განაჩენი

სისხლის სამართლის 30.11.2018
საქმის ნომერი
100100118002728943
დავის ტიპი
126
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 100100118002728943

№1/125-2018 წელი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 დეკემბერი, 2018 წელი ჭიათურა

 

ს------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი - თამარ წერეთელი

 

პროკურორი - ი-–------–------ი

ბრალდებული - ზ----------–--ე

ადვოკატი - დ--------------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე № 0----------1

 

ბრალდებული: ზ----------–--ე;

მამის სახელი: ბ-------ი;

დაბადებული: 0--------- წელი;

პირადი ნომერი: 3---------0,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

განათლება: ს-–----–ო,ოჯახური მდგომარეობა: დ------------–ი,ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი; ს------ე, სოფელი ც----------ი;

ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ს------ე, სოფელი უ-------ა

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები; (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ); (პირველი ეპიზოდი)

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი; (ოჯახში ძალადობა, ე.ი,ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ); (მეორე ეპიზოდი)

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ს------ის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-------აში მცხოვრები, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ზ----------–--ე, 2016 წლიდან 2018 წლის 28 ოქტომბრამდე პერიოდში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას მშობლებს - თ------------–---ს და ბ-------ი ქ----–--ეს, რამაც მათი ტანჯვა გამოიწვია; (პირველი ეპიზოდი);

 

2. 2018 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 21 საათიდან 22 საათამდე პერიოდში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ----------–--ემ ოჯახის წევრებთან შელაპარაკებისას, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მამას - ბ-------ი ქ----–--ეს, ხოლო მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა ზ----------–--ის საძინებელი ოთახიდან გადაყვანა გადაწყვიტა, ზ----------–--ემ ფეხი დაარტყა საძინებელი ოთახის ორფრთიან კარს, კარის ერთი ფრთა ბ-------ი ქ----–--ეს მოხვდა მხარზე, რა დროსაც თავი ვერ შეიმაგრა და სახით დაეჯახა კარის მეორე ფრთას, რამაც დაზიანება მიაყენა და ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. (მეორე ეპიზოდი)

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ;

 

ოჯახში ძალადობა, ე.ი,ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

2. ბრალდებულმა ზ----------–--ემ სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს;

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია .

 

4. ზ----------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოტაბულით, ნიმუშის აღების ოქმით, დაზარალებულების: ბ-------ი და თამარ ქ----–--ეების გამოკითხვებით, არასრულწლოვანი მოწმეების დავით და ერეკლე ქ----–--ეების გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების გ-------------ს, თ---------–---–----ს, გ-------------------ს გამოკითხვებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბრალდებულის დაკავების ოქმით თავად ბრალდებულ ზ----------–--ის გამოკითხვებით და საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით;

 

5. სსკ-ს 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია უდაოდ მიჩნეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ზ----------–--ის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის აღიარება ყველა ეპიზოდში, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში (1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და "გ" ქვეპუნქტები) გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

6. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ----------–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი,ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

სამართლებრივი შეფასება:

 

7. ზ----------–--ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და "გ" ქვეპუნქტებით;

 

8. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმეები დავით და ერეკლე ქ----–--ეები არასრულწლოვნებია, რომელთა მიმართაც მართლმსაჯულების მიზანია არ განხორციელდეს ხელახალი ან/და მეორეული ვიქტიმიზაცია;

 

ამასთან დაკავშირებით, „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-2 და მე-3 მუხლების შესაბამისად მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.

 

მონაწილე სახელმწიფოები ყოველგვარ აუცილებელ ზომას ღებულობენ დისკრიმინაციის ყველა იმ ფორმისა და სასჯელისაგან ბავშვის დაცვის უზრუნველსაყოფად, რომლებიც უკავშირდება ბავშვის, ბავშვის მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ოჯახის სხვა წევრთა სტატუსს, საქმიანობას, მათ მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და მათ გამჟღავნებულ მრწამსს.

 

ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვისათვის ზრუნვაზე ან მის დაცვაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები ან ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დაწესებულ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მათი პერსონალის რიცხობრიობისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის მეორეული ვიქტიმიზაციისა და არასრულწლოვანი დაზარალებულის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი გამოიყენება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობისას.

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი, მე-4, მე-13, მე-15 და მე-16 ნაწილის თანახმად არასრულწლოვანია – 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი დაზარალებული, არასრულწლოვანი მოწმე, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი.

 

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებია − არასრულწლოვნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სხვა ინტერესები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, აგრეთვე მისი აზრის გათვალისწინებით განისაზღვრება.

 

მეორეული ვიქტიმიზაციაა − არასრულწლოვანი დაზარალებულისთვის /არასრულწლოვანი მოწმისთვის შესაძლო ზიანის მიყენება მისი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად.

 

აღნიშნული გარემოებები გათვალისწინებული უნდა იქნას, როგორც საქმეზე სამართალწარმოების დროს, ასევე სასჯელის დანიშვნის დროსაც, რამეთუ არასრულწლოვანი მოწმე ოჯახის წევრია და მომსწრეა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მომენტში, რამაც გარკვეული სულიერი ტანჯვა მიაყენა;

 

ამდენად ბრალდებულის მიმართ გარდა იმისა, რომ განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, გასათვალისწინებელია სასჯელის ნაწილში არასრულწლოვანი დაზარალებულის საუკეთესო ინტერესი, რამეთუ არ მოხდეს მეორეული და ხელახალი ვიქტიმიზაცია;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

09. ზ----------–--ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. ადრე ნასამართლევი და სახდელ დადებული არაა; დაზარალებულებს შეურიგდა; კმაყოფაზე ყავს ორი არასრულწლოვანი შვილი; ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული;

 

10. ზ----------–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასვამ მდგომარეობაში დანაშაულის ჩადენა; საგულისხმოა, რომ დანაშაულის ობიექტია ასაკოვან მშობლები; ძალადობის ინტენსივობა არასრულწლოვნების თანდასწრებით, რაც წარუშლელ ნეგატიურ კვალს ტოვებს მოზარდებში და განსაკუთრებულ სულიერ ტანჯვას განაცდევინებს;

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით სასჯელად გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 200-და 400 საათამდე ან და თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;

 

11. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის ობიექტის (მოხუცი მშობლები), მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა (არასრულწლოვნების თანდასწრებით, რომლებმაც თავის მხრივ სულიერი ტანჯვა განიცადეს) და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის, ინტენსივობის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ზ----------–--ეს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით (თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე ვადით) სასჯელის ქვედა ზღვართან მიახლოებული ზომით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 10 (ათი) დღის ვადით, სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით (თავისუფლების აღკვეთა ერთიდან სამ წლამდე ვადით) სასჯელის ქვედა ზღვარის ზომით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით; ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ აღიარებს ჩადენილს, ადრე ნასამართლევი არაა, კმაყოფაზე ყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, დაზარალებულები შეურიგდნენ, ოჯახი სოციალურად დაუცველია, სსკ-ს 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დანიშნული საბოლოო სასჯელის ნახევარი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნახევარი კი სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად უნდა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ზ----------–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. რაც შეეხება დამატებითი სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვების გამოყენებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პიროვნებისა (ადრე ნასამართლევი და სახდელდადებული არაა) და დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე- მიზანშეუწონელია;

 

სასჯელად ბრალდებულზე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეფარდება არ იქნებოდა სამართლიანი, რადგან დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრების - მშობლების მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ძალადობა არაერთხელ განხორციელდა და ამდენად ამ გზით ვერ იქნებოდა მიღწეული სისხლის სამართლის პოლიტიკის მიზანი სასჯელის ნაწილში;

 

მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;

 

ამდენად სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული ს-–----–ება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას; ბრალდებულ ზ----------–--ის მიმართ ფაქტობრივად სასჯელად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, სსკ-ს 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნახევრის პირობითად ჩათვლა და გამოსაცდელი ვადის დაწესება, ფაქტობრივად სანქციის მინიმალური ოდენობით, დანაშაულის ხასიათისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით ვერ იქნება მისი ღირსების შემლახავი და ვერც ლმობიერად იქნება მიჩნეული;

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. აღნიშნული სასამართლომ გაითვალისწინა სასჯელის ზომის განსაზღვრისას;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 50-ე, 53-ე, 59-ე, 63-64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე,268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული ზ----------–--ე (პ/ნ 3---------0) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ"და "გ" ქვეპუნტებით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

1.1 ბრალდებულ ზ----------–--ეს (პ/ნ 3---------0) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ"და "გ" ქვეპუნტებით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 10(ათი) დღის ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;

 

1.2. ბრალდებულ ზ----------–--ეს (პ/ნ 3---------0) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;

 

1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ზ----------–--ეს (პ/ნ 3---------0) საბოლოოდ სსკ-ს 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და "გ" ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 10 (ათი) დღის ვადით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე; სსკ-ს 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად მსჯავრდებულმა ზ----------–--ემ (პ/ნ 3---------0) სასჯელის ნაწილი 06 (ექვსი) თვე და 05 (ხუთი) დღე თავისუფლების აღკვეთა მოიხადოს რეალურად შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, დარჩენილი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვისა და 05 (ხუთი) დღის ვადით, სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ს 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი;

 

2. მსჯავრდებულ ზ----------–--ეს (პ/ნ 3---------0) სასჯელის მოხდა დაეწყოს დღიდან დაკავებისა - 2018 წლის 28 ოქტომბრის, 23 საათი და 10 წუთიდან; მსჯავრდებული ზ----------–--ე მოთავსებულ იქნას შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში;

 

3. ზ----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

 

4. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ს------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით კეკენაძე