ოქმის თანახმად, SPA1-------- სატენდერო განცხადებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო, შპს ,,შ----------–-----------–ს“ მიეცა დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2015 წლის 30 ივლისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (განცხადების ნომერი SPA1--------) (ტ.I, ს.ფ. 228);
-2015 წლის 30 ივლისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (განცხადების ნომერი SPA1--------) (ტ.I, ს.ფ. 68);
-სატენდერო კომისიის 2015 წლის 07 აგვისტოს N- სხდომის ოქმი (ტ.I, ს.ფ. 99-101);
-სატენდერო კომისიის 2015 წლის 07 აგვისტოს N- სხდომის ოქმი (ტ.I, ს.ფ. 258-260);
-სატენდერო კომისიის 2015 წლის 14 აგვისტოს N3 სხდომის ოქმი (ტ.I, ს.ფ. 103-105);
-სატენდერო კომისიის 2015 წლის 14 აგვისტოს N3 სხდომის ოქმი (ტ.I, ს.ფ. 262-264).
4.1.2. საქმეზე დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,შ----------–-----------–ის“ საჩივარი DIS1---------01, რომლითაც საჩივრის ავტორი ითხოვდა გაუქმებულიყო შემსყიდველი ორგანიზაციის კანონმდებლობის შეუსაბამო გადაწყვეტილება/ქმედება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყრდენი კედლებისა და მოაჯირების მოწყობის სამუშაოების“ სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული SPA1-------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შერჩევა/შეფასებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს ,,შ----------–-----------–ის“ საჩივარი DIS1---------01 (შესვლის თარიღი 18.08.2015 წელი) (ტ.I, ს.ფ. 219-221);
-სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება (ტ.I, ს.ფ. 222-227).
4.1.3. დადგენილია ასევე, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,შ----------–-----------–ის“ საჩივარი DIS1---------01, რომლითაც საჩივრის ავტორი ითხოვდა გაუქმებულიყო შემსყიდველი ორგანიზაციის კანონმდებლობის შეუსაბამო გადაწყვეტილება/ქმედება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყრდენი კედლებისა და მოაჯირების მოწყობის სამუშაოების“ სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული SPA1-------- გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შერჩევა/შეფასებასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შპს ,,შ----------–-----------–ის“ საჩივარი DIS1---------01 (შესვლის თარიღი 18.08.2015 წელი) (ტ.I, ს.ფ. 319-321);
-სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება (ტ.I, ს.ფ. 322-327).
4.1.4. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 მარტის N1-- განკარგულებით განხორციელდა ,,შპს ,,შ----------–-----------–ის“ თეთრ სიაში დარეგისტრირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 15 ოქტომბრის განკარგულება №7-- (ტ.I, ს.ფ. 328-331).
4.1.5. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 14 აგვისტოს N------- და N------- წერილობითი შეტყობინებებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეთხოვა შპს ,,შ----------–-----------–ის“ შავ სიაში დარეგისტრირება.
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 15 ოქტომბრის №7-- განკარგულებით შპს ,,შ----------–-----------–ი“ 2015 წლის 15 ოქტომბერს დარეგისტრირდა შავ სიაში; ამავე განკარგულებით 2015 წლის 15 ოქტომბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,შპს ,,შ----------–-----------–ის“ თეთრ სიაში დარეგისტრირების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 მარტის N1-- განკარგულება და შპს ,,შ----------–-----------–ს“ გაუუქმდა თეთრ სიაში რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 14 აგვისტოს წერილობითი შეტყობინება N------- (ტ.I, ს.ფ. 332);
-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 14 აგვისტოს წერილობითი შეტყობინება N------- (ტ.I, ს.ფ. 379);
-სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 15 ოქტომბრის განკარგულება №7-- (ტ.I, ს.ფ. 328-331).
4.1.6. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N3-630/15) შპს ,,შ----------–-----------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყრდენი კედლებისა და მოაჯირების მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო კომისიის 2015 წლის 14 აგვისტოს საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,შ----------–-----------–ის“ დისკვალიფიკაციის ნაწილში და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 31 აგვისტოს DIS1---------01 და DIS1---------01 გადაწყვეტილებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება საქმე N3-630/15 (ტ.II, ს.ფ. 213-231);
-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივლისის განჩინება საქმე N3/ბ-210-2017წ. (ტ.II, ს.ფ. 321-333);
-საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინება საქმე Nბს-868-864(კ-17) (ტ.II, ს.ფ. 318-320).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,შ----------–-----------–ის’’ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი’’.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 15 ოქტომბრის N7-- განკარგულება ,,შპს ,,შ----------–-----------–ის“ შავ სიაში დარეგისტრირებისა და თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლი იძლევა ამ კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტებას. ამ მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი პუნქტის ,,თ1” ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი არის პირი, რომელსაც აქვს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის სურვილი, ,,ი1” ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური, ხოლო ,,მ” ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი არის შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).
სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესზე” (ძალადაკარგულია 2017 წლის 19 ივლისიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 06/14/2017 N12 ბრძანებით), რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წესის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, წესის მოქმედება ვრცელდება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.
მითითებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ 2015 წლის 30 ივლისს გამოცხადდა გამარტივებული ელექტრონული ტენდერები (SPA1--------; SPA1--------) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყრდენი კედლებისა და მოაჯირების მოწყობის თაობაზე.
საქმეზე დადგენილია, რომ 2015 წლის 07 აგვისტოს N- სხდომის ოქმებით კომისიამ განიხილა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის - შპს ,,შ----------–-----------–ის“ მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და შპს ,,შ----------–-----------–ს“ შესასრულებელი სამუშაოების დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენისთვის განისაზღვრა ვადა არაუგვიანეს 2015 წლის 12 აგვისტოსი, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად განესაზღვრა ვადა არაუგვიანეს 2015 წლის 14 აგვისტოსი.
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ხოლო ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად - ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია.
სასამართლო ასევე მიუთითებს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლზე, რომელიც არეგულირებს დისკვალიფიკაციის განხორციელების წესსა და პირობებს. ხსენებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ატვირთული სისტემაში მისი ხელმოწერისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის კონკრეტულ შემთხვევებს, კერძოდ, მითითებული პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ ის არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების გარანტიას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე.
საქმეზე დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყრდენი კედლებისა და მოაჯირების მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო კომისიის 2015 წლის 14 აგვისტოს N3 საოქმო გადაწყვეტილებებით, სატენდერო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, მიჩნეულ იქნა, რომ შპს ,,შ----------–-----------–ის“ მიერ წარდგენილი შესასრულებელი სამუშაოების დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა არ შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც პრეტენდენტს მიეცა დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
დადგენილია ასევე, რომ კანონიერ ძალაში შესულ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე N3-630/15) შპს ,,შ----------–-----------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყრდენი კედლებისა და მოაჯირების მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო კომისიის 2015 წლის 14 აგვისტოს საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,შ----------–-----------–ის“ დისკვალიფიკაციის ნაწილში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” სადავო პერიოდში მოქმედი 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შავი სია განმარტებულია, როგორც სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებული ოფიციალური რეესტრი, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდა უფლება, მონაწილეობა მიეღო სახელმწიფო შესყიდვაში. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იყო, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიემართა სააგენტოსთვის წერილობითი შეტყობინებით, თუ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იყო ტენდერიდან/კონკურსიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო.
დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 14 აგვისტოს N------- და N------- წერილებით სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შემდგომი რეაგირებისათვის ეცნობა SPA1-------- და SPA1-------- გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებში მონაწილე პრეტენდენტის - შპს ,,შ----------–-----------–ის“ დისკვალიფიკაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მიერ პრეტენდენტს გაეგზავნა შეტყობინებები და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, ეთხოვა განსახილველ საკითხზე სააგენტოში წერილობითი განმარტებების წარმოდგენა, რაზეც მან პასუხად წარმოადგინა 2015 წლის 16 სექტემბრის N0----- და 29 სექტემბრის N0----- წერილები, რომლითაც არ იზიარებდა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობით შეტყობინებებს. საკითხის განხილვის შედეგად კი, მიღებული იქნა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 15 ოქტომბრის N7-- განკარგულება, რომლითაც შპს ,,შ----------–-----------–ი“ დარეგისტრირდა შავ სიაში და გაუქმდა მისი თეთრ სიაში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.
სასამართლო ასევე მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის ,,მ1“ ქვეპუნქტში განმარტებულია შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრი (შემდგომ – თეთრი სია) – თეთრი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. თეთრ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ კვალიფიციურ მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებიც აკმაყოფილებენ თეთრ სიაში რეგისტრაციისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ კრიტერიუმებს. თეთრ სიაში რეგისტრირებული კვალიფიციური მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით.
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2015 წლის 2 მარტს მიღებულ იქნა N1-- განკარგულება ,,შპს ,,შ----------–-----------–ის“ თეთრ სიაში დარეგისტრირების თაობაზე“, რომელიც გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 15 ოქტომბრის N7-- განკარგულებით გამოცხადდა ძალადაკარგულად და შპს ,,შ----------–-----------–ს“ გაუუქმდა თეთრ სიაში რეგისტრაცია.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ზემოთ მოყვანილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ოქტომბრის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყრდენი კედლებისა და მოაჯირების მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო კომისიის 2015 წლის 14 აგვისტოს საოქმო გადაწყვეტილება, შპს ,,შ----------–-----------–ის“ დისკვალიფიკაციის ნაწილში. სადავო შემთხვევაში კი, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2015 წლის 15 ოქტომბერს გამოცემული N7-- განკარგულება, სწორედ რომ სატენდერო კომისიის მიერ მიღებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმებს ეფუძნებოდა, რომლებიც ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, იმ პირობებში, როდესაც ბათილად არის ცნობილი სატენდერო კომისიის 2015 წლის 14 აგვისტოს საოქმო გადაწყვეტილება შპს ,,შ----------–-----------–ის“ დისკვალიფიკაციის თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო გასაჩივრებული აქტის მიღებას, საფუძველს მოკლებულია გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 15 ოქტომბრის N7-- განკარგულება შპს ,,შ----------–-----------–ის“ შავ სიაში დარეგისტრირებისა და შესაბამისად, ,,შპს ,,შ----------–-----------–ის“ თეთრ სიაში დარეგისტრირების თაობაზე“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 მარტის N1-- განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და შპს ,,შ----------–-----------–ისთვის“ თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
7.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,შ----------–-----------–ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, სესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 15 ოქტომბრის N7-- განკარგულება ,,შპს ,,შ----------–-----------–ის“ შავ სიაში დარეგისტრირებისა და თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,შ----------–-----------–ის’’ (დირექტორი - გ---–------------) შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. განსახილველ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 15 ოქომბრის №7-- განკარგულების პირველი პუნქტის მოქმედება, შპს ,,შ----------–-----------–ის’’ შავ სიაში დარეგისტრირების ნაწილში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.
9. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,შ----------–-----------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 15 ოქტომბრის N7-- განკარგულება ,,შპს ,,შ----------–-----------–ის“ შავ სიაში დარეგისტრირებისა და თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ“;
3. მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაეკისროს შპს ,,შ----------–-----------–ის“ სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბუსკაძე