განაჩენი

სისხლის სამართლის 05.11.2018
საქმის ნომერი
330100118002409975
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

(-------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

05 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - ვ----–-----------

 

დაცვის მხარე

დამცველები - მ---------------, ა-----–------–-–---–-

თარჯიმანი - ჰ------–-------

ბრალდებული - ხ-----------------------------------, დაბადებული - 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს------–----------–-ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება ჩადენილი დიდი ოდენობით), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით).

ბრალდებული - ე-–------------------------------, დაბადებული - 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს------–----------–-ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის და გასაღება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტები, მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტები (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოდანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, მე-4 ნაწილი (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ხ-----------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ - 1.6668 გრამის ოდენობით, რაც 2018 წლის 27 თებერვალს ფულადი თანხის 1600 ლარის სანაცვლოდ გაასაღა გ--------------–---ზე - ქ. თბილისში, ს------–----------–-ში.

აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 27 თებერვალს გ--------------–--ის პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული ქ. თბილისში, ს-------–---–-------------ე, მე-5 კორპუსის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე.

ხ-----------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ - 1,8625 გრამის ოდენობით.

2018 წლის 2 მარტს ხ-----------------მა წინასწარი შეცნობით ე-–----------------თან ერთად, ფულადი თანხის 1600 ლარის სანაცვლოდ, აღნიშნული განსაკურებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი“ - 1,8625 გრამის ოდენობით გაასაღა გ--------------–---ზე - ქ. თბილისში, ს------–----------–-ში.

ხ-----------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ – 0.6882 გრამის ოდენობით, რაც 2018 წლის 8 მარტს ფულადი თანხის 1000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა გ--------------–---ზე - ქ. თბილისში, ს------–----------–-ში.

ხ-----------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ქ. თბილისში, ს------–----------–-ში, კ---------------------------------------------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ - 1.9421 გრამის ოდენობით, რაც 2018 წლის 14 მარტს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ ხ-----------------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას იქნა ამოღებული.

2017 წლის 26 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ე-–---------------ი არის ნასამართლობის მქონე პირი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. მან გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, არაერთგზის, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ - 1,8625 გრამის ოდენობით.

2018 წლის 2 მარტს ე-–----------------მა წინასწარი შეთანხმებით ხ---------------თან ერთად, ფულადი თანხის 1600 ლარის სანაცვლოდ, აღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი“ - 1,8625 გრამის ოდენობით გაასაღა გ--------------–---ზე - ქ. თბილისში, ს------–----------–-ში.

2017 წლის 26 ოქტომბრის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით ნასამართლევმა ე-–----------------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 0,285 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილისებური ნივთიერება, რაც 2018 წლის 16 იანვარს, დილის საათებში ს------–----------–-ში 210 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა გ------------–----ეზე.

ზემოაღნიშნული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოღებული იქნა 2018 წლის 16 იანვარს, დილის საათებში, ს------–----------–-ში გ------------–----ისაგან.

2017 წლის 26 ოქტომბრის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით ნასამართლევმა ე-–----------------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,08725 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილისებური ნივთიერება, რაც 2018 წლის 15 იანვარს, დღის საათებში ს------–----------–-ში 210 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა გ------------–----ეზე.

ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა 2018 წლის 15 იანვარს, საღამოს საათებში, ს------–----------–-ში გ------------–----ისაგან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ხ-----------------ის და

ე-–----------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას

 

მოწმე გ--------------–--ის ჩვენებით დგინდება, რომ ბრალდებული ხ-----------------ი გაიცნო დაახლოებით სექტემბრის თვეში ა-------–--–--------------აზე, რომელსაც ესაუბრა ნარკოტიკების შეძენასთან დაკავშირებით. ხ-----------------მა გადასცა თავისი კუთვნილი ნომერი, რომელზეც უკავშირდებოდა ე.წ „Viber”-ის მეშვეობით და უთანხმდებოდა ნარკოტიკული საშუალების შეძენაზე. ე-–----------------ი გაიცნო ფ-------–-- დასახლებაში გ-------------- ქუჩაზე მდებარე ხ-----------------ის საცხოვრებელ სახლში. ხ-----------------ისგან და ე-–----------------ისგან კვირაში ორჯერ ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას. 2018 წლის 27 თებერვალს ხ-----------------ისგან სახლში 1500 ლარად შეიძინა ერთი გრამი ნარკოტიკული საშუალება ე.წ „სირეცი.“ ხ-----------------ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება ჩაიდო ჯიბეში და წამოვიდა მისი კუთვნილი ავტომანქანით, რა დროსაც დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ხ-----------------ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. დაკითხვისას თანხმობა განაცხადა პოლიციასთან თანამშრომლობაზე. დაკავებიდან ერთ კვირაში პოლიციასთან თანამშრომლების მიერ მოხდა მისი ფარული აღჭურვა და წავიდა ნარკოტიკული საშუალების შესაძენად. მივიდა ფ-------–-ში მდებარე ხ-----------------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ხ-----------------ი იკეთებდა გადასხმას და მასთან იყო ე-–----------------ი. ხ-----------------ს უთხრა, რომ უნდოდა ნარკოტიკული საშუალების შეძენა, რომელმაც თავის მხრივ თვალებით ანიშნა ე-–----------------ს, რომ მიეტანა ნარკოტიკული საშუალება. ე-–----------------ს გადასცა თანხა 1600 ლარის ოდენობით, რომელიც წავიდა, მიუტანა ნარკოტიკული საშუალება და გადასცა. მის მიერ მოხდა აღნიშნული ფაქტის ფარულად გადაღება, ხოლო შეძენილი ნარკოტიკული საშუალება გადასცა პოლიციის თანამშრომლებს. ერთი კვირის შემდეგ კვლავ მივიდა ხ-----------------თან სახლში, რომლისგან უნდა შეეძინა 1600 ლარის ნარკოტიკული საშუალება, თუმცა ხ-----------------მა განუმარტა, რომ მხოლოდ ორი გრამის მიყიდვა შეეძლო, რის გამოც 1000 ლარის სანაცვლოდ შეიძინა ორი გრამი ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და დარჩენილი 600 ლარი გადასცა პოლიციის თანამშრომლებს.

2018 წლის 27 თებერვლის პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ გ--------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ხ-----------------ისგან შეძენილი პლასტერინის მსგავსი ნივთიერება (უდავო მტკიცებულება).

2018 წლის 28 თებერვლის ქიმიური ექსპერტიზის N------------რ დასკვნით დადგინდა, რომ გ--------------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება წარმოადგენდა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინს საერთო წონით - 1,6668 გრამს (უდავო მტკიცებულება).

2018 წლის 02 მარტის ამოღების ოქმით დადგინდა, რომ გ--------------–--ისგან ამოღებული იქნა ერთი ე.წ. „ბაში“ (უდავო მტკიცებულება).

2018 წლის 03 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N4------------- დასკვნით დადგინდა, რომ გ--------------–--ისგან ამოღებული ნივთიერება შეადგენდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 1,8625 გრამს (უდავო მტკიცებულება).

2018 წლის 08 მარტის ამოღების ოქმით დადგინდა, რომ გ--------------–--ისგან ამოღებული იქნა ორი ე.წ. „ბაში“ (უდავო მტკიცებულება).

2018 წლის 10 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N-------------- დასკვნით დადგინდა, რომ გ--------------–--ისგან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0.6882 გრამს (უდავო მტკიცებულება).

2018 წლის 15 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერებული იქნა დისკზე არსებული გ--------------–--ის და ხ-----------------ის ურთიერთობის, გ--------------–--ის მიერ თანხის გადაცემის და ხ-----------------ისგან ნარკოტიკების შეძენის ფაქტი (უდავო მტკიცებულება).

2018 წლის 15 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერებული იქნა დისკზე არსებული გ--------------–--ის და ხ-----------------ის ურთიერთობის, გ--------------–--ის მიერ თანხის გადაცემის და ე-–----------------ისგან ნარკოტიკების შეძენის ფაქტი, ხოლო ხ-----------------ი ჩანს ლოგინზე წამოწოლილი (უდავო მტკიცებულება).

2018 წლის 14 მარტის სახლის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ხ-----------------ის სახლიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკში გახვეული მოწითალო ფერის ნივთიერება (უდავო მტკიცებულება).

2018 წლის 15 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N5------------ დასკვნით დადგინდა, რომ ხ-----------------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 1,9421 გრამს (უდავო მტკიცებულება).

2018 წლის 15 იანვრის ამოღების ოქმით დადგინდა, რომ გ------------–----ისგან ამოღებული იქნა სამი მოყვითალო ფერის ე.წ „წონაკი“ (უდავო მტკიცებულება).

2018 წლის 16 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის N---------/ქრ დასკვნით დადგინდა, რომ გ------------–----ისაგან ამოღებული ნივთიერება შეადგენდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0,285 გრამს (უდავო მტკიცებულება).

2018 წლის 16 იანვრის ამოღების ოქმით დადგინდა, რომ გ------------–----ისგან ამოღებული იქნა სამი ე.წ. „ბაში“ (უდავო მტკიცებულება).

2018 წლის 17 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის N------------- დასკვნით დადგინდა, რომ გ------------–----ისაგან ამოღებული ნივთიერება შეადგენდა ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით - 0,0872 გრამს (უდავო მტკიცებულება).

2018 წლის 25 აპრილის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგინდა, რომ გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებს სახელწოდებით: „--------------------------------------------------“, არ აღენიშნებათ რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. მათ ხელთ არსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 24.07.1--- წელს დაბადებული ე-–------------------------------ს (პ/ნ 0----------) სახელზე შევსებული ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით „----------a----------------------------------------------------------------- სთ-ზე ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულებები, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამების კვლევისას დადგინდა, რომ ვიდეოგრამებზე სახელწოდებით: „---------------------------------------------------- დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების ორი იერსახის გამოსახულება. მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში რიცხულ 24.07.1--- წელს დაბადებული ე-–------------------------------ს ფოტოსურათზე და ვიდეოგრამაზე სახელწოდებით: „---------------------------------------------------, დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება (უდავო მტკიცებულება).

ხ-----------------ის და ე-–----------------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა გარდა ზემოთხსენებული მტკიცებულებებისა, უტყუარად დასტურდება საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავო მტკიცებულებებად მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეთა ჩვენებებით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, თანხის წარდგენისა და დათვალიერების ოქმებით, ფულადი თანხის გადაცემის ოქმებით, ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით და ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების ოქმებით.

ბრალდებულებმა ხაიამ და ე-–----------------ებმა აღიარეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და დაადასტურეს, რომ მათ მიერ ხდებოდა ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გასაღება.

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ხ-----------------მა ჩაიდინა: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; 2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; 3. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება ჩადენილი დიდი ოდენობით; 4. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ხოლო ე-–----------------მა ჩაიდინა: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის და გასაღება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; 2. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოდანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (სსკ 260-ე მუხლი); 3. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ხ-----------------მა ჩაიდინა: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; 2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; 3. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღება ჩადენილი დიდი ოდენობით; 4. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ხოლო ე-–----------------მა ჩაიდინა: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის და გასაღება ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; 2. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოდანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (სსკ 260-ე მუხლი); 3. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულების მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულების მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ხ-----------------ის და ე-–------------------ ბრალდების დადასტურება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები (ასევე, უდავო მტკიცებულებები) ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის.

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების გასაღება. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ან პრეკურსორის ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. აღნიშნული წესი დადგენილია როგორც კანონით - „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან პრეკურსორის და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, ისე იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელსაც საქართველო შეუერთდა და რომლებიც აწესრიგებენ ამ საკითხს.

დანაშაულის საგანია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სხვადასხვა ნივთიერება. კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკულ საშუალებას მიეკუთვნება „ჰეროინი“. საერთოდ, საკითხის გადაწყვეტა — მიეკუთვნება თუ არა ესა თუ ის ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებებს, ფორმალურ-იურიდიული საკითხია და არა სამედიცინო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს სასამართლომ არ შეიძლება იხელმძღვანელოს ფარმაცევტული ცნობარებით, ან თუნდაც მოცემული ნივთიერების შეფასება მოახდინოს როგორც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებისა მათი ქიმიური თუ ფარმაკოლოგიური დახასიათების საფუძველზე. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს იმ სპეციალური სიით, რომელიც თან ახლავს საქართველოს კანონს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“. ე.ი. ნარკოტიკულ საშუალებად უნდა ჩაითვალოს სწორედ ის ნივთიერებები, რაც ჩამოთვლილია ამ სიაში.

აქედან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების ცნება მოიცავს ორ ასპექტს: სამედიცინო და იურიდიულ ასპექტებს. სისხლის სამართლის კოდექსში იგულისხმება ამ ცნების იურიდიული ასპექტი. კერძოდ, ნარკოტიკულ საშუალებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში.

ამდენად, თუკი შესაბამისი ექსპერტიზით დადგინდება ბრუნვიდან ამოღებული ნივთიერების მოლეკულური სტრუქტურა, ასევე დადგინდება, რომ მოცემულ ნივთიერებას აქვს თვისება, ნარკოტიკული საშუალების ანალოგიური ზემოქმედება მოახდინოს ორგანიზმზე, სახეზეა ნარკოტიკის ანალოგი. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე არაა დანაშაულის საგანი, რადგან ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს პირის სასარგებლოდ. ამის შემდეგ, სათანადო ორგანოების მიერ ამ ნივთიერებას მიენიჭება შესაბამისი სახელწოდება და იგი შეტანილი იქნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა სიაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება. ამ დღიდან იგი უკვე ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენს, რადგან ცნობილია მისი მოლეკულური სტრუქტურა და ისიც, რომ მას ორგანიზმზე აქვს ნარკოტიკული საშუალების შესაბამისი ზემოქმედების უნარი.

საქართველოს კანონში „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია: 1 სია მოიცავს ნარკოტიკული საშუალებების კრებსით ჩამონათვალს. II სია მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს. საქართველოში ეს ნივთიერებები სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის აკრძალულია. ესენია განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა გამოყენებაც ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით. სწორედ ასეთი ნარკოტიკული საშუალებაა ,,ჰეროინი“ (დიაცეტილმორფინი).

განსახილველი ნორმის ობიექტური მხარე გამოიხატება შემდეგ ქმედებებში: უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება. ჩამოთვლილ ქმედებათა უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ქმედებები ჩადენილია ნარკოტიკული ნივთიერების, მათი ანალოგისა და პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. უკანონო შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. უკანონო გასაღების საშიშროება რადიკალურად განსხვავდება სხვა ქმედებების: შეძენა, შენახვა და ა.შ. საშიშროებისაგან, რადგან გასაღებისას საფრთხე ექმნება სხვა პირის (შემძენის) სამართლებრივ სიკეთეს. სამართლის მიზანია სწორედ რომ პირის დაცვა არა თვითსაფრთხისაგან, არამედ სხვა პირთა მხრიდან ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. უკანონო გასაღება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე - გადასცემს მას სხვას. სუბიექტური მხრივ ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო გასაღებისას ამსრულებლის მოტივსა და მიზანს არა აქვს მნიშვნელობა კვალიფიკაციისათვის. იგი მხედველობაში მიიღება მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას. ნარკოტიკულ საშუალებათა უკანონო გასაღებაც ბრალის ფორმის მიხედვით არის პირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაული. ე.ი. პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ასაღებს ნარკოტიკულ საშუალებას.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების „ა“ პუნქტით დამამძიმებელ გარემოებადაა მიჩნეული იგივე ქმედება, ჩადენილი დიდი ოდენობით. ნარკოტიკული საშუალების ოდენობის განსაზღვრისას კანონმდებელმა მხედველობაში მიიღო არა მარტო ამ ნივთიერებათა წონა და ოდენობა, არამედ მისი თვისება, მისი ზემოქმედების უნარი ადამიანის ორგანიზმზე. ამიტომაა, რომ ოდენობის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ნარკოტიკული საშუალების სახეობას, არამედ მის ფიზიკურ მდგომარეობას, ე.ი. იმას, იგი მოცემულია ფხვნილის ან აბის, თუ ამპულაში სითხის სახით, ანდა ნაყენის სახით. 2003 წლის 23 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. აღნიშნულ ნუსხაში მოცემულია არაკანონიერ ბრუნვაში ან მფლობელობაში აღმოჩენილ ნარკოტიკულ საშუალებათა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა. ზემოხსენებული სიის თანახმად, მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებული ოდენობის ჩათვლით არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაწყისი (სსკ 260-ე მუხლის I ნაწილი). მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებული ოდენობის ჩათვლით ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.

იგივე ქმედების ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მეტი საზოგადოებრივი საშიშროებით ხასიათდება და ამიტომაც იგი ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა. საქართველოს სს კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მასში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ე.ი. ქმედების ამ ნორმით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, სულ მცირე ორი პირი (ამსრულებელი) 260-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების დაწყებამდე შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილის „დ“ პუნქტით დამამძიმებელი გარემოებაა, როდესაც იგივე ქმედება ჩადენილია არაერთგზის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ე-–----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03 (სამი) წელი. საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილი არ აქვს.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილში გათვალისწინებულია ამ დანაშაულის განსაკუთრებით დამამძიმებელი გარემოებები. პირველი მათგანია ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: განსაკუთრებით დიდი ოდენობით. ისე, როგორც დიდი ოდენობა, განსაკუთრებით დიდი ოდენობაც შეფასებითი ცნებაა და მხედველობაშია მისაღები, როგორც მოცემული ნარკოტიკული საშუალების რაოდენობა, ასევე ორგანიზმზე მისი ზემოქმედების ძალა.

აქვე, სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხ-----------------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღებაში ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; 2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღებაში ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; 3. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღებაში ჩადენილი დიდი ოდენობით; 4. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვაში, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ხოლო ე-–----------------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვაში, არაერთგზის და გასაღებაში ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; 2. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ჩადენილი არაერთგზის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოდანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; 3. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვაში, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ელ---------------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარეს და გულწრფელად მოინანიეს ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

ელ---------------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულების პიროვნებასა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულების პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ნარკოტიკული საშუალების სახეს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულებს უნდა დაენიშნოთ შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს) მოთხოვნებს.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

- ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც ინახება შსს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში და შსს ცკპდ სპეციალურ საცავში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

- ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

- ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი კომპიუტერული დისკები, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე-–----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 15 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 16 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 02 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ე-–----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დაემატოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე-–----------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. ე-–----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 09 მარტიდან.

5. ე-–----------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

6. ხ-----------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 02 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 08 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 14 მარტის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 02 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა - 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს სხვა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ხ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

8. ხ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 მარტიდან.

9. ხ-----------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

10. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

11. ნივთმტკიცება:

- ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც ინახება შსს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში და შსს ცკპდ სპეციალურ საცავში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

- ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

- ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი კომპიუტერული დისკები, დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი