გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210118002241865
№2-14/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე შპს „ბ------------“
წარმომადგენელი ა---------–-------------
მოპასუხე შპს „-----ი“
წარმომადგენელი როინ შავაძე
დავის საგანი თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს შპს „-----ს“ მოსარჩელე შპს ”ბ------------“-ის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოსათვის გადასახდელად დარჩენილი დავალიანების 863063 ლარის ოდენობით გადახდა.
1.2. დაეკისროს შპს „-----ს“ მოსარჩელე შპს ”ბ------------“-ის სასარგებლოდ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით 1896000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
1.3. განხორციელდეს ქ. ბათუმში, შ. ხ--–--–---–-ს ქუჩა N80-ში მდებარე მოპასუხის, შპს ,,რუმის'' საკუთრებაში რიცხული და მენარდის სასარგებლოდ საგარანტიოდ იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებების იძულებითი რეალიზაცია: 1) ს/კ 05.32.04.781.01.02.001; განცხადების რეგისტრაცია: 882016510735; კომერციული ფართი N1 (მშენებარე) პირველი სართული, 544,5 კვ.მ; 2) ს/კ 05.32.04.781.01.01.001: განცხადების რეგისტრაცია: 882016510757; ფართი (მშენებარე) 44,8 კვ.მ; სართული მე-2, ბN1; 3) ს/კ 05.32.04.781.01.01.002; განცხადების რეგისტრაცია: 882016510774; ფართი (მშენებარე) 49.8 კვ.მ, სართული მე-2, ბN2; 4) ს/კ 05.32.04.781.01.01.003 განცხადების რეგისტრაცია: 882016510791 ფართი (მშენებარე) 73 კვ.მ, სართული მე-2, ბ.N3; 5) ს/კ 05.32.04.781.01.01.004 განცხადების რეგისტრაცია: 882016510805; ფართი (მშენებარე) 68,5 კვ.მ; სართული მე-2, ბ.N4; 6) ს/კ 05.32.04.781.01.01.005 განცხადების რეგისტრაცია: 882016510823; ფართი (მშენებარე) 49,2 კვ.მ; სართული მე-2, ბN5. 7) ს/კ 05.32.04.781.01.01.006, განცხადების რეგისტრაცია: 882016510836; ფართი (მშენებარე) 49.3 კვ.მ, სართული მე-2, ბN6; 8) ს.კ 05.32.04.781.01.01.007 განცხადების რეგისტრაცია: 882016510858; ფართი (მშენებარე) 49,3 კვ.მ; სართული მე-2, ბN7. 9) ს/კ 05.32.04.781.01.01.008 განცხადების რეგისტრაცია: 882016510877; ფართი (მშენებარე) 49.3 კვ.მ; სართული მე-2, ბ.N8; 10) ს/კ 05.32.04.781.01.01.009 განცხადების რეგისტრაცია: 882016510887; ფართი (მშენებარე) 49.2 კვ.მ; სართული მე-2, ბ.N9; 11) ს/კ 05.32.04.781.01.01.010 განცხადების რეგიტრაცია: 882016510905; ფართი (მშენებარე) 49.5 კვ.მ; სართული მე-2, ბN 10; 12) ს/კ 05.32.04.781.01.01.011 განცხადების რეგისტრაცია: 882016510914; ფართი (მშენებარე) 32.2 კვ.მ; სართული მე-2, ბN11; 13) ს/კ 05.32.04.781.01.01.012 განცხადების რეგისტრაცია: 882016510928; ფართი (მშენებარე) 37.1 კვ.მ; სართული მე-2, ბN 12; 14) ს/კ 05.32.04.781.01.01.013 განცხადების რეგისტრაცია: 882016510940; ფართი (მშენებარე) 38.2 კვ.მ; სართული მე-2, ბN13.
1.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 14 აგვისტოს შპს „ბ------------“-ს და შპს „-----ს“ შორის გაფორმებული იქნა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „ბ------------“-მა აიღო ვალდებულება ქ. ბათუმში, შ. ხ--–--–---–-ს ქN80-ში მდებარე შპს „-----ის“ კუთვნილ 1215 კვმ მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ დამტკიცებული პროექტის თანახმად განეხორციელებია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ე.წ. „თეთრი კარკასის“ სამუშაოების ჩათვლით, რაშიც იგულისხმებოდა: საცხოვრებელი სახლის ფასადი დასრულებული, სადარბაზო და აივნები მოპირკეთებული, საცხოვრებელ სახლში ყველა ძირითადი კომუნიკაციები დამონტაჟებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- 14.08.2016წ. ნარდობის ხელშეკრულება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 14 აგვისტოს დადებული ნარდობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად მენარდე კისრულობდა ვალდებულებას ყველა სამუშაოები ეწარმოებინა საკუთარი მუშახელით, საკუთარი სამშენებლო მასალებით, ალმატურით, ბეტონითა და იარაღებით.
ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში, ანუ 2019 წლის 28 თებერვლამდე. ამავე ხელშეკრულებით მენარდის მხრიდან შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 3732750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით დღგ-ს ჩათვლით, რაც დაანგარიშებული იქნა 1კვმ. სამშენებლო ფართზე 315 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გათვალისწინებით.
ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად დამკვეთმა აიღო ვალდებულება, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 3 თვის ვადაში მენარდეს გადაუხდიდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, რომელიც წარმოშობდა შემდგომში სამშენებლო სამუშაობის გაგრძელების საფუძველს. ხელშეკრულების თანახმად მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშოს ანაზღაურება უნდა მომხდარიყი შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა 2) საფუძველზე, რომელსაც მენარდე წარუდგენდა დამკვეთს. პროექტის სრულად დასრულების შემდგომ კი მხარეთა შორის შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა საბოლოო ანგარიშის გასწორება.
ამავე ხელშეკრულების 7.8 პუნქტით განისაზღვრა, რომ დამკვეთის მიერ მენარდეზე თანხის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, ყოველი სამუშაო ეტაპის დასრულებიდან 05 დღის ვადაში. ხელშეკრულების 7.10 პუნქტით კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუკი დამკვეთის მიერ მენარდეზე ასანაზღაურებელი თანხა არ იქნებოდა გადახდილი 05 დღის ვადაში, დამკვეთს პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებელ დღეზე ჯარიმის სახით დაეკისრებოდა მენარდეზე გადასახდელი თანხის 0,5%, 10 დღის განმავლობაში. ხოლო იმ შემთხვევაში თუ 10 დღე გავიდოდა უშედეგოდ და მენარდეს არ აუნაზღაურდებოდა გაწეული სამუშაოს და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა, მენარდეს უფლება ქონდა შეეჩერებინა სამშენებლო მოედანზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება და მასზე ასანაზღაურებელი თანხის პროპორციულად საკუთრების უფლებით დაერეგიტრირებინა საგარანტოდ დატვირთული ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- 14.08.2016წ. ნარდობის ხელშეკრულება.
3.2.2. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამკვეთის, ანუ შპს „-----ის“ მიერ შემსრულებლის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 22 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმებული იქნა ვალდებულებისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანხმადაც მენარდის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ქ. ბათუმში, შ. ხ--–--–---–-ს ქN80-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი, კერძოდ 554 კვმ კომერციული ფართი და 13 ერთეული ბინა, რომელიც იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო აშენებული. აღნიშნული ვალდებულებისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში.
შესაბამისად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 14 აგვისტოს გაფორმებულ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შპს „-----ის“ მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების უზრუნველსაყოფად ამჟამად იპოთეკით არის დატვირთული მოპასუხე შპს „-----ის“ საკუთრებაში რიცხული შემდეგი უძრავი ქონებები: 1) ს/კ 05.32.04.781.01.02.001; განცხადების რეგისტრაცია: 882016510735; კომერციული ფართი N1 (მშენებარე) პირველი სართული, 544,5 კვ.მ; 2) ს/კ 05.32.04.781.01.01.001: განცხადების რეგისტრაცია: 882016510757; ფართი (მშენებარე) 44,8 კვ.მ; სართული მე-2, ბN1; 3) ს/კ 05.32.04.781.01.01.002; განცხადების რეგისტრაცია: 882016510774; ფართი (მშენებარე) 49.8 კვ.მ, სართული მე-2, ბN2; 4) ს/კ 05.32.04.781.01.01.003 განცხადების რეგისტრაცია: 882016510791 ფართი (მშენებარე) 73 კვ.მ, სართული მე-2, ბ.N3; 5) ს/კ 05.32.04.781.01.01.004 განცხადების რეგისტრაცია: 882016510805; ფართი (მშენებარე) 68,5 კვ.მ; სართული მე-2, ბ.N4; 6) ს/კ 05.32.04.781.01.01.005 განცხადების რეგისტრაცია: 882016510823; ფართი (მშენებარე) 49,2 კვ.მ; სართული მე-2, ბN5. 7) ს/კ 05.32.04.781.01.01.006, განცხადების რეგისტრაცია: 882016510836; ფართი (მშენებარე) 49.3 კვ.მ, სართული მე-2, ბN6; 8) ს.კ 05.32.04.781.01.01.007 განცხადების რეგისტრაცია: 882016510858; ფართი (მშენებარე) 49,3 კვ.მ; სართული მე-2, ბN7. 9) ს/კ 05.32.04.781.01.01.008 განცხადების რეგისტრაცია: 882016510877; ფართი (მშენებარე) 49.3 კვ.მ; სართული მე-2, ბ.N8; 10) ს/კ 05.32.04.781.01.01.009 განცხადების რეგისტრაცია: 882016510887; ფართი (მშენებარე) 49.2 კვ.მ; სართული მე-2, ბ.N9; 11) ს/კ 05.32.04.781.01.01.010 განცხადების რეგიტრაცია: 882016510905; ფართი (მშენებარე) 49.5 კვ.მ; სართული მე-2, ბN 10; 12) ს/კ 05.32.04.781.01.01.011 განცხადების რეგისტრაცია: 882016510914; ფართი (მშენებარე) 32.2 კვ.მ; სართული მე-2, ბN11; 13) ს/კ 05.32.04.781.01.01.012 განცხადების რეგისტრაცია: 882016510928; ფართი (მშენებარე) 37.1 კვ.მ; სართული მე-2, ბN 12; 14) ს/კ 05.32.04.781.01.01.013 განცხადების რეგისტრაცია: 882016510940; ფართი (მშენებარე) 38.2 კვ.მ; სართული მე-2, ბN13.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- 14.08.2016წ. ნარდობის ხელშეკრულება.
- 22.08. 2016წ. ვალდებულებისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულება.
- საჯარო რეესტრის ამონაწერი.
3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან შესრულებული იქნა ფუნდამენტის და ნოლი სართულის სამუშაოები და 2016 წლის დეკემბრის თვეში დამკვეთს წარედგინა ფორმა N2-ები, სულ 5 ერთეული. შესრულებული სამუშაოების ღირებულება მოპასუხეს ხელშეკრულების 7.8. პუნქტის თანახმად უნდა აენაზღაურებინა ფორმა N2-ის მიღებიდან 05 დღის ვადაში. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არ მომხდარა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება ფორმა N2-ის წარდგენიდან 5 დღის ვადაში, რის გამოც შპს „ბ------------“-ის დირექტორმა 20.02.2017წ, 24.02.2017წ. და 02.03.2017წ. წერილებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა შეესრულებინა მოპასუხეს ვალდებულება, გადაეხადა დავალიანება სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების მიზნით.
დადგენილია, რომ მოპასუხე შპს “-----მა“ 2017 წლის 20 თებერვლის და 13 მარტის წერილებით სადაო გახადა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები და აცნობა მოსარჩელეს, რომ მასთან ცალმხრივად წყვეტდა ნარდობის ხელშეკრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- შპს „ბ------------“-ის დირექტორის წერილები.
- შპს „-----ის“ დირექტორის წერილები.
3.2.4. სასამართლო სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 02 მარტის დასკვნით დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ბ------------“-ის მიერ ნამდვილად იქნა ჩატარებული გარკვეული სამუშაოები, კერძოდ მის მიერ ქ. ბათუმში, ხ--–--–---–-ს ქN80-ში შპს „-----ის“ საკუთრებაში არსებულ მშენებარე შენობა-ნაგებობის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობები საპროექტო ნახაზების მიხედვით შეადგენს: ქვაბულის ამოღება 4030კბ.მ; ქვაბულის შემასწორებელი ფენა ღორღი 93,55 კბ.მ; შემასწორებელი ფენა ბეტონი B-7,5 – 93,55 - კბ.მ; სვეტების, ფილების, რიგელების და საყრდენი კედლების მოსაწყობი ბეტონი B—25-1380,96კბ.მ; არმატურა A 500 (A III) – 106 544,0 კგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 02 მარტის დასკვნა.
3.2.5. შპს „აუდიტ-სერვის-ცენტრის“ 2017 წლის 10 აპრილის ექსპერტიზის ანგარიში N007“-ით დგინდება, რომ ქ. ბათუმში, შ. ხ--–--–---–-ს ქN80-ში ს/კ N05.32.04.781, რეგისტრირებულ 1215 კვმ მიწის ნაკვეთზე შპს „ბ------------“-ის მიერ ფაქტიურად შესრულებულია 1039507 ლარის ღირებულების სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით. სულ შპს „ბ------------“-ის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები მასალის და დანახარჯების მიხედვით შეადგენს 29,8%-ს, 1კვმ ფართის თვითღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს 381 ლარს, რაც შესაბამისია 155,51 აშშ დოლარის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „აუდიტ-სერვის-ცენტრის“ 2017 წლის 10 აპრილის ექსპერტიზის ანგარიში N007“.
3.2.6. დადგენილია, რომ ვინაიდან მოპასუხის მიერ არ განხორციელდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება ფორმა N2-ის წარდგენიდან 05 დღის ვადაში, მას მხარეთა შორის 2016 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების 7.10 პუნქტით დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5 %-ის ოდენობით 10 დღის განმავლობაში.
ამდენად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენდა სულ 1091487 ლარს (ძირითადი დავალიანება 1039507 ლარი და პირგასამტეხლო 51 980 ლარი). ასევე სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა სულ 228424 ლარი, რის შემდეგაც მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 863 063 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- შპს „აუდიტ-სერვის-ცენტრის“ 2017 წლის 10 აპრილის ექსპერტიზის ანგარიში N007“.
- წერილები.
- ანგარიშის ბარათი.
3.2.7. 2016 წლის 14 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების 7.12 პუნქტით მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ, რომ „მენარდე მხარის ინიციატივით წინამდებარე ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავის სასამართლოში განხილვის დროს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- 14.08.2016წ. ნარდობის ხელშეკრულება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ბ------------“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: მოპასუხე შპს „-----ს“ დაეკისროს მოსარჩელე შპს „ბ------------“-ის სასარგებლოდ 863 063 ლარის გადახდა; აღნიშნული თანხის ნებაყოფილობით გადაუხდელობის შემთხვევაში თანხის ამოღების მიზნით განხორციელდეს ქ. ბათუმში, შ. ხ--–--–---–-ს ქუჩა N80-ში მდებარე მოპასუხის, შპს ,,რუმის'' საკუთრებაში რიცხული იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებების იძულებითი რეალიზაცია: 1) ს/კ 05.32.04.781.01.02.001; განცხადების რეგისტრაცია: 882016510735; კომერციული ფართი N1 (მშენებარე) პირველი სართული, 544,5 კვ.მ; 2) ს/კ 05.32.04.781.01.01.001: განცხადების რეგისტრაცია: 882016510757; ფართი (მშენებარე) 44,8 კვ.მ; სართული მე-2, ბN1; 3) ს/კ 05.32.04.781.01.01.002; განცხადების რეგისტრაცია: 882016510774; ფართი (მშენებარე) 49.8 კვ.მ, სართული მე-2, ბN2; 4) ს/კ 05.32.04.781.01.01.003 განცხადების რეგისტრაცია: 882016510791 ფართი (მშენებარე) 73 კვ.მ, სართული მე-2, ბ.N3; 5) ს/კ 05.32.04.781.01.01.004 განცხადების რეგისტრაცია: 882016510805; ფართი (მშენებარე) 68,5 კვ.მ; სართული მე-2, ბ.N4; 6) ს/კ 05.32.04.781.01.01.005 განცხადების რეგისტრაცია: 882016510823; ფართი (მშენებარე) 49,2 კვ.მ; სართული მე-2, ბN5. 7) ს/კ 05.32.04.781.01.01.006, განცხადების რეგისტრაცია: 882016510836; ფართი (მშენებარე) 49.3 კვ.მ, სართული მე-2, ბN6; 8) ს.კ 05.32.04.781.01.01.007 განცხადების რეგისტრაცია: 882016510858; ფართი (მშენებარე) 49,3 კვ.მ; სართული მე-2, ბN7. 9) ს/კ 05.32.04.781.01.01.008 განცხადების რეგისტრაცია: 882016510877; ფართი (მშენებარე) 49.3 კვ.მ; სართული მე-2, ბ.N8; 10) ს/კ 05.32.04.781.01.01.009 განცხადების რეგისტრაცია: 882016510887; ფართი (მშენებარე) 49.2 კვ.მ; სართული მე-2, ბ.N9; 11) ს/კ 05.32.04.781.01.01.010 განცხადების რეგიტრაცია: 882016510905; ფართი (მშენებარე) 49.5 კვ.მ; სართული მე-2, ბN 10; 12) ს/კ 05.32.04.781.01.01.011 განცხადების რეგისტრაცია: 882016510914; ფართი (მშენებარე) 32.2 კვ.მ; სართული მე-2, ბN11; 13) ს/კ 05.32.04.781.01.01.012 განცხადების რეგისტრაცია: 882016510928; ფართი (მშენებარე) 37.1 კვ.მ; სართული მე-2, ბN 12; 14) ს/კ 05.32.04.781.01.01.013 განცხადების რეგისტრაცია: 882016510940; ფართი (მშენებარე) 38.2 კვ.მ; სართული მე-2, ბN13. შპს „ბ------------“-ის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 395-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე, 629-ე, 636-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული იქნა სწორედ ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „ბ------------“-მა აიღო ვალდებულება ქ. ბათუმში, შ. ხ--–--–---–-ს ქN80-ში მდებარე შპს „-----ის“ კუთვნილ 1215 კვმ მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმი მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიერ დამტკიცებული პროექტის თანახმად განეხორციელებია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ე.წ. „თეთრი კარკასის“ სამუშაოების ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად მენარდე კისრულობდა ვალდებულებას ყველა სამუშაოები ეწარმოებინა საკუთარი მუშახელით, საკუთარი სამშენებლო მასალებით, ალმატურით, ბეტონითა და იარაღებით. ამასთან დადგენილია, რომ მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში, ანუ 2019 წლის 28 თებერვლამდე.
ნარდობის ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად დამკვეთმა აიღო ვალდებულება, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 3 თვის ვადაში მენარდეს გადაუხდიდა შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, რომელიც წარმოშობდა შემდგომში სამშენებლო სამუშაობის გაგრძელების საფუძველს. ხელშეკრულების თანახმად მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშოს ანაზღაურება უნდა მომხდარიყი შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა 2) საფუძველზე, რომელსაც მენარდე წარუდგენდა დამკვეთს. პროექტის სრულად დასრულების შემდგომ კი მხარეთა შორის შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა საბოლოო ანგარიშის გასწორება. ამავე ხელშეკრულების 7.8 პუნქტით განისაზღვრა, რომ დამკვეთის მიერ მენარდეზე თანხის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, ყოველი სამუშაო ეტაპის დასრულებიდან 05 დღის ვადაში. ხელშეკრულების 7.10 პუნქტით კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუკი დამკვეთის მიერ მენარდეზე ასანაზღაურებელი თანხა არ იქნებოდა გადახდილი 05 დღის ვადაში, დამკვეთს პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებელ დღეზე ჯარიმის სახით დაეკისრებოდა მენარდეზე გადასახდელი თანხის 0,5%, 10 დღის განმავლობაში. ხოლო იმ შემთხვევაში თუ 10 დღე გავიდოდა უშედეგოდ და მენარდეს არ აუნაზღაურდებოდა გაწეული სამუშაოს და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა, მენარდეს უფლება ქონდა შეეჩერებინა სამშენებლო მოედანზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება და მასზე ასანაზღაურებელი თანხის პროპორციულად საკუთრების უფლებით დაერეგიტრირებინა საგარანტიოდ დატვირთული ქონება.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან შესრულებული იქნა ფუნდამენტის და ნოლი სართულის სამუშაოები და 2016 წლის დეკემბრის თვეში დამკვეთს წარედგინა ფორმა N2-ები, სულ 5 ერთეული. შესრულებული სამუშაოების ღირებულება მოპასუხეს ხელშეკრულების 7.8. პუნქტის თანახმად უნდა აენაზღაურებინა ფორმა N2-ის მიღებიდან 05 დღის ვადაში, რაც მას არ შეუსრულებია.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
6.2. ვინაიდან მოპასუხის მიერ არ მომხდარა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება ფორმა N2-ის წარდგენიდან 5 დღის ვადაში, შესაბამისად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რაც მხარეთა შორის 2016 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების 7.10 პუნქტის საფუძველზე შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5 %-ს 10 დღის განმავლობაში.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომლის გადახდევინებაც ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარე მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს დადგენილ დროში. განსახილველ შემთხვევაში კი არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ითვალისწინებს სამუშაოთა ღირებულების დაგვიანებით გადახდის შემთხვევებში მოპასუხეზე სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს დაკისრებას.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა დადგენილ ვადაში, ფორმა N2-ის ჩაბარებიდან 05 დღეში, რის გამოც მას დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5 %-ის ოდენობით 10 დღის განმავლობაში, რამაც შეადგინა 51 980 ლარი.
ამდენად სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით გადასახდელი ქონდა სულ 1091487 ლარი (ძირითადი დავალიანება 1039507 ლარი და პირგასამტეხლო 51 980 ლარი), მოპასუხის მიერ კი გადახდილი იქნა სულ 228424 ლარი, რის შემდეგაც მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 863 063 ლარი.
6.3. დადგენილია, რომ, შპს „ბ------------“-ის დირექტორმა წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა შეესრულებინა მოპასუხეს ვალდებულება და გადაეხადა დავალიანება სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების მიზნით. თუმცა მოპასუხემ 2017 წლის 20 თებერვლის წერილით სადაო გახადა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები და აცნობა მოსარჩელეს, რომ მასთან ცალმხრივად წყვეტდა ნარდობის ხელშეკრულებას.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
ამდენად სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების მოშლა არ ათავისუფლებს მოპასუხეს უკვე შესრულებული სამუშაოს ღირებულების და ხელშეკრულების მოშლამდე გადასახდელი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან. შესაბამისად სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეზე გადასახდელად დარჩენილი თანხის, სულ 863 063 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კანომდებლობის შესაბამისად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს დელიქტის არსებობა, ხელშეკრულების დარღვევა ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შპს „ბ------------“ მოითხოვს მოპასუხე შპს ”რუმს“ ზიანის ანაზღაურების სახით, როგორც მიუღებელი შემოსავალი დაეკისროს 1896000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის ზ/აღნიშნულ მოთხოვნას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394 მუხლის თანახმად მხარემ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ დარღვეული იქნა მოვალის მიერ რაიმე ვალდებულება, ამავე კოდექსის 395-ე მუხლი კი ადგენს, რომ მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.
ზ/აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. ზ/აღნიშნული ნორმის თანახმად, მიუღებელ შემოსავლად ითვლება ის შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის როგორც თავად ზიანის ფაქტის, ასევე მისი ოდენობის მტკიცება.
სამოქალაქო კოდექსის 412 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხეზე 1896000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრებას მოითხოვს იმ ზიანის სანაცვლოდ, რაც მას მიადგა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო მიუღებელი შემოსავალის სახით.
დადგენილია, რომ მხარებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა მათ შორის 2016 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და მოსარჩელეც სწორედ ნარდობის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას მოიხოვს. ამდენად მოცემული დავაც ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს. ნარდობის ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი კი შემკვეთს უფლებას აძლევს უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ სწორედ 636-ე მუხლზე მსჯელობისას განმარტა: „მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭებაშემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ: ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებლი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“ (სუს #ას-697-666-2015. 15.12. 2015წ).
ამდენად ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში 636-ე მუხლი არის ის სპეციალური რეგულაცია, რომელსაც არ სჭირდება წინაპირობების დაცვა. სასამართლო განმარტავს, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულების პირობების დაურღვევლობის შემთხვევაშიც კი, შემკვეთს კანონმდებელმა მიანიჭა უფლება, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება. „ერთადერთი სპეციალური დათქმა, რომელიც მენარდის ინტერესების დასაცავად არის დადგენილი მოხმობილ ნორმაში, მდგომარეობს შემკვეთის ვალდებულებაში, აუნაზღაუროს კონტრაჰენტს უკვე შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სსკ-ის 636-ე მუხლით, კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით, ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს (სუს #ას-697-666-2015. 15.12. 2015წ).
გარდა ზ/აღნიშნულისა სამოქალაქო კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის ანუ მისი პასუხისმგებლობა უნდა შემოიფარგლოს მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. კონკრეტულ შემთხვევში სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ხელშეკრულების მოშლით მოპასუხეზე კონკრეტული ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამორიცხავს სამოქალაქო პასუხისმგებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელე შპს ”ბ------------“-ის მოთხოვნა მოპასუხე შპს ”რუმზე” ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების ნაწილში.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამკვეთის, ანუ შპს „-----ის“ მიერ შემსრულებლის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 22 აგვისტოს ამავე მხარეებს შორის გაფორმებული იქნა ვალდებულებისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანხმადაც მენარდის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ქ. ბათუმში, შ. ხ--–--–---–-ს ქN80-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი, კერძოდ 554 კვმ კომერციული ფართი და 13 ერთეული ბინა, რომელიც იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო აშენებული. აღნიშნული ვალდებულებისა და იპოთეკის შესახებ ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შპს ”რუმის“ მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. აღნიშნული გარემოება კი კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხე შპს ”რუმის” საკუთრებაში რიცხული და ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებითი რეალიზაცია. ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ზ/აღნიშნული უძრავი ქონებების რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილშიც შპს ”ბ------------“-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით, ასევე მის მიერ გაწეული იქნა იურიდიული მომსახურეობისათვის ხარჯი 3000 ლარის ოდენობით და სააუდიტორო მომსახურებისათვის ხარჯი 2000 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით, სააუდიტორო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით;
8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სამოქალაქო-სამართლებრივი, აღსასრულებელი მოთხოვნების იძულებითი აღსრულება იწყება კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროში წარდგენით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით;
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 14 აგვისტოს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების 7.12 პუნქტით მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ, რომ „მენარდე მხარის ინიციატივით წინამდებარე ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავის სასამართლოში განხილვის დროს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად“.
ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ბ------------“-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1 მოპასუხე შპს „-----ს“ დაეკისროს მოსარჩელე შპს „ბ------------“-ის სასარგებლოდ 863 063 ლარის გადახდა;
1.2 აღნიშნული თანხის ნებაყოფილობით გადაუხდელობის შემთხვევაში თანხის ამოღების მიზნით განხორციელდეს ქ. ბათუმში, შ. ხ--–--–---–-ს ქუჩა N80-ში მდებარე მოპასუხის, შპს ,,რუმის'' საკუთრებაში რიცხული იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონებების იძულებითი რეალიზაცია: 1) ს/კ 05.32.04.781.01.02.001; განცხადების რეგისტრაცია: 882016510735; კომერციული ფართი N1 (მშენებარე) პირველი სართული, 544,5 კვ.მ; 2) ს/კ 05.32.04.781.01.01.001: განცხადების რეგისტრაცია: 882016510757; ფართი (მშენებარე) 44,8 კვ.მ; სართული მე-2, ბN1; 3) ს/კ 05.32.04.781.01.01.002; განცხადების რეგისტრაცია: 882016510774; ფართი (მშენებარე) 49.8 კვ.მ, სართული მე-2, ბN2; 4) ს/კ 05.32.04.781.01.01.003 განცხადების რეგისტრაცია: 882016510791 ფართი (მშენებარე) 73 კვ.მ, სართული მე-2, ბ.N3; 5) ს/კ 05.32.04.781.01.01.004 განცხადების რეგისტრაცია: 882016510805; ფართი (მშენებარე) 68,5 კვ.მ; სართული მე-2, ბ.N4; 6) ს/კ 05.32.04.781.01.01.005 განცხადების რეგისტრაცია: 882016510823; ფართი (მშენებარე) 49,2 კვ.მ; სართული მე-2, ბN5. 7) ს/კ 05.32.04.781.01.01.006, განცხადების რეგისტრაცია: 882016510836; ფართი (მშენებარე) 49.3 კვ.მ, სართული მე-2, ბN6; 8) ს.კ 05.32.04.781.01.01.007 განცხადების რეგისტრაცია: 882016510858; ფართი (მშენებარე) 49,3 კვ.მ; სართული მე-2, ბN7. 9) ს/კ 05.32.04.781.01.01.008 განცხადების რეგისტრაცია: 882016510877; ფართი (მშენებარე) 49.3 კვ.მ; სართული მე-2, ბ.N8; 10) ს/კ 05.32.04.781.01.01.009 განცხადების რეგისტრაცია: 882016510887; ფართი (მშენებარე) 49.2 კვ.მ; სართული მე-2, ბ.N9; 11) ს/კ 05.32.04.781.01.01.010 განცხადების რეგიტრაცია: 882016510905; ფართი (მშენებარე) 49.5 კვ.მ; სართული მე-2, ბN 10; 12) ს/კ 05.32.04.781.01.01.011 განცხადების რეგისტრაცია: 882016510914; ფართი (მშენებარე) 32.2 კვ.მ; სართული მე-2, ბN11; 13) ს/კ 05.32.04.781.01.01.012 განცხადების რეგისტრაცია: 882016510928; ფართი (მშენებარე) 37.1 კვ.მ; სართული მე-2, ბN 12; 14) ს/კ 05.32.04.781.01.01.013 განცხადების რეგისტრაცია: 882016510940; ფართი (მშენებარე) 38.2 კვ.მ; სართული მე-2, ბN13.
1.3 შპს „ბ------------“-ის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეზე თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
3. მოპასუხე შპს „-----ს“ დაეკისროს მოსარჩელე შპს „ბ------------“-ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით, სააუდიტორო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე