გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
080210117001928011
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1213-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.11.2018 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე

მოსარჩელე - სს ,,კ------- ბ----”

წარმომადგენელი - ქ------- ყ---–----

მოპასუხეები - 1. ბ----- ბ-----–--ე, 2. ა-- ბ-----–--ე (გამოცხადდნენ),3. თ----–- კ-----ე, 4. რ---- ლ-------ე, 5. მ-----– კ-----ე (არ გამოცხადდნენ)

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს მოსარჩელე სს ”კ------- ბ----ს” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ არსებული დავალიანების 3560.04 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხეებს ბ---- ბ-----–--ეს, ა-- ბ-----–--ეს, თ----–- კ-----ეს, მ-----– კ-----ეს და რ---- ლ-------ეს მოსარჩელე სს ”კ------- ბ----ს” სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -106.80 (ასექვსი ლარი და 80 თეთრი) ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი 22 ლარის და უძრავი ქონების სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის - 42 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2016 წლის 10 მარტს შპს ”მ----------------- ო---------–-- კ-------სა” და ბ---- ბ-----–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მან ისესხა 4000 აშშ ლარი, 24 თვის ვადით, 2.04% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.

 

სესხის ხელშეკრულების 3.9. პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს ერიცხება პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა, დაგვიანებული ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27% არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში.

 

2016 წლის 10 მარტს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე მოპასუხეებმა ა-- ბ-----–--ემ, თ----–- კ-----ემ, მ-----– კ-----ემ და რ---- ლ-------ემ იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია, თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

 

მსესხებლისა და თავდებების მიერ დარღვეულ იქნა ხსენებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები. მსესხებელი და თავდები პირები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო, აგრეთვე გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეების მიერ არ განხორციელდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება.

 

სესხის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელ ბ----- ბ-----–--ეს სესხი მასზე დარიცხული პროცენტებით უნდა დაეფარა სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით.

 

ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ,,გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, მომსახურების საკომისიოს, ასევე პირგასამტეხლოს ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება’’.

 

მოპასუხეებს ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარულად გადასახდელი აქვთ: 3560.04 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 2684.14 ლარი, პროცენტი -653.93 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 125.71 ლარი, საკომისიო - 25.84 ლარი, ჯარიმა ძირზე - 48.76 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 21.66 ლარი.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელი დაეთახმა სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი ერთობლივი შესაგებლით ნაწილობრივ ცნეს სასარჩელო მოთხოვნები, თუმცა რომელ ნაწილში არ მიუთითებიათ.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ბ---- და ა-- ბ-----–--ეებმა მთლიანად ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ ისინი ასრულებდნენ დაკისრებულ ვალდებულებას მანამ, სანამ არ შეექმნათ ფინასური პრობლემები. ამჟამად განიცდიან უკიდურეს ფინანსურ სიდუხჭირეს, რის გამოც ვერ ახორციელებენ გადახდებს.

 

მოპასუხეები რ---- ლ-------ე, მ-----– კ-----ე და თ----–- კ-----ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ამიტომ, გარდა შესაგებელში დაფიქსირებული მოსაზრებისა, უცნობია მათი პოზიცია სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 10 მარტს შპს ”მ----------------- ო---------–-- კ-------სა” და ბ---- ბ-----–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მან ისესხა 4000 ლარი, 24 თვის ვადით, 2.04% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ი.ხ. სასამართლო სხდომის ოქმი),-სესხის ხელშეკრულება № (ს/ფ 21-22 ).

 

3.1.2. მსესხებელმა ბ---- ბ-----–--ემ აითვისა შპს ”მ----------------- ო---------–-- კ-------ს” მიერ გაცემული კრედიტის თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი),-დავალიანების შესახებ გადახდის ისტორია(ს/ფ- 63),3.1.3. მსესხებელმა 2017 წლის მარტის თვიდან შეწყვიტა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახადის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი),-დავალიანების შესახებ გადახდის ისტორია(ს/ფ- 63),3.1.4. 2016 წლის 10 მარტს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე მოპასუხეებმა ა-- ბ-----–--ემ, თ----–- კ-----ემ, მ-----– კ-----ემ და რ---- ლ-------ემ იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია, თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

 

მსესხებელსა და თავდებებს არაერთხელ ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ არის გადახდილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს/ფ 160-163 ),-თავდებთა განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები (ს/ფ 23-30 )

-გაფრთხილების წერილები (ს/ფ 37-49 ),-ოქმი შეტყობინების(გაფრთხილების) გაცნობისა და ვალდებულების დარღვევის შესახებ (ს/ფ49).

 

3.1.5. მოპასუხეებს ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარულად გადასახდელი აქვთ: 3560.04 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 2684.14 ლარი, პროცენტი -653.93 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 125.71 ლარი, საკომისიო - 25.84 ლარი, ჯარიმა ძირზე - 48.76 ლარი ,ერთჯერადი ჯარიმა - 21.66 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი),-დავალიანების შესახებ გადახდის ისტორია(ს/ფ- 63),3.1.6. 09/09/2016 წელს შპს ,,მ---- კ-------’’ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად და საფირმო სახელწოდებაა: სააქციო საზოგადოება , კ------- ბ----’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი),-ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს/ფ 66-67).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა ბ---- და ა-- ბ-----–--ეებმა ცნეს სარჩელი, ხოლო მოპასუხეები თ----–- კ-----ე, მ-----– კ-----ე და რ---- ლ-------ე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2016 წლის 10 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების 3560.04 ლარის (საიდანაც ძირითადი თანხაა 2684.14 ლარი, პროცენტი -653.93 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 125.71 ლარი, საკომისიო - 25.84 ლარი, ჯარიმა ძირზე - 48.76 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 21.66 ლარი) - გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 427-ე, მე-400, 361-ე, 316-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე მუხლები,-სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს ”მ----------------- ო---------–-- კ-------სა” და მოპასუხე ბ---- ბ-----–--ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება გაეცა მსესხებლისათვის სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის თანხები, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხის დაბრუნების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

დადგენილია, რომ სს ,,მ---- კ-------მ’’ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და ამჟსმად წარმოადგენს სს ,,კ------- ბანკს’’.

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოვალე ბ---- ბ-----–--ეს კრედიტორის წინაშე ვალდებულება არ აქვს შესრულებული ჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს 2016 წლის 10 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ფარგლებში დავალიანება - 3560.04 ლარი (საიდანაც ძირითადი თანხაა 2684.14 ლარი, პროცენტი -653.93 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 125.71 ლარი, საკომისიო - 25.84 ლარი, ჯარიმა ძირზე - 48.76 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 21.66 ლარი).

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს ”მ----------------- ო---------–-- კ-------სა” და ბ---- ბ-----–--ეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ოდენობა და შესაბამისად, მისი გადახდის ვალდებულება მოპასუხის მხრიდან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კრედიტორი სს ”კ------- ბ----” უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალისაგან ვალდებულების შესასრულებლად ამ თანხების გადახდის დაკისრება.

 

ვინაიდან მოპასუხეებმა ბ---- ბ-----–--ემ და ა-- ბ-----–--ემ ცნეს სარჩელი, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით კი, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სს ”მ----------------- ო---------–-- კ-------ს”, ა-- ბ-----–--ეს, თ----–- კ-----ეს, მ-----– კ-----ესა და რ---- ლ-------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თავდებებმა სოლიდარულად იკისრეს კრედიტორის წინაშე ბ---- ბ-----–--ის ფულადი ვალდებულების შესრულება, რაც გამომდინარეობს 2016 წლის 10 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან.

 

ამდენად, თავდებობის ხელშეკრულებების შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების 3560.04 ლარის გადახდევინება მოითხოვოს სოლიდარულად თავდები პირებისაგან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურების ვალდებულება. მოპასუხეები ბ---- ბ-----–--ე და ა-- ბ-----–--ე, სარჩელის ცნობის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდნენ სახ.ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხეებს თ----–- კ-----ეს, მ-----– კ-----ეს და რ---- ლ-------ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 106.80 ლარის გადახდა.

 

მოპასუხეებს თ----–- კ-----ეს, მ-----– კ-----ეს და რ---- ლ-------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი 22 ლარის და ყადაღის რეგისტრაციისათვის გადახდილი 42 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო მოპასუხე- ბ---- ბ-----–--ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა რ--- N--- (უძრავი ქონების მახასიათებლებია: ზონა ქუთაისი---, სექტორი---, კვარტალი---, ნაკვეთი----,) დაზუსტებული ფართობი: 611.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N0----------- და მოპასუხე მ-----– კ-----ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: რაიონი წ---–-------, სოფელი ფ---–---------- (უძრავი ქონების მახასიათებლებია: ზონა: წ---–----------, სექტორი---, კვარტალი---, ნაკვეთი----) დაზუსტებული ფართობი: 3200.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N------------; - უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ”კ------- ბ----ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. მოპასუხეებს ბ----- ბ-----–--ეს, ა-- ბ-----–--ეს, თ----–- კ-----ეს, მ-----– კ-----ეს, რ---- ლ-------ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ”კ------- ბ----ს” სასარგებლოდ 3560.04 ლარის გადახდა (ძირი თანხა - 2684.14 ლარი, პროცენტი - 653.93 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 125.71 ლარი, საკომისიო - 25.84 ლარი, ჯარიმა ძირზე - 48.76 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 21.66 ლარი);

 

2. დაეკისროთ მოპასუხეებს, თ----–- კ-----ეს, მ-----– კ-----ეს, რ---- ლ-------ეს, მოსარჩელე სს ”კ------- ბ----ს” სასარგებლოდ 106.80 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად; მათვე დაეკისროთ საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი 22 ლარის და ყადაღის რეგისტრაციისათვის გადახდილი 42 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ;

 

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ბ----- ბ-----–--ის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე- ქ. ქუთაისი, ქუჩა რ--- #3--, საკად. კოდი - 0----------- და მოპასუხე მ-----– კ-----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - რაიონი წ---–-------, სოფელი ფ---–----------, საკ.კოდი #------------ - დარჩეს უცვლელად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში(მის.: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე