გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/ 18590-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე
სხდომის მდივანი გიორგი ჭავჭავაძე
მოსარჩელე - სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ა-–------------ი“
წარმომადგენელი - ნ-----–-----–----–--ე
მოპასუხეები - გ-----------–-–---–ი, შ--–------–----–---–ი, გ---------–-----ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ა-–------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა:
გ-----------–-–---–ს, შ--–------–----–---–სა და გ---------–-----ს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ა-–------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 515,07 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 410 აშშ დოლარი, პროცენტი 64,81 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 40,26 აშშ დოლარი. ასევე მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ გაწეული ხარჯის - გამარტივებული წარმოების აპლიკაციის საფასურის 100 ლარის გადახდა.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა, რომ მოპასუხეებს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ა-–------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მხოლოდ ძირი თანხის 410 აშშ დოლარისა და შემცირებული პროცენტის 13 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2016 წლის 22 იანვარს გ----------–-–---–თან გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი 410 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, გაცემული სესხი სრულად უნდა დაბრუნებულიყო 09 თვის განმავლობაში, 2016 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 2.4 პუნქტის მიხედვით, კრედიტით სარგებლობის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 42%-ის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო - ხელშეკრულების 2.7 და 7.3 პუნქტების შესაბამისად - დასაფარი თანხის 0,36%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ასევე, 2016 წლის 22 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა შ--–------–----–---–მა და გ---------–-----მა, როგორც თავდებებმა, ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. თავდებობის ხელშეკრულების 1.3 პუნქტის შესაბამისად, თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 615 აშშ დოლარის ოდენობით.
გ----------–-–---–მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. მან პირველად სესხის გადახდის გრაფიკი დაარღვია 2016 წლის 01 მარტს. მოსარჩელის მიერ დავალიანების შესახებ გაფრთხილებულ იქნა, როგორც ძირითადი მსესხებელი ასევე თავდებებიც. გაფრთხილების მიუხედავად მათ ვალდებულება არ შეუსრულებიათ. შესაბამისად, სასამართლოში სარჩელის შემოტანის დროისათვის, გ----------–-–---–ს, შ--–------–----–---–სა და გ---------–-----ს მოსარჩელის მიმართ ერიცხებოდათ დავალიანება 515,07 აშშ დოლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ----------–-–---–ის პოზიცია სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ა-–------------ის“ სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე გ----------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო და მიუთითა, ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ სარჩელს ცნობს ძირი თანხის 410 აშშ დოლარისა და პროცენტის 13 აშშ დოლარის ნაწილში.
2.2. მოპასუხე შ--–------–----–---–ის პოზიცია სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ა-–------------ის“ სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე შ--–------–----–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო და მიუთითა, ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. მოპასუხე შ--–------–----–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
2.3. მოპასუხე გ---------–-----ის პოზიცია სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ა-–------------ის“ სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხე გ---------–-----მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო და მიუთითა, ეთანხმება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. მოპასუხე გ---------–-----ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 22 იანვარს გ----------–-–---–თან გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი 410 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, გაცემული სესხი სრულად უნდა დაბრუნებულიყო 09 თვის განმავლობაში, 2016 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 2.4 პუნქტის მიხედვით, კრედიტით სარგებლობის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 42%-ის ოდენობით,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება; (ს.ფ. 16-20)
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2016 წლის 22 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა შ--–------–----–---–მა და გ---------–-----მა, როგორც თავდებებმა, ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.თავდებობის ხელშეკრულების 1.3 პუნქტის შესაბამისად, თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 615 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-24);
- თავდების განცხადება (ს.ფ. 25)
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 26-28)
- თავდების განცხადება (ს.ფ. 29)
3.1.3 გ----------–-–---–მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. მან პირველად სესხის გადახდის გრაფიკი დაარღვია 2016 წლის 01 მარტს. მოსარჩელის მიერ დავალიანების შესახებ გაფრთხილებულ იქნა, როგორც ძირითადი მსესხებელი ასევე თავდებებიც- შ--–------–----–---–ი და გ---------–-----ი. გაფრთხილების მიუხედავად მათ ვალდებულება არ შეუსრულებიათ. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, მოპასუხეებს გ----------–-–---–ს, შ--–------–----–---–სა და გ---------–-----ს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 423 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირია 410 აშშ დოლარი და სარგებელი 13 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ხელშეკრულება, გრაფიკი (ს.ფ. 16-20)
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
3.2. საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოვლენილა;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ა-–------------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 623-ე, 891-ე, 902-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
ამავე კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 22 იანვარს გ----------–-–---–თან გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი 410 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, გაცემული სესხი სრულად უნდა დაბრუნებულიყო 09 თვის განმავლობაში, 2016 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით. ამასთან, აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად 2016 წლის 22 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა შ--–------–----–---–მა და გ---------–-----მა, როგორც თავდებებმა, ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. თავდებობის ხელშეკრულების 1.3 პუნქტის შესაბამისად, თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 615 აშშ დოლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული დადგენილ ვადაში, დადგენილია ასევე, რომ მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინება (გაფრთხილება) ვალდებულების შესრულების შესახებ და დავალიანების დაუყოვნებლივ დასაფარავად.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სახეზეა ვალდებულების დარღვევა, მოპასუხე მხარეს ერიცხება დავალიანება მოსარჩელის წინაშე, რომლის შესრულებაც არ მომხდარა მიუხედავად გაფრთხილებისა.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თავდებებმა შ--–------–----–---–მა და გ---------–-----მა იკისრეს ვალდებულება მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში არაუმეტეს 615 აშშ დოლარის ოდენობით შეესრულებინათ მსესხებელთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულება, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში და პირობებით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თავდებობის ხელშეკრულება დადგენილი წესით იყო გაფორმებული და სათანადო შეტყობინებებით ეცნობათ მხარეებს დავალიანების დაფარვის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ამასთან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეებს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი 50 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ა-–------------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეებს გ-----------–-–---–ს, შ--–------–----–---–ს და გ---------–-----ს სს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ა-–------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 423.00 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 410.00 ლარი, სარგებელი - 13.00 აშშ დოლარი;
3. მოპასუხეებს გ-----------–-–---–ს, შ--–------–----–---–ს და გ---------–-----ს სს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ა-–------------ის” სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით;
4. სს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ა-–------------ს” დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარიდან 50 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, რაც სს “თიბისი ბანკის” 2016 წლის 12 ივლისის №1--------- საგადასახადო დავალებით ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, სახაზინო კოდი: №300773150;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე