გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.11.2018
საქმის ნომერი
210210017002071163
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017002071163

საქმე №2/726 - 17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ნოემბერი 2018 წელი ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი

სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი

მოსარჩელე - რუ----------------ე

წარმომადგენელი- ნი---------–--ე, თე-----------------ე, გი---------------ე;

მოპასუხე - გი-----------–---–ი

წარმომადგენელი-თე----------ა

არასრულწლოვანი ბავშვების წარმომადგენელი- ნა-------–-–---–ი

დავის საგანი- არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2--- წლის 2--------–- დაბადებული (დაბადების სააქტო ჩანაწერის #0------) ნუ--------------ის და 2--- წლის 2--------------- დაბადებული(დაბადების სააქტო ჩანაწერის #0----------) მა-----------–---–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის რუ----------------ის საცხოვრებელი ადგილი, ლაგოდეხის რაიონის სოფელი ჰ-------------.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბავშვები შეჩვეული არიან გარემოს სადაც ცხოვრობენ, სწავლობენ სოფელ ნ---------- სკოლაში, მამასთან აქვთ ძლიაერი მიჯაჭვულობა, ხოლო დედასთან არ სურთ ურთიერთობა.

2.2. არასრულწლოვანი ბავშვების წარმომადგენელემა ნა-------–-–---–მა განმარტა, რომ ბავშვებს აქვთ ძლიერი მიჯაჭვულობა მამასთან, მიუხედავათ არაერთი მცდელობისა დედასთან მათ ურთიერთობა არ ისურვეს. ამ ეტაპზე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2006 წლიდან 2016 წლამდე მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი 2--- წლის 2--------–- დაბადებული (დაბადების სააქტო ჩანაწერის #0------) ნუ--------------ე და 2--- წლის 2--------------- დაბადებული(დაბადების სააქტო ჩანაწერის #0----------) მა-----------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-განქორწინების მოწმობა(ს/ფ15);

-მა-----------–---–ის დაბადების მოწმობა(ს/ფ 16);

-ნუ--------------ის დაბადების მოწმობა(ს/ფ 17);

 

3.2.2. ნუ--------------ე და მა-----------–---–ი ამჟამად ცხოვრობენ მამის გი-----------–---–ის ოჯახში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სოციალური მუშაკის დასკვნა;

 

3.2.3. სასამართლოში წარმოდგენილი იქნა, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნები, როგორც მოსარჩელის ისე მოპასუხის ოჯახური მდგომარეობის შესახებ. დასკვნების თანახმად ორივე ოჯახი ხასიათდება დადებითად, სადაც შექმნილია ყველა პირობა ბავშვების ცხოვრებისა და აღზრდისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

1. რუ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. 2--- წლის 2--------------- დაბადებული (დაბადების სააქტო ჩანაწერის #0----------) მა-----------–---–ის და 2--- წლის 2--------–- დაბადებული(დაბადების სააქტო ჩანაწერის #0------) ნუ--------------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის გი-----------–---–ის საცხოვრებელი ადგილი, სიღნაღის რაიონი, სოფელი ნ---------.

 

1.2. მოსარჩელე რუ----------------ეს(პირადი №2----------) 2--- წლის 2--------------- დაბადებული (დაბადების სააქტო ჩანაწერის #0----------) მა-----------–---–ის და 2--- წლის 2--------–- დაბადებული(დაბადების სააქტო ჩანაწერის #0------) ნუ--------------ის ურთიერთობისათვის განესაზღვროს დრო ყოველი კვირის პარასკევი დღის 17:00 საათიდან იმავე კვირის კვირა დღის 15:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა ან საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლების მინიჭების გზით.

 

1.3.მოსარჩელე რუ----------------ეს(პირადი №2----------) 2--- წლის 2--------------- დაბადებული (დაბადების სააქტო ჩანაწერის #0----------) მა-----------–---–ისა და 2--- წლის 2--------–- დაბადებული(დაბადების სააქტო ჩანაწერის #0------) ნუ--------------ის სანახავად განესაზღვროს კვირის ნებისმიერ დროს მონახულება თავისი საცხოვრებელი ადგილზე წაყვანის გარეშე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე, 1201-ე, 1197-1199-ე, 1202-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არ აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის ამ მოთხოვნებით და 2017 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით 2--- წლის 2--------–- დაბადებულ (დაბადების სააქტო ჩანაწერის #0------) ნუ--------------ეს და 2--- წლის 2--------------- დაბადებულ(დაბადების სააქტო ჩანაწერის #0----------) მა-----------–---–ს დაუნიშნა კანონიერი წარმომადგენელი.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

ზემოთაღნიშნული ნორმების საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის გადაწყვეტილება მოტივირებული უნდა იყოს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ იმ არგუმენტაციით, თუ რა პირობები შეიძლება მიჩნეული იქნეს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის საუკეთესოდ. ასეთ პირობებში პირველ რიგში მოაზრებული უნდა იქნეს ის სოციალური გარემო და კონკრეტული ჰუმანური რესურსები, რაც აუცილებელია ბავშვის ფსიქოლოგიის პოზიტიური განვითარებისათვის. საუკეთესოდ ფასდება ის გარემო, სადაც ბავშვმა შეიძლება მიიღოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ემოციური რესურსები.

 

სასამართლოში წარმოდგენილი იქნა, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნები, როგორც მოსარჩელის ისე მოპასუხის ოჯახური მდგომარეობის შესახებ. დასკვნების თანახმად ორივე ოჯახი ხასიათდება დადებითად, სადაც შექმნილია ყველა პირობა ბავშვების ცხოვრებისა და აღზრდისათვის. საქმეში ჩართული იყო ფსიქოლოგი, რომლის დასკვნით დადგენილია, რომ მამასთან ორივე შვილს აქვს განსაკუთრებული მიჯაჭვულობა, ხოლო დედასთან არ სურთ ურთიერთობა. ეს გარემოება დაადასტურა ბავშვების წარმომადგენელმა ნა-------–-–---–მა. 2017 წლის რვა სექტემბერს სიღნაღის რაიონულმა სასმართლომ გამოსცა დროებითი განკარგულება, რომლითაც ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის რუ----------------ის საცხოვრებელი ადგილი, რომელიც ვერ აღსრულდა ბავშვების დედასთან ურთიერთობაზე კატეგორიული უარის გამო. სასამართლოში გასაუბრებისას მათ ასეთივე პოზიცია დააფიქსიერს დედის მიმართ და მიუხედავათ სასამართლოს და მათი წარმომადგენლის მცდელობისა ვერ მოხერხდა ბავშვების დედასთან დაახლოება ელემენტარული ურთიერთობის დონეზეც კი. ბავშვების ასეთი კატეგორიული დამოკიდებულების გამო, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. ამავდროულად სასმართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დედასა და შვილებს შორის უნდა დარეგულირდეს ურთიერთობა და მოხდეს მათი დაახლოება, მიიჩნია, რომ დედას შეუზღუდავა უნდა შეეძლოს მათთან ურთიერთობა კვირის ნებისმიერ დღეს, ხოლო დასვენების დღეებში უნდა შეეძლოს მათი სახში წაყვანა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

აქედან გამომდინარე მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელზე გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

2. რუ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. 2--- წლის 2--------------- დაბადებული (დაბადების სააქტო ჩანაწერის #0----------) მა-----------–---–ის და 2--- წლის 2--------–- დაბადებული(დაბადების სააქტო ჩანაწერის #0------) ნუ--------------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის გი-----------–---–ის საცხოვრებელი ადგილი, სიღნაღის რაიონი, სოფელი ნ---------.

 

1.2. მოსარჩელე რუ----------------ეს(პირადი №2----------) 2--- წლის 2--------------- დაბადებული (დაბადების სააქტო ჩანაწერის #0----------) მა-----------–---–ის და 2--- წლის 2--------–- დაბადებული(დაბადების სააქტო ჩანაწერის #0------) ნუ--------------ის ურთიერთობისათვის განესაზღვროს დრო ყოველი კვირის პარასკევი დღის 17:00 საათიდან იმავე კვირის კვირა დღის 15:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა ან საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლების მინიჭების გზით.

 

1.3. მოსარჩელე რუ----------------ეს(პირადი №2----------) 2--- წლის 2--------------- დაბადებული (დაბადების სააქტო ჩანაწერის #0----------) მა-----------–---–ისა და 2--- წლის 2--------–- დაბადებული(დაბადების სააქტო ჩანაწერის #0------) ნუ--------------ის სანახავად განესაზღვროს კვირის ნებისმიერ დროს მონახულება თავისი საცხოვრებელი ადგილზე წაყვანის გარეშე.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი