განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100118002491325
N1/120-2018
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზ------ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გ--–-–---–ი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატები - ს--–---- ბ--------–---–-, ა-–---------- თ-----–-–---–-;
ბრალდებული - ლ-–- დ-----ის ძე ჩ-------, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ს-–----–-- გ------–--ის მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, ნ---------–---–------; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის N2 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2018 წლის 14 თ--------–-, დაახლოებით 04:30 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ლ-–- ჩ-------, სადგომში უკანონო შეღწევით, თავს დაესხა ქ.ზესტაფონში, თ-----------------------–- განთავსებულ შპს "რ------------– საქართველოს“ (R-------- G------), ზესტაფონის ა----------ართი სადგურის ოპერატორებს - კ----- მ---ს და თ---------- მ----------ს, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცა შპს "რ------------– საქართველოს“ (R-------- G------) კუთვნილი ფულადი თანხა 550 ლარის ოდენობით.
სასამართლომ დაადგინა:
2. 2018 წლის 14 თ--------–-, ლ-–- ჩ-------, ყაჩაღურად, სადგომში უკანონო შეღწევით, თავს არ დასხმია ქ.ზესტაფონში, თ-----------------------–- განთავსებულ შპს "რ------------– საქართველოს“ (R-------- G------), ზესტაფონის ა----------ართი სადგურის ოპერატორებს - კ----- მ---ს და თ---------- მ----------ს და მათგან ფულადი თანხა 550 ლარის ოდენობით არ გაუტაცია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით:
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა თ---------- მ----------მა განაცხადა, რომ მუშაობს „რ------------–ის“ ბ--------სამართ სადგურზე, ოპერატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 13 თ--------–-, დილის 09:00 საათიდან, 2018 წლის 14 თ-------–ის 09:00 საათამდე იმყოფებოდა სამსახურში, მეწყვილე კ----- მ---თან ერთად. 14 თ--------–-, ღამის საათებში, როდესაც მოვიდა მისი დასვენების დრო, შევიდა მენეჯერის ოთახში დასასვენებლად. დაახლოებით ნახევარ საათში გაიგონა ხმაური და როდესაც ფეხზე წამოდგა, ოთახში შევიდა კ----- მ---ი და მას უკან მიჰყვა ნიღბიანი და შავი ფერის, ვ----------იანი პირი. შეეცადა მასთან მიახლოვებას, თუმცა უთხრა, არ მიკარებოდა, თორემ მოკლავდა. თავდამსხმელმა მოსთხოვა თანხა. მან და კ----- მ---მა ჯიბიდან ამოიღეს თანხა, რომელიც ჰქონდათ და დადეს, რათა აეღო თავდამსხმელს. თავდამსხმელმა აიღო თანხა და ჩაიდო ჯიბეში, თუმცა რომელ ჯიბეში არ ახსოვს. მან დადო 250 ლარი, ხოლო კ-----მ დაახლოებით 220 ლარამდე. თავდამსხმელი კიდევ სთხოვდა ფულს, თუმცა უთხრეს, რომ არ ჰქონდათ. როდესაც თავდამსხმელი წავიდა, უთხრა, რომ უკან არ გაჰყოლოდნენ. მოწმის განმარტებით, როდესაც თავდამსხმელი შევიდა ოთახში, მას თავზე ეკეთა შავი ფერის პარიკი, სახეზე რაღაც ხორცისფერი „მატერია“ ჰქონდა, კაპიშონი წამოფარებული და ცხვირში ბამბები გაკეთებული. თავდამსხმელს უჩანდა ცხვირი, რკალისებური წარბები და თვალები, ასევე ზედა ტუჩი. მიხრა-მოხრით, თვალებით, რკალისებური წარბით, ცხვირით და ზედა ტუჩით იცნო, რომ თავდამსხმელი იყო ლ-–- ჩ-------. მართალია მენეჯერის ოთახში შუქი არ ენთო, თუმცა გარედან შემოსული შუქი, ანათებდა ოთახს და მან, კარგად დაინახა თავდამსხმელი. შესაბამისად, აღნიშნული ნიშნებით იცნო, რომ ის ნამდვილად ლ-–- ჩ------- იყო. სანამ კ-----ს აღნიშნულის შესახებ ეტყოდა, თავად კ-----მაც უთხრა, რომ მანაც იცნო თავდამსხმელი და ის იყო ლ-–- ჩ-------. ლ-–-ს იცნობს კვალითის დასახლებიდან, მეზობლები არიან. ასევე, ლ-–- მათი ბ--------სამართი სადგურის ხშირი მომხმარებელია. მას გაუხსნეს ფასდაკლების ბარათი და მანქანიდან გადმოსულიც უნახავს იგი. თავდასხმის დროს, როგორც იცის, კ----- მ---მა ვ----------ს მოჰკიდა ხელი, ასევე, თავდამსხმელმაც მიარტყა ვ----------ი კ-----ს ბეჭებზე. მისივე განმარტებით, პარიკს, რომელიც ეკეთა ლ-–-ს, თმა მუცლამდე ჩამოდიოდა, შავი ფერის, რომელიც უფარავდა ნიკაპს და თავის ზედა ნაწილს, იყო ყავისფერი „მატერიით“. თავდამსხმელის ვიზუალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამბობს რომ ის იყო დაახლოებით 33-35 წლის მამაკაცი. თავდასხმის დროს, თავდამსხმელი კოჭლობდა, რაღაცნაირად აკეთებდა ფეხს. მისივე განმარტებით, ცხვირზე ან ლოყაზე, ფუფხი ან დაზიანება, თავდამსხმელს არ ჰქონია. თ.მ----------ის განმარტებით, მონაწილეობა მიიღო ვ----------ის ამოცნობაში და ფერებით განასხვავა იარაღი, ვინაიდან წარდგენილი სამი იარაღიდან ერთი იყო შავი, მეორე ყავისფერი, ხოლო მესამე მუქი, ნაცრისფერში გარდამავალი.
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა კ----- მ---მა განაცხადა, რომ მუშაობს „რ------------–ის“ ბ--------სამართ სადგურზე უფროს ოპერატორად. 2018 წლის 13 თ--------–ის 09:00 საათიდან, 2018 წლის 14 თ-------–ის 09:00 საათამდე, მეწყვილე თ---------- მ----------თან ერთად იყო მორიგე. 14 თ--------–-, ღამე, როდესაც თ.მ----------ი ისვენებდა, თვითონ კი იჯდა მენეჯერის ოთახის წინ მდებარე, შესასვლელ ოთახში, შევიდა ნიღბიანი პირი, რომელმაც შავი ფერის იარაღი ამოიღო ქურთუკის ქვედა მხრიდან, მიადო მუცელზე და აიძულებდა მენეჯერის ოთახში შესვლას. იარაღის მუქარით შეიყვანა მენეჯერის ოთახში, სადაც იყო თ.მ----------ი, რომელიც მათ დანახვაზე ადგა და ორი ნაბიჯი გადადგა ნიღბიანი პიროვნებისკენ, თუმცა ნიღბიანმა უთხრა ფეხი არ გადაედგა, რასაც თ.მ----------ი დაემორჩილა. მისი მოთხოვნით მისცეს თანხა, დაახლოებით 550 ლარამდე. 280 ლარის მას ჰქონდა, ხოლო თ----------ს 270 ლარამდე. თავდამსხმელი კიდევ ითხოვდა ფულს, თუმცა უთხრეს, რომ არ ჰქონდათ. როდესაც თავდამსხმელი გავიდა ოთახიდან, მათ უთხრა, რომ არ გაჰყოლოდნენ. კ.მ---ის განმარტებით, თავდამსხმელს, რომელსაც ნიღაბი ეკეთა ეცვა მუქი შარვალი და მოსაცმელი, ჰქონდა გრძელი თმები, თავზე „კაპიშონი“ წამოფარებული, რომელიც უფარავდა შუბლს. სახის ქვედა ნაწილს, ქვედა ტუჩის ჩათვლით, უმალავდა შემოხვეული კაშნე. ცხვირში კი ბამბები ჰქონდა გაკეთებული, ხმის შესაცვლელად, თუმცა ხმას ძალიან არ უცვლიდა. თავდამსხმელს უჩანდა თვალები, წარბები, ცხვირი და ზედა ტუჩი. ლოყებს კი უფარავდა ყავისფერი ნაჭერი. თავდამსხმელი ცოტას კოჭლობდა. თვალის ფერით, რკალისებური წარბით, სწორი ცხვირით და ზედა ტუჩით იცნო, რომ თავდამსხმელი ლ-–- ჩ------- იყო. კ----- მ---ის განმარტებით, როდესაც თავდამსხმელი შევიდა ოთახში და მას მუცელზე მიადო იარაღი, მანაც მოკიდა ხელი იარაღს ლულაზე, აინტერესებდა ნამდვილი იყო თუ არა. ასევე, იარაღი ბეჭზეც მიარტყა თავდამსხმელმა და ზურგზეც შესვლის დროს. მენეჯერის ოთახში ყოფნის დროს, თავდამსხმელის მითითებით გაიხადა ქურთუკი, რომლის ჯიბეშიც მოთავსებული ჰქონდა დაცვის პოლიციის გამოძახების პულტი, ხოლო მეორე იდო მენეჯერის მაგიდაზე.
5. სასამართლოს სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის წარმომადგენლის) სახით დაკითხულმა გ------- კ----–-ა განაცხადა, რომ მუშაობს „რ------------–ის“ ბ--------სამართ სადგურზე, მენეჯერის თანამდებობაზე. 2018 წლის 14 თ--------–-, მას დაუკავშირდა თ.მ----------ი და უთხრა, რომ დააყაჩაღეს და მისულიყო. როდესაც ადგილზე მივიდა, იქ დახვდა პოლიცია, თ.მ----------ი და კ.მ---ი. როგორც შემდგომ ამ უკანასკნელებისგან გაიგო, მათ თავს დაესხა ლ-–- ჩ-------. მან თავადაც ნახა ვიდეო ჩანაწერი და აღნიშნულის შემდეგ, ვიდეოში არსებული პირი ამოიცნო მიხრა-მოხრით, სიარულით და მიხვდა, რომ იყო ლ-–- ჩ-------. ასევე, კ-----მაც და თ----------მაც უთხრეს, რომ ლ-–- იცნეს მიხრა-მოხრით, სიარულით. ლ-–-ს დაახლოებით 3 წელია იცნობს, ის მათი ბ--------სამართი სადგურის ხშირი მომხმარებელია, თითქმის ყოველდღიურად დადიოდა. იგი, ხშირად გადმოსულა მანქანიდან ბ--------სამართ სადგურზე ყოფნის დროს, მისულა მაღაზიასთან არსებულ ჩასარიცხ აპარატთან და ჩაურიცხავს ფული. გ.კ----–ის განმარტებით, ყაჩაღობის შედეგად, კ----- მ---ისაგან და თ---------- მ----------ისაგან წაღებული იქნა თანხა 550 ლარის ოდენობით და აღნიშნული ზიანი მიადგა ბ--------სამართ სადგურს, რომელიც დღემდე ანაზღაურებული არ არის. 2018 წლის 14 თ--------–-, ბ--------სამართ სადგურზე, მორიგე ოპერატორები იყვნენ თ---------- მ----------ი და კ----- მ---ი. მისივე განმარტებით, როდესაც ვიდეო უყურა, ვიდეოში ჩანდა, რომ თავდამსხმელს თავზე კაპიშონი ეფარა, ხელში ვ----------ი ეჭირა და სახეზე აფარებული ჰქონდა. ხოლო ცხვირთან უჩანდა თეთრი ბამბები. თმა, შუბლი, ყური, კისერი არ უჩანდა. უჩანდა ნახევარი ცხვირი, ოდნავ ზედა ტუჩი. ეცვა ჯინსის შარვალი და ხელებზე ხელთათმანები ეკეთა. კაპიშონი ჰქონდა წამოფარებული და ქვედა ტუჩამდე რაღაც აფარებული.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ---- ტ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობდა „რ------------–ის“ ბ--------სამართ სადგურზე, უფროსი ოპერატორის თანამდებობაზე. მუშაობის დროს, მისი მეწყვილე იყო შ----- კ-----ე. 2018 წლის 13 თ--------–- არ ყოფილა მორიგე. მეორე დღეს, როდესაც გაიარა ბ--------სამართ სადგურზე, თანამშრომლებისგან, შ--–-- ჟ--------გან გაიგო, რომ დააყაჩაღეს ბ--------სამართი სადგური და წაიღეს თანხა. ოდენობა და თავდამსხმელის ვინაობა არ იცის და მაშინ არც მათ იცოდნენ. როგორც შემთხვევიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ გაიგო, თავდამსხმელი იყო ლ-–- ჩ-------. შემთხვევის დღეს, მორიგე ოპერატორები იყვნენ კ----- მ---ი და თ---------- მ----------ი. მოწმის განმარტებით, ლ-–- ჩ------- მათი ბ--------სამართი სადგურის ხშირი მომხმარებელი იყო და იცნობდა. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2018 წლის 15 თ--------–- მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „2018 წლის 14 თ--------–-, მე გავიგე ჩემი თანამშრომლებისგან, თუ რომლისგან ზუსტად აღარ მახსოვს, რომ დააყაჩაღეს „რ------------–ის“ ავტოსაგამართი სადგური თ---------- მ----------ის და კ----- მ---ის მორიგეობის დროს. მე მივედი „რ------------–ზე“ და ჩემმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ თ----------მა და კ-----მ, დაყაჩაღების დროს იცნეს ყაჩაღი და ის იყო ლ-–- ჩ-------“. გამოქვეყნების შემდეგ, პროკურორის შეკითხვებზე, მოწმემ დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოება და იქვე დაამატა, რომ არ ახსოვს კონკრეტულად თუ რომელმა თანამშრომელმა უთხრა აღნიშნულის შესახებ.
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ----- კ-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს „რ------------–ის“ ბ--------სამართ სადგურზე, ოპერატორის თანამდებობაზე. მუშაობის დროს, მისი მეწყვილე იყო რ---- ტ-------ე. 2018 წლის 15 თ--------–-, პირად საქმეზე გასული იყო ქალაქში, რის შემდეგაც გაიარა სამსახურში და შ--–-- ჟ--------აგან და მ------ ჩ-----–--ისგან გაიგო, რომ ა----------ართი სადგური დააყაჩაღეს. თავდამსხმელი იყო ვინმე ლ-–-, რომლის გვარიც მისთვის არ უთქვამთ. მოწმის განმარტებით, ლ-–- ჩ------- მათი ბ--------სამართი სადგურის მომხმარებელი იყო და იცნობს მას. მისივე განმარტებით, ვინმე ლ-–-ს გვარი, რომელზეც უთხრეს, რომ თავდამსხმელი იყო დღემდე არ იცოდა, მხოლოდ დღეს გაიგო.
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ--–-- ჟ------მა განაცხადა, რომ მუშაობდა „რ------------–ის“ ბ--------სამართ სადგურზე, ოპერატორად. 2018 წლის 14 თ--------–-, დილით როდესაც გამოცხადდა სამსახურში, თანამშრომლებისგან გაიგო, რომ ბ--------სამართი სადგური იყო დაყაჩაღებული, მაგრამ რა ოდენობის თანხა იყო წაღებული არ იცის. მენეჯერმა გ------- კ----–-ა უთხრა, რომ ბიჭებმა იცნეს თავდამსხმელი და ის იყო ჩ-------, სახელი არ ახსოვს. კ-----მ და თემურიმ თქვეს, რომ იცნეს თავდამსხმელი. ადვოკატის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2018 წლის 15 თ--------–- მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია 1) „რა დროსაც სამსახურში მოვიდა მ------ ჩ-----–--ეც. რა დროსაც წინა ცვლისგან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ 14 თ-------–ის ღამეს, დაახლოებით 04:30 საათზე, ჩვენს ბ--------სამართ სადგურზე მომხდარა ყაჩაღური თავდასხმა, რა დროსაც თავდამსხმელს იარაღის მუქარით გაუტაცებია ოპერატორებისაგან ფულადი თანხა, მაგრამ თანამშრომლებისათვის რაიმე დაზიანებების შესახებ არაფერი არ უთქვამთ. იმ დროს მე დაზარალებული ცვლა კ----- მ---ი და თ---------- მ----------ი წავიდნენ პოლიციაში და მათთან სხვა რამე არ გვისაუბრია“; 2) „როგორც გ------- კ----–-ა გვითხრა მე და მ------ს, მას ხელში ქონია ვ----------ის მოდელის თოფი თავდასხმის დროს“. გამოქვეყნების შემდეგ, მოწმემ ადვოკატის პირველ შეკითხვაზე უპასუხა, რომ როდესაც მივიდა სამსახურში მას კ----- მ---ი და თ---------- მ----------ი არ უნახავს, ხოლო მეორე შეკითხვაზე უპასუხა, რომ არ იცის რა არის ვ----------ი.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ჩ-----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობდა „რ------------–ის“ ბ--------სამართ სადგურზე ოპერატორად. 2018 წლის 14 თ--------–-, როდესაც გამოცხადდა სამსახურში, მოვალეობის შესასრულებლად, მეწყვილე შ--–-- ჟ------თან ერთად, გაიგო, რომ ღამის საათებში მოხდა ყაჩაღობა და წაღებული იყო თანხა. თანამშრომლებმა კ----- მ---მა და თ---------- მ----------მა უთხრეს, რომ მოხდა ყაჩაღობა და წაიღეს თანხა. მეორე დღეს, დილის საათებში, როდესაც მივიდა მენეჯერი, უთხრა, რომ თავდამსხმელი დაჭერილი იყო და ის იყო მათი მომხმარებელი ლ-–- ჩ-------, ზედმეტსახელად ჩ----ა. ადვოკატის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, 2018 წლის 15 თ--------–- მოწმის მიერ მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია 1) „რა დროსაც წინა ცვლისგან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ 14 თ-------–ის ღამეს, დაახლოებით 04:30 საათზე, ჩვენს ბ--------სამართ სადგურზე მომხდარა ყაჩაღური თავდასხმა, რა დროსაც ყოფილა ერთი თავდამსხმელი და იარაღის მუქარით გაუტაცებია ოპერატორებისაგან ფულადი თანხა, ხოლო თანამშრომლების დაზიანებების შესახებ არაფერი არ უთქვამთ. იმ დროს მე დაზარალებულ ცვლასთან კ----- მ---თან და თ---------- მ----------თან მეტი საუბარის დრო არ მქონია, რადგან ისინი წამოვიდნენ პოლიციაში გამოკითხვის მიზნით“; 2) „როგორც გ------- კ----–-ა გვითხრა მე და შ--–--ს, მას ხელში ქონია ვ----------ის მოდელის თოფი თავდასხმის დროს“. გამოქვეყნების შემდეგ, მოწმემ ადვოკატის შეკითხვებზე დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები და ასევე, განმარტა, რომ მაშინ ახსოვდა ალბათ, ახლა კი აღარ ახსოვს სად წავიდნენ მისი თანამშრომლები.
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--------------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 13 თ--------–-, საღამოს საათებში, მასთან სახლში მივიდა ლ-–- ჩ-------, ნ---- გ--------–-ილი და მათი შვილი, რომლებიც გავიდნენ ლ.ჩ------ის ბებიის სანახავად საავადმყოფოში და სახლში გვიან დაბრუნდნენ. ამის შემდეგ, კი ისინი სახლიდან არ გასულან. დასაძინებლად დაწვა დაახლოებით პირველ საათზე და ამ დროს ლ-–- სახლში იყო, მის ქმართან ერთად ქვევით, კომპიუტერთან, ტელევიზორს უყურებდა. რამდენიმე ხანში, ლ-–- ავიდა ზევით, თუმცა შემდეგ ისევ ჩავიდა ქვევით და დ----- გ--------–-ილთან ერთად უყურებდა ტელევიზორს. მოწმის განმარტებით, პირველ სართულზე ჩასასველი კიბეები მისი საძინებლის წინ არის, შესაბამისად, ის გაიგებდა ადამიანის გავლისა და გამოვლის ხმას, ვინაიდან აქვს ფხიზელი ძილი. ასევე, მეორე სართულიდან გასასვლელი კარიც, მისი საძინებლის წინაა და აუცილებლად გაიგებდა კარების გაღების ხმას. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 13 თ-------–ის ღამის საათებში, ლ-–- ჩ------- სახლიდან არ გასულა, იმყოფებოდა სახლში. მეორე დღეს, 2018 წლის 14 თ--------–-, დაახლოებით 08:00 საათზე, როდესაც შევიდა ლ-–-ს და ნ----ს საძინებელ ოთახში, რათა საჭმელი მიეწოდებინა მისი მცირეწლოვანი შვილიშვილისთვის, ლ-–- იმყოფებოდა სახლში. მისივე განმარტებით, მათ, სახლში, ეზოში ჰყავთ ორი ძაღლი, რომლებიც არიან ავები და ყეფენ სტუმრის თუ ოჯახის სხვა წევრების შესვლა-გასვლაზე. 2018 წლის 13 თ-------–ის ღამეს, 14-ში გამთენიას, მას ძაღლების ყეფის ხმა არ გაუგია. მ--------------–---–ის განმარტებით, პოლიციის თანამშრომლების მიერ, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მისი შვილის - ნ---- გ--------–-ილის კუთვნილი და ამ უკანასკნელის სახელზე რეგისტრირებული ვ----------ი. სხვა რაიმე ნივთი, ჩხრეკის შედეგად ამოღებული არ ყოფილა. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ ვ----------ს ნ---- დაატარებდა ხოლმე თან, როდესაც მისი სახლიდან, კვალითიდან მოდიოდა მასთან, ან პირიქით, ბრუნდებოდა უკან.
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- გ--------–-ილმა განაცხადა, რომ 2018 წლის 13 თ--------–-, ლ-–- ჩ------- და ნ---- გ--------–ილი სახლიდან გავიდნენ დაახლოებით 18:00-19:00 საათზე და წავიდნენ ლ-–-ს ბებიის სანახავად საავადმყოფოში, საიდანაც დაბრუნდნენ დაახლოებით 23:00 საათზე. როდესაც სახლში დაბრუნდნენ, ის და ლ-–- იმყოფებოდნენ პირველ სართულზე და უყურებდნენ ფილმებს, თვითონ ტელევიზორში, ხოლო ლ-–- კომპიუტერთან. დაახლოებით 01:30 საათზე ჩაეძინა და როდესაც გამოეღვიძა, ლ-–- ადგილზე იყო, იჯდა კომპიუტერთან, სადაც ფილმი იყო ჩართული და ასევე, ლ-–-ს ხელში ეჭირა ტელეფონი. ჩაძინებიდან, დაახლოებით 2 ან 3 საათში გაეღვიძა და როდესაც გაიღვიძა, ლ-–- სახლში იმყოფებოდა. დაემშვიდობა მას და ავიდა დასაძინებლად. მოწმის განმარტებით, მას სახლში, ეზოში ორი ძაღლი ჰყავს, რომლებიც ეზოში ადამიანის შესვლისა და გასვლის დროს ყეფენ. შესაბამისად, 2018 წლის 14 თ--------–-, ღამე, სახლიდან ვინმე რომ გასულიყო, აუცილებლად გაიგებდა ძაღლების ყეფის ხმას. მისივე განმარტებით, 2018 წლის 14 თ--------–-, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა მისი შვილის, ნ---- გ--------–-ილის გაფუჭებული ვ----------ის იარაღი.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, კერძოდ კი ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, ექსპერტიზის თანამდებობაზე. 2018 წლის 14 თ--------–-, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის, ქ.ზესტაფონი, თ-----------------------–- მდებარე „რ------------–ის“ ბ--------სამართი სადგურის დათვალიერებაში გამომძიებელ ლ-–- პ------–-–---–თან, ბ--------სამართი სადგურის მენეჯერ გ------- კ----–თან, უბნის ინსპექტორ გ.ც---–-----თან და კო-–--ა ზ----- რ--------სთან ერთად, რა დროსაც ამოღებული იქნა ხელის კვალი, კარის სახელური, სამუშაო მაგიდის სამი უჯრის, სამი სახელური. შედგენილი იქნა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ხელი მოაწერა დალუქულ პაკეტებზე. ასევე, 2018 წლის 14 თ--------–-, გამომძიებელ კ.ღ--------თან, უბნის ინსპექტორებთან ს.ქ---------თან და მ.ბ---------ან ერთად, ნ---- გ--------–-ილის მონაწილეობით, მონაწილეობა მიიღო ნ---- გ--------–-ილის მშობლების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და იარაღი. შედგენილი იქნა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ხელი მოაწერა დალუქულ პაკეტებზე. მოწმის განმარტებით, იარაღების ნახვა მოხდა გამომძიებლების მიერ, მან მოახდინა ფიქსაცია და მოთავსება შესაბამის ყუთში. ასევე, მოახდინა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - ფოტოგადაღება. იარაღში შეამოწმა ვაზნა იყო თუ არა და ამ დროს, იარაღი არ დაშლილა.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ----- რ--------მ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, მთავარი ექსპერტიზის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამომძიებელ ლ-–- პ------–-–---–თან, კო-–--ა ზ------ გ--–-–---–თან და კიდევ ერთ პირთან ერთად, რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს, მონაწილოება აქვს მიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. დათვალიერების დროს, ამოღებული იქნა ნივთები, რაც დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს. შესაბამისი ოქმი შედგენილი იქნა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. მოწმის განმარტებით, პიროვნება, რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს, ესაუბრებოდა გამომძიებელს და უხსნიდა მომხდარის შესახებ. თავად კი მასთან შეხება არ ჰქონია. დათვალიერების დროს, ამოღებული იქნა კარიდან ორი თითის კვალი, კარების სახელური და მაგიდის უჯრის სახელურები. ასევე, მოახდინეს შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება.
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ--–-- გ--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მონაწილეობა აქვს მიღებული მ-----– გ--------–-ილის საგამოძიებო ექსპერიმენტში, ამოღებაში და ნერწყვის ნიმუშების აღებაში. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, შეჩერებული იქნა მოქმედება და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ამოღებული იქნა პროცესორი, შემდეგ კი გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედება. ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის მსვლელობის დროს, ასევე, ამოღებული იქნა პისტოლეტი. ნერწყვის ნიმუშები აღებული იქნა მ-----– გ--------–-ილისგან, თ---------- მ----------ისაგან და კ----- მ---ისგან.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ო-–-- ს-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მონაწილეობა აქვს მიღებული მ-----– გ--------–-ილის საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც ამოღებული იქნა კომპიუტერის პროცესორი და საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან პისტოლეტი. ასევე, მონაწილეობა მიიღო მ-----– გ--------–-ილის ნერწყვის ნიმუშის აღებაში.
16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ო----- ხ---------იამ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის იმერეთის სამმართველოს მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 15 თ--------–-, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მასთან მიყვანილი იქნა ლ-–- ჩ-------, რომელსაც აუღო ნერწყვის ნიმუში. საგამოძიებო მოქმედების შესახებ შედგენილი იქნა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, აღებული ნიმუში დალუქა შესაბამის, ნომრიან, ბიოლოგიურ პაკეტში და გადასცა გამომძიებელს. მოწმის განმარტებით, არ ახსოვს ვინ ადგენდა საგამოძიებო მოქმედების ოქმს.
17. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა---------– ვ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 14 თ--------–- იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, დაახლოებით დღის მეორე ნახევარში მის მიერ მიღებული იქნა ოპერ----ული ინფორმაცია, რაც თავის მხრივ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. ასევე, პატაკის ირგვლივ, გამოიკითხა მოწმის სახით.
18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პ----- ჯ------–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 15 თ--------–- იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მის მიერ მიღებული იქნა ოპერ----ული ინფორმაცია, რაც თავის მხრივ მოახსენა ხელმძღვანელობას. ასევე, პატაკის ირგვლივ, გამოიკითხა მოწმის სახით.
19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ--- ღ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა შემდეგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: გამოკითხა მოწმეები და დაზარალებულის წარმომადგენელი, ჩაატარა ლ.ჩ------ის მეუღლის, ნ---- გ--------–-ილის მშობლების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ბუხრის თავიდან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, ხოლო საძინებელი ოთახიდან ნ---- გ--------–-ილის კუთვნილი ვ----------ის იარაღი. ასევე, ამოიღო პროცესორი. მოწმის განმარტებით, ნ.გ--------–-ილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარა ს.ქ---------თან, მ.ბ---------ან და ექსპერტ ზ.გ--–-–---–თან ერთად, ასევე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა ლ.ჩ------ის მეუღლე, ნ---- გ--------–-ილი. იარაღი, რომელიც ამოღებული იქნა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კარგად დამაგრებული არ ყოფილა, დაშლილი იყო.
20. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--- ც---–---ემ განახადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 14 თ--------–- იმყოფებოდა სამსახურში, ოპერ----ულ ჯგუფში, რა დროსაც მიღებული იქნა შეტყობინება ყაჩაღობის შესახებ. გამომძიებელ ლ-–- პ------–-–---–თან, „რ------------–ის“ ბ--------სამართი სადგურის მენეჯერ გ------- კ----–თან და ორ ექსპერტთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც, ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ორი ხელის კვალი, ორი საკეტი და უჯრის სახელურები. საგამოძიებო მოქმედების ოქმი, შედგენილი იქნა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ თ.მ----------ი და კ.მ---ი, თუმცა მათ, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–---- ნ---------- განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 14 თ--------–-, სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომ მოხდა ყაჩაღობა, ცნობილი გახდა ყაჩაღობის ჩამდენი პირის ვინაობა, რომელიც იყო ლ-–- ჩ-------. შესაბამისად, საქმეზე არსებული ოპერ----ული ინფორმაციის საფუძველზე, ე-–----- კ---------ესთან ერთად, მის მიერ მოხდა ლ-–- ჩ------ის დაკავება. ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული მ-----– გ--------–-ილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა კომპიუტერის ე.წ. „პროცესორი“.
22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–----- კ---------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 14 თ--------–-, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში მიღებული ოპერ----ული ინფორმაციის საფუძველზე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ნ.ნ--------ესთან ერთად, ქ.ზესტაფონში, ლ-------- და თ--------- მ------–-- ქუჩების კვეთაზე, დაკავებული იქნა ლ-–- ჩ-------, რომელსაც ადგილზე, გამომძიებლის მიერ განემარტა მისი უფლებები და გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში. დაკავებულ ლ.ჩ-------ს, ასევე, ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც არაფერი ამოღებულა.
23. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს-------- ქ-------ამ განაცხადა, რომ 2018 წლის თ-------–ის თვეში მუშაობდა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 14 თ--------–-, იმყოფებოდა სამსახურში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც სამმართველოში მიღებული იქნა ინფორმაცია ყაჩაღობის შესახებ და დაიწყო გამოძიება. აღნიშნულ საქმეზე, ასევე, დაკავებული იქნა ლ-–- ჩ-------. თანამშრომლებთან კ.ღ--------თან, მ.ბ---------ან და ექსპერტ ზ.გ--–-–---–თან ერთად, მონაწილეობა მიიღო ნ---- გ--------–-ილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. ადგილზე მისულებს, სახლში დახვდათ ნ.გ--------–-ილი, რომელსაც გამომძიებელმა განუმარტა მისი უფლება-მოვალეობები და გააცნო დადგენილება, რის შემდეგაც ნ.გ--------–-ილმა თანხმობა განაცხადა ჩხრეკის ჩატარებაზე. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და ვ----------ის იარაღი. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგა ადგილზე, რაც დადასტურებული აქვს ხელის მოწერით. ასევე, ადგილზე დალუქული იქნა ამოღებული ნივთებიც. საგამოძიებო მოქმედების შესახებ, რაიმე განცხადება ან პრეტენზია არ დაფიქსირებულა.
24. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ბ-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 14 თ--------–-, კ--- ღ--------თან, ს-------- ქ---------თან და ზ------ გ--–-–---–თან ერთად, მონაწილეობა მიიღო ნ---- გ--------–-ილის მშობლების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და საძინებელ ოთახში, საწოლის ქვემოდან, შავ სვიტერში გახვეული ვ----------ი. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგენილი იქნა გამომძიებელ კ.ღ------ის მიერ, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ამოღებული ნივთები დალუქული იქნა ადგილზე. მოწმის განმარტებით ის იარაღს არ შეხებია. იარაღი ამოიღო ექსპერტმა და არ ახსოვს, ამოღების დროს იარაღი რომ დაშლილიყოს.
25. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ა--------- განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შპს „--------–-----“, კერძოდ კი კახი ლორიასგან, გამოითხოვა ლ-–- ჩ------ის და მისი მეუღლის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომრებზე არსებული დეტალური ინფორმაცია.
26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაკითხა დაზარალებული კ----- მ---ი და მოწმეები შ----- კ-----ე და რ---- ტ-------ე. ასევე, ნ---- გ--------–-ილის მონაწილოებით, ლ-–- ჩ------ის წერილობითი თანხმობით, ჩაატარა ლ-–- ჩ------ის კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერება.
27. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ც------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 15 თ--------–-, ხელმძღვანელობის დავალებით, მის მიერ იქნა გადაყვანილი ქუთაისის სამმართველოში ლ-–- ჩ-------, სადაც ამ უკანასკნელის თანხმობით, აღებული იქნა ნიმუში. საგამოძიებო მოქმედების ოქმი დადასტურებული აქვს ხელის მოწერით. მისივე განმარტებით, საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგენილია მის მიერ. აღებული ნიმუში გადაეცა მას, რაც თავის მხრივ, შემდგომ გადასცა გამომძიებელს.
28. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-----– ა---–------მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხა ნ---- გ--------–-ილი და ასევე, მისგან ამოიღო, „---------“ ფირმის მობილური ტელეფონი.
29. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული აქვს შემდეგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: გამოკითხა დაზარალებული კ.მ---ი და მოწმეები მ-----– გ--------–-ილი და ლ-–- ჩ------- (ბრალდებული). ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი მ-----– გ--------–-ილის მონაწილეობით, რა დროსაც, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, ასევე, ჩაატარა ორი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება კომპიუტერის პროცესორის და პისტოლეტის ამოღება. ასევე, შეადგინა ნიმუშის აღების ოქმები კ----- მ---ის, თ---------- მ----------ის და მ-----– გ--------–-ილის მიმართ.
30. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- პ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო ლ-–- ჩ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ჩაატარა თოფების ამოცნობა, დაათვალიერა სატელეფონო მიმოწერა, ჩაატარა ლ-–- ჩ------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, გამოითხოვა „რ------------–ის“ ბ--------სამართი სადგურის ვიდეო ჩანაწერები, დანიშნა ექსპერტიზები, ბრალი წარუდგინა ლ-–- ჩ-------ს. გამოითხოვა სხვადასხვა დოკუმენტაცია ლ-–- ჩ------ის მიმართ და განახორციელა სხვა საპროცესო მოქმედებები.
31. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმეებმა ჟ----- კ--–------ემ და ნ---- გ--------–-ილმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
32. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა ლ-–- ჩ-------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 13 თ--------–-, იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად. ასევე, იყო მისული ბებიის სანახავად საავადმყოფოში. მეუღლის მშობლების სახლში მივიდა დაახლოებით 23:00 საათზე და აღნიშნულის შემდეგ სახლიდან არ გასულა და დარჩა იქ. 13-ში დაახლოებით ღამის თორმეტი საათისათვის, შვილი წაიყვანა დასაძინებლად და როდესაც დაიძინა, ჩავიდა ქვევით, დაახლოებით 40 წუთში და პირველ სართულზე, კომპიუტერთან იჯდა. უყურა ორ ფილმს, დაახლოებით 02:00 საათიდან, 05:00 საათამდე პერიოდში. ასევე, პირველ სართულზე იმყოფებოდა მისი სიმამრი, რომელიც იჯდა ტელევიზორთან, მასთან ახლოს და ისიც უყურებდა ფილმებს. დაახლოებით 05:00 საათზე ავიდა დასაძინებლად. ლ.ჩ------ის განმარტებით, სახლში ყოფნის დროს ის სმს-ებს უგზავნიდა მეუღლეს, რომელთანაც ნაჩხუბარი იყო პირად საქმეზე. სმს-ების შინაარსი მიმართულია იქითკენ, რომ ნ---- წერდა თავი დაენებებინა თამაშისათვის და ასულიყო ზევით, ხოლო ის რომ ინანებდა მის საქციელს, ლ-–-მ მიწერა ნ----ს, ვინაიდან ნ----ს დაბლოკილი ჰქონდა ლ-–-ს ე.წ. „---------“ აზარტული თამაშების ვებ გვერდზე. ბრალდებულის განმარტებით, ვ----------ის იარაღზე მისი დნმ-ის აღმოჩენას ხსნის იმ გარემოებით, რომ როდესაც იარაღი გაფუჭდა, ახალი წლის პერიოდში, ის რამდენჯერმე შეეხო თოფს, ვინაიდან აჩვენებდა მისულ სტუმრებს, დაზიანების გაკეთების მიზნით. მისივე განმარტებით, 2018 წლის 13 თ-------–ის ღამიდან, 2018 წლის 14 თ-------–ის დილის საათებამდე არც ის და არც ნ---- გ--------–-ილი სახლიდან არ გასულან, ასევე არც მათ სარგებლობაში არსებული ტელეფონები გაუტანია ვინმეს ეზოს იქეთ.
33. 2018 წლის 14 თ-------–ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ „შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონში, თ-----------------------–- და წარმოადგენს შპს „რ------------–ის“ კუთვნილ ბ--------სამართ სადგურს, რომელსაც აქვს ერთ სართულიანი საოპერატორო შენობა. შენობის შესასვლელი არის შემინული და არ აქვს კარები. შესასვლელში განთავსებულია საოპერატორო მაგიდა და სკამები. ოთახიდან ჩრდილოეთის მხარეს არის ოთახი, სადაც განთავსებულია ელექტრო მოწყობილობები. შესასვლელი ოთახიდან დასავლეთის მხარეს ერთფრთიანი მეტალო-პლასტმასის კარებით შევდივართ მენეჯერის ოთახში, სადაც განთავსებულია სამუშაო მაგიდა და სკამები, სერვერის კარადა, სათვალთვალო ვიდეოკამერების მონიტორები და ფულადი თანხის შესანახი სეიფი დაკეტილ მდგომარეობაში. შესასვლელი კარებიდან მარცხნივ მინის ვიტრინასთან დევს ტყავის ტახტი. მენეჯერის სამუშაო მაგიდაზე დევს კოლოფი, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა დასახელების მონეტები. ექსპერტის მიერ შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის ამოღებული იქნა მენეჯერის ოთახში შესასვლელი კარების საკეტი, თავისივე სახელურებით, რომელიც დაილუქა პაკეტში N--------. დამუშავებული იქნა კარების ზედაპირი, საიდანაც ამოღებული იქნა ორი ხელის კვალი, რომელიც დაილუქა პაკეტში N---------. ექსპერტის მიერ შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის ამოღებული იქნა მენეჯერის მაგიდის უჯრების სახელურები, რომელიც დაილუქა პაკეტებში N---------, N--------- და N---------. მენეჯერის ოთახში, დასავლეთის მხარის კუთხეში, ჭერზე, დამაგრებულია სათვალთვალო ვიდეოკამერა, ვიდეოკამერები დამაგრებულია ა----------ართი სადგურის გარე პერიმეტრზეც. ა----------ართი სადგურის დასავლეთ მხარეს მდებარეობს თონისა და მარკეტის ერთსართულიანი შენობები, ა----------ართი სადგურის აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს ავტონაწილების მაღაზია, რომელზედაც გარე პერიმეტრზე განთავსებულია ვიდეოკამერა“.
34. 2018 წლის 14 თ-------–ის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ „კ----- მ---იდან, მისივე თანხმობით, ამოღებული იქნა, მისი ტანთცმული სამსახურებრივი დანიშნულების ქურთუკი, წინა და უკანა მხრიდან წითელი ფერის წარწერით „---------“, რომელიც არის ყვითელი და ნაცრისფერი, წინა მხრიდან ელვაშესაკრავით. ქურთუკი დაილუქა პოლიეთილენის პარკში N33/10 ლუქის ბეჭდით „01“ ფუთად“.
35. 2018 წლის 14 თ-------–ის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ დაკავებისას, ლ-–- ჩ-------ს, მარცხენა ლოყაზე, აღენიშნება ვერტიკალურად ფუფხის ზედაპირის მქონე ნაკაწრი. ასევე, ცხვირზე, ფუფხის ზედაპირის მქონე ნაკაწრი. მისი გამარტებით, მიიღო სახლში, შვილთან თამაშის დროს.
36. 2018 წლის 14 თ-------–ის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გაჩხრეკილი იქნა ლ-–- ჩ------ის მეუღლის მშობლების საცხოვრებელი სახლი და სათავსოები. რა დროსაც, „საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული ბუხრის თავიდან ამოღებული იქნა შავი ფერის სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი-კოდებით 3--------------/01 და 3--------------/01, რომელშიც ჩართულია ერთი სატელეფონო ნომერი 5----------- - ნ---- გ--------–-ილის განმარტებით ტელეფონი და ნომერი არის მისი საკუთრება, ტელეფონი ამოღებული იქნა და დაილუქა ერთ პაკეტში 33/10 ლუქის ბეჭდით; საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე საძინებელ ოთახში შესასვლელი კარებიდან მარცხენა მხარეს, ერთადგილიანი საწოლის ქვეშ, იატაკზე დადებული არის ნაცრისფერ სვიტერ გადაფარებული, შავი ფერის, ურემნო და უკონდახო ვ----------ის მოდელის თოფი, რომელსაც აღენიშნება წარწერა ,,C--------’’, სანომრე ნიშნით 1-----, რაზედაც ნ---- გ--------–-ილმა განმარტა, რომ იყო მის სახელზე რეგისტრირებული თოფი, რომლის რეგისტრაციის მოწმობა აქვს მეორე საცხოვრებელ ბინაში. ამოღებული თოფი ჩადებული იქნა მუყაოს ყუთში და ყუთი ჩადებული იქნა პოლიეთილენის N-------- პაკეტში“.
37. 2018 წლის 15 თ-------–ის, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ ე-–--- გ--–--ის მიერ, ნ---- გ--------–-ილის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ნ---- გ--------–-ილის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული სამსუნგის ფორმის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებული იყო ნომერი 5-----------. დათვალიერების შედეგად, ტელეფონში ნანახი იქნა სხვადასხვა დროს განხორციელებული სატელეფონო ზარები, ასევე მოკლეტექსტური შეტყობინებები, მათ შორის შეტყობინებები გაგზავნილი: 1) 2018 წლის 14 თ--------–- 04:30 საათზე (ნომერზე 5-----------), შინაარსით „მეთქი დამავიწყდა და მკიდია ცხოვრება; 2) 2018 წლის 14 თ--------–-, 04:31 საათზე ნომრიდან 5----------- შემოსულია მოკლეტექსტური შეტყობინება შინაარსით „ლ-–- ჩემს თავს გაფიცებ დაანება თავი ყველაფერს, გთხოვ“.
38. 2018 წლის 15 თ-------–ის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ „ნ---- გ--------–-ილიდან, მისივე თანხმობით, ამოღებული იქნა მისი კუთვნილი „ა---------“ მოდელის მოთეთრო და მოოქროსფრო ფერის კორპუსის მქონე მობილური ტელეფონი, იმეი-კოდით 3--------------, რომელშიც მოთავსებულია ჯ------–-ს ფირმის სიმბარათი ნომრით 5------------ მობილური ტელეფონი დალუქული იქნა პოლიეთილენის პარკში N33/10 ლუქის ბეჭდით „01“ პაკეტად“.
39. 2018 წლის 9 მარტის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დასტურდება, რომ ქ.ზესტაფონში, თ-----------------------–- მდებარე შპს ,,რ------------– ჯ-------ას’’ ა----------ართი სადგურიდან, გამოთხოვილი იქნა აღნიშნული სადგურის სათვალთვალო ვიდეოკამერების ვიდეოჩანაწერი - 2018 წლის 13 თ-------–ის 18:00 საათიდან, 14 თ--------–- 18:00 საათამდე შუალედში.
40. 2018 წლის 5 აპრილის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 16 თ-------–ის N0------ განჩინების საფუძველზე, შპს ,,ჯ------–-დან“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, ერთი თაბახის ფურცელი და ერთი CD დისკი, რომელიც დაილუქა N33/10 ლუქის ბეჭდით.
41. 2018 წლის 12 მარტის შპს „ჯ------–-ს“ N1-------- მიმართვით დასტურდება, რომ გამომძიებელ ლ-–- პ------–-–---–ს ჯ------–-ს მიერ გადაეგზავნა შემდეგი სახის ინფორმაცია: აპარატებში იმეი-კოდებით 3--------------01,3--------------01 და 3--------------, 1---------წ. 10:00 სთ-დან 1---------წ. 19:00 სთ-მდე, დაფიქსირებულ GSM ნომრებს (მათი დემოგრაფიული მონაცემები) და ამ ნომრების, მითითებულ პერიოდში, განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარებისა და SMS -ების ნუსხას, ანძების (ადგილმდებარეობა) და კავშირზე მყოფი ნომრების მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემების მითითებით;
GSM ნომრების: 5----------- და 5-----------, 1---------წ. 10:00 საათიდან 1---------წ. 19:00 საათამდე, განხორცილებული შემავალი და გამავალი ზარებისა და SMS-ების ნუსხა, ანძების (ადგილმდებარეობა) და კავშირზე მყოფი ნომრების მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემების მითითებით;
ასევე ეცნობა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პროგრამა აღიქვამს IMEI კოდის საწყის 14 ციფრს, ხოლო მე-15 ციფრი, აღიქმება როგორც - ნული.
42. 2018 წლის 16 თ-------–ის N0----------- მიმართვით, შპს „რ------------– საქართველოს“ მიერ, გამომძიებელ ლ-–- პ------–-–---–ს ეცნობა, რომ ყაჩაღური თავდასხმის შედეგად კომპანია შპს „რ------------– საქართველოს“ მიადგა მატერიალური ზიანი 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
43. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
- პაკეტში წარწერით: ,,... ზესტაფონი ქეთევან წ-------–-- ქუჩა N---–- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ცეცხლსასროლი ვ----------ი..’’ მოთავსებული იარაღის მაგვარი საგნის სასხლეტსა და დამცავ რკალზე (ობ.N1), ტარსა და ცევიოზე (ობ.N2) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N1-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ობ. N2-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და ლ-–- ჩ------ის (ობ.N15; პაკეტი, წარწერით: ,,...ლ-–- ჩ------ისაგან აღებული ნერწყვი ნიმუში...) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N1 და ობ. N2-ის გენეტიკურ პროფილებში მ-----– გ--------–-ილის (ობ.N16; პაკეტი, წარწერით: ,,... მ-----– გ--------–-ილისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში...), თ---------- მ----------ისა (ობ.N17; პაკეტი, წარწერით: ,,... თ---------- მ----------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში...’’) და კ----- მ---ის (ობ.N18; პაკეტი, წარწერით: ,,...კ----- მ----გან აღებული ნერწყვის ნიმუში...’’) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
- პაკეტში, წარწერით: ,,...შავ და ვერცხლისფერ კორპუსიანი პისტოლეტი, 1 მჭიდით და 1 ვაზნით...’’ მოთავსებულ იარაღის მაგვარი საგნის სასხლეტზე და დამცავ რკალზე (ობ.N3), ტარის რელიეფურ ნაწილზე (ობ.N4), მჭიდზე (ობ.N5) და ერთ ცალ ვაზნაზე (ობ. N6) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N3,4-ის გენეტიკური პროფილები, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ობ. N5 და ობ. N6-ის პროფილებში ლ-–- ჩ------ის (ობ.N15), მ-----– გ--------–-ილის (ობ.N16), თ---------- მ----------ისა (ობ.N17) და კ----- მ---ის (ობ.N18) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ბენზინგასამართ რ------------–ის სადგურზე ყაჩაღობის ფაქტზე მენეჯერის ოთახის კარის სახელურები...’’ მოთავსებული კონსტრუქციის სახელურებზე არსებული ბიომასალის (ობ.N7) შერეული გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. საკუთრივ კონსტრუქციისა და მასზე დამაგრებული საკეტზე არსებული ბიომასალის (ობ.N8) შერეულ გენეტიკურ პროფილში ლ-–- ჩ------ის (ობ. N15), მ-----– გ--------–-ილის (ობ.N16), თ---------- მ----------ისა (ობ. N17) და კ----- მ---ის (ობ.N18) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება;
- პაკეტში, წარწერით: ,,...მენეჯერის ოთახში სამუშაო მაგიდის ზედა უჯრიდან ამოღებული ერთი ცალი სახელური...’’ მოთავსებულ სახელურზე (ობ.N9), პაკეტში, წარწერით: ,,მენეჯერის სამუშაო მაგიდის ქვედა უჯრის სახელური...’’ მოთავსებულ სახელურზე (ობ.N10), პაკეტში, წარწერით: ,,...მენეჯერის სამუშაო მაგიდის შუა უჯრიდან ამოღებული უჯრის სახელური...’’ მოთავსებულ სახელურზე (ობ. N11) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N9 და ობ. N10-ის გენეტიკურ პროფილებში, ლ-–- ჩ------ის (ობ.N15), მ-----– გ--------–-ილის (ობ.N16), თ---------- მ----------ისა (ობ. N17) და კ----- მ---ის (ობ. N18) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ობ. N11-ის პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
- პაკეტში, წარწერით: ,,...კ----- მ---ისგან ამოღებული ქურთუკი’’ მოთავსებული ქურთუკის მარჯვენა მხარეზე, მხარის მიდამოში (ობ.N12), მარჯვენა სახელოსა (ობ.N13) და მარცხენა სახელოზე (ობ.N14) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N13 და ობ. N14-ის პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი და კ----- მ---ის (ობ.N18) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ.N 13,14-ის პროფილების მინორული წილი და ობ. N12-ის პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ------- კ--–-----ემ. მანვე, შეკითხვების დასმის დროს განმარტა, რომ არ ახსოვს იარაღი - ვ----------ი, რომ დაშლილიყოს კვლევის დროს, ან ჩამოვარდნოდეს რაიმე ნაწილი.
44. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბალისტიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 1.- F-------- პარკში მოთავსებული საგანი წარმოადგენს - სტანდარტულ ქარხნული წესით დამზადებულ, 12 კალიბრის გლუვლულიან, მრავალმიზნობრივი დანიშნულების (პოლიციის და ჯარის დანაყოფებში გამოყენებადი) ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ, ე.წ. ,,პ-------'' თოფს, რომელიც წარმოდგენილ მდგომარეობაში ტექნიკურად გაუმართავია და უვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. იარაღის ნაწილებზე (გარდა სანომრო ნიშნის მეტნაკლები დაზიანებისა) სხვა დაზიანების კვლები გამოვლენილი არ ყოფილა.
2.3.- F-------- პარკში მოთავსებული პისტოლეტი და მისდამი კუთვნილი მჭიდი, წარმოადგენს - სტანდარტულ ქარხნული წესით, მყიფე მეტალისაგან დამზადებულ, უცხოური წარმოების 9მმ კალიბრის, თავდაცვითი დანიშნულების - ტრავმულ გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც წარმოდგენილ მდგომარეობაში ტექნიკურად გაუმართავია და უვარგისია სროლისათვის. იარაღის საცემის გაუმართაობა გამოწვეული უნდა იყოს მისი ტეხვით. პისტოლეტს სხვა რაიმე დაზიანება და გადაკეთების კვლები არ აღენიშნება.
4. გამოსაკვლევი ვაზნა წარმოადგენს - არა საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ, სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, სასტარტო-სასიგნალო დანიშნულების 9მმ კალიბრის ფუჭ-ხმოვან ვაზნას. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-–---------- ანჯაფარიძემ. მანვე განმარტა, რომ იარაღს აკლდა დეტალი, რომელიც მითითებულია დასკვნაზე დართულ ფოტოსურათებში და ამ დეტალის გარეშე, გადატენვის დროს, იარაღი იშლება. თუ არ მოხდება იარაღის მოძრაობაში მოყვანა - გადატენვა, იარაღი არ დაიშლება.
45. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ „რ------------–ის“ ბ--------სამართ სადგურის შიდა და გარე პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერებით დასტურდება, რომ 1---------წ. 04:32 საათზე, სამხრეთ დასავლეთის მხრიდან, ა----------ართი სადგურის საოპერატორო ოთახში შედის თავდამსხმელი, რომელსაც აცვია მოშავო ფერის დუტის ქურთუკი, თავზე კაპიშონით. შესვლისას, მოძრაობის დროს, თავდამსხმელი დადის კოჭლობით. საოპერატორო ოთახში, მაგიდასთან ზის ოპერატორი კ----- მ---ი. თავდამსხმელი ქურთუკიდან იღებს თოფს და უღერებს კ----- მ---ს. ამ დროს, კ----- მ---ი ეხება იარაღს ხელით. ასევე, თავდამსხმელი ადებს იარაღს ტანის არეში კ----- მ---ს, რის შემდეგაც ძალის გამოყენებით შეჰყავს მენეჯერის ოთახში. 04:33 საათზე იგი გამოდის მენეჯერის ოთახიდან და მიემართება ისევ სამხრეთ-დასავლეთის მხარეს. მენეჯერის ოთახში გადაღებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილია თუ როგორ შეჰყავს იძულებით ოპერატორი კ----- მ---ი თავდამსხმელს. ოთახში განთავსებულ ტახტზე, წამოწოლილია ოპერატორი თ---------- მ----------ი, რომელიც სწრაფად დგება ფეხზე, ცდილობს მიუახლოვდეს თავდამსხმელს, თუმცა იხევს უკან. თავდამსხმელი უღერებს თოფს ხან კ----- მ---ს და ხან თ---------- მ----------ს, რის შემდეგაც კ----- მ---ი და თ---------- მ----------ი ტახტზე დებენ ჯიბიდან ამოღებულ ნივთებს. შემდეგ, თავდამსხმელი მიდის მენეჯერის მაგიდის უჯრასთან და აკეთებს ხელის მოძრაობებს. თავდამსხმელის მითითებით კ----- მ---ი იხდის ქურთუკს და დებს დივანზე. შემდეგ, სწრაფად გადის გარეთ ოთახიდან, რის შემდეგაც ისევ მიემართება სამხრეთ-დასავლეთის მხარეს. სამხრეთ-დასავლეთის მხარეს მოძრაობისას, აშკარად ჩანს, რომ თავდამსხმელი მოძრაობას აგრძელებს კოჭლობით. ვიდეო მეთვალყურეობის სისტემით დაფიქსირებულ მასალაში (ვიდეოში) თავდამსხმელის სახე არ ჩანს, მას თავზე წამოფარებული აქვს კაპიშონი. ამასთან, გარკვეულწილად, მთელი პერიოდის განმავლობაში იმყოფება სიბნელეში. შესაბამისად, ვიდეო მეთვალყურეობის აპარატების განლაგების მიხედვით, რომელიც მიმართულია ზემოდან ქვემოთ, ვერ ხდება თავდამსხმელის სახის დაფიქსირება.
46. 2018 წლის 6 ივნისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ ლ-–- პ------–-–---–ის მიერ „დათვალიერებული იქნა შპს „--------–-----“ გამოთხოვილი ინფორმაცია - 1--------- წლის 10:00 საათიდან, 1--------- წლის 19:00 საათამდე პერიოდში, 3--------------01, 3---------------- და 3-------------- იმეი-კოდების მქონე აპარატებში მოთავსებული ტელეფონის ნომრების შემავალი და გამავალი ზარებისა და შეტყობინებების შესახებ, რომელიც ჩაწერილია ,,ცდ'' დისკზე. ზემოაღნიშნულ აპარატებში გამოიყენება ტელეფონის ნომრები 5----------- და 5------------ 1--------- 04:30:09 საათზე, ნომრიდან 5-------- გაგზავნილია შეტყობინება ნომერზე 5-------- და მიღებული აქვს 1--------- 04:30:10 საათზე. 1--------- 04:56:22 საათზე ნომრიდან 5-------- გაგზავნილია შეტყობინება ნომერზე 5--------. 1--------- 05:13:30 საათზე ნომერს 5-------- მიღებული აქვს შეტყობინება C----------იდან. 1--------- 05:19:18 საათზე ნომერს 5-------- მიღებული აქვს შეტყობინება L---------იდან. ინფორმაცია ამობეჭდილი იქნა 15 ფურცლად და დაერთო სისხლის სამართლის N------------ საქმეს. ,,ცდ'' დისკი დაილუქა ქაღალდის კონვერტში N33/10 ლუქის ბეჭდით და დაერთო სისხლის სამართლის N------------ საქმეს“. აღნიშნული, შპს „--------–-----“ გამოთხოვილი ინფორმაცია, დატანილი CD დისკზე, სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, რომლითაც, ასევე, დადგენილი და დადასტურებული იქნა, რომ 2018 წლის 14 თ--------–-, 0----------------------------------------------- საათებზე, ლ-–- ჩ------ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერზე, შესული და გაგზავნილია მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელთაგან 04:30:10 და 0------- საათზე განხორციელებული მოკლეტექსტური შეტყობინებები გამოგზავნილია ნ---- გ--------–-ილის სარგებლობაში არსებული ტელეფონის 5----------- ნომრიდან. ზემოთ მითითებულ დროებში, ლ-–- ჩ------ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერს და ნ---- გ--------–-ილის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერს ემსახურება ანძა N-----. ამონაწერში, თუ სად ან რა მისამართზე მდებარეობს ანძა N-----, მითითებული არ არის.
47. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საინფორმაციო ცენტრის, იარაღის აღრიცხვის განყოფილების მიერ 2018 წლის 8 ივნისს გაცემული M------- 0------- მიმართვით დასტურდება, რომ იარაღი: C------- P---, ნომერი: 1----- თოფი, იარაღის ტიპი: ცეცხლსასროლი, კალ: 12, რეგისტრირებულია მოქ: ნ---- დ-----ის ასული გ--------–-ილის (დ/თ:---------97 პ/ნ: 1----------) სახელზე.
48. 2018 წლის 11 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი თოფიდან, თ---------- მ----------ი დააკვირდა ამოსაცნობად წარმოდგენილ თოფებს და განაცხადა, რომ ნომრით მეორე თოფი არის ის თოფი, რომელიც ხელში ეკავა ლ-–- ჩ-------ს ყაჩაღური თავდასხმის დროს.
49. 2018 წლის 11 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი თოფიდან, კ----- მ---ი დააკვირდა ამოსაცნობად წარმოდგენილ თოფებს და განაცხადა, რომ ნომრით მესამე თოფი არის ის თოფი, რომელიც ხელში ეკავა ლ-–- ჩ-------ს ყაჩაღური თავდასხმის დროს.
50. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომპიუტერული ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ 1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლის - შ----- ნ--------ის 2018 წლის 17 მაისის 17:00 საათით დათარიღებული N2------ განჩინების მიხედვით, ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი ტელეფონიდან ამოღებული იქნა 2018 წლის 03 თ-------–იდან, 2018 წლის 14 თ-------–ის პერიოდში არსებული მიღებული, განხორციელებული, გამოტოვებული სატელეფონო ზარები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, პროგრამა „-----“ „-------- M--------“-ით განხორციელებული ელ.მიმოწერები. აღნიშნული ინფორმაცია მოცემულია დასკვნის დანართში - 98 ფურცლად.
2. ექსპერტიზის წინაშე წარმოდგენილი ტელეფონიდან, ბიუროს ხელთ არსებული სპეციალური პროგრამების გამოყენებით შესაძლო წაშლილი ინფორმაციის აღდგენა ვერ განხორციელდა. ასევე, შეუძლებელია ინფორმაციის წაშლის შემთხვევაში გამომწვევი მიზეზ(ებ)ის დადგენა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- უ------–--ლმა.
51. სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობის საშიშროება მეტად მაღალია, იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია. იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის ჯანმრთელობას. ყაჩაღობის შემადგენლობაში ეს ორი ობიექტი ძირითადია. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. თავდასხმის ცნებაში უნდა ვიგულისხმოთ დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა მოულოდნელობის მიუხედავად, როგორც წესი თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ერთვის ფიზიკური ძალადობა, კარგად არის გაცნობიერებული დაზარალებულის მიერ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თავდასხმის ფაქტი მის მიერ არც იყოს გააზრებული. თავდასხმა და მის შედეგად უშუალოდ განხორციელებული ძალადობა ორი განუყოფელი აგრესიული აქტის ერთიანობაა. თავდასხმა არის ყაჩაღობის პირველი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს ძალადობას და გულისხმობს, სწრაფ და აგრესიულ მოქმედებას, მიმართულს დაზარალებულის წინააღმდეგ, ხოლო მეორე ეტაპია ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, სადაც თავდასხმა ორგანულად არის გაერთიანებული ძალადობასთან. ფიზიკური ძალადობა, გამოყენებული ყაჩაღობის დროს საშიში უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის. დამნაშავის მიერ გამოყენებული ძალადობის ხარისხის განსასაზღვრავად, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული არა მარტო ჯანმრთელობისათვის მიყენებული დაზიანების შედეგი, არამედ მისი ხანგძლივობა, ინტენსივობა, დანაშაულის ჩადენის იარაღი, საშუალება და სხვა. ყაჩაღობის დროს მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური, მისი გამოვლენის ფორმას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ჟესტით, მოქმედებით, მაგალითად ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღის დემონსტრირებით. დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან ყოველ შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ამიტომ მუქარის მიზანია დაზარალებულის ნების პარალიზება ან დროებით მისი დათრგუნვა და ამით ძალადობრივი გზით ქონების დაუფლება. დამნაშავის მიერ ქონების დასაუფლებლად იარაღის იმიტაციის გამოყენება, რომელსაც გარეგნული მსგავსება აქვს იარაღის ანალოგიასთან, მაგრამ არ შეიძლება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენება, მაინც ძალადობად უნდა მივიჩნიოთ, თუ ეს იარაღი მსხვერპლის მიერ ნამდვილ იარაღად აღიქმება. სათამაშო იარაღის დემონსტრირებაც კი უარყოფითად მოქმედებს დაზარალებულზე, მას ეუფლება შიშის გრძნობა და იგი იძულებულია დათმოს ქონება. დანაშაულებრივი ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მუქარის ხარისხის განსასაზღვრად კონკრეტული საქმის ყველა გარემოებათა შესწავლა სავალდებულოა. ამისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ყაჩაღური თავდასხმის ადგილი, დრო, იმ საგნის თვისება, რომელიც გამოყენებულია განუსაზღვრელი მუქარის განსახორციელებლად, როგორ აღიქვამს მას დაზარალებული და სხვა. ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე, იგი ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას. დანაშაულის ერთერთი დამამძიმებელი გარემოებაა, ქმედება ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით. შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს. ზემოაღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობა განპირობებულია იმით, რომ დამნაშავე შეღწევისას დამატებით ზოგჯერ საკმაოდ მნიშვნელოვან ძალასა და ხერხს იყენებს, რომ გადალახოს წინააღმდეგობა და დაეუფლოს ქონებას. შეღწევა, ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით სადგომში შესვლას ყაჩაღობის მიზნით. სადგომი კი ეს არის შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ადამიანთა და ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული. ეს შეიძლება იყოს მაღაზია, ფაბრიკა-ქარხანა და სხვა.
52. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ-–- ჩ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით) წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ლ-–- ჩ------ის ბრალეულობა ყაჩაღობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ლ-–- ჩ------ის უდანაშაულობის შესახებ. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ლ-–- ჩ------ის მხრიდან დაზარალებულებზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 14 თ--------–-, ლ-–- ჩ-------, ყაჩაღურად, სადგომში უკანონო შეღწევით, თავს არ დასხმია ქ.ზესტაფონში, თ-----------------------–- განთავსებულ შპს "რ------------– საქართველოს“ (R-------- G------), ზესტაფონის ა----------ართი სადგურის ოპერატორებს - კ----- მ---ს და თ---------- მ----------ს და მათგან ფულადი თანხა 550 ლარის ოდენობით არ გაუტაცია.
სამართლებრივი შეფასება:
53. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
54. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართლწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, § 40).
55. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).
56. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/5--), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).
57. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
58. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).
59. სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ-–- ჩ------ის მიერ დაზარალებულებზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების ფაქტზე, მიუთითებს მხოლოდ დაზარალებულების კ----- მ---ის და თ---------- მ----------ის ჩვენებები. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ლ-–- ჩ------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლოს კი დაზარალებულების კ.მ---ისა და თ.მ----------ის ჩვენებები არ მიაჩნია უტყუარ მტკიცებულებებად, რომლითაც შესაძლოა გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილიყო ლ-–- ჩ------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენა. სასამართლო სხდომაზე, დაზარალებულის სახით დაკითხულმა კ----- მ---მა და თ---------- მ----------მა განაცხადეს, რომ თავდამსხმელი ამოიცნეს თვალის ფერით, რკალისებური წარბებით, სწორი ცხვირითა და ზედა ტუჩით. მათვე მიუთითეს, რომ თავდამსხმელს არ უჩანდა ნიკაპი და ქვედა ტუჩი, შუბლი, ასევე ლოყები დაფარული ჰქონდა მოყავისფრო ნაჭრით და სახეზე, თითქმის ლოყებამდე, ასევე ჩამოფარებული ჰქონდა შავი, პარიკის თმები. თავდამსხმელს თავზე ეხურა კაპიშონი და არ უჩანდა შუბლი. აღნიშნული ჩვენებების საფუძველზე, სასამართლო ასკვნის, რომ თავდამსხმელს სახეზე ეკეთა ნიღაბი და სრულყოფილად, მისი სახის დანახვა დაზარალებულებმა ვერ შეძლეს. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულების მიერ მითითებული იქნა გარკვეული ნიშან-თვისებები, რომლითაც მოახდინეს დამნაშავის იდენტიფიცირება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულების მიერ მითითებული ნიშან-თვისებები, საკმარისი არ არის, რათა სასამართლოს მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილიყო ლ-–- ჩ------ის მიერ დანაშაულის ჩადენა. დაზარალებულებმა ზოგადად მიუთითეს ცხვირზე, თვალის ფერზე, რკალისებურ წარბებზე და ზედა ტუჩზე, თუმცა კონკრეტულად, დეტალები როგორი ფერის თვალი ჰქონდა, ან რკალისებური წარბი (წარბი მუქი იყო თუ ღია, სქელი თუ წვრილი), რა დამახასიათებელი ტუჩი ჰქონდა მას (სქელი, თხელი, დიდი თუ პატარა) არ უთქვამთ. ან სწორი ცხვირი, დიდი იყო თუ პატარა, არ განუცხადებიათ. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ დაკავების ოქმის თანახმად, ლ-–- ჩ-------ს ცხვირზე აღენიშნებოდა ფუფხის ზედაპირის მქონე ნაკაწრი. დაზარალებულების განმარტებით კი, მათ თავდამსხმელის სახეზე - ლოყაზე ან ცხვირზე დაზიანება არ შეუმჩნევიათ. შესაბამისად, ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ორი დაზარალებულის ზედაპირული და კონკრეტული მითითება პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდება ლ-–- ჩ------ის მიერ ყაჩაღობის ჩადენა. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს არ აქვს მოწმეების დ----- გ--------–-ილის, მ--------------–---–ის და ასევე, თავად ბრალდებულის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი. მოწმეებმა მერი და დ----- გ--------–-ილებმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ 2018 წლის 13 თ-------–ის 23:00 საათის შემდგომ, ლ-–- ჩ------- სახლიდან არ გასულა. თავად ლ-–- ჩ-------მ მიუთითა, რომ ის იმყოფებოდა მეუღლის მშობლების სახლში, პირველ სართულზე და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა მეუღლეს, რომელიც იყო სახლის მეორე სართულზე და მასთან ნაჩხუბარი იყო. ამასთან, მეუღლეს დაბლოკილი ჰქონდა აზარტული თამაშების ვებ გვერდის მისი ე.წ. „---------“ და ამიტომ მისწერა სიტყვები, რომ ინანებდა მის საქციელს. ხოლო მეუღლის სიტყვები რომ დაენებებინა თავი ყველაფრისათვის, გულისხმობდა მას, რომ აღარ ეთამაშა აზარტული თამაშები. ის გარემოება, რომ მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნის დროს, 2018 წლის 14 თ--------–-, ლ-–- ჩ------- და ნ---- გ--------–-ილი იმყოფებოდნენ ერთად, ასევე დადასტურებულია შპს „--------–-----“ გამოთხოვილი ინფორმაციით, სადაც მითითებულია, რომ 2018 წლის 14 თ--------–-, 0-----------------------------------------------, 0------- საათებზე, ლ-–- ჩ------ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერს და ნ---- გ--------–-ილის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის 5----------- ნომერს, რა დროსაც ისინი ერთმანეთს უგზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ემსახურება ანძა N-----. ხოლო ანძის ადგილმდებარეობა მითითებული არ არის. შესაბამისად, აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია, რომ გამოძიების მიერ დადგენილ ყაჩაღური თავდასხმის დროს, 04:30 საათზე (მითითებულია პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში სავარაუდო დრო) ლ-–- ჩ------- და ნ---- გ--------–-ილი ერთმანეთს უგზავნიდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერებში კი არ ჩანს, რომ თავდამსხმელი იყენებდეს მობილურ ტელეფონს. ვიდეო ჩანაწერში ყაჩაღური თავდასხმის დროდ მითითებულია 04:34 საათი (დრო მითითებულია ვიდეო ჩანაწერზე), ორი წუთის შემდეგ, რაც ბოლო მოკლე ტექსტური შეტყობინება იქნა მიღებული ლ-–- ჩ------ის ტელეფონზე. ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ იმ სახლიდან, სადაც ლ-–- ჩ------- იმყოფებოდა 2018 წლის 14 თ--------–-, გამთენიისას, „რ------------–ის“ ბ--------სამართ სადგურამდე ლ-–- ჩ------- მოასწრებდა მისვლას და ყაჩაღური თავდასხმის განხორციელებას. ასევე, სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია მოწმეების მ--------------–---–ისა და დ----- გ--------–-ილის, ასევე ლ-–- ჩ------ის ჩვენებებს შორის არსებობს მცირედი სხვაობა დროსთან დაკავშირებით, ის თუ როდის დაწვა დასაძინებლად დ----- გ--------–-ილი ან ლ-–- ჩ-------. პირველ სართულზე ყოფნის დროს ლ-–- ჩ------- ტელეფონით უყურებდა ფილმებს თუ კომპიუტერით, მაგრამ სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენების ფორმირებამ, როგორც წესი, შემდეგი სამი სტადია უნდა გაიაროს: ა) მოწმის მიერ ამა თუ იმ ფაქტის აღქმა, ათვისება; ბ) აღქმული ფაქტის დამახსოვრება და გ) დაკითხვისას ამ ფაქტის კვლავ წარმოქმნა (რეპროდუქცია). მოწმე ყოველივე იმას, რაც დაინახა, მოისმინა და ასე შემდეგ, ერთნაირი სიზუსტითა და სისრულით როდი აღიქვამს. მას შეეძლო ყურადღება მიექცია რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენისათვის, რაც მან თავისი თვალით დაინახა ან მოისმინა, რადგან მაშინ მისთვის ცნობილი არ იყო, რომ ამ მოვლენის შესახებ მას შემდეგში მოუხდებოდა ჩვენების მიცემა. ასეთ ვითარებაში ერთსა და იმავე ფაქტს სხვადასხვა მოწმე ერთგვარად კი არ აღიქვამს, არამედ განსხვავებულად, იმისდა მიხედვით, თუ ამ ფაქტის რომელმა მხარემ დააინტერესა მოწმე. ამიტომ არის, რომ ზოგჯერ საქმისათვის მნიშვნელოვანი რომელიმე ერთი ფაქტის შესახებ მისი აღმქმელი მოწმეები სულ ერთიმეორის საწინააღმდეგო ჩვენებას იძლევიან, თუმცა ისინი კეთილსინდისიერნი არიან და ნამდვილად სურთ მხოლოდ სიმართლის ჩვენება. მოწმის მიერ გარკვეული შემთხვევის სწორედ აღქმაზე შეიძლება გავლენა იქონიოს იმ მდგომარეობამ, რომელშიც იმყოფება მოწმე ამ შემთხვევის აღქმის დროს. დადგენილია, რომ აღელვებასა და შიშს შეუძლია მოწმეში გაზ-----ებული შთაბეჭდილების გამოწვევა. მოწმის მიერ ამა თუ იმ შემთხვევის აღქმაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ობიექტურმა ფაქტორებმა. მოწმის ჩვენების შეფასებისას მხედველობაშია მისაღები ფაქტის აღქმისა და ჩვენების მიცემის მომენტებს შორის განვლილი დროის ხანგრძლივობა. რამდენად ხანგრძლივია ეს დრო, იმდენად მეტია ვარაუდი, რომ მოწმემ ბევრი რამ ვერ შეინარჩუნა მეხსიერებაში, დაავიწყდა. მოწმის დაკითხვის გარემო-ვითარებაც. ზოგჯერ მოწმე მისთვის უჩვეულო ვითარებაში დაკითხვისას, განსაკუთრებით სასამართლოში საქმის განხილვისას, გამოყვანილია წონასწორობიდან და შესაძლოა, მან აღელვებულ მდგომარეობაში მყოფმა, ზოგი რამ აღქმულისა დაამახინჯოს ან კიდევ მეტად გაამახვილოს ყურადღება საქმისათვის უმნიშვნელო დეტალზე, ხოლო მთავარზე და არსებითზე ნაკლებად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეები და ბრალდებული იყვნენ კეთილსინდისიერნი და მათ სასამართლოს მიაწოდეს საქმისათვის მნიშვნელოვანი, ობიექტური ინფორმაცია, რომელიც სრულ თანხვედრაში მოდის თავად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ შპს „--------–-----“ გამოთხოვილ ინფორმაციასთან, ლ-–- ჩ------ის და ნ---- გ--------–-ილის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომრებზე განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, მომსახურე ანძებისა და ადგილმდებარეობის შესახებ.
60. ასევე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები - რ---- ტ-------ე, შ----- კ-----ე, შ--–-- ჟ------ი და მ------ ჩ-----–--ე არიან ირიბი მოწმეები, რომლებიც გადმოცემენ ფაქტებს გაგებულს როგორც დაზარალებულებისაგან, ასევე სხვა თანამშრომლებისაგან, რომელთა ვინაობასაც ვერ ასახელებენ. შესაბამისად, სასამართლოს აღნიშნული მოწმეების ჩვენებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარის მტკიცებულებებად, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინოს ლ-–- ჩ------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. ასევე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებზე და აღნიშნავს, რომ კონკრეტული დეტალების დადასტურება მოწმეებმა ვერ შეძლეს. მათ ჩვენებების ნაწილობრივი გამოქვეყნების შემდეგ დაადასტურეს გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები, თუმცა კატეგორიულად და ერთმნიშვნელოვნად ვერ მიუთითეს გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაციის სისწორე. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ---- ტ-------ემ დაადასტურა გამოძიების დროს მიცემული ჩვენება, სადაც თავდამსხმელად მითითებულია ლ-–- ჩ-------, თუმცა პირი, ვისგან გაიგო მისი ვინაობის შესახებ, ვერ დაასახელა. მოწმის სახით დაკითხულმა შ----- კ-----ემ მიუთითა, რომ მეორე დღეს, როდესაც სამსახურში გამოცხადდა გაიგო თავდასხმის შესახებ. ასევე გაიგო, რომ თავდამსხმელი იყო ვინმე ლ-–-, თუმცა გვარი არ უთქვამთ. შ--–-- ჟ------მა კი განაცხადა, რომ გ------- კ----–ისგან გაიგო, რომ ბიჭებმა იცნეს თავდამსხმელი და ის იყო ჩ-------, თუმცა სახელი არ უთქვამს. მანვე უარყო გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებების შესახებ, რომ მეორე დღეს როდესაც მივიდა სამსახურში იქ ნახა კ----- მ---ი და თ---------- მ----------ი. ასევე განაცხადა, რომ არ იცის რა არის ვ----------ი. სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაშვებია ირიბი ჩვენების მტკიცებულებად გამოყენება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ირიბი მოწმე უთითებს ინფორმაციის გამავრცელებელ წყაროზე და ასახელებს ვინაობას, ვისთანაც სასამართლოს შეუძლია გადაამოწმოს ირიბი მოწმის მიერ მიცემული ინფორმაცია. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოწმეს უჭირს ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს დასახელება და სასამართლო მოკლებულია მისი ნამდვილობის გადამოწმების შესაძლებლობას, დაუშვებელია ირიბი მოწმის ჩვენების გაზიარება. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31).
ასევე, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პლატის 2014 წლის 14 ივლისის N12აპ-14 გადაწყვეტილება, პარაგრაფი N4.6.11) სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა „საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მითითებაზე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არც ერთი ნორმიდან არ გამომდინარეობს ის, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის შეიძლება საჭირო იყოს ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო. ის მოწმეები, რომლებიც უშუალოდ არ არიან ფაქტის შემსწრე, სხვა სახის მტკიცებულებები, რომლებიდანაც პირდაპირ არ გამომდინარეობს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, წარმოადგენს მხოლოდ პირდაპირი მოწმეების ჩვენებების ან სხვა მტკიცებულებების დადასტურებისა და შემოწმების საშუალებას და მათ საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად ფაქტების დადგენა უმეტეს შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია“.
61. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულის წარმომადგენლის გ------- კ----–ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებას, რომ მას შემდეგ რაც კ----- მ---მა და თ---------- მ----------მა უთხრეს, რომ თავდამსხმელი ლ-–- ჩ------- იყო, თავად ნახა ვიდეო ჩანაწერი და დარწმუნდა, რომ თავდამსხმელი ნამდვილად ლ-–- ჩ------- იყო. ვიდეოში ის იცნო მოძრაობით, მიხრა-მოხრით. ასევე, დაინახა, რომ მას სახეზე აფარებული ჰქონდა, ცხვირში კი ბამბები უჩანდა თეთრად. თმა, შუბლი, ყური და კისერი არ უჩანდა. უჩანდა ნახევარი ცხვირი და ოდნავ ზედა ტუჩი. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო დასტურდება „რ------------–ის“ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემით დაფიქსირებულ ჩანაწერში, სადაც ნათლად ჩანს, რომ თავდამსხმელს, რომელიც შედის ბ--------სამართ სადგურზე თავზე წამოფარებული აქვს კაპიშონი, რომელიც უფარავს მთლიანად სახეს. ვიდეო ჩანაწერში, რომელიც აფიქსირებს შენობაში შესასვლელს, თავდამსხმელი ჩანს გვერდულად და შემდეგ უკანა მხრიდან. გვერდულად ყოფნის დროს, მას სახე არ უჩანს. ხოლო ვიდეოში, რომელიც აფიქსირებს მენეჯერის ოთახს, ვიდეო კამერა იღებს ზემოდან ქვემოთ. ვიდეოში ჩანს, რომ თავდამსხმელს თავზე წამოფარებული აქვს კაპიშონი და სახე საერთოდ არ ჩანს. ის გარკვეული მონაკვეთი დგას სიბნელეში, ხოლო როდესაც გამოდის სინათლეზე, არ ჩანს სახე. შესაბამისად, სასამართლოსთვის გაუგებარია, თუ რომელ ჩანაწერში დაინახა გ------- კ----–-ა, რომ თავდამსხმელს სახეზე აფარებული ჰქონდა, ცხვირში კი ბამბები უჩანდა თეთრად. თმა, შუბლი, ყური და კისერი არ უჩანდა. უჩანდა ნახევარი ცხვირი და ოდნავ ზედა ტუჩი.
62. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულების და დაზარალებულის წარმომადგენლის განმარტებას, რომ ლ-–- ჩ------- იცნეს მოძრაობით, მიხრა-მოხრით. დაზარალებულებმა კ----- მ---მა, თ---------- მ----------მა და დაზარალებულის წარმომადგენელმა გ------- კ----–-ა ზოგადად თქვეს, რომ ის იცნეს მიხრა-მოხრით, სიარულით, მაგრამ რა დამახასიათებელი მიხრა-მოხრა ან სიარულის მანერა გააჩნდა ლ-–- ჩ-------ს, რითაც შეძლეს დაემახსოვრებინათ მისი მიხრა-მოხრა და სიარული, მათ არ უთქვამთ. გარდა აღნიშნულისა, ასევე, საყურადღებოა ის გარემოება, რომ როგორც ვიდეო ჩანაწერში ჩანს (როგორც შესასვლელში, ასევე მენეჯერის ოთახში დაფიქსირებულ ჩანაწერებში) თავდამსხმელი როგორც შესვლის, ასევე, გამოსვლის დროს, გადაადგილებისას კოჭლობს. დაზარალებულებმა თ---------- მ----------მა და კ----- მ---მაც, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, განაცხადეს, რომ თავდამსხმელი ცოტას კოჭლობდა. სასამართლოში კი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ლ-–- ჩ-------ს აქვს გადაადგილების პრობლემა და სიარულის დროს კოჭლობს, წარმოდგენილი არ ყოფილა.
63. ასევე, გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, თ---------- მ----------ის მიერ საგნის (ვ----------ის) ამოცნობის ოქმი წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებებს, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსსკ 131-ე მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინოს არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ დაზარალებულ თ---------- მ----------ის ჩვენებით დგინდება, რომ თ---------- მ----------ისათვის წარდგენილი იქნა 3 იარაღი. წარდგენილი სამივე იარაღი, ფერებით, რადიკალურად განსახვავდებოდა ერთმანეთისგან. კერძოდ, ერთი იყო შავი ფერის, მეორე ყავისფერი, ხოლო მესამე მუქი, ნაცრისფერში გარდამავალი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამოცნობის დროს თ---------- მ----------ისათვის მოხდა არაერთგვაროვანი, სხვადასხვა ფერის თოფების წარდგენა. წარდგენილი სამი თოფიდან, დაზარალებულს ადვილად მიეცა შესაძლებლობა ამოეცნო თავდასხმის დროს გამოყენებული შავი ფერის იარაღი, ვინაიდან, ორი სხვა ფერის იყო. გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 11 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმში მითითებულია, რომ თ---------- მ----------ს წარედგინა „კობრას“, „რევინგტონის“ და „C-------“-ის ფირმის, შავი ფერის ვ----------ები. აღნიშნულ გარემოება კი ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის სახით დაკითხული თ.მ----------ის განმარტებას, რომ მას წარედგინა სამი, სხვადასხვა ფერის თოფი. შესაბამისად, მტკიცებულება დაუშვებელია და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. აღნიშნულ ნაწილში, ასევე, დაუშვებელია დაზარალებულ თ---------- მ----------ის ჩვენების გაზიარებაც. ასევე, სასამართლო, ლ-–- ჩ------ის ბრალეულობის დამადასტურებლად ვერ გაიზიარებს დაზარალებულ კ----- მ---ის მიერ თოფის ამოცნობის ოქმს, ვინაიდან საგნის ამოცნობის ოქმში მითითებულია, რომ წარდგენილი სამი თოფიდან, კ----- მ---ი დააკვირდა ამოსაცნობად წარმოდგენილ თოფებს და განაცხადა, რომ ნომრით მესამე თოფი არის ის თოფი, რომელიც ხელში ეკავა ლ-–- ჩ-------ს ყაჩაღური თავდასხმის დროს. ამომცნობმა, ამოსაცნობი საგანი ამოიცნო შავი ფერის მოგრძო ლულით და მოკლე სახელურით. სსსკ 131-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ მითითებული ნიშან-თვისება შავი ფერის მოგრძო ლულა და მოკლე სახელური არ არის საკმარისი ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის.
64. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც ლ-–- ჩ------- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.
ნივთიერი მტკიცებულებები:
65. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ-–- ჩ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ლ-–- ჩ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
გამართლებულ ლ-–- ჩ-------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: 2018 წლის 14 თ--------–-, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კარების საკეტი, თავისივე სახელურებით და სამი ცალი უჯრის სახელური, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2018 წლის 14 თ--------–-, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული, ორი ხელის კვალი (ორი ცალი წებოვანი ლენტი), რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2018 წლის 14 თ--------–-, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
2018 წლის 14 თ--------–- გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაზარალებულ კ----- მ---ისაგან ამოღებული სამსახურეობრივი დანიშნულების ქურთუკი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი-კოდებით 3--------------/01 და 3--------------/01, რომელშიც ჩართულია ნომერი 558 04 01 10 - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის უნომრო და უკონდახო ვ----------ის მოდელის თოფი, რომელსაც აღენიშნება წარწერა ,,c--------’’, სანომრე ნიშნით 1-----, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტოსურათები CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
გადაუდებელი აუცილებლობის გამო ნ---- გ--------–-ილთან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული ,,ა---------’’ მოდელის მობილური ტელეფონი იმეი-კოდით 3--------------, რომელშიც მოთავსებულია „ჯ------–-ს“ ფირმის სიმბარათი ნომრით 5------------, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული პერსონალური კომპიუტერის ყუთი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ლ-–- ჩ------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
2018 წლის 15 თ--------–-, ქ.ზესტაფონში, ქეთევან წ-------–-- ქუჩა N---–- ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული შავი ფერის კომპიუტერის ქეისი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
თემურ მ----------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
კ----- მ---ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შპს ,,რ------------–-ჯ-------ას’’ ვიდეოკამერების ჩანაწერები DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
შპს ,,ჯ------–-დან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
მ-----– გ--------–-ილისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
მ-----– გ--------–-ილის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
მ-----– გ--------–-ილის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს (ქ.ზესტაფონი, გ.ა------- ქუჩა N---–-) ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული პისტოლეტი, თავისივე მჭიდით და ერთი ცალი ვაზნა, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ქ.ზესტაფონში, გ.ა------- ქუჩა N---–-, მ-----– გ--------–-ილის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული ერთი ცალი „--------“-ის ფირმის კომპიუტერის პროცესორი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზ------ ბალავაძე