გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.11.2018
საქმის ნომერი
330310018002509794
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3/3915-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელეები - ნ----–-------ე, უ-----------–--ე

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენლები:

1. ს--------------–---–ი

2. ნ-------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 12 მარტის ოქმი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის №0------- გადაწყვეტილება;

 

1.3. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეთა ოჯახს აღუდგება სოციალურად დაუცველის სტატუსი (ოჯახი აღდგენილ იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში);

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მისი მოსაზრებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2005 წლის 3 დეკემბრიდან 2016 წლის 20 ივნისამდე, ნ----–-------ისა და უ-----------–--ის ოჯახი (საიდენტიფიკაციო ნომრით: 0-----------) რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველთა მონაცემების ერთიან ბაზაში. 2016 წლის 20 ივნისს ოჯახს ცენტრალიზებულად გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში, მიზეზი - შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოჯახის წევრს - უ-----------–--ეს დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი (2016 წლის აპრილი - 5------ ლარი, შპს ს---------------------------------–--დან“ პროცენტის სახით მიღებული), რის შესახებაც ოჯახმა სააგენტოს არ აცნობა.

 

2017 წლის 21 ივნისს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, პირველადი განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს უ-----------–--ემ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 19 აპრილის №0------------- წერილი (ს.ფ. 91-92);

 

3.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილის პირის მიერ 2017 წლის 4 ივლისს განხორციელდა უ-----------–--ის (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი) ოჯახის (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) შესწავლა, კერძოდ, უ-----------–--ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეივსო „ოჯახის დეკლარაცია“, რომლის თანახმად, ოჯახს (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) საკუთრებაში არ გააჩნია არავითარი უძრავი ქონება; ცხოვრობს მდგმურად, ოროთახიან, 47 კვ.მ. ფართში, სადაც იატაკი არის პარკეტის. ოჯახში არიან: უ-----------–--ე და ნ----–-------ე. ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით, უ-----------–--ე „სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბოლატორულ მკურნალობას“, ხოლო ნ----–-------ე არ მიეკუთვნება არცერთ ჩამოთვლილ კატეგორიებს; ორივე არის „მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (II ჯგუფი)“ და „მარტოხელა არამომუშავე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები პირი“. მათ არ ჰყავთ სრულწლოვანი შვილი/შვილები, რომლებიც მათთან არ ცხოვრობენ. უ-----------–--ეს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო ნ----–-------ეს - საშუალო განათლება; თითოეული მათგანის შემოსავალი შეადგენს 100-100 ლარს (სოციალური პაკეტი); ოჯახს სხვა წყაროებიდან (შინაური ცხოველების, ფრინველებისა და მათი პროდუქციის (რძის, კვერცხის, ხორცის, ყველის, კარაქის, მატყლის და ა.შ.) და სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის და მათი გადამუშავების პროდუქტების (ხილი, ბოსტნეული, ღვინის, არაყის, ზეთის, ფქვილის, ჩირის) გაყიდვიდან; ქონების (ბინის, აგარაკის, მანქანის და სხვა) გაქირავებიდან ან გაყიდვიდან ფულადი შემოსავალი, ასევე, ფულადი დახმარება საქართველოში/საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავებისა და მეგობრებისაგან; სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი გასულ 12 თვეში არ მიუღია; ოჯახი არ ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას (იჯარით აღებულისა და უფასო სარგებლობის ჩათვლით); ოჯახს არ ჰყავს ზრდასრული შინაური ფრინველი ან პირუტყვი; ოჯახს არ გააჩნია მუშა მდგომარეობაში მყოფი უძრავი ქონების რომელიმე საგანი; ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიისათვის გადაიხადეს 207,22 ლარი, მოხმარებული წყლისთვის - 22,05 ლარი, მოხმარებული ბუნებრივი აირისთვის - 176,10 ლარი, ხოლო დასუფთავებისათვის - 17,50 ლარი; ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი შეფასება არის - ღატაკი. ამასთან, ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სოციალურმა აგენტმა მიიჩნია სანდოდ.

 

უ-----------–--ემ მითითებულ დეკლარაციაზე ხელმოწერით დაადასტურა მის მიერ მიწოდებული „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ“ ინფორმაციის სინამდვილე და სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციაში სრულად ასახვა.

 

უ-----------–--ის ოჯახი (საიდენტიფიკაციო ნომრით: 0-----------) შედგებოდა 2 წევრისაგან, კერძოდ: უ-----------–--ე და ნ----–-------ე. ოჯახი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით 55--0.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილის პირის მიერ 2017 წლის 4 ივლისს შევსებული ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ. 109-116);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 19 აპრილის №0------------- წერილი (ს.ფ. 91);

- 2018 წლის 13 მარტის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 45).

 

3.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ----------–------------------ის თანამშრომლების მიერ 2018 წლის 12 მარტს განხორციელდა ვიზიტი უ-----------–--ის მიერ ,,ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირებულ მისამართზე: ქ. თბილისი, წ-------–----------, რა დროსაც მოხდა შეხვედრა და გასაუბრება, როგორც ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან უ-----------–--ესთან, ასევე მოქალაქე მ-------------ესთან. ეს უკანასკნელი დასაქმებულია წ-------–---------------- კორპუსთან მდებარე მაღაზიაში, კონსულტანტის პოზიციაზე. ვიზიტის დროს დადგინა, რომ შემოსავლის მიღების მიზნით ოჯახი წელიწადზე მეტია ეწევა კერძო საქმიანობას, კერძოდ, საცხოვრებელი მისამართის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტში აბარებს საკონდიტრო ნაწარმს. აღნიშნული საქმიანობიდან შემოსავალი ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ არ იქნა დაფიქსირებული 2017 წლის 4 ივლისის დეკლარაციაში. ასევე, 2017 წლის 4 ივლისის ,,ოჯახის დეკლარაციის“ B5 პუნქტში არასწორად იქნა დაფიქსირებული ცალკე მცხოვრები სრულწლოვანი შვილების რაოდენობა, ვინაიდან მოქალაქე უ-----------–--ეს ჰყავს პირველი ქორწინებიდან შვილი - დ--------------–--ე, რომელიც დამოუკიდებლად ოჯახის გარეთ ცხოვრობს ცალკე ოჯახად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ----------–------------------ის უფროსის 2018 წლის 23 მაისის №0------- მიართვა (ს.ფ. 95);

 

3.4. უ-----------–--ემ 2018 წლის 12 მარტს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ----------–------------------ის უფროსს და განმარტა, რომ დ---------------------- რაიონის გამგეობის მიერ ერთჯერადად გამოყოფილი დახმარება ერთჯერადად გადაიხადა კომუნალური ხარჯების დაფარვისათვის. ამასთან, მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს სრულწლოვანი შვილი - დ--------------–--ე, რომელთანაც წლების განმავლობაში არ აქვს კონტაქტი. განმცხადებელის განმარტებით, შესაბამისად, 2017 წლის ივლისის თვის დეკლარაციაში დაფიქსირებული ფულადი შემოსავალი არ არის შეცვლილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- უ-----------–--ის 2018 წლის 12 მარტის №2---- განცხადება (ს.ფ. 96).

 

3.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა 2018 წლის 12 მარტს შემოწმების შედეგად შეადგინა უ-----------–--ის ოჯახის (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი იმ მიზეზით, რომ ოჯახი მალავს შემოსავალს კერძო საქმიანობიდან. ასევე, დადგენილია, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმზე გრაფა - „ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის ხელმოწერა“ თავისუფალი სახით არის. აღნიშნულის საფუძველზე, ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახმა დაკარგა უფლება ერთი წლით ხელახალ რეგისტრაციაზე.

 

„ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 2018 წლის 12 მარტის ოქმი ნ----–-------ეს გაეგზავნა 2018 წლის 11 აპრილის №0------- მიმართვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 2018 წლის 12 მარტის ოქმი (ს.ფ. 94);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 19 აპრილის №0------------- წერილი (ს.ფ. 91-92);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 20 მარტის №0------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 27);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 21 მარტის №0------- წერილი (ს.ფ. 28);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 11 აპრილის №0------- წერილი (ს.ფ. 93).

3.6. ნ----–-------ემ და უ-----------–--ემ 2018 წლის 13 აპრილს №3---- ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოში გაასაჩივრეს „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 2018 წლის 12 მარტის ოქმი და მისი თანმდევი გადაწყვეტილება. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების საფუძველზე, სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსის აღდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ----–-------ისა და უ-----------–--ის 2018 წლის 13 აპრილის №3---- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 86-88).

 

3.7. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით (2018 წლის 10 მაისის მდგომარეობით) უ-----------–--ის მიერ 2017 წლიდან 2018 წლის 10 მაისამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 0 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 10 მაისის ცნობა (ს.ფ. 35);

 

3.8. უ-----------–--ემ და ნ----–-------ემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე წარადგინეს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ზედნადებები, რომლებიც ეხება 2018 წლის 23 თებერვლიდან 2018 წლის 27 მარტამდე და 2018 წლის 2 მარტიდან 2018 წლის 3 აპრილამდე პერიოდს. ზედნადებების თანახმად, ორგანიზაცია ე------------------–-–---–ის მიერ გაცემულია თანხა 62,00 ლარი და 56,40 ლარი, ჯამში 118,40 ლარი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მითითებული თანხა ჩათვალა ნ----–-------ის მიერ ლობიანის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლად და წარდგენილი ინფორმაცია მიიღო ცნობის სახით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის №0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 36-39);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ზედნადებები (ს.ფ. 138-139).

 

3.9. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის №0------- გადაწყვეტილებით ნ----–-------ისა და უ-----------–--ის 2018 წლის 13 აპრილის №3---- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის №0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 36-39).

 

3.10. უ-----------–--ეს და ნ----–-------ეს უვადოდ დაუდგინდათ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სტატუსი (II ჯგუფი).

 

დადგენილია, რომ მ--- სამკურნალო-პროფ. ცენტრს 2017 წლის 05 ივლისს მიმართა უ-----------–--ემ, რომელსაც დაუდგინდა დიაგნოზი - „ქრონიკული, ვირუსული ჰეპატიტი C, გ.კ.დ. იშემური კარდიომიოპათია, სტაბილური სტენოკარდია“. აღნიშნული დიაგნოზით, იგი საჭიროებს მუდმივ მედიკამენტურ მკურნალობას.

 

ასევე დადგენილია, რომ მ--- სამკურნალო-პროფ. ცენტრს 2017 წლის 29 სექტემბერს მიმართა უ-----------–--ემ, მას დაუდგინდა დიაგნოზი - „ჰიპერტონული დაავადება II; გ.კ.დ. იშემური კარდიომიოპათია, სტაბილური სტენოკარდია, ქრონიკული, ვირუსული ჰეპატიტი C“. აღნიშნული დიაგნოზით, იგი საჭიროებს მუდმივ მედიკამენტურ მკურნალობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონარიდი საპენსიო მოწმობებიდან (ს.ფ. 42-43);

- უ-----------–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები, სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა (ს.ფ. 117-118, 98-99).

 

3.11. დადგენილია, რომ ერთის მხრივ შპს „ს--------------------------------–--სა“ (გამსესხებელი) და მეორეს მხრივ უ-----------–--ეს შორის 2016 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №1----. სესხის ოდენობამ შეადგინა 27700 (ოცდაშვიდიათასშვიდასი) აშშ დოლარი. ხელშეკრულება დაიდო 6 (ექვსი) თვის ვადით, წლიური 28%-ის დარიცხვით.

 

უ-----------–--ე ცნობილ იქნა დაზარალებულად სისხლის სამართლის საქმეზე №1------- (გამოძიების №0-----------). აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 31 ივლისს გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 17 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება №1---- (ს.ფ. 13-17);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის №1------- ცნობა (ს.ფ. 20).

 

3.12. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით, უ-----------–--ისა და ნ----–-------ის სახელებზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

3.13. სასამართლოს სხდომაზე მოწმის სტატუსით გამოკითხულმა მ-------------------- განმარტა, რომ 2005 წლიდან მუშაობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, კ----------–------------------ის თანამშრომლად. 2018 წლის 22 თებერვალს, კ----------–------------------ში წარდგენილ იქნა განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ უ-----------–--ის ოჯახი მალავდა შემოსავალს. აღნიშნულს მათი მხრიდან აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა რეაგირება. შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის გადასამოწმებლად უფლებამოსილმა პირმა განახორციელა ბენეფიციართან ვიზიტი. ინფორმაცია მიიღეს სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის, გამოიკითხნენ მეზობლები. ადმინისტრაციულ ორგანოს ასევე გაფორმებული აქვს მემორანდუმი სსიპ შემოსავლების სამსახურთან და მისი მეშვეობით ხდება ინფორმაციის მიღება იმ შემთხვევაში, თუ შემოსავალი მომდინარეობს ოფიციალური წყაროებიდან, თუმცა ხშირ შემთხვევაში ბენეფიციარის მიერ ადგილი აქვს იმ თანხის დამალვას, რასაც ოფიციალური წყაროდან, კერძო სამეწარმეო საქმიანობიდან იღებს.

 

მ-------------------- მიუთითა, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმში მითითებულია მხოლოდ ერთი ძირითადი საფუძველი - მალავს შემოსავალს კერძო საქმიანობიდან, ვინაიდან ერთი საფუძვლის არსებობაც კი იწვევს დახმარების შეწყვეტას. ასევე მათ მოიპოვეს ინფორმაცია უ-----------–--ის სრულწლოვანი შვილის შესახებ, თუმცა აღნიშნული დეკლარაციაში არ იყო დაფიქსირებული იმ საფუძვლით, რომ სტატუსის შესაწყვეტად ერთი საფუძველის მითითებაც საკმარისია.

 

მ-------------------- ასევე განმარტა, რომ შემოსავლის სახით მიღებული თანხის ოდენობას არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა, ვინაიდან ბენეფიციარი განაცხადის შევსებისას პასუხისმგებელია მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ხოლო ნებისმიერი არასწორი ინფორმაციის მიწოდება იწვევს სოციალური დახმარების შეწყვეტას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 5 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი (ს.ფ. 144-151).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა უ-----------–--ისა და ნ----–-------ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; ევროპის სოციალური ქარტია; „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამასთან, ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად კი, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 12 მარტის ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის N0------- გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალებასაც მოითხოვს მოსარჩელე მხარე და რომლითაც აღდგება მათი ოჯახისათვის სოციალურად დაუცველის სტატუსი (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია).

 

6.2. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა საარსებო შემწეობის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

მითითებული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

სასამართლო მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.

 

აღნიშნული წესის პირველი მუხლის მიხედვით, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

მითითებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. იმავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას.

 

ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია შეიძლება შეუწყდეს ოჯახის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას ყალბი და/ან არასწორი მონაცემების მიწოდების შემთხვევაში.

 

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 21 ივნისს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, უ-----------–--ემ პირველადი განცხადებით მიმართა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა 2017 წლის 4 ივლისს განახორციელა უ-----------–--ის (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი) ოჯახის (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) შესწავლა. გამოიკითხა უ-----------–--ე და მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, უ-----------–--ის ოჯახი (საიდენტიფიკაციო ნომრით: 0-----------), რომელიც შედგებოდა 2 წევრისაგან, კერძოდ: უ-----------–--ე და ნ----–-------ე, დარეგისტრირდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით 55--0.

 

ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირდა შემდეგი ინფორმაცია: უ-----------–--ეს და ნ----–-------ეს არ ჰყავთ სრულწლოვანი შვილი/შვილები, რომლებიც მათთან არ ცხოვრობენ; ამასთან, მათ შემოსავალს წარმოადგენს სახელმწიფოსგან ყოველ თვე მიღებული 100-100 ლარი, სოციალურ პაკეტი. სხვა სახის შემოსავალი მითითებულ დოკუმენტში არ დაფიქსირებულა.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ----------–------------------ში შევიდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უ-----------–--ე და ნ----–-------ე მალავდნენ შემოსავალს. აღნიშნულის გადამოწმების მიზნით, გამოიკითხა მეზობელი, რომელმაც განმარტა, რომ დასაქმებულია ქ. თბილისში, წ-------–---------------- კორპუსთან მდებარე მაღაზიაში, კონსულტანტის პოზიციაზე და მოსარჩელეთა ოჯახი საცხოვრებელი მისამართის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტში აბარებს საკონდიტრო ნაწარმს - ლობიანს.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ----------–------------------ის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 4 ივლისის ,,ოჯახის დეკლარაციის“ B5 პუნქტში არასწორად იქნა დაფიქსირებული ცალკე მცხოვრები სრულწლოვანი შვილის/შვილების რაოდენობა, ვინაიდან მოქალაქე უ-----------–--ეს ჰყავს პირველი ქორწინებიდან შვილი - დ----------–-ძე, რომელიც დამოუკიდებლად ოჯახის გარეთ ცხოვრობს ცალკე ოჯახად.

 

უ-----------–--ემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კ----------–------------------ში წარდგენილი 2018 წლის 12 მარტის განცხადებაში განმარტა, რომ პირველი ქორწინებიდან ჰყავს სრულწლოვანი შვილი - დ--------------–--ე, რომელთანაც წლების განმავლობაში არ აქვს კონტაქტი; ასევე, 2017 წლის ივლისის თვის დეკლარაციაში დაფიქსირებული ფულადი შემოსავალი არ არის შეცვლილი.

 

დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა 2018 წლის 12 მარტს შემოწმების შედეგად შეადგინა უ-----------–--ის ოჯახის (საიდენტიფიკაციო კოდი: 0-----------) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმი, იმ მიზეზით, რომ ოჯახი მალავს შემოსავალს კერძო საქმიანობიდან. აღნიშნულის საფუძველზე კი, ოჯახს გაუუქმდა რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ოჯახმა დაკარგა ერთი წლით ხელახალი რეგისტრაციის უფლება.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში უ-----------–--ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის საფუძველი გახდა მხოლოდ ერთი საფუძველი - ოჯახი მალავს შემოსავალს კერძო საქმიანობიდან. ასევე, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეს ედავება 2017 წლის 4 ივლისს შევსებულ „ოჯახის დეკლარაციაში“ არასწორი ინფორმაციის შეტანაზე, კერძოდ, 1 წლის განმავლობაში კერძო სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის დამალვაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლზე, რომლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მ--- მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს ოჯახის დეკლარირება მოახდინოს, არამხოლოდ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, არამედ ნებისმიერი წყაროდან, მათ შორის, შესაბამისი ორგანიზაცია-დაწესებულებებიდან მიღებული (მოპოვებული) დოკუმენტების შესწავლა-შეფასებისა თუ სხვა პირთა გამოკითხვის საფუძველზე.

 

სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ზედნადებებზე, რომლებიც ეხება 2018 წლის 23 თებერვლიდან 2018 წლის 27 მარტამდე და 2018 წლის 2 მარტიდან 2018 წლის 3 აპრილამდე პერიოდს. აღნიშნული ზედნადებების თანახმად, ორგანიზაცია „ე------------------–-–---–ის“ მიერ გაცემულია თანხა 62,00 ლარი და 56,40 ლარი, ჯამში 118,40 ლარი. აღსანიშნავია, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან ამ თანხის მიღებას მოსარჩელეების მიერ საკონდიტრო ნაწარმიდან, კერძოდ, ლობიანის რეალიზაციიდან.

 

ამდენად, წარმოდგენილი ინფორმაცია შეეხება არა 2017 წლის 4 ივლისამდე („ოჯახის დეკლარაციის შევსებამდე) არსებულ, არამედ გაცილებით გვიან პერიოდს. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებმა „ოჯახის დეკლარაციის“ შევსების დროს დამალეს გარკვეული შემოსავლის შესახებ ინფორმაცია. ამასთან, არ დასტურდება ის გარემოება, რომ ოჯახის მიზანს წარმოადგენდა შემოსავლის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდება.

 

ამასთან, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ,,ოჯახის დეკლარაციის“ B5 პუნქტში არასწორად იქნა დაფიქსირებული ცალკე მცხოვრები სრულწლოვანი შვილების შესახებ ინფორმაცია (მოქალაქე უ-----------–--ეს ჰყავს პირველი ქორწინებიდან შვილი - დ--------------–--ე, რომელიც დამოუკიდებლად ოჯახის გარეთ ცხოვრობს ცალკე ოჯახად), სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოების შეფასება სცდება დავის საგანს, რამდენადაც ეს ინფორმაცია არ წარმოადგენს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველს.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მ--- ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა 2018 წლის 13 აპრილის №3---- ადმინისტრაციული საჩივრით სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოში გაასაჩივრეს „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 2018 წლის 12 მარტის ოქმი და მისი თანმდევი გადაწყვეტილება. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების საფუძველზე, სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსის აღდგენა. ასევე, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის №0------- გადაწყვეტილებით ნ----–-------ესა და უ-----------–--ეს 2018 წლის 13 აპრილის №3---- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვათ უარი ისე, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა მოსარჩელეთა მეზობლის ზეპირ განმარტებაზე, მაშინ, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მ--- და მე-4 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

6.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მ--- ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან, ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ამრიგად, სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ: ბათილად უნდა იქნეს ცნობილი „სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ 2018 წლის 12 მარტის ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის N0------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეთა ოჯახს აღუდგება სოციალურად დაუცველის სტატუსი (ოჯახი აღდგენილ იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ----–-------ის და უ-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 12 მარტის ოქმი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 24 მაისის N0------- გადაწყვეტილება;

 

3. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეთა ოჯახს აღუდგება სოციალურად დაუცველის სტატუსი (ოჯახი აღდგენილ იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში);

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე