გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.10.2018
საქმის ნომერი
330310018002509554
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/3912-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

წარმომადგენელი - მ----------------

 

მოპასუხე - ა--------------–-–---–ი

წარმომადგენელი - გ-----------------–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - ა--------------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 27254,53 ლარის გადახდა.

 

სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტსა და ა--------------–-–---–ს შორის 2014 წლის 29 აპრილს დაიდო #3--------------- ხელშეკრულება ,,გრანტის შესახებ’’. საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #4- დადგენილების საფუძველზე, დამტკიცებული პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში გრანტის გამცემი, გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს შვეიცარიაში, ბ----ის უნივერსიტეტის, ტრანსნაციონალიზმისა და სახელმწიფოს ანთროპოლოგიის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის 2014-2015 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად. ამავე ხელშეკრულების 2.2. პუნქტით განისაზღვრა საგრანტო თანხა, რომელიც შეადგენს 14180 შვეიცარიული ფრანკის ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად. ხელშეკრულების 3.1.1 ქვეპუნქტის შესაბამისად, გრანტის გამცემს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების ხარჯვისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტორინგი. ხოლო ხელშეკრულების 4.2 და 4.3. პუნქტების თანახმად, გრანტის გამცემს უფლება აქვს, გრანტის მიმღების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ცალმხრივად საკუთარი გადაწყვეტილებით შეუწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს გრანტის მიმღებს, ხოლო გრანტის გამცემი 4.2. პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის დადგომისას, იტოვებს გაცემული საგრანტო თანხის ამოღების უფლებას. თავის მხრივ გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულების 3.4.1. ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ამავე ხელშეკრულების 3.4.5 ქვეპუნქტის შესაბამისად კი, გრანტის მიმღები ვალდებულია, სწავლის დასრულების შემდეგ გრანტის გამცემს წარუდგინოს ბ----ის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. ხელშეკრულების 3.4.7 ქვეპუნქტის შესაბამისად, გრანტის მიმღები ვალდებულია დაკისრებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, გრანტის გაცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გადაცემული თანხა.

 

მოპასუხის 2014 წლის 05 ივნისის, 2014 წლის 12 აგვისტოს, 2015 წლის 09 იანვრის და 27 იანვრის განცხადებების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაურიცხა 27254,53 ლარი. მოსარჩელე მხარემ 2018 წლის 02 მაისის #5----- წერილით ა--------------–-–---–ს აცნობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ და სთხოვა წარედგინა სწავლის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა მოპასუხის მხრიდან ზემოაღნიშნულ შეტყობინებაზე რეაგირება არ მოჰყოლია. ამდენად, მოსარჩელემ, მომართა სასამართლოს გრანტის სახით გაცემული 27254,53 ლარის ოდენობით თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების მოთხოვნით.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ა--------------–-–---–ი ბ----ის უნივერსიტეტში ჩაირიცხა 2014 წლის შემოდგომის სემესტრზე. სწავლის ხანგრძლივობა განისაზღვრა ორიდან სამ წლამდე პერიოდით, რაც დამოკიდებული იყო ინდივიდუალურად სტუდენტის მიერ არჩეულ საგნებზე და გადანაწილებულ კრედიტებზე. ა--------------–-–---–მა სრულფასოვნად დაასრულა 4 სემესტრი, რის შემდეგაც გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო (გართულებული ორსულობა) ვეღარ გააგრძელა სრული დატვირთვით სწავლა. ამას დაემატა ის ფაქტი, რომ მას მოუწია ამერიკაში გამგზავრება გარკვეული ვადით, სადაც 2017 წლის 01 ივნისს ეყოლა შვილი, რის შემდეგაც 2017 წლის შემოდგომის და 2018 წლის გაზაფხულის სემესტრში მოითხოვა ბ----ის უნივერსიტეტისაგან აკადემიური სტატუსის მინიჭება, რაც დაკმაყოფილდა კიდეც. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ა--------------–-–---–ი დღეის მდგომარეობით კვლავ არის ბ----ის უნივერსიტეტის სტუდენტი და მას შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი 2018 წლის შემოდგომის სემესტრამდე, ასევე გართულებული ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბ----ის უნივერსიტეტმა დააკმაყოფილა მოპასუხის მოთხოვნა და 2 სემესტრით გადაწია მის მიერ თეზისის (სამაგისტრო ნაშრომი) ჩაბარების ვადა. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ა--------------–-–---–ის მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, რადგან მას არ დაუსრულებია სწავლა ბ----ის უნივერსიტეტში და კვლავ სარგებლობს სტუდენტის სტატუსით.

 

2018 წლის 25 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელსა და მოპასუხე მხარეს შორის შედგა ელექტრონული კომუნიკაცია, რომლის შესახებაც სარჩელში არ არის მითითებული. ამავე 25 აპრილს, ელექტრონული მეილის საშუალებით ა--------------–-–---–მა სამინისტროს აცნობა, რომ მას დამთავრებული არ ქონდა სწავლა, სარგებლობდა აკადემიური სტატუსით და სწავლის დასრულებისთანავე წარადგენდა შესაბამის ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს, თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სამინისტროს მხრიდან გაიგზავნა ოფიციალური წერილი ა--------------–-–---–ის ძველ მისამართზე, რომელიც ადრესატს არ ჩაბარბია, შესაბამისად მისი მოპასუხისათვის უცნობი იყო სამინისტროს მოთხოვნის შესახებ და იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეფიქსირებინა ოფიციალური პოზიცია. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კი მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 29 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტსა (შემდგომში ,,გრანტის გამცემი’’) და ა--------------–-–---–ს შორის დაიდო #3--------------- ხელშეკრულება ,,გრანტის შესახებ’’. საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #4- დადგენილების საფუძველზე, დამტკიცებული პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში გრანტის გამცემი, გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს შვეიცარიაში, ბ----ის უნივერსიტეტის, ტრანსნაციონალიზმისა და სახელმწიფოს ანთროპოლოგიის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის 2014-2015 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად. ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, გრანტის გამცემი „გრანტის მიმღებს“ გრანტის სახით გადასცემს 14180 შვეიცარიული ფრანკის ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურისის შესაბამისად. ,,გრანტის გამცემს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების ხარჯვისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტორინგი (ხელშეკრულების 3.1.1. მუხლი).

 

ხელშეკრულების 3.1.2. მუხლში მითითებულია, რომ ,,გრანტის გამცემი“ ,,გრანტის მიმღების“ მიერ 3.4.1, 3.4.4 და 3.4.5. ქვეპუნქტებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვს საგრანტო თანხის უკან დაბრუნებას. ხელშეკრულების 3.4.1. 3.4.4. და 3.4.5. მუხლებით კი გაწერილი იქნა, რომ: ,,გრანტის მიმღები“ ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1-ლი და მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის; გრანტის მიმღები ვალდებულია შეინარჩუნოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი აკადემიური მოსწრების საშუალო კოეფიციენტის ე.წ. GPA-ს მაღალი მაჩვენებელი და სწავლის დასრულების შემდეგ, გრანტის გამცემს წარუდგინოს ბ----ის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 29 აპრილის #3--------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19);

 

3.1.2. ა--------------–-–---–მა 2014 წლის 05 ივნისს განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოითხოვა სწავლისათვის განკუთვნილი თანხის 805 შვეიცარული ფრანკის გადარიცხვა, თანდართული ინვოისის საფუძველზე, ბ----ის უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე.

 

3.1.3. ა------------–-–---–ის 2014 წლის 05 ივნისის განცხადებისა და 2014 წლის 29 აპრილის #3--------------- ხელშეკრულების პირობების თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ა--------------–-–---–ს, შესაბამის საბანკო ანგარიშზე, #00166 სავალუტო საგადახდო დავალებისა და #00156 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, გადაურიცხა სწავლისათვის განკუთვნილი 805 შვეიცარული ფრანკის ეკვივალენტი ლარში, 1570,56 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ა--------------–-–---–ის 2014 წლის 05 ივნისის განცხადება (ს.ფ. #23)

- 2014 წლის 12 ივნისის #00166 სავალუტო საგადასახადო დავალება (ს.ფ. #27)

- 2014 წლის 11 ივნისის #00156 საგადახდო მოთხოვნა (ს.ფ. 26)

 

3.1.4. ა--------------–-–---–ის 2014 წლის 12 აგვისტოს განცხადებისა და 2014 წლის 29 აპრილის #3--------------- ხელშეკრულების პირობების თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ა--------------–-–---–ის, შესაბამის საბანკო ანგარიშზე, #00331 საგადახდო მოთხოვნის შესაბამისად, გადარიცხული იქნა საყოფაცხოვრებო ხარჯებისათვის განკუთვნილი 12570 შვეიცარული ფრანკის ეკვივალენტი ლარში, 23908, 14 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ა--------------–-–---–ის 2014 წლის 12 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. #28)

- 2014 წლის 20 აგვისტოს #00331 საგადახდო მოთხოვნა (ს.ფ. 31).

 

3.1.5. 2015 წლის 09 იანვარს, ა--------------–-–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსსწავლისათვის განკუთვნილი თანხა 805 შვეიცარული ფრანკი, ბ----ის უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე 2014 წლის წლის ბოლომდა არ იქნა გადარიცხული, ვინაიდან მეორე სემესტრის სწავლის გადასახადისათვის დაბეჭდილ ბ----ის უნივერიტეტის ინვოისში, მისი სახელის ნაცვლად, შეცდომით მისი მამის ნ-----–----------------–-–---–ის სახელი და ა--------------–-–---–ის სტუდენტის ნომერი იყო მითითებული. თუმცა აუცილებელ პირობას წაემოადგენდა, რომ ინვოისზე გრანტის მიმღები სტუდენტის სახელი და გვარი ყოფილიყო დაფიქსირებული, ხოლო ზემოარნისნული გარემოების გამო სწავლი გადასახადის დარცენილი თანხის ჩარიცხვა 2014 წლის ბოლომდე ვერ მოხერხდა. მითიტებული გარემოებების გათვალისწინებით კი მოითხოვახელშეკრულების დანართის შესწორება და 805 შვეიცარული ფრანკის გადარიცხვა 2015 წლის დასაწყისში.

 

2015 წლის 27 იანვარს, ა--------------–-–---–მა დამატებითი განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და 2014 წლის 29 აპრილის #3--------------- ხელშეკრულების თანახმად, მოითხოვა მისთვის გამოყოფილი გრანტიდან, სწავლისათვის განკუთვნილი თანხის 805 შვეიცარული ფრანკის გადარიცხვა ბ----ის უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა--------------–-–---–ის 2015 წლის 09 იანვრის განცხადება (ს.ფ. #33)

- ა--------------–-–---–ის 2015 წლის 27 იანვრის განცხადება (ს.ფ. #35)

 

3.1.6. ა------------–-–---–ის 2015 წლის 09 იანვრისა და 27 იანვრის განცხადებისა და 2014 წლის 29 აპრილის #3--------------- ხელშეკრულების პირობების თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ა--------------–-–---–ს, შესაბამის საბანკო ანგარიშზე, #00009 სავალუტო საგადასახადო დავალებისა და #00003 საგადახდო მოთხოვნის შესაბამისად, გადაურიცხა სწავლისათვის განკუთვნილი 805 შვეიცარული ფრანკის ეკვივალენტი ლარში, 1775,83 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 11 თებერვლის #00009 სავალუტო საგადასახადო დავალება (ს.ფ. #38)

- 2015 წლის 11 თებერვლის #00003 საგადახდო მოთხოვნა (ს.ფ. 37)

 

3.1.7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2018 წლის 02 მაისის №M--------5----- მიმართვით, ა--------------–-–---–ს მოსთხოვა სასწავლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, თუმცა აღნიშნული წერილი მოპასუხე მხარეს არ ჩაბარებია.

 

2018 წლის 25 აპრილს მოპასუხე მხარეს გაეგზავნა ელეტრონული შეტყობინება მოსარჩელისათვის ცნობილ მისამართზე, თუმცა ა--------------–-–---–ს შეტყობინება აღნიშნული წერილის საპასუხოდ არ წარუდგენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2018 წლის 02 მაისის №M--------5----- მიმართვა (ს.ფ. 42);

- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ელ. შეტყობინების ამონაწერი (ს.ფ. 39-41).

 

3.1.8. 2017 წლის 13 ივნისის, ქალაქ კემბრიჯის მასაჩუსეტსის თანამეგობრობა სასიცოცხლო ჩანაწერების და სტატისტიკის რეესტრის დაბადების მოწმობის თანახმად, 2017 წლის 01 ივნისს დაიბადა ა--------------–-–---–ის შვილი - ფ-------------–ი-კ----------–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 13 ივნისის, ქალაქ კემბრიჯის მასაჩუსეტსის თანამეგობრობა სასიცოცხლო ჩანაწერების და სტატისტიკის რეესტრის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 85-86)

 

3.1.9. ბ----ის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ისტორიის ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 14 დეკემბრის CD გადაწყვეტილების თანახმად, ა--------------–-–---–მა, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო სამაგისტრო ნაშრომის დროულად ჩაბარება, რის გამოც სურს მესამედ გადადოს ნაშრომის ჩაბარების ვადა. მისი მეთვალყურე პროფესორი დოქტორი ტობიას ჰალლერი მხარს უჭერს მის თხოვნას. ა--------------–-–---–ის მიერ გაკეთებული განაცხადი სამაგისტრო ნაშრომის ჩაბარების ვადის მესამე და უკანასკნელი გახანგრძლივების თაობაზე შემოწმებული და დადასტურებული იქნა 2017 წლის 12 დეკემბერს, დეკენატის კოლეგიის მიერ. ხელახლა ჩაბარების თარიღია 2018 წლის 11 ივნისი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბ----ის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ისტორიის ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 14 დეკემბრის CD გადაწყვეტილება (ს.ფ. 101-102).

 

3.1.10. ბ----ის უნივერსიტეტის მიერ 2018 წლის 25 იანვარს გაგზავნილი წერილიტ დასტურდება, რომ ა--------------–-–---–ს, რეგისტრაციის ნომერი 1--------- მიეცა დეკრეტული შვებულება.

 

3.1.11. ბ----ის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 18 ივლისის წერილის თანახმად, ა--------------–-–---–მა (რეგისტრაციის ნომერი #1---------), სამაგისტრო ნაშრომი წარადგინა 2018 წლის 11 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბ----ის უნივერსიტეტის 2018 წლის 25 იანვბრის წერილი (ს.ფ. 88)

- ბ----ის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 18 ივლისის წერილი (ს.ფ. #91-92).

 

3.1.12. ბ----ის უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ისტორიის ფაკულტეტის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის 2018 წლის 24 ივლისის წერილის თანახმად, ა--------------–-–---–მა გაიარა მაგისტრის სწავლება ტრანსნაციონალიზმის და სახელმწიფოს ანთროპოლოგიაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მან დააგროვა 90 კრედიტ ქულა ძირითად კვლევებზე და 30 კრედიტ ქულა მეორეხარისხოვან კვლევებზე. ხოლო დამატებით კურსები მოიცავს 19 კრედიტ ქულას. ვინაიდან ა--------------–-–--–მა ჩააბარა სამაგისტრო თემა ამ ზაფხულს და ბოლო კურსის გავლა მოუწევს შემოდგომის სემესტრში. იგი ვერ მიიღებს დიპლომს 2018 წლის ოქტომბრამდე და ეს ნორმალური პროცესია ბ----ის უნივერსიტეტში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბ----ის უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ისტორიის ფაკულტეტის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის 2018 წლის 24 ივლისის წერილი (ს.ფ. #89-90).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N4- დადგენილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს.

 

რაც შეეხება კეთილსინდისიერად შესრულებას, აღნიშნული პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361- ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისერებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, მაინც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მათი დიფერენცირება. ჯეროვნად შესრულების პრინციპი ეხება ვალდებულების შესრულების უფრო კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად, შეთანხმებულ ხარისხს, ნივთის შესაბამის თვისებებს, რაოდენობას და ა.შ., ანუ ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება შესრულება, რომელიც აკმაყოფილებს შესრულების პირობებს. კეთილსინდისიერების პრინციპი კი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, ის ზემოთ მითითებული ასპექტებთან ერთად, ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელშეკრულება დადებულია რა „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N4- დადგენილების ფარგლებში, სასამართლო მიუთითებს, რომ მითითებული დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამა ,,ცოდნის კარი“ ხელს უწყობს: ა) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას; ბ) საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღებას; გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას

 

აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პროგრამა „ცოდნის კარი“ მოიცავდა სამ ქვეპროგრამას: ა) ,,სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამას“, ბ) ,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამა“, „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“.

 

ამავე დადგენილ;ების მე-5 მუხლის თანახმად, პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი დაფინანსება გაიცემა შემდეგი წესით: ა) პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში შერჩეული კანდიდატისათვის გამოსაყოფი დაფინანსება სრულად ან ნაწილობრივ ფარავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრის, მაგისტრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით სწავლისა და სწავლის პერიოდში საქართველოში/უცხოეთში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებულ ხარჯებს; ბ) ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული: ბ.ა) სწავლის ხარჯები მოიცავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დაწესებულ სწავლის საფასურს; ბ.ბ) სწავლის პერიოდში საქართველოში/უცხოეთში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს: ბ.ბ.ა)მგზავრობის ხარჯებს; ბ.ბ.ბ) კვების ხარჯებს; ბ.ბ.გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ბ.გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს: ბ.გ.ა) პრაქტიკის გავლის ხარჯებს; ბ.გ.ბ) მგზავრობის ხარჯებს თუ პრაქტიკის გავლა მოითხოვს იმ ქალაქის/ქვეყნის დატოვებას სადაც მდებარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; ბ.გ.გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, თუ პრაქტიკის გავლა მოითხოვს იმ ქალაქის/ქვეყნის დატოვებას სადაც მდებარეობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კანდიდატებთან ამ დანართით გათვალისწინებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე უზრუნველყოს მათთვის გამოყოფილი დაფინანსების გადარიცხვა კანდიდატის ან/და საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მითითებული პერიოდულობით - სრულად ან ნაწილ-ნაწილ. 2. ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში დაფინანსებული პირი ვალდებულია უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის განმავლობაში, პირველი სასწავლო წლის შემდგომ, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით, კომისიას წარუდგინოს აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შეუსრულებლობა წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტისა და მომავალში პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში დაფინანსების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს. მოპასუხე მხარე დაფინანსდა ,,სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამას“ ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებდა სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებულ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ პირთა დაფინანსებას და სწავლის ხელშეწყობას, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დანართისა და სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების მოთხოვნებს;

 

დადგენილების მე-10 მუხლით დადგენილია, რომ კანდიდატის მიერ, სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ხელშეკრულების მოქმედების ვადაში აუთვისებლობის შემთხვევაში, პირი კარგავს დაფინანსების გადარიცხვის მოთხოვნის უფლებას. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას კი, ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია დააბრუნოს სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ გამოყოფილი დაფინანსების ათვისებული ოდენობა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპაუხე ა--------------–-–---–ი დაფინანსდა ,,სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებდა სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებულ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ პირთა დაფინანსებას და სწავლის ხელშეწყობას, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დანართისა და სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების მოთხოვნებს.

 

მოცემულ შემთხვევასი დადგენილია, რომ 2014 წლის 29 აპრილს, მხარეთა შორის დადებული იქნა ხელშეკრულება გრანტის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა არსებითი პირობები, კერძოდ, ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #4- დადგენილების საფუძველზე, დამტკიცებული პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში გრანტის გამცემი, გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს შვეიცარიაში, ბ----ის უნივერსიტეტის, ტრანსნაციონალიზმისა და სახელმწიფოს ანთროპოლოგიის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის 2014-2015 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად. ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, გრანტის გამცემი „გრანტის მიმღებს“ გრანტის სახით გადასცემს 14180 შვეიცარიული ფრანკის ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურისის შესაბამისად (2.1. მუხლი). ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, გრანტის გამცემი „გრანტის მიმღებს“ გრანტის სახით გადასცემს 14180 შვეიცარიული ფრანკის ეკვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადახდის დღისათვის დადგენილი კურისის შესაბამისად. ,,გრანტის გამცემს“ უფლება აქვს ნებისმიერ დროს მის მიერ შერჩეული ფორმითა და საშუალებებით მოახდინოს გრანტის მიმღებისათვის გადარიცხული თანხების ხარჯვისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მონიტორინგი (ხელშეკრულების 3.1.1. მუხლი).

 

ხელშეკრულების 3.1.2. მუხლში მითითებულია, რომ ,,გრანტის გამცემი“ ,,გრანტის მიმღების“ მიერ 3.4.1, 3.4.4 და 3.4.5. ქვეპუნქტებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვს საგრანტო თანხის უკან დაბრუნებას. ხელშეკრულების 3.4.1. 3.4.4. და 3.4.5. მუხლებით კი გაწერილი იქნა, რომ: ,,გრანტის მიმღები“ ვალდებულია ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული გრანტის თანხები გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულების 1-ლი და მე-2 მუხლის 2.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის; გრანტის მიმღები ვალდებულია შეინარჩუნოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი აკადემიური მოსწრების საშუალო კოეფიციენტის ე.წ. GPA-ს მაღალი მაჩვენებელი და სწავლის დასრულების შემდეგ, გრანტის გამცემს წარუდგინოს ბ----ის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკითხის გადაწყვეტისათვის, კერძოდ იმის დასადგენად ა--------------–-–---–ს წარმოეშვა თუ არა ხელშეკრულებით მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულება, მნიშვნელოვანია დადგინდეს შეასრულა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ჯეროვნად კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას და საბოლოოდ მიღწეული იქნა თუ არა ის მიზანი, რა მიზნითაც განხორციელდა მოპასუხესთან ხელშეკრულების გაფორმება, რასაც ითვალისწინებს ზემოაღნიშნული დადგენილება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

მოცემულ შემთხვევაშ, საქმეში წარმოდგენილია, 2017 წლის 13 ივნისის ქალაქ კემბრიჯის მასაჩუსეტსის თანამეგობრობა სასიცოცხლო ჩანაწერების და სტატისტიკის რეესტრის დაბადების მოწმობა, რომლის თანახმად, 2017 წლის 01 ივნისს დაიბადა ა--------------–-–---–ის შვილი - ფ-------------–ი-კ----------–-–---–ი. 2018 წლის 25 იანვრის ბ----ის უნივერსიტეტის მიერ გაგზავნილი წერილით კი დასტურდება, უნივერსიტეტის მიერ მოპასუხეს მიეცა დეკრეტული შვებულება.

 

დადგენილია, რომ ბ----ის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ისტორიის ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 14 დეკემბრის CD გადაწყვეტილებით, იმის გამო, რომ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობდან გამომდინარე ა--------------–-–---–მა ვერ შეძლო სამაგისტრო ნაშრომის დროულად ჩაბარება, სამაგისტოს ნაშრომის ხელახლა ჩაბარების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 11 ივნისი. ამავე ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 18 ივლისის წერილით კი დასტურდება, რომ ა--------------–-–---–ის მიერ სამაგისტრო ნაშრომი წარდგენილი იქნა დადგენილ ვადაში, 2018 წლის 11 ივნისს. სამაგისტრო ნაშრომის წარდგენის შემდეგ, ბოლო სასწავლო კურსის გავლის მიზნით, მოპასუხე დაშვებული იქნა 2018 წლის შემოდგომის სემესტრზე და რის გამოც იგი ვერ მიიღებდა დიპლომს 2018 წლის ოქტომბრამდე. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ცალსახად ადასტურებს, რომ მოპასუხე მხარე აგრძელებს სწავლას, ჯერ არ არის გაცემული სწავლის დამადასტურებელი დიპლომი. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისიწნებული პირობა მოკლებულია საფუძვლიანობას. ამასთან საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით არ ყოფილა გაწერილი სწავლის დასრულების და დიპლომის მიღების რაიმე კონკრეტული ვადა და იგი ასევე არ შეიცავდა რაიმე აკრძალვას, სწავლის პროცესის შეჩერების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

 

ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლისა და „სახელმწიფო ბაჟის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მისი სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული, საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სასამართლო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლ. გოგიშვილი