გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.10.2018
საქმის ნომერი
330210018002612478
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/25651 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე - ირ-- ნო----ე

მოპასუხე - ალ---------ე ჩხ--------ი

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე ირ-- ნო----ეს და მოპასუხე ალ---------ე ჩხ--------ს შორის 2006 წლის 1-------------- რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა (აქტის ჩანაწერი Nმ--------).

 

ირ-- ნო----ე და ალ---------ე ჩხ--------ი 2006 წლის 1----------------- იმყოფებიან ქორწინებაში. მხარეებს ერთად თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდათ კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობა. მოსარჩელე 2018 წლის იანვრის თვიდან ცხოვრობს მშობლებთან. შემგომ გარკვეული პერიოდი კვლავ ცხოვრობდა მოპასუხესთან ერთ ოჯახად, ხოლო 2018 წლის 09 მაისს საბოლოოდ წამოვიდა მოპასუხის საცხოვრებელი სახლიდან. მითითებული პერიოდიდან მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. მოპასუხე მხარე არ არის თანახმა შეწყდეს ქორწინება ერთობლივი განცხადების საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში. მხარეთა ერთად ცხოვრება და მათი ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

(სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას.

ალ---------ე ჩხ--------ს არ სურს მოსარჩელე ირ-- ნო----ესთან ქორწინების შეწყვეტა და მიიჩნევს, რომ მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელია. მოპასუხის სურვილია აღდგეს მოსარჩელესთან ოჯახური თანაცხოვრება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ირ-- ნო----ე და ალ---------ე ჩხ--------ი დაქორწინდნენ 2006 წლის 1--------------. მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი Nმ--------- (ს.ფ. 14);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს 2018 წლის 20----–--- განქორწინების (ქ. თბილისის N-----–---–-----------–-------------- მიერ 2006 წლის 1-------------- რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის) განცხადებით მიმართა ირ-- ნო----ემ;

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ირ-- ნო----ეს 2018 წლის 20 ივლისის N0----------- განცხადების დაკმაყოფილებაზე, რადგან არ არის წარმოდგენილი მეუღლეთა ერთობლივი განცხადება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება N-----/გ (ს.ფ. 19-20);

_სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება N------- (ს.ფ. 16-17);

 

3.1.3. მხარეებს, ირ-- ნო----ეს და ალ---------ე ჩხ--------ს შორის დაძაბული ურთიერთობაა. მათ შორის 2018 წლის 09 მაისიდან ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია და ისინი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. მოსარჩელე ირ-- ნო----ე დასაქმებულია. ასევე დასაქმებულია მოპასუხე მხარე. ალ---------ე ჩხ--------ი არის სამართლის დოქტორი, პროფესორი. იგი სამეცნიერო - პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა 2001 წლიდან, როგორც ივ-----------–---–-ს სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სამართლის ფაკულტეტებზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტის მიერ 05.10.2018 წელს გაცემული დახასიათება (ს.ფ. 41).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ირ-- ნო----ეს და ალ---------ე ჩხ--------ს შორის ოჯახის აღდგენა შესაძლებელია. ქორწინება ატარებს ფორ--ლურ ხასიათს. მოსარჩელე მხარე კატეგორიულად მოითხოვს მოპასუხესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას, მას არ სურს იმყოფებოდეს მოპასუხესთან ქორწინებაში. ამასთან, მოსარჩელე და მოპასუხე თვეებია ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. არც რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი საქმეზე, რომ მხარეები შესაძლოა შერიგდნენ. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით, მათი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

დადგენილია, რომ ირ-- ნო----ე და ალ---------ე ჩხ--------ი 2006 წლის 1----------------- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები. ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, ირ-- ნო----ესთან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

დადგენილია, რომ მხარეებს, ირ-- ნო----ეს და ალ---------ე ჩხ--------ს შორის დაძაბული ურთიერთობაა. მათ შორის 2018 წლის 09 მაისიდან ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია და ისინი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მათ შორის ვერ მოხდა შეთანხმება ერთობლივი განცხადებით მიემართათ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის ქორწინების შესაწყვეტად. საქმეში არსებული მასალებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ირ-- ნო----ეს 2018 წლის 20 ივლისის N0----------- განცხადების დაკმაყოფილებაზე, რადგან არ არის წარმოდგენილი მეუღლეთა ერთობლივი განცხადება.

 

მხარეთა შორის ურთიერთობა დაძაბულია. მოცემულ საქმეზე საქმის განხილვა დაიწყო 2018 წლის 18 ოქტომბერს და სხდომა გადაიდო 2018 წლის 09 ნოემბერს, თუმცა ამ პერიოდში მხარეთა შორის რაიმე შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია, მოსარჩელის პოზიცია ქორწინების შეწყვეტის თაობაზე არ შეცვლილა.

 

ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე დაადასტურებდა. მხარეთა შორის ქორწინება და ოჯახური (ცოლ-ქმრის) თანაცხოვრება ფაქტობრივად შეწყვეტილია. მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება ატარებს ფორ--ლურ ხასიათს. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა. საქმის განხილვა სასამართლოს სხდომაზე გადაიდო მხარეთა შესაძლო მორიგების მიზნით, თუმცა აღნიშნულმა შედეგი ვერ გამოიღო. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე ალ---------ე ჩხ--------თან ოჯახის შენარჩუნებისა. სამოქალაქო კანონმდებლობა განამტკიცებს მხარის თავისუფალ ნებას ქორწინებაში ყოფნისა თუ ამ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. განსაქორწინებელი მეუღლეების შესარიგებელი ვადის მიცემა სასამართლოს მოვალეობაა და ვადის განსაზღვრის მიზანშეწონილობა უნდა დადგინდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწინო ურთიერთობის ერთერთ მხარეს, მოსარჩელეს, არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. არ იკვეთება მოსარჩელის ნება მოპასუხე ალ---------ე ჩხ--------თან ერთ ოჯახად ცხოვრებისა. ამასთან, მხარეები თვეების განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობენ და არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ შესაძლოა მხარეები შერიგდნენ, არ არის საქმეზე წარმოდგენილი.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი.

 

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ირ-- ნო----ის სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, ირ-- ნო----ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს მოპასუხე ალ---------ე ჩიხტაურს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დაკმაყოფილდეს ირ-- ნო----ის (პირადი N0----------) სარჩელი;

 

შეწყდეს ქორწინება ირ-- ნო----ესა (პირადი N0----------) და ალ---------ე ჩხ--------ს (პირადი N5----------) შორის რეგისტრირებული 2006 წლის 1--------------, გაუქმდეს ქორწინების სააქტო ჩანაწერი Nმ--------.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ალ---------ე ჩხ--------ს (პირადი N5----------) მოსარჩელე ირ-- ნო----ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ 2018 წლის 14 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი ანაზღაურება;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე გიორგი მაისურაძე