გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.11.2018
საქმის ნომერი
120210118002365119
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2365119-2/273-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

7 ნოემბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

 

ა---––---- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მ-----იშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

 

მოსარჩელე - რ----- ჩ-------ი

წარმომადგენელი - მ----- ც----–---–ი, ა---------– პ-------–---–ი

 

მოპასუხე - ვ----– ჩ-------ი

წარმომადგენელი - ა---------– თ--–--–---–ი

მესამე პირები - გ------ ჩ-------ი, ზ------ ჩ-------ი

 

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 ½ ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს დ----- კ------ის მიერ 31.07.2017წ. ვ----– ჩ-------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა N1--------.

 

1.2. მოპასუხე ვ----– ჩ-------ს რ----- ჩ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 39389 ლარის გადახდა.

 

1.3. რ----- ჩ-------ი ცნობილი იქნეს უძრავი ქონების, მდებარე ა---––---- რაიონი სოფელი ფ----ა, ს/კ 6----.--.---, ს/კ 6----.--.---, ს/კ 6----.--.---, ს/კ 6----.--.---, ს/კ 6----.--.---, ½ წილის მესაკუთრედ.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2--- წლის 3 აპრილს მოსარჩელეს გარდაეცვალა მამა მ-----– ჩ-------ი. მანამდე რამდენიმე წლის უკან გარდაეცვალა დედა-თ----- ჩ-------ი.

 

მოსარჩელეს ჰყავს სამი დედმამიშვილი: გ------ი, ზ------ და ვ----– ჩ-------ები. ამათგან გ------ და ზ------ ჩ-------ებს სამკვიდრო არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე მთელი სამკვიდრო უნდა განაწილდეს მოსარჩელეზე და მის ძმაზე ვ----– ჩ-------ზე თანაბარწილად.

 

ვ----– ჩ-------მა სამკვიდროს მიღების მიზნით მიმართა ნოტარიუსს, მაგრამ არ მიუთითა და დაუმალა ნოტარიუსს მოსარჩელის, როგორც მემკვიდრის არსებობის შესახებ.

 

სამკვიდრო მოწმობისა საფუძველზე, მოპაუხემ საჯარო რეესტრში საკუთრებაში დაირეგისტრირა მამის დანაშთი ქონება საკადასტრო კოდით 6----.--.---, რომელიც 07.02.2018წელს ნასყიდობის ხელშეკრულებით 128778 ლარად მიჰყიდა სს "ს----------–---------–-–--------–---------------ა"–ს·

 

მ-----– ჩ-------ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მოსარჩელესთან. გარდაცვალების შემდგომაც უშუალოდ მოსარჩელემ საკუთარი ხარჯებით დაკრძალა მ-----– ჩ-------ი, მოუწყო საფლავი და გაწია სხვადასხვა აუცილებელი ხარჯი.

 

მოსარჩელე მამის-მ-----– ჩ-------ის გარდაცვალების შემდეგ 6 თვის ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა მამის კუთვნილ ნივთებს, კერძოდ: მამის კუთვნილ ტანსაცმელს, სხვადასხვა სახის ძვირფას ჭურჭელს, კედლის სურათებს, საათს, ასევე მამის კუთვნილ ძველებურ ხანჯალს, ტახტს, ავეჯს, გარდერობს, 4 ცალ საწოლს თავის თეთრეულით, ლეიბებით. შესააბამისად, მოსარჩელემ 6 თვის ვადაში მიიღო მამის სამკვიდრო ქონება.

 

მ-----– ჩ-------ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის გაყიდვით მიღებული 128778 ლარიდან, რომელიც ვ----– ჩ-------მა გაყიდა, მოსარჩელეს ეკუთვნის ნასყიდობის ფასის ნახევარი - 64389 ლარი. ვ----– ჩ-------მა მოსარჩელეს გადაურიცხა მხოლოდ 25000 ლარი, ხოლო დანარჩენ 39389 ლარს არ აძლევს. გარდა გაყიდული ქონებისა მოსარჩელის მამის კუთვნილი დანაშთი ქონება გაიფორმა მოპასუხემ თავის სახელზე, კერძოდ: 1404 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ 6----.--.---. 1400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს/კ 6----.--.---; 201 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს/კ6----.--.---; 1008 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს/კ 6----.--.--- და 1006 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს/კ 6----.--.---.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ვ----– ჩ-------მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გარდაცვლილი მ-----– ჩ-------ი 2006 წლის მარტის თვიდან არ არის ა---––---- მუნიციპალიტეტის სოფელ ფ----აში მდებარე ბინის და მიწის ნაკვეთების სასოფლო სამეურნეო კომლის არც უფროსი და არც წევრი. ვ----– ჩ-------ის და მისი ოჯახის გარდა მ-----– ჩ-------ის არცერთი მემკვიდრე 12 წელია აღარ არიან კომლის წევრები. რ----- ჩ-------ი 90-იან წლებში მუდმივად საცხოვრებლად წასულია თ------–------ს რაიონში, შემედეგ ს----------–ი. ფ----აში მდებარე საოჯახო საკომლო მეურნეობასთან მას არავითარი კავშირი არ აქვს. ვინაიდან კომლის ცოცხლად მყოფი წევრები - ვ----– ჩ-------ი, მისი სრულწლოვანი შვილი და მეუღლე აგრძელებენ საკომლო სამეურნეო საქმიანობას, ამიტომ მ-----– ჩ-------ის გარდაცვალებით სამკვიდრო არ გახსნილა. ასევე არ არსებობს საკომპენსაციო თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან არავის არ აქვს უფლება მესაკუთრეებს მოსთხოვოს სახლის წილი ან ღირებულება.

 

3. მესამე პირის პოზიცია

3.1. მესამე პირებმა გ------ ჩ-------მა და ზ------ ჩ-------მა სარჩელი ცნეს და მიუთითეს, რომ თანახმა არიან, რომ რ----- ჩ-------მა მიიღოს მამის მემკვიდრეობა. მათვე დაადასტურეს, რომ მ-----– ჩ-------ი გარდაიცვალა რ----- ჩ-------ის საცხოვრებელ სახლში, თ------–------ს რაიონი, დ.მ----–--ში, სადაც მ-----– ჩ-------ს წაღებული ქონდა კუთვნილი მოძრავი ნივთები, რომელსაც მამის გარდაცვალებისთანავე დაეუფლა რ----- ჩ-------ი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მ-----– ჩ-------ი არის რ----- ჩ-------ის, ვ----– ჩ-------ის, ზ------ ჩ-------ის და გ------ ჩ-------ის მამა.

4.1.2. მ-----– ჩ-------ი გარდაიცვალა 2--- წლის 3 აპრილს.

4.1.3. მ-----– ჩ-------ს დარჩა პირელი რიგის მემკვიდრე, კერძოდ შვილები რ----- ჩ-------ი, ვ----– ჩ-------ი, ზ------ ჩ-------ი და გ------ ჩ-------ი.

4.1.4. ა---––---- რაიონის ფ----ის თ/საკრებულოს, კერძოდ ფ------ს 1996-2000წლების და 2001-2005 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია ჩ-------ი მ-----– ბ----–ის ძე. კომლში ირიცხებიან:

1. ჩ-------ი მ-----–ი ბ----–ი ძე - ოჯ. უფროსი.

2. ჩ-------ი თ-----ა ვ----–ის ას - ცოლი;

 

4.1.5. მ-----– ჩ-------ის კომლს პირად საკუთრებაში 1996-2000 წლებში, ასევე 2001-2005 წელბში ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი საერთო სასარგებლო ფართი 144 კვ.მ. მათ შორის საცხოვრებელი 60 კვ. მიწის ფართი 0.98 ჰა.

4.1.6. 20.--.1--- წლის მიღება-ჩაბარების აქტი №1-- დადგენილია, რომ მ--- ჩ-------ს საკუთრებაში გადაეცა ა---––---- რაიონი სოფელ ფ----აში მდბარე 7 სასოფლო-სამეურეო დაიშნულეის მიწის ნაკვეთი სულ 0,97 ჰა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო დოკუმენტების პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის კომისიის 12.12.2017წ. სხდომის №-- ოქმით დადგინდა №1-- მიღება-ჩაბარების აქტის მ-----– ჩ-------იადმი კუთვნილების ფაქტი.

4.1.7. 2017 წლის 23 თებერვალს ნოტარიუს თ---------- გ---–--ის სანოტარო ბიუროს სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ განცხადებით მიმართეს გ------ ჩ-------მა და ზ------ ჩ-------მა, რომელთაც დაადასტურეს, რომ მამის მ-----– ჩ-------ის (გარდ. 03.04.2---წ.) დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო არ მიუღიათ და არც მომავალში არ აპირებენ მიღებას.

 

4.1.8. 2017 წლის 31 ივლისს ნოტარიუს დ----- კ------ის სანოტარო ბიუროს, სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადებით მიმართა ვ----– ჩ-------მა, რომლემაც განაცხადა რომ გარდაეცვალა მამა მ-----– ჩ-------ი, რომელსაც სოფელ ფ----აში საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება. მისი დედა - თ-----ა ჩ-------ი გარდაცლილია 20.09.2--- წ. ხოლო მისმა ძმებმა - ზ------ და გ------ ჩ-------ებმა უარი განაცხადეს მემკვიდრეობის მიღებაზე, სხვა მემკვიდრეები არ არსეობენ და ითხოვა სამკვიდროს მოწმობის გაცემა მთელ დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე.

 

4.1.9. 2017 წლის 31 ივლისს ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ვ----– ჩ-------მა, როგორც კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ სრულად მიიღო მ-----– ჩ-------ის სამკვიდრო ქონება. აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ვ----– ჩ-------ი დარეგისტრირდა მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში.

 

4.1.10. 11.01.2018წ. მდგომაროებით მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ა---––---- რაიონი სოფელ ფ----აში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 6----.--.--- მესაკუთრე არის ვ----– ჩ-------ი (პ/ნ 4----------). საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №1--, საარქივო ცნობა №---------, სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვილების ფაქტის დამდგენი კომისიის ოქმი №--, სამკვიდრო მოწმობა №1--------, დამოწმებული 31.07.2017 წ. ნოტარიუს დ.კ------ის მიერ.

 

4.1.11. 2018 წლის 7 თებერვალს სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ას’’ და ვ----– ჩ-------ს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ვ----– ჩ-------მა გაყიდა, ხოლო სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ამ’’ იყიდა ა---––---- მუნიციპალიტეტის, სოფელ ფ----აში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობები და მრავალწლიანი ნარგავები (ხეები), ს/კ 6----.--.---. ნასყიდობის საგანი გამყიდლემა გაყიდა, ხოლო მყიდველმა იყიდა 128778 ლარად. ა---––---- რაიონი სოფელ ფ----აში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 6----.--.--- მესაკუთრე არის სს ,,ს----------–---------–-–--------–---------------ა’’.

 

4.1.12. ვ----– ჩ-------მა ს/კ 6----.--.---. უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურიდან რ-----ი ჩ-------ს გადასცა 25000 ლარი.

 

4.1.13. ა---––---- რაიონი სოფელ ფ----აში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 6----.--.---, ს/კ 6----.--.---, ს/კ 6----.--.---, ს/კ 6----.--.---, ს/კ 6----.--.---, მესაკუთრედ რეგიტრირებულია ვ----– ჩ-------ი (პ/ნ 4----------). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მიწის მიღება-ჩაბარების აქტი №1--, საარქივო ცნობა №---------, სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვილების ფაქტის დამდგენი კომისიის ოქმი №--, სამკვიდრო მოწმობა №1--------, დამოწმებული 31.07.2017 წ. ნოტარიუს დ.კ------ის მიერ.

 

4.1.14. ა---––---- რაიონის ფ----ის საკრებულოს, კერძოდ ფ----ის 1996-2000წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია ჩ-------ი ვ----–ი მ-----–ის ძე. კომლში ირიცხებიან:

1. ჩ-------ი ვ----–ი მ-----–ის ძე - უფროსი.

2. ჩ-------ი მ--- ნ--------ს ას - ცოლი;

3. ჩ-------ი თ-----ი ვ----–ი ას - შვილი;

4. ჩ-------ი თ-- ვ----–ის ას - შვილი;

5. ჩ-------ი თ------- ვ----–ის ძე - შვილი;

 

ხოლო 2001-2005წლებში:

1. ჩ-------ი ვ----–ი მ-----–ის ძე - უფროსი.

2. ჩ-------ი მ--- ნ--------ს ას - ცოლი;

3. ჩ-------ი თ-- ვ----–ის ას - შვილი;

4. ჩ-------ი თ------- ვ----–ის ძე - შვილი;

 

4.1.15. ვ----– ჩ-------ის კომლს პირად საკუთრებაში 1996-1998 წლებში, ასევე 2001-2004 წლებში ერიცხება მიწის ფართი 0.82 ჰა.

4.1.14. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №-- დადგენილია, რომ ვ----– ჩ-------ს საკუთრებაში გადაეცა ა---––---- რაიონი სოფელ ფ----აში მდებარე 4 სასოფლო-სამეურეო დაიშნულეის მიწის ნაკვეთი, სულ 0,62 ჰა.

4.1.16. ა---––---- რაიონი სოფელ ფ----აში მდებარე უძრავი ქონების, ს/კ 6----.--.---, ს/კ 6----.--.---, ს/კ 6----.--.---, ს/კ 6----.--.---, ს/კ 6----.--.---, მესაკუთრეები არიან ვ----– ჩ-------ი, თ-- ჩ-------ი, თ------- ჩ-------ი და მ--- ჩ-------ი. უფლების დამადასტურებელი დოკუემნტი - 20.6.2017წ. საარქივო ცნობა N2------, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- რ----- ჩ-------ის დაბადების მოწმობა;

- გ------ ჩ-------ის დაბადების მოწმობა;

- მ-----– ჩ-------ის გარდაცვალების მოწმობა;

- 23.08.2017წ. საარქივო ცნობა;

- გ------ ჩ-------ის 23.02.2017წ. განცხადება, რეესტრში რეგისტრაციის N1--------;

- ზ------ ჩ-------ის 23.02.2017წ. განცხადება, რეესტრში რეგისტრაციის N1--------;

- ვ----– ჩ-------ის განცახდება;

- 31.07.2017წ. სამკვიდრო მოწმობა, N1--------;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მ-----– ჩ-------ის გარდაცვალების შემდეგ, რ----- ჩ-------ი ექვსი თვის ვადაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე Nას-1206-1166-2016).

 

მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა - მ-----– წ---–-----ის და მ-----– ბ-------ის ჩვენებით, დადგენილია, რომ დაახლოებით 2003 წელს მ-----– ჩ-------ი ფ----იდან საცხოვრებლად გადავიდა შვილთან რ----- ჩ-------თან, მ----–--ში. მან სოფელ ფ----იდან თან წაიღო სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, ჭურჭელი, ხანჯალი, სხვა მოძრავი ქონება. მ-----– წ---–-----მა და მ-----– ბ-------მა თავად მიიღეს მონაწილეობა მ-----– ჩ-------ის ნივთების ავტომანქანიდან ჩამოტვირთვაში, რომლებიც განათავსეს რ----- ჩ-------ის საცხოვრებელ სახლში. მოწმეებმა ასევე დაადასტურეს, რომ მ-----– ჩ-------ის ნივთებს, მისი გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა რ----- ჩ-------ი. აღნიშნული ნივთები დღესაც იმყოფება რ----- ჩ-------ის საცხოვრებელ სახლში. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მ-----– ჩ-------ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა რ----- ჩ-------ის საცხოვრებელ სახლში და გარდაიცვალა ამავე საცხოვრებელ სახლში.

 

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის პრეზუმფციას იმისას, რომ რ----- ჩ-------ი ფაქტობრივად დაეუფლა მამკვიდრებლის მოძრავ ნივთებს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ რ----- ჩ-------ი არ დაუფლებია მამის დანაშთ ქონებას, რადგან სადავო გარემოების პირდაპირ მტკიცებულებად ვერ განიხილება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1---ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე) მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენება, რომლებიც რეალურად არ ფლობენ ზუსტ და კონკრეტულ ინფორმაციას ხსენებულ საკითხთან მიმართებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1---ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე შესაბამის დასკვნის გაკეთებისათვის, ის ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ეფუძნება სამართალწარმოების დროს განვითარებული მსჯელობების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, წერილობითი დოკუმენტების, მოწმეთა ჩვენებებისა თუ სხვა გარემოებების ერთობლიობას.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

ამდენად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რ----- ჩ-------ის მიერ მამის, მ-----– ჩ-------ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რ----- ჩ-------ის სარჩელი არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1319-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მ-----– ჩ-------ი გარდაიცვალა 2--- წლის 3 აპრილს. მას ანდერძი არ დაუტოვებია და მისი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები დარჩნენ შვილები - რ----- ჩ-------ი, ვ----– ჩ-------ი, გ------ ჩ-------ი და ზ------ ჩ-------ი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, მ-----– ჩ-------ის გარდაცვალების შემდეგ - 2--- წლის 3 აპრილს გაიხსნა სამკვიდრო და ამავე კოდექსის 1306-ე და 1336-ე მუხლის თანახმად, თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილი მ-----– ჩ-------ის შვილები - რ----- ჩ-------ი, ვ----– ჩ-------ი, გ------ ჩ-------ი, ზ------ ჩ-------ი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო, (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ხოლო ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე სასამართლო აღნიშნავს, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომელიც გამოხატავს მემკვიდრის ნებას - გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი საშუალებით: მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. პირველ შემთხვევაში სამკვიდროს მიღება გამოიხატება მემკვიდრის ერთადერთი მოქმედებით - სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით. ქონების ფაქტობრივი ფლობა და მართვა კი შეიძლება სხვადასხვა გზით განხორცილდეს (მაგალითად: მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში; მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანით; სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით; მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ბარათების დაუფლებით; სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით; სამკვიდრო ქონების გაქირავებით ან უკვე გაქირავებული ქონებიდან ქირის მიღებით და სხვა).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დასადგენად, აუცილებელია მემკვიდრემ სარჩელში მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ-----– ჩ-------ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა რ----- ჩ-------ის საცხოვრებელ სახლში და მისი გარდაცვალების შემდეგ (03.04.2---წლიდან), რ----- ჩ-------ი დაეუფლა მისსავე საცხოვრებელ სახლში განთავსებულ მ-----– ჩ-------ის კუთვნილ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს, შესაბამისად პირადად, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ ქონებას. სასამართლოს მოსაზრებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს რ----- ჩ-------ის მიერ გარდაცვლილი მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების ნაწილის დაუფლების ფაქტზე სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მესამე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღებაზე მეტყველებს.

 

მოსარჩელე რ----- ჩ-------ის მიერ ფაქტობრივი მფლობელობით სამკვიდროს მიღება დასტურდება, როგორც თავად მოსარჩელის, ასევე მესამე პირების გ------ და ზ------ ჩ-------ების განმარტებებით, ასევე მოწმეების მ-----– წ---–-----ის და მ-----– ბ-------ის ჩვენებებით, რომლებიც ადასტურებენ, რომ მ-----– ჩ-------მა მისი კუთვნილი სხვადასხვა ნივთები მის სიცოცხლეშივე გადაიტანა რ----- ჩ-------ის საცხოვრებელ სახლში და მისი გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ, ნივთებს დაეუფლა რ----- ჩ-------ი.

 

მოპასუხე ვ----– ჩ-------ს უტყუარი საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- ჩ-------მა წარმოადგენდა რა თავისი მშობლის მ-----– ჩ-------ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელს, სასამართლოს მიერ დადგენილი უნდა იქნეს მისი გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელის მიერ რ----- ჩ-------ის მემკვიდრეობის ფაქტობრივად მიღების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

საქმეში წარმოდგენილი ნოტარიუს დ----- კ------ის მიერ 2017 წლის 31 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N1--------, მიხედვით დგინდება, რომ ვ----– ჩ-------მა, როგორც მ-----– ჩ-------ის შვილმა, მიიღო მ-----– ჩ-------ის სამკვიდრო ქონება სრულად. ამასთან, ნოტარიუს აცნობა მხოლოდ გარდაცვლილი დედის, ასევე ძმების - ზ------ და გ------ ჩ-------ების შესახებ, რომლებსაც არ მიუღიათ სამკვიდრო, ხოლო რ-----ი ჩ-------ის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა.

 

მ----– ჩ-------ის მემკვიდრეები - ზ------ ჩ-------ი და გ------ ჩ-------ი არ აცხადებენ პრეტენზიას სამკვიდრო მასაზე, 23.02.2017წ.სანოტარო აქტებით დასტურდება, რომ მათ არ მიუღიათ სამკვიდრო გარდაცვლილი მამის - მ-----– ჩ-------ის დანაშთ ქონებაზე. რაც შეეხება რ----- ჩ-------ს მას პირადად, ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვს მამკვიდრებლის დანაშთი ქონება, შესაბამისად მოსარჩელის წილი სადავო ქონებიდან განისაზღვრება ქონების ½ ნაწილით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ქონება არ წარმოდგენს მ-----– ჩ-------ის საკუთრებას და იგი არის ვ----– ჩ-------ის კომლის საკუთრება, რომლის წევრები ცოცხლები არიან და შესაბამისად სამკვიდრო არ გახსნილა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ სადავო უძრავი ქონება აღრიცხულია ვ----– ჩ-------ის სახელზე, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს შორის არის 31.07.2017წ. სამკვიდრო მოწმობა. ვ----– ჩ-------მა სადავო უძრავი ქონება დაირეგისტრირა, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, როგორც მ-----– ჩ-------ის პირველი რიგის მემკვიდრემ. ამდენად, მისი პოზიცია, რომ სამკვიდრო არ გახსნილა, ვინაიდან სადავო ქონება არის კომლის საკუთრება და მისი წევრები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, წინააღმდეგობაში მოდის ზემოაღნიშნულ ფაქტთან. საქმეში ასევე წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მ-----– ჩ-------ის კომლი შედგებოდა თავად მ-----– ჩ-------ის და მისი მეუღლის თ----- ჩ-------ისგან, ხოლო ვ----– ჩ-------ის კომლი ცალკე კომლია, რომლის შემადგენლობაში არიან ვ----– ჩ-------ის მეუღლე და შვილები.

 

ვინაიდან სასამართლოს დადგენილად მიაჩნია მოსარჩელე რ----- ჩ-------ის მემკვიდრეობის ფაქტობრივად მიღების ფაქტი, მის მიერ მიღებული სამკვიდრო ითვლება მოსარჩელის საკუთრებად მემკვიდრეობის გახსნის დღიდან - მ-----– ჩ-------ის გარდაცვალების დღიდან. შესაბამისად, რ----- ჩ-------ის მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის ½ ნაწილში ბათილად ცნობის, ასევე მ-----– ჩ-------ის სამკვიდრო ქონების ½ წილზე მემკვიდრედ, მესაკუთრედ ცნობის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე, იმის გათვალისიწინებით, რომ სამკვიდრო ქონებიდან ერთი უძრავი ქონება ს/კ 6----.--.--- ვ----– ჩ-------მა გაასხვისა 128778 ლარად, საიდანაც რ----- ჩ-------ს გადასცა მხოლოდ 25000 ლარი, დამატებით ვ----– ჩ-------ს რ----- ჩ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 39389 ლარის გადახდა (128778/2=64389-25000=39389).

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ვ----– ჩ-------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის სახელმწიფო ბაჟის 1401.06 ლარის გადახდა. ხოლო მოსარცელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 18,7 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. რ----- ჩ-------ის სარჩელი მოპასუხე ვ----– ჩ-------ის, მესამე პირების გ------ ჩ-------ის და ზ------ ჩ-------ის მიმართ სამკვდირო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, მესაკუთრედ ცნობი და თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს დ----- კ------ის მიერ 31.07.2017წ. ვ----– ჩ-------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა N1--------, ½ ნაწილში.

1.2. მოპასუხე ვ----– ჩ-------ს რ----- ჩ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 39389 ლარის გადახდა.

1.3. რ----- ჩ-------ი ცნობილი იქნეს უძრავი ქონების, მდებარე ა---––---- რაიონი სოფელი ფ----ა, ს/კ 6----.--.---, ს/კ 6----.--.---, ს/კ 6----.--.---, ს/კ 6----.--.---, ს/კ 6----.--.---, ½ წილის მესაკუთრედ.

2. მოპასუხე ვ----– ჩ-------ს რ----- ჩ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1401.06 ლარის გადახდა.

3. მოსარჩელე რ----- ჩ-------ს ხაზინიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟიდან - 1412.25 ლარიდან მ----- ც----–---–ის მიერ 12.--.2018 წელს ზედმეტად გადახდილი თანხა - 18,8 ლარის ოდენობით, რეფერენსის ნომერი 1---------.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მ-----იშვილი