განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 16 ოქტომბერი, 2018 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ნათია რობაქიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------------------–-ა.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ--------–-–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------, დაბადებული 1----–-–-------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-------–-------------------------------------------ში, მცხოვრები: თ---–-------–---------------------------------------------ში.
ადვოკატი - მ--------------ე.
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი); 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი); 3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი); 4) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 6 მაისის ეპიზოდი); 5) 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 6 მაისის ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2018 წლის 14 თებერვალს, ქ------–--–-----–-------------------------------------------------------ში ლ--------–-–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ი-------------–-------–-–---–ს, კერძოდ: დაარტყა ხელი სახის არეში რამდენჯერმე, რის შედეგადაც ი-------------–---------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ლ--------–-–---–ის ქმედებით ი-------------–-------–-–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
1.2. 2018 წლის 14 თებერვალს, ქ-------–--–-----–-------------------------------------------------------ში, ლ--------–-–---–ი დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით მეუღლეს - ი-------------–-------–-–---–ს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ლ--------–-–---–ის ქმედების შედეგად, ი-------------–-------–-–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, რის შედეგადაც მიადგა მორალური ზიანი.
1.3. 2018 წლის 17 თებერვალს, დღის საათებში, ქ------–--–----–----–----------–---–-------------თან ლ--------–-–---–მა, მეუღლეს - ი-------------–-------–-–---–ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა ხელი სახის არეში რამდენჯერმე, რის შედეგადაც ი-------------–---------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ლ--------–-–---–ის ქმედებით ი-------------–-------–-–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
1.4. 2018 წლის 6 მაისს, დაახლოებით 21:15 საათზე, ქ------–--–----–----–----------–---–-------------თან ლ--------–-–---–მა, ყოფილ მეუღლეს - ი-------------–-------–-–---–ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა ხელი სახის არეში რამდენჯერმე, წაუჭირა ყელში ძლიერად ხელები, რის შედეგადაც ი-------------–-------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ლ--------–-–---–ის ქმედებით ი-------------–-------–-–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
1.5. 2018 წლის 6 მაისს, დაახლოებით 21:15 საათზე, ქ------–--–----–----–----------–---–-------------თან ლ--------–-–---–მა, ყოფილი მეუღლის მეგობარს - დ--–--–--–--ეს დაარტყა ხელი თვალის არეში, ასევე ხელი მოუჭირა მკლავზე ძლიერად და შეანჯღრია, რის შედეგადაც დ--–--–--–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ლ--------–-–---–ის ქმედებით დ--–--–--–--ეს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1 2018 წლის 14 თებერვალს, ქ------–--–-----–-------------------------------------------------------ში ლ--------–-–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ი-------------–-------–-–---–ს, კერძოდ: დაარტყა ხელი სახის არეში რამდენჯერმე, რის შედეგადაც ი-------------–---------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ლ--------–-–---–ის ქმედებით ი-------------–-------–-–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
2.2 2018 წლის 14 თებერვალს, ქ-------–--–-----–-------------------------------------------------------ში, ლ--------–-–---–ი დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით მეუღლეს - ი-------------–-------–-–---–ს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ლ--------–-–---–ის ქმედების შედეგად, ი-------------–-------–-–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის რეალური შიში, რის შედეგადაც მიადგა მორალური ზიანი.
2.3 2018 წლის 6 მაისს, დაახლოებით 21:15 საათზე, ქ------–--–----–----–----------–---–-------------თან ლ--------–-–---–მა, ყოფილ მეუღლეს - ი-------------–-------–-–---–ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა ხელი სახის არეში რამდენჯერმე, წაუჭირა ყელში ძლიერად ხელები, რის შედეგადაც ი-------------–-------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ლ--------–-–---–ის ქმედებით ი-------------–-------–-–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამათლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
2.2. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ი-------------–--------–-–---–მა განმარტა, რომ ლ--------–-–---–ი არის მისი ყოფილი მეუღლე. ისინი 13 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებული და ჰყავთ საერთო შვილი. 2018 წლის 14 თებერვალს იყო სახლში, თ---–--–-----–-----------------------------------------ში. ლ--------–-–---–ი იყო ნასვამი და ეჭვიანობის საფუძველზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგ დაარტყა ხელი კისრის არეში. მისმა მეუღლემ ჯიბიდან ამოიღო გასაშლელი დანა და ყელზე მიადო და დაუსერა და მერე თავად დაიზიანა (გადაიჩეხა) ხელები. მას შეეშინდა, რომ მეუღლე მოკლავდა, სახლიდან გაიქცა და პოლიცია გამოიძახა, თუმცა პოლიციელებს დაუმალა კონფლიქტის რეალური მიზეზი. მეუღლის მუქარა იყო რეალური, რადგან მეუღლე ემუქრებოდა, მოგკლავ, დაგამახინჯებ, ყელს გამოგჭრიო. მას კისერზე აღენიშნებოდა ნასერი ჭრილობები, თუმცა სისხლი არ სდიოდა, რომლებიც მომდევნო დღეებში უფრო გამოეკვეთა. ამ ფაქტის შემდეგ იგი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად.
დაზარალებულის განმარტებით, 2018 წლის 17 თებერვალს, მას ტელეფონით დაუკავშირდა ქალიშვილი და უთხრა, რომ მისი მეუღლე იყო მისული მის სამსახურში, რომელიც მდებარეობს თ---–--–----------–---–----------ში და აპირებდა საკერავი მანქანების წაღებას. მისი უფროსის - დ--–--–--–--ის მითითებით, ლ--------–-–---–ს აკრძალული ჰქონდა სამკერვალოში შესვლა, რადგან წარსულში, მისი არყოფნის დროს, მისმა მეუღლემ დანით დააზიანა (დაჩხვლიტა) მისი სამუშაო (საგამომჭრელო) მაგიდა და დაემუქრა იქ მყოფებს მოკვლით, მათ შორის დ--–--–--–--ის არასრულწლოვან შვილს - ს--–------------ას. მისი მეუღლე აყენებდა შეურაცხყოფას, ემუქრებოდა მოკვლით, ეუბნებოდა ჩემი ხელით მოგკლავ, მჟავას შეგასხამ სახეში, მერე რა თუ ციხეში წავალ, იქიდან, რომ გამოვალ მაინც მოგკლავო, რის გამოც მან დალია წამლები თვითმკვლელობის მიზნით.
დაზარალებულის განმარტებით, 2018 წლის 6 მაისს იგი იყო სამსახურში, სადაც მიაკითხა ლ--------–-–---–მა, რომელიც იყო ნასვამი და შეაგინა დ--–--–--–--ეს. დ--–--–--–--ე დაინტერესდა, რას ერჩოდა. ლ--------–-–---–მა სამკერვალოდან წაიღო საკერავი მანქანა და კიბეზე დაამტვრია, რის შემდეგ მოყვა მისი და დ--–--–--–--ის ლანძღვა-გინებას. დ--–--–--–--ემ ვერ მოითმინა გინება და სახეში გაარტყა სილა ლ--------–-–---–ს, მერე დაიხარა, თუმცა ქვა არ უსვრია. ლ--------–-–---–მა დ--–--–--–--ეს ხელი კრა, ის შუაში ჩადგა. ლ--------–-–---–ი მას ხელით წვდა კისერში, ახრჩობდა, აგინებდა და ემუქრებოდა. მან იგრძნო ტკივილი და სუნთქვა შეეკვრა. მას დაეხმარა დ--–--–--–--ის მეუღლე - გ------------ა. მაღაზიაში ლ----ი დაემუქრა, მაინც ნულზე დაგტოვებო, მაღაზიის გარეთ კი მიაყენა შეურაცხყოფა.
2.3. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა დ--–--–--–--ემ განმარტა, რომ ლ--------–-–---–ი არის მისი თანამშრომლის ი-------------–--------–-–---–ის მეუღლე. მისი სამსახური მდებარეობს ხ------–---–----------ში, რომლის ფართის ნაწილი ქვეიჯარით აქვს დაკავებული ი-------------–--------–-–---–ს, სადაც აქვს სამკერვალო. მისთვის ცნობილია, რომ 2018 წლის 14 თებერვალს ლ--------–-–---–ი იყო ნასვამი და ცემა მისი მეუღლე ი-------------–--------–-–---–ი. 2018 წლის 15 თებერვალს, იგი მივიდა სამსახურში, ნახა ი------------–--------–-–---–ის სისხლიანი ჩანთა. გაიგო, რომ ი------ დალია წამლები და ცდილობდა თავის მოკვლას, რადგან სამსახურში მიაკითხეს ძმამ და მეუღლემ, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელით შეეხნენ. ი------ სხეულზე ჰქონდა დანის ნასერები და დალურჯებები და საავადმყოფოში იწვა. მეორე დღეს მასთან სამსახურში მივიდა ლ--------–-–---–ი, რომელმაც მის ქალიშვილს - ს--–------------ას უთხრა, ერთად გადაეჭრათ ვენები, ვინაიდან იცოდა, რომ მის ქალიშვილს წარსულში ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. ლ--------–-–---–ი იმუქრებოდა, რომ მის ცოლს მოკლავდა, მჟავას შეასხამდა და დაამახინჯებდა და დანით დააზიანა მისი სამკერვალო მაგიდა.
დაზარალებულის განმარტებით, 2018 წლის 6 მაისს დაურეკა მეუღლემ და გააფრთხილა, რომ სამსახურში იყო მისული ლ--------–-–---–ი, რომელიც იმუქრებოდა რომ ი------ საკერავი მანქანები უნდა დაელეწა, რადგან იყო მისი. იგი ესაუბრა მის თანამშრომელს, რომელმაც უთხრა, რომ ადგილზე იყვნენ მისი არასრულწლოვანი შვილები. იგი მივიდა სამსახურში, სადაც კიბეზე დახვდა ლ--------–-–---–ი, რომელსაც მისგან აკრძალული ჰქონდა მის სამსახურში მისვლა. ლ--------–-–---–ი იგინებოდა და ილანძღებოდა, როგორც ი------, ასევე მისი მისამართით. მერე გამოიტანა საკერავი მანქანა და დალეწა. ლ--------–-–---–ი ი------ სდებდა ბრალს მრუშობაში, იმუქრებოდა ყველაფრის დაწვით და დალეწვით. ამას ესწრებოდნენ მისი არასრულწლოვანი შვილები. ლ--------–-–---–ი გავიდა და აპირებდა მისი მეუღლის ავტომანქანაში ჩაჯდომას, რასაც იგი შეეწინააღმდეგა, რადან არ უნდოდა მისი მეუღლე ლ--------–-–---–თან ერთად წასულიყო. ლ--------–-–---–მა თმაში მოქაჩა და სახეში, კერძოდ, თვალთან დაარტყა ხელი. დარტყმის შედეგად მან განიცადა ტკივილი. მან თავდაცვის მიზნით სახეში გაარტყა ხელი ლ--------–-–---–ს, რომელიც კვლავ განაგრძობდა მის გინებას, ისევ გაარტყა სახეში ხელი და ხელი კრა, თუმცა არ წაქცეულა. მას ლ--------–-–---–ისთვის ქვა არ უსვრია, ესროლა გამხმარი ტალახი, რაც ამ უკანასკნელს არ მოხვედრია. მათი თანდასწრებით ლ--------–-–---–მა ი-------------–--------–-–---–ი იქვე ქუჩაში ცემა, კერძოდ გაარტყა სახეში ხელი და უცენზურო სიტყვები ეძახა. ლ--------–-–---–ს სურდა მაღაზიის დალეწვა, გადაწვა, რათა მას სამსახურიდან გაეგდო ი-------------–--------–-–---–ი და უსახსროდ დაეტოვებინა. ლ--------–-–---–ის მოქმედების შედეგად მას ჰქონდა სხეულზე დალურჯებები.
2.4. მოწმის სახით დაკითხულმა ნ----------–---–მა განმარტა, რომ იგი მუშაობდა თ---–--–----------–---–----------ში მდებარე მაღაზია რ-------ში, სადაც ასევე იყო სამკერვალო სალონი მაქმანი, სადაც მუშაობდა ი-------------–--------–-–---–ი. 2018 წლის 14 თებერვალს, დილით 11:00 საათისთვის, იგი მივიდა სამსახურში, სადაც დახვდა დიდი რაოდენობით ,,ცინარიზინი“. რომ მოიკითხა, უთხრეს, რომ ი-------------–-------–-–---–მა სცადა თვითმკვლელობა და იყო საავადმყოფოში. მოგვიანებით მაღაზიაში მივიდა ლ--------–-–---–ი, რომელიც იყო განერვიულებული, დანას ურტყამდა მაგიდას, რადგან ი-----ზე იყო გაბრაზებული. ლ--------–-–---–ი იმუქრებოდა, ი-----ზე ამბობდა, რომც გადარჩეს, მაინც მოვკლავო. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მან ნახა ი-------------–--------–-–---–ი, რომელსაც ყელი დანით ჰქონდა დასერილი და თვალთან ჰქონდა ჩალურჯება. ი------ აუხსნა, რომ მეუღლესთან მოუვიდა შეკამათება და მან მიაყენა დაზიანებები.
2.5. მოწმის სახით დაკითხულმა გ---------------ამ განმარტა, რომ დ--–--–--–--ე არის მისი მეუღლე. მათ მფლობელობაშია მაღაზია, მდებარე თ---–--–----------–---–----------ში. 2018 წლის 6 მაისს, საღამოს მივიდა მაღაზიაში, სადაც ნახა ლ--------–-–---–ი, რომელიც იყო ნასვამი და უთხრა, რომ უნდა წაეღო მისი საკერავი მანქანები. მან უთხრა ლ----ს რომ აჯობებდა თუ მეორე დღეს მოვიდოდა ფხიზელი და ისე მოაგვარებდა საქმეს. მას ეგონა, რომ ლ----ი დამშვიდდა და სახლში წავიდა. დაახლოებით 20 წუთში, მას დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ ლ----მა დაამხოთ თავზე ყველაფერი, გვაგინებს, შეურაცხყოფას გვაყენებს და დაამტვრია მანქანებიო. იგი მივიდა მაღაზიაში, სადაც ნახა მისი მეუღლე და ლ----ი, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს. იგი შეეცადა ლ----ი გაერიდებინა შემთხვევის ადგილიდან. მისი მეუღლე იყო წინააღმდეგი რომ ლ----ი ჩამჯდარიყო მის ავტომანქანაში, რასაც მოყვა კონფლიქტის განახლება. როგორც მისთვის არის ცნობილი, ლ----ი პოლიციაში გააფრთხილეს, რომ არ უნდა მისულიყო მაღაზიაში, რადგან ი------თან და დ--–--თან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა. იგი შემთხვევის ადგილზე მივიდა მას შემდეგ, რაც კონფლიქტი იყო დაახლოებით 20 წუთის დაწყებული, ამიტომ ი------ და მის მეუღლეს მიაყენა თუ არა ფიზიკური შეურაცხყოფა, არ უნახავს.
2.6. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (06.05.2018) მიხედვით, 2018 წლის 6 მაისს 23:35-00:20 საათზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თ---–--–----------–---–----------ში და წარმოადგენს ტანსაცმლის მაღაზიას ,,რ-------“, სადაც ასევე განთავსებულია სამკერვალო სალონი, სადაც დ--–--–--–--ის მითითებით, ერთ-ერთ მაგიდაზე იყო განთავსებული საკერავი მანქანა ,,ბ-------------“ ფირმის, რომელიც ლ------------–---მა წაიღო და დაამტვრია სალონის წინ.
2.7. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ექპერტის N--------- დასკვნით (30.05.2018) 07.05.2018 წელს დ--–--–--–--ეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედში წინა ზედაპირზე ნაჭდევის და მარცხენა მხარის შუა მესამედში წინა და გარეთა ზედაპრების საზღვარზე სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 6 მაისს.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა.
2.8. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ექპერტის N--------- დასკვნით (29.05.2018) 07.05.2018 წელს ი-------------–--------–-–---–ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი ქვედაყბისქვედა მიდამოში მარჯვნივ. სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 6 მაისს.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა.
2.9. ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის (28.05.2018) მიხედვით, 2018 წლის 28 მაისს 13:15-14:10 საათზე დათვალიერდა თ---–-------–-----------------–----------–---–----------ში განთავსებული სავალუტო პუნქტის შესასვლელთან დამონტაჟებული ვიდეოკამერის 2018 წლის 6 მაისის ჩანაწერები 21:00 საათიდან 21:30 საათამდე პერიოდში. პირველი ჩანაწერის დათვალიერებისას ვიდეოკამერის ხედვის არეალში შემოდის ორი ქალბატონი, რომელთაგან ერთ-ერთს აცვია თეთრი პიჯაკი, რომელიც აწვდის ხელჩანთას მეორე ქალბატონს, რომელსაც აცვია მუქი პიჯაკი და განაგრძობს მოძრაობას ხისკენ და ეფარება ხეს. მეორე ქალბატონი დგას მაღაზიის (სამკერვალოს) წინ და ხელის ჟესტიკულაციით ელაპარაკება ხის მიმართულებით ვიღაცას, რის შემდეგ ისიც მოძრაობს ხის მიმართულებით და ეფარება ხეს. პერიოდულად კამერის თვალთახედვის არეში ჩნდებიან ეს ქალბატონები, რომელთაგან ერთი ცდილობს მეორეს წაყვანას. მუქპიჯაკიანი ქალბატონი შედის მაღაზიაში, თან საუბრობს ტელეფონით. მაღაზიიდან გამოსვლისას კი, მარჯვენა ხელს იქნევს ხის მიმართულებით და ისვრის გაურკვეველ საგანს, რომელიც ვარდება ხესთან. ხის უკნიდან გამოდიან თეთრპიჯაკიანი ქალბატონი და მამაკაცი, რომელსაც აცვია მოკლესახელოებიანი მუქი მაისური. ისინი შედიან მაღაზიაში, საიდანაც მალევე გამოდის მამაკაცი, ხელში უკავია თეთრი ფერის ნივთი, რომელსაც აგდებს ძირს და ამტვრევს, შემდეგ იღებს და მიაქვს ხის უკან. მას უახლოვდება მამაკაცი, რომელსაც აცვია მოთეთრო მაისური და გაყავს იგი კამერის თვალთახედვის არედან. მეორე ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას ჩანაწერში ჩანს, როგორ ცდილობს მამაკაცის, რომელსაც აცვია მოკლესახელოიანი მაისური დაწყნარებას და იქაურობიდან მოაშოროს მუქ მაისურიანი მამაკაცი და მიყავს ავტომანქანსკენ და ორივე აპირებს შიგ ჩაჯდომას. ამ დროს ჩანაწერში ჩნდება მუქპიჯაკიანი ქალბატონი, რომელიც სწრაფი ნაბიჯით უახლოვდება ავტომობილს, მიდის მამაკაცთან, რომელსაც აცვია მოკლემკლავიანი მაისური და ესაუბრება მას, თან მისი მისამართით იქნევს ხელს. მათ უახლოვდებიან თეთრპიჯაკიანი ქალბატონი და მუქმაისურიანი მამაკაცი და ცდილობენ მათ დაშორებას. მამაკაცი, რომელსაც აცვია მოკლესახელოიანი მაისური იქნევს ხელს ქალბატონების მისამართით, თუმცა მათ ფიზიკურად არ ეხება. მუქპიჯაკიანი ქალბატონი იხრება ძირს და წამოდგომისას მარჯვენა ხელს იქნევს მამაკაცის მიმართულებით. ასევე ძირს იხრება მამაკაცი, რომელიც წამოდგომის შემდეგ ქალბატონისკენ იწევს, მაგრამ მათ შორის დგება, თეთრპიჯაკიანი ქალბატონი და ერთმანეთს აშორებს. მალე ისინი ისევ იწევენ ერთმანეთისკენ. თეთრპიჯაკიანი ქალბატონი და მუქმაისურიანი მამაკაცი კვლავ დგებიან მათ შორის. მამაკაცი რომელსაც აცვია მოკლესახელოებიანი მაისური და თეთრპიჯაკიანი ქალბატონი უახლოვდებიან ერთმანეთს და მამაკაცი ქალბატონს ხელს კრავს და უკან აგდებს, რის შემდეგ ხელს ურტყამს სახეში, რის შემდეგ ქალბატონი უკან ვარდება, მაგრამ არ ეცემა. მამაკაცი უახლოვცდება ქალბატონს და რამდენიმეჯერ ხელს კრავს და ანჯღრევს. მამაკაცი მიდის ავტომანქანის მხარეს, რა დროსაც მას რამდენიმეჯერ ხელს ურტყამს მუქპიჯაკიანი ქალბატონი, რომელიც გამოყავს მუქ მაისურიან მამაკაცს. მუქპიჯაკიანი ქალბატონი უკან ბრუნდება, იხრება ძირს და აგრძელებს მოკლესახელოებიანი მამაკაცისკენ სვლას, მიახლოვებისას კი ხელს იქნევს და შემდგომ ხელის კვრით უკან აგდებს მამაკაცს, რომელიც ხელებს იქნევს ქალბატონის მისამართით, თუმცა არ ეხება მას. მამაკაცის ხელების ქნევისას ქალბატონი კვლავ იწევს მამაკაცისკენ, რა დროსაც მათთან მიდის შავმაისურიანი მამაკაცი და ქალბატონი მიყავს მაღაზიისკენ.
2.10. სასამართლოში, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს შემთხვევის დღეს თ---–-------–--------------–---–----------თან განვითარებული მოვლენები, თუ როგორ კრავს ხელს ლ--------–-–---–ი მის მეუღლეს ი-------------–--------–-–---–ს და უკან აგდებს, რის შემდეგ ხელს ურტყამს სახეში და დაზარალებული წაბორძიკდება, მაგრამ არ ეცემა, რის შემდეგ ლ--------–-–---–ი კვლავ უახლოვდება, ხელს კრავს და ანჯღრევს. ამასთან ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას არსად ჩანს, რომ ლ--------–-–---–ი ხელით ეხებოდეს დ--–--–--–--ეს, რომელთანაც ჩანს, რომ აქვს სიტყვიერი დაპირისპირება.
2.11. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წამოდგენილი სხვა მტკიცებულებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების არარელ----ტურია, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო მათ დეტალურად არ მიმოიხილავს.
2.12. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი თითოეული რელ----ტური მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევიან ისინი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:
2.13. მხარეებს სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი-------------–--------–-–---–ი და ლ--------–-–---–ი იყვნენ მეუღლეები, მათ ყავთ საერთო შვილი და 2018 წლის 14 თებერვლამდე ისინი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად.
2.14. სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 14 თებერვალს ლ--------–-–---–მა ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე, ი-------------–--------–-–---–ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი, ასევე დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად. შემდეგ გარემოებათა გამო:
2.15. დაზარალებულმა ი-------------–--------–-–---–მა სასამართლოში დაადასტურა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, სახლში ყოფნისას მისმა მეუღლემ, რომელიც იყო ნასვამი, დაარტყა ხელი კისრის არეში, რის შემდეგ ყელზე მიადო დანა და მიაყენა ნასერი ჭრილობები. მას შეეშინდა, რომ მეუღლე მოკლავდა და სახლიდან გაიქცა. დაზარალებულ ი-------------–--------–-–---–ის ჩვენება, 2018 წლის 14 თებერვალს, მასზე განხორციელებული ძალადობის და სიცოცხლისათვის სახიფათო მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, თანხვედრაშია სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მოწმე ნ----------–---–ის ჩვენებასთან, რომელმაც ცალსახად დაადასტურა, რომ მან ნახა ი-------------–--------–-–---–ი, რომელსაც ყელი დანით ჰქონდა დასერილი და თვალთან ჰქოდა ჩალურჯება. ი----- ი-------------–--------–-–---–ის მიმართ 2018 წლის 14 თებერვალს ქმრის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი ასევე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დ--–--–--–--ემ, რომელმაც განაცხადა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს ლ--------–-–---–ი იყო ნასვამი და ცემა ი-------------–--------–-–---–ი.
2.16. სასამართლო სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ იმ საკითხზე, ჩნდება თუ არა პრობლემა, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულება არ დასტურდება საქმის სხვა მასალებით, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება სავსებით დამაჯერებელია და არ არსებობს საფრთხე, რომ იგი არასანდოა, გამამყარებელი მტკიცებულებების საჭიროება, შესაბამისად ნაკლებია. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia, №4378/02; 10/03/2009; § 90). სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახური დანაშაული ლატენტურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და უმეტეს შემთხვევებში, ამ დანაშაულის თვითმხილველები არიან მხოლოდ დაზარალებული და ბრალდებული. ამდენად, სასამართლოს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რამდენად მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენება ოჯახური ძალადობის საქმეებში, რომლის უგულვებელყოფა, მისი სამართლებრივი ფასის გაუთვალისწინებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა არითმეტიკული დაჯამებით, იქნებოდა სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრულობა და ამ ტიპის დანაშაულების წახალისება.
2.17. სასამართლო, იხსენებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის განსასჯელად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2). თუმცა აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს. (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 36.).
2.18. ამდენად, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც თავის მხრივ არის ძალიან თანმიმდევრული და დამაჯერებელი და არ არსებობს ობიექტური საფუძველი მის სანდოობაში ეჭვის შესატანად, დანაშაულის ხასიათის (ლატენტური დანაშაული) და შემთხვევის ადგილის (დახურული სივრცე) გათვალისწინებით, არის ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქვს უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი. სასამართლო ასევე გულდასმით დააკვირდა და შეაფასა დაზარალებულის ქცევა სასამართლოში ჩვენების მიცემისას და განმარტავს, რომ როგორც პირდაპირი, ასევე ჯვარედინი დაკითხვისას იგი თანმიმდევრულია, ცალსახად და დამაჯერებლად აღწერდა დანაშაულის დეტალებს, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო ამ ჩვენებას აფასებს როგორც მყარს და სანდოს. ამასთან, სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ მიუხედავად მოცემულობისა, როდესაც არსებობს დანაშაულის მხოლოდ ორი თვითმხილველი - დაზარალებული და ბრალდებული, დაზარალებულის ჩვენება მისთვის ყელის არეში დანით ნასერი ჭრილობების მიყენებასთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია სრულიად ნეიტრალური მოწმის ნ----------–---–ის ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა, რომ თავად ნახა, რომ ი-------------–-------–-–---–ს ყელი დანით ჰქონდა დასერილი. ამავე მოწმის ჩვენებით, დაზარალებულმა თავად დაუდასტურა, რომ ეს დაზიანებები მას მეუღლემ მიაყენა. ი-------------–--------–-–---–ზე 2018 წლის 14 თებერვალს განხორციელებული ძალადობა ასევე ირიბად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა დ--–--–--–--ემ. რაც შეეხება მუქარის რეალურობას, სასამართლოს სურს მიუთითოს, რომ თვითონ კისერზე დანის მიდების და ნასერი ჭრილობების მიყენების ფაქტი, ცალსახად მიუთითებს ამ ქმედების სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ხასიათს. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ლ--------–-–---–ის ქმედებებს დანაშაულის ჩადენამდე და ჩადენის შემდეგ, ასევე სასამართლოში დაკითხული უკლებლივ ყველა მოწმის ჩვენებას, ვინც იყო თვითმხილველი დაზარალებულისა და ბრალდებულის ურთიერთობისა და ცალსახად ადასტურებენ, რომ ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მოკვლის და ჯამრთელბის დაზიანების, მათ შორის მჟავის შესხმის და დამახინჯების მუქარა იყო ამ ოჯახური წყვილის ცხოვრებისეული რუტინა და არა გამონაკლისი, ერთეული შემთხვევა, რაც არწმუნებს სასამართლოს, რომ ბრალდებულის მუქარას დაზარალებული რეალურად აღიქვამდა და გაუჩნდებოდა საფუძვლიანი შიში. მუქარის რეალურობის აღქმასთან დაკავშირებით, სასამართლო ასევე იხსენებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2018 წლის 14 თებერვლის ინციდენტის შემდეგ, როდესაც შეშინებული ი-------------–--------–-–---–ი სახლიდან გაიქცა, იგი სახლში აღარ დაბრუნებულა, რაც დასტურია იმისა, რომ დაზარალებულს მართლაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, თ---–--–-----–--------------------------------------------ში, ლ--------–-–---–მა მის მეუღლეს ი-------------–--------–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაარტყა ხელი სახის (კისრის) არეში, რაც ობიექტურად მის ფიზიკურ ტკივილს გამოიწვევდა, ასევე დანა მიადო კისერზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად.
2.19. სასამართლოს ასევე ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 6 მაისს, თ---–--–-----–----–----------–---–----------თან ლ--------–-–---–მა ფიზიკურად იძალადა მის ყოფილ მეუღლეზე ი-------------–--------–-–---–ზე. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ი-------------–--------–-–---–მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 6 მაისს, ლ--------–-–---–მა, რომელიც იყო ნასვამი, მისი სამსახურის გარეთ, ქუჩაში, ხელით წვდა კისერში, ახრჩობდა, აგინებდა და ემუქრებოდა. მან იგრძნო ტკივილი და სუნთქვა შეეკვრა. ასევე, დაზარალებულმა დ--–--–--–--ემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 6 მაისს, ლ--------–-–---–მა ქუჩაში, ყველას თვალწინ ცემა მეუღლე, კერძოდ გაარტყა ხელი სახეში და უცენზურო სიტყვები ეძახა. გარდა ამ ჩვენებებისა, ლ--------–-–---–ის მიერ მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი, ასევე დადასტურებულია ისეთი თვალსაჩინო მტკიცებულებით, როგორიც არის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც გარკვევით ჩანს, როგორ ურტყამს სახეში ხელს ლ--------–-–---–ი ი-------------–--------–-–---–ს, რის შემდეგ ხელს კიდებს და ანჯღრევს მას. ი-------------–--------–-–---–ისთვის 2018 წლის 6 მაისს მიყენებული დაზიანებები ასევე დადასტურებულია ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ექპერტის N--------- დასკვნით (29.05.2018), რომლის მიხედვით ი-------------–--------–-–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი ქვედაყბისქვედა მიდამოში მარჯვნივ, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებების შედეგად. თ---–--–-----–--------------–---–----------თან, ლ--------–-–---–მა მის მეუღლეს ი-------------–--------–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა (დაარტყა და წაუჭირა ხელი კისერში), რაც ობიექტურად მის ფიზიკურ ტკივილს გამოიწვევდა.
2.20. სასამართლოს მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ--------–-–---–მა 2018 წლის 17 თებერვალს, თ---–--–-----–--------------–---–----------თან, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს ი-------------–--------–-–---–ს, კერძოდ დაარტყა მას ხელი სახის არეში რამდენჯერმე და ასევე ვერ დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ--------–-–---–მა, მეუღლის მეგობარს დ--–--–--–--ეს დაარტყა ხელი თვალის არეში, ასევე ხელი მოუჭირა მკლავზე ძლიერად და შეანჯღრია, რის შედეგადაც დ--–--–--–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, შემდეგ გარემოებათა გამო:
2.21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).
2.22. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე ლ--------–-–---–ს ედავება, რომ 2018 წლის 17 თებერვალს, დღის საათებში, ქ------–--–----–----–----------–---–-------------თან ლ--------–-–---–მა, მეუღლეს - ი-------------–-------–-–---–ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა ხელი სახის არეში რამდენჯერმე, რის შედეგადაც ი-------------–---------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.23. სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების ამ ეპიზოდის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა დაზარალებულ ი-------------–--------–-–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად, 2018 წლის 17 თებერვალს, მას სამსახურში მიაკითხა მეუღლემ, რომელიც აპირებდა საკერავი მანქანების წაღებას. მისი მეუღლე აყენებდა შეურაცხყოფას, ემუქრებოდა მოკვლით, ეუბნებოდა ჩემი ხელით მოგკლავ, მჟავას შეგასხამ სახეში, მერე რა თუ ციხეში წავალ, იქიდან, რომ გამოვალ მაინც მოგკლავო, რის გამოც მან დალია წამლები თვითმკვლელობის მიზნით. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულ ი-------------–-------–-–---–ს, სასამართლოში დაკითხვისას, არ განუცხადებია, რომ 2018 წლის 17 თებერვალს, მისმა მეუღლემ მიაყენა მას რაიმე სახის ფიზიკური შეურაცხყოფა, დაარტყა ხელი სახეში და მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. სასამართლო, რა თქმა უნდა ითვალისიწნებს იმ გარემოებას, რომ ოჯახური ძალადობა, მისი სპეციფიკის გათვალისწინებით, როდესაც ძალადობა მსხვერპლისთვის არის არა განსაკუთრებული შემთხვევა, არამედ ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, როდესაც მას უჭირს ძალადობეის ეპიზოდების გამორჩევა, რის გამოც, სასამართლოსთვის ბუნდოვანი დარჩა ის გარემოება, თუ რომელ დანაშაულებრივ ეპიზოდზე საუბროდა დაზარალებული, როდესაც განმარტა, რომ მისი მეუღლე აყენებდა შეურაცხყოფას, ემუქრებოდა მოკვლით, ეუბნებოდა, ჩემი ხელით მოგკლავ, მჟავას შეგასხამ სახეში და ციხიდან, რომ გამოვალ, მაინც მოგკლავო. სასამართლოს აქვე სურს აღნიშნოს, რომ 2018 წლის 17 თებერვლის დანაშაულებრივ ეპიზოდთან დაკავშირებით, ბრალდების მხარეს რაიმე სახის დამაზუსტებელი შეკითხვა არ დაუსვამს და გარდა დაზარალებულის ბუნდოვანი ჩვენებისა, ამ ეპიზოდთან მიმართებით, სხვა არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლოში დაკითხულ არც ერთ მოწმეს ირიბადაც კი არ დაუდასტურებია 2018 წლის 17 თებერვალს ლ--------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, არ ჩატარებულა ექსპერტიზა ან სხვა რაიმე საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება ბრალდების მტკიცებულებების გასამყარელად. ამდენად, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებით უტყუარად ვერ დადგინდა ლ--------–-–---–ის მიერ 2018 წლის 17 თებერვალს მის მეუღლეზე ი-------------–--------–-–---–ზე ძალადობის ფაქტი.
2.24. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2018 წლის 6 მაისს, დაახლოებით 21:15 საათზე, ქ------–--–----–----–----------–---–-------------თან ლ--------–-–---–მა, ყოფილი მეუღლის მეგობარს - დ--–--–--–--ეს დაარტყა ხელი თვალის არეში, ასევე ხელი მოუჭირა მკლავზე ძლიერად და შეანჯღრია, რის შედეგადაც დ--–--–--–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულმა დ--–--–--–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 6 მაისს, ლ--------–-–---–მა თმაში მოქაჩა ხელი და სახეში, კერძოდ თვალთან დაარტყა ხელი. სასამართლო მიუთითებს, რომ დ--–--–--–--ეს არაფერი უთქვამს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ლ--------–-–---–მა ხელი მოუჭირა მკვლავზე და ძლიერად შეანჯღრია. სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ იგი ეჭვქვეშ არ აყენებს დაზარალებულ დ--–--–--–--ის ჩვენების სანდოობას, თუმცა ასევე მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მაშინ როდესაც დ--–--–--–--ის ჩვენება არ დასტურდება სხვა არც ერთი მტკიცებულებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერში არსად ჩანს, რომ ლ--------–-–---–ი ფიზიკურად ეხება დ--–--–--–--ეს, მითუფრო თმას ქაჩავს და სახეში ურტყამს ხელს. ლ--------–-–---–ის მხრიდან დ--–--–--–--ეზე ძალადობის ფაქტი არ დაუდასტურებიათ სასამართლოში დაკითხულ თვითმხილველ მოწმეებს, ი-------------–--------–-–---–ს და გ---------------ას (დ--–-–--–--ის მეუღლეს). სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულ დ--–--–--–--ის მიერ აღწერილი ძალადობა არ არის თანხვედრაში ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- ექპერტის N--------- დასკვნასთან (30.05.2018) რომლს მიხედვით, დ--–--–--–--ეს აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა წინამხრის ქვემო მესამედში წინა ზედაპირზე ნაჭდევის და მარცხენა მხარის შუა მესამედში წინა და გარეთა ზედაპრების საზღვარზე სისხლნაჟღენთის სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებების შედეგად. ამდენად, უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის 6 მაისს ლ--------–-–---–ის მიერ დ--–--–--–--ეზე ძალადობის ფაქტი.
2.25. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1.-2.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, ლ--------–-–---–მა ი-------------–--------–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგად ი-------------–--------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 მაისს, ლ--------–-–---–მა ი-------------–--------–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა ხელი სახეში რამდენჯერმე და წაუჭირა ყელში ხელი, რის შედეგად ი-------------–--------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი.
3.5. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.
3.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები ასევე არიან ყოფილი მეუღლე და პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, ლ--------–-–---–მა მის მეუღლეს ი-------------–--------–-–---–ს კისერზე მიადო დანა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) შემადგენლობის ყველა ნიშანი.
3.8. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ--------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რომელთათვისაც ლ--------–-–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ--------–-–---–ს პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებაები, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოკვლევით, არ დადგენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
5.4. ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ურჩია წევრ სახელმწიფოებს ოჯახში ძალადობის ყველა ფორმა სისხლისსამართლებრივ დანაშაულად დაეკვალიფიცირებინათ და გაეთვალისწინებინათ იმგვარი ზომების მიღება, inter alia, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას განესაზღვრა დროებითი ზომები მსხვერპლთა დასაცავად, დამნაშავისათვის კონტაქტის, მსხვერპლთან კომუნიკაციის დამყარებისა და მიახლოების, დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრების ან შესვლის ასაკრძალად, დადგენილი ზომების ნებისმიერი დარღვევისათვის სასჯელის დაკისრება დამნაშავეზე და პოლიციის, სამედიცინო და სოციალური სერვისებისათვის სავალდებულო რეაგირების ოქმის შექმნა.
5.5. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.
5.6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლისთვისაც მსჯავრი უდა დაედოს ლ--------–-–---–ს, ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლისთვისაც მსჯავრი უდა დაედოს ლ--------–-–---–ს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
5.7. სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების პირობებში ითვალისწინებს ლ--------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადობრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახეს - ლ--------–-–---–ი როგორც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურად ძალადობდა მისი ოჯახის წევრზე, როგორც დახურულ სივრცეში (საცხოვრებელ სახლში), ასევე ქუჩაში (დაზარალებულის სამსახურში), რის გამოც დაზარალებული იყო მუდმივად დაძაბული, ბრალდებულთან საერთო თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგაც კი, არ ჰქონდათ მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების რეალურად მიღწევა შესაძლებელი იქნება ლ--------–-–---–ის მიმართ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით, ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა (დანაშაულის რამდენიმე ეპიზოდი) და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების (ახალი დანაშაულის ჩადენის) რისკი არის რეალური, რომლის აღმოფხვრა და სასჯელის მიზნების - სამართლიანობის აღდგენის (დაზარალებულის სამართლებრივი დაკმაყოფილების), ახალი დანაშაულის ჩადენის (დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების) თავიდან აცილება შესაძლებელია, მხოლოდ ამ სასჯელის გამოყენებით.
5.8. ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ლ--------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 10 თვის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 10 თვის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროებისა და ლ--------–-–---–ის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
5.9. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. შესაბამისად, ლ--------–-–---–ს, რომელიც ნასამართლობის არმქონეა, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
6. ნივთმტკიცებათა ბედის გადაწყვეტა:
6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: საკერავი მანქანა (დაზიანებულ მდგომარეობაში), რომელსაც აქვს ღირებულება, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო 2 ცალი CD დისკი, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ--------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 თებერვლის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
2. ლ--------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 6 მაისის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
3. ლ--------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 6 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით;ა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის ვადით.
4. ლ--------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 მაისიდან.
5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: საკერავი მანქანა (დაზიანებულ მდგომარეობაში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო 2 ცალი CD დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე