გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2018
საქმის ნომერი
080210117001900669
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/1037-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი - ლალი ტურავა, თამარ შალამბერიძე

 

მოსარჩელე - სს ,,თ----------ი”

წარმომადგენელი - ლ--–- ბ-----–--ე

 

მოპასუხე - შ--–-- მ----ე

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაეკისროს შ--–-- მ----ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, 2016 წლის 29 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1254.20 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა- 997.52 ლარი, პროცენტი - 116.28 ლარი და ჯარიმა - 140.40 ლარი;

 

1.2. დაეკისროს შ--–-- მ----ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 17 მარტიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 997.52 ლარზე, წლიური 36% სარგებლის გადახდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 29.92 ლარს;

 

1.3. დაეკისროს შ--–-- მ----ეს, სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 17 მარტიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 997.52 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0,5% -ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 4.98 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა);

 

1.4. დაეკისროს შ--–-- მ----ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, 2016 წლის 03 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1204.35 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა- 984.14ლარი, პროცენტი - 85.80 ლარი და ჯარიმა - 134.41 ლარი;

 

1.5. დაეკისროს შ--–-- მ----ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 17 მარტიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 984.14 ლარზე, წლიური 36% სარგებლის გადახდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 29.52 ლარს;

 

1.6. დაეკისროს შ--–-- მ----ეს, სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 17 მარტიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 984.14 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0,5% -ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 4.92 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა).

 

1.7. დაეკისროს შ--–-- მ----ეს სს ,,თ----------ის’’ მიერ სახბაჟის სახით გადახდილი 185.96 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი -50 ლარის, აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის -20 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის (დავის საგნის ღირებულების 4%) -247.95 ლარი.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2016 წლის 29 ივლისს და 2016 წლის 03 სექტემბერს, სს „თ----------ს’’ და შ--–-- მ----ეს შორის, გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებები, თითოეულის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T-- Prime Card 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს, ყოველი თვის 26 რიცხვში, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

შ--–-- მ----ემ არ შეასრულა აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მის მიერ 2016 წლის 01 ნოემბრის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა. 2017 წლის 17 მარტის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 29 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1254.20 ლარის ოდენობით. ხოლო 2016 წლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1204.35 ლარი.

 

მოსარჩელეს შემცირებული აქვს სასარჩელო მოთხოვნა სამომავლო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არაუმეტეს 800-800 ლარამდე ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნებს და ითხოვა მათი დაკმაყოფილება სრულად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია სს „თ----------ი“-ს სარჩელთან მიმართებით.

 

შ--–-- მ----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ორივე სესხიდან გამომდინარე, ძირი თანხის 1981.66 ლარის ნაწილში და მიუთითა დაკისრებული პროცენტის (სარგებლის) და პირგასამტეხლოს არაგონივრულობაზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე და მოითხოვა მისი შემცირება.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შ--–-- მ----ემ სარჩელი ცნო მხოლოდ 2500 ლარის ნაწილში, ხოლო სხვა ნაწილში არ ცნო შესაგებელში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით და მოითხოვა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 29 ივლისს და 2016 წლის 03 სექტემბერს სს „თ----------ს“ და შ--–-- მ----ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებები, თითოეულის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T-- Prime Card 1000-1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს, ყოველი თვის 26 რიცხვში, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ორივე პლასტიკური ბარათის მოქმედების ვადა განისაზღვრა 12784 კალენდარული დღით (1.3. პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 22-24, 28-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მოპასუხე შ--–-- მ----ემ დაარღვია როგორც 2016 წლის 29 ივლისის, ასევე 2016 წლის 03 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასესხო ამონაწერი (ს.ფ. 32-34);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 35).

 

3.1.3. მოპასუხე შ--–-- მ----ემ სარჩელი ცნო 2500 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც მოიცავს მხოლოდ ძირითად თანხებს და პროცენტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შ--–-- მ----ეს სს ,,თ----------ი“-ს მიმართ 2017 წლის 17 მარტის მდგომარეობით 2016 წლის 29 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1254 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა- 997.52 ლარი, პროცენტი - 116.28 ლარი და ჯარიმა - 140.40 ლარი.

 

3.2.2. სს ,,თ----------ი“-ს მიმართ 2017 წლის 17 მარტის მდგომარეობით 2016 წლის 03 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1204.35 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა- 984.14 ლარი, პროცენტი - 85.80 ლარი და ჯარიმა - 134.41 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 35);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის რომ სს „თ----------ი“-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-868-ე, 623-ე, 394-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 29 ივლისს და 2016 წლის 03 სექტემბერს სს „თ----------ს“ და შ--–-- მ----ეს შორის, გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებები, თითოეულის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი T-- Prime Card 1000-1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს, ყოველი თვის 26 რიცხვში, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. ასევე ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

პლასტიკური ბარათების მოქმედების ვადა განისაზღვრა 12784 კალენდარული დღით (1.3. პუნქტი).

 

წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ სესხი სარგებლიანია, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე შ--–-- მ----ემ დაარღვია როგორც 2016 წლის 29 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კრედიტის დაფარვის თაობაზე, ასევე 2016 წლის 03 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კრედიტის დაფარვის თაობაზე,აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო მთლიანობაში 2500 ლარის ნაწილში.

 

საქმეში არსებული მასალებით, ცნობით დავალიანების შესახებ და ანგარიშიდან ამონაწერით ირკვევა, რომ შ--–-- მ----ის დავალიანება სს „თ----------ი“-ს მიმართ 2016 წლის 29 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 1254.20 ლარს, ხოლო 2016 წლის 03 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1204.35 ლარს, ერთობლივად კი - 2458.55 ლარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

ამდენად, არსებობს სს „თ----------ი”-ს სასარჩელო მოთხოვნების ამ ნაწილში დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403.1. მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ როგორც 2016 წლის 29 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებით, ასევე 2016 წლის 03 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ სესხით სარგებლობის წლიურ 36%-ზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე როგორც, ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ, სს,,თ----------ი“-ს მიმართ არსებული დავალიანება არ ცნო სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი, რადგან მისაღები თანხის საბანკო ანგარიშზე განთავსების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებდა გარკვეულ შემოსავალს. თუმცა 2016 წლის ივლისისთვის და სექტემბრისთვის ეროვნული ბანკის მონაცემებით წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში ფიზიკურ პირებზე იყო 24.5% და 24.1%. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავალი გონივრულია დაეკისროს 25% პროცენტის ფარგლებში, რაც ძირ თანხაზე ყოველთვიურად შეადგენს 20.78 ლარს და 20.50 ლარს, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოდასახელებული მუხლების საფუძველზე სს „თ----------ი”-ს სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

6.5. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის სამომავლო პირგასამტეხლოს დაკისრებას 2017 წლის 17 მარტიდან დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან, 2016 წლის 29 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 997.52 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 0.5%-ის ოდენობით გადახდას, რაც ყოველდღიურად შეადგენს 4.98 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა. ხოლო 2016 წლის 03 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე 984.14 ლარზე 0.5%-ს, ყოველდღიურად- 4.92 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 800 ლარისა.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია მომავალ პერიოდზე პირგასამტეხლოს დარიცხვა 0,5%-ის ოდენობით. მოცემულ ნაწილში პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს 0,05%-მდე, ყოველდიურად 0.49 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა.

 

შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის 29 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წლის 17 მარტიდან, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს სახით უნდა გადახდეს ყოველდღიურად 0.49 ლარი, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა. ხოლო 2016 წლის 03 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2017 წლის 17 მარტიდან, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს სახით უნდა გადახდეს ყოველდღიურად 0.49 ლარი, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 185.96 ლარი და უზრუნველყოფის განცხადებაზე 50 ლარი.

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო 2500 ლარის ნაწილში, შესაბამისად, აღნიშნული ნაწილის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 75.00 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 49.62 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 61.34 ლარი და უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალების თანახმად, მოცემულ საქმეზე სს „თ----------ი“-ს მიერ შპს „ტ-----“-სთვის მომსახურების ღირებულება გადახდილია 247.95 ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის ამ უკანასკნელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების საფასური 181.79 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა გადახდეს მის მიერ გაწეული ხარჯი, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 20 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 62).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის განჩინების საფუძველზე სარჩელზე გამოყენებულ იქნა მისი უზრუნველყოფის ღონისძიება (ს/ფ 49-53), ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „თ----------ის“ (წარმომადგენელი ლ--–- ბ-----–--ე) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. დაეკისროს შ--–-- მ----ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, 2016 წლის 29 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1254.20 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა- 997.52 ლარი, პროცენტი - 116.28 ლარი, ჯარიმა - 140.40 ლარი;

 

1.2. დაეკისროს შ--–-- მ----ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (03/17/2017 წლიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 1254.20 ლარზე, წლიური 25% სარგებლის გადახდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 20.78 ლარს;

 

1.3. დაეკისროს შ--–-- მ----ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 17 მარტიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 1254.20 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო 0,05%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.49 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 300 ლარისა;

 

2. დაეკისროს შ--–-- მ----ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, 2016 წლის 03 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 1204.35 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა- 984.14 ლარი, პროცენტი - 85.80 ლარი, ჯარიმა - 134.41 ლარი;

 

2.1. დაეკისროს შ--–-- მ----ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 17 მარტიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 984.14 ლარზე, წლიური 25% სარგებლის გადახდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 20.50 ლარს;

 

2.2. დაეკისროს შ--–-- მ----ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 17 მარტიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 984.14 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო 0,05%-ის ოდენობით, რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.49 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა;

 

3. შ--–-- მ----ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 75.00 ლარის და უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. ასევე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი, საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასური 20 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯი 181.79 ლარის ოდენობით;

 

4. მოსარჩელე სს "თ----------ს" სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 24/04/2017წ. №67 საგადასახადო დავალებით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 185.96 ლარიდან ნაწილი - 75 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: გადამხდელი სს „თ----------ი“, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150, ხოლო 49.62 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შ--–-- მ----ეს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბ-------, ქუჩა გ---------–- #94, ბინა 19, საკადასტრო კოდი 0------------------ - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, - დარჩეს უცვლელად;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე