განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2018
საქმის ნომერი
180100118002547995
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1---1-

(გამოძიების N03202061-001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

მც-----ს რაიონული სასამართლო

20 ნ--------ი, 201- წელი ქ. მცხეთა

 

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი,სხდომის მდივანი დიანა რთველიაშვილი,ბრალდების მხარე -

პროკურორი - ნა--- მი------–---–ი,დაცვის მხარე -

ბრალდებული მა-–----- ბუ--------ი, და--დებული 197- წლის 07 მ-----ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N3----------, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მც------ სოფელი წი-–----, აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა;

ადვოკატი - ქე------ თა-–-----ე;

ქმედების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი,სხდომის სახე - ღია,გამოარკვია:

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1 მა-–----- ბუ--------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ანუ ბრალი დაედო დანაშაულის ჩადენაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი. სახელდობრ;

201- წლის 02 ივნისს, დაახლოებით 17 საათსა და 30 წუთზე მც-----ს რაიონის სოფელ წი-–---–ი მისივე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მა-–----- ბუ--------მა განახორციელა ფიზიკური ძალადობა მეუღლის, ნო-- ლა-----–---–ის მიმართ, მათივე არასრულწლოვანი შვილების მა-----, ოთ--- და ჯა-- ბუ--------ების თანდასწრებით. კერძოდ, მან საწოლის კიდესთან მჯდომ მეუღლეს ნო-- ლა-----–---–ს ორჯერ ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში. დარტყმის შემდგომ ორივე ხელი მოუჭირა ყელზე და კიდევ დაარტყა სახეში ხელი. ნო-- ლა-----–---–მა მა-–----- ბუ--------ისგან შემსწრე შვილების დახმარებით დაიხსნა თავი. აღნიშნული ძალადობის შედეგად ნო-- ლა-----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა მა-–----- ბუ--------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ისარგებლა კანონით (საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

2.2 მოწმის სახით დასაკითხად სასამართლო სხდომაზე მოწვეულ იქნა დაზარალებული ნო-- ლა-----–---–ი, რომელმაც ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-50-ე და 115-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით - არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის, მეუღლის - მა-–----- ბუ--------ის წინააღმდეგ.

 

2.3 მოწმის სახით დასაკითხად სასამართლო სხდომაზე ასევე მოწვეულ იქნენ არასრულწლოვანი დაზარალებულები ოთ---ი და მა----- ბუ--------ები, აგრეთვე არასრულწლოვანი მოწმეები ცი--–- და ვა-–------ ბუ--------ები, რომლებმაც ასევე ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-50-ე და 115-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით - არ მისცეს ჩვენება მშობლის, მა-–----- ბუ--------ის წინააღმდეგ.

 

2.4 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით, ნო-- ლა-----–---–ს პირადი შემოწმებისას ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა და---ანება კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე ზემო მესამედში ნაჭდევის სახით.

შესამოწმებლის გადმოცემით აღნიშნული და---ანება მან მიიღო ბოსელში - ხბომ დაარტყა ფეხი. იმ მოტივით, რომ არ აქვს ახვა და---ანებები, მან უარი განაცხადა ტანსაცმლის გახდაზე.

 

2.5 დასახელებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის ავტორი გუ-–----- ტა-----–---–ი საქმის სასამართლო განხილვის დროს არ დაკითხულა, რამდენადაც დასახელებული მტკიცებულება წინასასამართლო სხდომის მისამართლის მიერ მხარეთა პოზიციის გათვალისწინებით უდავო მტკიცებულებად იქნა ცნობილი .

 

2.6 არც გამოძიების ეტაპზე და არც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით ასევე არ დაკითხულან გამომძიებელი გო-- კე-----–--ე, აგრეთვე ფსიქოლო-- შო----- მა--------- და გარეშე პირი ნა---- ძუ-–--–---–- (რომელთა თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვანი მოწმეები - ბრალდებულის შვილები), რამდენადაც დასახელებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომის მისამართლის მიერ მხარეთა პოზიციის გათვალისწინებით ასევე უდავო მტკიცებულებად იქნა ცნობილი .

 

2.7 201- წლის 02 ივნისს, 23 საათი და 55 წუთიდან 03 ივნისს, 00 საათსა და 10 წუთამდე პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან ირკვევა, რომ მუხრანის პოლიციის განყოფილებიდან გამგზავრებისა და სოფელ წი-–---–ი ჩასვლის შემდეგ ნო-- ლა-----–---–მა მიუთითა ერთსართულიან საცხოვრებელ სახლზე, სადაც მისი განმ-----ებით, 201- წლის 2 ივნისს 17 საათსა და 30 წუთზე კონფლიქტი მოუხდა მეუღლესთან მა-–----- ბუ--------თან, ოთახში ნო-- ლა-----–---–მა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ის იჯდა საწოლის კიდეზე და უმცროს შვილს აცმევდა ფეხსაცმელებს, რა დროსაც მას მეუღლემ მა-–----- ბუ--------მა სახის არეში ორჯერ დაარტა ხელი, შემდეგ გადააწვინა საწოლზე და ყელში მოუჭირა ხელები, რის შემდეგაც ოთახში შევიდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები ცი--–- და ვა-–------ ბუ--------ები, რომელთაგან ვა-–------ ბუ--------მა გააშველა ისინი და მა-–----- ბუ--------ი გაიყვანა ოთახიდან გარეთ.

 

ოქმში არ ფიქსირდება, რომ შემთხვევის ადგილზე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი, ნივთიერება, საგანი ან კვალი ნანახი და ამოღებული ყოფილიყოს. ოქმის სისწორე მასში მო--წილე პირების, მათ შორის ნო-- ლა-----–---–ის მიერ დადასტურებულია შესა--მისი ხელმოწერებით. ოქმს ერთვის საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ფოტოსურათები. (იხ. ს.ფ. 28- 32).

 

2.8 201- წლის 03 ივნისს, 00 საათსა და 15 წუთიდან 00 საათსა და 30 წუთამდე პერიოდში ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილს წარმოადგენს სოფელ წი-–---–ი, მდებარე ერთსართულიანი შენობა, რომელშიც არის ორი ოთახი. სახლში შევდივართ შეუღებავი ხის ორფრთიანი კარით. ოთახში შესასვლელი კარის წინ მარჯვენა კედლის გასწვრივ დგას საწოლი, რომელზეც აწყვია ლო--ნი და ტანსაცმელი, ასევე, კარების საპირისპირო მხარეს, კედელთან დგას ხის ტახტი, რომელზეც ასევე გაშლილია ლო--ნი. ოთახს სამხრეთ მხარეს აქვს შემინული ფანჯარა, რომლის წინ დგას მავშვის ხის საწოლი, რომელზეც აწყვია ტანსაცმელი. მეორე ოთახში შევდივართ ხის შეუღებავი ორფრთიანი კარით..

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში არ ფიქსირდება, რომ შემთხვევის ადგილზე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი, ნივთიერება, საგანი. კვალი ნანახი და ამოღებული ყოფილიყოს.

 

ოქმის სისწორე მასში მო--წილე პირების, მათ შორის ნო-- ლა-----–---–ის მიერ დადასტურებულია შესა--მისი ხელმოწერებით. ოქმს ერთვის საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ფოტოსურათები (იხ. ს.ფ. 33- 38).

 

ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი შ ე ფ ა ს ე ბ ა

2.9 სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული მა-–----- ბუ--------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, რამდენადაც სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი ერთობლიობაში აშკარად ვერ აკმაყოფილებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის აუცილებელ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.10 მოწმის სახით დასაკითხად სასამართლო სხდომაზე, როგორც აღინიშნა, მოწვეულ იქნენ არასრულწლოვანი დაზარალებულები ოთ---ი და მა----- ბუ--------ები, ასევე მოწმეები ცი--–- და ვა-–------ ბუ--------ები, რომლებმაც ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე, 50-ე და 115-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით - არ მისცეს ჩვენება მშობლის მა-–----- ბუ--------ის წინააღმდეგ.

 

დაზარალებულმა ნო-- ლა-----–---–მა საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე ასევე არ მისცა ბრალდებულ მა-–----- ბუ--------ის წინააღმდეგ მოწმის სახით ჩვენება, რისი კანონიერი უფლება მას, როგორც ბრალდებულის ახლო ნათესავს - მეუღლეს, ხოლო ოთ---ი, მა-----, ცი--–- და ვა-–------ ბუ--------ებს, როგორც ბრალდებულის შვილებს - გააჩნდათ, რამდენადაც:

 

საქართველოს კონსტიტუციის 42 -ე მუხლის მე-8 ნაწილის შესა--მისად, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით.

 

საქართველოს სსსკ-ის 15-ე მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ჩვენება მისცეს საკუთ---ი თავის ან სხვა პირთა წინააღმდეგ, რომელთა წრეც განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

 

საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილის შესა--მისად, მოწმე ვალდებული არ არის მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი თავის ან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ახლო ნათესავად ითვლება – მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსა ზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).

 

ერთი მხრივ ბრალდებულ მა-–----- ბუ--------სა და მეორე მხრივ დაზარალებულებს ნო-- ლა-----–---–ს, ოთ---ი და მა----- ბუ--------ებს, მოწმეებს ცი--–- და ვა-–------ ბუ--------ებს შორის ახლო ნათესაური ურთიერთობა უტყუარად არის დადასტურებული საქმის მასალების ერთობლიობით, მათ შორის დასახელებულ პირთა მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმ-----ებებით, და--დების მოწმობებით (ს.ფ. 101-104).

 

ამასთან ერთად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-24 პუნქტის დანაწესს, რომ მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულების ნო-- ლა-----–---–ის, ოთ---ი და მა----- ბუ--------ის, მოწმეების ცი--–- და ვა-–------ ბუ--------ების ჩვენებების სახით არ არსებობს.

 

2.11 ბრალდებულმა მა-–----- ბუ--------მა, როგორც აღინიშნა, ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული დუმილის უფლებით, რაც ნიშნავს, რომ მან თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

2.12 დაზარალებულისა და შემსწრე არასრულწლოვანი შვილების გარდა სხვა პირი, მათ შორის ფაქტის თვითმხილველი პირი, გამოძიებას არ გამოუვლენია და შესა--მისად არცერთი პირი გამოძიების ეტაპზე არ გამოუკითხავს.

 

2.13 სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მო--წილეობით იქნა გამოკვლეული 201- წლის 02 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელშიც ასახული ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ მეუღლის, მა-–----- ბუ--------ის მიმართ დაზარალებულ ნო-- ლა-----–---–ის მამხილებელი ჩვენება დადასტურებას ვერ პოულობს სხვა მტკიცებულებით ან მტკიცებულებების ერთობლიობით. სახელდობრ;

 

2.14 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნიდან ირკვევა, რომ ,,შესამოწმებლის (ანუ ნო-- ლა-----–---–ის) გადმოცემით, აღნიშნული და---ანება მან მიიღო ბოსელში - ხბომ დაარტყა ფეხი’’ (ს.ფ.122-123).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნაში ასახული დასახელებული განმ-----ება სხეულის და---ანების მიყენების გარემოებასთან დაკავშირებით გონივრულ ეჭვს აჩენს დაზარალებულ ნო-- ლა-----–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე - საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გამოძიებისთვის მიცემული განმ-----ების სანდოობა-დამაჯერებლობაზეც.

 

2.15 საქმეზე გამოძიების წარმოების დროს არ ამოღებულა და დათვალიერებულა ის ტანსაცმელი, რომელიც დაზარალებულს ეცვა, იმჟამად მისი განმ-----ებით - მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის დროს, ასევე, არ ჩატარებულა საგამოძიებო ექსპერიმენტები არასრულწლოვანი დაზარალებულების მო--წილეობით.

 

2.16 საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებიდან არ ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი, ნივთიერება, საგანი ან კვალი ნანახი და ამოღებული ყოფილიყოს.

 

2.17 დაბოლოს, საგამოძიებო ექსპერიმენტი გამომძიებელმა გო-- კე-----–--ემ ჩაატარა საპროცესო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით, რამდენადაც;

საქართველოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით, მხარე საგამოძიებო მოქმედების ყველა მო--წილის თანდასწრებით კითხულობს შესამოწმებელ ინფორმაციას (ჩვენებას) და სთავაზობს ინფორმაციის (ჩვენების) მიმცემ პირს, დაადასტუროს ან დააზუსტოს მიცემული ინფორმაცია (ჩვენება), რასაც თან ახლავს გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირება და მის მიერ მიცემული ინფორმაციის (ჩვენების) დაზუსტება.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან კი ირკვევა, რომ დასახელებული საგამოძიებო მოქმედების დროს შესამოწმებელი ინფორმაცია (ჩვენება) საჯაროდ არ წაკითხულა, შესა--მისად, კანონის ზემოხსენებული იმპერატიული მოთხოვნა, რომ მხარეს საგამოძიებო მოქმედების ყველა მო--წილის თანდასწრებით წაეკითხა შესამოწმებელი ინფორმაცია (ჩვენებას) და ამ ფონზე შეეთავაზებინა ინფორმაციის (ჩვენების) მიმცემი პირის - ნო-- ლა-----–---–ისთვის, დაედასტურებინა ან დაეზუსტებინა მანამდე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია, არ მომხდარა.

 

2.1- როგორც აღინიშნა, არც გამოძიების ეტაპზე და არც სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით არ დაკითხულან ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხაში მოხსენიებული გამომძიებელი გო-- კე-----–--ე, ექსპერტი გუ-–----- ტა-----–---–ი, აგრეთვე ფსიქოლო-- შო----- მა--------- და გარეშე პირი ნა---- ძუ-–--–---–- (რომელთა თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვანი მოწმეები - ბრალდებულის შვილები), რამდენადაც დასახელებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომის მისამართლის მიერ მხარეთა პოზიციის გათვალისწინებით უდავო მტკიცებულებად იქნა ცნობილი .

 

2.19 ამ ფონზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ იქნა დადასტურებული მა-–----- ბუ--------ის მიმართ წაყენებული ბრალდება იმის შესახებ, რომ ნო-- ლა-----–---–მა სხეულის და---ანება სწორედ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ოჯახური ძალადობის და არა - სხვა ვით---ებაში, მათ შორის ბოსელში ხბოსთან კონტაქტით მიიღო.

2.20 საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე- 2 ნაწილის შესა--მისად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე- 3 ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

2.21 ამდენად, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საკმარისი და უტყუარი, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებული და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებების ერთობლიობა იმის დასტურად, რომ მა-–----- ბუ--------ისთვის წაყენებული ბრალდება საფუძვლიანია.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 27- - 272-ე, 275-277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

3.1 მა-–----- ბუ--------ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

3.2 გაუქმდეს მა-–----- ბუ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სხდომის დარბაზშივე.

 

3.3 მა-–----- ბუ--------ს განემ-----ოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

3.4 განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

3.5 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მც-----ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვ. ფუხაშვილი